Category: მსოფლიო

  • როგორ გავრცელდა ირანული ავიაკომპანიის მეშვეობით Covid19 ახლო აღმოსავლეთში. BBC-ს გამოძიება

    როგორ გავრცელდა ირანული ავიაკომპანიის მეშვეობით Covid19 ახლო აღმოსავლეთში. BBC-ს გამოძიება

    ბიბისი–ს არაბული სამსახურის გამოძიების მიხედვით ირანულმა ავიაკომპანიამ Mahan Air–მა ხელი შეუწყო ახლო აღმოსავლეთში Covid19-ის გავრცელებას . ავიაკომპანიამ ფრენები არ შეწყვიტა იმის მიუხედავად, რომ მთელმა რიგმა ქვეყნებმა კორონავირუსის აფეთქების შემდეგ ირანთან საჰაერო მიმოსვლა შეწყვიტეს. ასეთი აკრძალვა მოქმედებდა თავად ირანშიც, რომელიც თებერვლის ბოლოს ახლო აღმოსავლეთში ეპიდემიის კერად იქცა.  იანვრის ბოლოდან მარტის ბოლომდე   Mahan Air–მა ასობით რეისი შეასრულა ირანს, ერაყს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და სირიას შორის. ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ რეისების ეკიპაჟებს, რომლებიც შეშფოთებას გამოთქვამდნენ დაინფიცირების საფრთხის გამო, გაჩუმებას აიძულებდნენ და სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრებოდნენ.

    Mahan Air–ს ადანაულებდნენ იმაში, რომ საფრთხეში აგდებდა ეკიპაჟის და მგზავრების ჯანმრთელობას. ეს არის კერძო ირანული ავიაკომპანია, რომელიც თავად კომპანიის მონაცემებით 55 თვითმფრინავს ფლობს და წელიწადში საშუალოდ 5 მილიონი მგზავრი გადაყავს მთელ მსოფლიოში, 66 წერტილში.

    ავიაკომპანია ისლამური რევოლუციის გუშაგთა ირანულ კორპუსთან არის დაკავშირებული. 2011 წელს აშშ–მ კომპანია იარაღის გადატანაში დაადანაშაულა და სანქციები დაადო.

    ეს კომპანია ასევე მხარს უჭერს ირანის ოპერაციებს სირიაში, ლიბანში და ერაყში.

    ფრენის მონაცემებისა და ლიბანური და ირანული წყაროების მონათხრობზე დაყრდნობით ბიბისის არაბულმა სამსახურმა დაადგინა, რომ კორონავირუსით პირველი ინფიცირებულები ამ ქვეყნებში სწორედ Mahan Air–ის რეისებით ჩავიდნენ.

    19 თებერვალს ირანელი სტუდენტი ამ კომპანიის რეისით ჩაფრინდა თეირანიდან ერაყში. 24 თებერვალს კი ის ერაყში პირველ ინფიცირებულ პაციენტად იქცა.

    20 თებერვალს ლიბანის მოქალაქე თეირანიდან ლიბანში ჩაფრინდა ამ კომპანიის რეისით. მეორე დღეს ის ქვეყანაში პირველ დარეგისტრირებულ პაციენტად იქცა.

    Mahan Air ამის შემდეგაც განაგრძობდა რეისების შესრულებას.

    ბიბისის გამოძიებამ დაადგინა, რომ ავიაკომპანია კორონავირუსის ეპიდემიის პიკის დროსაც განაგრძობდა ირანიდან ჩინეთის ოთხ უმსხვილეს ქალაქში – პეკინში, შანხაიში, გუანჯოუსა და შენჟენში ფრენებს.

    ბიბისიმ მოიპოვა მტკიცებულებები,  რომ თვითმფრინავების ეკიპაჟებს აიძულებდნენ ხმა არ ამოიეღოთ იმ როლის შესახებ, რომელსაც კომპანია ვირუსის გავრცელებაში თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაქტი მზარდ შეშფოთებას იწვევდა.

    თებერვლის ბოლოს კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით Mahan Air–ის ეკიპაჟების 50 ზე მეტი წევრი კორონავირუსით დაინფიცირების ნიშნებს ავლენდა. ისინი სოციალურ ქსელებში ჩიოდნენ, რომ არ აძლევენ სპეციალურ დამცავ აღჭურვილობას ან ტანსაცმელს.

    27 თებერვალს კომპანიის თანამშრომლები პირველად ალაპარაკდნენ ღიად. გამოცემა Shargh Daily–ში გამოქვეყნებულ სტატიაში მათ შეშფოთება გამოთქვეს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთში ფრენის შემდეგ თვითიზოლაციისთვის დროს არ აძლევდნენ.

    18 აპრილს ავიაკომპანიის 1300–მა თანამშრომელმა ღია წერილი გაავრცელა და კომპანია კრიზისის დროს ცუდ მმართველობაში დაადანაშაულა. წერილში ასევე ნათქვამი იყო, რომ ეკიპაჟების მოთხოვნა მათთვის საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მიერ რეკომენდირებული ინდივიდუალური დაცვის საშუალებები მიეცათ მრავალგზის იგნორირებულ იქნა. ამასთან, თავად მათ ადანაშაულებდნენ ქვეყანაში ინფექციის გავრცელებასა და ახლობლების დაინფიცირებაში.

    ბიბისი–ს ხელში ჩაუვარდა გასაიდუმლოებული შეთანხმების ასლი, რომელიც კომპანიის თანამშრომლებს გადაეცათ და რომელშიც მათ სისხლის სამართლის დევნით ემუქრებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ შიშებს საჯაროდ გამოთქვამდნენ.

  • ფრთხილი და ნელი ნაბიჯებით ნიუ-იორკი მდგომარეობიდან გამოდის და ეკონომიკის აღდენას იწყებს

    ფრთხილი და ნელი ნაბიჯებით ნიუ-იორკი მდგომარეობიდან გამოდის და ეკონომიკის აღდენას იწყებს

    ნიუ-იორკის შტატმა კორონავირუსის პანდემიის პიკი გადაიარა და შტატი ეკონომიკის აღდგენაზე იწყებს ფიქრს. შტატის გუბერნატორი ამბობს, რომ ნაბიჯები ფრთხილი უნდა იყოს და მოზომილი.

    “ჩვენი ხელახალი გახსნა დამოკიდებულია ჩვენს გონიერებაზე. მოვუსმინოთ ექიმებს, მეცნიერებს, გავაანალიზოთ რიცხვები და ნაბიჯები ამის მიხედვით გადავდგათ. სწორედ ასე მოვიქცევით,“- ამბობს ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო

    სწორედ ამიტომ, შტატმა გამოაქვეყნა გეგმა თუ როგორ შემსუბუქდება შეზღუდვები. გეგმაში 4 ფაზაა, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს წესებს და იმ სფეროებს, რომლებიც აღდგენას დაიწყებს.

    ფაზა 1

    • მშენებლობა
    • წარმოება და საბითუმო მიწოდება
    • საბითუმო მიწოდება უნდა მოხდეს დელივერის მეშვეობით ან მხოლოდ პიკაპით

    ფაზა 2

    • პროფესიული სერვისები
    • ბანკები და დაზღვევა
    • სავაჭრო ობიექტები
    • ადმინისტრაციული დახმარება
    • უძრავი ქონების სააგენტოები

    ფაზა 3

    • რესტორნები და საკვები ობიექტები
    • სასტუმროები

    ფაზა 4

    • ხელოვნება
    • განათლება.

    თუმცა, იმ დრომდე, სანამ შტატის რეგიონები მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ დაიწყონ გახსნა, მათ უნდა დააკმაყოფილონ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტანდარტები, რაც გულისხმობს შემდეგს:

    • რეგიონში დაავადებულების და გარდაცვალების რაოდენობა უნდა მცირდებოდეს 14 დღის განმავლობაში (სამი დღის საშუალო მაჩვენებლების მიხედვით).
    • რეგიონში ყოველ 100 000 ადამიანზე დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს.
    • რეგიონებში, სადაც პანდემია ნაკლებად იყო გავრცელებული, დღიურად დაინფიცირებულთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15-ს და გარდაცვლილთა რაოდენობა 5-ს (3 დღის საშუალო მაჩვენებლით)

    შტატის გადაწყვეტილებით იმისათვის რომ რეგიონებმა ეკონომიკის აღდენა დაიწყონ, აუცილებელია საავადმყოფოებში არსებობდეს საერთო საწოლების რაოდენობის 30% თავისუფალი, როგორც რეანიმაციულ განყოფილებაში ასევე პალატებში, რათა მათ შეძლონ მიიღონ დაინფიცირებული პაციენტები.

    ასევე, საავადმყოფოების ადამინისტრაცია ვალდებულია მოიმარაგოს დასაქმებულთათვის დამცვავი საშუალებები 90 დღისთვის.

    ნიუ-იორკის რეგიონმა ასევე უნდა აკონტროლონ ინფიცირების მაჩვენებლები.

    ნიუ-იორკში, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 330 000-ს აღემატება, გარდაცვლილია 25 000-ზე მეტი ადამიანი.

    „ჩვენ პლატოდან ვეშვებით. როგორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გავაგრძელებთ ამ გზას, შეიძლება ეს თვეების განმავლობაში გაგრძელდეს ან კვირების,“- ამბობს ნიუ-იორკის გუბერანტორი ენდრიუ კუომო.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ბრიტანეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა მის მიერვე დადგენილი წესების დარღვევის გამო თანამდებობა დატოვა.

    ბრიტანეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა მის მიერვე დადგენილი წესების დარღვევის გამო თანამდებობა დატოვა.

    წამყვანი ბრიტანელი ეპიდემიოლოგი, ნილ ფერგიუსონი, რომლის რეკომენდაციითაც ბრიტანეთში კორონავირუსის ეპიდემიის დაწყების შემდეგ მკაცრი შეზღუდვები შემოიღეს, მთავრობასთან არსებული სამეცნიერო საბჭოდან წავიდა. მიზეზი მის მიერ იმ ამკრძალავი ზომების დარღვევა გახდა, რომელთა შემოღებასაც თავად დაჟინებით მოითხოვდა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით კარანტინის დროს მას სისტემატურად სტუმრობდა მეგობარი ქალი.

    თავის დროზე მან გააკეთა პროგნოზები, რომ მსუბუქი ზომების შემთხვევაში ახალი კორონავირუსისგან ბრიტანეთში დაახლოებით 250  ათასი ადამიანი გარდაიცვლებოდა. სწორედ ამ პროგნოზზე დაყრდნობით გადაწყვიტა ბრიტანეთის ხელისუფლებამ თვითიზოლაციის რეჟიმის და მკაცრი შემზღუდავი ზომების შემოღება.

    პროფესორმა ფერგიუსონმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ წუხს მის მიერ დისტანცირების წესების დარღვევის გამო.

  • Covid19: დიდმა ბრიტანეთმა ევროპაში გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა

    Covid19: დიდმა ბრიტანეთმა ევროპაში გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზე გადაინაცვლა

    დღეს ბრიტანეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდნეობამ 32 000–ს გადააჭარბა. ამჟამად ეს ევროპაში სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

    ქვეყნის სტატისტიკის ნაციონალურმა ბიურომ გარდაცვლილთა სტატისტიკაში ჩართო ის შემთხვევებიც, როცა ადამიანები სახლში გარდაიცვალნენ, თუმცა ეჭვი ქონდათ კორონავირუსზე, ასევე ხანდაზმულთა თავშესაფრებსა და ჰოსპისებში გარდაცვლილთა რაოდენობა.  ეს მონაცემები ყოველკვირეულად ქვეყნდება და დაგვიანებით ემატება საერთო მაჩვენებელს, განსხვავებით ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებისგან, რომელიც საავადმყოფოებში გარდაცვლილთა რაოდენობას ყოველდღიურად ამატებს ვირუსთან დაკავშირებულ სტატისტიკას.

