Category: მსოფლიო

  • თუ გარეთ გასვლას აპირებთ, მხოლოდ იმიტომ რომ კარგი ამინდია.. დარჩით სახლში.. მოკლავთ ვინმეს- ორსული ქალი ბოქსირებული განყოფილებიდან

    თუ გარეთ გასვლას აპირებთ, მხოლოდ იმიტომ რომ კარგი ამინდია.. დარჩით სახლში.. მოკლავთ ვინმეს- ორსული ქალი ბოქსირებული განყოფილებიდან

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო მიმართვა სადაც ბოქსირებულ პალატაში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული 39 წლის ბრიტანელი 7 თვის ორსული საზოგადოებას მიმართავს.  ვიდეომიმართვაში  ქალი ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, რადგან გარეთ გასვლით და სეირნობით ვიღაცას მოკლავენნ.

    „ორი კვირაა, რაც საავადმყოფოში ვარ. დღეს ოთხშაბათია. ორივე ფილტვში პნევმონია მაქვს. ვიბრძვი ჩემი და ჩემი შვილისთვის. სახლში სამი შვილი და ქმარი მყავს, ვერ ვახერხებ მათ ნახვას. არ ვიცი საიდან დავინფიცირდი, მაგრამ ძალიან ცუდად ვარ. ერთ რაღაცას გეტყვით: თუ თქვენ აპირებთ მეგობრებთან ერთად სულელური ლუდის გამო ზღვაზე წასვლას, მხოლოდ იმიტომ, რომ კარგი ამინდია, დარჩით სახლში. თქვენი წასვლით მოკლავთ ვინმეს, ოჯახის წევრებს.
    შეჩერდით და მოუსმინეთ ბორისს! (ჯონსონს) არ გახვიდეთ გარეთ! არ ღირს!”, – ამბობს ახალგაზრდა ქალი.

    {{VIDEO}}

  • აზერბაიჯანში დასახლებულ პუნქტებს შორის მოძრაობა აიკრძალა

    აზერბაიჯანში დასახლებულ პუნქტებს შორის მოძრაობა აიკრძალა

    aზერბაიჯანში დასახლებულ პუნქტებს შორის მოძრაობა ყველასთვის აიკრძალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეზღუდვა ეხება როგორც მუნიციპალურ ტრანსპორტს, ისე საკუთარ ავტომობილებს.

    შეზღუდვა გუშინ ღამით ამოქმედდა.

    ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 122 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 15 გამოჯანმრთელდა, 6-ის მდგომარეობა კი კრიტიკულია. COVID 19-თ გარდაიცვალა 3 ადამიანი.

  • როგორ შეაჩერა სინგაპურმა კორონავირუსის გავრცელება — ტექნოლოგიები და სანქციები

    როგორ შეაჩერა სინგაპურმა კორონავირუსის გავრცელება — ტექნოლოგიები და სანქციები

    მსოფლიო კორონავირუსის გავრცელებას ებრძვის, ყოველდღიურად აშშ-ში, იტალიასა თუ ესპანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა ათასობით იზრდება, თუმცა არსებობს ქვეყანა, რომელმაც კორონავირუსის შეაჩერება შეძლო.

    სინგაპურში ამჟამად კორონავირუსის მხოლოდ 683 შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილი კი 2 ადამიანია. ქვეყანაში საზღვრები დაკეტილია, თუმცა სასწავლო დაწესებულებები და ბიზნესი ჩვეულ რიტმში ფუნქციონირებს. სინგაპურმა ამას მაღალტექნოლოგიური სათვალთვალო საშუალებების, აგრესიული ტესტირებითა და სანქციების დახმარებით მიაღწია.

    შეიქმნა აპლიკაცია სმარტფონებისთვის სახელად TraceTogether, რომელიც Bluetooth-ის საშუალებით აკონტროლებს მომხმარებლების ადგილმდებარეობას და სიახლოვეს სხვა ადამიანებთან. ასევე აფრთხილებს მათ სხვასთან კონტაქტის დროს, გადატანილი აქვს თუ არა ამ ადამიანს კორონავირუსი, ან არის თუ არა რისკის ჯგუფში. ამ გზით ცხადია, ირღვევა პიროვნების კონფიდეციალურობის შესახებ კანონი, თუმცა ინფექციების შეჩერების მიზნით, ეს გამონაკლისი დაუშვეს.

