Category: მსოფლიო

  • ომის კანონების შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავეთ აბსოლუტურად კანონიერ სამიზნეებზე – მალიუკი

    “მტრის ბომბდამშენების განადგურება უკრაინის პრეზიდენტის, უზენაესი მთავარსარდლის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ჩვენს წინაშე დასახული ამოცანაა“-განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვასილ მალიუკმა.

    “ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების შესაბამისად, ჩვენ ვიმუშავეთ აბსოლუტურად კანონიერ სამიზნეებზე – სამხედრო აეროდრომებსა და თვითმფრინავებზე, რომლებიც ბომბავენ ჩვენს მშვიდობიან ქალაქებს”- აცხადებს მალიუკი

    გუშინ, 1 ივნისს,  უკრაინულმა დრონებმა რუსეთში ოთხ სტრატეგიულ სამხედრო აეროდრომზე იერისები მიიტანეს, რის შედეგადაც განადგურდა  41 რუსული თვითმფრინავი, მათ შორის A-50, Tu-95, Tu-22M3 და Tu-160. უკრაინული სპეცოპერაციის  შედეგად რუსეთმა $7 მილიარდის ზარალი მიიღო.

    ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აკონტროლებდა, ხოლო აღსრულება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვასილი მალიუკს დაევალა.

  • უნიკალური ოპერაცია იყო, ერთ-ერთი ოფისი პირდაპირ ეფ ეს ბე-ს დირექტორატის გვერდით გვქონდა. დავარტყით რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფირნავების 34%-ს – ზელენსკი

    უნიკალური ოპერაცია იყო, ერთ-ერთი ოფისი პირდაპირ ეფ ეს ბე-ს დირექტორატის გვერდით გვქონდა. დავარტყით რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფირნავების 34%-ს – ზელენსკი

    თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად უნიკალური ოპერაცია იყო, ყველაზე საინტერესო და ეს უკვე საჯაროდ შეიძლება, ითქვას, არის ის, რომ ჩვენი ოპერაციის ოფისი რუსეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა, პირდაპირ ეფ ეს ბე-ს დირექტორატის გვერდით მათ ერთ-ერთ ოლქში. ვადასტურებ, რომ დავარტყით სტრატეგიული ავიაციის თვითმფირნავების 34%-ს. სამიზნეებზე დარტყმის დროს დრონები ავტონომიურად კი არ მოქმედებდნენ, არამედ ოპერატორები მართავდნენ. ოპერაციაში სულ 117 დრონი გამოიყენეს და შესაბამისი რაოდენობის დრონების ოპერატორი მუშაობდა. ყველა, ვინც ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, რუსეთიდან დროულად გაიყვანეს,

    აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის აეროდრომებზე განხორციელებული ოპერაციაზე. ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ოპერაციის ოფისი რუსეთის ეფ ეს ბე-ს დირექტორატის გვერდით მდებარეობდა. მისი თქმით, განადგურებულია რუსეთის სტრატეგიული ავიაციის თვითმფირნავების 34%-ი.

    ზელენსკი აცხადებს, რომ ყველა, ვინც აღნიშნულ ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, უკვე სამშობლოშია და უსაფრთხოდაა.

  • გერმანია უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას დააფინანსებს

    გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას გერმანია  დააფინანსებს. მან ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

    “შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება და გაფართოვდება, რათა უკრაინამ ახლაც და მომავალშიც რუსული აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს. ამასთან, მინდა ვთქვა, რომ უკრაინისთვის Starlink-ის მნიშვნელოვან ნაწილს დავაფინანსებთ”. – თქვა მერცმა.

  • ”უკრაინას ახლა შეუძლია, თავი დაიცვას რუსეთის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმითაც კი” – მერცის თქმით, უკრაინას შორი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა აღარ აქვს

    გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ  უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე შეზღუდვა აღარ აქვს. ამის შესახებ კანცლერმა გერმანული ტელევიზია WDR-ს მიერ ორგანიზებულ ფორუმზე განაცხადა. 

    “უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღზე რადიუსის შეზღუდვები აღარ არის. არც ბრიტანელებისგან, არც ფრანგებისგან, არც ჩვენგან და არც ამერიკელებისგან.  ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინას ახლა შეუძლია, თავი დაიცვას რუსეთის სამხედრო პოზიციებზე თავდასხმითაც კი, მაგალითად. ცოტა ხნის წინ მას ამის გაკეთება არ შეეძლო, მცირე გამონაკლისების გარდა, ამას არც აკეთებდა”. – თქვა გერმანიის კანცლერმა.

  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა

    ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი დაამტკიცა  – ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

    როგორც ცნობილია, სანქციები  მიმართულია რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” თითქმის 200 გემის, ასევე 30 კომპანიის მიმართ, რომლებიც სანქციების თავიდან არიდებაში მონაწილეობენ.

    „ევროკავშირმა დაამტკიცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი, რომელიც მიზანში იღებს თითქმის 200 ჩრდილოვანი ფლოტის გემს. ახალი ზომები ასევე ეხება ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებებს. დამატებითი სანქციები მზადდება. რაც უფრო დიდხანს გააგრძელებს რუსეთი ომს, მით უფრო მკაცრი იქნება ჩვენი პასუხი”, – წერს კალასი.