    ბიუროს ინფორმაციით გარდაცვალების 32 313 შემთხვევა დიდ ბრიტანეთში ინგლისისა და უელსის მონაცემებთან ერთად შოტლანდიის და ჩრდილოეთ ირლანდიის გარდაცვლილთა რაოდენობასაც შეიცავს.

     

    მიუხედავად  სხვადასხვა ქვეყანაში სიკვდილიანობის დავლის განსხვავებული მეთოდებისა, ახალი სტატისტიკა მეტყველებს, რომ კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა ბევრად მეტი იყოს და ბრიტანეთი უკვე გავიდა ევროპაში პირველ ადგილზე კორონავირუსით სიკვდილიანობის მხრივ.

     

    ამ ფონზე ბრიტანული ოპოზიცია მთავრობის კრიტიკას განაგრძობს იმის გამო, რომ მან დროული რეაგირება არ მოახდინა ეპიდემიის აფეთქებაზე და მეტისმეტად გვიან შემოიღო შემზღუდავი ზომები. ასევე ვერ შეძლო მოსახლეობის მასობრივი ტესტირების უზრუნველყოფა და საავადმყოფოების თანამშრომლებისთვის საკმარისი რაოდენობით დამცავი აღჭურვილობის გამოყოფა.

    პრემიერი ჯონსონი აცხადებს, რომ ეპიდემიის პიკმა უკვე გადაიარა და ხელისუფლება თანდათანობით კარანინის შემსუბუქებას აპი რებს. მოსალოდნელია, რომ კნკრეტული ნაბიჯები ამ კვირასვე გადაიდგმება.

    გაზეთმა Times–მა  სტატისტიკის ნაციონალური ბიუროს მონაცემების საფუველზე ჩაატარა მოდელირება და დაასკვნა, რომ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რეალური რაოდენობა 55 ათასს აღემატება.

  • “პუტინის რეჟიმის მტაცებლობის მხილებისთვის“ New York Times–მა პულიცერის პრემია მიიღო

    “პუტინის რეჟიმის მტაცებლობის მხილებისთვის“ New York Times–მა პულიცერის პრემია მიიღო

    2020 წლის პულიცერის პრემია საერთაშორისო მოვლენების გაშუქებისთვის გაზეთმა New York Times–მა მიიღო “ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მტაცებლობის მხილებისთვის“ – ნათქვამია პულიცერის პრემიის კოლეგიის ინფორმაციაში.

    ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ წამყვანი ამერიკული გაზეთი ჯილდოს შთამბეჭდავი ისტორიების ნაკრებისთვის იღებს, რომლებიც ვლადიმირ პუტინის რეჟიმის მტაცებლობას ამხელდა და ავტორებისთვის დიდ რისკს შეიცავდა.

    2020 წლის პრემია რვა სტატიას და ვიდეოს ერგო– მოსკოვიდან შეკვეთილი თავდასხმის შესახებ სტატიას უკრაინელ ჩინოვნიკზე როვნოში, ბიზნესმენ ემელიან გებრევის  ბულგარეთში  მოწამვლის  შესახებ სტატიას, სტატიას რუსულ ინტერესებზე ლიბიის კონფლიქტში და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და სირიაში რუსეთის ავიაციის მიერ საავადმყოფოებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების დაბომბვის შესახებ მასალას.

    პულიცერის პრემია აშშ–ში გაზეთებში, ჟურნალებში და ვებგვერდებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციებისთვის გაიცემა. პარალელურად  მეორე კოლეგია ჯილდოებს გასცემს სფეროებში, რომლებიც ჟურნალისტიკას არ უკავშირდება: ისეთ კატეგორიებში, როგორიცაა მხატვრული ლიტერატურა, აშშ–ს ისტორია, ბიოგრაფიები, ავტობიოგრაფიები და მემუარები, პოეზია, მუსიკა და დრამატურგია. ნომინაციების ბოლო ვადა ყოველი წლის  25 იანვარია, ამიტომ პანდემიამ ჟურნალისტების პუბლიკაციებში ასახვა ვერ მოასწრო.

