Category: მსოფლიო

  • 26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა

    26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოცხადდა

    უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ხარკოვში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

    დოკუმენტის თანახმად, გლოვის დღეს სახელმწიფო დროშები სამთავრობო შენობებზე, ადგილობრივი მთავრობების, სახელმწიფო დაწესებულებების, ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების შენობებზე მთელი უკრაინის მასშტაბით დაშვებული უნდა იყოს. უნდა გადაიდოს ყველა გასართობი და საკონცერტო ღონისძიება, ტელე და რადიო პროგრამებში კი შესაბამისი ცვლილებები უნდა განხორციელდეს.

    „2020 წლის 25 სექტემბერს საწვრთნელი ფრენების დროს An-26 სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად ვიღებ გადაწყვეტილებას: 2020 წლის 26 სექტემბერი უკრაინაში გლოვის დღედ გამოვაცხადო”, – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში.

    უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენკსი უკრაინაში მომხდარი ავიაკატასტროფის მიზეზების დასადგენად სწრაფი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას მოითხოვს.

    „გუშინ, საშინელი ტრაგედიის შედეგად უკრაინამ 26 ღირსეული შვილი დაკარგა. მოვითხოვ, თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზები სასწრაფოდ დადგინდეს და გამოძიება ობიექტურად და მიუკერძოებლად ჩატარდეს,“- აღნიშნულია პრეზიდენტის მიერ სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

    ცნობისთვის, გუშინ სამხედრო თვითმფრინავმა Antonov-26-მა უკრაინაში, ხარკოვის რეგიონში, კატასტროფა განიცადა. ბორტზე მყოფი 27 მგზავრიდან 26 გარდაიცვალა. აქედან 25 – შემთხვევის ადგილზე, ერთი კი დღეს საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში დაიღუპა. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ერთი კურსანტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ბორტზე საჰაერო ძალების უნივერსიტეტის კურსანტები და თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.

  • უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფისას დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

    უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფისას დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა

    უკრაინაში სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფისას დაღუპულთა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, კატასტროფის 25 ადამიანი ემსხვერპლა, 26-ე დაღუპული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, ის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო თვითმფრინავი Ан-26 ხარკოვის მხარეში, ჩარგუევის მახლობლად, წუხელ, გვიან ღამით ჩამოვარდა. თვითმფრინავი დაშვებისთვის ემზადებოდა, რა დროსაც ის მიწაზე დაენარცხა და ცეცხლი გაუჩნდა.

    თვითმფრინავის კატასტროფამდე ცოტა ხნით ადრე პილოტმა მოახერხა შეტყობინების გაგზავნა, სადაც ის ამბობდა, რომ მარცხენა ძრავა დაზიანდა.

    თვითმფრინავის ბორტზე 27 სამხედრო კურსანტი იმყოფებოდა.

  • მინსკში ტაქსის მძღოლი სპეცრაზმელების მოთხოვნას არ დაემორჩილა და აქციის მონაწილე დაკავებას გადაარჩინა – ვიდეო

    მინსკში ტაქსის მძღოლი სპეცრაზმელების მოთხოვნას არ დაემორჩილა და აქციის მონაწილე დაკავებას გადაარჩინა – ვიდეო

    სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც სპეცრაზმელები მისდევენ, ტაქსიში ჯდება. ტაქსის მძღოლი სპეცრაზმელების მოთხოვნას არ დაემორჩილა  და საპროტესტო აქციის მონაწილე დაკავებას გადაარჩინა.

    მას შემდეგ, რაც მინსკში ბელარუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ მეექვსე ვადით დადო ფიცი, სპეცრაზმმა ხელკეტებით და წყლის ჭავლით შეუტიეს საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებიც ლუკაშენკოს გადადგომის მოთხოვნით უკვე ექვსი კვირაზე მეტია აქციებს მართავენ.

    https://www.youtube.com/watch?v=Q7uwFex6lCA

     

    შეგახსენებთ, გუშინ, 23 სექტემბერს ალექსანდრე ლუკაშენკოს ინაუგურაცია გაიმართა და ის საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა. რის შემდეგაც,მთელი ქვეყნის მასშტაბით 59 საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 5 000-მდე ადამიანმა მიიიღო. ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, 363 მოქალაქიდან 252 მინსკში დააკავეს.

    მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს. ევროპარლამენტმა არჩევნების შედეგები არ აღიარა.

  • ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები გაუყინეს ხოლო ბინა დააყადაღეს

    ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები გაუყინეს ხოლო ბინა დააყადაღეს

    რუს ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის საბანკო ანგარიშები გაყინეს, მისი ბინა კი, რომელიც მოსკოვში მდებარეობს, დააყადაღეს. ამის შესახებ  ალექსეი ნავალნის პრესპიკერმა, კირა იარმიშმა განაცხადა.

    “ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელია ბინის გაყიდვა, გაჩუქება ან დაგირავება.” – აცხადებს პრესპიკერი

    32 დღიანი მკურნალობის შემდეგ ალექსეი ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან გაწერეს.

    შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა.  ის 22 აგვისტოს, ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. 32 დღიანი მკურნალობის შემდეგ ალექსეი ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან გაწერეს.

  • რუსეთის დუმის დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა

    რუსეთის დუმის დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა

    რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, „კომუნისტური პარტიის“ წევრი ვახა აგაევი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას RIA ავრცელებს. გამოცემას ინფორმაცია დუმის რამდენიმე დეპუტატმა დაუდასტურა. 67 წლის პარლამენტარი ბოლო დღეების განმავლობაში კომაში იყო.

    15 სექტემბერს დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, რომ რუსეთის პარლამენტში 450 დეპუტატიდან დაახლოებით 50-ს კორონავირუსი ჰქონდა. ამ ეტაპისთვის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში 13 პარლამენტარია მოთავსებული

  • რეკლამების მწარმოებლებსა და სოციალურ ქსელებს შორის შეთანხმება შედგა

    რეკლამების მწარმოებლებსა და სოციალურ ქსელებს შორის შეთანხმება შედგა

    რამდენიმე თვის შემდეგ, რეკლამის მწარმოებლებსა და სოციალური მედიის პლატფორმებს შორის შეთანხმება შედგა. “ფეისბუქი”, “იუთუბი” და “ტვიტერი” შეთანხმდნენ გზებზე, რომლის საფუძველზეც ამ სამ წამყვან პლატფორმაზე სიძულვილის ენის შემცველი შინაარსის მასალების აღება მოხდება.

    შეთანხმების დადებას დაახლოებით 3 თვე დასჭირდა. რეკლამის მწარმოებლებს ყველაზე მეტი პრეტენზია სოციალურ ქსელ “ფეისბუქთან” ქონდათ, რომელსაც მწარმოებლები სიძულვილის ენისადმი ტოლერანტულობაში ადანაშაულებდნენ. ბრალდებებისა და ბოიკოტის გამო, ფეისბუქზე რეკლამების რაოდენობა შემცირდა, რადგან დიდი კომპანიები უარს აცხადებდნენ სოციალურ ქსელთან თანამშრომლობაზე. მხოლოდ ამერიკაში ასეთი მსხვილი კომპანიების რაოდენობა 100-ს აღემატებოდა.

    ბოიკოტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკაში პოლიციელთა ქმედებას ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალება მოჰყვა და ამერიკის 40-ზე მეტ ქალაქში ანტირასისტული გამოსვლები დაიწყო. რეკლამის მწარმოებლები სოციალური მედიებისგან ითხოვდნენ უფრო მეტი რეგულაცია შემოეღოთ, რათა მათი პლატფორმებიდან მომხდარიყო სიძულვილის ენის შემცველი, ანტირასისტული და ანტიჰომოფობიური შინაარსის მასალების წაშლა.

    სოციალური მედიის პლატფორმებმა რამდენიმეთვიანი მუშაობის შედეგად, შეცვალეს წესები და როგორც ამბობენ, უფრო მეტად ახერხებენ ებრძოლონ ყალბ და სიძულვილის ენის შემცველ მასალებს.

    გარიგებით, რომელიც სამ უმსხვილეს სოციალური მედია პლატფორმასა და რეკლამების მწარმოებელ კომპანიას შორის შედგა, განისაზღვრა ზოგადი განმარტებები თუ რა შინაარსის მატარებელი მასალა უნდა იქნეს აღებული პლატფორმებიდან. ახლა უკვე გიგანტი სოციალური ქსელები მიიღებენ შესაბამის რეგულაციებს და ჩაუშვებენ წარმოებაში.

