Category: მსოფლიო

  • ქვეყნები, სადაც კორონავირუსთან ბრძოლის ეგიდით ოპოზიციას და მედიას ებრძვიან

    ქვეყნები, სადაც კორონავირუსთან ბრძოლის ეგიდით ოპოზიციას და მედიას ებრძვიან

    მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებების დამცველები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ზოგიერთი მთავრობა ცდილობს კორონავირუსთან ბრძოლა საბაბად გამოიყენოს ოპოზიციასთან და არაკონტროლირებად მედიასთან საბრძოლველად და საკუთარი უფლებამოსილებების მეტისმეტად გასაფართოებლად იყენებენ. ბიბისი ამ ქვეყნების ჩამონათვალს გვთავაზობს:

    აზერბაიჯანი

    19 მარტს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ  “მეხუთე კოლონამ“ და “ქვეყნის მოღალატეებმა“ შესაძლოა კორონავირუსის პანდემიით ისარგებლონ პროვოკაციების განსახორციელებლად. მან ოპოზიცია არეულობის და პანიკის დათესვის მცდელობაში დაადანაშაულა.

    აქედან ორ დღეში ოპოზიციური პარტიის–აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის ლიდერს 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს კარანტინის წესების დარღვევის ბრალდებით.

    25 მარტს 10 დღით დააპატიმრეს ოპოზიციური პარტიის, რესპუბლიკური ალტერნატივის წევრი არასტუნ ბახშალიევი. ოფიციალური მიზეზი პოლიციისადმი წინააღმდეგობა იყო, სინამდვილეში კი მისი პარტიის წევრების თქმით ხელისუფლებას სავარაუდოდ “პანიკის გამომწვევად“ მისი ერთ–ერთი ფეისბუქ სტატუსი მოეჩვენა.

    დააკავეს კიდევ ერთი გამორჩეული ოპოზიციონერი – ტოფიკ იაგუბლუ. პოლიციის ვერსიით იაგუბლუ თავს დაესხა ადამიანებს, რომლებიც მის გაჩერებულ მანქანას ავტომობილით შეეჯახნენ.

    საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები უკვე გამოხატავენ შეშფოთებას აზერბაიჯანში დაწყებული დაპატიმრებების სერიის გამო.

    სომხეთი

    16 მარტს სომხეთის ხელისუფლებამ საგანგებო რეჟიმი და მედიისთვის რიგი შეზღუდვები შემოიღო.

    ახალი წესების მიხედვით ნებისმიერი პუბლიკაცია, რეპორტაჟი და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტიც კი კორონავირუსის შესახებ უნდა შეიცავდეს მხოლოდ ხელისუფლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და “მთლიანად ასახავდეს ოფიციალურ ინფორმაციას“, იგულისხმება , რომ ეს ინფორმაცია რედაქტირების გარეშე უნდა გავრცელდეს.

    ოფიციალური წყაროების მოშველიების გარეშე ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში მედია ვალდებულია ამ საკითხზე აუცილებლად გამოაქვეყნოს ოფიციალური განცხადება ან უარყოფა გამოქვეყნებიდან ორი საათის განმავლობაში.

    გარდა ამისა, პოლიცია ხშირად ახდენს ზეწოლას ჟურნალისტებზე, რომლებიც კორონავირუსის თემას აშუქებენ. ადგილობრივი გაზეთის, ჟამანაკის რედაქტორი მარინ ხარატიანი ყვება, რომ პოლიცია მასთან სახლში მივიდა და მოთხოვა ფეისბუქიდან პოსტი წაეშალა, რომელშიც წერდა, რომ მისი ინფორმაციით ქარხნების ხელმძღვანელები თანამშრომლებისგან მოითხოვდნენ დაავადების სიმპტომების მიუხედავად სამსახურში გამოცხადებულიყვნენ.

    სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია იძულებული გახდა ამოეღო სტატია, რომელშიც სიენენის ინფორმაცია იყო ციტირებული იმის შესახებ, რომ ირანში ყოველ ათ წუთში კორონავირუსისგან ერთი ადამიანი იღუპება.

    სომხეთის ხელისუფლების ქმედებები გააკრიტიკეს ეუთომ და საერთაშორისო ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრებს გარეშე.

    ამის შემდეგ ერევანი ნაწილობრივ დათმობებზე წავიდა. ხელისუფლებამ მედიას უფლება მისცა გამოაქვეყნონ კორონავიურსის თემაზე საერთაშორისო ოფიციალური წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია.

    ყველა ეს შეზღუდვა მხოლოდ კორონავირუსის თემატიკას ეხება. სხვა თემებზე მომზადებული მასალები ცენზურას არ ექვემდებარება.

    ყირგიზეთი

    ყირგიზეთში 107 დაავადებულია რეგისტრირებული და ქვეყანაში საგანგებო რჟიმი მოქმედებს. ზოგიერთ რეგიონში კი რეჟიმი უფრო მკაცრია და დამატებით შეზღუდვებს ითვალისწინებს.

    შეჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ტაქსის მოძრაობა, შემოღებულია კომენდანტის საათი, აკრძალულია ქალაქების და რაიონების ფარგლებს გარეთ გასვლა.

    ბიშკეკის ცენტრში გავლა მხოლოდ სპეციალური საშვებით შეიძლება. თავიდან ხელისუფლება პირობას დებდა, რომ შეზღუდვები ჟურნალისტების მუშაობას ხელს არ შეუშლიდა, თუმცა საბოლოოდ არასახელისუფლო მედიას საშვების გაცემაზე უარი უთხრეს.

    გარდა ამისა, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პასუხისგებაში მიეცემიან ჟურნალისტები, ვინც “ქვეყანაში სიტუაციას ძაბავენ“.

    ბელორუსი

    152 დაინფიცირებული და 1 გარდაცვლილი. სპეციალური შეზღუდვები ჯერჯერობით არ ამოქმედებულა.

    ერთი კვირის წინ ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს უბრძანა გაარკვიოს იმ ინფორმაციის წყაროები, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით “პანიკას თესავენ.“

    მან მოუწოდა უშიშროებას “კარგად ჩამოუარონ და მიხედონ იმ სატებს და არხებს, რომლებიც ფეიკებს ავრცელებენ და ხალხს წამლავენ“.

    ამასთან, ბელორუსის მედიას პრობლემები ექმნება კორონავირუსთან დაკავშირებით ოპერატიული ინფორმაციის მიღებასა და გავრცელებაში. ადგილობრივმა ჟურნალისტურმა ასოციაციამ ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვა ყოველდღიურად მიაწოდონ ჟურნალისტებს ინფორმაცია ეპიდემიურ სიტუაციასთან დაკავშირებით, თუმცა ხელისუფლებამ ამ ინიციატივას იგნორირებით უპასუხა.

    გარდა ამისა, ლუკაშენკო არ აპირებს ოპოზიციის მოთხოვნის მიუხედავად გადაავადოს 2020 წლის აგვისტოსთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები. ის ამის საფუძველს ვერ ხედავს, თუმცა ოპოზიციამ რეგიონებში ამომრჩევლებთან შეხვედრები გადადო კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო.

    თურქეთი

    10 827 დაინფიცირებული და 168 გარდაცვლილი. 18 პროვინციაში კარანტინია გამოცხადებული.

    300–ზე მეტი ადამიანი დაიჭირეს სოციალურ ქსელებში კორონავირუსთან დაკავშირებული პუბლიკაციების გამო.

    ამასთან, პოლიცია ზეწოლას ახდენს არა მხოლოდ ჟურნალისტებზე. მაგალითად, ამ დღეებში დააკავეს სატვირთო მანქანის მძოღლი, რომელმაც საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც კორონავირუსის შეკავებასთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებები იყო გაკრიტიკებული.

    პოლიციამ დააკავა ანკარელი ექიმი გიულე ჩინარი, რომელმაც ტელეფონით გადაიღო და ინტერნეტში დადო სტაჟიორებთან მისი საუბრის ვიდეო, რომელშიც იმაზე ლაპარაკობდა, რომ მისი აზრით ხელისუფლება დაავადებულთა რიცხვს ხელოვნურად ამცირებს. ხელისუფლებამ ექიმი მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა, ექიმმა კი დაკავებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც საკუთარი სიტყვების გამო ბოდიშს იხდიდა.

    თურქული ოპოზიცია ხელისუფლებას კრიტიკოსების გაჩუმების მცდელობაში ადანაშაულებს.

    უნგრეთი

    492 დაინფიცირებული და 15 გარდაცვლილი. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

    ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განსაკუთრებული ვითარება იმისთვის გამოიყენა, რომ ორშაბათს პარლამენტში გაიტანა კანონი, რომელიც მის მთავრობას განსაკუთრებულ უფლებებს განუსაზღვრელი დროით ანიჭებს.