    New York Times, როგორც აშშ–ში ყველაზე ავტორიტეტული, პრესტიჟული და ძლიერი ბეჭდური და ინტერნეტ გამოცემა პრაქტიკულად ყოველ წელს იღებს პულიცერის პრემიას. წელს საერთაშორისო ჟურნალისტიკის გარდა მას ერგო ჯილდოები საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვისაც თემაზე ნიუ იორკელი ტაქსისტებისთვის კრედიტების კაბალური პირობების თაობაზე. ნიკოლ ჰანა ჯონსმა კი პრიზი აიღო ნომინაციაში პუბლიცისტიკა პროექტისვის “1619“. პროექტმა  ჩრდილოეთ ამერიკაში მონობის ინსტიტუტის 400 წლიანი ისტორიის შესახებ ბევრი კონსერვატორი აღაშფოთა.

    გამოცემის პუბლიკაციებს რუსეთის შესახებ არაერთხელ აუღია პულიცერის პრემია.

    2017 წელს New York Times–მა ჯილდო მიიღო 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მასალებისთვის.

  • “სიკვდილის ხეობა“: Human Rights Watch–მა დაადგინა, სად ყრიდნენ ადამიანების ცხედრებს ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები

    “სიკვდილის ხეობა“: Human Rights Watch–მა დაადგინა, სად ყრიდნენ ადამიანების ცხედრებს ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები

    საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციის, Human Rights Watch–ისთვის ცნობილი გახდა, რომ ისლამური სახელმწიფოს მეთაურები გატაცებულ და ტყვედ აყვანილ ადამიანების სირიის ჩრდილო–აღმოსავლეთით ღრმა ხეობაში ყრიდნენ.

    უფლებადამცველებმა საკუთარი გამოძიება ჩაატარეს მას შემდეგ, რაც 2014 წელს მათ მიიღეს ვიდეო, რომელზე ასახული იყო, როგორ ყრიდნენ ჯიჰადისტები 50 მეტრის სიღრმის ხევში, ალ ხუტაში ადამიანებს.

    ორგანიზაციის მონაცემებით ეს ხეობა ამ მიზნისთვის მოგვიანებით, ამ რეგიონში ისლამური სახელმწიფოს მმართველობის დროსაც გამოიყენებოდა.

    უფლებადამცველები ცდილობენ მიაღწიონ იმას, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხეობაში საკუთარი კონტროლი დაამყაროს, იქიდან ადამიანების ცხედრების ნარჩენები ამოიტანოს და შემდგომი გამოძიებისთვის მტკიცებულებები შეინახოს.

    მთლიანობაში სირიის ტერიტორიაზე, ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების მიერ კონტროლირებად რაიონებში უკვე 20–ზე მეტი მასობრივი სამარხია აღმოჩენილი, სადაც ათასობით ადამიანია დამარხული.

    ქვეყანაში უგზო უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან პოლიტიკური აქტივისტები, ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები, ჟურნალისტები და რიგითი ადამიანები, რომლებიც ჯიჰადისტებს თვალში არ მოუვიდათ.

    გარკვეულ პერიოდში ისლამური სახელმწიფო სირიის დასავლეთიდან აღმოსავლეთ ერაყამდე არსებული 88 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორიას აკონტროლებდა და 8 მილიონამდე ადამიანის ბედს განაგებდა.

    ალ ხუტას ხეობა, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ყოფილი “დედაქალაქის“, რაკის ჩრდილოეთით 85 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს უჩვეულოდ ლამაზი ადგილია. თუმცა, ისლამური სახელმწიფოს მმართველობის დროს, 201–2015 წლებში ეს ხეობა უფლებადამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით “საშინელებათა ადგილად“ იქცა.

    ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა ადგილობრივებს ახსოვთ, როგორ ემუქრებოდნენ ბოევიკები ხალხს, რომ ალ ხუტას ხევში ჩააგდებდნენ. ზოგი იმასაც ამტკიცებს, რომ ხეობის პირას გვამებიც ნახეს.

    ვიდეოზე, რომელიც თავად ბოევიკებმა 2014 წელს სოციალურ ქსელებში გაავრცელეს, ჯიხადისტები ხევში დახვრეტილი ადამიანების ცხედრებს ყრიან.

    2018 წელს Human Rights Watch–ის მკვლევარებმა ხეობის თავზე უპილოტო აპარატი გაუშვეს, რომლებმაც ხეობის ძირში 6 გვამი აღმოაჩინა, თუმცა მათი მდგომარეობის მიხედვით გამომძიებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისინი აქ მას შემდეგ ჩაარეს, რაც ეს ადგილები ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებს უკვე დატოვებული ქონდათ.

    გეოლოგიური და ტოპოგრაფიული რუქები მეტყველებს, რომ ხეობა ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე მისი დანახვა უპილოტო აპარატმა შეძლო, ამიტომაც წყლის ქვეშ შესაძლოა ბევრად მეტი ცხედარი იყოს.

    ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ძალები, რომლებიც ხეობას აკონტროლებენ ვალდებულები არიან ის დანაშაულის ადგილად გამოაცხადონ, გარდაცვლილების ამოცნობა მოახდინონ და მათი დაღუპვის გარემოებები შეისწავლონ.

    ამჟამად ალ ხუტას მიმდებარე ტერიტორია სირიის ამბოხებულთა მიერ კონტროლდება სირიის ნაციონალური არმიის ეგიდით, რომელიც თურქეთის მხარდაჭერით სარგებლობს.

     

  • შესაძლოა გერმანიაში 10-ჯერ მეტი ინფიცირებული იყოს, ვიდრე ოფიციალურად არის რეგისტრირებული

    შესაძლოა გერმანიაში 10-ჯერ მეტი ინფიცირებული იყოს, ვიდრე ოფიციალურად არის რეგისტრირებული

    გერმანელი მეცნიერები, ბონის უნივერსიტეტიდან ჩატარებული კვლევის შემდეგ აცხადებენ, რომ ქვეყანაში იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე ეს ოფიციალურ მაჩვენებლებში ფიქსირდება. დაინფიცირებულთა რეალური რაოდენობა ოფიციალურ რაოდენობაზე სავარაუდოდ ათჯერ მეტია.

    მეცნიერებმა კვლევა გერმანიის იმ რაიონებში ჩაატარეს, სადაც ახალი კორონავირუსი ყველაზე მეტად იყო გავრცელებული. კვლევის მიზანი კორონავირუსის უცნობი მატარებლების შესახებ ინფორმაციის მოძიება და რეალური სურათის დანახვა, ანუ იმის დადგენა იყო, რამდენმა ადამიანმა გადაიტანა ქვეყანაში ვირუსი უსიმპტომოდ.

    მეცნიერთა გუნდმა, რომელსაც ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, ვირუსოლოგი ჰენდრიკ სტრიკი ხელმძღვანელობს დაადგინა, რომ კოვიდ19-ით გერმანიაში 1.8 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა და არა 160 000.

    მეცნიერთა კვლევაში მონაწილეობა 919 ადამიანმა მიიღო. აღებული იყო როგორც სისხლის ასევე ცხვირის ნაცხის მონაცემები. კვლევა ჩატარდა სასაზღვრო ქალაქ ჰეინსბერგში, რომელიც ახალი კორონავირუსით ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქალაქია გერმანიაში.

    ამჟამად ქვეყანაში ოფიციალურად 166 000 დაინფიცირებულია. გარდაიცვალა 6993.

    შეგახსენებთ, რომ გერმანიამ პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა დაიწყო. ქვეყანაში მუზეუმები, სილამაზის სალონები, ეკლესიები და ქარხნები მკაცრი სოციალური დისტანცირების დაცვით თუმცა მაინც გაიხსნა.