  • არავინ აპირებს თავისი მიწების, თავისი ხალხის, თავისი სახლების დათმობას  – ზელენსკი

    არავინ აპირებს თავისი მიწების, თავისი ხალხის, თავისი სახლების დათმობას – ზელენსკი

    “ჩვენ არ გამოვიყვანთ ჯარებს ჩვენი ტერიტორიებიდან, ეს ჩემი, ჩვენი ძალების კონსტიტუციური მოვალეობაა… არანაირი ულტიმატუმი არ იქნება, არავინ აპირებს თავისი მიწების, თავისი ხალხის, თავისი სახლების დათმობას. არ ვიცი, რა პრინციპები აქვს [პუტინის მიერ აღნიშნულ მემორანდუმს], მაგრამ თუ რუსეთი ჩვენი ჯარების ჩვენი მიწებიდან გაყვანისთვის პირობებს დააწესებს – ეს ნიშნავს, რომ მათ არ სურთ ომის დასრულება. რადგან მათ ნათლად ესმით, რომ უკრაინა ამას არ გააკეთებს”

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • ტრამპმა ტელეფონით პუტინთან ისაუბრა, მანამდე კი ზელენსკისთან

    აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც უკრაინაში მშვიდობის დამყარების საკითხს ეხებოდა.ინფორმაციას Reuters-ი თეთრ სახლში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. უკრაინული ტელემარათონი, Єдині новини საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით კი იუწყება, რომ  ტრამპი პუტინთან დალაპარაკებამდე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.

    საუბრის დეტალები ამ დრომდე უცნობია.

    მანამდე, თეთრი სახლის სპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ  “მიზანი – პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ “ცეცხლის შეწყვეტაა”.

  • უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსეთის რადარები და საბაზო ინფრასტრუქტურა განადგურდეს

    უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსეთის გაზის მომპოვებელ პლატფორმებზე იერიში მიიტანეს დოკუპანტების რადიოლოკაციური სისტემასა და ინფრასტრუქტურაზე. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (სბუ) ავრცელებს.

    იერიშები ეტაპობრივად განხორციელდა: ჯერ პლატფორმას საჰაერო დრონმა დაარტყა, შემდეგ კი — ზღვიდან მოქმედმა უპილოტო აპარატმა. დარტყმის შედეგად სრულად განადგურდა რუსული რადარი “ნევა”, რომელიც მათ საჰაერო და საზღვაო სივრცის კონტროლისთვის გამოიყენებოდა. ასევე დაზიანდა საცხოვრებელი მოდული და საწყობები.

  • ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს, უკრაინა მზად არის გადადგას უსწრაფესი ნაბიჯები მშვიდობის მისაღწევად – ზელენსკი

    ვესაუბრე პრეზიდენტ ტრამპს, უკრაინა მზად არის გადადგას უსწრაფესი ნაბიჯები მშვიდობის მისაღწევად – ზელენსკი

    პრეზიდენტ მაკრონთან, ფედერალურ კანცლერ მერცთან, პრემიერმინისტრ სტარმერთან და ტუსკთან ერთად ვესაუბრე აშშ-ს პრეზიდენტს. განვიხილეთ სტამბოლის შეხვედრა. უკრაინა მზად არის გადადგას უსწრაფესი ნაბიჯები მშვიდობის მისაღწევად. მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ მყარი პოზიცია დაიჭიროს. ჩვენი პოზიციაა, თუ რუსეთი უარს იტყვის სრულ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტაზე და მკვლელობების დასრულებაზე, ძლიერი სანქციები უნდა დაწესდეს. რუსეთზე წნეხის შენარჩუნება საჭიროა მანამ, სანამ რუსეთი ომის დამთავრებისთვის არ იქნება მზად. მადლობა ყველას მსოფლიოში, ვინც გვეხმარება.

    წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

  • აქ ის არ არის, არც სტამბოლშია მთელი მსოფლიოს გარშემო სირბილს და მის ძებნას ხომ ვერ დავიწყებთ – ზელენსკი პუტინზე

    “მე ვთვლი, რომ კრემლის ლიდერმა საკუთარი ლიდერობის დემონსტრაცია უნდა მოახდინოს და თუ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაშინ უნდა შემხვდეს ყოველგვარი წინაპირობისა და მსგავსი რაღაცების გარეშე. მოდი, შევხვდეთ. ჩვენ ახლა ანკარაში ვართ. ამის შემდეგ ვგზავნით ჯგუფს სტამბოლში. აქ ის არ არის, არც სტამბოლში არაა. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ და ეს ადამიანი ვეძებოთ..[…] მე ვთვლი, რომ ახლა აშშ და თურქეთი უპატივცემულობას გრძნობენ. არც შეხვედრის დრო, არც შეხვედრის დღის წესრიგი, არც დელეგაციის მაღალი დონე – ეს პირადი უპატივცემულობაა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსები ჩვენ პატივს არ გვცემენ, ეს ისედაც მესმის, თუმცა ეს გრძნობა სარკისებურია… უპატივცემულობა აქვთ ერდოღანის მიმართ, ტრამპის მიმართ. ტრამპი გზავნის ადამიანთა დიდ ჯგუფს, სახელმწიფო მდივან რუბიოს. იქნება სახელმწიფო მდივანი რუბიო, იქნება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იქნება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, სადაა შესაბამისი ადამიანი რუსეთის ფედერაციიდან? ეს უპატივცემულობაა არამხოლოდ უკრაინის, არამედ ყველას მიმართ, პირველ რიგში თურქეთის მიმართ, რადგან შეხვედრა აქ იმართება.”

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინზე საუბრისას.