    გარდა ინფიცირებულების იდენტიფიცირებისა, მთავრობა მოქალაქეებს დღეში ორჯერ უგზავნის შეტყობინებებს, რეკომენდაციების, კორონავირუსით დაავადებულთა განახლებულ რაოდენობაზე, გავრცელების სავარაუდო მდებარეობებისა და თავდაცვის საშუალებებზე.

    ვირუსის შეჩერების ერთ-ერთი ეფექტიანი ხერხი აღმოჩნდა აგრესიული ტესტირებაც. სინგაპურში 1000-ზე მეტი ტესტირების კლინიკა დააარსდა და მხოლოდ 20 მარტის მონაცემებით, 38 ათასმა ადამიანმა გამოიყენა ტესტი. მაშინ, როცა სხვა ქვეყნებს არ აქვთ ტესტების საკმარისი რაოდენობა და მათ შეზღუდული რაოდენობით იყენებენ- მხოლოდ საავადმყოფოების პაციენტებისთვის და ექიმებისთვის. აგრესიული ტესტირების გზით სინგაპურის სტრატეგია იყო ინფიცირებულების დადგენა და მათი თვითიზოლაცია და არა საავადმყოფოების გადაჭედვა, რაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში მაღალი ლეტალობის მიზეზი აღმოჩნდა.

    სინგაპური მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა, ამიტომ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მთავრობამ დისტანციის არდაცვა და ადამიანთან ძალიან ახლოს დაჯდომა დააკრიმინალიზა. თქვენ თუ მოქალაქეს გვერდით მიუჯდებით, 6 თვის ციხეში გატარება მოგიწევთ, ან $7000-მდე ჯარიმის გადახდა…

    მიუხედავად ამისა, სინგაპურს კორონავირუსთან ბრძოლა არ დაუსრულებია, ინფიცირების მეორე ტალღას ვიზიტორებისგან ელოდებიან. სწორედ ამიტომ, ქვეყანამ მოკლევადიანი ტურისტების შესვლა აკრძალა, ხოლო სხვებს ორკვირიან კარანტინში გაუშვებს.

    ცნობისთვის, სინგაპური ერთ-ერთი პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ჩინეთის შემდეგ კორონავირუსი დაფიქსირდა. ქვეყანაში ვირუსი 66 წლის მამაკაცმა ჩაიტანა, რომელმაც 3 დღით ადრე ვუჰანის პროვინციაში იმოგზაურა.

  • რატომ არის იტალიაში ყველაზე მეტი მსხვერპლი: რამდენიმე ახალი ვერსია

    რატომ არის იტალიაში ყველაზე მეტი მსხვერპლი: რამდენიმე ახალი ვერსია

    ყველაზე მძიმე დარტყმა კორონავირუსის ეპიდემიამ იტალიას მიაყენა. ამ დროისთვის გარდაცვლილია 8,215 ადამიანი, დაინფიცირებულია 80,589. გარდაცვლილთა რიცხვი იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე ჩინეთში. თანაც, ოფიციალური სტატისტიკა მხოლოდ დადასტურებულ შემთხვევებს ითვალისწინებს. რეალურად გარდაცვლილთა რაოდენობა შესაძლოა ბევრად მეტი იყოს. რატომ განვითარდა ეპიდემია ასეთი ტრაგიკული შედეგებით მაინცდამაინც იტალიაში.

    “კორონავირუსით გარდაცვლილ ყოველ ადამიანზე მოდის კიდევ სამი ადამიანი, რომელიც პნევმონიისგან საკუთარ სახლში, ყოველგვარი ტესტების გარეშე გარდაიცვალა “–განაცხადა ქალაქ ბერგამოს მერმა, ჯორჯო გორიმ.

    ბოლო დღეებში ამ პროვინციაში თითქოს ეპიდემიის ოფიციალური ზრდა ოდნავ შენელდა, თუმცა იტალიის ექიმთა ფედერაციის პრეს მდივნის, პაოლა პედრინის თქმით, რეალობაში საქმე ბევრად ცუდად არის.

    “დაინფიცირებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი დადასტურებულ შემთხვევათა სტატისტიკაში არ აისახება, რადგან მათ უბრალოდ ტესტით არც კი ამოწმებენ. თუ პირველ კვირებში ჩვენ ვთვლიდით, რომ რეალური შემთხვევები ოფიციალურ სტატისტიკაზე დაახლოებით ხუთჯერ მეტი იყო, ახლა ეჭვიც არ გვეპარება, რომ რეალურად დაინფიცირებულთა რიცხვი ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევებზე ათჯერ მეტია.“– ამბობს ის.

    თუ ეს მოსაზრება რეალობასთან ახლოს არის, უნდა ვივარაუდოთ, რომ იტალიაში შესაძლოა დაინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიო მაჩვენებელსაც კი აღემატებოდეს და მილიონს უახლოვდებოდეს.

    რატომ განვითარდა ეპიდემია ასე ფართოდ სწორედ იტალიაში, ამაზე ზუსტი პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა არის რამდენიმე ვერსია, რომლებიც ერთმანეთს არ გამორიცხავს, და პირიქით,  ავსებს.

    ფარული ეპიდემია: ვირუსი ინკოგნიტო

    Covid 19-ის დიაგნოზი იტალიაში პირველად 20 თებერვალს, ლომბარდიის ქალაქ კოდონიოში დასვეს. იმ მომენტისთვის მთელ მსოლიოში კორონავირუსით დაავადებული დაახლოებით 70 000 ადამიანი იყო. მათგან 90% ჩინეთში.

    სულ რაღაც ერთი თვის შემდეგ იტალიაში დაინფიცირებულთა რიცხვმა 50 000–ს გადააჭარბა. 4000–ზე მეტი პაციენტი დაიღუპა.

    ასეთი მკვეთრი მატების ახსნა 20 მარტს იტალიელ მეცნიერთა ჯგუფმა სცადა. მათ მიერ ჩატარებულმა რეტროსპექტიულმა კვლევამ აჩვენა, რომ პირველი დიაგნოზის დასმის მომენტისთვის სინამდვილეში ახალი კორონავირუსი ლომბარდიის ქალაქების უმრავლესობაში უკვე მოდებული იყო, თუმცა “ინკოგნიტოდ“ და მის შესახებ არავინ იცოდა. მისი ყოველი მატარებელი კი მინიმუმ 3 ჯანმრთელ ადამიანს აავადებდა.

    გამოკვლეულ პაციენტთ საშუალო ასაკი 69 წელია, თუმცა მათ შორის იყო ერთი თვის ჩვილიც, და 101 წლის ქალიც. ჰოსპიტალიზაცია დაავადებულთა თითქმის ნახევარს დაჭირდა, საიდანაც ყოველი მეხუთა მოგვიანებით რეანიმაციაში გადაიყვანეს.

    გამოქვეყნებული კვლევის ავტორების აზრით სინამდვილეში ვირუსის აფეთქება 20 თებერვალზე ბევრად უფრო ადრე დაიწყო.

    ფილადელფიის უნივერსიტეტის ბიოლოგიის პროფესორი, ენრიკო ბუჩი უფრო ზუსტ ადრეულ ქრონოლოგიას გვთავაზობს. მისი თქმით იტალიაში COvid19 დეკემბრის შუა რიცხვებში შეიტანეს.

    თავისი არგუმენტები ბუჩიმ პირველი დიაგნოზის დასმიდან მალევე სამეცნიერო ბლოგში ჩამოაყალიბა. მან ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ დეკემბრის ბოლო კვირას ქალაქ პიაჩენცაში, კოდონიოდან სულ რამდენიმე კილომეტრში ერთდროულად მკურნალობას გადიოდა 40 პაციენტი ფილტვების ანთებით. ამის შესახებ უკვე მაშინ გაოცებით წერდა ადგილობრივი პრესა.

    თებერვლის ბოლოსთვის ამ პაციენტებს ახალი კორონავირუსის ანტისხეულები აღმოაჩნდათ, რამაც ბუჩის ეჭვები დაადასტურა: ამ ადამიანებმა კორონავირუსი ჯერ კიდევ მაშინ გადაიტანეს, როცა ჯანმოს მისთვის ჯერ სახელწოდებაც კი არ ქონდა მინიჭებული.

    იმ მომენტისთვის, როცა იტალიაში ეპიდემია ოფიციალურად აფეთქდა, სინამდვილეში ის შეუმჩნევლად უკვე ორი თვის მანძილზე ფართოდ იყო გავრცელებული.

    ზუსტად როდის შევიდა იტალიაში ახალი კორონავირუსი უცნობია. გენეტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ ის ქვეყანაში ჩინეთიდან ჩავიდა.არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც ვირუსი სწორედ დეკემბრის დასაწყისში ან შუა პერიოდში შევიდა. თუმცა, იტალიაში ვირუსი აშკარად ნოყიერ ნიადაგზე მოხვდა.

    ბოლო წლებში იტალიაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპით სიკვდილიანობა, განსაკუთრებით ხანდაზმულ მოსახლეობაში (65+) ორჯერ აღემატება საშუალო ევროპულ მაჩვენებელს.

    გასული წლის ნოემბერში იტალიელ ექიმთა ჯგუფმა გამოთვალა, რომ 2013–დან 2017 წლებში გრიპის ეპიდემიას ქვეყანაში თითქმის 70 000ადამიანი ემსხვერპლა “ნორმის ზევით“.

    2016 –2017 წლების ზამთარში იტალიაში გრიპით გარდაცვლილთა სიკვდილიანობამ 100 000 მოქალაქეზე 40–ს გადააჭარბა. შედარებისთვის: საშუალო სიკვდილიანობა მკერდის ან პროსტატის კიბოთი მსოფლიოში 100 000 ადამიანზე 10–ს შეადგენს, მალარიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი ოცია, ტუბერკულოზის შემთხვევაში 25, შიდსის შემთხვევაში – 44. ამ ყველაფერს რამდენიმე შესაძლო ახსნა აქვს.

    პირველ რიგში, მოსახლეობის ასაკი. მკვლევარები თვლიან, რომ იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს არ შეიძლება მოულოდნელი ვუწოდოთ, თუ გავითვალისწინებთ იტალიაში მცხოვრებ ხანდაზმულ, სუსტი ჯანმრთელობის მქონე პაციენტებს. თუ იტალიელ პაციენტთა ასაკი 63 წელია, მაგალითად გერმანიაში ეს ასაკი 45–ს შეადგენს.

    მეორე შესაძლო მიზეზი იტალიის მიერ ანტიბიოტიკების გადაჭარბებული მოხმარებაა. ეს პრეპარატები ვირუსებზე არ მოქმედებს, თუმცა რეზისტენტული ინფექციების გაჩენას უწყობს ხელს, რომლებსაც შეუძლიათ მძიმედ დაავადებულთა მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმონ. სტატისტიკის მიხედვით, იტალიელები საშუალოდ ერთნახევარჯერ მეტ ანტიბიოტიკებს მოიხმარენ, ვიდრე ევროკავშირის სხვა მაცხოვრებლები. იტალელი ფერმერები ცხოველებისთვის ორჯერ მეტ ანტიბიოტიკს იყენებენ, ვიდრე დანარჩენ ევროკავშირში.

    გასაოცარი არ არის, რომ რეზისტენტული ინფექციები იტალიურ საავადმყოფოებში ორჯერ უფრო ხშირად გვხვდება.

    მთლიანობაში, როგორც უკვე გითხარით, იტალიაში კორონავირუსის მარცვალი ნოყიერ ნიადაგზე დაეცა.

    ეპიდემიის ფართო გავრცელებას კი ბევრი ექსპერტის აზრით ძალიან შეუწყო ხელი საფეხბურთო მატჩმა, რომელიც 19 თებერვალს მილანში გაიმართა. თამაშზე ბერგამოდან თითქმის 50 000 მაყურებელი ჩავიდა , მათგან უმრავლესობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. პირველ იტალიელ პაციენტს ალზანო ლომბარდოს კორონავირუსის დიაგნოზი სწორედ მატჩის მეორე დღეს დაუსვეს.

  • ამერიკამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

    ამერიკამ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთს გაუსწრო

    კორონავირუსის პანდემიის მთავარ კერას, ჩინეთს დაინფიცირებულთა რაოდენობით აშშ–მ გაუსწრო. ჩინეთში ნოემბრის ბოლოდან დღემდე ოფიციალურად 81 285 ადამიანია ინფიცირებული. ჩინეთმა ეპიდემიის შეჩერება მოახერხა, თუმცა მისმა ეპიცენტრმა ევროპაში გადმოინაცვლა. დღემდე ყველაზე მძიმე მდგომარეობა იტალიაშია, რომელიც ჩინეთს დაინფიცირებულების მაჩვენებლით თითქმის დაეწია. აქ 80 589 ინფიცირებული და მსოფლიოში გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა –8325 გარდაცვლილია. სულ ცოტა ხნის წინ კი ამერიკაში დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და 81 946 შეადგინა. ჯერჯერობით ამერიკაში გარდაცვლილია სულ 1177 ადამიანი. კრიტიკულ მდგომარეობაში 2112.

  • COVID-19: საფრანგეთი ხანგრძლივი ბრძოლისთვის ემზადება.ქვეყანაში სიტუაცია მძიმდება

    COVID-19: საფრანგეთი ხანგრძლივი ბრძოლისთვის ემზადება.ქვეყანაში სიტუაცია მძიმდება

    საფრანგეთში კორონავირუსმა სწრაფი ტემპებით გავრცელება დაიწყო. ბოლო 24 საათში აქ 365 ადამიანი გარდაიცვალა. სულ გარდაცვლილია 1696 ადამიანი, დაინფიცირებულია 29 155, დაფიქსირდა 3 922 ახალი შემთხვევა. ლეტალური შემთხვევების უმრავლესობა ხანდაზმულთა სახლებზე და საავადმყოფოებზე მოდის. მედიკოსები უკვე ზღვარზე მუშაობენ. გადავსებული კლინიკების განსატვირთად და პაციენტების ნაკლებ დატვირთულ კლინიკებში გადასანაწილებლად ხელისუფლებამ საქმეში სამხედროები ჩართო.

    პრემიერ მინისტრმა, ედუარდ ფილიპმა თანამოქალაქეები გააფრთხილა, რომ პანდემიის ნეგატიურ გავლენასთან ბრძოლა ხანგრძლივი იქნება.
    “ჩვენ ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიიტუაცია გვაქვს. დღეს ეს ყველას ადარდებს. ჩვენ ეკონომიკური შოკის და სოციალური რყევების გადატანა მოგვიწევს. ჩვენ კრიზისის საწყის ეტაპზე ვართ. პრეზიდენტმა კვლავ მოითხოვა მთავრობისგან საგანგებო ზომების მიღება. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გრძელვადიანი ძალისხმევისა და დატვირთვისთვის. ჩვენ ამას შევეჯახებით.“

    რამდენიმე ფრანგულ ქალაქში, მათ შორის კანში ხელისუფლების ინიციატივით ქუჩების და ამ დროისთვის ყველაზე ხალხმრავალი ადგილების – აფთიაქების და სასურსათო მაღაზიების დეზინფიცირება დაიწყო.

    ნიცის ცენტრში მოხალისეებმა ხანდაზმულებისთვის სურსათის მიწოდების ორგანიზება გააკეთეს. რაიონში გამოკიდეს განცხადებები ტელეფონის მითითებით, რომლებზეც დახმარების მსურელებს დარეკვა შეუძლიათ. ძირითადად პენსიონერები დახმარებას ითხოვენ წყლის, პურის, ბრინჯის, მაკარონის და წამლების შეძენაში. ხანდაზმულთა თავშესაფრებში კატასტროფული სიტუაციაა. ინფექციისგან ათობით მათი ბინადარი იღუპება.

  • აზერბაიჯანში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა

    აზერბაიჯანში კორონავირუსით მესამე ადამიანი გარდაიცვალა

    აზერბაიჯანში კორონავირუსით კიდევ ერთი, მესამე ადამიანი გარდაიცვალა.

    ბოლო 24 საათში COVID 19-ით კიდევ 29 ადამიანი დაინფიცირდა, ჯამში ინფიცირებული 122-ია. მათგან 15 გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 კრიტიკულ მდგომარეობაშია. კარანტინის რეჟიმში 2914 ადამიანი იმყოფება.

    მსოფლიოს მასშტაბით ინფიცირებულთა რაოდენობა ნახევარ მილიონს გაცდა, გარდაცვლილი კი 23 ათასზე მეტია.

