Category: მსოფლიო
-
France Telecom–ის დირექტორს თანამშრომლების თვითმკვლელობის გამო ასამართლებენ
ფრანგული სატელეკომუნიკაციო კომპანია France Telecom–ის ყოფილი ხელმძღვანელი და კიდევ ექვსი ყოფილი მენეჯერი პარიზში სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. მათ ბრალად თანამშრომლების დამცირება და შეურაცხყოფა ედებათ, რის გამოც პროკურატურის ინფორმაციით ბევრმა თანამშრომელმა თავი მოიკლა.თანამშრომლების თვითმკვლელობების ტალღამ France Telecom–ში 2008–2009 წლებში საზოგადოება შოკში ჩააგდო. წამოიჭრა საკითხი ტელესაკომუნიკაციო გიგანტკში კორპორატიული კულტურის მდგომარეობის შესახებ. ეს პირველი მსგავსი პროცესია საფრანგეთში, როცა სამუშაო ადგილზე შევიწროების ბრალდება სასამართლოში განიხილება.2008–2009 წლებში კომპანიის 35 –მა თანამშრომელმა თავი მოიკლა. მას შემდეგ კომპანიამ სახელი შეიცვალა და ამჟამად Orange ქვია. დიდიე ლომბარი და დანარჩენი ბრალდებულები უარყოფენ, რომ თანამშრომლების თვითმკვლელობის მიზეზი მათი მხრიდან კომპანიის რესტრუქტურიზაციის მცდელობა გახდა.იგივე ბრალდებები წაუყენეს თავად კომპანიასაც. ამავე დროს, ცოტა ხნის წინ პრივატიზებული კომპანია მაშტაბური რეორგანიზაციის პროცესს გადიოდა. დიდიე ლომბარი ცდილობდა შტატები 22 ათასი ადამიანით შეემცირებია, კიდევ 10 ათასი თანამშრომლისთვის კი პერეკვალიფიცირება ეიძულებინა.ზოგიერთმა თანამშრომელმა თვითმკვლელობის წინ წერილი დატოვა, რომელშიც საკუთარ გადაწყვეტილებაში France Telecom–ის მენეჯერებს ადანაშაულებდა.ლომბარს იმაშიც ადანაშაულებენ, რომ კომპანიაში შეიქმნა “თანამშრომლების ცხოვრების ხარისხის გაუარესებისკენ მიმართული კორპორატიული პოლიტიკა“. ადანაშაულებენ იმაშიც , რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის, მუქარის და შეურაცხყოფის გზით აიძულებდა ადამიანებს სამსახურიდან წასვლას.ზოგიერთი თანამშრომელი სხვა ქალაქში მათი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს, ზოგი ცარიელ ოფისებში დატოვეს, ზოგი კი აიძულეს ისეთი საქმე ეკეთებინათ, რაც მათი კვალიფიკაციის დონეზე ბევრად დაბალი იყო.“მე მათ მაინც გავყრი, ასე თუ ისე, კარიდან ან ფანჯრიდან“– როგორც ამბობენ ასეთი ფრაზა 2007 წელს დიდიე ლომბარმა ერთ–ერთ სხდომაზე თქვა.თავად ყოფილი მენეჯერი, რომელმაც კომპანია 2010 წელს დატოვა, აღიარებს, რომ მის მიერ გატარებული სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები თანამშრომლებს არ მოსწონდათ, მაგრამ უარყოფს, რომ სუიციდის მიზეზი ეს შეიძლებოდა გამხდარიყო.ლომბარის კომპანიიდან წასვლის მიზეზი მისი ხელმძღვანელობის სტილთან დაკავშირებული საჩივრები გახდა. თუ ბრალდებულებს დამნაშავედ ცნობენ, მათ ერთიდან ორ წლამდე პატიმრობა და 15 ათას ევროიანი ჯარიმა ემუქრებათ. კომპანია Orange კი შესაძლოა 75 ათასი ევროთი დაჯარიმდეს.რამდენიმე დრამატული ინციდენტი კომპანიის ისტორიიდან:• 2009 წელს 32 წლის ქალმა პირდაპირ სამსახურში მოიკლა თავი• ქალაქ მეცში ქალმა თავის მოკვლა სცადა მას შემდეგ, რაც გაიგო რომ წელიწადის მანძილზე უკვე მესამედ სხვა ქალაქში გადაჰყავდათ სამუშაოდ.• 2011 წელს 57 წლის თანამშრომელმა მამაკაცმა ბორდოს სიახლოვეს სამსახურში ყოფნისას მოიკლა თავი.კომპანიის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა ბრალდებებთან და სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აცხადებს, რომ კომპანიის ამჟამინდელი მენეჯმენტი დიდ ძალისხმევას ხარჯავს კორპორატიული კულტურის გაუმჯობესებისთვის. -
