Category: მსოფლიო

  • 3 მილიონი ესპანელი სამსახურს დაუბრუნდა. საკარანტინო ზომები შემსუბუქდა

    3 მილიონი ესპანელი სამსახურს დაუბრუნდა. საკარანტინო ზომები შემსუბუქდა

    ორშაბათიდან 3  მილიონი ესპანელი სამსახურს დაუბრუნდა. ქვეყანაში უკვე რამდენიმე დღეა დაინფიცირების ახალი შემთხვევები იკლებს და ხელისუფლებამ გადაწყვიტა თანდათანობით მოხსნას შეზღუდვები, რომლებიც 30 მარტს შემოიღო. მუშაობის განახლება შეძლო ნაწილობრივ სამშენებლო სექტორმა.

    თუმცა მკაცრი ზომების შემსუბუქებამ საზოგოადოების ნაწილის მკაცრი კრიტიკა გამოიწვია. პროფკავშირები და ზოგიერთი პოლიტიკოსი შიშობენ, რომ პანდემიის ხელახალი აფეთქება მოხდება, რომელმაც ესპანეთში 17500 ადამიანი შეიწირა. თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღეღამეში ქვეყანაში თანდათანობით იკლებს და ორშაბათს 517 შეადგინა. ბოლო მონაცემებით ესპანეთში კორონავირუსით სულ 170 ათასი ადამიანი დაინფიცირდა. აქედან 65 გამოჯანმრთელდა.

    ესპანეთის მთავრობამ შაბათს დაადგინა წესები იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახურში დაბრუნდება კარანტინის და თვითიზოლაციის შემსუბუქებული წესების ფონზე. კომპანიებმა, რომლებიც მუშაობას განაახლებენ თანამშრომლებს თავდაცვის საშუალებები უნდა მიაწოდონ და უნდა უზრუნველყონ ისეთი პირობები, რომ მათ შეეძლოთ ერთმანეთისგან 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.

    ბრალდებაზე, რომ შეზღუდვების მოხსნა შესაძლოა ნაადრევი იყოს, შინაგან საქმეთა მინისტრი პასუხობს, რომ მთლიანობაში კარანტინი და მის დაცვაზე კონტროლში ნარჩუნდება.

    კორონავირუსის გავრცელებაზე კონტროლის მიზნით ხელისუფლებამ შემოწმებები გაამკაცრა და მოსახლეობას დაახლოებით 10 მილიონი დამცავი ნიღაბი დაურიგა, რომელთა ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულოა. პოლიციელები ნიღბებს მოქალაქეების მეტროს შესასვლელებშიც ურიგებენ.  გარკვეული დისტანცია მოქალაქეებს შორის ტრანსპორტშიც უნდა იყოს დაცული. მადრიდის მეტროპოლიტენის მონაცემებით მგზავრების რაოდენობა გასულ ორშაბათთან შედარებით 35%–ით გაიზარდა, თუმცა ეს მაინც 80%–ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის ამავე პერიოდში.

    ესპანეთში კორონავირუსის გავრცელების შენელება იმედის აჩენს ევროპის სხვა ქვეყნებშიც: აპრილის დასაწყისში აქ დღეში 950 გარდაცვალება ფიქსირდებოდა. ქვეყანამ მსხვერპლის რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა. განსაკუთრებით დაზარალდნენ სამედიცინო მუშაკები – დაინფიცირებულთა 15%, ანუ დაახლოებით 25 000 ადამიანი მედიცინის მუშაკია.

  • ინდონეზიაში “მოჩვენებები” გამოჩნდნენ რომლებიც ხალხს ქუჩაში გამოსვლისას დიდი ხნის მანძილზე აშტერდებიან

    ინდონეზიაში “მოჩვენებები” გამოჩნდნენ რომლებიც ხალხს ქუჩაში გამოსვლისას დიდი ხნის მანძილზე აშტერდებიან

    ინდონეზიის ერთ-ერთ სოფელში ახალგაზრდა მოხალისეები მოჩვენებების ფორმაში გადაცმულები გამოჩნდნენ.  ამ ხერხს ინდონეზიაში კორონავირუსის პანდემიისგან დასაცავად მიამრთეს რადგან ხალხს შეშინებოდა ქუჩაში გამოსვლა და სახლში დარჩენილიყვნენ. ამის შესახებ იფნორმაციას “Reuters” ავრცელებს. 

    როგორც გამოცემა, წერს ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს, მოჩვენებები დიდი ხნის მანძილზე აშტერდებიან. თავდაპირველად სოფელში მოჩვენებების გამოჩენამ, საზოგადოების ინტერესი გამოიწვია და ხალხი შეგნებულად გამოდიოდა გარეთ მათ სანახავად, თუმცა ამის შემდეგ ქუჩის მოჩვენებებმა დამალვა და მოულოდნელად გამოჩენა დაიწყეს რის შემდეგაც ხალხის რაოდენობამ სოფლის ქუჩებში იკლო.

    ინდონეზიურ ფოლკლორში პოკონგის სახელით არსებობს  მოჩვენება.  ეს არის გარდაცვლილი ადამიანის მოჩვენება. ასეთი ფიგურები თეთრი სამოსით იფარება და სახეც თეთრად აქვთ შეღებილი.

     

  • კიევის პეჩორის ლავრაში კორონავირუსით ინფიცირებული ბერი გარდაიცვალა

    კიევის პეჩორის ლავრაში კორონავირუსით ინფიცირებული ბერი გარდაიცვალა

    კიევის პეჩორის ლავრაში კორონავირუსით ინფიცირებული ბერი გარდაიცვალა. საავადმყოფოში ასევე გადაყვანილი სამონასტრო კომპლექსის წინამძღოლი, მიტროპოლიტი პავლე, რომელიც ასევე კოვიდინფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

    ბოლო რამდენიმე კვირაა ცნობილ ლავრაში კარანტინია გამოცხადებული. მიზეზი სასულიერო პირებს შორის გავრცელებული კორონავირუსია. ინფიცირების პირველი შემთხვევები მონასტერში 4 აპრილს გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით, კოვიდ-19-ი  30 სასულიერო პირს დაუდასტურდა.

     

  • დანია კარანტინის პირობების შემსუბუქებას იწყებს

    დანია კარანტინის პირობების შემსუბუქებას იწყებს

    დანია კარანტინის პირობების შემსუბუქებას იწყებს. იგივეა მოსალოდნელი ავსტრიაში.

    ორშაბათს დანიაში ზოგიერთი ბიზნესი გაიხსნება, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელი ბიზნესის კატეგორიას არ განეკუთვნებიან. ოთხშაბათს 11 წლამდე ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან. დაინიამ ევროპულ ქვეყნებს შორის პირველმა შემოიღო მკაცრი კარანტინი ერთი თვის წინ და ხელისუფლება თვლის, რომ ამით კორონავირუსის გავრცელების კონტროლი შეძლეს. ქვეყნის საზღვრები ჯერჯერობით ჩაკეტილი დარჩება.

    საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ორშაბათს ნაციას მიმართავს და კორონავირუსის შეკავების შემდგომი ზომების შესახებ აცნობებს. მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში 15 აპრილამდე გამოცხადებული მკაცრი კარანტინი კვლავ გაგრძელდება. რამდენიმე დღიანი ვარდნის შემდეგ საფრანგეთში ყოველდღიურად გარდაცვლილთა მაჩვენებელმა კვლავ ზრდა დაიწყო.

  • Times: ბორის ჯონსონი 48 საათი სიკვდილს ებრძოდა

    Times: ბორის ჯონსონი 48 საათი სიკვდილს ებრძოდა

    ბრიტანული The Times წერს, რომ ახლა, როცა ბრიტანეთის პრემიერი საავადმყოფოდან მშვიდობიანად გამოეწერა, მისი მრჩევლები უკვე აღარ მალავენ, რომ მისი გადარჩენის პროგნოზი 50/50–ზე იყო.

    თავად პრემიერ მინისტრმა აღიარა, რომ 48 საათის განმავლობაში სიტუაცია შეიძლებოდა ნებისმიერი სცენარით განვითარებულიყო.

    ორი დღე–ღამის განმავლობაში ექიმები მის საწოლთან მორიგეობდნენ. “მათ ჩემი სცოცხლე გადაარჩინეს“ – ამბობს ბორის ჯონსონი.

    ბრიტანეთის პრემიერ, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა და გართულებებით საავადმყოფოშიც მოხვდა, ჯერჯერობით სამუშაოს არ დაუბრუნდება. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ის ქალაქგარე რეზიდენციაში წავიდა, სადაც აღდგენითი თერაპიის კურსს გაივლის.

  • ჩეჩნეთში Covid-19–ით დაავადებულები ტერორისტებს გაუთანაბრეს

    ჩეჩნეთში Covid-19–ით დაავადებულები ტერორისტებს გაუთანაბრეს

    “Новая газета” წერს, როგორ ცხოვრობენ ჩენჩნეთში COvid19-ით დაინფიცირებული ადამიანები. გამცემა ამტკიცებს, რომ რამზან კადიროვმა ისინი პრაქტიკულად ტერორისტებს გაუთანაბრდა და ბრძანება გასცა მათ შესაბამისი მეთოდებით ებრძოლონ. გამოცემას წყარო უყვება, რომ მოსახლეობას ეშინია შესაბამის სტრუქტურებს ხველის, ტემპერატურის ან ვირუსის სხვა სიმპტომების შესახებ შეატყობინოს. ისინი ამჯობინებენ დაავადება დამალონ და სახლში მოკვდნენ.

     

  • ბრიტანეთს Covid19-ით სიკვდილიანობით ევროპაში ლიდერობას უწინასწარმეტყველებენ

    ბრიტანეთს Covid19-ით სიკვდილიანობით ევროპაში ლიდერობას უწინასწარმეტყველებენ

    ბრიტანეთი შესაძლოა ევროპაში კორონავირუსით ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებლის მქონე ქვეყანა გახდეს. ასეთი ბრიტანეთის მთავრობის უფროსი მრჩევლის, ჯერემი ფერარის პროგნოზი. ბრიტანეთი ბევრ ევროპულ ქვეყანას ჩამორჩება მასობრივი ტესტირებით. ხელისუფლებას არ შეუძლია დროულად გამოავლინოს და იზოლირება გაუკეთოს Covid-19-ით დაინფიცირებულებს, რათა ვირუსის გავრცელება აღკვეთოს.

    ბრიტანეთის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ აპრილის ბოლომდე ტესტირების საკითხს მოაგვარებს და დღეში 100 ათასამდე ადამიანს გატესტავს, თუმცა ბევრი მედიკოსი ამის რეალობას ეჭვქვეშ აყენებს.

    ამჟამად ბრიტანეთი ევროპაში სიკვდილიანობის მაჩვენებლით მეოთხე ადგილზეა.  გარდაცვლილთა რაოდენობა ამ ქვეყანაში 10600–ს აჭარბებს.

    ბრიტანეთის მთავრობა დღეს საკარანტინო ზომების გადახედვას აპირებს, რომლებიც ქვეყანაში 23 მარტს შემოიღეს. შემსუბუქებაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის, რადგან სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქვეყანაში მაღალი რჩება. ზოგიერთი მინისტრი პირიქით, კარანტინის გამკაცრების წინადადებით გამოდის, რადგან ბრიტანელები ძალიან თავისებურად იგებენ სახლიდან გამოსვლის და გასეირნების ნებართვას.

  • ამერიკელი გადასახადის გადამხდელები სახელმწიფოს დახმარებას მომდევნო კვირიდან მიიღებენ

    ამერიკელი გადასახადის გადამხდელები სახელმწიფოს დახმარებას მომდევნო კვირიდან მიიღებენ

    ამერიკელი გადასახადის გადამხდელები, ფედერალური მთავრობისგან დახმარებას მომდევნო კვირიდან მიიღებენ. განცხადებას ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

    “აიარეს”-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თანხის გაცემა მომდევნო კვირიდან დაიწყება. დახმარების ოდენობის განსაზღვრა 2018-2019 წლებში კონკრეტული პირის ან პირების შემოსავლების მიხედვით მოხდება.

    რამდენიმე დღეში ამერიკის შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე სპეციალური გრაფა იქნება ხელმისაწვდომი, სადაც პირადი მონაცემების შეყვანის შემდეგ, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ნახონ თუ რა ოდენობის დახმარებას მიიღებენ, როდის და რა ფორმით.

    როგორც “აიარეს”-ის ოფიციალურ ვებგვერზე წერია, გადასახადის გადამხდელები თანხას, ძირითად შემთხვევაში, საბანკო პლასტიკურ ბარათზე მიიღებენ. იმ შემთხვევაში თუ დეპარტამენტში არ ფიქსირდება ბარათის მონაცემები, ბენეფიციარს თანხა საცხოვრებელი სახლის მისამართზე გაეგზავნება.

    სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატების შემოსავლების სამსახური მოუწოდებს გადასახადების გადამხდელებს, დროულად შეცვალონ საცხოვრებელი სახლის მისამართი, თუ გასული წლის აპრილის შემდეგ მისამართი შეცვლილია.

    აღნიშნული დახმარება იმ 2 ტრილიონი დოლარიდან გაიცემა, რომელიც თეთრი სახლის და ამერიკელი კანონმდებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოიყო. პანდემიის დროს ამერიკის მთავრობა დახმარებას გაუწევს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს.

    ამ დროისთვის, თეთრი სახლი და კონგრესი აქტიურად მუშაობენ მცირე ბიზნესებისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის კუთხით.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ჯანმო კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების შესაძლო ფაქტებს შეისწავლის

    ჯანმო კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების შესაძლო ფაქტებს შეისწავლის

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეისწავლის იმ პაციენტთა სამედიცინო ისტორიებს, რომლთა შემთხვევაშიც ტესტმა მკურნალობის შემდეგ უარყოფითი შედეგი აჩვენა, მოგვიანებით კი კოვიდ-19 კვლავ დადასტურდა.

    ჯანმომ, უკვე გამოითხოვა ასეთ პაციენტთა საქმეები სეულიდან. სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პარასკევს, 91 პაციენტის შემთხვევაში, კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა მაშინ, როცა მანამდე, ამ პაციენტების მკურნალობის შემდეგ ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.

    დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ადგილობრივი ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შესაძლოა საქმე ვირუსის კვლავ გააქტიურებასთან ჰქონდეთ და არა ახლიდან ინფიცირებასთან.

    „ჩვენ მჭიდრო კავშირზე ვართ ჩვენს კლინიკურ ექსპერტებთან და ვმუშაობთ იმაზე, რომ მივიღოთ სრული ინფორმაცია ამ ინდივიდუალურ შემთხვევებზე. მნიშვნელოვანია დავრწმუნდეთ, რომ საეჭვო პაციენტთაგან ნიმუშების შეგროვებისას ყველა პროცედურა სწორად წარიმართა“ – აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი, საავადმყოფოდან მხოლოდ მას შემდეგ უნდა გაიწეროს, რაც 24 საათის ინტერვალით, ვირუსზე ჩატარებული ორი ტესტის შედეგები უარყოფითი იქნება.

    ორგანიზაციის თქმით, მიმდინარე პრაქტიკა აჩვენებს, რომ იმ შემთხვევაში, როცა ავადმყოფობა მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობს, სიმპტომების გამოვლენის დღიდან, კლინიკურ გამოჯანმრთელებამდე, საშუალოდ, მკურნალობის ორკვირიანი პერიოდია საჭირო.

    პარასკევს სამხრეთ კორეაში განაცხადეს, რომ ეპიდემიოლოგიური გამოძიება მიმდინარეობს და ჯერ კიდევ დაუდგენელია, რა დგას ამ ტენდეციის უკან.

  • დონალდ ტრამპმა იტალიის დახმარების განკარგულება გასცა

    დონალდ ტრამპმა იტალიის დახმარების განკარგულება გასცა

    აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციას მოუწოდა, იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარონ. კერძოდ, ამერიკის ლიდერმა მთავრობის წევრებს განუცხადა, რომ იტალიაში ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში ქვეყნის სამხედრო პერსონალი უნდა გაიგზავნოს.

    „იტალიის რესპუბლიკა, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე ახლო და ძველი მოკავშირეა, კორონავირუსით ძალიან დაზარალდა. ვირუსს ქვეყანაში 18 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა კოლაფსის პირას მიიყვანა. ახლა იტალიის ეკონომიკას ღრმა რეცესია ელის“, – აღნიშნა ტრამპმა.

    მისივე თქმით, აღნიშნული დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩინეთის და რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიების ფონზე.

    ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს იტალიაში 18 849 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში 147,577 კორონავირუსის შემთხვევაა დაფიქსირებული.