Category: მსოფლიო

  • ისრაელში მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების წინ განმეორებითი კარანტინი ცხადდება

    ისრაელში მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულების წინ განმეორებითი კარანტინი ცხადდება

    ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მომავალ პარასკევს ქვეყანაში სამკვირიანი კარანტინი ამოქმედდება, რომელმაც კორონავირუსის გავრცელება უნდა შეაჩეროს. ისრაელში, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 9 მილიონია, ბოლო კვირების განმავლობაში ყოველდღიურად კორონავირუსის 4 000–მდე ახალი შემთხვევა ვლინდება.

    ამგვარად, ისრაელი პირველი სახელმწიფო იქნება მსოფლიოში, რომელიც თავის ტერიტორიაზე საკარანტინო ზომებს განმეორებით გამოაცხადებს. ისრაელის ხელისუფლებას კარანტინი მარტის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე ჰქონდა გამოცხადებული, როცა მსოფლიოს კორონავირუსის პირველმა ტალღამ შეუტია.

    რას გულისხმობს ისრაელში შემოღებული მკაცრი ზომები:

    • შენობაში იკრძალება 10 ადამიანზე მეტი ჯგუფის შეკრება, ქუჩაში კი 20 შეკრებილი ჯგუფის წევრების რაოდენობა 20–ს არ უნდა აღემატებოდეს.
    • იხურება სკოლები და სავაჭრო ცენტრები.
    • ქვეყნის მოქალაქეებს სახლიდან 500 მეტრზე მეტი მანძილით დაშორება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, თუ სამსახურში მიდიან.
    • არასახელმწიფო დაწესებულებები და კომპანიები არ იხურება, თუმცა კლიენტების მიღება არ შეუძლიათ.
    • მუშაობას განაგრძობს სუპერმარკეტები და აფთიაქები.

    გადაწყვეტილება ისრაელის ხელისუფლებამ დაავადებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდის ფონზე იმის შიშით მიიღო, რომ ინფექცია მორწმუნეთა შორის გავრცელდება, რომლებიც მალე მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულებს აღნიშნავენ. მათ შორის, ებრაულ ახალ წელს, რომელიც მომავალ პარასკევს დადგება.  წელს 27 სექტემბერს კი იუდაიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული – იომ ქიფური აღინიშნება.

  • გოგოს, რომელმაც სადაზღვევო თანხის – 1 მილიონი ევროს მისაღებად ხელი განზრახ მოიჭრა პატიმრობა მიესაჯა

    გოგოს, რომელმაც სადაზღვევო თანხის – 1 მილიონი ევროს მისაღებად ხელი განზრახ მოიჭრა პატიმრობა მიესაჯა

    სლოვენიის სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ახალგაზრდა ქალს, რომელმაც ხელის ნაწილი განზრახ მოიჭრა, რათა უზარმაზარი სადაზღვევო თანხა მიეღო.

    22 წლის იულია ადლესიჩი ცდილობდა სასამართლოში დაემტკიცებინა, რომ უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ის ელექტროხერხით  ხის ტოტების მოჭრას ცდილობდა. გამოძიებამ კი დაადგინა, რომ ამ შემთხვევამდე რამდენიმე თვით ადრე გოგომ და მისმა საქმრომ ხუთი სადაზღვევო პოლისი გააფორმეს და იმედი ჰქონდათ, რომ ჯამში სადაზღვევო თანხის სახით 1 მილიონ ევროს მიიღებდნენ უბედური შემთხვევის.

    ადლესიჩის გარდა ლუბლიანას სასამართლომ სადაზღვევო აფიორაში დამნაშავედ მისი საქმროც ცნო. სებასტიან აბრამოვს სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა. მის მამას – ერთწლიანი პირობითი სასჯელი. საქმეში დედაც ფიგურირებდა, თუმცა ის საბოლოოდ უდანაშაულოდ ცნეს.

    ბრალდებას ყველა მათგანი უარყოფდა.

    ინციდენტი, რომლის დროსაც ბრალდებულის მტკიცებით მან შემთხვევით დაკარგა მარცხენა ხელის მტევანი, 2019 წლის იანვარში, აბრამოვის მამის სახლში მოხდა. პოლიციამ მაშინვე საეჭვოდ ჩათვალა ის ფაქტი, რომ საქმრომ დაზარალებული საავადმყოფოში მიიყვანა, თუმცა თან არ მიუტანია მისი ხელის მტევანი.