ლეგენდარული მექსიკელი რესლერი ლონდონში რინგზე ბრძოლის დროს გარდაიცვალა
ლეგენდარული მექსიკელი სპორტსმენი, სესარ გონსალეს ბარონი, რომლის სპორტული მეტსახელი ვერცხლის მეფეა, ლონდონში ორთაბრძოლის დროს გარდაიცვალა.51 წლის რესლერი ცნობილ რაუნდჰაუს არენაზე გარდაიცვალა. ის ბრძოლის დროს რინგზე დაეცა და ვეღარ ადგა.პროფესიონალი მებრძოლი სესარ ბარონი სამშობლოში, მექსიკაში ნამდვილი ვარსკვლავი იყო, თანაც არა მხოლოდ რინგზე, არამედ კინოშიც. 2005 წელს ის ჰოლივუდურ კომედია “სუპერნაჩოში“ გადაიღეს ამერიკელ კომიკოსთან, ჯეკ ბლეკთან ერთად.ბარონი თეატრალიზებული შოუს, Lucha Libre–ს ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე გამოდიოდა და სახეზე სხვა რესთლერების მსგავსად ნიღაბი ეკეთა.მექსიკური მედიის ინფორმაციით ბარონის სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა. ორთაბრძოლის ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ დაცემის შემდეგ მალევე მასთან მსაჯმა და რამდენიმე ადამიანმა მიირბინა. მაყურებელი დიდხანს ვერ მიხვდა რა ხდებოდა და მისი სახელის სკანდირებას განაგრძობდა. -
ტრაგედია ხმელთაშუა ზღვაში. 65 მიგრანტი ნავის გადაბრუნების შედეგად დაიღუპა
მინიმუმ 65 მიგრანტი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში, ტუნისის სანაპიროსთან ნავის გადაბრუნების შედეგად. გაეროს ლტოლვილთა საქმეების სააგენტოს მონაცემებით გადარჩენა მხოლოდ 16–მა ადამიანმა მოახერხა. გადარჩენილები ამბობენ, რომ მათმა ნავმა ლიბიის ქალაქი ზუვარუ ხუთშაბათს დატოვა და პრობლემები დიდი ტალღების გამო შეექმნა.გაეროს მონაცემებით ლიბიასა და ევროპას შორის მარშრუტზე 2019 წლის პირველ ოთხ თვეში ჯამში 164 ადამიანი დაიღუპა.თუმცა დღევანდელი ინციდენტი ამ წელს გარდაცვლილი მიგრანტების რაოდენობით ყველაზე მძიმეა.გადარჩენილები ტუნისის სანაპირო ფლოტმა ნაპირზე გაიყვანა. ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.ტუნისის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ტუნისის სამხედრო საზღვაო ფლოტმა სამაშველო ხომალდი მაშინვე გაგზავნა, როგორც კი ინციტენტის შესახებ შეიტყო. ადგილზე უკვე დახვდა მეთევზეთა გემი, რომელიც გადარჩენილებს ეხმარებოდა. მობილიზებული იყო მალტური ვერტმფრენიც.სავარაუდოდ ნავის მგზავრები აფრიკის ქვეყნებიდან იყვნენ წამოსული.“ეს არის ტრაგიკული და საშინელი შეხსენება იმ რისკებისა, რომლებსაც ეჯახებიან ისინი, ვინც ცდილობს ხმელთაშუა ზღვა გადაკვეთოს“ – ამბობს გაეროს წარმომადგენელი, ვინსენტ კოჩეტელი.ყოველწლიურად ათასობით მიგრანტი ცდილობს ხმელთაშუა ზღვის გადალახვას და ევროპაში არალეგალურად მოხვედრას. მათი საწყისი პუნქტი თითქმის ყოველთვის ლიბიაა. ბევრი მიგრანტი იმის გამო იღუპება, რომ გადავსებული და გაუმართავი გემებით და ნავებით მგზავრობენ.