Category: მსოფლიო

  • Covid19:თეთრი სახლის თანამშრომლები კარანტინში და ვითარება ამერიკაში

    Covid19:თეთრი სახლის თანამშრომლები კარანტინში და ვითარება ამერიკაში

    ახალი კორონავირუსი თეთრი სახლის, სულ ცოტა, ორ თანამშრომელს დაუდასტურდა. ერთი ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის პრესმდივანი ქეით მილერია, მეორე კი – პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პერსონალური დამხმარე.

    თეთრი სახლის თანამშრომელთა ნაწილი 14-დღიან კარანტინში გადავიდა. თუმცა, ვიცე-პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ თავად მაიკ პენსი დღეს სამსახურში ბრუნდება. გავრცელებული ინფორმაციით, მან ანალიზი აიღო და კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.

    “ვიცე-პრეზიდენტი პენსი გააგრძელებს თეთრი სახლის სამედიცინო განყოფილების რჩევებით ხელმძღვანელობას და ის კარანტინში არ იმყოფება” – განაცხადა კვირას ოფისის პრესსპიკერმა დევინ ომაილიმ. ვიცე-პრეზიდენტი დღეს შტატების გუბერნატორებთან ვიდეოკონფერენციას მართავს, რომლის მთავარი თემა ახალი კორონავირუსი და ქვეყნის ეკონომიკის ამუშავებაა.

    იმის მიუხედავად, რომ ტესტზე მასაც უარყოფითი პასუხი მოუვიდა, თვითიზოლაციაში გადავიდა ექიმი ენტონი ფაუჩი, თეთრი სახლის მთავარი ექსპერტი კოვიდ-19-თან ბრძოლაში. კარანტინშია ასევე თეთრი სახლის სამუშაო ჯგუფის ორი წამყვანი წევრი: დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი და სტივენ ჰანი – საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

    დღევანდელი მონაცემებით, შეერთებულ შტატებში 1 368 036 ადამიანია ინფიცირებული. კოვიდ-19-ის გამო გარდაიცვალა 80 789 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 256 336.

    ნიუ-იორკის შტატი ჯერ ისევ ეპიცენტრად ითვლება, 345 406 ინფიცირებულით და 26 812 გარდაცვლილით. გუბერნატორ ენდრიუ კუომოს ბრძანებით, შტატის 600-მდე მოხუცებულთა სახლის თანამშრომლებს კოვიდ-19-ზე სავალდებულო ანალიზის აღება კვირაში ორჯერ მოუწევთ.

    ამერიკაში, ახალი კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს შორის, მეხუთედი ხანდაზმულია. ნიუ-იორკის გუბერნატორ ენდრიუ კუომოს ხშირად აკრიტიკებდნენ ამ ასაკობრივი ჯგუფისადმი არასათანადო ყურადღების მიქცევის გამო. კვირას გამართულ ბრიფინგზე კუომომ თქვა, რომ ვინც ამ პირობას არ შეასრულებს, სამუშაო ლიცენზიას დაკარგავს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ვლადიმერ პუტინმა რუსეთში არასამუშაო დღეების დასრულების შესახებ განაცხადა

    ვლადიმერ პუტინმა რუსეთში არასამუშაო დღეების დასრულების შესახებ განაცხადა

    რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში არასამუშაო დღეების დასრულების შესახებ განაცხადა.

    „ხვალიდან, 12 მაისიდან, არასამუშაო დღეების პერიოდი მთელი ქვეყნისთვის სრულდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დასრულებულია ბრძოლა კორონავირუსთან. ის კვლავ სახიფათოა, მათ შორის იმ ტერიტორიებზე, სადაც მდგომარეობა შედარებით უკეთესია“,-განაცხადა პუტინმა.

    ამასთან, მისივე თქმით, ძალაში რჩება მოთხოვნა 65 წელს გადაცილებული მოქალაქეების თვითიზოლაციის შესახებ.

    ცნობისთვის, რუსეთში დღეის მდგომარებით კორონავირუსის 221 344 შემთხვევაა დაფიქსირებული. დღეს დილის მონაცემებით, ქვეყანა შემთხვევების რაოდენობით მესამე ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით, მას კვლავ ბრიტანეთმა გადაასწრო და ის ამჯერად მეოთხე ადგილზე იმყოფება.

  • რუსეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა

    რუსეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა

    რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაინფიცირების 11656 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებულთა რაოდენობამ კი 221 344–ს მიაღწია.

    ამგვარად რუსეთმა ინფიცირებულთა რაოდენობით ბრიტანეთს და იტალიას გაუსწრო და მსოფლიოში მესამე ადგილზე გავიდა აშშ–ს და ესპანეთის შემდეგ.

    კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსეთის 84 რეგიონში დარეგისტრირდა. 6169 შემთხვევა მოსკოვზე მოდის. სულ რუსეთის დედაქალაქში 115 909 დაინფიცირებულია.

    ბოლო დღეღამის განმავლობაში რუსეთიში კორონავირუსით 94 პაციენტი გარდაიცვალა. ამგვარად, გარდაცვლილთა ჯამურმა რაოდენობამ 2009 შეადგინა.

    გამოჯანმრთელებულია 39 801 ადამიანი.

    ორშაბათს დილის მონაცემებით როსპოტრებნადზორის ინფორმაციით  რუსეთში 5.6 მილიონი ტესტია ჩატარებული.

  • გერმანიაში კარანტინის შემსუბუქების შემდეგ კორონავირუსის გავრცელება გააქტიურდა

    გერმანიაში კარანტინის შემსუბუქების შემდეგ კორონავირუსის გავრცელება გააქტიურდა

    გერმანიაში, სადაც ოთხშაბათიდან ხელისუფლებამ შემზღუდავი ზომები შეამსუბუქა, კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით ვირუსის საბაზო რეპროდუქტიული მაჩვენებელმა, R–მა  1.1–ს გადააჭარბა, რაც იმას ნიშნავს, რომ ათ ინფიცირებულს ახლა 11 ადამიანის დაინფიცირება შეუძლია. მანამდე რეპროდუქციის სიჩქარე ერთზე ნაკლები იყო.  ამ დრომდე ქვეყანაში კორონავირუსი 169 ათას ადამიაზე მეტს დაუდგინდა. გარდაიცვალა 7395.

    ინფექციის აფეთქება ბოლო დღეებში ჩრდილოეთ რეინ–ვესტფალიის  და შლევზიგ–გოლშტეინის მიწებზე მდებარე ხორცკომბინატებში შეინიშნება. ხელისუფლება იძულებული გახდა ეს საწარმოები დაეხურა. ტიურინგიაში 100 000 მოსახლეზე ახლა 80–ზე მეტი ინფიცირებულია.

    შემზღუდავი ზომების შემსუბუქების შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა და 16 ფედერალური მიწის ხელისუფლებებმა 6 მაისს მოილაპარაკეს. სხვათა შორის, კანცლერი არ გამორიცხავდა კარანტინის რეჟიმის დაბრუნებას იმ რეგიონებში, სადაც ინფექციის ახალი კერები დაფიქსირდებოდა.

    ახლა  ასეთი სცენარის ალბათობა გაიზარდა. ამ ფონზე ქვეყანაში შემზღუდავი ზომების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. დემონსტრაციების მონაწილეები, რომელთაგან ერთ–ერთი შტუდგარტში გაიმართა ამბობენ, რომ მათი თავისუფლება საფრთხეშია, კორნავირუსის საფრთხე კი გაზვიადებული.

