Category: მსოფლიო

  • ინფლაციისა და სანქციების გამო რუსეთის სამხედრო შეკვეთები ჩავარდნის პირას არის–უკრაინის დაზვერვა

    რუსული კომპანიები სერიოზულ პრობლემებს შეეჯახნენ სამხედრო შეკვეთების შესრულებისას. სანქციების გამო დაწყებულმა სანქციებმა იარაღის წარმოებისთვის გათვალისწინებული თანხები “შეჭამა“, დამატებითი თანხები კი რუსეთის ბიუჯეტში არ არის.

    ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა რუსეთის ფედერაციის მთავრობის აპარატიდან მოპოვებული ანგარიშის საფუძველზე აცხადებს, რომელიც სამხედრო–სამრეწველო კომპლექსის სახელმწიფო შეკვეთების კონტრაქტების შესრულების პრობლემურ საკითხებს ეხება.

    დაზვერვის ინფორმაციით, ტექსტიდან ჩანს, რომ სახელმწიფო შეკვეთებისას დაფიქსირებული ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად რუსეთის სახელმწიფომ ერთ მიმწოდებელთან კონტრაქტის გაფორმების ნებართვა გასცა. თუმცა ამან მოსალოდნელი შედეგი არ გამოიღო. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება მაინც გაიზარდა – მასალების და მაკომპლექტებელი დეტალების გაძვირების გამო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაჟინებული მოთხოვნა კი, ფასების ფიქსაციის შესახებ სამხედრო შეკვეთის “ერთპიროვნულ შემსრულებელს“ მხოლოდ ზარალს აყენებს.

    ამ მომენტისთვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრძანების შესრულება ეჭვქვეშ არის თანხების შემცირებისა და მთავრობასა და მწარმოებელს შორის შეუთანხმებლობის გამო.

    უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, ეს სიტუაცია პირდაპირი შედეგია სანქციებისა, რომელიც რუსეთის ფედერაციას და კერძოდ, სამხედრო–სამრეწველო კომპლექსს დაუწესდა.

  • ლუკაშენკო რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში ბელარუსის ჩართვას ითხოვს

    ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბელარუსის მონაწილეობის გარეშე არ შეიძლება მიმდინარეობს. ამის შესახებ მან უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

    “უბრალოდ მინდა, მოგახსენოთ ჩვენი პოზიცია, რომელიც მიწოდებულია საგარეო საქმეთა მინისტრისთვის და სამინისტროს დაევალა მისი განხორციელება. არ შეიძლება [რუსეთ-უკრაინის] მოლაპარაკებები ბელარუსის მონაწილეობის გარეშე. ვინაიდან ჩაგვრთეთ ამაში, პირველ რიგში დასავლურმა ქვეყნებმა, მოლაპარაკებებზე, ბუნებრივია, იქ ბელარუსის პოზიცია უნდა გამოითქვას”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

    ცნობისთვის, უკრაინული მხარე მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების ბელარუსიდან თურქეთში გადატანა უკრაინის პირველი გამარჯვებაა.

  • ბრიტანეთი უკრაინაში თანამედროვე ჯავშანმანქანების გაგზავნას გეგმავს

    The Times-ის ცნობით, ბრიტანეთი უკრაინაში თანამედროვე ჯავშანტექნიკის გაგზავნას გეგმავს. კერძოდ, განიხილება ჯავშანმანქანა Mastiff-ისა და Jackal-ის უკრაინისთვის მიწოდება. აღნიშნული ტექნიკა სადაზვერვო პატრულირებისათვის გამოიყენება.

    თუ ბრიტანეთი ჯავშანმანქანების გაგზავნის გადაწყვეტილებას მიიღებს, ბრიტანელი ინსტრუქტორები გაემგზავრებიან უკრაინის საზღვრებთან უკრაინელი ჯარისკაცებისთვის წვრთნების ჩასატარებლად.

    ასევე, მოსალოდნელია, რომ ტანკსაწინააღმდეგო და საზენიტო რაკეტების შემდგომი ტრანშის შესახებ ბრიტანეთი უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.

    ქართველი სამხედრო ექსპერტის, რუსლან შავაძის ცნობით, Mastiff-ი არის ამერიკული Cougar-(MRAP)-ის ჯავშანმანქანის ბრიტანული ვარიანტი და განკუთვნილია პატრულირებისათვის.