    გამოძიებამ ჩათვალა, რომ ეს განზრახ გაკეთდა, რათა ინვალიდობა სამუდამო ყოფილიყო. თუმცა , პოლიციელებმა შეძლეს საავადმყოფოში გოგოს ხელის მტევანი დროულად მიეტანათ, რის შედეგადაც მას ხელის მტევანი მიაკერეს და ხელი აღუდგინეს.

    ამასთან, დადგინდა, რომ უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე აბრამოვი ინტერნეტით ეძებდა პასუხს კითხვაზე – როგორ მუშაობს პროტეზიანი ხელი.

    აბრამოვი ასევე ეჭვმიტანილი იყო მისი ყოფილი მეგობარი გოგოს მკვლელობაში, რომელიც 2015 წელს ცეცხლსასროლი იარაღით დაიღუპა. ადგილობრივი პრესა, რომელიც პროცესის მიმდინარეობას დეტალურად აშუქებდა, წერს, რომ ადლესიჩი და აბრამოვი მას შემდეგ დაინიშნნენ, რაც საქმრო უკვე განსასჯელის სკამზე იჯდა.

    იულია ადლესიჩი, რომელმაც გამოძიების პერიოდი შინაპატიმრობაში გაატარა, სასამართლოს სხდომებზე გამომწვევი სამოსით დადიოდა, რის გამოყენებასაც ადვოკატები მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ცდილობდნენ. მათი ლოგიკით, გოგოს, რომელსაც უნდა მიმზიდველად გამოიყურებოდეს არ შეეძლო საკუთარი ხელი განზრახ მოეჭრა, თუმცა სასამართლომ დაცვის ეს არგუმენტი არ გაიზიარა.

  • სომხეთში საკარანტინო შეზღუდვები 2021 წლის 11 იანვრამდე იმოქმედებს

    სომხეთში საკარანტინო შეზღუდვები 2021 წლის 11 იანვრამდე იმოქმედებს

    სომხეთში კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინი 2021 წლის 11 იანვრამდე გახანგრძლივდა. შესაბამისი ბრძანება ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

    მთავრობის გადაწყვეტილებით, საკარანტინო ვადის ამოწურვამდე, ქვეყანაში შესვლა სახმელეთო საზღვრიდან იკრძალება. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ დიპლომატებისა და მათი ოჯახებისთვის. ქვეყანაში, ასევე, შესვლა შეეძლება სომხეთში დაკრძალვაზე და პანაშვიდებზე დასასწრებად ჩასულ პირებს. ქვეყნაში შესვლა არ აკრძალულა მძღოლებისთვის, რომლებიც საერთაშორისო გადაზიდვებზე მუშაობენ.

    სომხეთის ტერიტორიაზე შემსვლელმა ყველა ადამიანმა სავალდებულო სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.

    ცნობისთვის, სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 45 503- მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

    ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში “კოვიდ 19”-ს კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 909-ს მიაღწია.

  • აფეთქებიდან 1 თვის შემდეგ ბეირუთის პორტში ხანძარია (ვიდეო)

    აფეთქებიდან 1 თვის შემდეგ ბეირუთის პორტში ხანძარია (ვიდეო)

    ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ერთი თვის წინ მომხდარი ძლიერი აფეთქების შემდეგ, პორტში ხანძარი გაჩნდა. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საბურავების და საწვავის საწყობს გაუჩნდა.

    ცეცხლის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხორციელდება, ჩაქრობის ოპერაციაში სახანძრო მანქანები და ვერტმფრენები არიან ჩართული. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, არიან თუ არა დაშავებულები ან გარდაცვლილები.

    https://www.facebook.com/Reuters/videos/1015378055578978/

    4 აგვისტოს ღამით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გარდაიცვალა სულ მცირე 100 ადამიანი, უსახლკაროდ დარჩა 300 000, დაშავებულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა. აფეთქების მიზეზი პორტის საწყობში შენახული ამონიუმის ნიტრატის აფეთქება გახდა.

