Category: მსოფლიო

  • რა თქმა უნდა, არ ჩავიდოდა თუ მე იქ არ ვიქნებოდი..არაფერი მოხდება, ვიდრე პუტინს არ შევხვდები – ტრამპი

    ”რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი მოხდება, ვიდრე პუტინს არ შევხვდები[…] არაფერი მოხდება, სანამ ჩემი და პუტინის შეხვედრა არ შედგება. რა თქმა უნდა, ის არ ჩავიდოდა თუ მე იქ არ ვიქნებოდი“,

    ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს თვითმფრინავის ბორტზე განუცხადა.

  • პოდოლიაკი აცხადებს, რომ ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება

    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ კვირაში სტამბოლში მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვდება.

    “რა თქმა უნდა არა [პუტინის გარდა ვინმე სხვა წარმომადგენელს თუ შეხვდება]. ეს ხომ ფორმატი არ არის. პრეზიდენტი ვერ შეხვდება… ჩვენ ხომ ხვდებით რუსეთში ხელისუფლების კონსტრუქცია როგორია. გასაგებია, რომ ადამიანები მინისტრების ფორმალური სტატუსით არ აქვთ შესაბამისი უფლებამოსილება მიიღონ ესე თუ ისე გადაწყვეტილებები. ომის გაგრძელების თუ შეწყვეტის გადაწყვეტილება მხოლოდ პუტინს შეუძლია, რომ მიიღოს” , – თქვა პოდოლიაკმა.

    ზელენსკიმ პუტინი 15 მაისს თურქეთში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მიიწვია — ეს იქნება მათი პირველი პირისპირი შეხვედრა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, თუ კრემლი დასტურს განაცხადებს.

  • რუსები სრულიად უგულებელყოფენ 12 მაისიდან ცეცხლის სრული და მდგრადი შეწყვეტის შეთავაზებას – სიბიგა

    „მოსკოვი ხელიდან უშვებს კიდევ ერთ შესაძლებლობას, რომ ბოლო მოუღოს მკვლელობებს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის ერთადერთი მიზანი ომის გახანგრძლივებაა,.[…] უკრაინა, რუსეთისგან განსხვავებით, ყველა ღონეს ხმარობს ომის დასასრულებლად და დიპლომატიისთვის შანსის მისაცემად. პრეზიდენტი ზელენსკი პუტინთან პირადად შეხვედრის შეთავაზებითაც კი გამოვიდა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ ყოფილა. ჩვენ განვიხილეთ შესაძლო ნაბიჯები, მათ შორის რუსეთის საბანკო, ცენტრალური ბანკისა და ენერგეტიკის სექტორების წინააღმდეგ სანქციები, უკრაინისთვის თავდაცვის ახალი დახმარების პაკეტებთან ერთად. პუტინმა უნდა გაიგოს სამშვიდობო მცდელობების უარყოფისა და ომის გაგრძელების შედეგები”,

    ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, პოლონეთის, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ონლაინ ფორმატში დაესწრო.

  • პუტინს პირობა მივეცი, რომ აქ ვიქნებოდი – ვუჩიჩი მოსკოვში ჩასვლაზე

    “იცით, მე პირობა მივეცი პრეზიდენტ პუტინს, რომ დღეს აქ ვიქნებოდი და რაც ვთქვი, შევასრულე. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.[…]ჩვენ გვაქვს ამოცანა, დიდი ამოცანა, შევინარჩუნოთ მეხსიერება დიდ სამამულო ომსა და გამარჯვებაზე. მე ვამაყობ სერბი ხალხის როლით ამ გამარჯვებაში. მადლობა თბილი მიღებისა და სტუმართმოყვარეობისთვის”.

    განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

  • “ან რუსეთი უნდა შეიცვალოს რადიკალურად, ან მსოფლიოს მოუწევს შეცვლა…”- ზელენსკი

    “ან რუსეთი უნდა შეიცვალოს რადიკალურად, ან მსოფლიოს მოუწევს შეცვლა…”- ზელენსკი

    “ხვალ, ნაცისტების სისასტიკეზე ისაუბრებს ბუჩაში მასობრივი საფლავების მომწყობი. ლენინგრადის ბლოკადაზე ისაუბრებენ ისინი, ვინც მოაწყო მარიუპოლიდ ბლოკადა…. ან რუსეთი უნდა შეიცვალოს რადიკალურად, ან მსოფლიოს მოუწევს შეცვლა. ზუსტად ისე, როგორც ეს 80 წლის წინ მოხდა, როდესაც საბოლოოდ ყველასთვის ცხადი გახდა : ბოროტების მოთვინიერება შეუძლებელია, მას უნდა ებრძოლო.”

