აშშ–ს ნაციონალური საფეხბურთო ლიგის ლეგენდამ, ჯო მონტანამ და მისმა ცოლმა ჯენიფერმა შაბათს საღამოს მათი შვილიშვილის გატაცების მცდელობა აღკვეთეს.
ბოროტმოქმედი მალიბუში მდებარე მათ სახლში შეიპარა და მანეჟიდან ცხრა თვის მძინარე გოგონა ამოიყვანა.
ცოლ–ქმარმა დროულად შენიშნა გამტაცებელი და თავიდან მშვიდად მოთხოვეს ბავშვი მათთვის გადაეცა. შემდეგ კი როგორც ლოს ანჯელესის ოლქის შერიფის ინფორაციაშია ნათქვამი “მცირე შეხლა–შემოხლის შემდეგ გოგონა უვნებლად აღმოჩნდა ბებიის ხელში“.
გამტაცებელი გაიქცა, თუმცა ის პოლიციამ მალევე დააკავა.
“საშიში სიტუაცია იყო, მაგრამ საბედნიეროდ ყველა კარგად ვართ. მადლობა რომ პატივს სცემთ ჩვენს პრივატულობას ასეთ დროს.“– დაწერა ჯოზეფ მონტანამ ტვიტერზე.
ქალს სახელად სოდსაი დელზელს საცხოვრებელ სახლში უკანონო შეჭრასა და ადამიანის გატაცების მცდელობაში ედება ბრალი. მის შესახებ სხვა დეტალები არ ხმაურდება.
64 წლის მონტანას პოპულარობის პიკი 1980–იან წლებში იყო, როცა მან სან ფრანცისკოს ფორტი ნაიერსის გუნდთან ერთად ოთხჯერ მოიპოვა აშშ–ს თასი.
ის ყველა დროის ერთ–ერთ საუკეთესო ფორვარდერ გამთამაშებლად ითვლება.
ამერიკული ფეხბურთი ევროპულისგან არსებითად განსხვავდება და ის აშშ–ში ძალიან პოპულარულია, თუმცა მის ფარგლებს გარეთ ნაკლებად არის ცნობილი. ფეხბურთელებს დიდი ფიზიკური ძალა ესაჭიროებათ, რადგან თამაშის წესები მათ სირბილისას ერთმანეთთან შეჯახების უფლებასაც აძლევს.
აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაკეტილია. ამის შესახებ გამოცემა report.az იუწყება.
30 სექტემბრის ჩათვლით აზერბაიჯანის ავიახაზების ყველა რეისი ნახიჩევანის მიმართულებით გაუქმებულია.შეჩერებულია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქო-ნახიჩევანი-ბაქოს რეისები, ასევე გაუქმდა ბაქო-ლონდონი-ბაქო და ბაქო-ბერლინი-ბაქო რეისები, რომლებიც პირველი და 2 ოქტომბრისთვის იყო ჩანიშნული.
შეგახსენებთ, ყარაბაღში 27 სექტემბერს მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. ამჟამად იქ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1 002 389-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კოვიდ 19-ით 33 306 022 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 24 637 458 – გამოჯანმრთელდა.
კოვიდ 19-ით ყველაზე მეტი ადამიანი აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაშია დაინფიცირებული. ყველაზე მეტი დაღუპული ასევე აშშ-შია, მეორე ადგილზეა ბრაზილია, მესამეზე კი – ინდოეთი.
აზერბაიჯანის ზოგიერთ რეგიონსა და ქალაქში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პარლამენტმა პრეზიდენტის ბრძანება დაამტკიცა. გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მილი-მეჯლისმა საგანგებო სხდომაზე მიიღო, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე განვითარებული მოვლენების ფონზე მოიწვიეს. გადაწყვეტილებას ქვეყნის პრეზიდენტი 48 საათში დაამტკიცებს.
დღეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე სამხედრო შეტაკებები განაახლეს. ამ დროისთვის დაღუპულია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და 10 სომეხი ჯარისკაცი.
რომის პაპმა ფრანცისკემ საკვირაო ქადაგებაში ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტზე ისაუბრა და კავკასიას მშვიდობისაკენ მოუწოდა. რომის პაპი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს მონახონ “კეთილმოსურნე და ძმური გზა” კონფლიქტის განსამუხტად.
კათოლიკური ეკლესიის მეთაურის თქმით, საჭიროა ლიდერებმა გამოიყენონ დიალოგი და მოლაპარაკებები და არა ძალა და შეიარაღება. ქადაგების დასასრულს, პაპმა ყველა ქრისტიანს მოუწოდა, ილოცონ მასთან ერთად კავკასიის მშვიდობისათვის.
დღეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე სამხედრო შეტაკებები განაახლეს. ამ დროისთვის დაღუპულია რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და 10 სომეხი ჯარისკაცი.
“ვდგავართ ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე სამხრეთ კავკასიაში, არ დაუშვას თურქეთის ჩართვა კონფლიქტში “- ამის შესახებ მოსახლეობისადმი მიმართვისას სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„მოვუწოდებ ეუთოს მინსკის ჯგუფს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს ვითარების სერიოზულობაზე. ჩვენ ვდგავართ ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე სამხრეთ კავკასიაში, რასაც შეიძლება ჰქონდეს ყველაზე არაპროგნოზირებადი შედეგები. ომი შეიძლება გასცდეს რეგიონის საზღვრებს და მიიღოს გაცილებით ფართო მასშტაბი. მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა ბერკეტი და არ დაუშვას თურქეთის ჩართვა კონფლიქტში“ , – განაცხადა ფაშინიანმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი თვლის, რომ ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი ალიაქსანდრ ლუკაშენკა ნებაყოფლობით უნდა წავიდეს.
“ცალსახაა, რომ ლუკაშენკო უნდა წავიდეს; მიმდინარე საპროტესტო აქციები პრეზიდენტის ძალაუფლების კრიზისის მაჩვენებელია”, – ამბობს მაკრონი.
“ეს არის ძალაუფლების კრიზისი, ავტორიტარული მთავრობისა, რომელიც ვერ მიიღებს დემოკრატიის ლოგიკას და იმართება ძალმომრეობით”, – ამ სიტყვებით აღწერა მაკრონმა ბელარუსში არსებული სიტუაცია 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.
ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციები რამდენჯერმე დაარბიეს და ათასობით ადამიანი დააკავეს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა და ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. ინფორმაციას ალიევის პრესსამსახური ავრცელებს.
“ერდოღანმა დაურეკა ალიევს და მიუსამძიმრა აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების დაღუპვის გამო, რაც შეხების ხაზზე სომხეთის სამხედრო პროვოკაციის შედეგად მოხდა. ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანის გვერდით დგას”, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
აზერბაიჯანული მხარის ცნობით, სომხეთის მიერ დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეებს შორის. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო.
ბელარუსში სახელისუფლებო არხები, Беларусь 1-ი და ОНТ-ი დაჰაკეს და პირდაპირ ეთერში გაუშვეს ვიდეო კადრები, რომლებზეც ჩანს, როგორ სცემს და არბევს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ოპოზიციური გამოცემა ავრცელებს.
ტელეგრამარხზე “კიბერპარტიზანების” პოსტი გამოჩნდა, წარწერით:”თუ ბელტელე რადიოკომპანიას არ სურს ხალხს სიმართლე აჩვენოს, ამას ჩვენ გავაკეთებთ”
ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები არ წყდება. საზოგადოების ნაწილი არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ცნობს და ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს. სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციები რამდენჯერმე დაარბიეს და ათასობით ადამიანი დააკავეს.
ახალკაზრდა მამაკაცი, რომელიც პარასკევს დიდი დანით ხელში პარიზში შარლი ებდოს ყოფილ ოფისთან ორ ადამიანს თავს დაესხა აღიარებს, რომ მისი სამიზნე სატირული ჟურნალი შარლი ებდო (Charlie Hebdo) იყო. 18 წლის პაკისტანელი ფრანგული მედიის ინფორმაციით აცხადებს, რომ უნდოდა შური ეძია გამოცემაში გამოქვეყნებული მუჰამედის ახალი კარიკატურების გამო.
2015 წელს, როცა გამოცემამ პირველად გამოაქვეყნა ეს კარიკატურები, ისლამისტები რედაქციას თავს დაესხნენ. მაშინ ჟურნალის 12 თანამშრომელი გარდაიცვალა.
რედაქცია მას შემდეგ ამ ოფისიდან გადავიდა და ახალ მისამართს დღემდე ასაიდუმლოებს. შენობაში, სადაც ადრე შალი ებდოს ოფისი იყო, ამჟამად სატელევიზიო კომპანიის ოფისია.
დაჭრილი ქალი და კაცი ტელეკომპანიის თანამშრომლები არიან, რომლებიც ტელევიზიისთვის სიუჟეტს იღებდნენ. თვითმხილველის თქმით ისინი ოფისის წინ სიგარეტს ეწეოდნენ, როცა მან ყვირილის ხმები გაიგო. ამის შემდეგ კი დაინახა, რომ ერთ–ერთი მათგანი სისხლში იყო მოსვრილი, უკან კი მამაკაცი მისდევდა დანით ხელში.
თავდასხმის შემდეგ პოლიციამ პარიზის 11-ე რაიონი მთლიანად ალყაში მოაქცია. დაიკეტა მეტროს სადგურები, ადგილობრივი სკოლების შესასვლელები და გამოსასვლელები. ეჭვმიტანილი თავდასხმიდან ერთი საათში დააკავეს.
თავდამსხმელი როგორც ჩანს თვლიდა, რომ შარლი ებდოს ოფისი ისევ ძველ მისამართზე მდებარეობდა. ტელეკომპანიის თანამშრომლები კი, რომლებსაც თავს დაესხა შარლი ებდოს თანამშრომლები ეგონა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საფრფანგეთის პრემიერი ჟან კასტეკსი შემთხვევის ადგილზე, რიშარ–ლენუარის ბულვარის რაიონში მივიდა და ადგილობრივი მოსახლეობა დაამშვიდა, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ.
დაკავებულის ვინაობა არ საჯაროვდება, თუმცა საფრანგეთის შს მინისტრი,ჟერარ დერმანენი აცხადებს, რომ ეს არის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც 3 წლის წინ საფრანგეთში პაკისტანიდან ჩავიდა.
პოლიციამ თავდასხმასთან დაკავშირებით კიდევ ექვსი ადამიანი დააკავა, მათ შორის ეჭვმიტანილის ბინის მეზობელი. პარასკევს ერთ–ერთი დაკავებული გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მოწმეებმა დაადასტურეს, რომ ის თავდამსხმელს უკან მისდევდა და მის შეჩერებას ცდილობდა.
ჟერმანენის თქმით, ეს თავდასხმა ისლამური ტერორიზმის მაგალითად უნდა განვიხილოთ და პოლიციამ დღემდე სათანადოდ ვერ შეაფასა, რა საფრთხე ემუქრებათ ამ რაიონის მაცხოვრებლებს.
შარლი ებდოს ტრაგედია. რა მოხდა 5 წლის წინ
2015 წლის იანვარში ორი ჯიხადისტი ძმა შარლი ებდოს პარიზის ოფისში შეიჭრა და 12 ადამიანი დაცხრილა იმის გამო, რომ გამოცემამ წიანსწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურა გამოაქვეყნა.
2020 წლის სექტემბერში პარიზში 14 პირის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომლებიც ორი ჯიხადისტი თავდამსხმელის ხელშეწყობაში არიან ბრალდებული. სწორედ ამ სასამართლო პროცესის დაწყების გამო სექტემბერში ჟურნალმა კვლავ გამოაქვეყნა კარიკატურები, რომლებმაც ხუთი წლის წინ ბევრი მუსულმანის აღშფოთება გამოიწვია. ჟურნალის თანაშრომლები ამბობენ, რომ სასამართლო პორცესის დაწყებისა და კარიკატურების განმეორებით გამოქვეყნების შემდეგ კვლავ უამრავი მუქარა მიიღეს.