Category: მსოფლიო

  • პუტინთან შეხვედრის მონაწილეებს სიცხეს უზომავენ

    პუტინთან შეხვედრის ყველა მონაწილეს სიცხეს უზომავენ. მიზეზი კორონავირუსისგან პრეზიდენტის დაცვაა.

    ამის შესახებ ინფორმაციას რია-ნოვოსტის ჟურნალისტი ავრცელებს, რომელსაც კრემლში, პუტუნთან შეხვედრამდე სიცხე გაუზომეს.

    ,,ეს არის პრევენციული ზომა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ”,- აცხადებს პრეზიდენტის სპიკერი დიმიტრი პესკოვი და აღნიშნავს, რომ შემოწმდება ყველა ადამიანი, ვინც პუტინთან ერთად ღონისძიებას დაესწრება.

    კორონავირუსით ამ დროისთვის 564 ადამიანია გარდაცვლილი, დაავადებულთა რიცხვმა კი 28 ათასს გადააჭარბა.

  • იტალიაში ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავარდა, დაღუპულია 2 ადამიანი

    იტალიის ჩრდილოეთში, ქალაქ ლიდში ჩქაროსნულმა მატარებელმა კატასტროფა განიცადა. შედეგად დაიღუპა მატარებლის ორი მძღოლი, დაშავებულია 28 ადამიანი.

    მატარებელი მილანიდან სალერნოში მიდიოდა. ის ლიანდაგიდან ადგილობრივი დროით 5:30 საათზე, მილანიდან 40 კილომეტრში გადავიდა.

    მსგავსი მატარებლები 186 კმ/სთ სიჩქარეს უსაფრთხოდ და ეფექტურად ავითარებენ.

    შემთხვევის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

  • ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

    ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 563-ს მიაღწია.

    ინფიცირებულებიდან 1153 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო დაავადებულთა რაოდენობამ 28 ათასს გადააჭარბა.ინფორმაციას ამის შესახებ  ოფიციალურ მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომისია ავრცელებს.

    ინფიცირებულთა შორის  არის ასევე ახალშობილიც, მას ახალი კორონა ვირუსი  დაბადებიდან 30 საათში ვირუსი დაუდასტურდა. როგორც ცნობილია, ბავშვის დედა თავად იყო ინფიცირებული.

    ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში კარანტინში 186 ათასი ადამიანი იმყოფება.

    დაავადების 20 შემთხვევა დაფიქსირდა იაპონიის სანაპიროსთან საკრუიზო ხომალდის ბორტზე. 

  • ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

    ჩინეთში ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 490-ს მიაღწია, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვმა 24 324-ს მიაღწია. ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის კომიტეტი ადასტურებს.

    ხელისუფლების ცნობით, ბოლო 24 საათში, ხუბეის პროვინციაში კორონავირუსით კიდევ 65 ადამიანი გარდაიცვალა.

    ახალ კორონავირუსს ჩინეთის გარდა კიდევ 20-ზე მეტ ქვეყანაში ებრძვიან. ბოლო შემთხვევა ბრიუსელში დაფიქსირდა.

  • ჰონგ-კონგში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    გარდაცვალების პირველი შემთხვევა ჰონგ-კონგში-გარდაცვლილი 39 წლის მამაკაცია, რომელიც ვუჰანში იმყოფებოდა, მას ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები ჰქონდა.

    ოფიციალური ინფორმაციით, ეს ჩინეთის ტერიტორიის გარეთ ვირუსის მეორე მსხვერპლია. მომაკვდინებელი ვირუსით ჩინეთის გარეთ პირველი ადამიანი კვირას ფილიპინებში გარდაიცვალა. ოფიციალური მონაცემებით კორონა ვირუსით ინფიცირებულია 20 438 ადამიანი.

  • “ეს მისურია, შე იდიოტო!“–დონალდ ტრამპს კანზასის და მისურის შტატები ერთმანეთში აერია

    ამერიკული ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალური მატჩი – სუპერბოული აშშ–ში საერთო ნაციონალური მაშტაბის მოვლენაა. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ სოციალური ქსელები აფეთქდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა გამარჯვებული გუნდის “წარმომავლობა“ აურია.

    ტვიტერზე გამოქვეყნებულ პირველ მილოცვაში, რომელიც ამაჟმად წაშლილია, ამერიკის პრეზიდენტმა დაწერა: “ვულოცავთ კანზას–სითი ჩიფსს“ დიდებულ თამაშს და ფანტატიურ დაბრუნებას უდიდესი ზეწოლის ქვეშ. ვამაყობთ თქვენით და დიდებული შტატით – კანზასით. ნამდვილი ჩემპიონები ხართ!“

    არადა ქალაქი კანზას სითი მისურის შტატში მდებარეობს და არა კანზასის შტატში.

    ტვიტი ოპერატიულად წაიშალა, თუმცა მისი სქრინშოთი სოციალურ ქსელებს შემორჩა და მას უსწრაფესი რეაგირება მოყვა.

    “ეს მისურია, შე იდიოტო!“– დაწერა ტვიტერზე კლერ მაკკასკილმა, რომელიც 2018 წლის ბოლომდე ამ შტატს სენატში წარმოადგენდა.

    “რაღა უნდა დავამატო. უბრალოდ უტვინოა“– დაწერა მერილენდის ყოფილმა ვიცე–გუბერნატორმა მაიკლ სტილმა.

    “ატლანტიკ–სითი – ატლანტიკის ოკეანის დედაქალაქია“– შეუერთდა ტრამპის დაცინვას სცენარისტი ჯასტინ ბეითმანი.