  • ალექსეი ნავალნი გონს მოვიდა, მას საუბარი შეუძლია – გერმანული მედია

    ალექსეი ნავალნი გონს მოვიდა, მას საუბარი შეუძლია – გერმანული მედია

    რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი ნავალნი გონს მოვიდა და საუბარი შეუძლია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel წერს.

    „მას საუბარი და ალბათ, იმის გახსენებაც შეუძლია, რაც მოხდა. მისი განცხადებები, შესაძლოა, სახიფათო იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ თავდასხმის უკან დგას,“ – წერს Spiegel-ი.

    Spiegel-სა და Bellingcat-ის ინფორმაციით, პოლიცია მკვლელობის მორიგ მცდელობებს არ გამორიცხავს, სწორედ ამიტომ ბერლინის სახელმწიფო კრიმინალურმა პოლიციამ რუსი ოპოზიციონერის დასაცავად უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

    ნავალნი​ გასულ თვეში მოწამლეს, ის კომაში იყო. გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, რომ ალექსეი ნავალნი ქიმიური ნერვული აგენტით, ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს, რომელიც მხოლოდ რუსეთში მზადდება. რუსეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს.

  • კარანტინი აღარ იქნება: ევროპამ გადაწყვიტა შვედეთის მაგალითს მიბაძოს

    კარანტინი აღარ იქნება: ევროპამ გადაწყვიტა შვედეთის მაგალითს მიბაძოს

    ევროპა კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ პირველი სრული ზამთრისთვის და პანდემიის მეორე ტალღისთვის ემზადება, თუმცა მყარად აქვს გადაწყვეტილი, რომ აღარ დაუშვებს იმის მსგავს კარანტინს, რომელმაც გაზაფხულზე ევროპის კონტინენტზე ცხოვრების სრული პარალიზება გამოიწვია. შვედეთის მოდელი, რომელიც თავდაპირველად კრიტიკას იწვევდა, ახლა უკვე ყველაზე ოპტიმალურად სახელდება. მითუმეტეს, რომ მაგალითად ლონდონში და სტოკჰოლმში კორონავირუსის გავრცელების ტემპები დაახლოებით ერთნაირი აღმოჩნდა, მიუხედავად მასთან ბრძოლის სხვადასხვა სტრატეგიისა, რომლებიც ამ ქვეყნებმა აირჩიეს. ამის შესახებ კვლევის შედეგები მეტყველებს. შვედეთს არასოდეს ჩაუკეტავს ქვეყანა და არ გამოუცხადებია კარანტინი. თუმცა, საყოველთაოდ იცავდნენ დისტანციას და სანიტარულ ნორმებს. მაშინ, როდესაც ბრიტანეთმა მკაცრი საკარანტინო ზომები შემოიღო.  საყოველთაო კარანტინი მეტისმეტად ძვირად დაუჯდა დანარჩენ ევროპას – საზოგადოებას და ეკონომიკას, ამიტომაც პოლიტიკოსები ეძებენ არგუმენტებს ვირუსთან თანაცხოვრების სასარგებლოდ და არა მისგან სრული იზოლაციის გზებს.

    და სულ უფრო ხშირად პოულობენ ამ არგუმენტებს.

    ზაფხულში ლოქდაუნის გაუქმებამ დაავადებულთა რიცხვის ზრდა გამოიწვია, თუმცა ამჟამად ევროპაში არც სიკვდილიანობის მატებაა და არც ჰოსპიტალიზაციის ტალღა. ადამიანები დაიღლნენ, იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც კარანტინით უკმაყოფილოა და პროტესტს გამოთქვამს. ბიზნესის, მოსახლეობის და სახელმწიფოს შემოსავლები იკლებს, ეკონომიკის ხელოვნურ კომაში შესანარჩუნებლად საჭირო ხარჯები კი იზრდება და უკვე დაუძლეველი ხდება.

