Category: მსოფლიო

  • „ეფესბემ” უკრაინის კონსული დააკავა

    რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდ სოსონიუკი დააკავა.დიპლომატი სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებიდან საიდუმლო ინფორმაციის მოპოვებისთვის დააკავეს.

    „16 აპრილს, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა უკრაინელი დიპლომატი – სანქტ-პეტერბურგში უკრაინის გენერალური საკონსულოს კონსული ალექსანდრ სოსონიუკი დააკავა, რომელსაც გადაეცა საიდუმლო მონაცემები რუსეთის სამართალდამცავი ორგანოებისა და „ეფესბეს“ მონაცემთა ბაზებიდან“, – ნათქვამია უშიშროების ფედერალურ სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    „ეფესბეს“ განმარტებით, რუსეთი უკრაინელი დიპლომატის მიმართ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ზომებს გამოიყენებს.

  • რუსეთი ამერიკული სანქციების საპასუხოდ ქვეყნიდან ამერიკელ დიპლომატებს აძევებს და სხვა ზომებით იმუქრება

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით ათმა ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთი უნდა დატოვოს. ეს არის პასუხი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთზე დაწესებულ სანქციებზე, რომელიც ოფიციალურად ხუთშაბათს გამოცხადდა.

    ვაშინგტონმა ფართომასშტაბიანი სანქციები მოსკოვს გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევის მცდელობის, კიბერშეტევების, უკრაინაში აგრესიის გამო და სხვა “საზიანო” ქმედებებისთვის დაუწესა. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს.

    ლავროვმა საპასუხო სანქციებზე განცხადება 16 აპრილს გააკეთა, სერბ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

    ლავროვმა განაცხადა ასევე სხვა ზომების შესახებ, რომლებსაც რუსეთი მიიღებს აშშ-ის მიერ, 15 აპრილს დაწესებული სანქციების საპასუხოდ.

    დიპლომატების გაძევებასთან ერთად, მოსკოვი ამერიკის 8 ოფიციალურ პირს სანქციებს დაუწესებს და დაასრულებს რუსეთში იმ ამერიკული ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქვეყნის საშინაო საქმეებში ერევიან. მოსკოვი ასევე განიხილავს შესაძლო “მტკივნეულ” ზომებს რუსეთში მოქმედი ამერიკული ბიზნესების წინააღმდეგ. სალივანთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის სფეროში, იური უშაკოვმა, ელჩს შესთავაზა ვაშინგტონში გაფრინდეს საკონსულტაციოდ.

    ლავროვის თქმით, მოსკოვში აშშ-ის ელჩთან, ჯონ  სალივანთან შეხვედრისას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საგარეო პოლიტიკის სფეროში, იური უშაკოვმა, ელჩს შესთავაზა ვაშინგტონში გაფრინდეს საკონსულტაციოდ.

    როგორც ლავროვმა თქვა, ზომების მთელი სია მომავალ დღეებში გამოცხადდება. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთმა 8 ამერიკელი მოხელე შეიყვანა „შავ სიაში“ და მათ რუსეთში შესვლა აეკრძალებათ. სია გამოქვეყნდება სამინისტროს ვებგვერდზე. მასში სხვათა შორის შეიტანეს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი, ასევე აშშ-ის გენერალური პროკურორი.

    მინისტრის თქმით, რუსეთი ჯერ „სათადარიგოდ შეინახავს“ აშშ-ზე ეკონომიკური ზემოქმედების ზომებს.

    ლავროვმა თქვა ასევე, რომ მოსკოვმა დადებითად მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შეთავაზება ვლადიმირ პუტინთან სამიტის გამართვის შესახებ. თუმცა, რუსეთის მხარეს პირდაპირი პასუხი არ გაუცია.

    შეერთებული შტატების სანქციები შეეხო 32 სუბიექტს, რომელთა შორისაა რუსული კომპანიები და ფიზიკური პირები. ასევე – რუს დიპლომატებს და რუსულ სავაჭრო ბაზარს. ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ კიდევ უფრო მეტი სანქცია განიხილებოდა, თუმცა მათ თავი აარიდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვას. პრეზიდენტ ბაიდენის განკარგულებით, ახალი სანქციები ამერიკის მთავრობას უფლებას აძლევს, სანქცია დაადოს რუსეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორს და ასევე არ გასცეს სახელმწიფო ვალი.

  • აშშ–მ რუსეთს სანქციები დაუწესა

    ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რუსეთს სანქციები დაუწესა. მიზეზი ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევა, კიბერ-თავდასხმები, უკრაინასთან აგრესიული ქმედება და სხვა „მავნე“ ქმედებებია.

    სანქციები შეეხო რუსულ კომპანიებს, რუს დიპლომატებსა და რუსულ სავაჭრო ბაზარს. ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოსალოდნელია მეტი სანქციებიც, თუმცა მათ სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა არ სურთ.

    მოსკოვმა სანქციებს აგრესიულად უპასუხა და თქვა, რომ ეს საშიშ ტემპერატურამდე ზრდის ქვეყნებს შორის ურთიერთობას. სალაპარაკოდ დაბარებულია ამერიკის ელჩი რუსეთში, რომელსაც, როგორც ჩანს რთული საუბარი ელოდება კრემლში.

    პრეზიდენტ ბაიდენის აღმასრულებელი განკარგულების მიხედვით, ახალი სანქციები ამერიკის მთავრობას უფლებას აძლევს, სანქცია დაადოს რუსეთის ეკონომიკის ნებისმიერ სექტორს და ასევე არ გასცეს სახელმწიფო ვალი. ესაა მოსკოვის სასჯელი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის. კრემლი ამ ბრალდებას უარყოფს.

    ასევე, ბაიდენის ბრძანებით, ამერიკის ფინანსურ ინსტიტუციებს აეკრძალათ მონაწილეობა მიიღონ რუბლით დომინირებულ სავაჭრო ბაზარზე.

    ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის სანქცირებულთა სიაში მოხვდა 32 სუბიექტი და ფიზიკური პირი, რომლებიც, ამერიკის თქმით, ცდილობდნენ გავლენა მოეხდინათ ამერიკის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე და მონაწილეობას იღებდნენ „დეზინფორმაციისა და ჩარევის სხვადასხვა აქტებში“.

    ეკონომიკური სანქციები შეეხო იმ 8 რუს პირსაც, რომლებიც ყირიმში ოკუპაციასა და რეპრესიებთან არიან ასოცირებული. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ მოსკოვი ამერიკის სანქციებს უახლოეს მომავალში უპასუხებს.

    რუსეთი უარყოფს ამერიკის არჩევნებში ჩარევას და ამერიკის კომპანიებზე ორკესტირებულ კიბერშეტევას. ისინი ასევე უარყოფენ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის საბჭოთა ნერვული აგენტით „ნოვიჩოკით“ მოწამვლას.

    „ჩვენ რამდენჯერმე გავაფრთხილეთ ამერიკის შეერთებული შტატები იმ შედეგების შესახებ, რაც მათ მტრულ ნაბიჯებს მოჰყვებოდა და რამაც საშიშად გაზარდა კონფრონტაციის დონე ორ ქვეყანას შორის“,- განაცხადა მარია ზახაროვამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

    თეთრი სახლის მიერ დაწესებულ სანქციებზე კომენტარი გააკეთა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა. მისი თქმით, სანქციების დაწესება სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მისი აზრით, სანქციებს გაზსადენი “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-იც უნდა მოეცვა.

    „მხარს ვუჭერ თეთრი სახლის სანქციებს, რომლებიც რუს ოფიციალურ პირებს ჩვენს დემოკრატიაზე თავდახმის გამო დაუწესდა. მაგრამ, იმედგაცრუებული ვარ, რომ სანქციები “ჩრდილოეთის ნაკად 2”-ს არ შეეხო, კრემლის მავნე გავლენების პროექტს. მოვუწოდებ პრეზიდენტს, რომ წინ აღუდგეს პუტინს და სანქციები დააწესოს “ჩრდილოეთის ნაკად 2”-ზეც“,- ვკითხულობთ კინზინგერის განცხადებაში.

    დღეს, ვაშინგტონის დროით 4:30 წუთზე, პრეზიდენტი ბაიდენი სატელევიზიო მიმართვით გამოვა და უფრო ვრცლად ისაუბრებს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • აშშ-ში გემი გადატრიალდა – დაკარგულია ეკიპაჟის 12 წევრი, გარდაიცვალა 1 (ვიდეო)

    შეერთებულ შტატებში, ლუიზიანის სანაპიროებთან, თვითმავალი ხომალდი გადატრიალდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა ხოლო ამ დრომდე ეძებენ ეკიპაჟის 12 წევრს.

    გემზე 18 ადამიანი იმყოფებოდა, 6 მათგანის გადარჩენა სამაშველო ჯგუფმა მოახერხა.

    სანაპირო დაცვის სამსახურის პრესსპიკერმა უილ უოთსონმა განაცხადა, რომ კატასტროფის მიზეზი, სავარაუდოდ, ძლიერი ქარი იყო.

    39 მეტრის სიგრძის გემი ფურჩონის პორტიდან დაახლოებით 12 კილომეტრში გადაბრუნდა. ხომალდი საზღვაო სატრანსპორტო კომპანია Seacor Marine-ს ეკუთვნის.

    https://youtu.be/0cm71jSCbg8

  • ბაიდენმა პუტინს სატელეფონო საუბრის დროს უკრაინაში სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა

    თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. განცხადების მიხედვით, პრეზიდენტებმა იარაღის კონტროლის, ამერიკა-რუსეთს შორის სტრატეგიული სტაბილურობისა და ახალი სტარტის შეთანხმების შესახებ ისაუბრეს.

    სატელეფონო საუბრის დროს საუბარი იყო ისეთ მწვავე თემებზეც, როგორიცაა კიბერ თავდასხმები ამერიკაზე და უკრაინაში ბოლო დროს გამწვავებული მდგომარეობა.

    „პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათელი გახადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად, რუსეთის ისეთ ქმედებებზე საპასუხოდ, როგორიცაა კიბერთავდასხმები და არჩევნებში ჩარევა, იმოქმედებს მკაცრად.

    პრეზიდენტმა ბაიდენმა, ხაგზასმით აღნიშნა ამერიკის ურყევი მხადაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. პრეზიდენტმა გააჟღერა ჩვენი შეშფოთება რუსეთის მხრიდან სამხედრო აქტიურობისადმი ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის საზღვართან და რუსეთს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა“, – ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ზელენსკი: რუსეთი მზად არის შემოჭრისთვის

    უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად მზად არის.  მისი თქმით, ეს საფრთხე რეალურია. ამის შესახებ ზელენსკიმ დონბასში ჩასვლის შემდეგ, CNN-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.

    “რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის შესაძლო შემოჭრის შესაძლებლობა საკმაოდ რეალურია. ჩვენ ეს ვიცით: 2014 წლიდან ეს შესაძლოა ყოველ დღე განხორციელდეს. რუსეთი მზად არის, თუმცა ჩვენც მზად ვართ, რადგან რომ ეს ჩვენი მიწა და ჩვენი ტერიტორიაა,” – თქვა ზელენსკიმ.

    მისივე განცხადებით, აშშ უკრაინის “კარგი მეგობარია”, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მეტი უნდა გააკეთოს რუსეთის შესაკავებლად.

    “თუ ისინი [აშშ] ხედავს უკრაინას NATO-ში, მათ ამის შესახებ პირდაპირ უნდა განაცხადონ და გააკეთონ ეს. არ შემოიფარგლონ მხოლოდ სიტყვებით”,– აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

    ცნობისთვის, აღმოსავლეთ უკრაინაში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია. რუსეთი უკრაინის საზღვართან დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკასა და სამხედრო ძალას კრებს.

    უკრაინაში ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის ანგარიშის მიხედვით, 2 აპრილს დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის 1 021 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 511 აფეთქება. გარდაიცვალა უკრაინის რამდენიმე ჯარისკაცი.

    ზელენსკი აცხადებს, რომ დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზა მათი ნატოში გაწევრიანებაა, ამიტომ წევრ ქვეყნებს ამის განხილვისკენ მოუწოდებს.

     

     

  • როგორი იქნება მსოფლიო მომდევნო 20 წლიწადში – ამერიკული დაზვერვის ანგარიში

    შეერთებული შტატების დაზვერვის ანალიტიკოსების მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მსოფლიომ, რომელიც უკვე ებრძვის გლობალურ პანდემიას და ტრადიციული სისტემების და ინსტიტუტების წინაშე მდგარ გამოწვევებს, შემდგომი 20 წლის განმავლობაში რაიმე შვება ნახოს.

    მათი პროგნოზით, ინსტიტუტები და სისტემები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გლობალურ მოვლენებზე დომინირებდნენ, “გლობალური გამოწვევების წყებაზე” გამოპასუხებით გადაიტვირთებიან. ასეთ გამოწვევებში შედის კლიმატის ცვლილება, დაავადებები, ფინანსური კრიზისები და უწყვეტად განვითარებადი ტექნოლოგია.

    ანგარიში აფრთხილებს, რომ “ეს გამოწვევები არაერთხელ გამოცდის თემების, სახელმწიფოების და საერთაშორისო სისტემის გამძლეობას და ადაპტირების უნარს და ხშირ შემთხვევებში, არსებული სისტემების და მოდელების შესაძლებლობებს გადააჭარბებს. იქვე დამატებულია, რომ ზოგიერთი მოვლენა “შესაძლოა კატასტროფული იყოს”.

    “გლობალური მიმართულებები 2040” მეტწილად პირქუში შეფასებაა, რომელსაც დაზვერვის ეროვნული საბჭო შეადგენს და ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. იმ დროს, როდესაც ბოლო გამოცემაში მოყვანილია ზოგიერთი სცენარი, რომელშიც დემოკრატიები, როგორიც შეერთებული შტატებია, საკუთარ პოზიციას აღიდგენენ და წარმატების მიღწევას მოახერხებენ, ანგარიში აფრთხილებს, რომ ეს არ მოხდება თუ პირველ რიგში არ აღმოაჩენენ გზას, თუ როგორ მართონ სულ უფრო ინტენსიური და ხშირი პრობლემები.

    კოვიდ-19-ის პანდემიამ მსოფლიოს შეახსენა რამდენად მყიფეა ის და ურთიერთზე დამოკიდებულების მაღალი დონის თანდაყოლილი რისკები წარმოაჩინა. საერთაშორისო სისტემა… ცუდადაა აწყობილი იმისთვის, რომ რთულ გლობალურ გამოწვევებს გაუმკლავდეს”, ნათქვამია ანგარიშში.

    ერთ-ერთ კრიტიკულ გამოწვევად კლიმატის ცვლილებაა მოყვანილი. მოსალოდნელია, რომ მოდევნო ორი ათეული წლის განმავლობაში ის თანდათან გაძლიერდება და ყველა ქვეყანას უფრო მაღალ ტემპერატურას, ზღვის აწეულ დონეს და უფრო ექსტრემალურ ამინდს მოუტანს, როგორიცაა ქარიშხლები, ტორნადოები და წყალდიდობები.

    ღარიბი და განვითარებადი ქვეყნები, სავარაუდოდ, დაზარალდებიან და მათი მთავრობების უუნარობა, გამოწვევებს გაუმკლავდნენ, მიგრაციის ახალ ტალღებს გამოიწვევს, რაც თავის მხრივ იმ ქვეყნების რესურსებს და შესაძლებლობებს დაშრეტს, სადაც ისინი წავლენ.

    კიდევ ერთი კრიტიკული საკითხი ტექნოლოგიური განვითარებაა. ისეთი ტექნოლოგიების ფართოდ გავრცელება, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, მთავრობებს, ჯგუფებს და ბიზნესებსაც კისაშუალებას მისცემს, გავლენის კამპანიების თუ დეზინფორმაციული ოპერაციებით საზოგადოებრივი აზრი ჩმოაყალიბონ.

    ანგარიშში ნათქვამია: “მიმდინარე დროში, გამოგონილ ან სინთეტურ მედიას სიმართლის და სინამდვილის კიდევ უფრო დამახინჯება შეეძლება. შეეძლება საზოგადოებების ისეთი მასშტაბით და სისწრაფით დესტაბილიზება, რომ ამჟამინდელ დეზინფორმაციულ გამოწვევებს ჯუჯად გამოაჩენს.

    ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შემდგომი 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს სახეს განსაზღვრავს, შეერთებლ შტატებსა და ჩინეთს შორის გლობალური დაპირისპირება იქნება.

    ყველაზე ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ანალიტიკოსები შეერთებული შტატების და მისი დემოკრატიული მოკავშირეების გამარჯვებას ვარაუდობენ. ნაწილობრივ იმის გამო, რომ მეტოქეები, როგორიცაა ჩინეთი და რუსეთი გამოიფიტებიან საზოგადოების კონტროლით, რომელიც ინოვაციას ახშობს. ეს ე.წ. “დემოკრატიების რენესანსი”დასავლეთში დადგება მოწინავე ტექნოლოგიის, ეკონომიკური ზრდის და მზარდი შემოსავლების შედეგად, რომელიც საზოგადოებაში დაძაბულობას შეამცირებს.

    მაგრამ ანალიტიკოსები წინასწარ განჭვრეტენ ისეთ სცენარებსაც, სადაც ჩინეთი მსოფლიოს წამყვან და შესაძლოა დომინანტ სახელმწიფოდ იქცევა და მსოფლიო დანაწევრებულია, დომინირებენ რეგიონული სახელმწიფოები, რომლებიც “ყურადღებას ამახვილებენ თვითკმარობაზე, გამძლეობაზე და თავდაცვაზე”.

    ერთ-ერთი ყველაზე უარესი სცენარის მიხედვით, საკვების ნაკლებობა და ჭორები გამოიწვევს ძალადობის ტალღებს, რომელიც მთელ მსოფლიოში ლიდერებს და რეჟიმებს დაამხობს და სიმდიდრის და რესურსების რადიკალურ გადანაწილებას გამოიწვევს.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ბოლო 24 საათში რუსეთმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 10-ჯერ დაარღვია – უკრაინა

    უკრაინა აცხადებს, რომ 10 აპრილს რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში, დონბასში 10-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. დაიღუპა ერთი უკრაინელი ჯარისკაცი, ერთი კი დაიჭრა.

    გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მოხსენების მიხედვით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი 82 მმ კალიბრის ნაღმმტყორცნებიდან, მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან და მცირეკალიბრიანი იარაღიდან გახსნეს, რითაც მინსკის შეთანხმება დაარღვიეს.

    შტაბის ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და რუსული დრონი ჩამოაგდეს.

     

  • თურქეთში რუსი ტურისტების ავტობუსი ამოყირავდა

    თურქეთში რუსი ტურისტებით სავსე ავტობუსი ამოყირავდა. შემთხვევის შედეგად,  26 ადამიანი დაშავდა 1 კი გარდაიცვალა. ავტობუსი რომელიც კაბადოკიის მიმართულებით მიდიოდა, სავარაუდოდ მოყინულ გზაზე მოცურდა. დაშავებულები ახლომდებარე კლინიკაში არიან გადაყვანილები.

  • პრინცი ფილიპი გარდაიცვალა

    ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, პრინცი ფილიპი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    ის დედოფალ ელიზაბედ მეორის ქმარი იყო. ისინი 1947 წელს დაქორწინდნენ და ჰყავთ  ოთხი შვილი, რვა შვილიშვილი და 10 შვილთაშვილი.