    აღსანიშნავია, რომ დიდი გარიგება ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ 6 კვირით ადრე შედგა.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • “ვფიცავ, პატივს ვცემ ადამიანის უფლებებს” – ლუკაშენკომ საიდუმლო ინაუგურაცია ჩაატარა

    “ვფიცავ, პატივს ვცემ ადამიანის უფლებებს” – ლუკაშენკომ საიდუმლო ინაუგურაცია ჩაატარა

    ბელარუსის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საკუთარი ინაუგურაცია საიდუმლოდ გამართა. არჩევნებსა და მის გამარჯვებას როგორც ოპოზიცია, ისე დასავლური ქვეყნების უმეტესობა არალეგიტიმურად მიიჩნევს.

    ლუკაშენკომ მეექვსე საპრეზიდენტო ფიცი ისე დადო, რომ წინასწარ ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ ყოფილა.

    “ვფიცავ, რომ ერთგულებით ვემსახურები ბელარუს ხალხს, პატივს ვცემ და დავიცავ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ისევე როგორც ბელარუსის კონსტიტუციას”, – თქვა პრეზიდენტმა.

    არჩევნების შემდეგ, 1 თვეზე მეტია მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რომელსაც ასობით ათასი ადამიანი ესწრება.

    ლუკაშენკოს ხელისუფლება დემონსტრანტებთან გამკლავებას ძალადობრივი რეპრესიების გზით ცდილობს. ამ დრომდე, საპროტესტო აქციებზე 12 000-მდე დემონსტრანტია დაკავებული, 200-მდე დაშავებული, მინიმუმ 4 კი დარბევის დროს ან შედეგად გარდაცვლილი.

    მოქალაქეები არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

     

  • ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს

    ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს

    ალექსეი ნავალნი ბერლინის Charité-ის საავადმყოფოდან გაწერეს, – ამის შესახებ რუსული მედია საავადმყოფოს ვებვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.

    კლინიკის ინფორმაცით, ნავალნი კლინიკიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ფონზე გაწერეს. საერთო ჯამში, პოლიტიკოსმა Charité-ში 32 დღის განმავლობაში იმკურნალა, აქედან 24 დღე მან რეანიმაციულ განყოფილებაში გაატარა.

    “პაციენტის პროგრესზე და მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე დაყრდნობით, მკურნალ ექიმებს სჯერათ, რომ შესაძლებელია მისი სრული გამოჯანმრთელება. თუმცა, ჯერ ისევ ადრეა პოტენციური გრძელვადიანი ეფექტების გაზომვა”, – განაცხადეს ბერლინის საავადმყოფოში.

    შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. ის 22 აგვისტოს, ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

  • ნახევარი წელი პანდემიის გამოცხადებიდან: შესაძლებელია თუ არა კოლექტიური იმუნიტეტი და აქვს თუ არა აზრი ვაქცინის ლოდინს

    ნახევარი წელი პანდემიის გამოცხადებიდან: შესაძლებელია თუ არა კოლექტიური იმუნიტეტი და აქვს თუ არა აზრი ვაქცინის ლოდინს

    11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და ეპიდემიამ გლობალური მაშტაბი გიიღო. დადასტურებული დიაგნოზების რაოდენობა მაშინ 125 ათასს ოდნავ გადასცილდა, თუმცა გათვლები აშკარად მეტყველებდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და წინ ნამდვილი კრიზისი გველოდა.

    კითხვაზე, როგორ მოვერიოთ პანდემიას, მეცნიერებს არანაირი პასუხი არ ქონდათ, იდუმალი ვირუსის შესახებ პრაქტიკულად არაფერი იყო ცნობილი: არც მისი წარმომავლობა, არც მისი გავრცელების გზები, და არც ის, კონკრეტულად რა სიმპტომებით შეიძლებოდა მისი განსაზღვრა.

    იყო ორი ვარიანტი, და ორივე სრულიად უცნობი და გაურკვეველი გზით სიარულს ნიშნავდა.

