Category: მსოფლიო

  • მიწებზე საკუთარი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს – ალიევი ყარაბაღზე

    მიწებზე საკუთარი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს – ალიევი ყარაბაღზე

    “ამ მიწებზე საკუთარი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს” – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. ალიევის განცხადებით, მათ ვერავინ აიძულებს დატოვოს ტერიტორიები სადაც მათ უკვე აღმართეს დროშა.

    „ოთხდღიანი ბრძოლის შედეგად აზერბაიჯანმა წარმატებული ოპერაცია განახორციელა, სტრატეგიული სიმაღლეები და რამდენიმედასახლება გაათავისუფლა და დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ჩვენ ამ მიწებზე დავბრუნდით. ამ მიწებზე საკუთარი დროშა აღვმართეთ და აქედან ვეღარავინ გაგვიყვანს, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღვადგინოთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

  • პეტრო პოროშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა

    პეტრო პოროშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა

    უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება მან ტვიტერზე გამოაქვეყნა.

    “კორონავირუსის ტესტის დადებითი პასუხი მივიღე. 6 წლის განმავლობაში დაავადებები ფეხზე დგომით გადავიტანე, მაგრამ ეს ვერაგი დაავადებაა, ამიტომ დღეიდან სახლში ვმკურნალობ. უკრაინელებო, თავს გაუფრთხილდით”, – წერს პოროშენკო.

     

     

     

  • თურქულმა ავიაგამანადგურებელმა ჩვენი SU-25 ჩამოაგდო, პილოტი დაიღუპა – სომხეთის საგარეო უწყება

    თურქულმა ავიაგამანადგურებელმა ჩვენი SU-25 ჩამოაგდო, პილოტი დაიღუპა – სომხეთის საგარეო უწყება

    სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შუშან სტეპანიანის განცხადებით, თურქულმა მრავალფუნქციურმა გამანადგურებელმა, F-16-მა მათი ავიაგამანადგურებელი, SU-25 ჩამოაგდო.

    მისი თქმით, გარდაიცვალა პილოტი. სტეპანიანის განცხადებით, ეს ავიაგამანადგურებელი დღეს, 29 სექტემბერს თურქეთიდან ჩაფრინდა აზერბაიჯანში.

    აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებასა და სიტუაციის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

    ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რეგიონში 95 ადამიანი დაიღუპა, მათგან 11 მშვიდობიანი მოქალაქე.

  • ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს ძალადობა – მაიკ პომპეო სომხეთსა და აზერბაიჯანზე

    ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს ძალადობა – მაიკ პომპეო სომხეთსა და აზერბაიჯანზე

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სომხეთსა და აზერბაიჯანს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

    “ორივე მხარემ უნდა შეწყვიტოს ძალადობა და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთან იმუშაონ და არსებით მოლაპარაკებებს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ”,- თქვა პომპეომ.

    აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. დაღუპულია ათობით და დაშავებულია ასობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. მხარეები მძიმე არტილერიის გამოყენებასა და სიტუაციის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

    ოფიციალური მონაცემებით, სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან რეგიონში 95 ადამიანი დაიღუპა, მათგან 11 მშვიდობიანი მოქალაქე.

  • აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებებისას – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

    აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებებისას – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

    თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვებაა.

    „არსებობს ამ პრობლემიდან ერთადერთი გამოსავალი – სომხეთმა აზერბაიჯანის მიწები უნდა დატოვოს. სანამ ეს არ მოხდება, პრობლემა არ გადაიჭრება ჩვენ ამ კონფლიქტის გადაჭრა გვსურს. აზერბაიჯანის გვერდით ვდგავართ როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან,“- განაცხადა  მევლუთ ჩავუშოღლუმ.

  • რუსეთის დუმა  სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

    რუსეთის დუმა სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

    რუსეთის დუმა სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ,  რუსეთის დუმამ, დღევანდელ სხდომაზე, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით დადგენილება და განცხადება მიიღო, რომელშიც რუსი დეპუტატები აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებენ, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და მზადყოფნას გამოთქვამენ, ვითარების დასარეგულირებლად, შუამავლის როლი შეასრულონ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

    „სახელმწიფო დუმა აცხადებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის, რეგიონში ესკალაციის დაუშვებლობის და ვითარების დარეგულირების მშვიდობიანი უალტერნატივობის შესახებ. სახელმწიფო დუმის დეპუტატები მხარეებს მოუწოდებენ, სწრაფად დაუბრუნდნენ მოლაპარაკებათა პროცესს და მზად არიან, შეასრულონ შუამავლის როლი სიტუაციის დასტაბილურების საკითხში“ , – ნათქვამია განცხადებაში.

  • ტრამპის გადაწყვეტილება ტიკ-ტოკის დაბლოკვის შესახებ ამერიკელმა მოსამართლემ შეაჩერა

    ტრამპის გადაწყვეტილება ტიკ-ტოკის დაბლოკვის შესახებ ამერიკელმა მოსამართლემ შეაჩერა

    ამერიკელმა მოსამართლემ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ტიკ-ტოკის დაბლოკვის შესახებ, შეაჩერა. სასამართლომ ამ გზით სოციალური ქსელის წარმომადგენლებს საკუთარი უფლებებისა და ინტერესების დაცვის შესაძლებლობა მისცა.

    ჩინური აპლიკაციის წარმომადგენლობამ კი ტრამპის ადმინისტრაცია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დაადანაშაულა.

    შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ  გეგმავს ქვეყნის ტერიტორიაზე ჩინური აპლიკაციების TikTok-ის აპლიკაციის დაბლოკვას 12 ნოემბრიდან გეგმავდა.

    აშშ-ს პრეზიდენტის  ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჩინური კომპანიები საფრთხეს უქმნიან ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას და ვინაიდან მათ წვდომა აქვთ მილიონობით ამერიკელის  პირად ინფორმაციაზე, რაც შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვისაც.

    შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ტიკ-ტოკის საშუალებით, ჩინეთი ამერიკის მოქალაქეებზე პირად მონაცემებს აგროვებს. ჩინეთი ბრალდებებს უარყოფს.

  • იაპონია 2020–ში ჩაშლილი ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას იწყებს

    იაპონია 2020–ში ჩაშლილი ოლიმპიური თამაშებისთვის მზადებას იწყებს

    ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა 25 მარტს დაიწყება და წარიმართება დევიზით: “იმედი ანათებს ჩვენს გზას.“

    ესტაფეტის პირველი პუნქტი ფუკუსიმას პრეფექტურა იქნება, სადაც 2011 წელს ატომური ელექტროსადგურის საშინელი ავარია მოხდა. იქიდან ოლიმპიური ცეცხლი იაპონიის დანარჩენ 47 პრეფექტურაში სამოგზაუროდ გაემართება.

    ტოკიოში ოლიმპიადა 2020 წლის ზაფხულში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა როგორც ბევრი სხვა მასობრივი ღონისძიება, ისიც კორონავირუსის გამო გადაიდო. ოლიმპიური თამშების დაწყების ახალი თარიღი 2021 წლის 23 ივლისია.

  • ჩვენი მეზობლების საშინაო საქმეებში არასდროს ვერევით – პუტინი

    ჩვენი მეზობლების საშინაო საქმეებში არასდროს ვერევით – პუტინი

    “ჩვენი მეზობლების საშინაო საქმეებში არასდროს ვერევით ” – ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვთან შეხვედრაზე განაცხადა.

    „თქვენ იცით, ჩვენ არასდროს ვერევით ჩვენი მეზობელი ქვეყნების და საერთოდ, სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, თუმცა ყოველთვის მხარს ვუჭერთ ძალისხმევებს, რომლებიც მიმართულია ვითარების სტაბილიზაციისკენ, პოლიტიკურ ძალებს შორის სრულფასოვან დიალოგზე“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

  • კიმ კარდაშიანი ყარაბაღის კონფლიქტს ეხმაურება და ესკალაციაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს

    კიმ კარდაშიანი ყარაბაღის კონფლიქტს ეხმაურება და ესკალაციაში აზერბაიჯანს ადანაშაულებს

    მთიან ყარაბახში გამწვავებული კონფლიქტი და განახლებული სამხედრო მოქმედებები, უკვე მეორე დღეა ნომერ პირველ თემად იქცა არაერთ მედიასაშუალებაში, მათ შორის დასავლეთში. დღეს შექმნილ სიტუაციაზე კომენტარი 39 წლის კიმ კარდაშიანმა გააკეთა, რომელსაც მისი მამის, რობ კარდაშიანის მხრიდან სომხური ფესვები აქვს. ტელევარსკვლავი სამხედრო მოქმედებების შეჩერების მოწოდებით გამოდის და კონფლიქტის ესკალაციაში აზერბაიჯანის ხელისუფლებას ადანაშაულებს.

    “ჩვენ ვლოცულობთ მამაცი კაცებისა და ქალებისთვის, რომლებიც სიცოცხლეს რისკავენ სომხეთის დასაცვად. საინფორმაციო საშუალებების ახალ ამბებს შეცდომაში შევყავართ, რადგან ეს არ არის შეტაკება. სომხეთი აზერბაიჯანის შეტევის და დეზინფორმაციის კამპანიის მსხვერპლია. აზერბაიჯანი ბლოკავს მედიაში ინფორმაციას, გარდა ომის პროპაგანდის შემცველი ინფორმაციისა. ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო დამკვირვებლები, რათა ეს გამოვიძიოთ და ვთხოვთ მსოფლიო პოლიტიკურ და დიპლომატიურ თანამეგობრობას უსარგებლო ესკალაცია და ტრაგედია აღკვეთოს“– დაწერა კარდაშიანმა ტვიტერში.

    კიმმა ასევე გააზიარა ბმული, სადაც შესაძლებელია აშშ–ს ხელისუფლებისთვის წერილის გაგზავნა მოთხოვნით, რომ მათ “აზერბაიჯანის აგრესია დაგმონ და სამხედრო დახმარება შეუწყვიტონ პრეზიდენ  ილხამ ალიევს.“

    ტელევარსკვლავი მისი სომხური წარმოშობით ამაყობს. 2015 წელს ის პირველად ესტუმრა სომხეთს. გასულ წელს კი ოთხ შვილთან ერთად ამ ქვეყანაში კიდევ ერთხელ ჩავიდა. სამი შვილი მან სომხეთში მონათლა.