    ამ კანონით ქვეყანაში შემოღებული საგანგებო მდგომარეობა განუსაზღვრელი ვადით შეიძლება გაგრძელდეს, ამ პერიოდის განმავლობაში კი მთავრობას შეუძლია ქვეყანა პარლამენტის მონაწილეობის გარეშე მართოს და ყველა გადაწყვეტილება თვითონ მიიღოს.

    კანონით გათვალისწინებულია 1–დან 5 წლამდე პატიმრობა პანდემიის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე, თუ ის ხელისუფლებამ დეზინფორმაციად ჩათვალა. ოპოზიცია ამბობს, რომ ეს ზომები ორბანის მორიგი თავდახსმაა მედიის თავისუფლებაზე. პეტიციას ახალი კანონის წინააღმდეგ 100 ათასზე მეტმა უნგრელმა მოაწერა ხელი.

    ოპოზიციური პარტია იობიკის ლიდერი აცხადებს, რომ ეს კანონი მთელ უნგრულ დემოკრატიას კარანტინში სვამს.

    ჩინეთი

    81 518 დაინფიცირებული და 3305 გადაცვლილი. კარანტინის რეჟიმი ზოგიერთ პროვინციაში.

    ჩინეთის ხელისუფლება ვირუსის გარვცელების პირველივე დღეებიდან ცდილობს ქვეყნის შიგნით ინფორმაციის მთელი ნაკადი აკონტროლოს.

    უფლებადამცველი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ჩინეთში ცენზურას სოციალური ქსელების მესიჯებიც კი ექვემდებარება.

    ჩინეთში პოპულარული ვიდეოტრანსლაციების პლატფორმამ YY–მ კონტენტში საკვანძო სიტყვების ცენზურა ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში დაიწყო, მაშინვე, როგორც კი ექიმებმა გაავრცელეს ინფორმაცია უხანში ატიპიური რესპირატორულ–ვირუსული ინფექციის გაჩენის შესახებ. ერთ–ერთი ასეთი ექიმი იყო ლი ვენლიანი, რომელმაც კოლეგებს ახალი ვირუსის შესახებ შეატყობინა. მალვე ლი პოლიციაში გამოიძახეს, მოთხოვეს პანიკის დათესვა შეეწყვიტა და საჯაროდ ბოდიში მოეხადა. მოგვიანებით ექიმი კორონავირუსით დაავადდა და 7 თებერვალს გარდაიცვალა.

    ცენზურას ექვემდებარება ჩინეთში ყველაზე პოპულარული მესენჯერი– WeChat. ორგანიზაცია Citizen Lab–მა კვლევის შედეგად დაადგინა, რომ ჩატში პროგრამულად აკრძალულია 500–ზე მეტი სიტყვათშეთანხმება, რომლებიც კორონავირუსის თემას უკავშირდება. ზოგიერთი ექაუნთი საერთოდ გაუქმდა, მათ ავტორებზე კი თვალთვალი დაწესდა.

    თებერვალში უხანში მცხოვრები ორი აქტივისტი გაქრა, რომლებიც  ეპიდემიის შესახებ ფოტოებს და ვიდეოებს ინეტრენტით ავრცელებდნენ. მათი კვალი ჯერჯერობით არ ჩანს.

    ხელისუფლება მოქალაქეებზე თვალთვალისთვის ახალ აპლიკაციას, Ant-ს იყენებს, რომელიც ტელეფონში ჩატვირთვის შემდეგ მოქალაქის შესახებ სრულ ინფორმაციას  იღებს და აანალიზებს.

    აპლიკაცია ყოველ მომხმარებელს წითელ, ყვითელ ან მწვანე QR კოდს ანიჭებს. საოფისე შენობებში, სახლებში, სავაჭრო ცენტრებში და საცხოვრებელ სახლებში შესასვლელად ამ აპლიკაციის ჩვენებაა აუცილებელი.მწვანე კოდი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს თავისუფლად შეუძლია გადაადგილება. ყვითელი კოდი ერთკვირიან თვითიზოლაციას ნიშნავს. წითელი კოდის მფლობელებს კი ორკვირიან კარანტინში უშვებენ.

    მაგალითად, ჯანჩჟოუს პროვინციაში მოქალაქეებისგან მოითხოვენ ეს აპლიკაცია სმარტფონებზე დააყენონ.თებერვლის ბოლომდე პროვინციის მოსახლეობის 90%–ს, ანუ დაახლოებით 50 მილიონ ადამიანს ასეთი კოდი ქონდა მინიჭებული. მათგან მილიონზე მეტმა წითელი კოდი მიიღო. უცნობია რა პრინციპით ენიჭებათ მოქალაქეებს კოდები.

    დასავლური მედია წერს, რომ სამომავლოდ ეს აპლიკაცია შესაძლოა ჩინეთის ხელისუფლების ხელში მოქალაქეებზე თვალთვალის მთავარ იარაღად იქცეს.

  • ტრამპი:ძალიან მძიმე 2 კვირა გველის. ამისთვის უნდა მოვემზადოთ

    ტრამპი:ძალიან მძიმე 2 კვირა გველის. ამისთვის უნდა მოვემზადოთ

    აშშ–ში კორონავირუსის მსხვერპლი იმაზე მეტი ადამიანი გახდა, ვიდრე ჩინეთში. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 3900 ადამიანი. დაავადებულთა რიცხვი 188 000–ს აჭარბებს. გარდაცვლილთა ყველაზე დიდი რაოდენობა იტალიაშია – 12000–ზე მეტი და ესპანეთში – 8400–ზე მეტი, თუმცა ექსპერტები წინასწარმეტყველებენ, რომ აშშ–ში შესაძლოა ეპიდემიის შედეგად 240 000–მდე ადამიანი გარდაიცვალოს. ორშაბათს საღამოს აშშ–ს პრეზიდენტმა პრეს–კონფერენცია ჩაატარა, რომლის განმავლობაში ჟურნალისტებმა მის უკიუდრესად მოღუშულ სახეს მიაქციეს ყურადღება.

    მან განაცხადა, რომ ამერიკას მძიმე დღეები ელის და ამისთვის უნდა მოემზადოს. “შემდგომი ორი კვირა ძალიან მტკივნეული იქნება.იმდენად რთული 2-3 კვირა გველის, რომლის მსგავსი შესაძლოა აქამდე არც გვინახავს, ძალიან მძიმე 2 კვირა.“

    აშშ–ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის კოორდინატორმა კორონავირუსთან ბრძოლის საკითხებში განაცხადა, რომ კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ შეიძლება 100-დან 240 ათასამდე შეადგინოს. თუმცა, ტრამპმა დააზუსტა, რომ თუ სახელმწიფო არანაირ ზომებს არ მიიღებდა დაავადებასთან საბრძოლველად, მსხვერპლი შესაძლოა 2.2 მილიონი ამერიკელი გამხდარიყო.

    ბრიქსმა  ვირუსის ვიზუალური მოდელირება წარმოადგინა და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სოციალური დისტანცირებით, იზოლაციით და ვირუსის გავრცელების მართვის და ზიანის შემცირების მექანიზმებით სიკვდილიანობა მცირდება 100000 – 200000 მდე. ამ ქმედებების გარეშე კი სიკვდილიანობა ამერიკაში იქნებოდა 1.6 მილიონიდან – 2.2. მილიონამდე.

  • პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ინსტაგრამში გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნეს

    პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა ინსტაგრამში გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნეს

    31 მარტს მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ოფიციალურად შეწყვიტეს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის უფროსი წევრების მოვალეობების შესრულება, რაც მათთვის უამრავ ცვლილებას ნიშნავს. ეს ცვლილება ინსტაგრამზე მათ პოპულარულ გვერდსაც ეხება .

    სასექსის ჰერცოგს და მის მეუღლეს ამ ქსელში 11 ხელმომწერი ჰყავთ, რომლებსაც განუცხადეს, რომ ინსტაგრამის ამ გვერდის გამოყენებას წყვეტენ:

    “ჩვენ აქ ვეღარ გვიხილავთ, თუმცა ჩვენი მუშაობა გრძელდება. მადლობა ამ თანამეგობრობას მხარდაჭერისთვის, შთაგონებისთვის და საერთო სურვილისთვის, სამყარო უფრო კეთილი გავხადოთ. მოულოდნელად ველით თქვენთან ხელახლა შეხვედრას“– დაწერეს ჰარიმ და მეგანმა გამოსამშვიდობებელ პოსტში.

    მათმა პრეს მდივანმა დაადასტურა, რომ წყვილი აღარ გამოიყენებს ექაუნთს –@sussexroyal და აქ პოსტებს აღარ გამოაქვეყნებენ, ასევე აღარ დადებენ განახლებებს ვებგვერდზე  SussexRoyal.com.