  • კალიფორნია და ფლორიდა დაუმორჩილებელი ტურისტების და სტუდენტების წინააღმდეგ

    კალიფორნია და ფლორიდა დაუმორჩილებელი ტურისტების და სტუდენტების წინააღმდეგ

    კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შეერთებულ შტატებში 75 ათასს აღწევს, 1100- ს აჭარბებს გარდაცვლილთა რაოდენობა. ვირუსმა მოიცვა 50-ივე შტატი, დედაქალაქი ვაშინგტონი – იგივე კოლუმბიის ოლქი და ამერიკის სხვა ტერიტორიები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ ამერიკა შესაძლოა დაავადების გავრცელების ახალი ეპიცენტრი გახდეს.

    კალიფორნიაში, 25 მარტის მონაცემებით 3000-ზე მეტი შემთხვევა იყო, მათ შორის 60-ზე მეტი – გარდაცვალების. ფლორიდაში – 2000-მდე დაავადებული და 22 – გარდაცვლილი. ამჟამად ყველაზე მძიმე ვითარება ნიუ-იორკშია, სადაც ინფიცირებულთა რიცხვი 33 ათასს აჭარბებს. თუმცა, დაავადების გავრცელების საწყის ეტაპზე ვაშინგტონის შტატის შემდეგ ყველაზე რთული ვითარება სწორედ კალიფორნიაში იყო და ის ერთ-ერთი ის შტატი იყო, სადაც ყველაზე მკაცრი ღონისძიებები გატარდა.

    ათობით ათასი ადამიანი დაავადებას ებრძვის, ბევრი – გარდაცვლილ ახლობელებს გლოვობს. ვირუსის გავრცელებამ შეერთებულ შტატებში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, შეცვალა მილიონობით ადამიანის გეგმა, ცხოვრების წესი, სამუშაო რუტინა და პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც აქამდე აკეთებდნენ. შტატებსა თუ ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრ სხვადასხვა სირთულესთან უხდება გამკლავება. ერთ-ერთი მათგანი დაუმორჩილებელი ტურისტების ან სტუდენტების საკითხი აღმოჩნდა.

    მარტში შეერთებული შტატების კოლეჯებისა თუ სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს არდადეგები აქვთ. მათმა უმეტესობამ წელსაც, ტრადიციულად ფლორიდასა და კალიფორნიას მიაშურა. ზოგიერთ მათგანს ვირუსი არ აშინებს, რადგან მიაჩნია, რომ ის ახალგაზრდებისთვის სარისკო არ არის, ზოგი კი ფიქრობს, რომ ოკეანის სანაპიროსა და ღია სივრცეში დაავადების გავრცელება არ მოხდება.

    პრეზიდენტმა ტრამპმა კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილი საგანგებო ჯგუფის ერთ-ერთი ბრიფინგისას, მათ უშუალოდაც მიმართა და უთხრა, რომ თუკი საკუთარ ჯანმრთელობაზე არ ღელავენ, იფიქრონ მშობლებსა და ოჯახის ხანდაზმულ წევრებზე, რომლებსაც შეიძლება ვირუსი ისე გადასდონ, რომ თავად სიმპტომებიც არ ჰქონდეთ. გარდა ამისა, ახალი მონაცემები აჩვენებს, რომ ახალგაზრდები არც ისე დაცულები არიან კორონავირუსისგან, როგორც ეს აქამდე ეგონათ და მიუხედავად იმისა, რომ მაღალი რისკის ჯგუფში არ შედიან, ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან იშვიათად ავადდებიან ან რომ მათი ინფიცირება არ შეიძლება ფატალურად დასრულდეს. შეერთებულ შტატებში დაავადებულთა არც ისე მცირე ნაწილი 20-54 წლის ასაკობრივ კატეგორიაშია.

    ინტერნეტში არაერთი ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანდა, რომ ათასობით ახალგაზრდა ოკეანის ტალღებში ან ოქროსფერ ქვიშაზე ნებივრობდა. რეკომენდაციებისა და მოწოდებების იგნორირების შემდეგ, მაიამის ადგილობრივმა ხელისუფლებამ პლაჟები დაკეტა. სანაპიროზე აკრძალვები დაწესდგა კალიფორნიაშიც, სადაც ასევე არანაკლებ ბევრი ადამიანი არღვევდა რეკომენდაციას. გარდა ამისა, შტატში ისედაც მკაცრი რეგულაციებია და ადამიანებს სახლში დარჩენა მოეთხოვებათ. კვირის დასაწყისში კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა წესები გაამკაცრა, დაიხურა პლაჟებთან და პარკებთან მდებარე პარკინგის სივრცეებიც.