    “ის 2006 წლიდან ემსახურება ბრიტანეთის არმიას სხვადასხვა მისიებში. ჯავშანმანქანის ძირითადი მახასიათებლები: ეკიპაჟი – 2+4, სიგრძე – 5,91 მეტრი, სიგანე – 2,74 მეტრი, სიმაღლე – 2,64 მეტრი, მაქსიმალური სიჩქარე – 105 კმ/სთ. აღსანიშნავია, რომ მასტიფის ორი ვერსია არსებობს, რომელს მიიღებს უკრაინა, უცნობია…

    უკრაინის არმიისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ექნება ამ ჯავშანმანქანებს, რათა გაიზარდოს მობილურობა და მეტი მანევრის საშუალება ჰქონდეს. ასევე, გათავისუფლებული ტერიტორიების გასაკონტროლებლად სასიცოცხლოდ აუცილებელი საშუალებაა”,– წერს შავაძე.

    მისივე თქმით, Jackal-ი არის ბრიტანული ჯავშანტექნიკა და საპატრულო მანქანა, რომლის მთავარი მიზანია დაზვერვა ან პატრულირება, ასევე საცეცხლე მხარდაჭერა იმ სიტუაციებში, სადაც მობილურობა, სიჩქარე და მანევრირება პრიორიტეტულია.

    “BRDM-ის ძირითადი მახასიათებლები: ეკიპაჟი – 1+4 სიგრძე – 5,39 მეტრი სიგანე – 2 მეტრი სიმაღლე – 1,9 მეტრი მაქსიმალური სიჩქარე – 130 კმ/სთ. ასევე არსებობს Jackal 2-ის განახლებული ვერსია საბრძოლო და სატრანსპორტო ნაწილების გაუმჯობესებით. ეს ჯავშანტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანია მობილურობისათვის და დიდ დახმარებას გაუწევს უკრაინის არმიას”,– აცხადებს სამხედრო ექსპერტი.

  • როგორი ამინდი იქნება 11 აპრილამდე – პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 8-9 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსი იქნება.

    სინოპტიკოსების ცნობით, 10-11 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დათბება.

    თბილისში 8 აპრილს იწვიმებს. 9-11 აპრილს უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 8-10 აპრილს +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 11 აპრილს +23, +25 გრადუსამდე მოიმატებს. 9 აპრილს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

  • მხარს ვუჭერთ საქართველოს, მჭიდრო მეგობრობა გვაკავშირებს – კანადის საგარეო მინისტრი

    “მხარს ვუჭერთ საქართველოს, ჩვენ მჭიდრო მეგობრობა გვაკავშირებს. ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს NATO-ს ღია კარის პოლიტიკას. ვიცით, რომ საქართველო ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა და მოწყვლადია, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენ პარტნიორების გვერდით უნდა ვიყოთ, რადგან, ვიცით, რომ რაც ახლა უკრაინაში ხდება, შესაძლოა, პოტენციურად სხვა ქვეყნებშიც მოხდეს. კანადამ უნდა შეასრულოს საკუთარი როლი და გააქტიურდეს NATO-ს სხვა წევრებთან ერთად”

    აცხადებს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელანი ჯოლი ბრიუსელში.

  • ირპენში რუსებმა ცხედრებს ტანკებით გადაუარეს, ისინი ნიჩბებით შევაგროვეთ – მერი

    გათავისუფლებული უკრაინული ქალაქის, ირპენის მერი, ალექსანდრე მარკუშინი ამბობს, რომ რუსმა დამპყრობლებმა ქალაქში სისასტიკე ჩაიდინეს – მათ დახვრიტეს ხალხი, შემდეგ კი ცხედრებს ტანკებით გადაუარეს. მერის განცხადებით, ირპენის განთავისუფლების შემდეგ, გვამები ნიჩბებით შეაგროვეს.

    მარკუშინის ინფორმაციით, ოკუპანტები ოჯახებს აშორებდნენ – კაცები მიჰყავდათ, ქალებსა და ბავშვებს კი ტოვებდნენ, ხოლო ვინც წინააღმდეგობას უწევდა, ხვრეტდნენ.

    “კიდევ უფრო სასტიკი, უბრალოდ არაადამიანობის გამოვლინება იყო, როცა დახვრიტეს ჩვენი ხალხი, შემდეგ კი ტანკები გადაატარეს ამ სხეულებზე. მხოლოდ მაშინ, როცა ეს სიბინძურე განვდევნეთ, ჩვენ შევძელით ხალხის ნაშთების შეგროვება. ცხედრები ასფალტიდან ნიჩბებით ავიღეთ”,– თქვა ირპენის მერმა Pravda-ს ცნობით.

    მანვე აღნიშნა, რომ იყო ქალების გაუპატიურების შემთხვევებიც. გარდა ამისა, რუსი დამპყრობლები ძარცვავდნენ ირპენელების სახლებს.