    თებერვალში პრესა განიხილავდა სიახლეს იმის შესახებ, რომ დედოფალმა ელსაბედმა შვილიშვილს და მის მეუღლეს ბრენდ  SussexRoyal–ის პირადი და ბიზნეს მიზნებისთვის გამოყენება აუკრძალა, რადგან ბრიტანეთის კანონებით მათ არ შეუძლიათ   გამოიყენონ სიტყვა “სამეფო“– Royal , სამეფო ოჯახის უფროსი წევრების მოვალეობებზე უარის თქმის შემდეგ.

    “მეგზითის“ შემდეგ ჰარიმ და მეგანმა ახალი პროექტები წამოიწყეს, რადგან მათ ფინანსურად საკუთარი თავის რჩენა თავად მოუწევთ და ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ფინანსურ დახმარებას ვეღარ მიიღებენ.

    ინსტაგრამის  SussexRoyal–ის ანგარიშზე გამოქვეყნებულ ბოლო  პოსტში მათ კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება კორონავირუსის პანდემიაზე.

    “ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა მთელ მსოფლიოში და ბევრი პრობლემის გადაჭრისა, რომლებიც პანდემიამ წარმოქმნა. ყოველ ჩვენგანს თავისი როლი აქვს გლობალური ცვლილებების ეპოქაში. ჩვენ ვკონცენტრირდებით ჩვენი ცხოვრების ახალ თავზე, რათა უკეთ გავიგოთ, რა წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ.“– დაწერა წყვილმა.

  • საფრანგეთი იტალიის კვალდაკვალ:499 გარდაცვლილი ბოლო დღეღამეში

    საფრანგეთი იტალიის კვალდაკვალ:499 გარდაცვლილი ბოლო დღეღამეში

    499 ადამიანი გარდაიცვალა ბოლო 24 საათში საფრანგეთის კლინიკებში კორონავირუსის ეპიდემიის გამო. მთლიანობაში გარდაცვლილთა რაოდენობამ საფრანგეთში ამ დროისთვის 3523 ადამიანი შეადგინა. ამის შესახებ საფრანგეთის ჯანდაცვის სამმართველოს დირექტორმა, ჯერომ სალომონმა განაცხადა. 5565 პაციენტი რეანიმაციაში იმყოფება. მათგან 34% –ის ასაკი 60 წელს არ აღმატება. მთლიანობაში საფრანგეთში კორონავირუსით 52 128 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 9444 უკვე გამოჯანმრთელდა.

  • სიენენ-ის წამყვანს, ნიუ-იორკის გუბერნატორის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა

    სიენენ-ის წამყვანს, ნიუ-იორკის გუბერნატორის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა

    “სიენენის” წამყვანს, კრის კუომოს, რომელიც ნიუ-იორკის გუბერნატორის, ენდრიუ კუომოს ძმაა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას, თავად ტელეკომპანია “სიენენი” ავრცელებს.

    წელეწამყვანი თავს კარგად გრძნობს და ის სახლიდან მუშაობას განაგრძობს. მისი გადაცემა, “კუომო პრაიმ თაიმი” ეთერში უცვლელად გავა.

    “ამ რთულ დროში, როგორც ჩანს დღითიდღე ვითარება სულ უფრო რთულდება. ახლახანს დამიდასტურდა კორონავირუსი. ვგრძნობ ცხელებას და სუნთქვის უკმარისობას. იმედი მაქვს, რომ არ დავაინფიცირე ბავშვები და მეუღლე. ეს კიდევ უფრო უარესად მაგრძნობინებს თავს, ვიდრე ეს ავადმყოფობა.”

    ტელეწამყვანი აცხადებს, რომ თვითკარანტინში საკუთარ სარდაფში იქნება, საიდანაც ტელეგადაცემებს მოამზადებს.

  • საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელსაც 24 მარტს პუტინი სტუმრობდა კორონავირუსი დაუდგინდა

    საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელსაც 24 მარტს პუტინი სტუმრობდა კორონავირუსი დაუდგინდა

    მოსკოვში, კომუნარკის რაიონის საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს COVID-19 დაუდგინდა. 24 მარტს კომუნარკის საავადმყოფოში ვიზიტით ვლადიმერ პუტინი იმყოფებოდა, რა დროსაც იგი პროცენკოს შეხვდა.

    პროცენკო თავისივე კლინიკაში მკურნალობს, რომელიც  კორონავირუსის მკურნალობაზეა სპეციალიზებული. საავადმყოფოს ექიმები ამბობენ, რომ მთავარი ექიმის დაინფიცირებას მათი მუშაობის შეფერხება არ გამოუწვევია. მედპერსონალი მუდმივად გადის ტესტირებას.

    რუსული მედიის ცნობით, დენის პროცენკო ამჟამად თავს კარგად გრძნობს. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

  • თურქმენეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში სიტყვა კორონავირუსის ხსენება აკრძალა

    თურქმენეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში სიტყვა კორონავირუსის ხსენება აკრძალა

    თურქმენეთის სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებებს სიტყვა “კორონავირუსის“ გამოყენება აეკრძალათ. ეს სიტყვა ჯანდაცვის სპეციალური საინფორმაციო ბროშურებიდანაც ამოიღეს, რომელსაც სკოლებში, საავადმყოფოებში და სამუშაო ადგილებში ავრცელებენ.

    ამის შესახებ რეპოროტიორები საზღვრებს გარეშე თურქმენეთის   მცირერიცხოვან დამოუკიდებელ საინფორმაციო საშუალებათაგან ერთ–ერთზე დაყრდნობით წერს, რომლის ვებგვერდი თურქმენეთში დაბლოკილია.

    ამ საინფორმაციო ვაკუუმში აღმოჩენილი ხალხი შესაძლოა ქუჩაშიც დაიჭირონ, თუ სახეზე ნიღაბი ექნებათ გაკეთებული ან რიგებში ან გაჩერებებზე კორონავირუსის შესახებ საუბრისას პოლიციამ მიუსწრო.

    თურქმენული ლექსიკონიდან სიტყვა კორონავირუსის გაქრობა “რეპორტირები საზღვრებს გარეშე“–ს შეფასებით ხელისუფლებას პანდემიის შესახებ ინფორმაციის დამალვისთვის ჭირდება, რითაც საკუთარ მოქალაქეებს საფრთხეში აგდებს.

    ამ რეგიონში მომუშავე დამოუკიდებელი ჟურნალისტები საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებენ, რეაქცია იქონიონ პრეზიდენტ გურბანგულუ ბერდიმუჰამედოვის ავტორიტარული რეჟიმის გადაწყვეტილებაზე, რომელიც მუდმივად არღვევს ადამიანის უფლებებს.

    თურქმენეთის მოქალაქეებს ფაქტიურად არ აქვთ წვდომა კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე. ქვევყნის ხელისუფლების ინფორმაციით კი თურქმენეთში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ერთადერთი ზომა, რომლის გამოყენებისკენ პრეზიდენტმა მოსახლეობას თავის დასაცავად მოუწოდა ტრადიციული მეთოდით, მცენარე ჰარმალას ორთქლით მკურნალობაა.

    წყარო: რეპორტიორები საზღვრებს გარეშე

     

  • სტივენ კინგის აზრით: აშშ-ს მთავრობა ვირუსს იმდენად მოუმზადებელი შეხვდა რომ დაჯერება უჭირს

    სტივენ კინგის აზრით: აშშ-ს მთავრობა ვირუსს იმდენად მოუმზადებელი შეხვდა რომ დაჯერება უჭირს

    ამერიკელი მწერალს, საშინელებათა ჟანრის დიდოსტატს სტივენ კინგს დაჯერება უჭირს, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისს ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურები მოუმზადებლები შეხვდნენ და საჭირო ზომების მიღება დააგვიანდათ. მწერალი გაოცებულია ხელისუფლების უმოქმედობით  რადგან მათ საჭირო ზომები არ მიუღიათ კორონავირუსის კრიზისის დროს და ამით თავად ხელისუფლებაც გაოცებულია და დაჯერება უჭირს რეალობის.

    ცნობისთვის ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც მსოფლიოში აღაირებული მწერალი შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და მის ხელისუფლებას აკრიტიკებს.

    “დონალდ ტრამპი თავიდან ამბობდა, რომ “სერიოზული არაფერია, ყველაფერი იქნება კარგად”.  როცა საფონდო ბირჟამ სიკვდილი დაიწყო და ამ ყველაფერმა მთელი ქვეყანა დააზარალა, სხვაგვარადა ალაპარაკდა : “დაწყნარდით..  სასწაული მოხდება, და აღდგომის დღესასწაულისთვის ყველაფერი იქნება კარგად ეკლესიები ისევ იქნება ხალხის სავსე”. ამ განცხადებსი შემდეგ კი მან კარანტინზე დაიწყო საუბარი, თანაც ისე რომ მის გარდა ამაზე წარმოდგენა არავის ჰქონდა.”- განაცხადა სტივენ კინგმა.

    1979  წელს სტივენ კინგმა  გამოაქვეყნა წიგნი The Stand, რომელიც პანდემიას ეხება. წიგნის სიუჟეტის მიხედვით გრიპის ვირუსი მთელი მსოფლიოს მსოახლეობას მოედება და უმეტესობას ანადგურებს.

    “რამდენიმე კვირაა ადამიანები მეუბნებიან: “სტივენ კინგის სამყაროში ვცხოვრობთ”. მე კი მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ვნატრობ, ასე არ არის.  დროის საკითხი იყო და მსგავსი რამ აუცილებლად მოხდებოდა. წიგნი პანდემიის შესახებ დავწერე, რომელიც კაცობრიობის უმეტესობას დახოცავს და მადლობა ღმერთს, ახლა ეს ის შემთხვევა არაა.”- აცხადებს სტივენ კინგი CNN-თან საუბრისას.

     

  • ტრამპი ამბობს, რომ აშშ სასუნთქი აპარატებით სხვა ქვეყნებსაც დაეხმარება.

    ტრამპი ამბობს, რომ აშშ სასუნთქი აპარატებით სხვა ქვეყნებსაც დაეხმარება.

    აშშ–ს განზრახული აქვს უახლოეს მომავალში არა მხოლოდ მთლიანად დაფაროს საკუთარი ქვეყნის შიგნით არსებული მოთხოვნა ფილტვების სავენტილაციო სასუნთქ აპარატებზე, არამედ ეს აპარატები  სხვა ქვეყნებსაც მიაწოდოს. ამის შესახებ აშშ–ს პრეზიდენტმა განაცხადა.

    “არ ვიცი, გაიგეთ თუ არა ეს ამბავი, მაგრამ Ford-მა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ General Electric–ის ქვეგანყოფილებასთან ერთად 50 000 სასუნთქი აპარატის გამოშვებას აპირებს სამ თვეზე ნაკლებ დროში. რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა მწარმოებლებზე, რომლებსაც განზრახული აქვთ საკუთარი საწარმოო სიმძლავრეები აამოქმედონ. ასეთი კომპანია ათზე მეტია. ეს საკმარისზე მეტია ჩვენი საკუთარი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ასე რომ, აპარატებს იტალიაში, საფრანგეთში და ესპანეთში გავგზავნით, სადაც ამ მომენტში ასეთი აღჭურვილობის კოლოსალური პრობლემაა. სხვა ქვეყნებსაც დავეხმარებით.“–განაცხადა ტრამპმა.

    ამდროისთვის ამერიკაში კორონავირუსით 164,359 ადამიანია დაინფიცირებული. დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევები ნიუ იორკშია დარეგისტრირებული, სადაც საქალაქო პოლიციის 900–ზე მეტი თანამშრომელიც დაინფიცირდა. აშშ–ში გარდაცვლილია 3,173 ადამიანი. დაახლოებით ამდენივე რეანიმაციაში იმყოფება. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო ზომები 30 აპრილამდე იმოქმედებს.

  • ვაშინგტონმა რამდენიმე პრეპარატზე და ტესტზე საგანგებო ავტორიზაცია გასცა

    ვაშინგტონმა რამდენიმე პრეპარატზე და ტესტზე საგანგებო ავტორიზაცია გასცა

    კვირას, შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ კოვიდ-19-ის სამკურნალო პრეპარატებად “ჰიდროქსილქლოროქინის” და “ქლოროქინის” გამოყენების ნებართვა სწრაფი წესით გასცა. ეს მედიკამენტები ათწლეულების წინ მალარიის სამკურნალოდ იყო დამტკიცებული და ფართოდ გამოიყენებოდა, თუმცა კოვიდ-19-ზე მათი ზემოქმედების დადებითი შედეგები ჯერჯერობით კლინიკური ცდებით დადასტურებული არ არის.

    ორმა კომპანიამ მილიონობით “ჰიდროქსილქლოროქინის” და “ქლოროქინის” სამკურნალო დოზა ამერიკელი პაციენტებისთვის ქველმოქმედების სახით გაიღო. ესენია “სანდოზი” (30 მლნ) და “ბაიერი” (1 მლნ).

    შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ საგანგებო ავტორიზაციის გაცემა თეთრი სახლის ფართო მხარდაჭერით მოხდა. მანამდე, ასევე სწრაფი წესით გაიცა უფლება იგივე პრეპარატების ნიუ-იორკის შტატში გამოყენების შესახებ, სადაც მალარიის საწინააღმდეგო მედიკამენტები ბევრმა საავადმყოფომ თავის მკურნალობის შიდაგანაწესში ჩართო, როგორც კოვიდ-19-ის მკურნალობის მეთოდი.

    27 მარტს, ასევე სწრაფი წესით გაიცა ავტორიზაცია კომპანიაზე “აბოტის ლაბორატორიები”. ის კოვიდ-19-ის სწრაფ ტესტებს დაამზადებს. კომპანიის განცხადებით, ახალი ტესტერის საშუალებით, “დადებითი შედეგი საშუალოდ 5 წუთში გამოჩნდება, უარყოფითი კი 13 წუთში”. ტესტის სახელია “აი-დი ნაუ კოვიდ-19” (ID NOW COVID-19).

    მანამდე, სამშაბათს “მესა ბიოტექმა” მიიღო ახალი ტესტერების დამზადების უფლება. კომპანიის თქმით, ტესტი “აკულა სარს-კოვ-2” (Accula SARS-CoV-2) კოვიდ-19-ის “დიაგნოზის დასმას 30 წუთის განმავლობაში იძლევა”. ტესტებს “ექპერტ ექსპრეს სარს-კოვ-2” (Xpert Xpress SARS-CoV-2) დაამზადებს კალიფორნიული კომპანიაც “სეფიდი”.

    რას ნიშნავს საგანგებო ავტორიზაცია?

    მცირე განმარტება აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ სწრაფი წესით საგანგებო ავტორიზაციის (EUA) გაცემის შესახებ: სამკურნალო პრეპარატების და დიაგნოსტიკური საშუალებების დამტკიცების ფორმალური პროცესი ამერიკაში საკმაოდ ხანგრძლივია. ის რამდენიმე ფორმალურ ეტაპს მოიცავს და როგორც წესი, რამდენიმე წელი ჭიანურდება.

    მართალია საგანგებო ავტორიზაციის გაცემა შეერთებულ შტატებში კანონით არის დაშვებული, მაგრამ მას ძალიან იშვიათად მიმართავენ. ეს ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ქვეყანაში განსაკუთრებული საფრთხეები იქმნება. ამ ტიპის საფრთხეები აღინიშნება აბრევიატურით “სი-ბი-არ-ენი” (CBRN) და იშიფრება როგორც ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული. კოვიდ-19-ის გამო, ამერიკის ჯანდაცვის სფეროში შექმნილი საგანგებო ვითარებაც საფრთხეების ამ ქუდის ქვეშ მოექცა.

    საგანგებო ავტორიზაცია საკვების, მედიკამენტების და კოსმეტიკის შესახებ ფედერალური კანონმდებლობის აქტის (FD&C Act) 564-ე მუხლშია შეტანილი. ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციას დამტკიცების გარეშე აძლევს უფლებას სწრაფი წესით გასცეს ნებართვა სამედიცინო პროდუქტების გამოშვებაზე. ეს პროდუქები ქიმიური, ბიოლოგიური, რადიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების დროს გამოიყენება დიაგნოსტიკის, მკურნალობის, ან პრევენციისთვის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადეკვატური, დამტკიცებული და ხელმისაწვდომი ალტერნატიულ საშუალებები არ არსებობს.

    საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია

    შეერთებული შტატების საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია წარმოადგენს ერთ-ერთ რგოლს აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტში. ის უზრუნველყოფს საზოგადოებრივ ჯანდაცვაში საკვები პროდუქტების, მედიკამენტების, სხვა ბიოლოგიური პროდუქტების, თუ აცრების უსაფრთხოებას და მათ ეფექტურობას.

    ამერიკის ბაზარზე მოხვედრამდე, ადამიანისთვის, თუ ვეტერინარული საჭიროებისთვის განსაზღვრულმა სამედიცინო და საკვებმა პროდუქტებმა აშშ-ის საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის მიერ შედგენილი პირობების მთელი წყება უნდა დააკმაყოფილოს. აქ შედის არამარტო საკვები პროდუქტები, სამკურნალო პრეპარატები, აცრები და აპარატურა, არამედ კოსმეტიკური საშუალებები და დიეტოლოგიური კვებითი დანამატებიც.

    წყარო: ამერიკის ხმა