თუმცა 2017 წლის შუა პერიოდიდან მიგრანტების გადაადგილება ამ მარშრუტით მკვეთრად შემცირდა.2019 წლის პირველ სამ თვეში ევროპაში სამი ხმელთაშუაზღვისპირული მარშრუტით დაახლოებით 16000 ლტოლვილი და მიგრანტი ჩავიდა. ეს 17%–ით ნაკლებია, ვიდრე 2018 წლის იმავე პერიოდში ჩასული მიგრანტების რაოდენობა.ეს ძირითადად იმით აიხსნებ, რომ იტალიამ ლიბიის ძალები ჩართო მიგრანტთა შესაჩერებლად. ეს გადაწყვეტილება უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გააპროტესტეს.რაოდენობის შემცირების მიუხედავად ტრაგედიები კვლავ ხშირია. გაეროს ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წელს ყოველდღიურად ხმელთაშუა ზღვის გადაკვეთისას 6 მიგრანტი იღუპებოდა. -
რუსი ტელეწამყვანის,სერგეი დორენკოს გარდაცვალების მომენტი ვიდეოკამერამ დააფიქსირა
ვიდეომეთვალყურეობის კამერამ მოსკოვში, ნიკოლოიამსკის ქუჩაზე დააფიქსირა ტრაგიკული ინციდენტი. 9 მაისს, დღის მეორე ნახევარში, ძლიერი წვიმისას 59 წლის ჟურნალისტი სერგეი დორენკო მოტოციკლით მიდიოდა. რუსული მედიით გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოტოციკლისტი გზის მარჯვენა ხაზში მიდის. მოულოდნელად ის მკვეთრად გადადის მარცხნივ, რამდენიმე ხაზს კვეთს, საპირისპირო მოძრაობის ხაზზე გადადის და ეცემა. თუმცა არცერთ ავტომობილს ამ მანევრების დროს მოტოციკლისტი არ შეჯახებია.დორენკო ამ ინციდენტის დროს გარდაიცვალა, თუმცა სიკვდილი ბუნებრივი მიზეზებით დადგა და არა დაცემის დროს მიღებული ტრავმებით. წინასწარი მონაცემებით ჟურნალისტს და ტელეწამყვანს გულის მწვავე უკმარისობა დაემართა და გული გაუჩერდა, რის გამოც მოტოციკლი ვეღარ შეაკავა. დაცემისას მიღებული ტრავმები კი ინფორმირებული წყაროს ცნობით კრიტიკული არ ყოფილა.ადგილზე მისული ექიმები ჟურნალისტის რეანიმირებას 20 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ.
-
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ახალ წევრს არჩი დაარქვეს. ჰარის და მეგანის პირველი ინტერვიუ მედიასთან
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრმა, სასექსის ჰერცოგმა ჰარიმ და მისმა მეუღლე მეგანმა პუბლიკას პირველად აჩვენეს ახალშობილი ვაჟიშვილი, რომელსაც არჩი ჰარისონ მაუნტბეტენ–უინძორი დაარქვეს.“მას მშვენიერი ხასიათი აქვს. ძალიან მშვიდია. ნამდვილი ოცნება“ – ამბობს მეგანი შვილზე. ჰარი კი საპასუხოდ ხუმრობს: “არ ვიცი, ნეტავ ვის გავს?“.პატარა უკვე გააცნეს დედოფალ ელისაბედ მეორეს და პრინც ფილიპს. ეს დედოფილის რიგით მერვე შვილთაშვილია.“ეს ნამდვილი საოცრებაა, ჯადოსნური რამ. დედამიწაზე ორი საუკეთესო ბიჭი მყავს და ამიტომ ძალიან ბედნიერი ვარ“ – ამბობს მეგანი დედის როლში პირველ დღეებზე საუბრისას.ჰარი ამბობს, რომ იყო მშობელი საოცარია და უკვე ორი დღეა აღფრთოვანებულები არიან იმით, რომ “სიხარულის ეს პატარა ნამცეცი“ ყავთ.ჰარი ჯერჯერობით ვერ პასუხობს კითხვას, ვის გავს ბავში და ამბობს, რომ ბავშვები ძალიან სწრაფად იცვლებიან.
