Category: მსოფლიო

  • “კოვიდ-19”-მა ჯაშუშებს და ტერორისტებს დიდი შესაძლებლობები გაუჩინა -ავსტრალიის დაზვერვის უფროსი

    “კოვიდ-19”-მა ჯაშუშებს და ტერორისტებს დიდი შესაძლებლობები გაუჩინა -ავსტრალიის დაზვერვის უფროსი

    ავსტრალიის დაზვერვის სამსახურის უფროსი, “კოვიდ”-ის კრიზისის დროს შპიონაჟის, ექსტრემისტული პროპაგანდის და კიბერ-დანაშაულის მკვეთრი ზრდის შესახებ გაფრთხილებას გამოთქვამს.

    ავსტრალიის უსაფრთხოების სადაზვერვო ორგანიზაციის ხელმძღვანელი მაიკ ბურჟე ამბობს, იმ დროს, როდესაც კარანტინის პერიოდში ავსტრალიელთა დიდი რიცხვი შინ იმყოფებოდა და ინტერნეტით სარგებლობდა, ჯაშუშები, კრიმინალები და ტერორისტები მზარდ აქტიურობას ამჟღავნებდნენ.

    ავსტრალიის სადაზვერვო ორგანიზაციის აზრით, “კოვიდ-19”-მა ჰაკერებს, კრიმინალებს და ტერორისტებს მისცა “შესაძლებლობების სამყარო” იმისთვის, რომ კარანტინის პერიოდში, ინტერნეტის ქსელში ავსტრალიელების წინააღმდეგ ეთაღლითად. ავსტრალიის უსაფრთხოების სადაზვერვო ორგანიზაციას ასეთი ხედვა აქვს. ამ ორგანიზაციის მისია, ავსტრალიაში ჯაშუშობის, დივერსიის, უცხოური ჩარევის და პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის არდაშვებაა.

    ორგანიზაციას სჯერა, რომ ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა თავისი იდეოლოგია გაავრცელეს და ავსტრალიელების რადიკალიზება სცადეს. სხვა ჩვეული თაღლითობის სახეა პირადი ინფორმაციის “ფიშინგი”, ონლაინ ყიდვებში თაღლითობა და საპენსიო ფონდების მოპარვა, ასევე ყალბი კრიპტო-ვალუტა და ცნობილი ადამიანების სახელის გამოყენება. არსებობს ასევე ბრალდებები, რომ უცხო ქვეყნების მთავრობები, პანდემიას კონფიდენციალური ინფორმაციის, ონლაინ ფარულად მოსაპოვებლად იყენებდნენ.

    ბურჟემ გააკრიტიკა ტექნოლოგიური კომპანიები იმის გამო რომ ისინი უსაფრთხოების სააგენტოების მიერ კიბერ-სივრცეში ინფორმაციის წვდომას ეწინააღმდეგებიან. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მისი კომენტარები ძლიერად მიანიშნებს ავსტრალიის სადაზვერვო წრეების სურვილზე, მიიღონ წვდომა დაშიფრულ მასალაზე, რომელიც მომხმარებლიდან მომხმარებელს გადაეცემა. დაშიფრვის ტექნოლოგია სხვადასხვა კანონიერი მიზნით გამოიყენება, მათ შორის ვაჭრობაში და საბანკო ოპერაციებში.

    ავსტრალიის დაზვერვის უფროსმა თქვა, რომ საჭიროა კერძო ინფორმაციის საიდუმლოებასა და უსაფრთხოებას შორის ბალანსი, სამართალდამცავი და ეროვნული უსაფრთხოების ორგანოების სასარგებლოდ გადაფასდეს. სამოქალაქო უფლებების აქტივისტები ამ ნაბიჯს “ძალაუფლების მიტაცებად” აფასებენ.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “შეზღუდვების დაწესებამ ევროპაში 3.1 მლნ. ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა” – ბრიტანული კვლევა

    “შეზღუდვების დაწესებამ ევროპაში 3.1 მლნ. ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა” – ბრიტანული კვლევა

    მკვლევარები ფიქრობენ, რომ ევროპაში ფართომასშტაბიანმა შეზღუდვებმა, მათ შორის, სავაჭრო ობიექტებისა და სკოლების დახურვამ, იმდენად შეამცირა კოვიდ-19-ის გავრცელების დონე, რომ მისი კონტროლი შესაძლებელი გახდა. სწორედ ამაზე დაყრდნობით, ისინი ფიქრობენ, რომ ამ გზით 3 მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების თავიდან აცილება მოხერხდა.

