Category: მსოფლიო

  • ნახევარი მილიონი დაინფიცირებული, 22 000 გარდაცვლილი. კორონავირუსის ახალი მონაცემები

    ნახევარი მილიონი დაინფიცირებული, 22 000 გარდაცვლილი. კორონავირუსის ახალი მონაცემები

    კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 500 000–ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 22339 ადამიანი. ბოლო დღეებში დაინფიცირებულთა რიცხვის ზრდა დაჩქარდა.Covid-19–ის მიერ გამოწვეული პანდემია პლანეტაზე სულ უფრო სწრაფი ტემპებით ვრცელდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰან გებრეიესუსმა ორი დღის წინ განაცხადა.

    “პირველი შემთხვევის დადგენიდან იმ მენტამდე, სანამ დაავადებულთა რიცხვი 100 000–ს მიაღწევდა, 67 დღე გავიდა. 100 ათასიდან 200 ათასამდე 11 დღე. მესამე 100 ათასი შემთხვევა კი სულ რაღაც ოთხ დღეში გამოჩნდა“ –განაცხადა მან ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.

    300 000–დან 500 000–მდე კი დაინფიცირებულთა რაოდენობა უფრო სწრაფად გაიზარდა.

  • აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტი ნარკოტერორიზმში დაადანაშაულა და მის დასაკავებლად 15 მლნ დააწესა

    აშშ-მა ვენესუელის პრეზიდენტი ნარკოტერორიზმში დაადანაშაულა და მის დასაკავებლად 15 მლნ დააწესა

    აშშ-მ ნიკოლას მადურო ნარკოტერორიზმში ჩართულ დამნაშავედ გამოაცხადა და მის დაკავებაზე ჯილდოს სახით 15 მილიონი აშშ დოლარი დააწესა.

    აშშ-ის გენერალური პროკურორის უილიამ ბარის ინფორმაციით, ნიკოლას მადურო ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ჩართული და მისი რეჟიმი მილიონობით ადამიანის უფლებას არღვევს.

    ,,ვენესუელელი ხალხი იმსახურებს გამჭვირვალე, პასუხისმგებლიან, წარმომადგენლობით ხელისუფლებას, რომელიც ემსახურება ხალხის საჭიროებებს და რომელიც არ არის ჩართული ნარკოტიკების უკანონო ვაჭრობაში,”- თქვა უილიამ ბარმა.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ ვენესუელის ოპოზიციის ლიდერსა და თვითგამოცხადებულ პრეზიდენტს, ხუან გუაიდოს აშშ-ის ხელისუფლება მხარს უჭერს.

    ამ დროისთვის მადურო ვენესუელის პრეზიდენტად რჩება და ძალოვანებს მართავს, თუმცა იანვრის ბოლოს ოპოზიციის ლიდერმა და პარლამენტის სპიკერმა, ხუან გუაიდომ კონსტიტუციაზე დაყრდნობით თავი დროებით პრეზიდენტად გამოცხადა. ის მადუროს უზურპატორს უწოდებს და აქციებზე მის გადადგომასა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვს.

    გუაიდოს ლეგიტიმურობას აღიარებს ლათინური ამერიკისა და დასავლეთის ქვეყნების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველო. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

  • რუსეთის მიერ იტალიაში გაგზავნილი დახმარებიდან 80% უასარგებლოა

    რუსეთის მიერ იტალიაში გაგზავნილი დახმარებიდან 80% უასარგებლოა

    ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად რუსეთის მიერ იტალიისთვის გაგზავნილი ტვირთების 80% სრულიად უსარგებლო გამოდგა.  ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური გამოცემა ” Lastampa” წერს.

    რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, იტალიაში ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთული  9 თვითმფრინავი და ასზე მეტი რუსი სამხედრო სპეციალისტი  ჩაფრინდა. როგორც გამოცემაშია აღნიშნული მათ ჩაიტანეს  ტერიტორიების სადეზინფექციო მოწყობილობები და სხვა მსგავსი სპეციალური ტექნიკა, მაშინ როდესაც ქვეყანაში მთავარი პრობლემა სამედიცინო ნიღბებისა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების არ ქონაა.

    იტალიურ გამოცემაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთი ეს ქმედება არა დახმარებას არამედ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. იტალიის პრემიერმინისტრი, ჯუზეპე კონტე რუსული ჰუმანიტარული დახმარების მიღებას კი მხოლოდ მოსკოვთან “შესანიშნავი პირადი ურთიერთობების გამყარებისთვის” დათანხმდა.  იტალიური გამოცემა სანდრო წყაროზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ  ქვეყნაში ჩასული სამხედრო სპეციალისტების უმრავლესობა არა მედიკოსი, არამედ მაღალი ჩინის სამხედრო პირები არიან.

  • ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა

    ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4000-ს გადააჭარბა

    ესპანეთში COVID 19-ით 4089 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 442 ადამიანი დაიღუპა, 6673 კი დაინფიცირდა, საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 56 ათასს გადააჭარბა.

    გარდაცვლილთა რაოდენობით ესპანეთი მეორე ქვეყანაა მსოფლიოში იტალიის შემდეგ.

    13 მარტის შემდეგ ქვეყანა ჩაკეტილია და საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ჯანდაცვის წარმომადგენლის თქმით, ქვეყანაში პიკი ჯერ კიდევ არ დამდგარა და მომავალ დღეებში, სავარაუდოდ, ინფიცირებულთა რაოდენობა ისევ გაიზრდება.

  • ანჯელინა ჯოლიმ და კაილი ჯენერმა კორონავირუსთან ბრძოლას მილიონი დოლარი შეწირეს

    ანჯელინა ჯოლიმ და კაილი ჯენერმა კორონავირუსთან ბრძოლას მილიონი დოლარი შეწირეს

    ანჯელინა ჯოლი და კაილი ჯენერი იმ ვარსკვლავების რიცხვს შეუერთდნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. ჰოლივუდის მსახიობმა ერთი მილიონი დოლარი შეწირა საქველმოქმედო ორგანიზაციას – No Kid Hungry, რომელიც დაბალშემოსავლიან ოჯახში ბავშვების კვებას უზრუნველყოფს.

    “ამ კვირის მგომარეობით მთელ მსოფლიოში მილიარდზე მეტი ბავშვი ვერ დადის სკოლაში მათი დახურვის გამო. ბევრი ბავშვი იმ კვების და მზრუნველობის იმედზეა, რომელსაც სკოლაში იღებს, მათ შორის თითქმის 22 მილიონი ბავშვი ამერიკაში სასურსათო დახმარების იმედად არის დარჩენილი. ეს ფონდი დიდ შრომას ეწევა, რომ რაც შეიძლება მეტ გაჭირვებულ ბავშვს დაეხმაროს“– განაცხადა ჯოლიმ.

    ტელევარსკვლავმა და ბიუთი იმპერიის მფლობელმა კაილი ჯენერმა ასევე გაიღო მილიონი დოლარი – მან დახმარება აღმოუჩინა სამედიცინო პერსონალს, რათა მათ სამუშაოდ საჭირო ყველა აღჭურვილობა ქონდეთ. ამის შესახებ ინსტაგრამზე ექიმმა ტაის ალიაბადიმ დაწერა, რომელმაც ორი წლის წინ კაილი ჯენერი ამშობიარა:

    “სიტყვები არ მყოფნის, სიხარულისგან ცრემლი მდის, გული კი მადლიერებით მაქვს სავსე. სურვილი ჩავიფიქრე, რომ ჩვენს გმირ მედიკოსებს დამცავი ნიღბები ჰქონოდათ და დღეს ჩემი ოცნება ასრულდა. ჩემმა ერთ–ერთმა პაციენტმა, მშვენიერმა ანგელოზმა სულ ახლახანს შეწირა ერთი მილიონი დოლარი ჩვენთვის ასობით ათასი ნიღბისა და სხვა დამცავი საშუალებების საყიდლად. ჩვენ მათ ჩვენს თანამშრომლებს გადავცემთ, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე მუშაობენ. ეს გულუხვი შემოწირულობა ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს “– დაწერა ექიმმა და კაილის მადლობა გადაუხადა.
    კაილიმ კი თავის მხრივ მადლობა უთხრა ექიმს და მის კოლეგებს იმისათვის, რასაც ისინი პანდემიის პერიოდში აკეთებენ.

  • კორონავირუსული რეპრესიები.რა ზომებით აიძულებს ევროპა მოქალაქეებს სახლში ჯდომას

    კორონავირუსული რეპრესიები.რა ზომებით აიძულებს ევროპა მოქალაქეებს სახლში ჯდომას

    ევროპულმა ქვეყნებმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ერთმანეთის მიყოლებით გამოაცხადეს აქამდე არნახული ზომები და სასჯელის შიშით აიძულებენ მოსახლეობას სახლიდან მხოლო უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდნენ.

    თავიდან ქვეყნების უმრავლესობაში ხელისუფლფება მხოლოდ რეკომენდაციას უწევდა მოქალაქეებს, შეძლებისდაგვარად შეეზღუდათ გადაადგილება და თავი აერიდებინათ კონტაქტებისთვის, თუმცა ბოლო დღეებში და კვირებში ბევრი ხელისუფლება დარწმუნებიდან მუქარაზე გადავიდა.

    თუ საზღვრების ჩაკეტვა და მასობრივი ღონისძიებების გაუქმება შედარებით ადვილია, ადამიანების ქცევის გაკონტროლება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მაგალითად, ბრიტანეთის მთავრობის განკარგულების გაკონტროლება – გასასეირნებლად სახლიდან მხოლოდ ერთხელ გამოსვლის შესახებ ფაქტიურად შეუძლებელია. ამიტომაც ხელისუფლებებს, ყოველ შემთხვევაში დემოკრატიული ქვეყნებისა, უფრო მეტად მოქალაქეების თვითშეგნების, საღი აზრის და დაინფიცირების შიშის იმედი აქვთ ვიდრე რეპრესიების შიშისა.

    იტალია

    კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალებულ იტალიაში ყველაზე მკაცრი კარანტინია. აქ ყველაფერი დაკეტილია, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, მსხვილი ქალაქები დაცარიელებულია, მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისას თან უნდა ჰქონდეთ ფურცელი, რომელშიც ნათქვამია სახლის დატოვების მიზეზი. კარანტინის დარღვევის რეჟიმისთვის ჯარიმა 300–დან 4000 ევრომდეა. თუ ქუჩაში კორონავირუსით დაავადებულ ადამიანს დაიჭერენ, მას 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

    არადა იტალიაშიც ყველაფერი მოქალაქეებისადმი თხოვნით იწყებოდა, ერთად შეკრებას მორიდებოდნენ. ახლა კი ადამიანები ქუჩაში საეჭვო პირის შემჩნევისას უკვე თვითონ რეკავენ პოლიციაში და მის შემოწმებას ითხოვენ. ქუჩებს კარაბინიერები აკონტროლებენ და ყველას ამოწმებენ.

    ესპანეთი

    დაახლოებით იგივე მდომარეობაა ესპანეთში. პოლიცია უმრავლესობას ამოწმებს და თუ ადამიანს სამსახურში წასვლის წერილობითი ნებართვა არ აქვს, მას ჯარიმა და ციხეც კი ემუქრება.
    ესპანეთში კარანტინი 14 მარტს შემოიღეს. პოლიციის დრონები ადამიანებს მოუწოდებდნენ პლაჟები, მოედნები და თავშეყრის სხვა ადგილები დაეტოვებინათ. ქუჩაში და პროდუქტების მაღაზიაში შეიძლება დღეში ერთხელ მხოლოდ ოჯახის ერთი წევრი გავიდეს.

    კარანტინის რეჟიმის დარღვევისთვის მკაცრი სასჯელია გათვალისწინებული: ჯარიმამ შეიძლება 30000 ევროს მიაღწიოს, გარკვეულ შემთხვევებში კი დამრღვევი შეიძლება 2 წლიანპატიმრობაში აღმოჩნდეს.

    მაგალითად, 23 მარტს პოლიციამ დააკავა ქალი კატალონიურ ქალაქ ტორტოსადან, როცა ის პაემნიდან ბრუნდებოდა, სადაც ინტერნეტით გაცნობილ კაცს შეხვდა.

    გერმანია

    გერმანიაში წვეულების გამართვისთვის  ან ორ კაცზე მეტის სახლის გარეთ შეკრებისთვის ჯარიმაა გათვალისწინებული. გერმანიაში ფედერალურ დონეზე ახალი მკაცრი წესები 23 მარტიდან შემოიღეს. წესების აღსრულებას პოლიცია აკონტროლებს. თუმცა გერმანიის სხვადასხვა მიწებზე ჯარიმის რაოდენობა განსხვავებულია და ის ადგილობრივ დონეზე დგინდება. ზოგან ჯარიმა 200 ევროა, მაგალითად ჩრდილოეთ რეინში კი 25 000 ევრო.

    ჩეხეთი

    ამ ქვეყანამ საგანგებო მდგომარეობა და მკაცრი აკრძალვები 13 მარტს შემოიღო. აქაც ქუჩაში გამოსვლა მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას და მხოლოდ ნიღბით შეიძლება.
    ამ უკანასკნელი მოთხოვნის გაკონტროლება ადვილია. თუმცა ყოველ ჯერზე დაჯარიმებისგან პოლიცია თავს იკავებს და ზოგჯერ ზეპირი გაფრთხილებით იფარგლება.
    კარანტინის ზომების დარღვევისთვის ჩეხეთში 3 მილიონ კრონის ჯარიმაა გათვალისწინებული, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს კარანტინში ყოფნა ევალება და ამ მითითებას არღვევს.

    პოლონეთი

    პოლონეთის ხელისუფლებამ რეკომენდაციები პირდაპირი აკრძალვით შეცვალა. 24 მარტიდან ქუჩაში ორ ადამიანზე მეტის შეკრება აიკრძალა.
    ღვთისმსახურების დროსაც კი, მთავრობის ბრძანებით ეკლესიებში ერთდროულად 5 ადამიანზე მეტი არ უნდა იყოს. ჯარიმა წესების დარღვევისთვის 5000 ზლოტია.

    ბრიტანეთი

    ბრიტანეთის მთავრობა დარწმუნებიდან აკრძალვაზე 23 მარტს გადავიდა. ამ დღიდან სახლიდან გამოსვლა ადამიანებს მხოლოდ საკვების, პირველადი აუცილებლობის საგნების, მედიკამენტების საყიდვალდ და სამსახურში წასასვლელად შეუძლიათ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად არის აღიარებული. გარდა ამისა, ბრიტანელებს დღეში მხოლოდ ერთი გასეირნების უფლება აქვთ. ორ კაცზე მეტის ერთად შეკრება აკრძალულია.

    მთავრობის მიერ დაწესებული ჯარიმა 30 ფუნტია. პოლიცია ამბობს, რომ ჯარიმებზე მეტად ხალხის კანონმორჩილების და გაგების მიედი აქვს, რადგან შეუძლებელია გააკონტროლო ვინ რამდენჯერ გამოვიდა დღეში ქუჩაში.

    ევროპის ბევრი ქვეყანა ჯერჯერობით არ მისულა იმ ზომამდე, როცა ყველა მოქალაქეს მსუბუქ შინაპატიმრობას მიუსჯის. კერძოდ, ასეთი ქვეყნები არიან ბენილუქსის და ბალტიისპირეთის ქვეყნები, ასევე ფინეთი, შვედეთი და ნორვეგია.

    ამ ქვეყნებმა ჯერჯერობით უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტეს, სასწავლო და გასართობი დაწესებულებები დახურეს, მასობრივი ღონისძიებები და თავშეყრა აკრძალეს, თუმცა ქუჩაში გამოსვლის აკრძალვამდე ჯერ საქმე არ მისულა.მაგრამ არ გამოირიცხება, რომ მათაც მოუწიოთ ზომების გამკაცრება.

    “ზოგმა კარანტინი ისე აღიქვა, როგორც მოულოდნელი მხიარული შვებულება, როცა შეგიძლია ახლობლებთან ერთად შეიკრიბო, სავაჭრო ცენტრებში იშოფინგო და გაერთო. გაფრთხილებები, თხოვნები, სამწუხაროდ არ მოქმედებს. ამიტომაც სხვა გზით უნდა წავიდეთ“– დაწერა 23 მარტს ფეისბუქზე ლიტვის პრემიერ მინისტრმა, საულიუს სკვერლიალისმა. 25 მარტიდან კი ლიტვამ ორ ადამიანზე მეტის ერთად შეკრება აკრძალა.

    წერტილოვანი კარანტინი

    პოსტსაბჭოთა სივრცეში კორონავირუსს ყველა თავისებურად ებრძვის. ვიღაც საზოგადოებრივ ტრანსორტს აჩერებს, ზოგი მთელ ქვეყანაში ერთკვირიან არდადეგებს აცხადებს.

    ყაზახეთის ხელისუფლებამ მაგალითად არა მხოლოდ ტერიტორიული, არამედ წერტილოვანი კარანტინი შემოიღო. მათ კარანტინი ორ დედაქალაქში – ნურსულთანსა და ალმატიში შემოიღეს და იქ შესვლა–გამოსვლა აკრძალეს, დახურეს მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და რესტორნები.

    გარდა ამისა, ყაზახეთში კარანტინში ჩასვეს ცალკეული საცხოვრებელი სახლები – ისინი, სადაც ვირუსის მატარებლები ან ეჭვმიტანილები ცხოვრობენ.

  • ბრიტანეთის ელჩის მოადგილე უნგრეთში კორონავირუსით დაიღუპა

    ბრიტანეთის ელჩის მოადგილე უნგრეთში კორონავირუსით დაიღუპა

    შოტლანდიელი დიპლომატი უნგრეთში კორონავირუსით დაიღუპა. სტივენ დიკი, რომელიც 37 წლის იყო, უნგრეთში ბრიტანეთის ელჩის მოადგილე იყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ჯერ-ჯერობით უცნობია, ჰქონდა თუ არა მას რაიმე სხვა დაავადება.

    დიდი ბრიტანეთის ელჩმა, იან ლინდსის თქმით, დიკი მასთან ერთად ოქტომბრიდან მუშაობდა. მისივე თქმით, ოჯახი და გუნდის სხვა წევრები შოკირებულები არიან დიკის სიკვდილით.

  • ესპანეთის ვიცი-პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

    ესპანეთის ვიცი-პრემიერს კორონავირუსი დაუდგინდა

    ესპანეთის ვიცე-პრემიერს, კარმენ კალვოს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

    მთავრობის პრესსამსახურის განმარტებით, მან სამშაბათს ტესტზე ნეგატიური პასუხი მიიღო, თუმცა ექიმებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს განმეორებითი ტესტის ჩატარება. ოთხშაბათს ხელახლა ჩატარებულმა ტესტმა ვირუსი დაადასტურა.

    მათივე ცნობით, ამჟამად ვიცე-პრემიერი თავს კარგად გრძნობს და მკურნალობს.

    ესპანეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 454 ადამიანი დაიღუპა, 5553 კი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რაოდენობა ის მეორე ქვეყანაა მსოფლიოში იტალიის შემდეგ. ჯამში COVID 19-ით ინფიცირების 47 610 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 3434-ია.

  • იტალიელმა ექთანმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა თავი მოიკლა

    იტალიელმა ექთანმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა თავი მოიკლა

    იტალიელმა მედდამ, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას Dily Mail-ი წერს.

    34 წლის დანიელე ტრეცი ლომბარდიაში სან-გერარდოს ჰოსპიტალში მუშაობდა და კორონავირუსს ფრონტის წინა ხაზიდან ებრძოდა.  მან ვირუსსზე ტესტირება გაიკეთა და დადებითი პასუხი მიიღო. განიცადა, რომ შესაძლოა მან სხვა ადამიანები დააინფიცირა და სტრესს ვეღარ გაუძლო.

    შეგახსენებთ, რომ ამჟამად კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იტალიაში ერთ დღეში 683-ით გაიზარდა და თითქმის საერთო ჯამში 7,503 -ს მიაღწია. ორონავირუსით ინფიცირების სულ 74,386 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 9,362 -ზე მეტმა წარმატებით გაიარა მკურნალობის კურსი ხოლო

  • “გრიპით და ავტოსაგზაო შემთხვევებით ათასობით ადამიანი იღუპება, თუმცა ამის გამო ქვეყანა არ ჩერდება.ქვეყანა აღდგომამდე უნდა ამუშავდეს“–ტრამპი

    “გრიპით და ავტოსაგზაო შემთხვევებით ათასობით ადამიანი იღუპება, თუმცა ამის გამო ქვეყანა არ ჩერდება.ქვეყანა აღდგომამდე უნდა ამუშავდეს“–ტრამპი

    აშშ კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ჯანდაცვის ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ აშშ შეიძლება პანდემიის ეპიცენტრად იქცეს.

    თუმცა აშშ–ს პრეზიდენტს კორონავირუსის გამო ამერიკის კერძო სექტორის მუშაობისთვის შემოღებული შეზღუდვების გაუქმება უნდა 12 აპრილისთვის.

    ტრამპმა განაცხადა:

    “აუცილებელია ქვეყანამ მუშაობა დაიწყოს. დიახ, გრიპის გამო კვდებიან ადამიანები, მაგრამ თუ ეკონომიკა მაშტაბურ რეცესიაში და დეპრესიაში შევა, უფრო მეტ ადამიანს დავკარგავთ“.

    ტრამპის ეკონომიკურმა მრჩეველმა, ლარი კუდლოუმ განაცხადა, რომ პრეზიდენტს განზრახული აქვს უკვე უახლოეს ორ კვირაში გადადგას ნაბიჯები შეზღუდვების გასაუქმებლად.

    “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ჯანმრთელი ეკონომიკაა საჭირო. ორივე სფეროს თავისი პრიორიტეტები აქვს და ეს კარგად მესმის, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს, ისინი ურთიერთკავშირშია“– ამბობს ის.

    ნიუ იორკში ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ქვეყნის დანარჩენ ნაწილებში. აქ ჩატარებული ტესტების 28% დადებით შედეგს იძლევა.
    ნიუ იორკის შტატის გუბერნატორი, ენდრიუ კუომო ქვეყნის სხვა რეგიონებს აფრთხილებს:

    „შემოგვხედეთ დღეს ჩვენ და დაინახავთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით თქვენც სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი კვირის შემდეგ. ჩვენ თქვენი მომავალი ვართ.“

    კუომო ამბობს, რომ შტატის რეანიმაციულ განყოფილებებში ორ კვირაში შეიძლება 40 000 პაციენტი აღმოჩნდეს. სამედიცინო ცენტრებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ დამატებით 30 ათასი ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატი.