Category: მსოფლიო

  • გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს – ტრამპი

    გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს – ტრამპი

    „არ მაინტერესებს, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან. შეუძლიათ თავიანთი მკვდარი ეკონომიკები ერთად ჩამოშალონ, რადგან ეს ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია. ინდოეთთან ძალიან მცირე ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს — მათი ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ასევე, რუსეთსა და აშშ-ს შორის თითქმის არანაირი ეკონომიკური კავშირი არ არსებობს. მოდით, ასე დავტოვოთ და გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ჰგონია, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტია, რომ სიტყვებს დაუკვირდეს. ის ძალიან სახიფათო გზას ადგას!“,

    ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

  • ტრამპი რუსეთისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადას 10-12 დღემდე ამცირებს

    ტრამპი რუსეთისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადას 10-12 დღემდე ამცირებს

    აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის  რუსეთისთვის უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად მიცემული 50-დღიანი ულტიმატუმის ვადას 10-12 დღემდე ამცირებს. ამის შესახებ მან შოტლანდიაში ვიზიტისას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კიტ სტრამერთან გასამართი შეხვედრის წინ თქვა.

    “მე ვაპირებ ახალ ვადა დავაწესო, დღეიდან დაახლოებით 10 ან 12 დღის განმავლობაში. ლოდინის არანაირი მიზეზი არ არსებობს. იყო 50 დღე, მინდოდა გულუხვი ვყოფილიყავი, მაგრამ ჩვენ უბრალოდ ვერ ვხედავთ რაიმე პროგრესს”, – განაცხადა მან.

    4 ივლისს ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ თუ 50 დღეში [რუსეთსა და უკრაინას შორის] შეთანხმება არ იქნება მიღწეული, აშშ [რუსეთთან მიმართებით] მეორად სანქციებს დააწესებს”.

  • საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს სექტემბერში აღიარებს

    საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აღიარებას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში ადასტურებს.

    “ახლო აღმოსავლეთში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის ისტორიული ვალდებულების შესაბამისად, მე გადავწყვიტე, რომ საფრანგეთი პალესტინის სახელმწიფოს აღიარებს.

    ამ საზეიმო განცხადებას გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე მომავალ სექტემბერში გავაკეთებ.

    დღეს გადაუდებელი პრიორიტეტია ღაზაში ომის დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის შვების მოტანა.

    მშვიდობა შესაძლებელია”, – წერს მაკრონი.

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო პალესტინის სახელმწიფოს აღიარებაზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას უგუნურს უწოდებს.

    “ამერიკის შეერთებული შტატები კატეგორიულად უარყოფს ემანუელ მაკრონის გეგმას, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

    ეს უგუნური გადაწყვეტილება მხოლოდ ჰამასის პროპაგანდას ემსახურება და მშვიდობას აფერხებს. ეს 7 ოქტომბრის მსხვერპლთათვის სახეში გაწვნაა”, – წერს რუბიო X-ზე.

  • ლაიენმა ზელენსკის ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებზე ძლიერი შეშფოთების შესახებ შეატყობინა – ევროკომისიის წარმომადგენელი

    “ფონ დერ ლაიენმა ზელენსკის ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებზე ძლიერი შეშფოთების შესახებ შეატყობინა”- ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა, გიიომ მერსიემ გამოცემა Politico-სთან საუბარში განაცხადა.

    “ევროკომისიის პრეზიდენტი პრეზიდენტ ზელენსკის დაუკავშირდა ბოლო მოვლენების თაობაზე. [ევროკომისიის] პრეზიდენტმა ფონ დერ ლაიენმა ძლიერი შეშფოთების შესახებ შეატყობინა ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების შედეგების თაობაზე და უკრაინის მთავრობას ახსნა სთხოვა.

    კანონის უზენაესობის პატივისცემა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ევროკავშირის ძირეული ელემენტებია. როგორც კანდიდატი ქვეყნისგან, უკრაინისგან ამ სტანდარტების სრულად დაცვას მოელიან. კომპრომისი ვერ იქნება”, – განაცხადა მერსიემ.

  • ტრამპი იმედგაცრუებულია, რომ რუსული მხარე უკრაინასთან დაკავშირებით მეტ მოქნილობას არ იჩენს – რუბიო

    „გვესმის, რომ ამ ყველაფერს დრო და მოთმინება სჭირდება, მაგრამ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მეტი პროგრესი არ იქნა მიღწეული. აშშ-ს უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიზნით სამოქმედო გეგმის ნახვა სჭირდება.[…] მე ამას ვერ დავახასიათებდი, როგორც რაღაცას, რაც მშვიდობის გარანტიას იძლევა, მაგრამ ეს კონცეფციაა, რომელსაც დღეს პრეზიდენტს გავაცნობ“,

    ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მალაიზიაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის ბრძანება არ გაუცია – WSJ

    ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის ბრძანება არ გაუცია – WSJ

    დონალდ ტრამპმა ვლადიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის ბრძანება არ გაუცია, იუწყება ამერიკული გამოცემა Wall Street Journal, რომელიც ეყრდნობა იმ პირებს, ვინც ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების ბოლო სატელეფონო საუბრის შინაარსს იცნობს.

    როგორც Wall Street Journal წერს, ტრამპმა პარასკევს ზელენსკის უთხრა, რომ მისი მითითებით მხოლოდ ამერიკული საბრძოლო მასალის მარაგების აუდიტი ჩატარდა – მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანში ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელა.