  • თურქმა ფეხბურთელმა 5 წლის შვილის მკვლელობა აღიარა

    თურქმა ფეხბურთელმა 5 წლის შვილის მკვლელობა აღიარა

    თურქმა ფეხბურთელმა, ჩევჰერ თოქთაშმა 5 წლის შვილის მკვლელობა აღიარა. ამის შესახებ გამოცემა Daily Sabah-ი წერს.

    5 წლის ბიჭი საავადმყოფოში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით გადაიყვანეს.  23 აპრილს ჩევჰერ თოქთაშმა ექიმებს დაუძახა და თქვა რომ მის შვილს სუნთქვა უჭირდა თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.  სუნთქვის გართულების გამო  ბიჭის გარდაცვალებად კორონავირუსი ჩაითვალა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ თურქმა ფეხბურთელმა აღიარა რომ საკუთარი შვილი ბალიშით გაგუდა.

    აღიარებით ჩვენებაზე მან უარყო ფსიქიკური პრობლემები და ასევე განაცხადა, რომ შვილი არასდროს უყვარდა და ეს ამიტომ გააკეთა. ჩევჰერ თოქთაშს ბრალი მკვლელობის მუხლით წაუყენეს და მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

     

  • ყალბი ჟურნალისტები, რომლებმაც გაუმართლებელი პულიცერის პრიზი მიიღეს რუსეთისთვის ჩააბარონ „შელახული ჯილდოები“ – ტრამპი

    ყალბი ჟურნალისტები, რომლებმაც გაუმართლებელი პულიცერის პრიზი მიიღეს რუსეთისთვის ჩააბარონ „შელახული ჯილდოები“ – ტრამპი

    აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პულიცერის პრესტიჟული პრიზის მფლობელი ჟურნალისტები მათი „შელახული ჯილდოების“ ჩაბარებას აპირებენ, რათა ისინი ნამდვილმა ჟურნალისტებმა მიიღონ.

    „როცა არსებობენ ყალბი ჟურნალისტები, რომლებმაც გაუმართლებელი პულიცერის პრიზი მიიღეს რუსეთისთვის, რუსეთისთვის, რუსეთისთვის და იმპიჩმენტის თაღლითობისთვის, აპირებენ ჩააბარონ მათი შელახული ჯილდოები, ისე რომ ისინი ნამდვილ ჟურნალისტებს გადაეცეთ, ვინც მიხვდა, რომ ასე სწორი იქნება. სახელებს გეტყვით, ბევრნი არიან!“, – წერს ტრამპი “ტვიტერზე”.

    შეგახსენებთ, რომ პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდოს, პულიცერის პრემიის, გამარჯვებულები წელს 4 მაისს გამოვლინდნენ. გამოცემა New York Times-მა საუკეთესო საერთაშორისო რეპორტაჟის კატეგორიაში გაიმარჯვა რუსეთის შესახებ მომზადებული სტატიებისთვის, სადაც საუბარია სხვადასხვა ქვეყნებში მის მიერ განხორციელებულ ჩარევებზე.

  • ესპანეთში ბოლო 8 კვირაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

    ესპანეთში ბოლო 8 კვირაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

    ესპანეთში ბოლო 8 კვირაში კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კონკრეტულად კი, ქვეყანაში კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 143 პაციენტი დაიღუპა.

    როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურში აღნიშნავენ, ვირუსით სიკვდილიანობის ასეთი დაბალი დღიური მაჩვენებელი 18 მარტის შემდეგ არ ყოფილა. სულ ქვეყანაში დაავადებას დღემდე 26 621 ადამიანი ემსხვერპლა. გარდა ამისა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით კიდევ 812 ადამიანი დაინფიცირდა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 224 390-მდე გაიზარდა.

    ესპანეთში, კორონავირუსით ყველაზე მეტად მადრიდი და კატალონია დაზარალდნენ.ინფიცირებულთა რაოდენობით ესპანეთი მსოფლიოში, აშშ-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა.

  • აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი თვითიზოლაციაში გადავიდა

    აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი თვითიზოლაციაში გადავიდა

    აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ორკვირიან თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ფაუჩიმ CNN-ს თავად განუცხადა.

    მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 8 მაისს კორონავირუსი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის პრესსამსახურის წარმომადგენელს დაუდასტურდა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ენტონი ფაუჩის კორონავირუსი პირველი ტესტირებისას არ დაუდასტურდა, თუმცა შემდგომი შემოწმებები ჩაუტარდება.

    ამ დროისთვის აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების მილიონ 347 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 80 ათასი ადამიანი გარდაიცვალა.

  • კარანტინიდან გამოსული ევროპელების სოციალურ დისტანციას პოლიცია  აკონტროლებს

    კარანტინიდან გამოსული ევროპელების სოციალურ დისტანციას პოლიცია აკონტროლებს

    მილანის ნავილის რაიონი ამიერიდან პოლიციელებს მკაცრი ზედამხედველბის ქვეშ არის. ხუთშაბათს საღამოს ცნობილი არხების გასწვრივ იმდენი ხალხი შეიკრიბა, რომ ქალაქის მერი ჯუზეპე სალა დაიმუქრა – თუ მილანელები სოციალური დისტანციების წესებს არ დაიცავენ ის ქალაქის ამ ნაწილს დახურავს.

    იტალისს სამხრეთით ქალაქ ბარიში, სადაც ვირუსის გავრცელების მხრივ არცთუ ისეთი მძიმე ვითარებაა, სანაპირო ხალხით არის სავსე.

    “აღარ შემიძლია სახლში ჯდომა. პენსიონერი ვარ, მარტო ვცხოვრობ. ძალიან მოწყენილი ვარ. აღარ შემიძლია მოთმენა“ –ამბობს სასეირნოდ გამოსული ქალი. ამასთან, ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი იგნორირებას უკეთებს ხელისუფლების მოწოდებას ქუჩაში დამცავი ნიღბები ატარონ.

    პორტუგალიაში პლაჟებზე შესვლა შეზღუდულია. უბრალოდ ცურვა და მზეზე გარუჯვა არ შეიძლება, ნებადართულია მხოლოდ სპორტული აქტივობები.

    პოლიციელები ხალხს წესებს განუმარტავენ. თუმცა ზოგჯერ უშედეგოდ.

    ევროპული ქვეყნების ხელისუფლებები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ კორონავირუსის გავრცელება გრძელდება და თუ მოქალაქეები დადგენილ სანიტარულ ნორმებს არ დაიცავენ, მკაცრი კარანტინი დაბრუნდება.

  • საფრანგეთში ორშაბათიდან სკოლები და საბავშვო ბაღები იხსნება

    საფრანგეთში ორშაბათიდან სკოლები და საბავშვო ბაღები იხსნება

    საფრანგეთში სასწავლო წლის განახლებისთვის ემზადებიან. მომავალ კვირას ქვეყანაში საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები გაიხსნება. სკოლებში ახალი სანიტარული უსაფრთხოების წესები იმოქმედებს: კლასში მოსწავლეთა რაოდენობა 10–15-ს არ უნდა აღემატებოდეს.

    მეტი ყურადღება დაეთმობა ხელების დაბანას, სანიტარულ სიფრთხილის ზომებს, შენობების დალაგებას და დეზინფექციას.

    მასწავლებლები ამბობენ, რომ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი დიდ დროს წაიღებს, რაც სწავლის დროს მოაკლდება, თუმცა შეეცდებიან მაქსიმუმი გააკეთონ.

    მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად სწავლის 11 მაისიდან განახლების ნებართვა გასცა, საბოლოო გადაწყვეტილებას გახსნის შესახებ ყოველი სკოლა დამოუკიდებლად იღებს. კლასში ბავშვების დასწრება აუცილებელი არ არის. მსურველებს შეუძლიათ სწავლა დისტანციურად განაგრძონ.