-
ამსტერდამში ბენზინის და დიზელის ძრავიან ავტომობილებს კრძალავენ
ამსტერდამის საქალაქო საბჭომ ათწლიანი გეგმა დაამტკიცა, რომელიც 2030 წლისთვის ბენზინის და დიზელის ძრავიანი ავტომობილების სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. მომავალი წლიდან 15 წლის წინ ან უფრო ადრე გამოშვებული ავტომობილებისთვის წრიული საავტომობილო გზის, A 10–ის შიგნით შესვლას აკრძალავენ. საქალაქო ავტობუსები კი, რომლებიც ქალაქს გამონაბოლქვი აირებით აბინძურებენ ნიდერლანდების დედაქალაქის ცენტრიდან 2022 წლიდან გაქრება.2025 წელს აკრძალვა შეეხება მოპედებს და გასართობ ტურისტულ კატერებს, რომლებიც ბენზინის ან დიზელის საწვავს იყენებენ. იმ დროისთვის ელექტრომობილების დასატენი სადგურების რაოდენობა 23 ათასამდე უნდა გაიზარდოს. 2030 წელს კი ამსტერდამში ბენზინის და დიზელის ძრავიანი ავტომობილები საერთოდ ვეღარ იმოძრავებენ.გეგმის ავტორების ჩანაფიქრით ეს ქალაქის ჰაერს გაასუფთავებს და შედეგად ამსტერდამში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ერთი წლით გაიზრდება.ავტომწარმოებელთა ინტერესების ლობისტი ორგანიზაცია Rai Association ინიციატივას აკრიტიკებს. “ათობით ათასი ოჯახი, რომლებსაც ელექტრომობილის შესაძენი ფული არ აქვთ მალე დავიწყებას მიეცემიან. შედეგად ამსტერდამი მდიდრების ქალაქად გადაიქცევა“–ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. -
ვინ არის მის ამერიკა 2019 (ფოტო+ვიდეო)
28 წლის ჩესლი კრისტი, რომელმაც მანამდე “მის ჩრდილოეთ კაროლინას“ ტიტული მოიპოვა, აშშ–ს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მფლობელი გახდა.
“მის ამერიკის“ კონკურსი ნევადის შტატ ქალაქ რინოში გაიმართა. 2019 წლის გამარჯვებულს გვირგვინი 2018 წლის მის ამერიკის გამარჯვებულმა, სარა როუდ სამერსმა დაადგა. ვიცე მისის ტიტული ალეხანდრა გონსალესს ერგო ნიუ მეხიკოს შტატიდან. მეორე ვიცე მისის ტიტული კი ტრიანა ბრუნმა მოიპოვა ოკლაჰომადან.ჩელსი კრისტს სილამაზის კონკურსების მიმართ ინტერესი 10 წლის ასაკში გაუჩნდა, როცა დედა ცხენებშებმულ კარეტაში დაინახა მის ჩრდილოეთ კაროლინა 2002 –ის კონკურსზე მისი გამარჯვების აღსანიშნავ აღლუმზე.“ეს ის დრო იყო ჩემს ცხოვრებაში, როცა არ ვიცოდი ვინ ვიყავი, არ ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული. პატარა უცნაური ბავშვი ვიყავი, რომელსაც მეგობრები არ ყავდა. მაშინ ვიფიქრე, რომ მინდოდა ისეთივე ვყოფილიყავი, როგორიც დედა იყო.“– ყვება ჩელსი. გოგონამ პირველ რიგში სკოლის ყველა სილამაზის კონკურსში დაიწყო მონაწილეობა.