    „მაგრამ მან განაცხადა, რომ არ მიუცია ბრძანება თავდაცვის სამინისტროსთვის, შეეჩერებინა შეიარაღების მიწოდება,“ – უთხრეს გამოცემას წყაროებმა.

    ორშაბათს ტრამპმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ახალ სამხედრო დახმარების პარტიებს გაუგზავნის, ხოლო პენტაგონმა მაშინვე გამოაცხადა, რომ ამ მიწოდებას უკვე იწყებს.

    ტრამპმა თქვა, რომ ამერიკას ისევ მოუწევს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. პენტაგონმა მაშინვე განაცხადა, რომ უკვე იწყებს გადაზიდვებს.

    მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-მ დროებით შეაჩერა კიევისთვის იარაღის, მათ შორის „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის რაკეტების, ჭურვებისა და სხვა რაკეტების მიწოდება. ოფიციალურად ეს ახსნილი იყო ამერიკული მარაგების ამოწურვით, თუმცა ჟურნალისტები იუწყებოდნენ, რომ რეალურად ამერიკული შეიარაღების ოდენობა შეშფოთებას არ იწვევდა.
    დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მის მიერ დანიშნულმა თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეტმა უკვე სამჯერ შეაჩერა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. ყველა ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უქმდებოდა და სამხედრო დახმარება კვლავ აღდგა.

  • რუსული ტერორიზმისგან განკურნების წამალი ამერიკული იარაღია – ანდრეი ერმაკი

    „მას შემდეგ, რაც პუტინმა ჩრდილოეთ კორეული ჯარების მონაწილეობა ვერ დამალა, ეს ნაბიჯი კიდევ უფრო იაფი ჩრდილოეთ კორეელი „მოხალისეების“ რეკრუტირების გზას ხსნის. ნატო-ს ქვეყნებისთვის ომის საფრთხე ძალიან რეალურია. რუსეთი უკვე იყენებს ჩრდილოეთ კორეას ევროპაში ომის წარმოებისთვის და არავინ იცის, სად გამოჩნდებიან ეს რუსულ ფორმაში გამოწყობილი ე.წ. მოხალისეები შემდეგ – ბალტიის ქვეყნების საზღვრებთან ახლოს თუ კალინინგრადში განლაგებულები.[…]უნდა მოხდეს საფრთხეების აღკვეთა და არა შეწყნარება. რუსული ტერორიზმისგან განკურნების წამალი ამერიკული იარაღია, ევროპულ და უკრაინულ საცეცხლე ძალასთან ერთად“,

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

  • უკრაინას უფრო მეტ იარაღს გავუგზავნით! პუტინი არ ჩერდება – ტრამპი

    უკრაინას უფრო მეტ იარაღს გავუგზავნით! პუტინი არ ჩერდება – ტრამპი

    “ჩვენ უფრო მეტ იარაღს გავუგზავნით. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. ახლა ისინი ძალიან ძლიერ დარტყმას იღებენ. ჩვენ მოგვიწევს მეტი იარაღის გაგზავნა, პირველ რიგში, თავდაცვითი იარაღის. მაგრამ ისინი ძალიან, ძალიან ძლიერ დარტყმას იღებენ. ამ არეულობაში უამრავი ადამიანი იღუპება.[…]გულწრფელად რომ ვთქვა, იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტი პუტინი არ ჩერდება. მე არ ვარ კმაყოფილი ამით”,

    განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

  • უკრაინელებმა ოკუპირებული ლუგანსკის ყოფილი ე.წ. მერი ააფეთქეს

    უკრაინულმა ძალებმა რუსების მიერ ოკუპირებული ლუგანისკის ყოფილი “მერი” მანოლის პილავოვი ააფეთქეს.  ასაფეთქებელი მოწყობილობა პილავოვის სახლის კარს მიღმა იყო დამონტაჟებული.

    აფეთქება 3 ივლისს შუადღით ქალაქის ტარას შევჩენკოს ქუჩაზე მოხდა.

    მანოლის პილავოვი ლუგანსკის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას 2014 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ნოემბრამდე იკავებდა.

  • უკრაინამ რუსეთში მდებარე ისკანდერის სარაკეტო სისტემებზე იერიში მიიტანა

    უკრაინამ რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე რუსულ სარაკეტო სისტემებზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ,  უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

    ერთი ისკანდერის ტიპის სარაკეტო სისტემა მთლიანად განადგურდა და სერიოზულად დააზიანა ორი. სამიზნე იყო რუსეთის 26-ე სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფი, რომელმაც უკრაინის ტერიტორიაზე გასროლა სცადა. ძალების სხვა ნაწილებთან თანამშრომლობაში, სარაკეტო დარტყმა განახორციელეს რუსეთის სარაკეტო ძალების ქვედანაყოფის კონცენტრაციის ადგილზე.

    რუსეთის არმიის 26-ე სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფი, ბრიანსკის რეგიონის ქალაქ კლინციდან, ცდილობდა ერთ-ერთი უკრაინული ქალაქის სავარაუდოდ, კიევის დაბომბვას.

    ეფექტიანის დაზვერვის წყალობითა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სამიზნეები წარმატებით დაიბომბა. ერთი რუსული სარაკეტო სისტემა აფეთქდა, კიდევ ორი სავარაუდოდ დაზიანდა.

    დარტყმის შედეგები დგინდება”, – ნათქვამია განცხადებაში.