    ლონდონის „Imperial College”-ს მკვლევარებმა, 11 ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შესაწავლით შექმნეს მოდელი, რომლის მიხდევითაც ასკვნიან, რომ დრაკონული ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნებმა, ძირითადად, მარტში გადადგეს, „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ იყო.

    მკვლევართა ჯგუფი ფიქრობს, რომ მაისის დასაწყისში, 11 შესწავლილ ქვეყანას, როგორიცაა – ავსტრია, ბელგია, ბრიტანეთი, დანია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია, ჯამში 12-დან 15 მილიონამდე ინფიცირებული ჰყავდა.

    კვლევის მეთოდით და გარდაცვალების მაჩვენებლების შედარებით ირკვევა, რომ თუ ევროპის ქვეყნები სხვადასხვა შეზღუდვებს არ დააწესებდნენ, დამატებით, საშუალოდ 3.1 მლნ. ადამიანი გარდაიცვლებოდა.

    აშშ-ში ჩატარებული სამეცნიერო კვლევით კი ირკვევა, რომ ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანში, საფრანგეთსა და აშშ-ში გავრცელების შესაკავებლად გატარებულმა პოლიტიკამ, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 530 მილიონი შემთხვევის პრევენცია, ან დაგვიანება გამოიწვია.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • რუსეთი საზღვრებს ნაწილობრივ ხსნის

    რუსეთი საზღვრებს ნაწილობრივ ხსნის

    რუსეთი საზღვრებს ნაწილობრივ ხსნის: საზღვარგარეთ გასვლა შესაძლებელი იქნება სწავლის, მუშაობის ან მკურნალობის მიზნით. ამის შესახებ რუსეთის პრემიერმა, მიხაილ მიშუსტინმა განაცხადა.

    უცხო ქვეყნების  მოქალაქეებს რუსეთში შესვლის უფლება მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში ექნებათ: რუსეთში შესვლა შეეძლებათ მათ, ვინც რუსეის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობას აპირებს. ასევე ერთჯერადა მათ, ვისაც ქვეყანაში ახლო ნათესავები, მეურვეები ან მეურვეობის ქვეშ მყოფი ადამიანები ყავთ, რომლებსაც მოვლა ესაჭიროებათ.

  • „უნდა გვესროლო?“ – 5 წლის ამერიკელი გოგონას შეკითხვა  პოლიციელს (ვიდეო)

    „უნდა გვესროლო?“ – 5 წლის ამერიკელი გოგონას შეკითხვა პოლიციელს (ვიდეო)

    „უნდა გვესროლო?“ – ამ კითხვით  5 წლის ამერიკელმა გოგონამ სიმონ ბარმა აშშ-ში, ტეხასში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო გამართულ აქციაზე პოლიციელს მიმართა . ინფორმაციას ამის შესახებ Dailymail-ი ავრცელებს.

    5 წლის ამერიკელი გოგონა საპროტესტო აქციაზე მშობლებთან ერთად მივიდა. როგორც გამოცემა წერს ერთ-ერთმა პოლიციელმა შენიშნა რომ გოგონა დამწუხრებული იყურებოდა და მასთან მივიდა. რა დროსაც პოლიციელი პატარა გოგონას მიუახლოვდა, გოგონამ ჰკითხა აპირებდა თუ არა პოლიციელი სროლას.

    „ჩვენ აქ თქვენს დასაცავად ვართ და არა იმისთვის რომ შენ რამე დაგიშავო. შეგიძლია გააპროტესტო რამდენიც გინდა იზეიმო და აკეთო რაც გინდა მაგრამ არაფერი დაამტვრიო”- უთხრა პოლიციელმა პატარა გოგონას და ჩაეხუტა.

  • კომპანია “ამაზონის”  საწყობი დაიწვა  (ვიდეო)

    კომპანია “ამაზონის” საწყობი დაიწვა (ვიდეო)

    აშშ-ში კომპანია “ამაზონის” სადისტრიბუციო საწყობი მთლიანად დაიწვა. ინციდენტი კალიფორნიის შტატის, ქალაქ სან-ბერნარდოში, გამთენიისას მოხდა.

    სამართალდამცველების განცხადებით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 100-ზე მეტმა თანამშრომელმა კი შენობის დატოვება ცეცხლის სრულ გავრცელებამდე მოასწრო.

