Category: მსოფლიო

  • ფაშინიანის განცხადების შემდეგ, სომხეთში მოქალაქეები მთავრობის სახლში შეიჭრნენ

    მას შემდეგ, რაც სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განცხადება გაავრცელა, მოქალაქეები სომხეთის მთავრობის შენობაში შეიჭრნენ. მოქალაქეების ნაწილი თვლის, რომ მშვიდობიანი პირობები დანებებაა.

    მედიის ინფორმაციით, მათ კორდონი გაარღვიეს და შენობაში შეიჭრნენ. ისინი  ნიკოლ ფაშინიანის, გადადგომას ითხოვენ.

    ცნობისთვის, სომხეთის პრემიერ – მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ვლადიმერ პუტინთან და ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

  • ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა

    სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა განცხადებას, მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ.ამის შესახებ განცხადებას ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    “ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოვაწერე დეკლარაციას პირველი საათიდან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ. დეკლარაციის ტექსტი, რომელიც გამოქვეყნდა უკიდურესად მტკინეულია პირადად ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის. ეს გადაწყვეტილება არსებული სიტუაციის ღრმა ანალიზის საფუძველზე მივიღე. ასევე, რწმენით, რომ ეს საუკეთესო შესაძლო შედეგია. ამ ყველაფრის შესახებ უახლოეს დღეებში მივმართავ ერს. ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ დამარცხებაც არ არსებობს, სანამ საკუთარ თავს არ თვლი დამარცხებულად. ჩვენ თავს არასოდეს ვცნობთ დამარცხებულებად და ეს უნდა გახდეს ჩვენი ეროვნული ერთიანობის ამოსავალი წერტილი”, – აცხადებს ფაშინიანი.

    როგორც ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს,მიღებული გადაწყვეტილება არც გამარჯვებაა და არც მარცხი.

    “ჩვენ საკუთარ თავს დამარცხებულს ვერასდროს ვაღიარებთ და ეს უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ერთიანობის, აღორძინების ეპოქის დასაწყისი. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი დამოუკიდებლობის წლები, რათა დავგეგმოთ ჩვენი მომავალი და არ გავიმეოროთ წარსულის შეცდომები”, -განაცხადა მან.

  • ქალაქი შუშა თავისუფალია სომხური ოკუპაციისგან – ალიევი

    აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, სამხედროებმა მთიანი ყარაბაღის ქალაქი შუშა აიღეს.

    “დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ ქალაქი შუშა თავისუფალია სომხური ოკუპაციისგან. შუშა ჩვენია! ყარაბაღი ჩვენია!” – განაცხადა ალიევმა.

    სომხური მხარე ინფორმაციას უარყოფს.

    ცნობისთვის, შუშა სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია და ყარაბაღის ე.წ.დედაქალაქიდან, სტეფანაკერტიდან, 15 კილომეტრში მდებარეობს.

  • მე გავიმარჯვე, 71 მილიონი ლეგალური ხმა მივიღე – ტრამპი

    მე გავიმარჯვე, 71 მილიონი ლეგალური ხმა მივიღე – ტრამპი

    დონალდ ტრამპი არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების შემდეგ პირველ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ლეგალური ხმებით არჩევნები მან მოიგო.

    “დამკვირვებლები არ დაუშვეს ხმების დასათვლელ ოთახებში, მე გავიმარჯვე არჩევნებში, 71 000 000 ლეგალური ხმა მივიღე. ბევრი ცუდი რამ მოხდა, რისი ნახვის საშუალება ჩვენს დამკვირვებლებს არ მიეცათ. ასეთი რამ აქამდე არასდროს მომხდარა. მილიონობით ბიულეტენი გაიგზავნა ფოსტით იმ ადამიანებთან, რომლებსაც ის არ მოუთხოვიათ”. – წერს ტრამპი ტვიტერზე.

    ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გუშინ გახდა ცნობილი. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა.

    ბაიდენს ახლა 290 ხმა აქვს, ტრამპს 214, პრეზიდენტად არჩევისთვის კი 270 ხმა არის საჭირო.

  • აშშ–ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა

    ამერიკის 46-ე პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა. მან საარჩევნო  კოლეგიის 273  ხმა მოაგროვა. ის ინაუგურაციის დღეს, ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანში შესული პრეზიდენტი იქნება. ჯო ბაიდენი 77 წლისაა.

    ხმების დათვლის ხანგრძლივ პროცესში ჯო ბაიდენმა საბოლოო უპირატესობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც პენსილვანიის შტატის მხარდაჭერა მიიღო, რომელსაც ამომრჩეველთა კოლეგიაში 20 ხმა აქვს.

    ბაიდენის მიერ მიღებული  ამომრჩეველთა კოლეგიის 273 ხმა აქვს  გამარჯვებისთვის საკმარისია.

     

  • შეწყვიტე ცრუ ინფორმაციის გავრცელება, სიგიჟეა – ადამ კინზინგერი ტრამპს

    შეწყვიტე ცრუ ინფორმაციის გავრცელება, სიგიჟეა – ადამ კინზინგერი ტრამპს

    სენატორი ადამ კინზინგერი აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მოუწოდებს, მტკიცებულების გარეშე არჩევნების გაყალბებაზე დეზინფორმაციის გავრცელება შეწყვიტოს.

    “ჩვენ გვინდა, რომ თითოეული ხმა იყოს დათვლილი, დიახ, ყველა კანონიერი ხმა (რა თქმა უნდა), მაგრამ თუ თქვენ ლეგიტიმურად ხართ შეშფოთებული თაღლითობასთან დაკავშირებით,  წარადგინეთ მტკიცებულება სასამართლოში. შეწყვიტეთ დეზინფორმაციის გავრცელება, ეს სიგიჟეა“, – წერს კინზინგერი ტვიტერზე.

    აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ „დემოკრატები“ არჩევნების გაყალბებას ცდილობენ.

    “თუ კანონიერ ხმებს დაითვლით, მე მარტივად ვიგებ. თუ უკანონო ხმებს დაითვლით, მათ შეუძლიათ სცადონ არჩევნების მოპარვა.

    ჩვენ ვიმარჯვებდით გადამწყვეტი მნიშვნელობის ყველა ადგილზე დიდი სხვაობით და შემდეგ ჩვენმა რიცხვებმა სასწაულებრივად დაიწყო შემცირება, ისინი კი კანონით დაშვებულ დამკვირვებლებს არ უშვებდნენ [ხმების დათვლის პროცესზე]”,– ამბობს ტრამპი.

    ბოლო მონაცემებით ბაიდენს საარჩევნო კოლეგიაში 253 ხმა აქვს მოპოვებული, ტრამპს კი 214. გამარჯვებისთვის კანდიდატს 270 ხმა სჭირდება

  • COVID-19-ის დაკარგული თაობა ავიცილოთ თავიდან, სკოლების დახურვა უკანასკნელი ზომა იყოს – WHO

    ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი, ჰანს კლუგე ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სკოლების დახურვა უკანასკნელი ზომა უნდა იყოს.

    „სკოლების დახურვა უკანასკნელი ზომა უნდა იყოს იმისთვის, რომ კოვიდ 19-ის დაკარგული თაობის წარმოქმნა ავიცილოთ თავიდან,“- თქვა ჰანს კლუგემ.

    მისი თქმით, ამჟამად ევროპაში ახლა კოვიდ-19-ის აფეთქებაა.

    „ჩვენ ვხედავთ, რომ აფეთქებაა, იმ გაგებით, რომ რეგიონში შემთხვევების 1 მილიონით გაზრდას მხოლოდ რამდენიმე დღე სჭირდება. გულწრფელები უნდა ვიყოთ, ცოტა რთული დრო გვექნება,“- განაცხადა WHO–ს ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა.

  • სერბეთის პატრიარქს კორონავირუსი დაუდასტურდა

    სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით დაინფიცირდა. ის ამჟამად ბელგრადში, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

    საპატრიარქოს ინფორმაციით, ირინეოსს კორონავირუსის სიმპტომები ჯერჯერობით არ აქვს და თავს კარგად გრძნობს.

  • ვენაში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

    ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ ვენაში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო.აღნიშნული განცხადება ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ტელეგრამის“ არხით გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენაში შეიარაღებული თავდასხმა „ხალიფატის ჯარისკაცმა“ განახორციელა.

    შეგახსენებთ, ავსტრიაში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილია ოთხი ადამიანი – ორი ქალი და ორი მამაკაცი. სამართალდამცავებმა ერთი შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს.

     

  • თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – ვიდეო

    თურქეთში, იზმირის პროვინციაში 6,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციებისა და სტიქიური უბედურებების მართვის სამსახური ავრცელებს (AFAD).

    თურქული მედიის ცნობით, მიწისძვრის შედეგად იზმირის პროვინციაში დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობა-ნაგებობები.

    თვითმხილველმა სიციალურ ქსელში შენობების ნგრევისა და მიწისძვრის შედეგების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა.

    მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სეფერლიხისარის რაიონში მდებარეობდა.

    ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაინგრა სულ მცირე 20 შენობა. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

    6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა საბერძნეთშიც, დოდეკანესის კუნძულებზე. მიწისძვრა ცუნამმა გამოიწვია.