Category: მსოფლიო

  • რუსეთის პატრიარქი კირილი კონსტიტუციაში ღმერთის ხსენების ინიციატივით გამოდის

    რუსეთის პატრიარქმა კირილმა მისი ინტრონიზაციის 11 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვივთ გამოსვლისას მოუწოდა ყველას, დაიწყონ დისკუსია კონსტიტუციაში ღმერთის ხსენების აუცილებლობის შესახებ.

    “მოდი ვილოცოთ, ვიშრომოთ, რომ ჩვენს ძირითად კანონში ღმერთი იქნას მოხსენიებული. იმიტომ რომ რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობას ღმერთი არ სწამს. მხოლოდ მართლმადიდებლებზე არ ვსაუბრობ – ვსაუბრობ მუსულმანებზე და მრავალ სხვაზე. თუ ჰიმნში შეიძლება იყოს სიტყვები “ღმერთისგან დაცული მშობლიური მიწა“ რატომ არ შეიძლება ამის შესახებ ითქვას ჩვენს კონსტიტუციაში?“ – თქვა კირილმა.

    თავდაპირველად კონსტიტუციაში ცვლილებების ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტი გამოვიდა. ცვლილებები შეეხება სახელმწიფო დუმის როლის გაძლიერებას, პრეზიდენტის ძალაუფლების ვადების შემზღუდავი მუხლიდან სიტყვა “ზედიზედ“–ის ამოღებას, ჩინოვნიკებისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის აკრძალვას.

  • შოტლანდიას იმედი აქვს რომ ევროკავშირში დაბრუნდება როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა

    პარასკევს შოტლანდიის ავტონომიის მთავრობის მეთაურმა, ნიკოლა სტერჯენმა პირობა დადო, რომ შოტლანდია ევროკავშირში დაბრუნდება, თუმცა უკვე როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.

    მიტინგები და მსვლელობები ბრეგზითის წინააღმდეგ ედინბურგში, გლაზგოში, აბერდინშ, დანდში და შოტლანდიის სხვა ქალაქებში გაიმართა. მათში ბრიტანეთის პარლამენტის წევრებიც მონაწილეობდნენ შოტლანდიის ნაციონალური პარტიიდან, რომელსაც სტერჯენი მეთაურობს.
    ისინი შოტლანდიას ევროპულ ქვეყანას უწოდებდნენ და ევროკავშირში მის სასწრაფოდ დაბრუნებას მოითხოვდნენ.
    2016 წელს ბრეგზითის შესახებ რეფერენდუმში შოტლადიელების 62%–მა ხმა ევროკავშირიდან გასვლის წინააღმდეგ მისცა.
    ბრეგზითის დღეს სტერჯენი გამოვიდა სიტყვით, რომელშიც მომხრეების მოუწოდა შოტლანდიის დამოუკიდებლობის შესახებ ახალი რეფერენდუმისთვსი ბრძოლის გაგრძელებისა მოთმინებისკენ.
    მან ხაზი გაუსვა, რომ ნების გამოხატვა მხოლოდ კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს, ანუ მხოლოდ ბრიტანეთის მთავრობის თანხმობით.
    თუმცა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ასეთ სცენარს გამორიცხავს. ის თვლის, რომ საკითხი 2014 წელს უკვე გადაწყდა, როცა რეფერენდუმზე 55%–მა ხმა გაერთიანებულ სამეფოში დარჩენას მისცა.
    სტეჯენი ახცადებს, რომ უნდა ახალი რეფერენდუმი წელსვე ჩატარდეს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ შეიძლება ის მომავალი წლისთვის გადაიდოს და შოტლანდიის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაიმართოს.

    შოტლანდიის მთავრობის მეთაური ამბობს, რომ შოტლანდიელები ბრეგზითს ღრმა მწუხარებით და სევდით ხვდებიან.
    ამასთან, შოტლანდიის მთავრობის შენობა ედინბურგში ევრკავშირის დროშის ფერებით განათდა. შოტლანდიის მთავრობის და პარლამენტის შენობებზე ევოკავშირის დროშა მომავალშიც დარჩება.

  • მგზავრებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩინეთში იყვნენ, ავსტრალიასა და აშშ-ში აღარ შეუშვებენ

    მგზავრებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ჩინეთში იყვნენ, აშშ-სა და ავსტრალიაში აღარ შეუშვებენ ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.  აშშ-სა და ავსტრალიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ბოლო პერიოდში ჩინეთში იყო, ქვეყანაში არ შეუშვებენ. მანამდე, მსგავსი აკრძალვა დააწესა რუსეთმა, იაპონიამ, პაკისტანმა და იტალიამ.

    ჩინეთიდან ჩამოსული აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეები კი 14-დღიან კარანტინში მოთავსდებიან. მანამდე მსგავს ზომებს რუსეთმა, იაპონიამ, პაკისტანმა და იტალიამ მიმართეს. თუმცა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ასეთი შეზღუდვების დაწესების წინააღმდეგია.

    მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მსგავსი ზომების წინააღმდეგია და აცხადებს, რომ მოგზაურობის აკრძალვას მეტი ზიანის მოტანა შეუძლია.  ასევე აცხადებენ, რომ ეს დააზიანებს ეკონომიკას და გაართულებს ინფორმაციის გაზიარებას. 

    ჩინეთმა დაწესებული შეზღუდვები გააკრიტიკა და სახელმწიფოები ოფიციალური რეკომენდაციების იგნორირებაში დაადანაშაულა. „მაშინ, როცა ჯანმო მოგზაურობის აკრძალვას არ გვირჩევს, აშშ საპირისპიროს აკეთებს. ეს კეთილი ნების გამოხატვა ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპირეკა უა ჩუნიინმა.

  • ავსტრიისა და შვეიცარიის პრეზიდენტები ერთმანეთს მეტროში შეხვდნენ (ფოტოები)

    ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი სოციალურ ქსელში აქვეყენებს ფოტოს, თუ როგორ მგზავრობს მეტროთი შვეიცარიის პრეზიდენტ სიმონეტა სომარუგასთან ერთად. ქვეყნის ლიდერები ქალაქ ვენაში, მეტროს ვაგონში სხედან და საუბრობენ.

    ორი ქვეყნის ლიდერმა შეხვედრისას ქალაქის განვითარების ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს. ცნობილია, რომ ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდერ ვან დერ ბელენი საზოგადოებრივი ტრანაპორტით ხშირად მგზავრობს.ფოტოს მსოფლიოს მასშტაბით დიდი გამოხმაურებები მოჰყვა.

    {{PHOTOGALLERY}}

  • ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    ბრიტანეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა

    დიდ ბრიტანეთში უკვე დადასტურდა კორონავირუსით დაავადების პირველი ორი შემთხვევა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას ადასტურებს, თუმცა დეტალებს არ აკონკრეტებს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაავადებულები ერთი ოჯახის წევრები არიან და მათ ქალაქ ნიუკასლში მკურნალობენ.

    ბრიტანეთის სამედიცინო სამსახურის მეთაურმა, კრის უიტიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად არის ამისთვის მომზადებულია და აქვს უნარი ინფექციურ დაავადებებს ებრძოლოს. მისი თქმით, ამაჟმად მუშაობენ იმის დასადგენად, ვისთან იყვნენ კონტაქტში პაციენტები, რათა ინფექციის გავრცელება აღკვეთონ.

    “ჩვენ ვემზადებოდით ბრიტანეთში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოჩენისთვის. კარგად აწყობილი ინფექციური კონტროლის ზომები გვაქვს, რათა ასეთ შემთხვევებზე დაუყოვნებელი რეაგირება მოვახდინოთ.“
    უიტის თქმით, ბრიტანეთი მჭიდროდ თანამშრომლობის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცისთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა მზად იყოს მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის.

  • რუსეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა

    რუსეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

    რუსული მედიის ცნობით, ვირუსი ტიუმენის ოლქის კლინიკაში ორ პაციენტს დაუდგინეს.დაინფიცირებულები ჩინეთის მოქალაქეები არიან.

    ჩინეთში, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ოფიციალურად დღევენადელი მონაცემებით  213-ს მიაღწია, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა  10,000-ს აღწევს.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

  • სტოკჰოლმის გალერეიდან სალვადორ დალის ათზე მეტი ნამუშევარი მოიპარეს

    სტოკჰოლმის  გალერეიდან  ესპანელი მხატვრის, სალვადორ დალის ნამუშევრები -12-მდე ბრინჯაოს ქანდაკება და გრავიურა მოიპარეს. თითოეული ნამუშევრის ღირებულება დაახლოებით 500 ათას კრონას შეადგენს.

    ნამუშევრები შვეიცარიიდან სპეციალურად გამოფენისთვის 10 დღით იყო ჩამოტანილი.

  • კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 213-მდე გაიზარდა

    ჩინეთში, მომაკვდინებელი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ ოფიციალური მონაცემებით 213-ს მიაღწია, ხოლო 9,692 ადამიანს კორონა ვირუსი ლაბორატორიულად დაუდასტურდა,- ინფორმაციას „როიტერსი“  ავრცელებს.

    ჩინეთის გარდა, კორონავირუსი 19 ქვეყანაში დადასტურდა. მათ შორის ევროპის ქვეყნებშიც.

    ვირუსის პირველი ორი დადასტურებული შემთხვევის შესახებ განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააკეთა. იტალიამ ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლა აკრძალა.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

  • კორონავირუსის შემთხვევა ფინეთშიც დაფიქსირდა

    ფინეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინური მედია ავრცელებს.

    არსებული ინფორმაციით, ვირუსი 32 წლის ჩინელი ქალს აღმოაჩნდა, რომელიც ფინეთში ქალაქ უხანიდან ხუთი დღის წინ ჩავიდა. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

    ფინელი ექიმები მიიჩნევენ, რომ ვირუსის გავრცელების რისკი ფინეთში დაბალია,თუმცა საჭიროების შემთხვევაში ფინეთის ჯანდაცვა მზად არის გაუმკლავდეს კორონავირუსს.

  • საბერძნეთში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

    საბერძნეთში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თურქეთის დასავლეთ ნაწილშიც იგრძნობოდა.

    ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.