  • რუსეთმა ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია.უკრაინას შეუძლია ომი მოიგოს– პენტაგონი

    პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ კრემლის გეგმები,უკრაინაში ხელისუფლება შეეცვალა და მსხვილი ქალაქები ხელში ჩაეგდო ჩავარდა.

    აშშ–ს თავდაცვის სამინისტროში თვლიან, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთს ომი მოუგოს. რუსეთის უკრაინაში ფართომაშტაბიანი შეჭრიდან თვენახევარში კრემლმა ვერ შეძლო მთავარი მიზნების მიღწევა – კიევის, მარიუპოლის, ხარკოვის, შავიზღვისპირა ზოლის აღება და ხელისუფლების შეცვლა.

    “მარიუპოლი აქამდე ვერ აიღეს. პუტინმა ჯარები კიევს მოაშორა. ხარკოვი ვერ აიღეს, ჯარები მოაშორეს ჩერნიჰოვს, ვერ აიღეს სამხრეთით ნიკოლაევი“– თქვა კირბიმ.

    კითხვაზე, შეძლებს თუ არა უკრაინა რუსეთს ომი მოუგოს, მან უპასუხა, რომ ეს “აბსოლუტურად შესაძლებელია“.

    “ამის მტკიცებულებას ყოველდღე ხედავთ შედეგებში. მათ აბსოლუტურად შეუძლიათ მოგება“–თქვა მან.

    თუმცა, პენტაგონში დასძენენ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების ვადების პროგნოზირება რთულია. კირბი თვლის, რომ ეს პუტინის სურვილზეა დამოკიდებული.

    “ის შეიძლება დღესვე დამთავრდეს, თუ პუტინი სწორად მოიქცევა, გაიყვანს ჯარებს და სახლში გაუშვებს, და პატივს სცემს უკრაინის სუვერენიტეტს. თუმცა მან სხვა გზა აირჩია“–ამბობს აშშ–ს თავდაცვის უწყების სპიკერი.

  • G7 მზად არის პუტინის პასუხისგებაში მისაცემად – ენტონი ბლინკენი

    აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ დიდი შვიდეულის ქვეყნები მზად არიან, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი “პასუხისგებაში მისცენ”.

    “G7 მზად არის, პასუხისგებაში მისცეს პრეზიდენტი პუტინი მისი არჩეული, არაპროვოცირებული ომის გამო და უზრუნველყოს, რომ მან უკრაინაში სტრატეგიული მარცხი განიცადოს”,– წერს ბლინკენი ტვიტერზე.

  • არ არსებობს სცენარი, რომლითაც უკრაინა არ იმარჯვებს – ბლინკენი

    აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კითხვას, შეუძლია თუ არა უკრაინას ომში გამარჯვება, დადებითად უპასუხა, თუმცა თქვა, რომ ამას შესაძლოა დრო დასჭირდეს.

    “საბოლოოდ, კი, რადგან რა არის წარმატება, რა არის გამარჯვება? ეს არის საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნება. არ არსებობს სცენარი, რომლითაც, დროთა განმავლობაში ეს არ მოხდება. პრობლემა ისაა, რომ ამას [გამარჯვებას] შეიძლება დრო დასჭირდეს, ამ დროში კი ვიხილოთ სიკვდილი და ნგრევა. თუმცა უკრაინელებმა ნათლად თქვეს, რომ ისინი არ დაემორჩილებიან ვლადიმერ პუტინის ნებას”, – განცხადა ბლინკენმა NBC-თან ინტერვიუში.

    მისივე თქმით, აშშ ყოველდღიურად საუბრობს უკრაინელ პარტნიორებთან, მათ შორის იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ მათ და სხვებს წარმატებული მოლაპარაკებების შემთხვევაში, რათა უკრაინა მომავალშიც დაიცვან.

    “ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, სხვებიც გააკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა შეძლებს დაიცვას თავი და შეაჩეროს რუსეთის მიერ განმეორებადი აგრესია”,– აღნიშნა ბლინკენმა.

  • რუსი ოკუპანტების დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსული არმიის დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

    ომის 43 დღეში ოკუპანტებმა დაკარგეს:

    • დაახლოებით 18 900 ჯარისკაცი
    • ტანკი – 698
    • ჯავშანტექნიკა- 1891
    • საარტილერიო სისტემები – 332
    • MLRS / MLRS – 108
    • საზენიტო საბრძოლო სისტემები – 55
    • თვითმფრინავი – 150
    • ვერტმფრენები – 135
    • ავტომობილი – 1358
    • გემი/ნავი – 7
    • საწვავის ავზი – 76
    • უპილოტო საფრენი აპარატი – 111
    • სპეციალური აღჭურვილობა – 25
    • OTRK / TRK /- 4.

    მიმდინარეობს მონაცემების განახლება.