Category: მსოფლიო

  • იამაიკაზე 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

    იამაიკაზე 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. CNN-ის ცნობით, ბიძგები მაიამიზე და ჰავანაშიც იგრძნობოდა.

    ამერიკის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა მოსალოდნელი ცუნამის შესახებაც განაცხადა.

    აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის განცხადებით, მიწისქვეშა ბიძგები დაახლოებით 10 კილომეტრის (6 მილის) სიღრმეში დაფიქსირდა.

    დაშავებულთა შესახებ ინფრომაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

  • დააკავეს მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებდა

    ჩინეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებდა.

    შემთხვევა დედაქალაქთან ახლოს, ტუნჯოუს დასახლებაში მოხდა.

    მამაკაცმა საზოგადოებას სოციალური ქსელის საშუალებით მიმართა და  დაწერა, რომ კორონავირუსს განზრახ ავრცელებდა და სხვა ადამიანების ინფიცირებას ახდენდა.

    სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ სოციალურ ქსელში ჩანაწერის ავტორი 22 წლის მამაკაცი იყო და ის იტყუებოდა. სინამდვილეში ახალგაზრდა  კორონავირუსით საერთოდ არ იყო ინფიცირებული.

    ამჟამად მამაკაცი დაკავებულია მას ბრალად ცრუ ინფორმაციის გავრცელება აქვს წაყენებული.

  • თურქეთში, მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება

    თურქეთის „კატასტროფის მართვის საგანგებო ცენტრის“ ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა.

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური იუწყება, რომ დაშავებულთა რიცხვი 1600 აღწევს. მათ შორის 13 ინტენსიური მკურნალობას გადის.

    პარასკევს მომხდარი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ, სამაშველო ოპერაციებში 4000 ადამიანი იყო ჩართული. ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ეპიცენტრში 76 შენობა დაინგრა, ასობით კი დაზიანდა.

    ადგილობრივი მედიის ცნობით, პარასკევის შემდეგ, 900 განმეორებითი ბიძგი დაფიქსირდა.

    ელაზიღის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრა, თურქეთში, ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო.

    მანამდე, თურქეთში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მიწისძვრის შედეგად, 1999 წელს, 17 ათასი ადამიანი დაიღუპა.

  • ბაღდადში ამერიკის საელჩო დაბომბეს-არიან დაშავებულები

    ბაღდადში ე.წ მწვანე ზონის ტერიტორიაზე არსებული ამერიკის საელჩო დაბომბეს.

    საელჩოს ტერიტორიაზე 5  რაკეტა ჩამოვარდა. „როეტერსის” ცნობით, ერთ-ერთმა რაკეტამ საელჩოს სასადილო დააზიანა. დაშავებულია სულ მცირე სამი ადამიანი.

    მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

  • სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

    სამხრეთ კორეაში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი ინფიცირებული 55 წლის მამაკაცია, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩინეთის ქალაქ უხანში იმყოფებოდა.

    21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

  • ვერტმფრენის კატასტროფისას კობი ბრაიანტთან ერთად მისი 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა

    ვერტმფრენის კატასტროფას კალათბურთელ კობი ბრაიანტთან ერთან მისი 13 წლის ქალიშვილიც დაიღუპა – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

    ასევე დაუღუპა ბორტზე მყოფი კიდევ შვიდი ადამიანი, მათ შორის პილოტი.

    „ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა – პილოტი და 8 მგზავრი, არავინ გადარჩენილა,“- განაცხადა ლოს ანჯელესის ოლქის შერიფმა.
    არსებული  ინფორმაციით, ბრაიანტის კერძო ვერტმფრენმა კატასტროფა კალაბასასში, კალიფორნიაში განიცადა. მიზეზი უცნობია.

    41 წლის კობი ბრაიანტი „ლოს-ანჯელეს ლეიკერსში“ თამაშობდა. ბრაიანტი NBA-ის ჩემპიონის ტიტულის ხუთგზის მფლობელი იყო.

