Category: მსოფლიო

  • პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ რუსეთი აეროდრომებზე თავდასხმისთვის უკრაინას პასუხს გასცემს – პესკოვი

    ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ რუსეთი აეროდრომებზე თავდასხმისთვის უკრაინას პასუხს გასცემს.[…] დიახ, ეს სიმართლეა. საუბარი კონსტუქციული იყო და მის ხანგრძლივობაზე ყურადღების გამახვილებას აზრი არ აქვს, რადგან ზოგჯერ მოკლე დროში ბევრი მნიშვნელოვანი რამის თქმა შეიძლება“,

    ასე უპასუხა კრემლის სპიკერმა, დმიტრი  პესკოვმა შეკითხვას, დონალდ ტრამპთან საუბარში ნამდვილად თქვა თუ არ ვლადიმერ პუტინმა, რომ რუსეთი უკრაინას ოპერაცია „ობობას ქსელის“ გამო პასუხს გასცემდა

  • კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა – პუტინი

    “რუსეთის დაშინების მცდელობით კიევის ხელმძღვანელობა ტერორისტული აქტების ორგანიზებაზე გადავიდა. და ამავდროულად საბრძოლო ქმედებების შეჩერებას ითხოვს 30 ან 60 დღით, შეხვედრას ითხოვს უმაღლეს დონეზე. მაგრამ როგორ ჩავატაროთ ასეთ პირობებში მსგავსი შეხვედრები? რაზე ვისაუბროთ? საერთოდ ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს მათთან, ვინც ტერორზე აკეთებს ფსონს, ტერორისტებთან?”

    ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მთავრობის წევრებთან სხდომაზე განაცხადა.

  • СБУ-ს ჩანაფიქრი ყოველთვის მიჰყავს ბოლომდე და არასდროს იმეორებს! ყირიმი – ეს უკრაინაა! – მალიუკი

    ”ღმერთი სამობით არის, ხოლო СБУ-ს ჩანაფიქრი ყოველთვის მიჰყავს ბოლომდე და არასდროს იმეორებს.
    აქამდე, 2022 და 2023 წელს ყირიმის ხიდი ორჯერ ავაფეთქეთ. ეს ტრადიცია დღესაც გავაგრძელეთ, უკვე წყალქვეშ.
    რუსეთის ფედერაციის არალეგალურ ობიექტებს არ აქვთ ადგილი ჩვენს ტერიტორიაზე.
    ამიტომ ყირიმის ხიდი აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მტერი მას იყენებდა თავისი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფისთვის.
    ყირიმი – ეს უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერი გამოვლინება მკაცრ პასუხს მიიღებს.”

    აცხადებს ამის შესახებ, გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მალიუკი რომელიც ყირიმის ხიდზე სპეცოპერაციას ოპერაციას პირადად აკონტროლებდა და კოორდინაციას უწევდა .

  • უკრაინელებმა ყირიმის ხიდის საყრდენები დანაღმეს – ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, СБУ-მ,  ახალი, უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარა და მესამედ დაარტყა ყირიმის ხიდს – ამჯერად წყალქვეშ.

    ოპერაცია რამდენიმე თვის განმავლობაში იგეგმებოდა. СБУ-ს აგენტებმა დანაღმეს ამ ობიექტის საყრდენი კონსტრუქციები და დღეს, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის გარეშე, დილის 4:44 საათზე, პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. საყრდენების წყალქვეშა ნაწილი ძლიერად დაზიანდა ფსკერის დონეზე — ამას ხელი შეუწყო 1100 კგ ტროტილის ეკვივალენტში არსებული ასაფეთქებელი მასალის დეტონაციამ.

    განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციას პირადად აკონტროლებდა და კოორდინაციას უწევდა გენერალ-ლეიტენანტი ვასილ მალიუკი, უწყების ხელმძღვანელი.

    “ღმერთი სამობით არის, ხოლო СБУ-ს ჩანაფიქრი ყოველთვის მიჰყავს ბოლომდე და არასდროს იმეორებს.

    აქამდე, 2022 და 2023 წელს ყირიმის ხიდი ორჯერ ავაფეთქეთ. ეს ტრადიცია დღესაც გავაგრძელეთ, უკვე წყალქვეშ.

    რუსეთის ფედერაციის არალეგალურ ობიექტებს არ აქვთ ადგილი ჩვენს ტერიტორიაზე.
    ამიტომ ყირიმის ხიდი აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა მტერი მას იყენებდა თავისი ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფისთვის.

    ყირიმი – ეს უკრაინაა და ოკუპაციის ნებისმიერი გამოვლინება მკაცრ პასუხს მიიღებს.” – ამბობს ვასილი მალიუკი.

  • შურისძიება გარდაუვალია! – მედვედევი

    შურისძიება გარდაუვალია! – მედვედევი

    ყველას, ვინც წუხს და შურისძიებას ელოდება.

    წუხილი საჭიროა – ეს ნორმალური ადამიანის თვისებაა. შურისძიება გარდაუვალია.

    ამასთან უნდა გვახსოვდეს:

    1. ჩვენი ჯარი აქტიურად მიიწევს წინ და ამ სვლას აგრძელებს. ყველაფერი, რაც უნდა აფეთქდეს, აუცილებლად აფეთქდება. და ისინი ვინც უნდა განადგურდნენ – გაქრებიან.
    2. სტამბოლის მოლაპარაკებები საჭიროა არა ვიღაც მიერ მოფიქრებული არარეალური პირობებით მიღწეული კომპრომისული მშვიდობისთვის, არამედ ჩვენი უსწრაფესი გამარჯვებისა და ნეონაცისტური ხელისუფლების სრული განადგურებისთვის. ამაშია რუსული მემორანდუმის აზრი, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა.

    წერს  უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი.

  • მხოლოდ ეპიზოდი არ არის – შეიძლება ისევ განმეორდეს – შმიგალი

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაცია, კოდური სახელწოდებით „ობობის ქსელი“, აუცილებელი იყო უსაფრთხოების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და მოსახლეობაზე რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმების ფონზე, ეს, შესაძლოა, განმეორდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

     

    „ჩვენ უკვე ორი თვეა ვთავაზობთ სრულ ცეცხლის შეწყვეტას და რუსები კვლავ არ თანხმდებიან. ისინი ყოველ ღამე, ყოველდღე აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მუდმივი სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ხორციელდება. ამიტომ, ჩვენ არჩევანი არ გვაქვს – უნდა გავანადგუროთ მათი სამხედრო პოტენციალი და არ მივცეთ მათ ამის გაკეთების შესაძლებლობა.[….] ეს მხოლოდ ეპიზოდი არ არის, ეს შეიძლება ისევ განმეორდეს. ვაგრძელებთ მუშაობას. შედეგებს უკვე ხედავთ შავ ზღვაში და ჩვენ ვასუფთავებთ ჩვენს საჰაერო სივრცეს რუსული ბომბდამშენებისგან“, – აღნიშნა შმიგალმა.

  • იცოდა თუ არა აშშ-მ ოპერაცია ‘ობობის ქსელის’ შესახებ?

    რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის მდივანი, რომან კოსტენკო „რადიო NV“-ის ეთერში საუბრობს იმის შესახებ, იცოდნენ თუ არა  შეერთებულ შტატებში, ოპერაცია “ობობას ქსელზე”. მისი თქმით, სანამ  “ობობას ქსელი” ამოქმედდებოდა, რუსები მუდმივად ცვლიდნენ თავიანთ ბომბდამშენების პოზიციებს.

    „ამიტომ ოპერაციის დღეს უნდა გვქონოდა 100%-იანი დაზვერვა, რომელიც დაგვიდასტურებდა, რომ ეს ბომბდამშენები ნამდვილად ადგილზე  არიან. ასეთ ინფორმაციას კი მხოლოდ პარტნიორები მოგვაწვდიან. ეს პასუხია კითხვაზე — იცოდნენ თუ არა ამერიკელებმა ამ ოპერაციის შესახებ.  რადგან როცა ჩვენ მონაცემებს ვიღებთ, ისინი ხედავენ, თუ რომელი ტერიტორიით ვართ დაინტერესებულები. ამიტომ შეიძლება ასეც, ითქვას რომ კი მათ იცოდნენ ამ ოპერაციის შესახებ”. — განაცხადა კოსტენკომ.

    მან დასძინა, რომ უკრაინა დაზვერვის ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყნიდან იღებდა, თუმცა სწორედ ამერიკას აქვს საუკეთესო შესაძლებლობები შესაბამისი ინფორმაციის გადაცემისთვის.

  • ოპერაცია “ობობის ქსელი” – ავიაციის ექსპერტი განმარტავს, შეძლებს თუ არა რუსეთი განადგურებული ბომბდამშენების აღდგენას

    რუსებმა დაკარგეს სტრატეგიული ავიაციის შექმნის შესაძლებლობა — მათთვის ეს ახლა აღუდგენელი რესურსია, განაცხადა რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებების მწარმოებელმა ანატოლი ხრაპჩინსკიმ, უკრაინულ რადიოსთან ინტერვიუში, სადაც ის 1 ივნისს უკრაინული დრონების მიერ რუსულ აეროდრომებზე მიტანილ იერიშს გამოეხმაურა.

    მისი თქმით, რუსეთს არ შეუძლია სტრატეგიული ბომბდამშენების შექმნა,  ხოლო Ту-160 „აგებულია ძველი ნაწილებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში იყო წარმოებული“.

    • „ძირითადი და აღუდგენელი ელემენტია ტიტანის შემაერთებელი ძელი, რომელიც რომელიც უზრუნველყოფს ბომბმდამშენის სტრუქტურულ სიძლიერეს. აღნიშნული თვითმფრინავი იყენებს ძველ ძრავებს, რომლებიც სხვა Ту-160-ებიდან იყო ამოღებული. რა თქმა უნდა, კაბინის შიგნით ჩატარებული იყო გარკვეული მოდერნიზაცია, მაგრამ ეს მაინც ის სისტემაა, რომელიც 1980-იან წლებში შეიქმნა. ასე რომ, ეს იყო მხოლოდ შოუ იმის საჩვენებლად, თითქოს რაღაც შეუძლიათ,“ – განმარტა ექსპერტმა.

    „რაც შეეხება Ту-22МЗ-სა და Ту-95МС-ს, რუსებს დაკარგული აქვთ მათი წარმოების შესაძლებლობა, რადგან სტრატეგიულ ავიაციაში გამოყენებული ძრავები — ესენია ‘კუზნეცოვის’ ძრავები. კუზნეცოვის გარდაცვალების შემდეგ კი დაკარგულია ტექნოლოგიური ცოდნა და უნარები, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ამ ძრავების რემონტი ან რეპროდუქცია.“

    • „რუსეთს საავიაციო ძრავებთან ძალიან რთული მდგომარეობა აქვს. Ту-95МС ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენის ძრავის რესურსი შეადგენს 33,000 საათს. Ту-22М3-სა და Ту-160-ზე დაყენებული ძრავების რესურსი კი მხოლოდ 3,000 საათს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ინჟინერული შესაძლებლობები დაღმავალ ტენდენციაშია“, — ხაზი გაუსვა ექსპერტმა.

    33,000 საათის რესურსი ძრავის საერთო საჰაერო ექსპლუატაციის ვადაა, რომლის განმავლობაში ის გამართულად და უსაფრთხოდ მუშაობს — ანუ  ძრავი, ამ შემთხვევაში Ту-95МС-ზე, შეიძლება გამოიყენონ ჯამურად 33,000 საათი ფრენაში მისი რემონტამდე, რეკონსტრუქციამდე ან ჩამოწერამდე. რესურსის ამოწურვის შემდეგ, ძრავი ითვლება ტექნიკურად მოძველებულად და საჭიროებს ან კაპიტალურ რემონტს, ან ცვლას.

    ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სტრატეგიული ავიაციისთვის, რადგან დაბალი რესურსის მქონე ძრავები მნიშვნელოვნად ამცირებენ მოქმედების სიგრძესა და ინტენსივობის შესაძლებლობას.

    Ту-22М3 და Ту-160-ზე დაყენებული ძრავები ბევრად უფრო შეზღუდულ რესურსს ფლობენ (3,000 საათი), რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ხშირად საჭიროებენ ტექნიკურ მომსახურებას, რემონტს ან ჩანაცვლებას. ეს ცხადყოფს, რომ რუსეთის საავიაციო ინდუსტრიის ინჟინერულ დონეს კლებადი ტენდენცია აქვს, რაც მათ სტრატეგიულ შესაძლებლობებს მომავალში მნიშვნელოვნად ზღუდავს.

    ექსპერტი აღნიშნავს, რომ  აღნიშნული ბომბდამშენების (Ту-95МС, Ту-22М3, Ту-160) საჰაერო რესურსი თითქმის ამოიწურა, მას შემდეგ, რაც რუსეთმა მათი გამოყენება  ინტენსიურად დაიწყო უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ მასირებულ საჰაერო დარტყმებში. რეგულარული საბრძოლო დატვირთვები აჩქარებს ძრავებისა და პლატფორმის ცვეთას, რაც ამცირებს მათ დარჩენილ ოპერაციულ ვადას.“

    ხრაპჩინსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის იერიშმა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ობიექტებზე „მნიშვნელოვნად შეცვალა უსაფრთხოების არქიტექტურა მთელ მსოფლიოში“. მისი თქმით, ბირთვული ტრიადის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომლითაც რუსეთი მთელი მსოფლიოს დაშინებას ცდილობდა — ავიაცია — განადგურდა დრონების საშუალებით.

    ხროპჩინსკი ყურადღებას ამახვილებს, რომ უკრაინული შეტევა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის ბაზებზე მნიშვნელოვნად ცვლის მსოფლიო უსაფრთხოების სისტემას. ერთი ძირითადი ნაწილი ბირთვული სამეულიდან, რომლითაც რუსეთი მთელ მსოფლიოს  აშინებდა — ავიაცია — დაინგრა უკრაინული დრონების დახმარებით.

    „უკრაინელები ქმნიან ისტორიას. რუსები სერიოზულად დაზარალდნენ, და ეს სიტუაცია არსებითად ცვლის უსაფრთხოების სისტემას მთელ მსოფლიოში. FPV დრონი ხდება იარაღი, რომელსაც შეუძლია  ნებისმიერ ტერიტორიაზე მოქმედება. ნებისმიერი საჰაერო თავდაცვის სისტემა ვერ ახერხებს FPV დრონის განეიტრალებას“, — განაცხადა უპილოტო საფრენი აპარატების (UAV) მწარმოებელმა.

  • „პუტინისთვის უდიდესი სირცხვილია“- ომის ექსპერტი განმარტავს, თუ როგორ ეცდება რუსეთი აეროდრომებზე იერიშის გამო შურისძიებას

    ”მასშტაბური სპეცოპერაცია „ობობას ქსელის“, რომელიც სბუ-მ 1 ივნისს ჩაატარა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რუსეთის საჰაერო ძალების საბრძოლო შესაძლებლობებზე. უფრო მეტიც — მან დარტყმა მიაყენა კრემლის ბირთვულ სტრატეგიასაც. სწორედ ამიტომ, რუსეთი საპასუხო  იერიშისთვის მოემზადება” – განაცხადა ამის შესახებ ავსტრიელმა ომის ექსპერტმა და პოლკოვნიკმა  მარკუს რაისნერმა გამოცემა Welt-თან ინტერვიუში.

    მისი თქმით, უკრაინული დრონებით განხორციელებული იერიში საბრძოლო ავიაციაზე მოულოდნელი და საკმაოდ  ეფექტური იყო. ექსპერტმა ოპერაციის მასშტაბი შეადარა 1940 წელს ტარანტოში იტალიური ფლოტის წინააღმდეგ ბრიტანული ტორპედო-ბომბდამშენების შეტევას, ასევე 1941 წელს იაპონიის მიერ ამერიკული პერლ ჰარბორის დაბომბვას.

    • რუსეთის დანაკარგების მასშტაბი

    უკრაინულმა დრონებმა დააზიანეს 41  რუსული ბომბდამშენი, რომელთაგან ბევრი უკრაინის წინააღმდეგ სარაკეტო იერიშებში მონაწილეობდა. მარკუს რაისნერის თქმით, ეს თვითმფრინავები რუსეთის საბრძოლო ავიაციის ერთ-ერთ მთავარ იარაღს წარმოადგენდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, დღემდე.

    ექსპერტმა დაამატა, რომ უკრაინამ გაანადგურა ან მწყობრიდან გამოიყვანა რუსეთის სტრატეგიული ავიაცის ფლოტის დაახლოებით მესამედი, რაც  მნიშვნელოვნად შეზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას, განახორციელოს მასიური საჰაერო იერიშები უკრაინის წინააღმდეგ.

    ასევე, რაისნერმა აღნიშნა, რომ დაზიანებული ბომბდამშენებ ბირთვული ქობინების  მატარებლები იყვნენ. მისი შეფასებით, მათი დაკარგვა რუსეთის ბირთვული შეკავების შესაძლებლობაზე სერიოზულ დარტყმას წარმოადგენს.

    „ერთი რამ ცხადია:  ეს სპეცოპერაცია უდიდესი სირცხვილია პუტინისთვის და მისი სამხედროებისთვის. ახლა პუტინმა უნდა აუხსნას თავის ხალხს, თუ როგორ მოხდა ასეთი თავდასხმა“ — განაცხადა პოლკოვნიკმა.

    „რატომ იყო სპეცოპერაცია წარმატებული?“

    ომის ექსპერტი აცხადებს, რომ სპეცოპერაციის წარმატებულობა ასევე განაპირობა იმანაც, რომ რუსებმა უკრაინელების  შესაძლებლობები კარგად ვერ შეაფასეს. ექსპერტი ვარაუდობს, რომ ბომბდამშენები აეროდრომებზე მომავალი მასშტაბური შეტევის მოსამზადებლად იყვნენ განლაგებულნი, ამის გამო კი მათი დაცვის სისტემა შესუსტებული იყო.

    დრონები, რომლებიც რუსეთის ბომბდამშენებს თავს დაესხნენ, აეროდრომებთან ააქტიურდნენ — უკრაინის ტერიტორიიდან 4000 კმ-მდე მანძილზე. უკრაინელები  იყენებდნენ რუსულ GSM-სიგნალს და ხელოვნურ ინტელექტს სამიზნეების კონტურების ამოსაცნობად.

    • რუსეთი მოამზადებს საპასუხო იერიშს

    პოლკოვნიკი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი გეგმავს ახალ მასშტაბურ საჰაერო იერიშებს უკრაინის სპეცოპერაციის საპასუხოდ. მისი აზრით, რუსები გამოიყენებენ ავიაგამანადგურებლებს:  Су-30, Су-34, Су-35 და МіГ-31, ასევე გაუმართავ ავიაციურ ბომბებს და მოკლე თუ საშუალო რადიუსის რაკეტებს. პოლკოვნიკმა განაცხადა, რომ საპასუხო იერიში ახლო მომავალში ნაკლებად სავარაუდოა რადგან ახლა მოულოდნელობის ეფექტი მათი მხრიდან უკრაინისთვის  არ იქნება. რუსეთი კი გაამკაცრებს უსაფრთხოების ზომებს.

    კატკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინულმა დრონებმა დააზიანეს, მათ შორის, საბჭოთა კავშირის პერიოდში შექმნილი Ту-160. მისი თქმით, რუსეთს ასეთი თვითმფრინავის მხოლოდ დაახლოებით 18 ცალი დარჩა.

  • „სილა სახეში რუსეთისთვის “- მალიუკი სპეცოპერაცია “ობობას ქსელის” დეტალებზე და შედეგებზე საუბრობს

    გუშინ, 1 ივნისს, როდესაც რუსეთში სამხედრო სატრანსპორტო ავიაციის დღეა აღინიშნებოდა, უკრაინამ ოთხ სამხედრო აეროდრომზე დრონებით ერთდრულად იერიში მიიტანა და ქვეყნის სტრატეგიული ავიაციის 41 ბომბდამშენი დააზიანა.  უპრეცედენტო და უნიკალური სპეცოპერაციის,  “ობობას ქსელის” (“Павутина”) დეტალებზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის [СБУ] უფროსი, ვასილი მალიუკი საუბრობს, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ ოეპრაციას.

    მისი თქმით, სპეცოპერაციის განსაკუთრებულ სირთულეს ერთდროულად სამ სასაათო სარტყელში მოქმედება განაპირობებდა რაც ლოგისტიკის თვალსაზრისით უკიდურესად რთული იყო.

    ამ უპრეცედენტო და უნიკალური სპეცოპერაციის შედეგად,  ერთდროულად განადგურდა რუსეთის ფედერაციის უკანა ხაზზე მდებარე ოთხი სამხედრო სტრატეგიული აეროდრომი, სადაც რუსული ავიაცია იყო განლაგებული. სბუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ განაცხადა სბუ-ს თავმჯდომარემ, გენერალ-მაიორმა ვასილ მალიუკმა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ დრონებით იერიშებით დაარტყეს,  41 ბომბდამშენს, მათ შორის — А-50, Ту-95, Ту-22 М3 და Ту-160.

    ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციას, სახელწოდებით „ობობას ქსელი“, წელიწად-ნახევრის განმავლობაში ამზადებდნენ და მას სბუ-ს ხელმძღვანელი ვაილ მალიუკი თავად ხელმძღვანელობდა.

    ლოგისტიკური თვალსაზრისით, ეს იყო საკმაოდ რთული ოპერაცია: თავდაპირველად უკრაინის

    სპეცსამსახურებმა რუსეთის ტერიტორიაზე გაგზავნეს FPV-დრონები, შემდეგ – ხის მობილური პატარა სახლები; მოგვიანებით დრონები დამალეს უკვე სატვირთო ავტომობილებზე განლაგებული ხის სახლების სახურავების ქვეშ; შემდეგ, საჭირო მომენტში, სახლებს სახურავები დისტანციურად გადახადეს და დრონებმაც იოლად შეძლეს რუსული ბომბდამშენების  გასანადგურებლად ფრენა.

    მალიუკი აღნიშნავს, რომ უკრაინა სრულად ლეგიტიმურ სამიზნეებზე მუშაობდა — სამხედრო აეროდრომებსა და  ბომბდამშენებზე, რომლებიც უკრაინის მშვიდობიან ქალაქებს ბომბავენ.

    ოპერაციის ფარგლებში გამოყენებული იყო სულ 117 უპილოტო საფრენი აპარატი და მუშაობდნენ შესაბამისი რაოდენობის ოპერატორები.  რუსეთის ძირითად აეროდრომებზე უკრაინულმა დრონებმა დააზიანა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის 34%.

    დაზიანებული სტრატეგიული ავიაციის სავარაუდო ღირებულება 7 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.

    ვასილ მალიუკმა მადლობა გადაუხადა ყველა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო ამ ისტორიულ სპეცოპერაციაში და აღნიშნა, რომ ოპერაციაში ყველა მონაწილე პირი დიდი ხანია უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება.

    „მტერს ეგონა, რომ უსასრულოდ შეძლებს უკრაინის დაბომბვასა,  მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ვუპასუხებთ რუსეთის ტერორს და გავანადგურებთ მათ ყველგან — ზღვაზე, ჰაერში და ხმელეთზე. საჭიროების შემთხვევაში, მიწის ქვეშაც მივწვდებით!”— განაცხადა სბუ-ს ხელმძღვანელმა.

    მალიუკმა აღნიშნა, რომ  უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი,  პირადად აკონტროლებდა სპეცოპერაციას.

    • ”თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო, ყველაზე საინტერესო და ეს უკვე საჯაროდ შეიძლება, ითქვას, არის ის, რომ ჩვენი ოპერაციის ოფისი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა, პირდაპირ ეფ ეს ბე-ს დირექტორატის გვერდით მათ ერთ-ერთ ოლქში. ვადასტურებ, რომ დავარტყით სტრატეგიული ავიაციის  34%-ს. სამიზნეებზე დარტყმის დროს დრონები ავტონომიურად კი არ მოქმედებდნენ, არამედ ოპერატორები მართავდნენ. ოპერაციაში სულ 117 დრონი გამოიყენეს და შესაბამისი რაოდენობის დრონების ოპერატორი მუშაობდა. ყველა, ვინც ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რუსეთიდან დროულად გაიყვანეს”, – განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ  მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.