    ზოგიერთი ნერვიულობს, რომ ადამიანს, რომელმაც გეოგრაფია მესამე კლასელის დონეზეც არ იცის, ბირთვული ჩემოდანი აბარია.

    თუმცა ტრამპის დასაცავად სოცქსელებში მისი მომხრეებიც გამოჩნდნენ.

    ბევრი მიუთითებს, რომ კანზას სითი მართლაც ორი შტატის საზღვარზე მდებარეობს: არსებობს კანზას სითი მისურში და კანზას სითი კანზასში და მათ ტრამპის გარდა კიდევ ბევრი სხვა ურევს ერთმანეთში.

    “იდიოტები ბუზისგან სპილოს ქმნიან, ამბობენ რომ თავიდან ტრამპმა კანზასი დაწერა. არავინ კანზას სითიდან, ისევე როგორც მე, არ ანიჭებს მნიშვნელობას სად მდებარეობს სტადიონი, ჩვენ ყველას გვიყვარს “ჩიფსი“. – წერს სოციალური ქსელების ერთ–ერთი მომხმარებელი.

    თუმცა უმრავლესობა თანხმდება, რომ შეცდომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

    ასეა თუ ისე, ამ დროისთვის ტვიტი უკვე ჩასწორებულია:


    “ვულოცავთ “კანზას სითი ჩიფსს“ დიდებულ თამაშს და ფანტასტიურ დაბრუნებას დიდი ზეწოლის ქვეშ. ვამაყობთ თქვენით და დიდებული შაშტით, მისურით. თქვენ ნამდვილი ჩემპიონები ხართ!“– ვკითხულობთ აშშ–ს პრეზიდენტის ტვიტზე.

    “ჩიფსმა“ გუშინ სუპერბოულის ფინალში კალიფორნიული გუნდი – სან ფრანცისკო ფორტი ნაინერსი დაამარცხა ანგარიშით 31:20. მისურელებმა 50 წლის მანძილზე პირველად მოიგეს ჩემპიონატი.

  • მადრიდის აეროპორტში ავარიულად დაეშვა თვითმფრინავი, რომელსაც ბორბლები არ ქონდა

    მადრიდის აეროპორტში თვითმფრინავის ავარიული დაშვებისთვის საგანგებოდ ემზადებოდნენ.  კანადიდან მომავალ თვითმფრინავს ბორბლები გზაში დაუზიანდა. ბორტზე 130 მგზავრია. მადრიდის აეროპორტში საგანგებო მზადყოფნაა გამოცხადებული. პროცესს ესპანური მედია პირდაპირ ეთერში გადასცემს. თვითმფრინავი ერთი საათის განმავლობაში ჰაერში ტრიალებდა, რათა საწვავის მარაგი შეემცირებინა და ავარიული დაშვებისას აფეთქება აეცილებინა თავიდან. შედეგად ის აფეთქებას გადაურჩა. ამ დროისთვის დეტალები უცნობია. 

  • ჩინეთი აშშ-ს კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის დათესვაში ადანაშაულებს

    ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს პანიკის გავრცელებაში ადანაშაულებს. ქვეყნის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, ვაშინგტონი არაადეკვატურად იქცევა და სრულ ისტერიას თესავს.

    „ქვეყნების უმეტესობა აფასებს და მხარს უჭერს ჩინეთის მცდელობებს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის დროს და ჩვენ გვესმის და პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებებს როცა აწესებენ კარანტინს ქვეყანაში შემსვლელებზე, მაგრამ ამავდროულად ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ, აშშ-ში მათ არაადეკვატურად მწვავე რეაქცია აქვთ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევას ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ჰუა ჩუნინგმა.

    მისივე განცხადებით, აშშ-ს ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი დახმარება არ გაუწევია, მან მხოლოდ შიში გაავრცელა, რაც სხვა ქვეყნებისთვის ცუდი მაგალითია.

    ცნობისთვის, ამ დროისთვის კორონავირუსით 361 ადამიანია გარდაცვლილი, 17 205 კი ინფიცირებული.

  • ირანმა ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებს $80 ათასი შესთავაზა, ჩვენ უარი ვუთხარით- ზელენსკი

    უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ირანმა ავიაკატასტროფის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს კომპენსაციის სახით 80 ათასი დოლარი შესთავაზა, თუმცა ის არ დათანხმდა, რადგან ეს თანხა ოჯახებისთვის ძალიან ცოტაა.

    ,,ვფიქრობ, რომ ეს ცოტაა. როდესაც დაღუპულის ცოლი ამბობს, რომ ქმარი ერთადერთი მარჩენალი იყო, მას არ აქვს სამსახური და ბავშვი უნივერსიტეტში აბარებს- 80 ათასი დოლარი ძალიან ცოტაა. რა თქმა უნდა, ადამიანის სიცოცხლე ფულით არ იზომება, მაგრამ, ჩვენ მეტს მოვითხოვთ”,- ამბობს ზელენსკი და აღნიშნავს, რომ უკრაინა ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს.

    მისივე განცხადებით, რომ უკრაინამ ამ ოჯახებს 200 ათასი გრივნა (8 ათასი დოლარი) გადასცა.

    შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ „ბოინგ 737“ აფრენიდან რამდენიმე წუთში ირანის რევოლუციურმა გვარდიამ ჩამოაგდო. ბორტზე მყოფი ყველა, 176 პირი დაიღუპა.

  • რუსეთმა ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა

    რუსეთმა ჩინეთთან სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხე დასახელდა.

    უცნობია, როდემდე იმოქმედებს შეზღუდვა. კორონავირუსის შემთხვევა რუსეთშიც დაფიქსირდა.

    ჩინეთში კი გარდაცვლილთა რიცხვი 361-მდე გაიზარდა.