    ეს ყველაფერი ევროპელებს იმედს აძლევს, რომ ზამთარში კარანტინი არ იქნება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მედიცინაც, მოქალაქეებიც და ბიზნესიც თანდათან ადაპტირდება ვირუსთან ერთად ცხოვრებასთან: ატარებენ ნიღბებს, იბანენ ხელებს, ინარჩუნებენ დისტანციას, მუშაობენ სახლიდან. ემოციური იტალიელები და ესპანელები თავშეკავებული სკანდინავიელებივით იქცევიან და იმედი აქვთ, რომ მეორე ტალღას შვედური გზით გაივლიან – არ დახურავენ მაღაზიებს, კაფეებს, ოფისებს და საზღვრებს.

    ახალი კარანტინის წინააღმდეგ უკვე გამოვიდნენ კონტინენტის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები: გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

    “ ჩვენ ვერ მივცემთ საკუთარ თავს უფლებას ქვეყანაში ცხოვრება გავაჩეროთ, რადგან კარანტინს უამრავი მავნე გვერდითი მოვლენა აქვს. შეუძლებელია, რომ რისკები საზოგადოებაში ნულამდე შემცირდეს. “– თქვა მაკრონმა  საკუთარ რეზიდენციაში მერკელთან შეხვედრამდე.

    მაკრონთან შეხვედრის შემდეგ ფორტ ბრეგანსონში მერკელმა თქვა, რომ ევროკავშირში არავის უნდა გაზაფხულის კოშმარის გამეორება, როცა პლანეტაზე უმსხვილესი სავაჭრო და პოლიტიკური კავშირის 450 მილიონი მოქალაქე ერთმანეთისგან იზოლირებული და გამოკეტილი აღმოჩნდა.

    “როგორც პოლიტიკოსები, ჩვენ ვცდილობთ ნებისმიერ ფასად ავიცილოთ თავიდან საზღვრების ახალი ჩაკეტვა. ამისათვის ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ“– თქვა მერკელმა.

    კორონავირუსის გამო ევროკავშირის 27 ქვეყანა არა მხოლოდ დანარჩენი სამყაროსგან იზოლირდა და შენგენის ზონა ჩაკეტა, არამედ ერთმანეთისგანაც. კვლავ გაიხსენეს შლაგბაუმები შიდა საზღვრებზე, რომლებიც ათწლეულებია აღარ გამოუყენებიათ.

    ადამიანებმა შვებულებისას მოგზაურობა შეწყვიტეს, რამაც ლოქდაუნის სხვა შედეგებთან ერთად ევროკავშირის ეკონომიკას გიგანტური კოლოსალური ზიანი მიაყენა. ევროკავშირის ეკონომიკა, რომლის მოცულობა 14 ტრილიონი ევროა წელიწადში, მსოფლიოში მეორეა ამერიკის შემდეგ. კორონავირუსმა ეკონომიკის ზრდას ბოლო მოუღო: წელს მისი ვარდნა 8%–ს გადააჭარბებს და მას 1 ტრილიონ ევროზე მეტი დააკლდება.

    პირველი ტალღის დროს – თებერვლიდან ივნისამდე მომსახურების საკვანძო სექტორი 16.4%–ით შემცირდა, კონკრეტულად ტურისტული მომსახურებები კი 75%–ით.

    ზაფხულის შუა პერიოდში გამოცოცხლება შეინიშნებოდა მხოლოდ სარესტორნე ბიზნესში, თუმცა იქაც ბრუნვები ნახევრამდე ძლივს აღდგა. სასტუმროები და ავიაკომპაიები ღრმა კრიზისში რჩებიან და კოვიდამდელ მაჩვენებელს 70%–ით ჩამორჩებიან.

    ასეთი ტემპებით ბიზნესი არა მხოლოდ მეორე ტალღას ვერ გადაიტანს, არამედ მეორე ტალღამდე შეიძლება ვერც მიაღწიოს.

    რა თქმა უნდა, მეორე ტალღა შესაძლოა ახალი ძალით არც დაბრუნდეს, თუმცა მისი მოლოდინი გამძაფრდა სკოლების და უმაღლესი სასწავლებლების სრულად ამოქმედებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული დატვირთვის შემდეგ. აციებასთან ერთად კი ადამიანები შენობებში მეტ დროს გაატარებენ, სადაც დაინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ტერასებზე და ღია სივრცეებში.

    თუმცა ფაქტია, რომ ევროპა ცდილობს პანდემიის გამწვავება კარანტინის გარეშე გადაიტანოს.

