Category: მსოფლიო

  • თავი შეიკავეთ საქართველოში მოგზაურობისგან – გერმანია მოქალაქეებს აფრთხილებს

    თავი შეიკავეთ საქართველოში მოგზაურობისგან – გერმანია მოქალაქეებს აფრთხილებს

    გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში აუცილებლობის გარეშე ტურისტულ მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

    უწყების განცხადებით, საქართველოში ბოლო პერიოდში ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა სამნიშნა რიცხვების ქვედა დიაპაზონშია, სექტემბრის შუა რიცხვებში კი  ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა.

    საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ინფიცირების გავრცელების მაჩვენებლით ყველაზე მეტად დაზარალებულია აჭარის რეგიონი.

    საქართველომ 8 ივლისიდან ქვეყანაში შეუზღუდავი შესვლის ნებართვა შემდეგი ქვეყნებისთვის გასცა — გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია.

    15 სექტემბრიდან თუ პირდაპირი ფრენა რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი ქვეყნიდან სრულდება, პირმა ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის პასუხი უნდა წარადგინოს, ან თბილისის აეროპორტში შესვლისთანავე ტესტირება ჩაიტარონ და სანამ პასუხი ცნობილი არ გახდება, თვითიზოლაციაში დარჩნენ.

    ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული, 218 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 ადამიანი.

  • ტრამპისთვის გაგზავნილ კონვერტში მომწავლავი ნივთიერება, რიცინი აღმოაჩინეს

    ტრამპისთვის გაგზავნილ კონვერტში მომწავლავი ნივთიერება, რიცინი აღმოაჩინეს

    დონალდ ტრამპისთვის თეთრს სახლში გაგზავნილი წერილის კონვერტში მომწამვლელი ნივთიერება რიცინი აღმოჩნდა. წერილი თეთრი სახლისთვის გაგზავნილი ფოსტის შემმოწმებელმა უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა და მან თეთრ სახლამდე ვერ მიაღწია.

    CNN–ის ინფორმაციით, რიცინის დასადგენად ორი ტესტი ჩატარდა. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ პაკეტი კანადიდან არის გაგზავნილი.

    კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის პრესმდივნის, მერი-ლიზ ფაუერის განცხადებით, პაკეტის შესახებ საგანგაშო ინფორმაცია მათთვის ცნობილია და კანადელი სამართალადამცავები მჭიდროდ თანამშრომლობენ ამერიკელ კოლეგებთან. თუმცა, იმის გამო, რომ გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს, კომენტარისგან თავს იკავებენ.

    ტრამპის ადმინისტრაციას მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. გამოძიების ფედერალური ბიურო და საიდუმლო სამსახურმა გამოძიება დაიწყეს.

    ცნობისთვის, რიცინი ერთ-ერთი უძლიერესი ბიოლოგიური იარაღია, რომელიც მცენარის მარცვლიდან მოიპოვება და სიკვდილს 36-72 საათში იწვევს. მისი უმცირესი დოზის მიღებაც კი შეიძლება ფატალურად დასრულდეს.

  • მზეზე აქტიურობის ახალი  ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

    მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

    ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“.

    ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას ტექნიკური პრობლემები და სირთულეები ელის, რომელთათვისაც მომზადებაა საჭირო.

    მზის მშვიდი და აქტიური პერიოდები ერთმანეთს ყოველ 11 წელიწადში ენაცვლება. ამის შესახებ დიდი ხანია ცნობილია, თუმცა ამ მოვლენის ბუნება დღემდე ამოხსნილი არ არის. მეცნიერები “მზეზე ამინდის“ შესახებ ბევრს საუბრობენ.

    მზის ზედაპირზე აქტიურ პერიოდში უფრო მეტი გიგანტური აფეთქება ხდება, რომლის დროსაც ნასას განცხადებით გიგანტური ვარსკვლავი “კოსმოსში დამატებით ენერგიას, სინათლეს და მზის დისკოს ნივთიერებას აფრქვევს.“

    ელემენტარული ნაწილაკების ნაკადებს შეუძლია ასტრონავტები დააზიანოს, რომლებიც დედამისწის მაგნიტური ველით არ არიან დაცულები, ასევე  პრობლემები შეუქმნას რადიოკავშირს.