    კომპანიის წამომადგენლების განცხადებით, ხანძრის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

  • ევროპაში კარანტინის მოხსნას მიუხედავად ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს.  რა არის მიზეზი და რას ამბობენ ექსპერტები

    ევროპაში კარანტინის მოხსნას მიუხედავად ინფიცირებულთა რაოდენობა იკლებს. რა არის მიზეზი და რას ამბობენ ექსპერტები

    როცა ერთი თვის წინ იტალიამ კარანტინი შეწყვიტა, ექიმი ინფქეციონისტი ანჯელო პანი შეშფოთებული იყო. მისი საავადმყოფო, რომელიც კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში მდებარეობს ეპიდემიასთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის შენელების, დაავადების ახალი ტალღისა და მძიმე პაციენტთა ახალი ნაკადისთთვის მოემზადა.

    თუმცა ასე არ მოხდა.

    იტალიასა და ევროპის დიდ ნაწილში ეკონომიკა ამუშავდა და სოციალიზაციის გარკვეული დონე აღდგა ისე, რომ ჯერჯერობით მძიმე პროგნოზები არ გამართლდა და დაავადებულთა რაოდენობა აღარ იზრდება.

    იტალიის ჩრდილოეთით მდებარე პანას ჰოსპიტალმა შეძლო სამი თვის მანძილზე შეწყვეტილი მომსახურებების განახლება საგანგებო მდგომარეობის დროს დამატებული ინტენსიური თერაპიის საწოლების დემონტაჟი.

    პარასკევის მონაცემებით მას ბოლო 12 დღის განმავლობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი აღარ მიუღია.

    “საოცარია, რომ ვირუსის ახალი ტალღა არ დაიწყო.“ – ამბობს ექიმი პანი, რომელიც კრემონეს საავადმყოფოში ინფექციური დაავადებების განყოფილებას ხელმძღვანელობს.

    მილანელი და ბერლინელი ვირუსოლოგელბი უკვე ოპტიმისტურად ალაპარაკდნენ ევროპის შესაძლებლობებზე პანდემიას გაუმკლავდეს. ისინი ამბობენ, რომ მინიმუმ ზაფხულის განმავლობაში კონტინენტზე შესაძლოა მხოლოდ ლოკალიზებული და შეკავებადი ცხელი წერტილები გაჩნდეს.

    ევროპული გამოცდილება, ყოველ შემთხვევაში დღემდე არსებული, იმაზე მეტყველებს, რომ ბავშვების სკოლაში წასვლა, რესტორნების გახსნა და მასობრივი საპროტესტო აქციებიც კი ღია სივრცეში ვირუსის აუცილებელ დაბრუნებას არ იწვევს.

    თუმცა, მეცნიერები ასევე აღიარებენ, რომ ამ ვირუსის თავისებურების შესახებ ბევრი რამ არ იციან. ისინი ჯერ კიდევ ცდილობენ გაიგონ, რატომ იქცევა ის ევროპაში ასე, გაგრძელდება თუ არა ეს ტენდენცია და რას ნიშნავს ეს დანარჩენი მსოფლიოსთვის.

    ბევრი ინფექციონისტი და ექსპერტი ამბობს, რომ ქცევის ხანგრძლივი ცვლილება – დაწყებული ხელების ხშირი დაბანიდან, ნიღბების ტარებით დამთავრებული, შესაძლოა თავისთავად ევროპაში ვირუსის გავრცელების არსებითად შეზღუდვის მიზეზი გახდეს. მათი აზრით ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვა, რომელიც ისევ გრძელდება, სავარაუდოდ “სუპერ სპრედერების“, ანუ ვირუსის ყველაზე მეტად გამავრცელებელი ადამიანების მიერ მიყენებული ზიანის შემცირებას იწვევს.

    ისინი იმასაც ამბობენ, რომ სულ უფრო მეტი მტკიცებულებით დასტურდება ვირუსის სეზონურობა – უკანდახევა ტემპერატურის ან სხვა კლიმატური პირობების გამო. თუმცა, მაღალი ტემპერატურა ვირუსს არ აჩერებს. ის უბრალოდ ვირუსთან ბრძოლაში გვეხმარება.

    ევროპელები თანდათანობით  ადაპტირდნენ მუდმივ გაფრთხილებებთან, რომ ვირუსი დიდწილად დახურულ შენობებში გადადის – რომში პარკები და ღია რესტორნები სავსეა, სამაგიეროდ შენობის შიგნით მდებარე მაგიდები ცარიელია. ამ რეკომენდაციის დაცვა თბილ ამინდში უფრო ადვილია.