    ახალი კარანტინის შესაძლებლობას გამორიცხავს იტალიის ჯანდაცვის მინისტრი რობერტო სპერანცა. სააგენტო ბლუმბერგთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ ახლა საავადმყოფოები უკეთ არიან მომზადებული, ანალიზები უფრო სწრაფად კეთდება, დაინფიცირებულთა საშუალო ასაკი 30 წელია, რომელთაგან უმეტესობას სიმპტომებიც კი არ აქვს, ქვეყნის მაშტაბით კი აგვისტოს ბოლოსთვის რეანიმაციაში 66 პაციენტი იწვა, როცა პანდემიის საგაზაფხულო პიკზე რეანიმირებულ პაციენტთა რიცხვი 4068 იყო.

    იგივე სულისკვეთებას გამოხატავს მისი გერმანელი კოლეგა. იენს შპანი ამბობს, რომ კარანტინი ქვეყნის მაშტაბით აღარ გამოცხადდება და ისინი შემოდგომა–ზამთრის პერიოდს თავდაჯერებულები ხვდებიან. მისი თქმით, მედიკოსებმა და ჩინოვნიკებმა ბოლო ექვსი თვის მანძილზე ეპიდემიასთან წერტილოვანი ბრძოლა ისწავლეს. შესაძლებელია კერების გამოვლენა და იზოლირება ისე, რომ “მაშტაბურ დაბომბვას“ არ მიმართონ.

    რაც უფრო მეტი დრო გადის მომაკვდივნებელი ვირუსის წინაშე პირველი შიშის შემოტევიდან და რაც უფრო მკაფიო ხდება ეკონომიკური და სოციალური კრიზისის კონტურები, მით მეტი კრიტიკოსი ყავს “გადამწვარი მიწის“ ტაქტიკას, რომელსაც მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერმა მიმართა პანდემიის პირველ თვეებში.

    პოლიტიკოსებს კი სულ უფრო ნაკლები სურვილი რჩებათ ამომრჩეველზე ექსპერიმენტი გაიმეორონ.

    “ნებისმიერ ფასად უნდა ავიცილოთ თავიდან უკიდურესი ზომები, რომლებიც იძულებული ვიყავით გამოგვეყენებინა მარტში და აპრილში, რადგან სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ზომები აუტანელია„ – თქვა ორშაბათს პორტუგალიის პრემიერმა ანტონიუ კოშტამ.

    შეაძლოა, ხელისუფლებას მეტისმეტი მოუვიდა, თუმცა მაშინ მეტი გზა არ იყო – ამბობს გერმანიელი მინისტრი შპანი.

    „მარტში სიტუაცია განსხვავებული იყო, ვიდრე ახლა, სექტემბერში. ნაკლები ცოდნა გვქონდა და სხვა დინამიკა იყო. მაშინ ერთადერთი სწორი და საჭირო გადაწყვეტილება იყო ზომების მიღება და ჩვენ ეს გავაკეთეთ, რომ ადამიანები დაგვეცვა„– თქვა მან.

    ამ ხნის მანძილზე ექიმებმა გაარკვიეს, როგორ უნდა უმკურნალონ ეფექტურად კორონავირუსით დაავადებულებს, მეცნიერებმა რამდენიმე ვაქცინა შექმნეს და ახლა მათი ტესტირება მიმდინარეობს, ხელისუფლებებმა ჯანდაცვის სისტემა გააძლიერეს, ჩააქრეს მომაკვდინებელი აფეთქებები ხანდაზმულთა სახლებში, ააწყვეს მასობრივი ტესტირების სისტემა, ისწავლეს დაავადებულთა კონტაქტების კვლევა და ლოკალური კარანტინების შემოღება.

    სიკვდილიანობა აზიაში და ევროპაში პრაქტიკულად აღარ არის, ამასთან ერთად კი გაქრა შიში ახალი პანდემიის მიმართ.

    ბიბისი წერს, რომ უკმაყოფილო ხალხი ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნებას მოითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვირუსზე მეტ ზიანს მსოფლიოს მასთან ბრძოლა მიაყენებს. “სანიტარული ამბოხებები“ მთელ ევროპას მოედო, ყველაზე ხმაურიანი პროტესტი კი ამ მხრივ გერმანიაში იყო.ყოველი მეათე გერმანელი მკაცრი სანიტარული ნორმების და შეზღუდვების წინააღმდეგია. ისინი საპროტესტო აქციებზე კონსტიტუციით ხელში გამოვიდნენ.

