Category: მსოფლიო

  • რუსეთი უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს

    რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტი უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურის, მამუკა მამულაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას იწყებს.

    კომიტეტის მტკიცებით, მამულაშვილმა ომის წარმოების წესები დაარღვია რუსი ჯარისკაცების მიმართ.

    “საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მთავარ საგამოძიებო დეპარტამენტს დაავალა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ქართული ლეგიონის მეთაურის, მამულაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა სამხედრო პერსონალის წინააღმდეგ ჩადენილ ომის წესების დარღვევასთან დაკავშირებით.

    უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მყოფი ქართული ლეგიონის წევრები უკანონო ქმედებებს სჩადიან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების მიმართ. გარდა ამისა, მამულაშვილის მხრიდან გაკეთდა არაერთი საჯარო განცხადება, რომ ის მომავალშიც აპირებს განაგრძოს რუსეთის სამხედროების, ნაციონალური გვარდიის წევრებისა და ჩრდილოეთ კავკასიის ოპერატიული დანაყოფის წევრების წამება და მკვლელობა. ეს ქმედებები პირდაპირ ეწინააღმდეგება ჟენევის კონვენციის 1949 წლის 12 აგვისტო დებულებებს სამხედრო ტყვეთა მოპყრობის შესახებ“, – ნათქვამია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    “იდიოტების ქვეყანა”,– ასე გამოეხმაურა მამუკა მამულაშვილი კომიტეტის განცხადებას Facebook-ზე.

  • უკრაინას ვთავაზობთ, გარანტორ ქვეყნებს შორის ბელარუსიც იყოს – ლავროვი

    რუსეთი უკრაინას სთავაზობს, უსაფრთხოების გარანტორთა სიაში ბელარუსი შეიყვანონ. ამის შესახებ საგარეო მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

    „არ მინდა მოლაპარაკებების პროცესისა და შინაარსის დეტალებში შესვლა, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ უკრაინული მხარის მოთხოვნით, ნეიტრალურ, არაბლოკურ, არაბირთვულ სტატუსს თან უნდა ახლდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. უკრაინელ მეზობლებს სურთ, რომ უკრაინის მიმდებარე ყველა ქვეყანა და რიგი სხვა სახელმწიფოები უსაფრთხოების გარანტორებში ნახონ, მათ შორის, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ბელარუსი იყოს ასეთ გარანტორ ქვეყნებს შორის”,– თქვა ლავროვმა.

    ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყნები შეიძლება იყვნენ: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. უკრაინა მათთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

    ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გუშინ თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბელარუსის მონაწილეობის გარეშე არ შეიძლება მიმდინარეობს.

  • გადაიყვანეთ სააკაშვილი ევროპულ სახელმწიფოში სამკურნალოდ – ლიეტუვა მთავრობას

    ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპის რომელიმე სახელმწიფოში გადაიყვანონ.

    “მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ხელი შეუწყოს ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროპულ სახელმწიფოში გადაუდებელი მკურნალობისთვის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ დეპოლარიზაციას და თავიდან აიცილებს რუსეთისა და მისი სატელიტების ჩარევას საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საქმეებში”,– წერია განცხადებაში.

    ლიეტუვა მოუწოდებს ყველა ქართულ პოლიტიკურ პარტიას, გააერთიანონ ძალები რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის წინაშე, რადგან “ერთიანობაა საჭირო საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად”.

    განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები ძირს უთხრის უკრაინელების ბრძოლას თავისუფლებისთვის.

  • გასაქცევ გზებს უკეტევან მათ, ვინც ტანჯვას გაურბის – ბორელი კრამატორსკიზე

    “მკაცრად ვგმობ რუსეთის თავდასხმას კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე, სადაც ათეულობით ადამიანი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა. ეს მორიგი მცდელობაა, გასაქცევ გზები გადაუკეტონ მათ, ვინც გაურბის გაუმართლებელ ომს, ადამიანების ტანჯვას”

    ასე ეხმიანება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი კრამატორისკის რკინიგზის სადგურის დაბომბვას, რასაც 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, რამდენიმე ბავშვის.

  • დიდი ბრიტანეთი პუტინისა და ლავროვის ქალიშვილებს სანქციებს უწესებს

    დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინის ორი ქალიშვილს, კატერინა ტიხონოვასა და მარია ვორონცოვას სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შიაში მოხვდა საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილი, სერგეევნა ვინოკუროვაც.