    გერმანიაში დახურულ შენობებში გამართულმა არცთუ ხალხმრავალმა შეხვედრებმა პატარა აფეთქებები გამოიწვია, იმ დროს, როცა ღია სივრცეში ხალხმრავალ დემონსტრაციებს კარანტინის წინააღმდეგ რამდენიმე ქალაქში რაიმე შესამჩნევი შედეგი არ გამოუწვევია. არადა მიტინგებზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

    ბერლინში მდებარე გუმბოლდის უნივერსიტეტის პროფესორი, დირკ ბროკმანი ამბობს, რომ ვირუსის გადაცემა შენობების მიღმა, ღია სივრცეშიც შეიძლება მოხდეს, თუმცა იშვიათად.  პროფესორი ბროკმანი დაავადებების მოდელირებას აკეთებს კოხის ინსტიტუტის და დაავადებებთან ბრძოლის ფედერალური სააგენტოებისთვის.

    “როდესაც კლუბში ხარ, ასობით ადამიანი ცეკვავს, სუნთქავს, ყვირის დახურულ სივრცეში – ეს სულ სხვა საქმეა“– ამბობს პროფესორი.

    ერთი უდაო თეორია, რომელის შესახებაც გასულ კვირას ორმა იტალიელმა ექიმმა განაცხადა, იმაში მდგომარეობს, რომ ვირუსი დასუსტდა ან ნაკლებ აგრესიული გახდა. ჯანდაცვის ბევრი ჩინოვნიკი ამ თეორიის წინააღმდეგ გამოვიდა და განაცხადა, რომ არ არსებობს გადამოწმებული მტკიცებულებები, რომლებიც ამ ცვლილებას დაადასტურებდა და რომ სიკვდილიანობის შემთხვევები ყოველდღიურად კვლავ რამდენიმე ათასს აღწევს.

    ამის მიუხედავად, ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კორონავირუსი სულ უფრო ნაკლებად მომაკვდინებელი ხდება.

    რომის უნივერსიტეტის მოლეკულარული ეპიდემიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მასიმო ჩიკოცი ამბობს, რომ მისი ლაბორატორია შეისწავლის, როგორ შეიძლება მომხდარიყო ვირუსის მუტაცია. თუმცა ის ამბობს, რომ არის სხვა მიზეზებიც, რის გამოც სერიოზული პნევმონიები შესაძლოა სულ უფრო ნაკლება განვითარდეს. მათ შორის არის მკურნალობის ახალი მეთოდების უფრო ხშირი გამოყენება. სხვა ექსპერტები კი ხაზს უსვამენ იმას, რომ ბოლო დროს უფრო ხშირად კორონავირუსით ახალგაზრდები ავადდებიან.

    უკვე დაგროვდა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ “ვირუსული დატვირთვა“ ინფექციის სერიოზულობაზე და სიმძიმეზეა დამოკიდებული და რომ საზაფხულო გადაცემები სუფთა ჰაერზე შესაძლოა დაავადების უფრო მსუბუქი ფორმების მიზეზი გახდეს.

    “ეს თითქოს ძალიან დიდი, უზარმაზარი ფაზლია. ყოველ დღე რაღაც ახალ ნაწილს პოულობ“– ამბობს ჩიკოცი.

    მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იტალიაში ინფექციის დარეგისტრირებულ შემთხვევათა რაოდენობა არა მხოლოდ დარეგულირდა, როგორც აშშ–ს ზოგიერთ შტატში, არამედ მუდმივად იკლებს.

    იტალიაში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 400–მდე შემცირდა. არადა აპრილის დასაწყისში ის პიკზე იყო და 4000–ს აღწევდა.  გერმანიაში ბევრი ჯგუფი, რომელიც კონტაქტების მოძიებისთვის შეიქმნა, უსაქმოდ ზის და ახალ ინფიცირებულებს ელის. ბელგიაში, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანა იყო, საავადყოფოები თავისუფლდება და ექიმების არაფერს იტყობინებიან რაიმე გრიპის მაგვარი სიმპტომებიანი პაციენტების უჩველო გააქტიურებაზე.

    ბელგიის ჯანდაცვის ორგანოების კონსულტანტი პანდემიის საკითხებში, ვირუსოლოგი სტივენ ვან გუხტი ამბობს, რომ ის ვარაუდობდა ციფრების დასტაბილურებას და შესაძლოა ოდნავ ზრდასაც კარანტინის მოხსნის შემდეგ და ეს ბუნებრივიც იქნებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

    ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ჯერ კიდევ არსებობს მეორე ტალღის საშიშროება , როგორც ეს ასი წლის წინ მოხდა – ზამთარმა 1918 წლის გრიპის პანდემიის კიდევ უფრო მომაკვდინებელი დაბრუნება გამოიწვია.

    დღემდე ევროპა ბოლომდე არ გახსნილა: საერთაშორისო რეისები და ტურიზმი ძირითადად შეჩერებულია. ზოგიერთ ქვეყანაში კი სკოლები არ გახსნილა. ძველებურად მიდის კამათი იმის შესახებ, რამდენად გონივრულია ამა თუ იმ დაწესებულების გახსნა, საბავშვო ბაღებიდან დაწყებული თეატრებით დამთავრებული.

    როგორც კი საზოგადოება კვლავ გააქტიურდება, რაც პოტენციურად ვირუსის გავრცელების საფრთხეს გაზრდის, საჭიროა ერთი–ორი კვირის გასვლა, სანამ სიმპტომები გამოვლინდება და კიდევ ერთი კვირა, სანამ ვიღაცას საავადმყოფოსთვის მიმართვა დაჭირდება.

    პოლიტიკოსები ჯერჯერობით პირველად სურათს ხედავენ, თუ როგორ რეაგირებს ევროპა ეკონომიკის გააქტიურებაზე, თუმცა სურათი შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს. ევროპის კონტინენტის მიღმა კი ზოგიერთი საგანგაშო სიგნალი შეინიშნება: ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში შეზღუდვების შესუსტების შემდეგ ახალი დაინფიცირების შემთხვევების ზრდა აღინიშნა.

    ევროპელი ექსპერტები ამბობენ რომ კიდევ რამდენიმე კვირა უნდა გავიდეს, სანამ ისინი ვირუსის დამარცხებაზე ალაპარაკდებიან. თუმცა ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ რისკი შეიძლება გაიზარდოს, თუ ევროპა ზაფხულს ინფექციის მკვეთრი აფეთქებების გარეშე გადაივლის, რადგან ადამიანები სიფხიზლეს დაკარგავენ და ცხოვრების ჩვეულ  წესს დაუბრუნდებიან, რამაც თავდაპირველად ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას.

    ჯანმოს გენერალური დირეტორის თანაშემწე, რანერი გერა ამბობს, რომ ჩვენ ბევრს მივაღწიეთ, თუმცა დიდი მსხვერლით, ვირუსი კი კვლავ ცირკულირებს.

    საფრანგეთი ერთ–ერთია იმ მცირერიცხოვან ევროპულ ქვეყნებს შორის, სადაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა დაფიქსირდა. თუმცა არა სტაბილურად. საფრანგეთის ნაციონალური სამეცნიერო საბჭოს მეთაური, ჟან ფრანსუა დელფრესი ამბობს, რომ ამის მიუხედავად ზოგადი ტენდენცია ახალი შემთხვევების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირებაა.

    “ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამად ვირუსი კონროლს ექვემდებარება. ის კვლავ ცირკულირებს, კერძოდ, ზოგიერთ რეგიონში, თუმცა ნელა ცირკულირებს.“ თუ მარტში და აპრილში საფრანგეთში ყოველდღიურად რამდენიმე ათასი ახალი ინფიცირებულის გამოვლენა ხდებოდა, მაისში ამ რიცხვმა თანდათან იკლო, მაისის ბოლოდან კი ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 500-ს აღარ აღემატება.

    ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ბოლო თვის განმავლობაში პატარა, მაგრამ მართვადი ინფიცირებულთა კლასტერები გამოვლიდნა. ერთ–ერთი მათგანი ნაკლებად დასახლებულ იტალიურ რეგიონ მოლიზში დაკრძალვას უკავშირდებოდა. ესპანეთში წვეულებებთან დაკავშირებული რამდენიმე კლასტერი გამოვლინდა. გერმანიაში რამდენიმე აფეთქება მოხდა ხორცკომბინატებში და დახურულ შენობებში გამართული შეკრებების შედეგად.

    ბოლო ასეთი აფეთქება მოხდა ქალაქ გეტინგენში, ქვედა საქსონიაში კერძო ოჯახური წვეულებების შედეგად. გამოვლინდა დაინფიცირებულთა 36 კაციანი ჯგუფი. დაინფიცირების კერად იქცა ჰოკან ბარი, რომელიც დადგენილი სანიტარული ნორმების დარღვევით მუშაობდა. შედეგად 300 –ზე მეტი ადამიანი კარანტინში მოხვდა.

    44 დაინფიცირებულისგან შემდგარი ჯგუფი გამოვლინდა ქალაქ ბრემენჰევენში 24 მაისს გამართული საეკლესიო მსახურების შემდეგ.  უფრო დიდი აფეთქება – 200 ინფიცირებულით მოხდა ფრანკფურტის ეკლესიაში გამართული წირვის შედეგად. მოგვიანებით ეკლესიამ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ ეკლესიაში სიმღერა დაუშვა და დამსწრეთათვის ნიღბები არ მოუთხოვია.

