იტალიაში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი გადაბრუნდა. არის მსხვერპლი

Written by

in

იტალიაში გადაბრუნდა ავტობუსი, რომელშიც რუსი ტურისტები იმყოფებოდნენ. ერთი ადამიანი დაიღუპა, თავდაპირველი ინფორმაციით ათმა დაზიანებები მიიღო.
იტალიაში რუსეთის საელჩოს ინფორმაციით მათ მიიღეს სიგნალი იტალიის სამოქალაქო თავდაცვის დეპარტამენტიდან ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, კონკრეტულად კი ტურისტული ავტობუსის გადაბრუნების შესახებ, რომელშიც 60 ადამიანი იმყოფებოდა, ძირითადად რუსეთის მოქალაქეები.
მოგვიანებით იტალიურმა გაზეთმა Corriere della Sera –მ დააზუსტა, რომ დაზარალებულთა რიცხვი 15–მდე გაიზარდა. წინასწარი ინფორმაციით ავარიის შედეგად დაღუპული ქალია. ავტობუსი სიენადან ფლორენციაში მიდიოდა. ავარიის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა გაზეთის ინფორმაციით სავარაუდოდ მიზეზი ნაწვიმარი გზა გახდა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *