Category: მსოფლიო

  • ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში მიღების ცერემონიალი ცარიელ მოედანზე შედგა

    ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში მიღების ცერემონიალი ცარიელ მოედანზე შედგა

    ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში საბოლოოდ მიღების ცერემონიალი – დროშის აღმართვა დღეს ბრიუსელში, ალიანსის შტაბ ბინის წინ მდებარე მოედანზე გაიმართა. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ნატოში ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენელი, ზორან ტოდოროვი სიტყვით ცარიელ მოედანზე გამოვიდნენ.

    როგორც წესი, ასეთ ღირშესანიშნავ ცერემონიებს ათობით და ასობით ოფიციალური პირი ესწრება, თუმცა  პანდემიის გამო დღეს ცერემონიალი ასე გამოიყურებოდა.

  • ტრამპი აშშ–ში გადასულ ჰარის და მეგანს მოუწოდებს საკუთრი უსაფრთხოების ფული თვითონ გადაიხადონ

    ტრამპი აშშ–ში გადასულ ჰარის და მეგანს მოუწოდებს საკუთრი უსაფრთხოების ფული თვითონ გადაიხადონ

    პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ აშშ არ აპირებს დააფინანსოს პრინცი ჰარის და მეგან მარკლის უსაფრთხოების დაცვის ფული. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ წყვილი კანადიდან აშშ–ში გადავიდა.

    ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ ის დიდი ბრიტანეთის დედოფლის დიდი მეგობარი და თაყვანისმცემელია, თუმცა დასძინა “მათ უნდა გადაიხადონ!“

    წყვილი ამბობს, რომ არ აპირებს აშშ–ს სახელმწიფოს მოთხოვოს თანხები საკუთარი უსაფრთხოების დასაფინანსებლად.

    გავრცელებული ინფორმაციით ჰარი და მეგანი კორონავირუსის ეპიდემიის გაძლიერების ფონზე კანადიდან მეგანის მშობლიურ შტატში, კალიფორნიაში გადავიდნენ საცხოვრებლად.

    ამერიკული მედიის ინფორმაციით წყვილი გასულ კვირას ლოს–ანჯელესის ერთ–ერთ რაიონში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მეგანი გაიზარდა, ახლა კი მისი დედა, დორია რაგლანდი ცხოვრობს.

    წყვილი სამეფო ოჯახის უფროსი წევრების სტატუსიდან ოფიციალურად 31 მარტს გავა და უკვე აღარ შეასრულებს არანაირ მოვალეობას დედოფლის სახელით.

    წყვილის  მიერ წარმომადგენლის საშუალებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

    “ჰერცოგი და მისი მეუღლე არ აპირებენ აშშ–ს მთავრობას თხოვონ უსაფრთხოების რესურსები. მიღებულია უსაფრთხოების ზომები, რომლებიც კერძო წყაროებიდან ფინანსდება.“

    წყვილმა შვილთან, არჩისთან ერთად წლევანდელი წლის უდიდესი ნაწილი კანადის დასავლეთ სანაპიროზე გაატარა, ექვსკვირიანი საშობაო არდადეგები კი ვანკუვერის კუნძულზე.

    თებერვალში კანადის მთავრობამ განაცხადა, რომ ის შეწყვეტს ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დახმარებას, “მათი სტატუსის ცვლილების შესაბამისად“.  ტრამპმაც როგორც ჩანს კანადელ კოლეგას მიბაძა.

    წყვილის მიერ ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრის სტატუსზე უარის თქმისა და კანადაში გადასვლის შემდეგ კანადელები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ იმის გამო, რომ მათ უსაფრთხოებაში კანადელი გადასახადის გადამხდელების ფული იხარჯებოდა.

  • მსოფლიო პატრიარქმა საღმრთო ლიტურგია დახურულ კარს მიღმა აღავლინა

    მსოფლიო პატრიარქმა საღმრთო ლიტურგია დახურულ კარს მიღმა აღავლინა

    მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომემ საღმრთო ლიტურგია დახურულ კარს მიღმა აღავლინა.  მსოფლიო მართლმადიდებლური საპატრიარქოს ოფიციალურ „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კვირის საღმრთო ლიტურგია საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა.

    „გამონაკლისი სიტუაციის გამო, რომლის წინაშეც დღეს არის კაცობრიობა, ასევე პანდემიის გამო საღმრთო ლიტურგია აღევლინა დახურულ კარს მიღმა. მასში მონაწილეობა მიიღეს მხოლოდ მღვდელმსახურებმა და საპატრიარქო სასახლის რამდენიმე წარმომადგენელმა“ – აღნიშნულია განცხადებაში.

  • ტრამპმა გადაწყვიტა ნიუ იორკში კარანტინი არ შემოიღოს

    ტრამპმა გადაწყვიტა ნიუ იორკში კარანტინი არ შემოიღოს

    აშშ–ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნიუ იორკის შტატში კარანტინის შემოღების აუცილებლობა არ დგას. მანამდე გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ განაცხადა, რომ შტატში შესვლის და გასვლის აკრძალვა ამერიკულ ფასეულობებთან იქნებოდა წინააღმდეგობაში და აბსურდული იქნებოდა.

    ტრამპის თქმით, გადაწყვეტილება თეთრ სახლში შექმნილი კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული ჯგუფის რეკომენდაციების მიხედვით მიიღეს.

    მანამდე ამერიკის ლიდერი აცხადებდა, რომ კორონავირუსის გავრცელების შესანელებლად შესაძლოა ნიუ იორკში და ნიუ ჯერსისა და კონექტიკუტის ნაწილში კარანტინი შემოეღოთ.

     

    მხოლოდ ნიუ იორკში ინფიცირების 52 000 შემთხვევაა დაფიქსირებული. აშშ–ში დადასტურებული შემთხვევების ნახევარზე მეტი სწორედ ამ შტატზე მოდის. ბოლო მონაცემებით კორონავირუსით აშშ–ს 124 600 მოქალაქეა დაინფიცირებული, გარდაიცვალა 2100.

     

    ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ კარანტინის ნაცვლად ნიუ იორკის, ნიუ ჯერსის და კონექტიკუტის მაცხოვრებელს დაჟინებით მოუწოდებს გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

    ამის შემდეგ სამი შტატის მაცხოვროებლებს აშშ–ს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმაც მოუწოდა 14 დღის განმავლობაში სახლიდან მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდნენ.

    სააგენტომ აღნიშნა, რომ ეს არ ეხებათ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კომპანიებში მუშაობენ, მაგალითად კვების მრეწველობაში.

  • რომის პაპმა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვა მარტომ აღავლინა (ემოციური კადრები მოედნიდან)

    რომის პაპმა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვა მარტომ აღავლინა (ემოციური კადრები მოედნიდან)

    რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს ცარიელ მოედანზე ლოცვა მარტომ აღავლინა. მიმართვა „ქალაქსა და სამყაროს“ პაპმა ქვეყნაში და მსოფლიოში არსებულ ვითარებას მიუძღვნა.

    “ამ კოლონადიდან, რომელიც რომსა და მთელ მსოფლიოს მოიცავს, შევთხოვოთ ღმერთს წყალობა და ნუგეშისცემა. უფალო, დალოცე სამყარო, მიეცი ჯანმრთელობა ჩვენს სხეულებს და ანუგეშე ჩვენი გულები. უფალო, შენ გვეუბნები, რომ არ შეგვეშინდეს, მაგრამ ჩვენი რწმენა სუსტია და გვეშინია. არ დაგვტოვო უფალო მარტო ამ ქარიშხალში“,-განაცხადა რომის პაპმა.

    ლოცვას, რომელიც პაპმა აღავლინა, ვატიკანი პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

     

  • რუსეთი საზღვრებს სრულად კეტავს

    რუსეთი საზღვრებს სრულად კეტავს

    რუსეთის პრემიერ მინისტრმა, მხაილ მიშუსტინმა 30 მარტიდან სახელმწფიო საზღვრის სრულად ჩაკეტვა ბრძანა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში.

    რუსეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია მიშუსტინის განკარგულება, რომლის მიხედვით დროებით იზღუდება გადაადგილება “საავტომობილო, სარკინიგზო, საფეხმავლო მიმოსვლისთვის საზღვაო და შერეულ გამშვებ პუნქტებზე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვარდე, ასევე რუსეთ–ბელორუსიის საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე. “

    განკარგულებით დადგენილია ადამიანების რამდენიმე კატეგორია, ვისაც საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ. გამონაკლისი დაიშვება დიპლომატებისთვის, საერთაშორისო მიმოსვლის სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის და საერთაშორისო მატარებლების ლოკომოტივის ბრიგადებისთვის.

    გარდა ამისა, საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ ადამიანებს, ვინც ახლო ნათესავების დაკრძალვაზე მიდიან.

    განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ შეზღუდვები არ ეხება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ ტერიტორიებზე, თუ მათ თან ექნებათ რუსეთის ფედერაციის პასპორტი.

     

  • ბორის ჯონსონის მრჩეველი პრემიერ-მინისტრის კაბინეტიდან გაიქცა

    ბორის ჯონსონის მრჩეველი პრემიერ-მინისტრის კაბინეტიდან გაიქცა

    დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის მთავარი მრჩეველი, დომინიკ კამინგსი  ოფისიდან მას შემდეგ გაიქცა რაც ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა.  ამის შესახებ ინფორმაციას Sky News- ავრცელებს.  როგორც გამოცემა წერს ვიდეო მაშინ გადაიღეს როდესაც ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ უკვე ცნობილი გახდა. კამინგსს კომენტარი ამასთან დაკავშირებით ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ვიდეო სოციალურ ქსელში უკვე ფართოდ გავრცელდა.

  • დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა

    დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა

    დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივან მეთ ჰენკოკს კორონავირუსი დაუდასტურდა.

    ჰენკოკმა ამის შესახებ თავის Twitter-ზე დაწერა. მას ახალი ვირუსის ძალიან არამწვავე სიმპტომები ჰქონდა და ექიმების რჩევით, კორონავირუსის ტესტი ჩაიტარა.

    ,,საბედნიეროდ ჩემი სიმპტომები არაა მძიმე და მე ვაგრძელებ სახლიდან მუშაობას, იზოლაციაში”, — ამბობს ის.

    ჯანდაცვის მდივანი მომავალ ხუთშაბათამდე, 2 აპრილამდე თვითიზოლაციაში იქნება.

    დღეს COVID 19 დაუდასტურდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონსაც.

    ბოლო მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 11 658, ხოლო გარდაცვლილი 578-ია.

  • ბრიტანეთის პრემიერმინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ბრიტანეთის პრემიერმინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს, ბორის ჯონსონს კორნავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ჯონსონმა თავად გაავრცელა ინფორმაცია ტვიტერზე. მისი თქმით, დაავადების მსუბუქი სიმპტომები აქვს და დაუნინგ სთრით 10ზე მდებარე რეზიდენციაში თვითიზოლაციიდან განაგრძობს მთავრობის მართვას. ბორის ჯონსონი 55 წლის არის.

  • საფრანგეთში კორონავირუსით 16 წლის გოგო გარდაიცვალა

    საფრანგეთში კორონავირუსით 16 წლის გოგო გარდაიცვალა

    საფრანგეთში, პარიზში კორონავირუსით 16 წლის გოგო დაიღუპა. ის ყველაზე ახალგაზრდაა ქვეყანაში, ვინც COVID 19-ს ემსხვერპლა.

    ,,ეს აუტანელია. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ვირუსი პატარებზე მძიმე გავლენას არ ახდენდა და ჩვენც გვჯეროდა, ისევე როგორც ყველას”,- ამბობს გარდაცვლილის დედა ფრანს24-თან.

    ერთი კვირის წინ გოგოს მსუბუქი ხველა განუვითარდა, საავადმყოფოში მისვლის შემდეგ კორონავირუსის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა.

    საფრანგეთში ბოლო მონაცემებით, ჩOVID 19-ით ინფიცირების 29 ათასზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება, გარდაცვლილი კი 1696-ია.