    პირველი: გარე სამყაროსთან ნებისმიერი კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა და ლოდინი, როდის შეიქმნება ვაქცინა. თუმცა, ვერავინ ამბობდა რამდენ ხანს მოგვიწევდა ლოდინი, ან საერთოდ შესაძლებელი იყო თუ არა ეფექტური ვაქცინის შექმნა.

    მეორე: შეგუება, რომ ვირუსი ადრე თუ გვიან ყველა ადამიანამდე მიაღწევდა და ამ პროცესში ნაკლები ჩარევა, ანუ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავების გზით წასვლა. ასეთი სტრატეგია ვირუსის შესახებ ინფორმაციის კატასტროფული ნაკლებობის პირობებში ძალიან სარისკოდ ჩანდა, მისი შედეგები კი ძალიან არაპროგნოზირებადად.

    ევროპული ქვეყნების უმრავლესობამ გადაწყვიტა არ გაერისკათ: მათ საზღვრები ჩაკეტეს და მკაცრი კარანტინი შემოიღეს. ზოგმა, მაგალითად შვედეთმა და ბელორუსმა გადაწყვიტეს იძულებით იზოლაციაზე უარი ეთქვათ და მეორე ვარიანტი აირჩიეს.

    ეპიდემიის განვითარება ორი პარალელური სცენარით წავიდა.

    პანდემიის ოფიციალურად გამოცხადებიდან ნახევარი წლის შემდეგ დაინფიცირების სტატისტიკა ყოველდღიურად 300–350 ათასი ადამიანით იზრდება, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი მილიონს უახლოვდება. თუმცა, მეცნიერებს კვლავ არ აქვთ ნათელი პასუხი კითხვაზე, ორიდან რომელი ვარიანტი იყო სწორი და საბოლოო ჯამში რომელი აღმოჩნდება უფრო ეფექტური.

    სამი თვის წინ ისე ჩანდა, თითქოს შვედეთმა შეცდომა დაუშვა: სხვა ქვეყნებთან შედარებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე იქ ძალიან მაღალი იყო, თუმცა სექტემბრის შუა პერიოდისთვის სიტუაცია პრინციპულად შეიცვალა: ახლა შვედური სტატისტიკა აშკარად უკეთ გამოიყურება, ვიდრე თუნდაც ბრიტანეთში, იტალიაში, ესპანეთში ან აშშ–ში.

    ასეა თუ ისე, ბოლო ექვსი თვის მანძილზე ვირუსის შესახებ ბევრი რამ გავიგეთ. მაგალითად, მსოფლიოში უკვე Covid19–ით განმეორებითი დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ დაავადება შესაძლოა მისი გადატანის შემდეგ მყარ იმუნიტეტს არ ტოვებდეს.

    ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ვაქცინის შემუშავებაზე მუშაობა უაზრობაა? და შესაძლებელია თუ არა საერთოდ ახალი კორონავირუსის მიმართ კოლექტიური იმუნიტეტის გამომუშავება?

    მოდით გავიხსენოთ, რა არის საერთოდ კოლექტიური იმუნიტეტი და როგორ მუშაობს ის.

    კოლექტიურ იმუნიტეტს უწოდებენ სიტუაციას, როცა ესა თუ ის ინფექცია გარკვეული ჯგუფის შიგნით თავისუფლად ვერ ვრცელდება, რადგან ამ ჯგუფის დიდ ნაწილს დაავადების მიმართ მდგრადობა გააჩნია აცრის, ან იმის გამო, რომ ეს დაავადება უკვე გადატანილი აქვს.

    თუ ადამიანი არ ინფიცირდება, ის ინფექციასაც არ ავრცელებს, შესაბამისად მისი იმუნიტეტი ვირუსისგან ირიბად  სხვა ადამიანებსაც იცავს.

    თითქოსდა ძნელი გამოსათვლელი არ არის კოლექტიური იმუნიტეტის ზღვარი: რამდენი ადამიანი უნდა დაავადდეს ან ვაქცინა გაიკეთოს, რომ დაცვა გარშემომყოფებზეც გავრცელდეს.

    დაავადებების უმრავლესობისთვის ეს ციფრი მართლაც ცნობილია და როგორც წესი, საკმაოდ მაღალია. მაგალითად, წითელასგან ეფექტიური დაცვისთვის ამ ძალიან გადამდები დაავადებისგან მოსახლეობის 90–95% უნდა იყოს აცრილი. რაც შეეხება პოლიომელიტს, ის ნაკლებად გადამდებია და მისგან დასაცავად ეს მაჩვენებელი მოსახლეობის 80–85%–ს შეადგენს.