    სოციალური დისტანცირება, სახლში დარჩენა, იზოლაცია, შეკრებების შეზღუდვა და არაარსებითი დანიშნულების მქონე ობიექტების დახურვა არაერთი მცირე თუ საშუალო ბიზნესის მფლობელისთვისაც სერიოზული რისკისა და მომავლის შესახებ ბუნდოვანების შემცველია.

    თუმცა, ზოგიერთი მცირე კომპანია შექმნილ ვითარებასთან ადაპტირებას და საჭიროებებზე მორგებას ცდილობს. მაგალითად, ადამ დაფორდი კალიფორნიაში „სერფ სითი ტურების“ მფლობელია. ვირუსის და შეზღუდვების გამო, ის ახლა ვირტუალურ ტურებს იღებს და „ინსტაგრამზე“ იმ ადამიანებს უქმნის დასწრების ეფექტს, ვინც წელს სანტა მონიკაში ჩამოსვლა ვერ შეძლო.

    „ამას ჩვენ ვირტუალურ ტურებს ვუწოდებთ. ეს ფეხით მოსიარულეთა ტურია სანტა მონიკაში. აქაურობა შესანიშნავია და უბრალოდ მინდა, რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ვაჩვენო ეს”, – ამბობს დაფორდი და ონლაინ “ტურისტებს” მიმართავს: “მე გაჩვენებთ იმას, რასაც ნახავდით, აქ რომ ჩამოსულიყავით და ფეხით გესეირნათ. ესაა მთელი ისტორია, ცნობილი ადგილები და აქა-იქ ცნობილი ადამიანების შესახებ ინფორმაციები.”

    დანფორდის თქმით, გასული კვირა საგაზაფხულო არდადეგების პიკი უნდა ყოფილიყო. რომ არა ეპიდემია, ქალაქს ათასობით სტუმარი ეყოლებოდა, მისი 7 ავტობუსი კი ყოველდღე სრული დატვირთვით იმოძრავებდა:

    “ამ ხალხის გარეშე, არანაირი შემოსავალი არ იქნება, მაგრამ როგორც გითხარით, ვცდილობ, შემოქმედებითი და პროდუქტიული ვიყო, ესაა ჩემი სტრატეგია, რომ პოზიტიურად ვიფიქრო. მართლა ვიმედოვნებ, რომ ეს სახალისო იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც სახლშია გამოკეტილი. ცხადია, ეს რეალური გამოცდილების ტოლფასი არაა, მაგრამ ესაა ის, რისი გაკეთებაც შემიძლია ჩემი მხრიდან: რომ ადამიანი 30 წუთით მაინც მოწყდეს რეალობას”, – ამბობს ტურების ორგანიზატორი.

    ამერიკაში კვლავ საგანგებო ვითარებაა, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი იმედოვნებს, რომ სიტუაცია მალე გაუმჯობესდება და რომ დაუშვებელია ვირუსის გავრცელების შესაზღუდმა ღონისძიებებმა ქვეყანას იმაზე მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე თავად ვირუსმა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი  712-ით გაიზარდა

    იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 712-ით გაიზარდა

     

    კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი იტალიაში ერთ დღეში 712 -ით გაიზარდა და თითქმის საერთო ჯამში 8,215 -ს მიაღწია.

    ბოლო ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 80,539 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან 10,361- მა წარმატებით გაიარა მკურნალობის კურსი და სრულად გამოჯანმრთელდა.

     

  • სომხეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    სომხეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

    სომხეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაცით, გარდაცვლილი 72 წლის პაციენტია, რომელსაც ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, ჰიპერტენზია და გულის რითმის დარღვევა აღენიშნებოდა.

    ბოლო მონაცემებით, სომხეთში კორონავირუსის 290 შემთხვევაა დაფიქსირებული. ბოლო 24 საათის განმვლობაში ქვეყანაში კორონავირუსი 25 ადამიანს დაუდასტურდა.

    სომხეთში 16 მარტის შემდეგ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.