Category: მსოფლიო

  • სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კარდინალი გამართლებულია

    სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კარდინალი გამართლებულია

    ავსტრალიის უზენაესმა სასამართლომ, ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული კარდინალი გაამართლა.

    უზენაესი სასამართლოს შვიდი მოსამართლის გადაწყვეტილებით, კარდინალი ჯორჯ პელი 13 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ციხეს დატოვებს.

    რომის პაპის ფინასთა მინისტრს, 13 წლის ბიჭზე განხორციელებული სექსუალური ძალადობისთვის ბრალი 2018 წელს წაუყენეს. საქმე ეხება პერიოდს, როცა ის მელბურნის არქიეპისკოპოსი იყო, 1996 წელს. ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ არქიპეისკოპოსმა ბიჭუნაზე მელბურნის წმ. პატრიკის სახლოების ცათედრალში იძალადა.

    კარდინალი პელის ბრალდებაში იყო 1997 წლის ეპიზოდიც – ამ შემტხვევაშიც მას ბრალი ბიჭუნაზე განხორციელებულ ძალადობაში ედებოდა.

    კარდინალი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს აბსოლუტურ სიყალბეს და სიგიჟეს უწოდებდა.

    76 წლის კარდინალი პელი, რომის პაპის მტავარი მდივანი, ეკონომიკის საკითხებში, 2014 წელს გახდა და ვატიკანში გადავიდა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “ვირუსი გვებრძვის და ჩვენც ვუბრუნებთ პასუხს,” – ნიუ-იორკის მერი

    “ვირუსი გვებრძვის და ჩვენც ვუბრუნებთ პასუხს,” – ნიუ-იორკის მერი

    “ვირუსი გვებრძვის და ჩვენც ვუბრუნებთ პასუხს,” – ეს განცხადება ქალაქ ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლასიომ ცოტა ხნის წინ გააკეთა. მერი ამბობს, რომ ვითარება რთულია მაგრამ ექიმები და შესაბამისი სამსახურები ძალისხმევას არ იშურებენ ადამიანების გადასარჩენად.

    “ჩვენ გვებრძვის უხილავი მტერი მთელი შემართებით, მაგრამ ჩვენ ვართ ნიუ-იორკი და ვუბრუნებთ პასუხს. დღეს ჩვენ ყველა ვიბრძვით, ვიბრძვით ადამიანების გადასარჩენად და ვითარებას ვაკონტროლებთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ მზად პიკისთვის და ჩვენ ამისთვის ძალ-ღონეს არ ვიშურებთ,” ამბობს ნიუ-იორკის მერი.

    მერმა ეს განცხადება დღეს საწარმოში გააკეთა, სადაც სამედიცინო პერსონალისთვის საჭირო სამოსს დიდი რაოდენობით ამზადებენ შექმნილი დეფიციტის შესავსებად.

    “დღეს დღის ბოლოს მზად იქნება 9 200 ქირურგიული სამოსი, კვირის ბოლოს 20 000-მდე, თვის განმავლობაში კი ეს საწარმო მოგვაწვდის 320 000 ასეთ სამოსს, რომელიც ჩვენს ექიმებს ძალიან დაეხმარება,” – ამბობს ნიუ-იორკის მერი ბილ დე ბლასიო.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ყოყმანის შემდეგ იაპონია საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

    ყოყმანის შემდეგ იაპონია საგანგებო მდგომარეობას აცხადებს

    იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, ქვეყანაში 30 დღიან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. ეს ბრძანება ძალაში 7 აპრილს შევა.

    გადაწყვეტილება ადგილობრივ ხელისუფლებას აძლევს საშუალებას მოსახლეობას სახლში დარჩენა მოსთხოვოს და დახუროს სკოლები და სასწავლო დაწესებულებები. იაპონიის კონსტიტუცია, რომელიც სამოქალაქო უფლებების ფართო სპექტრს მოიცავს, არ აძლევს ცენტრალურ ხელისუფლებას შესაძლებლობას სავალდებულო კარანტინი გამოაცხადოს.

    პრემიერ-მინისტრმა, ასევე გამოაცხადა, რომ 900 მილიარდის ოდენობის ეკონომიკის მასტიმულირებელი პაკეტის კანონს მიიღებს, რათა კოვიდ-19-ის ეკონომიკური ეფექტი შეამსუბუქოს. ამ თანხიდა 55 მილიარდი მოქალაქეებს პირდაპირი დახმარების სახით გადაეცემათ.

    ამ დრომდე იაპონიის პრემიერ-მინისტრი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე ყოყმანობდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ტოკიოში, ერთ დღეში, 5 აპრილს, 145 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მთავრობამ ამ ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა.

    ამ დროისთვის იაპონიაში კორონავირუსის 3500 შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცავალა 70 ადამიანი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ნიო იორკის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი დაუდასტურდა

    ნიო იორკის ზოოპარკში ვეფხვს კორონავირუსი დაუდასტურდა

    მალაიზიურ ვეფხვს, სახელად ნადიას, რომელიც ნიუ იორკში, ბრონქსის რაიონის ზოოპარკში ცხოვრობს კორონავირუსი აღმოაჩნდა. სავარაუდოდ მას ვირუსი მისმა მომვლელმა გადასდო. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის გარემოს დაცვის საზოგადოება ავრცელებს, რომელიც ზოოპარკს მართავს.

    ეს არის აშშ–ში კორონავირუსით ცხოვრელის დაინფიცირების პირველი შემთხვევა. ზოოპარკის თანამშრომელს კორონავირუსის არანაირი სიმპტომი არ ქონია.

    კორონავირუსის ტესტი ვეფხვს მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც მშრალი ხველა – დაავადების ერთ–ერთი მთავარი სიმპტომი გაუჩნდა.

    “ძუ ვეფხვს, მის დას, ორ ამურულ ვეხვს და სამ აფრიკულ ლომს მშრალი ხველა დაეწყოთ. იმედი გვაქვს ისინი გამოჯანმრთელდებიან“– ნათქვამია ინფორმაციაში.

     

    ამასთან, კიდევ ერთ ამურულ ვეფხვს და სხვა ცხოველებს, რომლებიც დაინფიცირებული ვეფხვის სიახლოვეს ცხოვრობდნენ არავითარი სიმპტომები არ აღენიშნებათ.

    “ამაჟმად მიღებულია შესაბამის პროფილაქტიკური ზომები მთელი პერსონალისთვის, რომელიც ჩვენს ზოოპარკებში ცხოველებს უვლის, შემდგომი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად“–ნათქვამია განცხადებაში.

  • “გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ“ – დონალდ ტრამპი

    “გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ“ – დონალდ ტრამპი

    აშშ–ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკელებს ურჩევს მძიმე კვირისთვის მოემზადონ. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში კორონავირუსის ესპიდემიის პიკია მოსალოდნელი.

    “მძიმე კვირა მოდის – ეს, ან შემდეგი. სამწუხარდ ბევრი ადამიანი დაიღუპება“– განაცხადა პრეზიდენტმა კვირას ბრიფინგის დროს.

    თუმცა ამავე დროს მან თქვა, რომ კარგი ნიშანია ნიუ იორკის შტატში ლეტალური შემთხვევების რიცხვის ზრდის შეჩერება.

    “ჩვენ თანდათან ვხედავთ სინათლეს გვირაბის ბოლოს. იმედი მაქვს ახლო მომავალში ძალიან ვიამაყებთ ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოთი“– განაცხადა მან.

    ქვეყნის მთვარი ინფექციონისტი, ენიტონი ფაუჩი პრეზიდენტის ოპტიმიზმს არ იზიარებს. ტრამპის ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე მან განაცხადა, რომ მედიკოსები თავდაუზოგავად ცდილობენ სიტუაციის კონტროლის ხელში აღებას.

    გასულ კვირას იყო პროგნოზები, რომ პანდემიის შედეგად მკაცრი საკარანტინო ზომების მიუხედავად 100–დან 240 ათასამდე ამერიკელი დაიღუპებოდა, თუმცა კვირას ტრამპმა განაცხადა: “იმედი გვაქვს ამ ციფრებამდე საქმე არ მივა.“

  • დედოფალმა ელისაბედმა ბრიტანელებს სიტყვით მიმართა

    დედოფალმა ელისაბედმა ბრიტანელებს სიტყვით მიმართა

    კვირას საღამოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ნაციას სპეციალური სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში თვითდისციპლინის და სიმამაცის მნიშვნელობას.დედოფალმა ისაუბრა დანაკარგზე და ტკივილზე, ადამიანების ტანჯვაზე და ფინანსურ პრობლემებზე, რაც ამ რთულ დროს ბრიტანელებს ერგოთ წილად.