  • ტრამპის ადმინისტრაცია პეკინის დასჯის გზებს განიხილავს.ერთ–ერთი ჩინეთიდან წარმოების გატანაა

    ტრამპის ადმინისტრაცია პეკინის დასჯის გზებს განიხილავს.ერთ–ერთი ჩინეთიდან წარმოების გატანაა

    ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთიდან გლობალური ინდუსტრიის გადამისამართებას ცდილობს. ვაშინგტონი ახალ ტარიფებს განიხილავს, კორონავირუსის გავრცელების გამო, პეკინის დასასჯელად.

    „ბოლო რამდენიმე წელია ჩვენ ვმუშაობდით [ჩინეთის მიწოდების სისტემებზე დამოკიდებულების შემცირებაზე] და ახლა ამ ინიციატივას ვაჩქარებთ“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კეიტ კრაჩმა.

    შეერთებული შტატების ვაჭრობის დეპარტამენტი და სხვა სააგენტოები ცდილობენ კომპანიებს მოუწოდონ, ზეწოლის თუ ინიციატივების სახით, რომ ჩინეთიდან წარმოება სხვა ქვეყნებში გადაამისამართონ.

    ტრამპმა რამდენჯერმე გააჟღერა, რომ გეგმავს 370 მილიარდის ოდენობის ჩინურ პროდუქციაზე 25%-მდე ახალი ტარიფები დააწესოს.

    ტარიფებთან ერთად, თეთრი სახლი პეკინის დასჯის სხვა გზებსაც განიხილავს, მათ შორის, ოფიციალური პირებისთვის და ჩინური კომპანიებისთვის სანქციების დაწესებით და ტაივანთან, რომელიც ჩინეთისგან დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ურთიერთობის გაღრმავებით.

    წარმოების და პროდუქციის ჯაჭვის ჩინეთიდან გადატანის ინიციატივა კონკრეტულ და ერთობლივ ნაბიჯებს მოიცავს. ამერიკული მხარე ავსტრალიასთან, ინდოეთთან, იაპონიასთან, ახალ ზელანდიასთან, სამხრეთ კორეასთან და ვიეტნამთან ერთად განიხილავს გლობალური ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის გზებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. სახელწიფო მდივანი ამბობს, რომ დისკუსიის მიზანი „მსგავსი ვითარების განმეორების თავიდან აცილებაა“.

    თუმცა ტრამპის ჩინეთის პოლიტიკას, კულისებში ფონად ჩინეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის მომხრეებსა და ვაჭრობის მხარდაჭერების შორის დაპირისპირება გასდევს.

    გაეროს მონაცემებით, 2018 წელს ჩინეთზე მსოფლიო წარმოების 28 პროცენტი მოდიოდა. კორონავირუსის პანდემიამ განაახლა ჩინეთის როლზე საუბარი, როცა საქმე ზოგად მედიკამენტებს, საკვების და ტექნიკის მიწოდების და წარმოების წყაროებსა და ჯაჭვებს შეეხება.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • საბერძნეთი კარანტინიდან გამოდის

    საბერძნეთი კარანტინიდან გამოდის

    საბერძნეთი ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდება. ორშაბათიდან სილამაზის სალონების მუშაობა განახლდა, თუმცა მკაცრი სანიტარული მოთხოვნებით. ყველაზე დიდი მოთხოვნა დღეს სწორედ ამ მომსახურებაზეა. უახლოესი ერთი კვირის მანძილზე სალონების უმრავლესობაში ყველა წუთი დაკავებული და გაწერილია.

    ბერძნულ ბიზნესს ფრთხილი ოპტიმიზმი გაუჩნდა. იხსნება საცალო ვაჭრობის მაღაზიებიც.

    კორონავირუსის ეპიდემია საბერძნეთში კლებისკენ წავიდა და გაჩნდა  იმედი, რომ ეკონომიკური ვითარებაც გამოსწორდება. თუმცა შეწყვეტილი საქმიანობის აღდგენა ბევრისთვის რთულია, განსაკუთრებით მათთვის, ვისთვისაც სოციალური დისტანციის ახალი წესების დაცვა ადვილი არ არის.

    ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებაც ყველასთვის სხვადასხვა რამეს ნიშნავს.

    პატარა წიგნის მაღაზიის მფლობელი, არეტი გეორგილი ამბობს: “საკმაოდ ბევრი პრობლემა გვაქვს, და ამ პირობებში მუშაობის განახლება ძალიან რთულია. პატარა წიგნის მაღაზია ხომ მხოლოდ სავაჭრო წერტილი არ არის. ეს არ არის მხოლოდ ადგილი, სადაც წიგნს ირჩევთ, ფულს იხდით და მიდიხართ. აქ ისეთი რამ ხდება, რაც სოციალური დისტანცირებისგან სრულიად განსხვავდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ასეთ მაღაზიებში ერთგვარი თანამეგობრობები ყალიბდება. მათ ინტერნეტში ვერ შექმნი. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია თუ მის წევრები უკვე იცნობენ ერთმანეთს, ახლა კი ამის გაკეთება შეუძლებელია. პატარა – 100–120 კვადრატულიანი მაღაზიების პატრონებს ძალიან რთულად უწევთ სრულიად ახალ რეალობასთან შეგუება“.

    ათენის ცენტრში საავტომობილო მოძრაობა გახშირდა, თუმცა ვერ შეედრება იმას, რაც ეპიდემიამდე იყო, განსაკუთრებით ორშაბათობით. ამუშავებულ სავაჭრო ცენტრებთან გრძელი რიგები გაჩნდა. თუმცა საზოგადოებრივ ტრანსპორტში დღეს ხალხმრავლობა არ შეიმჩნეოდა. ბერძნები ცდილობენ უსაფრთხო დისტანცია დაიცვან და დამცავ ნიღბებს ატარებენ. ეს ზომა სავალდებულო იქნება იქამდე, სანამ კორონავირუსის საფრთხე საბოლოოდ არ ამოიწურება.

  • რუსეთში  Covid19-ით ინფიცირების რიცხვი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, ეს პუტინისთვის სახიფათო მომენტია – CNN

    რუსეთში Covid19-ით ინფიცირების რიცხვი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, ეს პუტინისთვის სახიფათო მომენტია – CNN

    რუსეთში Covid19-ით ინფიცირების რიცხვი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს, ეს პუტინისთვის სახიფათო მომენტია, – ამ სათაურით აქვეყნებს ცნობილი ამერიკული გამოცემა CNN სტატიას.

    „ეს საშიშ პოლიტიკურ მომენტს უქმნის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ახალ გამოკითხვაში, რომელიც დამოუკიდებელმა კვლევითმა ცენტრმა „ლევადამ“ გამოაქვეყნა, რესპონდენტების ნახევარზე ნაკლებმა – 46%-მა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლება კრიზისს ადეკვატურად გაუმკლავდა. პანდემიამ  პუტინის საქმიანობის რეიტინგებსაც დაარტყა. მარტში „ლევადა“ ცენტრმა დაადგინა, რომ პუტინის რეიტინგი 63%-მდე დაეცა.  რეიტინგის ასეთი ვარდნა  მას 2013 წლის შემდეგ არ ჰქონია“, – წერს CNN-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

    როგორც გამოცემა წერს, რუსეთში შაბათ-კვირას Covid19-ის დადასტურებულმა შემთვევებმა ყველაზე მაღალ რიცხვს 0 633 მიაღწია. ასევე უარესდება ეკონომიკური მდგომარეობაც: გასულ კვირაში რუსეთის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ Covid-19-ის მსგავსი კრიზისი არასდროს უნახავს.

    მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ნავთობზე ფასის ვარდნამ, რაც რუსეთის სახელმწიფოს მთავარი შემოსავლის წყაროა, ქვეყნის ეკონომიკას ორმაგი დარტყმა მიაყენა.