    ბრიტანეთმა სამივეს გაუყინა აქტივები და აუკრძალა მოგზაურობა.

    მანამდე, პუტინისა და ლავროვის ოჯახის წევრების სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა.

  • მოსკოვი ამჯერად საქართველოდან კოღოების გავრცელებაზე საუბრობს

    რუსეთის ფედერაცია თბილისში არსებული ლუგარის ლაბორატორიის შესახებ კვლავ დეზინფორმაციას ავრცლებს.

    რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ჯარების ხელმძღვანელ, იგორ კირილოვი ამჯერად საქართველოდან რუსეთის მიმართულებით დაავადებების გადამტანი კოღოების და ტკიპების მომრავლების შესახებ აცხადებს.

    „ლუგარის ცენტრის დისლოცირების რეგიონში განსაკუთრებით უარესდება ვითარება გადამტანი მწერების მიერ გავრცელებული დაავადებების თვალსაზრისით. ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სხვადასხვა სახეობის კოღების, რომლებიც მანამდე მხოლოდ სამხრეთში გვხვდებოდა, გავრცელების არეალი ინაცვლებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის რიგი სუბიექტებისკენ“, – თქვა კირილოვმა.

    მანვე აღნიშნა, რომ სტავროპოლის მხარესა და როსტოვის ოლქში ყირიმ-კონგოს ცხელების აფეთქების მიზეზი გახდა ტკიპების გავრცელება.

    ცნობისთვის, რუსულ დეზინფორმაციას წლების განმავლობაში უარყოფს საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები.

    აშშ-ს ცნობით, რუსეთი ცრუ პრეტენზიებს იგონებს, რათა გაამართლოს თავისი საშინელი ქმედებები უკრაინაში“.

  • ეს არის ბოროტება, რომელსაც საზღვრები არ აქვს – ზელენსკი კრამატორსკიზე

    “დამპყრობლებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურს ტოჩკა-უთი დაარტყეს, სადაც ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ევაკუაციას ელოდა… დაახლოებით 30 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე ადამიანი დაშავდა სხვადასხვა სიმძიმით.

    რუსი არაადამიანები არ ტოვებენ თავიანთ მეთოდებს. ძალისა და გამბედაობის არქონის გამო, ბრძოლის ველზე დაგვიდგნენ, ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც საზღვრები არ აქვს. და თუ ის არ დაისჯება, არასოდეს გაჩერდება”

    ასე ეხმიანება ვოლოდიმირ ზელენსკი კარამატორსკის სადგურის დაბომბვას.

  • რუსებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგური დაბომბეს – დაიღუპა 30-მდე ადამიანი

    რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკის რკინიგზის სადგურში, სადაც ათასობით მშვიდობიანი უკრაინელი ევაკუაციას ელოდა, ორი რაკეტა ჩამოაგდეს.

    გარდაიცვალა დაახლოებით 30 ადამიანი, 100-მდე კი დაშავდა. ადგილზე უკვე იმყოფებიან პოლიცია და მაშველები.

    “რუსი არაადამიანები არ ტოვებენ თავიანთ მეთოდებს. ძალისა და გამბედაობის არქონის გამო, ბრძოლის ველზე დაგვიდგნენ, ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც საზღვრები არ აქვს. და თუ ის არ დაისჯება, არასოდეს გაჩერდება”,– წერს პრეზიდენტი ზელენსკი.

  • ნებისმიერი სირთულის შემთხვევაში რუსეთთან ერთად ვიქნებით – ლუკაშენკო

    „თქვენ კარგად იცით, რა ხდება ამ რეგიონში კონფლიქტთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთსა და უკრაინას შორის. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ რაიმე შეკითხვა, მზად ვარ გიპასუხოთ. თქვენ უნდა იცოდეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია: რუსეთი ჩვენი მოკავშირეა. სანდო მოკავშირე. ჩვენ ყოველთვის რუსეთთან ერთად ვიყავით და ვიქნებით ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ სირთულეში. ჩვენ ვართ ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრე”

    განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელარუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით.

  • პუტინი ვლადიმერ ჟირინოვსკის გამოემშვიდობა (ვიდეო)

    რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს, ვლადიმერ ჟირინოვსკის წითელი ვარდებით გამოემშვიდობა. ცერემონია პროფკავშირების სახლში მიმდინარეობს.

    ჟირინოვსკი 6 აპრილს, 76 წლის ასაკში მოკვდა. მისი დაკრძალვა დღეს, 8 აპრილს, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე გაიმართება.