    ხელისუფლება კი ამბობს, რომ ყველაფერს თავისი დროო აქვს:

    “ამ ვირუსთან ერთად ცხოვრება დიდხანს მოგვიწევს. პრობლემა კვლავინდებურად სერიოზულია, თუ შეიძლება მას ისევ სერიოზულა მოეკიდეთ“– თქვა კანცლერმა მერკელმა და ყველას შეახსენა, რომ ეპიდემიის შეკავება შემოდგომა–ზამთარში უფრო რთულია და ამიტომ სანამ ეკონომიკა და ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება, ხალხმა ნიღბები უნდა ატაროს, წვეულებებზე უარი თქვას და სიფრთხილე შეინარჩუნოს.

    მისი ავტსრიელი კოლეგა, სებასტიან კურცი თვლის, რომ მომავალი წლის ზაფხულამდე ცხოვრება ძველებურ კალაპოტს ვერ დაუბრუნდება და ქვეყანაში სანიტარული ნორმების გამკაცრებაზე საუბრობს. მიზანი პანდემიის შეკავებაა ისე, რომ ქვეყანას საკარანტინო ზომების შემოღება არ დასჭირდეს.

    მას მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტიც:

    “ჩვენი მთავარი ამოცანაა ხალხი სამსახურებს დაუბრუნდეს. მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია  კიდევ ერთი მაშტაბური კარანტინის თავიდან აცილებისკენ. უკვე გვაქვს გამოცდილება და ვიცით, რომ ვერაფერს გამოვრიცხავთ, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს.“– ამბობს მაკრონი.

  • კოვიდ19-ის ახალი ცხელი წერტილები ამერიკაში

    კოვიდ19-ის ახალი ცხელი წერტილები ამერიკაში

    ამერიკის შეერთებული შტატების შუა დასავლეთ შტატებში პანდემიური ვითარება გაუარესდა. მზარდი მონაცემები ფიქსირდება აიოვაში, სამხრეთ დაკოტასა და კიდევ რამდენიმე შტატში.

    კოვიდ19-ზე ჩატარებული ტესტების 15 პროცენტზე დადებითი პასუხი მოვიდა აიოვას შტატში, 19% დაკოტაში ხოლო ჩრდილოეთ დაკოტაში 18% – მონაცემებს სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

    სპეციალისტები აიოვაში და სამხრეთ დაკოტაში პანდემიური ვითარების გაუარესებას კოლეჯების გახსნას და მოტომრბოლელთა საპროტესტო აქციებს უკავშირებენ.

    კოვიდ19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება კენზასის, აიდაჰოსა და მისურის შტატებშიც. პანდემიური მაჩვენებლების ზრდა ამერიკაში ბოლო 7 კვირის განმავლობაში არ ფიქსირდებოდა და გარდაცვლილთა რაოდენობა გასულ თვეებთან შედარებით შემცირებული იყო და ბოლო თვეში დაახლოებით 6 100 ადამიანი დაიღუპა.

    როიტერის მონაცემებით ერთ სულ მოსახლეზე ამერიკის შეერთებულ შტატები გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში მეთორმეტე ადგილს იკავებს. ანუ 100 000 ადამიანზე ამერიკაში 58 ადამიანი კვდება კოვიდ19-ით.

    მსოფლიო მასშტაბით ამერიკაში კოვიდ19 ყველაზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა 6.3 მილიონ ადამიანს. მეორე ადგილზე ინდოეთია სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა 4.3 შეადგენს, ბრაზილიაში კოვიდ19-ი დაუდასტურდა 4.1 მილიონ ადამიანს.

    ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად 26 სექტემბრისთვის შტატებში კოვიდ19-ით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 200 000-დან 211 000-მდე იქნება.