    მან მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის და სხვა საკვანძო სფეროების თანამშრომლებს თავდადებისთვის და ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც საზოგადოების ყოველ წევრს ეკისრება.

    მისი მიმართვა რადიოთი, ტელევიზიით და სოციალური ქსელებით ბრიტანეთის დროით 20 საათზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თუმცა მიმართვა წინასწარ იყო ჩაწერილი:

    “მე მოგმართავთ უკიდურესად რთულ დროს. იმ დროს, როცა დარღვეულია ჩვენი ქვეყნის ნორმალური ცხოვრება: ვიღაცისთვის ეს უკვე იქცა უბედურებად, ბევრისთვის ფინანსური სირთულეების დროა, ჩვენს ჩვეულ ცხოვრებაში კოლოსალური ცვლილებები ყველა ჩვენგანს შეეხო. იმედი მაქვს, მომავალში ყველა შეძლებს იამაყოს იმით, როგოორ შევხვდით ამ სიძნელეებს. ისინი კი, ვინც ჩვენს შემდეგ მოვლენ იტყვიან, რომ ბრიტანელების ეს თაობა ისეთივე ძლიერია, როგორც ყველა წინა. ისეთი თვისებები, როგორიც არის თვითდისციპლინა, სიმშვიდე, სიმტკიცე, ახლობლისადმი თანაგრძნობა კვლავ არსებობს ჩვენს ქვეყანაში“– თქვა დედოფალმა.

    დედოფლის მიმართვა უინძორის სასახლეში ჩაიწერა, სადაც 93 წლის მონარქი თვითიზოლაციაში იმყოფება. გადაღებას ერთადერთი ვიდეოოპერატორი ესწრებოდა დამცავ სამოსში. მთელი გადამღები ჯგუფი ამ დროს  სხვა ოთახში იმყოფებოდა.

  • პადმასკოვიეში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. გარდაცვლილია 2 ადამიანი

    პადმასკოვიეში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. გარდაცვლილია 2 ადამიანი

    მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა პოდმოსკოვიეს ქალაქ ორეხოვო–ზუევოში საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე სართულის ჩამონგრევის შედეგად.

    რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით ხუთსართულიანი სახლის მესამე სართულზე გაზის გამაცხელებელი აფეთქდა. აფეთქების შედეგად ნაწილობრივ ჩამოინგრა სადარბაზო – მეხუთედან მესამე სართულამდე.ნანგრევებიდან ორი გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს. დაშავებულია მინიმუმ ექვსი ადამიანი. მეზობელი სადარბაზოების მაცხოვრებლების ევაკუაცია მოხდა. მომხდარის მიზეზებს რეგიონული პროკურატურა იძიებს.

    თვითმხილველები ყვებიან, რომ იზოლაციის რეჟიმის გამო საბედნიეროდ ეზოში საბავშვო მოედანზე არავინ იყო.

  • თავდასხმა საფრანგეთში, მაღაზიის რიგში. მოკლულია 2 ადამიანი

    თავდასხმა საფრანგეთში, მაღაზიის რიგში. მოკლულია 2 ადამიანი

    ორი ადამიანია მოკლული და მინიმუმ ხუთი დაშავებული საფრანგეთის სამხრეთ აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ რომან–სიურ–იზენში მომხდარი თავდასხმის შედეგად.

    ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით   მაღაზიის შესასვლელთან რიგში მდგომ ადამიანებს მამაკაცი დანით ხელში თავს დაესხა. ერთ–ერთი დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

    პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა. ფრანგული მედია მას აღწერს, როგორც 33 წლის სუდანელ მამაკაცს.

    ფრანგული მედიის ინფორმაციით პოლიციისთვის და დაზვერვის სამსახურებისთვის ეს ადამიანი ამ დრომდე ცნობილი არ იყო.

    მისი მოტივები ჯერჯერობით ბოლომდე უცნობია, თუმცა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფერ კასტანერმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე ჩავიდა განაცხადა: “დღეს დილით ადამიანი ტერორიზმის გზას დაადგა.“

    მინისტრის თქმით, ყავდა თუ არა ეჭვმიტანილს თანამზრახველები ნაციონალურმა  კონტრტერორისტულმა პროკურატურამ უნდა გაარკვიოს.

    საფრანგეთში კორონავირუსის ეპიდემიის გამო კარანტინია გამოცხადებული. მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა მხოლოდ საკვების და მედიკამენტების შესაძენად, ასევე სუფთა ჰაერზე გასასეირნებლად შეუძლიათ.

  • ქვეყნები, სადაც Covid19 ჯერ არ დაფიქსირებულა

    ქვეყნები, სადაც Covid19 ჯერ არ დაფიქსირებულა

    სამი თვის წინ ერთადერთი ქვეყანა, სადაც კორონავირუსი არსებობდა ჩინეთი იყო. არცერთი შემთხვევა ქვეყნის გარეთ იმ დროისთვის აღმოჩენილი არ იყო. 13 იანვრიდან კი ვირუსი გლობალური პრობლემა გახდა მას შემდეგ, რაც პირველი შემთხვევა ჩინეთის გარეთაც, ტაილანდში დაფიქსირდა. მას მალევე მიჰყვნენ იაპონია, სამხრეთ კორეა და აშშ.

    მას შემდეგ კი კორონავირუსის ეპიდემია მალევე მოედო მთელ მსოფლიოს და ნამდვილ აფეთქებად იქცა. ამჟამად მთელ მსოფლიოში, ნეპალიდან ნიკარაგუამდე მილიონზე მეტი ინფიცირებულია დარეგისტრირებული. იზრდება გარდაცვლილთა რიცხვი, გადავსებულია საავადმყოფოები. ამ ფონზე ჩნდება კითხვა, არსებობს თუ არა დედამიწაზე ადგილი, სადაც კორონავირუსმა ჯერ ვერ შეაღწია.

    გაგიკვირდებათ, მაგრამ არსებობს.

    ამ დროისთვის კორონავირუსი 205 ქვეყანაშია გავრცელებული , აქედან 193 გაეროს წევრია.

    არსებობს 18 ქვეყანა და ტერიტორია, რომლებსაც  Covid-19–ის შემთხვევების შესახებ ჯერჯერობით არ განუცხადებიათ. ესენია:

    კამორის კუნძულები, კირიბატი, ლესოტო, მარშალის კუნძულები, მიკრონეზია, ნაურუ, ჩრდილოეთ კორეა, პალაუ, სამოა, სან–ტომე და პრინსიპი, სოლომონის კუნძულები, სამხრეთ სუდანი, ტაჯიკეთი, ტონგა, თურქმენეთი, ტუვალუ, ვანუატუ, იემენი.

    ბევრი ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ აქედან ზოგ ქვეყანაში სავარაუდოდ კლორონავირუსის შემთხვევები არსებობს, თუმცა დაურეგისტრირებელი. მაგალითად, ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალურად ნული შემთხვევა ფიქსირდება, ისევე, როგორც ომისგან დაზარალებულ იემენში, რაც ნაკლებ სავარაუდოა.

    თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც ვირუსი დიდი ალბათობით მართლაც ვერ მოხვდა. მათი უმრავლესობა პატარა კუნძულ–სახელმწიფოებია ვიზიტორების მცირე რაოდენობით.  მათი ცხოვრების წესი ისედაც პრაქტიკულად თვითიზოლაციას უტოლდება.

  • ქრისტეს ქანდაკებას შავი ფერის ნიღაბი გაუკეთეს

    ქრისტეს ქანდაკებას შავი ფერის ნიღაბი გაუკეთეს

    მსოფლიოში გავრცელებული Covid 19 – ის პანდემიის გამო, ბრაზილიაში, რიო დე ჯანეიროში ქრისტეს ქანდაკებას შავი ფერის ნიღაბი გაუკეთეს.

    ოფიციალური მონამცემებით, ბრაზილიაში კორონავირუსით ინფიცირების  921-მდე შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 365 პაციენტი გარდაიცვალა და 127 გამოჯანმრთელდა. უმრავლესობა ქვეყნის ორ უდიდეს ქალაქში – სან პაულუსა და რიო დე ჟანეიროში ფიქსირდება.