    “არ არსებობს ცუდი ამინდი. არსებობს მისთვის ცუდად მომზადება. კოსმოსური ამინდი არსებობს, და ამას არაფერი შეცვლის. ჩვენი საქმეა ზომები მივიღოთ.“ – ამბობს ნასას წამყვანი სპეციალისტი ჯეიკ ბლიჩერი.

    მზის მინიმალური აქტივობა, რომელიც როგორც წესი წინა ციკლის დასრულებას მოასწავებს, 2019 წლის დეკემბერში აღინიშნა. მზეზე არაპროგნოზირებადი პროცესების და სირთულეების გამო მეცნიერებს რამდენიმე თვე დაჭირდათ, რომ ამაში საბოლოოდ დარწმუნებულიყვნენ.

    ნასას გეოფიზიკოსები ამბობენ, რომ ახლა უკვე მინიმალური აქტივობის სტადიიდან გამოვედით და მაქსიმალური აქტივობის სტადიაში შევდივართ, თუმცა მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ აქტივობა არასოდეს წყდება: ის მხოლოდ მაშტაბებს იცვლის ქანქარას პრინციპით.

    “ჩვენ გულდასმით ვარეგისტრირებთ ჯერჯერობით არცთუ მრავალრიცხოვან და მცირე ზომის მზის ლაქებს, რომლებიც ახალი ციკლის დასაწყისს და განვითარებას მიგვანიშნებს . ისინი მოსალოდნელი გიგანტური ფეიერვერკების დასაწყისს მოასწავებს. რამდენიმე თვის განმავლობაში გარკეული ტენდენციის გამოვლენა გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ, რომ მზეზე ახალი ციკლი დაიწყო“ – ამბობს მზეზე დამატებითი დაკვირვებების მსოფლიო ცენტრის დირექტორი ფრედერიკ კლეტი.

    ისრით მონიშნული ლაქა მზის აქტივობის ახალი ციკლის დასაწყისზე მეტყველებს

    როგორი იქნება მზის ახალი ციკლი:

    მეცნიერების პროგნოზით მზის აქტიურობის პიკი 2025 წლის ივლისში დადგება.

    მზის აქტივობის ამჟამინდელი პერიოდი სავარაუდოდ წინა ციკლზე მშვიდი იქნება, რომელიც 2000–იან წლებში იყო.

    თუმცა, ეს არ გვაძლევს გარანტიას რომ ექსტრემალური გამოვლინებები არ იქნება. მზე რეალურად ახდენს გავლენას ჩვენს ცხოვრებაზე, და ეს გავლენა არსად წავა – ამბობენ ექსპერტები.

    მზის აქტივობის ახალი პერიოდისთვის აშშ–ში უპრეცედენტო მზადებაა: შექმილია უწყებათაშორისი სამეცნიერო ჯგუფი მზის ამინდის პროგნოზირებისა და მოქმედების გეგმის შემუშავებისთვის.

    “ნაციონალური მეტეოროლოგიური ბიურო ქვეყანას დედამიწის ამინდის ნებისმიერი ცვლილებისთვის ამზადებს. ახლა კი ვაპირებთ მზის ამინდის პროგოზიც გავაკეთოთ. პროექტში 24 ფედერალური სააგენტო მონაწილეობს“– აცხადებს ოკეანური და ატმოსფერული კვლევების თანამგზავრული ინფორმაციის ანალიზის დაგეგმვისა და პროექტების ოფისის დირექტორი, ალსაიედ ტალაატი.

  • პანდემიის გამო ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შემოსავლები მცირდება. მოუწევს თუ არა დედოფალს “ქამრის შემოჭერა“

    პანდემიის გამო ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შემოსავლები მცირდება. მოუწევს თუ არა დედოფალს “ქამრის შემოჭერა“

    ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შემოსავლები სწრაფად იკლებს კორონავირუსის პანდემიის გამო. მოუწევს თუ არა დედოფალს უფრო მოკრძალებულად ცხოვრება ან ბუკინგემის სასახლის რემონტის გადადება?

    სავარაუდოდ არა. ქამრების შემოჭერა ბრიტანეთის მოქალაქეებს მოუწევთ,  და აი რატომ:

    ელისაბედ მეორე დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტის გარნტით ცხოვრობს. გასულ წელს მან 80 მილიონ ფუნტზე მეტი მიიღო. თუმცა ეს ფული თავისუფლად იფარებოდა სამეფო ოჯახის საკუთრების მართვით მიღებული შემოსავლით – გასულ წელს ბიუჯეტში ამ გზით 330 მილიონი შევიდა, ასე რომ ბრიტანელი მოქალაქეები მოგებაში დარჩნენ.

    თუმცა, პანდემიის გამო ყველაფერი შეიცვალა.

    ე.წ. “გვირგვინის ქონებამ“ (Crown Estate)– დიდი რაოდენობით უძრავი ქონების და მიწების იმპერიამ, რომელიც მონარქს ეკუთვნის, თუმცა ბრიტანეთის მოქალაქეთა ინტერესებით იმართება, გასულ წელს რეკორდული მოგება, 345 მილიონი ფუნტი მოიტანა, თუმცა სამეფო კარი მის გაყოფას არ ჩქარობს. საქმე იმაშია, რომ (Crown Estate)–ის ძირითადი შემოსავალი უძრავი ქონების და მიწების გაქირავებაა – ათობით შენობის ლონდონის ცენტრში, მათ შორის რიჯენთ სთრითის გაყოლებაზე მდებარე კომერციული ფართების,   რითეილ პარკების, პროვინციაში მდებარე სავაჭრო ცენტრების და ზღვის ფსკერისაც კი.

    ლოკდაუნის გამო მაღაზიები პრაქტიკულად დაიხურა, ოფისები დაცარიელდა. შედეგად, არენდატორები ზარალში არიან, გადახდას აგვიანებენ და ფასდაკლებებზე ვაჭრობენ. სამი თვის მანძილზე  მარტის ბოლოდან ივნისის ბოლომდე Crown Estate–მა მისი კუთვნილი არენდის გადასახადის მხოლოდ მესამედი შეაგროვა – უყვება მმართველი დენ ლებადი გაზეთ Financial Times–ს.

    ყველაზე ცუდად საქმეები ლონდონის ცენტრში მიდის, სადაც მაღაზიებმა მხოლოდ იჯარის ნახევარი გადაიხადეს. შემდეგი სამი თვეც ლებადის თქმით ზუსტად ასეთივე იქნება. 2020/2021 ფინანსური წლისთვის სამეფო ოჯახი მოგების და მათი საკუთრების ღირებულების შემცირებას ელოდება. ამის შესახებ ლებადმა პარლამენტისთვის განკუთვნილ წლიურ ანგარიშში დაწერა, რომელიც ამ კვირას გამოქვეყნდა.

    ასეთი კრიზისის ფონზე Crown Estate შემოსავლების გაყოფას არ ჩქარობს: გასული წლის მოგებიდან – 345 მილიონი ფუნტიდან ხაზინაში ჯერჯერობით დაახლოებით 87 მილიონია გადარიცხული, რაც ზუტსად სამეფო ოჯახის წლიური სუბსიდიის შესაბამისი თანხაა.

     

    როგორ იფარება სამეფო ოჯახის ხარჯები ბრიტანეთში:  როგორც უკვე გითხარით, დედოფლის საკუთრებაშია Crown Estate, რომლის შემოსავალი წელიწადში საშუალოდ 330 მილიონი ფუნტია. ეს შემოსავალი ხაზინაში შედის. ამის შემდეგ კი მისი 25% სამეფო ოჯახის სუბსიდიის სახით გამოიყოფა, რაც მინიმუმ 82 მილიონი დოლარია.

     

    როგორი იქნება 2020 წელს სამეფო ოჯახის სუბსიდია, ჯერჯერობით არ ვიცით. თუმცა, ბრიტანეთის მონარქების პოპულარობის გათვალისწინებით მთელი მსოფლიოს მაშტაბით, სავარაუდოდ ბრიტანეთში არ დაიწყებენ სერიოზულად მსჯელობას მისი დაფინანსების შემცირებაზე, სანამ სამეფო ოჯახის მიერ ხაზინაში შეტანილი პირდაპირი და ირიბი შემოსავლები მისი შენახვის ხარჯებს აღემატება.

     

    იმ ინტერესის წყალობით, რასაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახი საზოგადოებაში, ტურისტებში და ტელემაყურებლებში წვევს,  დიდი ბრიტანეთის ნაციონალური პროდუქტი ყოველწლიურად 1.5 მილიარდი ფუნტით იზრდება. ეს არის კონსალტინგური კომპანია  Brand Finance–ის გათვლები.

    თუმცა, თუ შავი დღე მაინც დადგება, სამეფო ოჯახის წევრები საარსებო წყაროს გარეშე მაინც არ დარჩებიან. საბიუჯეტო გრანტის გარდა მათ შემოსავლის სხვა წყაროებიც აქვთ.

    ელისაბედ მეორეს პირადად ეკუთვნის შოტლანდიაში ბალმორალის ციხესიმაგრე,  ინგლისის ნორფოლკში სანდრინგემის სასახლე და ლანკასტერის საგრაფო, რომელსაც მისთვის წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი ფუნტის შემოსავალი მოაქვს. ამდენივე შემოსავალს იღებს მისი შვილი, უელსის პრინცი ჩარლზი მიწებისა და უძრავი ქონებისგან, რომლებიც სხვა საინვესტიციო ფონდში – კორნუოლის საჰერცოგოშია თავმოყრილი.

    ამ ფულიდან ის იხდის წარმომადგენლობითი ფუნქციების ხარჯებს – მისი და უმცროსი თაობის, მათ შორის პრინცი უილიამის და მისი მეუღლე კეიტის ხარჯებს.

  • აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი გარდაიცვალა

    აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი გარდაიცვალა

    აშშ-ის უზენაესი სასამართლოს ლეგენდარული მოსამართლე, რუთ გინსბურგი, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    მისი გარდაცვალების მიზეზი პანკრეასის სიმსივნე გახდა. დაავადებას გინსბურგი რამდენიმე თვის განმავლობაში მკურნალობდა.

    რუთ ბეიდერ გინსბურგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას 27 წლის განმავლობაში იკავებდა. ის აშშ-ის ისტორიაში მეორე ქალი იყო, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა დაიკავა. ის მოსამართლედ 1993 წელს დაინიშნა.

    გინსბურგი გამოჩენილი ფემინისტი იყო, რომელსაც აშშ-ში ლიბერალების სიმბოლოდ იქცა.

  • 12 ნოემბრიდან აშშ-ში TikTok-ი  და WeChat-ი იკრძალება

    12 ნოემბრიდან აშშ-ში TikTok-ი და WeChat-ი იკრძალება

    შეერთებული შტატების ადმინისტრაცია გეგმავს ქვეყნის ტერიტორიაზე ჩინური აპლიკაციების TikTok-ისა და WeChat-ის აპლიკაციების დაბლოკვას. WeChat-ი კვირას, 20 სექტემბერს დაიბლოკება, ხოლო TikTok-ი 12 ნოემბერს. ამის შესახებ  შესახებ შტატების სავაჭრო დეპარტამენტმა განაცხადა.

    აშშ-ს პრეზიდენტის  ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ჩინური კომპანიები საფრთხეს უქმნიან ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას და ვინაიდან მათ წვდომა აქვთ მილიონობით ამერიკელის  პირად ინფორმაციაზე, რაც შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს ჩინეთის კომუნისტური პარტიისთვისაც.

    შეგახსენებთ, ინდოეთმა ივნისში 59 ჩინური პროგრამა აკრძალა, მათ შორის TikTok, UC Browser და WeChat მესენჯერი.

    ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, ეს პროგრამები საზიანოა სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და მთლიანობისთვის, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის.

  • კოლესნიკოვას ბრალი წარუდგინეს – მას ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას ედავებიან

    კოლესნიკოვას ბრალი წარუდგინეს – მას ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას ედავებიან

    ბელორუსის საკოორდინაციო საბჭოს წევრს, ოპოზიციონერ მარია კოლესნიკოვას ბრალი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ქმედების მუხლით წარუდგინეს.

    „გამომძიებლებმა დღეს, მარია კოლესნიკოვას ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, რაც ითვალისწინებს მოწოდებებს ისეთი მოქმედებებისკენ, რომელიც მიმართულია ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზიანის მიყენებისკენ, ჩადენილი მასმედიის ან ინტერნეტის გამოყენებით“ -წერია ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

    მას ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

    მარია კოლესნიკოვას დაკავების შესახებ 8 სექტემბერს გახდა ცნობილი, ის ამჟამად ციხეში იმყოფება.

    პოლიტიკოსი მინსკში 7 სექტემბერს გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფელი თავდაპირველად უცნობი იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ მარია კოლესნიკოვას უკრაინაში დეპორტაცია იგეგმებოდა, თუმცა პოლიტიკოსმა პასპორტი დახია, რის გამოც მისი დეპორტაცია ვერ მოხერხდა.

    ბელარუსიაში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პროტესტი არ წყდება. აქციებზე ათი ათასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. არჩევნებში ოფიციალური მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია.

  • ვენერა რუსული პლანეტაა – რუსეთის კოსმოსური სააგენტო “როსკოსმოსი”

    ვენერა რუსული პლანეტაა – რუსეთის კოსმოსური სააგენტო “როსკოსმოსი”

    “ვენერა რუსული პლანეტაა “-  ამის შესახებ რუსეთის კოსმოსური სააგენტოს “როსკოსმოსის” ხელმძღვანელმა დმიტრი როგოზინმა განაცხადა.მან ვენერაზე “წმინდა რუსული” მისია დააანონსა. როგოზინის განცხადება ორშაბათს Nature Astronomy-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს უკავშირდება, რომლის მიხედვითაც ამერიკელმა და ბრიტანელმა მეცნიერებმა ვენერას ატმოსფეროში ფოსფინის აირი აღმოაჩინეს, რაც პლანეტაზე მიკრობული სიცოცხლის შესაძლო არსებობაზე მიუთითებს.

    “ჩვენ პროგრამაში გვაქვს ვენერას კვლევის აღდგენის თემა – ამერიკულ პროექტ “ვენერა-დ”-სთან ერთად. ჩვენ ასევე განვიხილავთ დამოუკიდებელ მისიას ვენერაზე. მიგვაჩნია, რიომ ვენერა მაინც რუსული პლანეტაა”, – განუცხადა როგოზინმა ჟურნალისტებს.

    როსკოსმოსი გეგმავს ვენერაზე საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე დამოუკიდებელი ექსპედიცია გაუშვას. ვენერაზე უახლოესი მისია 2027-2029 წლებშია დაგეგმილი. ეს იქნებოდა აშშ-ის პროექტ “ვენერა-დ”-სთან ერთობლივი პროექტი, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ “როსკოსმოსი” პროექტში აშშ-ის მონაწილეობის წინააღმდეგია.

  • ყველა მენატრებით, ჯერ თითქმის არაფერი შემიძლია – ნავალნის პირველი პოსტი მოწამვლის შემდეგ

    ყველა მენატრებით, ჯერ თითქმის არაფერი შემიძლია – ნავალნის პირველი პოსტი მოწამვლის შემდეგ

    რუსმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ ინსტაგრამზე პირველი პოსტი გამოაქვეყნა.

    “გამარჯობა, ეს ნავალნია. ყველანი მენატრებით. ჯერ კიდევ თითქმის არაფერი შემიძლია, თუმცა გუშინ მთელი დღე დამოუკიდებლად ვსუნთქავდი. მთლიანად თვითონ. არავითარი დახმარება არ დამჭირდა. ძალიან მომეწონა. გასაოცარი, ბევრისგან დაუფასებელი პროცესი. რეკომენდაციას ვიძლევი”, – წერს პოსტში ნავალნი.

    https://www.instagram.com/p/CFJwV0Dly0Z/

    20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი ტომსკი-მოსკოვის თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, რის შემდეგაც თვითმფრინავი ომსკში დაეშვა და პოლიტიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს, რაც მხოლოდ რუსეტში მზადდება.

  • ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

    ალექსეი ნავალნი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს

    რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. ამის შესახებ გერმანული მედია კლინიკა „შარიტეზე“ დაყრდნობით იუწყება, სადაც ალექსეი ნავალნი 22 აგვისტოდან მკურნალობს.

    კლინიკის ინფორმაციით, ნავალნი წარმატებით გაითიშა სუნთქვის აპარატიდან და მცირე ხნით საწოლიდან წამოდგომაც შეუძლია.

    შეგახსენბთ, რომ 7 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ექიმებმა ნავალნი ხელოვნური კომიდან გამოიყვანეს.