აშშ–ს ყველაზე ლამაზი ქალის თქმით მოხარულია, რომ “ძლიერი ქალების თაობის“ წარმომადგენელია.კრისტმა იურიდიული განათლება და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის სტატუსი უეიკ ფორესტის უნივერსიტეტში მიიღო. გოგონა აფროამერიკული სტილის გრძელი თმით სახაზინო ადვოკატად მუშაობს. გარდა ამისა, ის წარმატებული სპორტსმენია.მის აშშ–ს კონკურსის მოსამზადებელ პერიოდში ის დილის ხუთ საათზე დგებოდა და სარბენად მიდიოდა. შემდეგ ველოსიპედით და ტრენაჟორებით ვარჯიშობდა.
გასახდომად გოგონას საყვარელ კერძებზე მოუწია უარის თქმა. “არ ვჭამდი პასტას, შემწვარს, დესერტებს, თუმცა ხანდახან თავს უფლებას ვაძლევდი საყვარელი კერძებიც მეჭამა. მძულდა ვარჯიშის ყოველი წამი და ჩემი კვების რეჟიმი. მაგრამ აღფრთოვანებული ვარ იმ შედეგით, რასაც საბოლოოდ მივაღწიე“– დაწერა ჩესლიმ ინსტაგრამის გვერდზე.
-
ტაილანდის მეფემ პირადი მცველი ცოლად მოიყვანა და ქვეყნის დედოფლად გამოაცხადა
ტაილანდის მეფემ, მახა ვაჩირალონგკორნმა ცოლად მოიყვანა მისი პირადი უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე და მას დედოფლის ტიტული მიანიჭა.სუტხიდა იტჯაის თანხლებით მეფე ბოლო წლებში საჯაროდ არაერთხელ გამოჩენილა, თუმცა მათი ურთიერთობების შესახებ აქამდე ოფიციალურად უცნობი იყო.იმის შესახებ, რომ ამიერიდან ქვეყნის დედოფალი სუტხიდა გახდება, ამ დღეებში გახდა ცნობილი.სამეფო კარის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ 66 წლის მეფემ “გადაწყვიტა გენერალ სუტხიდა ვაჩირალონგკორნს, მის მეუღლეს დედოფლის ტიტული და სამეფო ოჯახის წევრის სტატუსი მიანიჭოს.“მანამდე მეფეს სამი ცოლი ჰყავდა და სამივეს გაშორდა. წინა ცოლებისგან მას შვიდი შვილი ყავს.2014 წელს მეფემ ნაციონალური ავიაკომპანიის ყოფილი სტიუარდესა მისი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნა. ორი წლის შემდეგ კი არმიის გენერლის წოდება მიანიჭა.სამეფო ქორწილზე გადაღებულ კადრებში , რომლებიც გუშინ ტაილანდის ტელევიზიაში აჩვენეს, ჩანს, რომ ოჯახის წევრებითა და კარის მრჩევლებით გარემოცული მეფე დედოფალ სუტხიდას თავზე წმინდა წყალს ასხამს. ცერემონიის შემდეგ კი წყვილმა ქორწინების მოწმობას მოაწერა ხელი.