  • კალათბურთის სამყარო გლოვობს.ფოტოები ვერტმფრენის კატასტროფის ადგილიდან, რომელსაც ლეგენდარული კალათბურთელი ემსხვერპლა

    ვერტმფრენი, რომელშიც ლოს ანჯელეს ლეიკერსის ყოფილი კალათბურთელი, კალათბურთის ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე, კობი ბრაიანტი შვილთან ერთად იმყოფებოდა ლოს ანჯელესის სიახლოვეს ჩამოვარდა.

    ბრაიანტი, მისი ქალიშვილი ჯიანა და ბორტზე მყოფი კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა. ვერტმფრენი ქალაქ კალაბასასის ქედზე ჩამოვარდა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მაშველები ადგილზე პრაქტიკულად დაუყოვნებლივ მივიდნენ, თუმცა ვერტმფრენის ყველა მგზავრი უკვე გარდაცვლილი იყო .

    ჯერჯერობით ზუსტად არ არის ცნობილი, საიდან და სად მიფრინავდა ვერტმფრენი.ბრაიანტი ხშირად იყენებდა კერძო ვერტმფრენს, Sikorsky S-76–ს. ზოგჯერ ამ ვერტმფრენით ნიუპორტ ბიჩზე Staples Center–ში ლეიკერსის მატჩზე მიფრინავდა.


    თვითმხილველები ამბობენ, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგონეს როგორ გაჩერდა ვერტმფრენის ძრავა.

    ადგილობრივი ოლქის შერიფმა ტვიტერზე შემთხვევის ადგილდან ფოტოები დადო.

    41 წლის კალათბურთელი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ლეიკერსში თამაშობდა. პროფესიონალური სპორტიდან 2016 წლის აპრილში წავიდა. 20 სეზონის განმავლობაში ბრაიანტმა ხუთი ჩემპიონის ტიტული მიიღო და ორჯერ მოიგო ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი აშშ–ს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ის NBA–ს ერთადერთი მოთამაშე იყო, რომელმაც MVP – “ყველაზე ფასეული მოთამაშის“ ჯილდო ოთხჯერ მიიღო. ეს ჯილდო ყველა კალათბურთელის ოცნებაა.

    ბრაიანტმა ასევე მიიღო ოსკარი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისთვის “ძვირფასი კალათბურთი“, რომელიც მის ლექსზე იყო აგებული.

    ბრაიანტს ოთხი შვილი ყავდა. ბოლო შვილი 2019 წლის ივნისში შეეძინა. ორი თვით ადრე კობიმ და მისმა ცოლმა ვანესამ ქორწინების 20 წლისთავი აღნიშნეს. “ამ დღეს 20 წლის წინ შევხვდი ჩემს საუკეთესო მეგობარს, ჩემს დედოფალს. მიყვარხარ ჩემო mamacita per sempre “– თქვა მაშინ ბრაიანტმა.


    კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯიანა

    კალათბურთის სამყარო გლოვობს. “არა, გთხოვთ, არა! ეს შეუძლებელია. “– დაწერა ტვიტერზე კალათბურთელმა კევინ ლავმა.

    “არ არსებობს სიტყვები, რომელიც გადმოსცემს იმ ტკივილს, რასაც ჩემი მშვენიერი ჯიჯის და ჩემი ძმის, კობის გარდაცვალების გამო განვიცდი. მე შენ მიყვარხარ და ძალიან დამაკლდები”, — წერს ტვიტერზე ლეგენდარული კალათბურთელი შაკილ ო ნილი.

    “საშინელი ამბავი“ – დაწერა ტვიტერზე აშშ–ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

  • ჩინეთის აეროპორტში მშობლებმა დაავადებული ბავშვები მიატოვეს და თვითონ გაფრინდნენ

    კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო ჩინეთის ქალაქი უხანი, რომელიც ამ ვირუსის გავრცელების კერად ითვლება მთლიანად ბლოკირებულია. გადაადგილების შემზღუდავი ზომები 22 მილიონ ადამიანს შეეხო. აეროპორტებში ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კონტროლი კი სულ უფრო მკაცრდება. გამოიყენება თბოდეტექტორები პოტენციურ დაავადებულთა გამოსავლენათ და შემოწმებას აეროპორტებში ათასობით მგზავრი გადის.

    თვითმხილველთა თქმით ნანკინის ლუკოუს აეროპორტში ორ პატარა ბავშვს მაღალი ტემპერატურის გამო ჩანშასკენ მიმავალ რეისზე ჩაჯდომის უფლება არ მისცეს.

    მათი მშობლები აეროპორტის პერსონალს 3 საათის განმავლობაში ჩასხდომის დარბაზში ეკამათებოდნენ და თხოვდნენ მათთვის მაინც მიეცათ ბორტზე ასვლის უფლება, რადგან ისინი დაავადებული არ იყვნენ. საბოლოოდ მათ ბავშვები აეროპორტში მიატოვეს და თვითმფრინავში ავიდნენ. გარშემომყოფი უცნობი ადამიანები იძულებულნი გახდნენ ბავშვებზე ეზრუნათ.

    ისტორიას არაერთი მგზავრი ადასტურებს, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ ჩასხომის გასასვლელი შეეცვალათ და მათი რეისი 3 საათით დაგვიანდა.

    ამბის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ინფექციას თან ახლავს რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება.

    გართულებულ შემთხვევებში პნევმონია და მძიმე რესპირატორული სინდრომები, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილი.

    ჯერჯერობით უცნობია რამდენ ხანს გრძელდება საინკუბაციო პერიოდი. სავარაუდოდ ის 10–დან 14 დღემდეა.

  • ბულგარეთი ორ რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

    ბულგარეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ორი რუსი დიპლომატი და მათ ქვეყნიდან აძევებს. მიზეზი შპიონაჟში ბრალდებაა. თავის ეჭვებზე ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურმა პროკურატურამ აცნობა.

    ბულგარეთში რუსეთის საელჩოს ინფორმაციით მათი თანამშრომლები ქვეყანას ნოტაში მითითებულ ვადებში დატოვებენ. საელჩო აცხადებს, რომ არანაირი მტკიცებულება არ მიუღიათ, რომლებიც გაძევებული თანამშრომლების ისეთ საქმიანობას დაადასტურებდა, რომელიც მათ დიპლომატიურ სტატუსს არ შეესაბამება. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული მხარე საპასუხო ზომების უფლებას იტოვებს.

    შპიონაჟში ეჭვმიტანილთა გვარები არ სახელდება. ბულგარეთის პროკურატურის მონაცემებით ერთ–ერთი მათგანი ამ საქმიანობით 2017 წლიდან იყო დაკავებული, მეორე კი 2018 წლიდან.

    ერთი მათგანი ბულგარეთის საარჩევნო პროცესის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვით იყო დაკავებული. პროკურატურის განცხადებით დადგენილია, რომ რუსეთის მოქალაქეს დიპლომატის სტატუსი ქონდა, ის ბულგარეთში კრედიტებული იყო ბულგარეთში რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების პირველი მდივნის სტატუსით. თანამდებობის მითითების მიუხედავად მისი იდენტიფიცირება ძნელია, რადგან ბულგარეთში რუსეთის საელჩოს საიტის ინფორმაციით მსგავს თანამდებობას ცხრა ადამიანი იკავებს.

    მეორე დიპლომატი კი პროკურატურის ცნობით აგროვებდა ცნობებს, რომლებიც ენერგეტიკის და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში სამსახურეობრივ და სახელმწიფო საიდუმლოს შეიცავდა. შემდეგ კი ამ ინფორმაციას მოსკოვში რუსეთის სადაზვერვო სამსახურში აგზავნიდა. მეორე ეჭვმიტანილიც დიპლომატიური იმუნიტეტით სარგებლობდა, რადგან სოფიაში რუსეთის სავაჭრო წარმომადგენლობის თანამშრომელი იყო.

    დაკავებულების მიმართ სისხლის სამართლებრივი საქმის წარმოება მათი დიპლომატიური იმუნიტეტის გამო შეწყდა. მათ მიმართ წინასასამართლო ძიება მიმდინარეობს.

    კრემლი აცხადებს, რომ ამ გამოძიების შესახებ არაფერი იციან.