    გასაკვირი არ არის, რომ მარტში, როცა ცნობილი გახდა, რომ ვირუსი ადრე თუ გვიან ყველა ადამიანამდე მიაღწევდა, ექსპერტების დიდი ნაწილი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კოლექტიური იმუნიტეტის გზის არჩევას.

    “თუ ვირუსი ყველას დაემართება, და თუნდაც უმრავლესობამ  კოვიდ19 უსიმპტომოდ გადაიტანოს, შედეგად ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპება. ვირუსი საშიშია არა მხოლოდ ასაკოვნებისთვის, ის სარისკოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, რომლებსაც თანმდევი დაავადებები აქვთ. იმის გათვალისწინებით, რამდენი ადამიანია აშშ–ში დიაბეტით, სიმსუქნით, ჰიპერტონიით დაავადებული, თუ ყველა დაინფიცირდება გარდაცვლილთა რაოდენობა კატასტროფული იქნება. ეს სრულიად მიუღებელი ვარიანტია“ – აცხადებდა აშშ–ს მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი.

    “არსებობს მოსაზრება, რომ კოლექტიური იმუნიტეტის სტრატეგია ერთ–ერთი შესაძლებელი გზაა. არადა ეს სასიკვდილო განაჩენია! ჩვენ ასეთ ვარიანტს არც განვიხილავთ!“– კატეგორიულად აცხადებდა ავსტრალიის პრემიერ მინისტრი სკოტ მორისონი.

    ეშმაკი დეტალებშია:

    თუმცა, არავინ დაობს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის მეთოდების შესახებ გადაწყვეტილების მიღება წითელას ან პოლიომელიტის მონაცემებზე დაყრდნობით მინიმუმ უცნაურია. რა არის კოლექტიური იმუნიტეტის ზღუვრული ნიშნული კორონავირუსისთვის?

    მისი გამოთვლა ადვილი არ არის. ეშმაკი, როგორც ყოველთვის დეტალებშია. გასათვალისწინებელია ათობით ფაქტქორი: ზუსტად როგორ გადადის ვირუსი, რამდენად გადამდებია ის გარშემომყოფთათვის, ახდენს თუ არა გავლენას გადადებაზე სიმპტომების არსებობა, ინფიცირებულის სოციალური აქტივობის დონე და ა.შ.

    ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ბევრი ეს მაჩვენებელი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში მნიშვნელოვნად განსხვავდება, ზოგჯერ კი სრულიად უცნობია, რაც კიდევ უფრო ართულებს გამოთვლებს.

    თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დაახლოებითი გამოთვლა არ შეიძლება. და ასეთ გამოთვლებს რამდენიმე სამეცნიერო კვლევა მიეძღვნა.

    კოლექტიური იმუნიტეტი უკვე რეალობაა?

    ნახევარი წლის წინ, როცა ქვეყნები ფიქრობდნენ, შემოეღოთ თუ არა კარანტინი, ხელისუფლებების საბოლოო გადაწყვეტილება დიდწილად იმით იყო ნაკარნახევი, რომ კოლექტიური იმუნიტეტის ზღვრული მაჩვენებელი მეცნიერებმა 60%–ით შეაფასეს.

    დაინფიცირებულთა რიცხვის სწრაფი ზრდის, ვირუსის შესახებ ინფორმაციის კატასტროფული უკმარისობის და შედარებით მაღალი სიკვდილიანობის გათვალისწინებით კოლექტიურ იმუნიტეტზე აქცენტის გაკეთება ასობით ათასი და შესაძლოა მილიონობით ადამიანის სიკვდილის საფრთხეს შეიცავდა.

    თუმცა, უკვე ივლისის ბოლოს გამოჩნდა კვლევა, სადაც ამტკიცებდნენ, რომ კოვიდ 19–ის კოლექტიური იმუნიტეტის ზღვრული ნიშნული დაახლოებით 40%–ია. კვლევის ავტორები ამას იმით ასაბუთებდნენ, რომ დაავადება ძირითადად ახალგაზრდებში და საშუალო ასაკის ადამიანებში ვრცელდება, მათი იმუნიტეტი კი უფრო ძლიერია, ვიდრე მოხუცების და ბავშვების.