მახა ვაჩირალონგკორნი ტახტზე 2016 წელს ავიდა და მეფე რამა მეათის ტიტული მიიღო. ის ჩაკრის დინასტიის გამგრძელებელია, რომელიც ქვეყანას. 1782 წლიდან მართავს.ტაილანდის წინა მეფე, პხუმიპონ ადულიადეტი 2016 წელს გარდაიცვალა. ის 70 წელი მეფობდა. -
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადააყენეს. მიზეზი ინფორმაციის გაჟონვაა
ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, გევინ უილიამსონი თანამდებობიდან გადააყენეს. მიზეზი გამოძიების შედეგები გახდა დახურული მოლაპარაკებიდან ინფორმაციის გაჟონვის საქმეზე.„პრემიერ–მინისტრმა დღეს საღამოს სთხოვა გევინ უილიამსონს მთავრობა დატოვოს, რადგან ის აღარ არის დარწმუნებული, რომ მას შესწევს უნარი თავდაცვის მინისტრის პოსტზე იმუშაოს“–ნათქვამია ბრტანეთის მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.მთავრობაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გამოძიების შედეგების გათვალისწინებით მიიღეს. საქმე ეხება ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს მოლაპარაკებებიდან ინფორმაციის გაჟონვას. მოლაპარაკებებზე ჩინურ კომპანია ჰუავეისთან 5G ქსელის შექმნისთვის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილებოდა.ინფორმაციის გაჟონვა 24 აპრილს მოხდა. კერძოდ, გახმაურდა ინფორმაცია, რომ ჰუავეის პროდუქცია 5G ქსელის შექმნისას მხოლოდ “არაკრიტიკული“ კომპონენტების კონსტრუქციებში იქნება გამოყენებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჰუავეისგან არ შეიძენენ აპარატურას, რომელსაც შეუძლია მობილური მოწყობილობის იდენტიფიცირება და გადაწყვეტა, საით უნდა მიმართოს სატელეფონო ზარი და გადასცეს მონაცემები.ჩინურ კომპანიასთან ბრიტანეთის თანამშრომლობის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდნენ აშშ და ზოგიერთი მინისტრი. ისინი თვლიდნენ, რომ ეს შესაძლოა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყოფილიყო საშიში.ინფორმაციის გაჟონვამ ბრიტანულ მედიაში ნამდვილი სკანდალი გამოიწვია, რადგან ნაციონალური უშიშროების საბჭოს სხდომებზე ის მინისტრები იკრიბებიან, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებაზე ასე თუ ისე არიან პასუხისმგებელი და ეს სხდომები მკაცრად კონფიდენციალურია. ამ კონკრეტულ სხდომას ცხრა ადამიანი ეწრებოდა. უილიამსონმა ერთ–ერთმა პირველმა განაცხადა, რომ ის და მისი გუნდი გაჟონვაში დამნაშავეები არ ყოფილან.პოლიტიკოსთა ნაწილმა მომხდარის სისხლის სამართლებრივი გამოძიება მოითხოვეს, ჟურანლისტები კი აცხადებდნენ, რომ ეს სიტყვის თავისუფლების პრინციპის დარღვევა იქნებოდა. შიდა გამოძიების ინიცირება ტერეზა მეის ერთ–ერთი თანაშემწის მხრიდან მოხდა.თავად უილიამსონი კვლავ უარყოფს, რომ ინფორმაციის გაჟონვა მისი მხრიდან მოხდა. თუმცა, როგორც უილიამსონის გადაყენების შესახებ ტერეზა მეის წერილშია ნათქვამი “სხვა რეალური ვერსია, თუ როგორ შეიძლებოდა გაჟონვა მომხდარიყო, არ არსებობს.“ტერეზა მეი პირადად შეხვდა უილიამსონს ოთხშაბათს და უთხრა, რომ ის ფლობს სარწმუნო მტკიცებულებებს, რომლებიც მის ბრალეულობას ადასტურებს. -
ტრამპი აშშ–ში თავშესაფრის მაძიებელთათვის მოსაკრებლის დაწესებას მოითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკაში თავშესაფრის მაძიებელთა სისტემაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. მაშინ, როცა ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს მექსიკიდან საზღვრის გავლით მიგრანტების ნაკადის შეკვეცას, ცვლილებები მოიცავს თავშესაფარზე განაცხადების შემომტანთათვის მოსაკრებლის დაწესებას.
პრეზიდენტმა ორშაბათს წერილობით მოუწოდა გენერალურ პროკურორს და შიდა უსაფრთხოების სამინისტროს ხელმძღვანელს, შესატყვისი რეგულაციები შექმნან. მათ შორის, დააწესონ მოსაკრებელი, რომელიც არ გადააჭარბებს თითო საქმის სასამართლოში განხილვის საფასურს.
ტრამპს ასევე სურს მიგრანტებმა სამსახურის უფლებაც მოითხოვონ იმ დროს, როცა ისინი თავშესაფრით დაკმაყოფილებაზე პასუხს ელოდებიან. დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატი ხულიან კასტრო, რომელიც პრეზიდენტ ობამას დროს შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, ერთერთი იყო, ვინც ტრამპის ეს გეგმა უკვე გააკრიტიკა.