    “ინფექციის ეს ჯაჭვი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად შეიძლება გავრცელდეს ინფექცია, თუ ბევრი ადამიანი პატარა სივრცეში შეიკრიბება. მოვუწოდებ ყველას პირადი პასუხისმგებლობისკენ. სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ვირუსს და მუდმივად დავიცვათ დისტანციის და ჰიგიენის წესები“– ამბობს ფრანკფურტის ჯანდაცვის დეპარამენტის მეთაური სტეფან მაიერი.

    თუმცა ზემოთჩამოთვლილი კლასტერები არასაკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ვირუსის შემცირების ზოგადი ტენდენცია დაერღვია. ბოლო კვირის მანძილზე გერმანიის 93 ოლქში ახალი ინფექცია არ დაფიქსირებულა. ეს ქვეყნის მეოთხედია. ეს ტენდენცია ქვეყნის წამყვან ვირუსოლოგებს აძლევს საფუძველს ივარაუდონ, რომ გერმანიას, რომელიც ევროპულ ქვეყნებს შორის ვირუსთან ბრძოლაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, შეუძლია მეორე ტალღა საერთოდ აიცლოს თავიდან.

    “იყო გაფრთხილება მეორე ტალღის შესახებ, მაგრამ ჩვენი აზრით ეს არ მოხდება რამდენიმე მიზეზის გამო. ჩვენ ჯერ კიდევ ვიცავთ სოციალური დისტანციის და ჰიგიენის წესებს, და როდესაც ვხედავთ შედარებით მსხვილ აფეთქებებს და ცხელ წერტილებს, მაშინვე ვერთვებით საქმეში და ვირუსზე კონტროლს ვამყარებთ.“– ამბობს ბონის უნივერსიტეტის ვირუსოლოგი ჰენდრიკ სტრიკი.

    ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ კარანტინი მარტიდან დაიწყო და ეკონომიკური აქტივობა შეაჩერა. ამ ზომებმა რამდენიმე კვირის განმავლობაში როგორც ჩანს ვირუსის გადაცემა შეაჩერა მისი გავრცელების რეგიონებში და განგაშის სიგნალი გახდა მოსახლეობისთვის.

    ჯანდაცვის ჩინოვნიკები კი, იმის გამო რომ შეზღუდვების შემცირებას ვირუსის ახალი აფეთქება არ მოყვა, ალაპარაკდნენ იმის შესახებ, შეიძლებოდა თუ არა თავიდანვე ზოგიერთ შეზღუდვაზე უარის თქმა.

    “ის ფაქტი, რომ დღემდე მსხვილი აფეთქებები არ გვქონია, უჩვენებს, რომ კარანტინი ვირუსის გავრცელების შემცირების სტრატეგიის მხოლოდ ნაწილი იყო და არა მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. “ – ამბობს ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის დირეტორი კამილა სტოლტენბერგი, რომელიც ქვეყნის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას ხელმძღვანელობდა.

    ნორვეგიამ საზოგადოებრივი ცხოვრების აღდგენა აპრილის ბოლოდან დაწყო. თუმცა ამას ინფიცირების ზრდა არ მოყოლია.

    სტოლტენბერგი ამბობს, რომ სკოლების დახურვა სწორი არ იყო და ეს სფერო უნდა გადაიხედოს. ის ამბობს, რომ მისი რჩევა სკოლები არ დაეხურათ მარტში უარყოფილ იქნა.

    “უნდა დავფიქრდეთ, მართლაც იყო თუ არა ეს საჭირო. ახლა ვხედავთ, რომ სკოლების გახსნის შემდეგ ჩვენთან არანაირი აფეთქება არ ყოფილა“– ამბობს ის.

    იატლიაში გამოცხადებული კარანტინი დასავლურ სამყაროში ერთ–ერთი ყველაზე მკაცრი იყო. ჯანდაცვის ჩინოვნიკები ამბობენ, რომ ამით გადატვირთულ საავადმყოფოებს სტაბილიზირების სწრაფი შესაძლებლობა მისცეს. დღეს კორონავირუსთან მებრძოლი ექიმებიც თვლიან, რომ ყველაზე ცუდი უკვე წარსულში დარჩა.

    “ჩვენ კოშმარიდან გამოვედით“ – ამბობს ექიმი ბორგი ქალაქ მოდენადან. მისი თქმით, შეიძლება მეორე ტალღა იყოს, თუმცა თუ ეს მოხდება, საავადმყოფოები მას მზადყოფნაში დახვდებიან, რადგან თვითორგანიზებისთვის საკმარისი დრო აქვთ.

  • აშშ ჩინეთს Covid19-ის ვაქცინის შექმნის საბოტაჟში ადანაშაულებს

    აშშ ჩინეთს Covid19-ის ვაქცინის შექმნის საბოტაჟში ადანაშაულებს

    რესპუბლიკელი სენატორი რიკ სკოტი აცხადებს, რომ აშშ–ს აქვ მტკიცებულებები ჩინეთს მცდელობის შესახებ დაამუხრუჭოს ან საბოტაჟი მოუწყოს დასავლეთის ქვეყნების მიერ Covid19-ის ვაქცინის შექმნას.

    “ჩვენ ეს ვაქცინა აუცილებლად უნდა გავაკეთოთ. სამწუხაროდ გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს, რომ კომუნისტური ჩინეთი ცდილობს ეს სამუშაო შეანელოს ან საბოტაჟი მოუწყოს“– განაცხადა მან ბიბისისთან საუბრისას.

    სენატორი სკოტი

    “ჩინეთს არ უნდა, რომ ჩვენ ეს პირველებმა გავაკეთოთ. მათ გადაწყვიტეს ამერიკელების და ჩემი აზრით მთელ მსოფლიოში დემოკრატიის მოწინააღმდეგეები გახდნენ“– თქვა მან.

    სკოტმა არ უპასუხა კითხვებს იმის შესახებ, კონკრეტულად რა მტკიცებულებები აქვს აშშ–ს, თუმცა აღნიშნავ, რომ ინფორმაცია სადაზვერვო სამსახურებიდან მიიღო.

    აშშ მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე რჩება. დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 2 მილიონს უახლოვდება. გარდაიცვალა 110 000 ადამიანზე მეტი.

    ყველაზე ძლიერად ეპიდემიამ ნიუ იორკის შტატს დაარტყა, სადაც კორონავირუსისგან 30 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა ბოლო ორი კვირის მანძილზე ყოველდღიურად გარდაცვლილთა რაოდენობა იკლებს. თუ აპრილის დასაწყისში ყოველდღიურად დაახლოებით 1000 ადამიანი იღუპებოდოა, ბოლო დღეებში გარდაცვლილთა რიცხვი დღეღამეში 100 ადამიანამდე შემცირდა.

  • კანადის პრემიერმა, რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე სოლიდარობის ნიშნად დაიჩოქა

    კანადის პრემიერმა, რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე სოლიდარობის ნიშნად დაიჩოქა

    კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ, ოტავაში გამართულ რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაიჩოქა. პრემიერმა ამით აშშ-ში მიმდინარე აქციების მიმართ სოლიდარობა გამოხატა.ამის შესახებ ინფორმაციაას CNN ავრცელებს.

    პრემიერ-მინისტრი აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის ძალადობის შედეგად დაღუპული ჯორჯ ფლოიდისადმი მიძღნილ აქციაზე მივიდა, სადაც კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ სათქმელი თავისი ქმედებით თქვა. აქციაზე გარდაცვლილს 9 წუთიანი დუმილით მიაგეს პატივი, რომლის დროსაც პრემიერმა დაიჩოქა.

    ამერიკულ ქალაქებში საპროტესტო აქციების ძლიერი ტალღა მასობრივად გავრცელებულმა ვიდეომ გამოიწვია, რომელშიც თეთრკანიანი პოლიციელი შავკანიან ჯორჯ ფლოიდს აკავებს. დაკავების მომენტი ინციდენტის შემსწრე უბრალო გამვლელმა ტელეფონით გადაიღო. პოლიციელს ბორკილდადებულის კისერზე მუხლი 5 წუთზე მეტხანს ჰქონდა დაბჯენილი და არ უშვებდა, იმის მიუხედავად, რომ ფლოიდი შველას ითხოვდა და იმეორებდა, რომ ვერ სუნთაქავს და იხრჩობა.

    დაკავებული მამაკაცი მაშინვე გარდაიცვალა, პოლიციელი კი რამდენიმე დღის შემდეგ დააკავეს და ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფლოიდის მშობლიურ ქალაქ მინეაპოლისში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. პოლიციელს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს: მესამე ხარისხის მკვლელობა და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობა. მინეაპოლისში და მეზობელ სენტ-პოლში დაწყებული აქციები მალევე ამბოხში და ძალადობრივ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაში გადაიზარდა.

  • ევროპა კარანტინის შემსუბუქების შემდგომი ეტაპისთვის ემზადება

    ევროპა კარანტინის შემსუბუქების შემდგომი ეტაპისთვის ემზადება

    ევროპული ქვეყნები კარანტინის შემსუბუქების შემდომი ეტაპისთვის ემზადებიან და სიფრთხილის ახალ ზომებს იღებენ. დიდ ბრიტანეთში 15 ივნისიდან საცალო ვაჭრობის ობიექტები იხსნება, რაც იმას ნიშნავს რომ მალე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრების ნაკადი გაიზრდება. ხელისუფლების განკარუგლებით ტრანსპორტში ნიღბის ტარება სავალლდებულოა.

    ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრი ამბობს:

    “ჩვენ არ მოვითხოვთ ქირურგიული ნიღბების ტარებას. ისინი პირველ რიგში ექიმებს და ავადმყოფებს ჭირდებათ. ნიღაბი შეიძლება თვითნაკეთიც იყოს. მთავარია მათ  სახე დაფარონ. ამასთან, პატარა ბავშვებს და შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სუნთქვის პრობლემები აქვთ შეუძლიათ ნიღაბი არ გაიკეთონ. მთლიანობაშ, ახალი წესები მგზავრებისთვის არაფრით არ განსხვავდება იმისგან, რაც ბევრ სხვა ქვეყანაში მიღეს.“

    გუშინ ბრიტანეთში, რომელიც მსოფლიოში ამჟამად გარდაცვლილთა რაოდენობით მეორე ადგილს იკავებს, სპეციალური კონფერენცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა 7.5 მილიარდი ევრო შეაგროვეს მალარიის და პნევმონიის ვაქცინებისთვის, რომლებიც განვითარებადი ქვეყნების 300 მილიონ ბავშვს ჭირდება.

    იტალიაში კი კორონავირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტების რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება. რეგიონების უმრავლესობაში ბოლო დღეღამის განმავლობაში 5–ზე მეტი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

    თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ კვლავინდებურად უცნობია, რამდენი ადამიანია დაავადებული სინამდვილეში. იტალიელთა უმრავლესობას ხომ ჯერჯერობით ტესტირება არ გაუვლია.

    საფრანგეთში პანდემიის გამო ბასტილიის აღების დღე ტრადიციული სამხედრო აღლუმის გარეშე ჩაივლის. თუმცა სამხედრო საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები პარიზის ცაში მაინც გამოჩნდებიან და ეროვნული დროშის ფერებს გამოსახავენ. წელს ზეიმის მთავარი გგმირები ექიმები იქნებიან, თუმცა მოკრძალებულ ფორმატში.

    მონაკოში ცდილობენ ნაწილობრივ მაინც შეინარჩუნონ აზარტის ადგილობრივი ტრადიციები. ცნობილ კაზინოებში თამაში შეიძლება, თუმცა მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვით. სათამაშო მაგიდების და ავტომატების დეზინფექცია მინიმუმ დღეში ორჯერ ტარდება.

  • სად არის დედამიწაზე ყველაზე სუფთა ჰაერი – მეცნიერებმა ადგილს მიაკვლიეს

    სად არის დედამიწაზე ყველაზე სუფთა ჰაერი – მეცნიერებმა ადგილს მიაკვლიეს

    ამერიკელმა მეცნიერებმა მიაკვლიეს ადგილს, სადაც ჰაერი ჯერ კიდევ თავისუფალია ადამიანის საქმიანობით წარმოქმნილი დამაბინძურებელი, აეროზოლური ნაწილაკებისგან. ამის შესახებ ინფრომაციას მედია გამოცემა CNN-ი ავრცელებს.

    გამოცემის ცნობით, კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევართა შეფასებით, დედამიწაზე ყველაზე სუფთა ჰაერი სამხრეთის ოკეანის თავზეა. ესაა წყლის აუზი, რომელიც ანტარქტიდას გარს აკრავს. მეცნიერების თქმით, ამ ჰაერში არ გვხვდება აეროზოლების, საწვავის, სასუქებისა და ჩამდინარე წყლის ნაწილაკები.

    კვლევაში, რომელიც ორშაბათს მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა ეს ტერიტორია აღწერეს როგორც “ნამდვილად ხელუხლებელი”.

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, ჰაერის ხარისხი ყოველწლიურად 7 მილიონამდე ადამიანის სიკვდილის მიზეზი ხდება. გარდაცვლილთა 50%-ზე მეტი ჩინეთსა და ინდოეთში მცხოვრები ადამიანები არიან.

    ამასთან, როგორც კვლევები ცხადყოფს, დაბინძურებულ ჰაერს ადამიანის ჯანმრთელობაზე გავლენა შესაძლებელია ასობით მილის დაშორებითაც კი ქონდეს.