    ამავე სტატიაში გამოითქვა ეჭვი მკაცრი შემზღუდავი ზომების ეფექტურობის შესახებ, რომელთა გაუქმებამ შეიძლება ინფექციის ახალი აფეთქების პროვოცირება გამოიწვიოს:

    “თუ სიტუაციაში არაფარმაცევტული ჩარევა ძალიან მაღალია, კოლექტიური იმუნიტეტი არ მიიღწევა. ასეთ შემთხვევაში საკარანტინო ზომების სწრაფი გაუქმება დაავადების აფეთქებას იწევს“ – წერია კვლევაში.

    სექტემბრის შუა პერიოდში, ამ კვლევამ, რომელიც სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორმა, ტომ ბრიტონმა დაწერა, სამეცნიერო თანამეგობრობის დამოუკიდებელი რეცენზია გაიარა და ჟურნალ Science–ში გამოქვეყნდა.

    თუმცა კოლექტიური იმუნიტეტის თემაზე ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ კვლევებში უფრო დაბალი შეფასებებიც არსებობს.

    მაგალითად, როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთ–ერთი კვლევის ავტორები ამტკიცებენ,  იმისათვის, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი ტალღა არ წარმოიქმნას, ვირუსის იმუნიტეტი მხოლოდ მოსახლეობის 20%–ს უნდა ქონდეს.

    გლაზგოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი კი საერთოდაც 10–20%–იან მაჩვენებელზე საუბრობს, რომელიც მათი აზრით საკმარისია იმისათვის, რომ საზოგადოებას კოლექტიური იმუნიტეტი ქონდეს.

    ექსპერტების დიდი ნაწილი ეჭვობს, რომ ზღვრული ნიშნული შესაძლოა ასეთი დაბალი იყოს, თუმცა სრულიად ცხადია, რომ ვირუსის გავრცელება სრულიად არაორდინარულად ხდება.

    მსხვილ ქალაქებში, რომლებიც კორონავირუსის ეპიდემიით ყველაზე მეტად დაზარალდნენ– ნიუ იორკში, ლონდონში, ნიუ დელიში, ინფექციაგადატანილთა წილი შედარებით მაღალია. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ეს შეიძლება საკმარისი იყოს იმისათვის, რომ იქ კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოყალიბდეს.

    თუმცა, ზემოთჩამოთვლილი კვლევების მიუხედავად ჯანმო კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ მთავარი ფსონის დადება კოლექტიურ იმუნიტეტზე დაუშვებელია.

    პლანეტის მაშტაბით ჩვენ ახლოსაც არ მივსულვათ იმუნიტეტის იმ დონესთან, რომელიც საკმარისია დაავადების გავრცელების შესაჩერებლად – განაცხადა 21 აგვისტოს ირლანდიელმა ეპიდემიოლოგმა მაიკლ რაიანმა, რომელიც ჯანმოს საგანგებო სიტუაციების პროგრამას ხელმძღვანელობს. ეს პრობლემის გადაწყვეტა არ არის და ამ მიმართულებით ძებნა არც ღირს.–თქვა მან.

    მისი ეს აზრი ზუსტად რამდენიმე დღეში დადასტურდა, როცა მედიკოსებმა კოვიდ 19-ით განმეორებითი დაინფიცირების შემთხვევების შესახებ განაცხადეს.

    ჯანმოს ხელმძღვანელი თვლის, რომ ვერცერთი ქვეყანა ვერ მოერევა ეპიდემიას, სანამ ვაქცინა არ გვექნება. “თუმცა, არ გვაქვს გარანტია, რომ ვაქცინის შემუშავება მოხერხდება, და თუნდაც ის შეიქმნას, თავისთავად პანდემიას ვერ მოუღებს ბოლოს“– ამბობს ტედროს გებრეიესუსი.

    ამავე დროს, იელის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის პროფესორი, სიდნი შპიზელი საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით, განმეორებითი დაინფიცირების შემთხვევები ძალიან მცირეა სწორედ იმიტომ, რომ პაციენტების უდიდესი ნაწილი გამოჯანმრთელების შემდეგ კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. და ადრე თუ გვიან, ვაქცინით, ან მის გარეშე ის კოლექტიურ იმუნიტეტად იქცევა.

    მეცნიერები დაუსრულებლად იმეორებენ, რომ ახალი დაავადების შესახებ მეტისმეტად ცოტა ვიცით. მაგალითად, სრულიად გაუგებარია, რატომ რჩება ზოგი პაციენტის სისხლში გამოჯანმრთელების შემდეგ ძალიან ბევრი ანტისხეული, ზოგთან კი პრაქტიკულად არ რჩება.

    თუ პროფესორ ბრიტონის გათვლებს ვენდობით, კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევა ინგლისში იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ვირუსს 24 მილიონი ადამიანი გადაიტანდა. იმავე ეფექტის ვაქცინით მისაღწევად კი 33.6 მილიონი ინგლისელის აცრა იქნებოდა საჭირო.

    თუმცა, როგორც მეცნიერები გვახსენებენ, არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ეფექტური ვაქცინა საერთოდ შეიქმნება. და თუნდაც ის შექმნას, იქნება თუ არა უფრო ეფექტური, ვიდრე ბუნებრივი გზით შეძენილი იმუნიტეტი.

    “ვაქცინამ მართლაც შეიძლება გამოიწვიოს განსხვავებული იმუნური პასუხი იმისგან, რასაც ბუნებრივი გზით გამომუშავებული, ანუ დაავადების გადატანის შედეგად შეძენილი იმუნიტეტი იძლევა. ანუ უფრო უფრო ეფექტური და ხანგრძლივი დაცვა შეძლოს ვირუსისგან, ვიდრე ბუნებრივმა იმუნიტეტმა“– ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფეორი, სამარ მეტა, რომლის აზრით კოლექტიური იმუნიტეტი შესაძლოა იმაზე ახლოს იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

     

     

  • შეცდომა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე – როგორ ვრცელდება ვირუსი

    შეცდომა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე – როგორ ვრცელდება ვირუსი

    ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 200 000-ს აღწევს. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასულ პარასკევს ახალი რეგულაციები გამოაქვეყნა, რომელთა თანახმადაც, ვირუსი ადამიანებს ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებით შორ დისტანციაზეც გადაეცემათ. თუმცა სააგენტომ ეს რეგულაციები ორშაბათს ვებგვერდიდან წაშალა და თქვა, რომ ის ძველ პოზიციას უბრუნდება, რომლის თანახმადაც ვირუსი მხოლოდ 2 მეტრზე ახლოს მდგომ ადამიანებს გადაეცემათ ჰაერ-წვეთოვანი გზით.ეს კი ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც ისინი საუბრობენ, ახველებენ ან აცემინებენ.

    დოქტორი ჯეი ბატლერი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე ინფექციური დაავადებების მიმართულებით ამბობს, რომ ეს რეგულაციები შეცდომით მანამ გამოქვეყნდა, სანამ შესაბამის ტექნიკურ შემოწმებას გაივლიდა.

    კოვიდ-19-ის გადაცემის გზები ჯანდაცვის ექსპერტებს შორის თვეების განმავლობაში დისკუსიის საგანია. ივლისში 200-მდე მეცნიერმა 30-მდე ქვეყნიდან ღია წერილი გამოაქვეყნა, რომლითაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდებდნენ, შეეცვალა რეგულაციები და გაეთვალისწინებინა მტკიცებულებები, რომ ვირუსი არა მხოლოდ ჰაერ-წვეთოვანი გზით, არამედ ბევრად უფრო მცირე ზომის ნაწილაკებით ვრცელდება.

    დაავადებათა კონტროლის ცენტრთან – CDC-სთან დაკავშირებით ახლა ყურადღების ცენტრში ის საკითხიცაა, თუ ვინ და როგორ უნდა შემოწმდეს კორონავირუსზე. CDC-იმ გასულ თვეში განაცხადა, რომ იმ უსიმპტომო ადამიანების შემოწმება, რომლებიც ინფიცირებულ პირთან ახლო კონტაქტში იყვნენ, აუცილებელი არ არის. თუმცა აქამდე სააგენტო ამბობდა, რომ ყველას შემოწმება საჭირო იყო.

    წყარო: ამერიკის ხმა