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ნაციზმზე გამარჯვების დღესთან დაკაშირებით.

  • ილჰამ ალიევმა 9 მაისს მოსკოვში ვიზიტი გააუქმა

    აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, 9 მაისს მოსკოვში ვიზიტი გააუქმა – მ რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.

    “მოვიდა შეტყობინება, რომ, სამწუხაროდ, ალიევი არ ჩამოვა. განმარტეს, რომ ის უნდა დაესწროს შიდა ღონისძიებებს, რომლებიც მიეძღვნება ჰეიდარ ალიევს,“ – განაცხადა უშაკოვმა ჟურნალისტ ალექსანდრ იუნაშევთან საუბარში.

    9 მაისის აღლუმზე დამსწრე ლიდერების სიაში, რომელიც კრემლმა წარადგინა, ილჰამ ალიევი ეწერა, თუმცა როგორც ირკვევა, ის რუსეთის დედაქალაქში არ ჩადის და მიზეზად, 10 მაისს აზერბაიჯანის მესამე პრეზიდენტის  ჰეიდარ ალიევის  დაბადების დღე და მისდამი მიძღვნილი ღონისძიება სახელდება.

     

  • „უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის ერთადერთი დაბრკოლება ამ დროისთვის პუტინია“ – კიტ კელოგი

    „უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის ერთადერთი დაბრკოლება ამ დროისთვის პუტინია“ — განაცხადა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა.

    „ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია შედეგის მიღწევა — დონალდ ტრამპია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი დათანხმდება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე პროგრესის გზაზე მთავარი დაბრკოლება სწორედ რუსეთის პრეზიდენტია, რომელიც უარს ამბობს შეთანხმებაზე,“ — აღნიშნა კელოგმა.

  • ფრიდრიხ მერცი გერმანიის კანცლერი გახდა

    გერმანიის კანცლერად კონსერვატორი ლიდერი ფრიდრიხ მერცი აირჩიეს – ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერს მხარი 325-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 289 კი მის წინააღმდეგ წავიდა. კანცლერად არჩევისთვის 316 ხმა იყო საჭირო, მერცის კოალიციას კი 328 მანდატი აქვს.

    დღეს  ფრიდრიხ მერცის კანცლერის თანამდებობაზე ასარჩევად ბუნდესტაგში ხმის მიცემის ორი ტური გაიმართა. პირველ ტურში მან ვერ მოაგროვა საკმარისი ხმების რაოდენობა. ფარული კენჭისყრით, მერცს 310-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი – საჭირო 316-დან, 307-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა. რის შემდეგაც, დღესვე ჩაინიშნა მეორე ტური.

    ფრიდრიხ მერცმა, რომლის CDU/CSU-ს კონსერვატიულმა ბლოკმა გაიმარჯვა თებერვლის არჩევნებში, 5 მაისს განაცხადა, რომ სწრაფად შეუდგება გერმანიის ეკონომიკის რეფორმირებას. ახალი მთავრობა აპირებს უზრუნველყოს გერმანიის ეკონომიკის ზრდა და ამასთან ერთად – ქვეყნის თავდაცვის ხარჯების გაზრდა.

  • 9 მაისის აღსანიშნავად, პუტინი დროებით “ცეცხლის შეწყვეტას” აცხადებს

    რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სამდღიანი ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. როგორც კრემლი იუწყება, შეწყვეტა 8 მაისს დაიწყება და 11 მაისამდე გაგრძელდება.

    „ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, გამარჯვების 80 წლისთავის აღნიშვნის დღეებში – 7-8 მაისის შუაღამიდან 10-11 მაისის შუაღამემდე – რუსული მხარე აცხადებს ცეცხლის შეწყვეტას. ამ პერიოდის განმავლობაში ყველა სამხედრო მოქმედება შეწყდება“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

  • რუსეთი მოლაპარაკებების განახლებისთვის უკრაინისგან სიგნალს ელოდება – პესკოვი

    რუსეთი მოლაპარაკებების განახლებისთვის უკრაინისგან სიგნალს ელოდება –  განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.

    “კიევმა ამ მხრივ გარკვეული ზომები უნდა მიიღოს…ჯერჯერობით ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ქმედებას“, – თქვა პესკოვმა.