    ვაშინგტონის უნივერსიტეტის მონაცემებით კი წლის ბოლოსთვის ამერიკაში კოვიდ19-ით 410 000 ადამიანი იქნება გარდაცვლილი.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ბელარუსის ხელისუფლებამ გაუჩინარებული მარია კოლესნიკოვა საზღვრის კვეთისთვის დააკავა

    ბელარუსის ხელისუფლებამ გაუჩინარებული მარია კოლესნიკოვა საზღვრის კვეთისთვის დააკავა

    ბელარუსის ხელისუფლებისა და სახელმწიფო მედიასაშუალებების ინფორმაციით, ოპოზიციონერმა მარია კოლესნიკოვამ უკრაინის საზღვარის უკანონი კვეთისას დააკავეს.

    კოლესნიკოვასთან ერთად დააკავეს კიდევ ორი ოპოზიციონერი — ივან კრავცოვი და ანტონ როდნენკოვი. სამთავრობო მედია იუწყება, რომ ისინი ცდილობდნენ, საზღვარი უკანონოდ გადაეკვეთათ, რა დროსაც პოლიციამ მათი დაკავება შეძლო.

    ისინი 7 სექტემბერს დილით გაუჩინარდნენ და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. თვითმხილევლთა ცნობით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული და ნიღბიანი ადამიანები მივიდნენ რის შემდეგაც კოლესნიკოვა ძალის გამოყენებით აიყვანეთ მიკროავტობუსში, რომელსაც “Связь” ესწერამიკროვატობუსი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

    მანამდე, სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი ამბობდა, რომ სამივე მათგანი უკრაინაში სასაზღვრო პუნქტის გავლით მოხვდა. ახალ ვერსიაში კი საზღვრის სამსახური აცხადებს, რომ სამი მათგანმა მანქანით სცადა პუნქტის გარღვევა, თუმცა კოლესნიკოვა მაქანიდან გადმოაგდეს, დანარჩენებმა კი სხვლა განაგრძეს.

    ბელარუსში საპროტესტო აქციებზე აკავებენ ათეულობით ადამიანს, ოპოზიციის წევრებს კი დაკითხვებზე იბარებენ. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაციაც დაკარგულებზე.

  • ალექსეი ნავალნი კომიდან გამოვიდა

    ალექსეი ნავალნი კომიდან გამოვიდა

    ბერლინში მდებარე კლინიკა, შარიტეს ექიმებმა ალექსეი ნავალნი ხელოვნური კომის მდგომარეობიდან გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა ავრცელებს.

    “პაციენტი გამოყვანილია სამედიცინო კომიდან და მოხსნილია ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან. ჯერ კიდევ ნაადრევია მძიმე მოწამვლის გრძელვადიან შედეგებზე საუბარია”, – ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

    2 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი ნოვიჩოკის ჯგუფის ნივთიერებით მოწამლეს. სწორედ, ნოვიჩოკით მოწამლეს სერგეი და იულია სკრიპალი დიდ ბრიტანეთში.

  • ბელარუსში ოპოზიციის ლიდერი გაიტაცეს, მისი ადგილსამყოფელი უცნობია

    ბელარუსში ოპოზიციის ლიდერი გაიტაცეს, მისი ადგილსამყოფელი უცნობია

    მინსკში უცნობმა პირებმა საპროტესტო აქციების ლიდერი და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი მარია კალესნიკოვა გაიტაცეს. იტყობინება გამოცემა tut.by-ი.

    გავრცელებული ცნობით, დღეს დილით, დაახლოებით 10:05 საათზე, ნიღბიანმა პირებმა კოლესნიკოვა ხელოვნების ეროვნულ მუზეუმთან დააკავეს, ჩასვეს მანქანაში წარწერით “სობოლი” რომელიც სპეცდანიშნულების რაზმს ეკუთვნის და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

    გამოცემის ინფორმაციით, ის დილით საქმეებზე იყო ქალაქში გასული და მას შემდეგ ვერ უკავშირდებიან. მათივე თქმით, დილით კალესნიკოვას ტელეფონი ჩართული იყო, თუმცა მას არავინ პასუხობდა, მოგვიანებით კი მიუწვდომელი გახდა.

    ბაბარიკა სამართალდამცავებმა დააკავეს და ცესკომ რეგისტრაციაზეც არ დაუშვა. ამის შემდეგ, კალესნიკოვა საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ერთიან კანდიდატის, სვიატლანა ციხანოუსკაიას შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდა.