Category: მსოფლიო

  • 9 აპრილს მაინც გავიაზროთ, რომ თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი არაფერია – ჯაფარიძე

    “9 აპრილს მაინც უნდა მოვახერხოთ იმის გააზრება, რომ თავისუფლებაზე მნიშვნელოვანი არაფერია და ყველა ვინც “აბა ომი გინდას” კითხულობს, სინამდვილეში გვწირავს არა მხოლოდ უღირსი ყოფისთვის, არამედ წინასწარ წაგებული ომისთვის.

    თორემ გაივლის წლები და წმინდანად ახლად შერაცხული ვლაძიმირ ვოლფოვოჩის “ფაჩუჩს” ჩამოატარებენ თბილისის ქუჩებში.

    და აკოცებს გიოც და შიოც”

    წერს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე 9 აპრილთან დაკავშირებით.

  • 19 100 ჯარისკაცი, 705 ტანკი – რუსეთის დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის რუსეთის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

    ომის დაწყებიდან 45 დღეში ოკუპანტმა დაკარგა:

    • დაახლოებით 19 100 ჯარისკაცი
    • ტანკი – 705
    • ჯავშანტექნიკა – 1895
    • საარტილერიო სისტემები – 335
    • MLRS / MLRS – 108
    • საზენიტო საბრძოლო სისტემები – 55
    • თვითმფრინავი – 151
    • ვერტმფრენი – 136
    • ავტომობილი – 1363
    • გემი/ნავი – 7
    • საწვავის ავზი – 76
    • უპილოტო საფრენი აპარატი –112
    • სპეციალური აღჭურვილობა – 25
    • OTRK / TRK – 4.

    გენშტაბის ცნობით, მიმდინარეობს მონაცემების განახლება.

  • რუსეთი ვერ ახერხებს ყირიმსა და დონბასს შორის სახმელეთო დერეფნის შექმნას – ბრიტანეთი

    დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, რუსეთი აგრძელებს უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას, რისი დასტურიც იყო გუშინ კრამატორსკის სარკინიგზო სადგურზე სარაკეტო დარტყმა.

    დაზვერვის ცნობით, რუსები აგრძელებს ფოკუსირებას დონბასის რეგიონზე, მარიუპოლსა და ნიკოლაევზე, რასაც მხარს უჭერს რუსული საზღვაო ძალების მიერ უკრაინაში საკრუიზო რაკეტების გაშვება.

    მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ გაიზრდება რუსეთის საჰაერო აქტივობა სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში.

    “თუმცა, რუსეთის ამბიციები, შექმნას სახმელეთო დერეფანი ყირიმსა და დონბასს შორის, კვლავ ჩაშლილია უკრაინის წინააღმდეგობის გამო”,– წერს ბრიტანეთის თავდაცვა.

  • აგრესორი მეზობლის ხელით საქართველოს თავისი წილი კოშმარი აქვს გამოვლილი – აშშ-ს საელჩო

    საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა 9 აპრილსა და რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ ქართველებს პატივი მიაგო.

    “საქართველოში განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიან რუსეთის მიერ წინასწარგანზრახულ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, ვინაიდან ხალხს კარგად ახსოვს გატეხილი პირობების, ძალადობისა და ოკუპაციის ისტორია რუსეთთან. ამის გამოა, რომ ათობით ათასი ადამიანი გამოდის აქციებზე, აგროვებს ჰუმანიტარულ დახმარებას, მასპინძლობს და გვერდში უდგას უკრაინელ ლტოლვილებს. სამწუხაროდ, რუსული არმიის სისასტიკე საუკუნეებს ითვლის და აგრესორი მეზობლის ხელით საქართველოს თავისი წილი კოშმარი აქვს გამოვლილი.

    1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ძალების მიერ დამოუკიდებლობის მხარდამჭერ დემონსტრანტებზე თავდასხმისა და მათი დახოცვის სასტიკი ქმედება მწარე მოგონებად სამუდამოდ დარჩება. თუმცა, რუსული სისასტიკე ამ დღის სიმბოლო არასოდეს იქნება, ვინაიდან 9 აპრილი ეკუთვნით ქართველებს, რომლებმაც თავისი ქვეყნის თავისუფლების სურვილით არნახული სიმამაცე გამოიჩინეს და საქართველოს დამოუკიდებლობისკენ გაუკვალეს გზა”,– წერს აშშ-ს საელჩო.

    ცნობისთვის, დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი გავიდა. 1989 წელს საბჭოთა კავშირის არმიამ სასტიკად დაარბია მშვიდობიანი მოქალაქეების აქცია, რომლებიც პარლამენტის წინ დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. საბჭოთა ჯარმა ტანკები, ცეცხლსასროლი იარაღი, ნიჩბები და მომწამლავი აირი გამოიყენა, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა.

  • რუსეთი დაეცემა, უკრაინა კი ევროპული მომავლისკენ წავა – ფონ დერ ლაიენი

    “უკრაინელი ხალხის მსხვერპლს ვერასდროს შევედრებით. მაგრამ ჩვენ ვახორციელებთ  ეკონომიკური ძალის მობილიზებას, რათა პუტინმა  საფასური გადაიხადოს.

    ჩვენ მკაცრი სანქციები დავაწესეთ რუსეთის წინააღმდეგ და უკვე ვამზადებთ მე-6 ტალღას. რუსეთი დაეცემა, უკრაინა კი ევროპული მომავლისკენ წავა”

    წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი ბუჩაში ვიზიტის შემდეგ.

  • კრემლმა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების მეთაურად სირიაში გამოცდილი გენერალი დანიშნა

    დასავლური მედია სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაციების მეთაურობა შეცვალა. ამიერიდან საბრძოლო მოქმედებებს უკრაინაში სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაური, გენერალი ალექსანდრ დვორნიკოვი უხელმძღვანელებს, რომელსაც სირიაში საბრძოლო მოქმედებების დიდი გამოცდილება აქვს.

    ბიბისი–ს წყაროს თქმით, სამხედრო ქვედანაყოფებს შორის, რომლებიც უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრნენ, ძალიან ცუდი კოორდინაცია იყო.

    “ამ კონკრეტულ მეთაურს დიდი გამოცდილება აქვს სირიაში რუსული ოპერაციების მეთაურობის. ამიტომაც ველით, რომ საერთო სამეთაურო მართვა გაუმჯობესდება“– ამბობს წყარო.

    ის ასევე აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებები ამ ეტაპზე რუსეთისთვის შეიძლება უფრო პრიორიტეტული იყოს, ვიდრე სამხედრო ოპერაციები, რათა კრემლმა შეძლოს 9 მაისს საკუთარ მოსახლეობას გარკვეული წარმატებების შესახებ ჩააბაროს ანგარიში.

    წყაროს ცნობით, თუ რუსეთი არ შეცვლის სამხედრო ტაქტიკას, რომელიც აქამდე ბრძოლის ველზე მისი ჯარების წარუმატებლობით დასრულდა, მათი რიცხობრივი უპირატესობის შემთხვევაშიც კი უკრაინული არმია ეფექტურად გაუწევს  წინააღმდეგობას, რადგან ისინი ბევრად უფრო ჭკვიანურად მოქმედებენ, უფრო ადვილად მანევრირებენ და შეუძლიათ მოულოდნელი დარტყმების მიყენება.

  • ეს თავდასხმა რუსეთის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი საშინელი სისასტიკეა – ბაიდენი კრამატორსკზე

    “უკრაინის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა კიდევ ერთი შემზარავი სისასტიკეა, რომელიც რუსეთმა ჩაიდინა, დაბომბა მშვიდობიანი მოქალაქეები, რომლებიც ცდილობდნენ ევაკუაციას და უსაფრთხო ტერიტორიაზე გასვლას.  გავაგრძელებთ დახმარებას უსაფრთხოებასა და იარაღის მიწოდებაში, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავისი ქვეყნის დაცვაში. და, ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად, მხარს დავუჭერთ ამ თავდასხმის გამოძიების მცდელობებს, რუსეთის ქმედებების დოკუმენტირებასა და მართლმსაჯულების წინაშე დაყენებას”,წერს ჯო ბაიდენი. 

    წერს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინაში კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის თავდასხმის შესახებ.

  • რკინიგზის სადგურის დაბომბვის შემდეგ ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდება გადაწყვიტა

    ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ კრემატორსკის კრინიგზის სადგურზე “უსირცხვილო“ სარაკეტო დარტყმის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისთვის დამატებითი შეიარაღების მიწოდების შესახებ.

    კერძოდ, საქმე ეხება ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს.

    მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ უკრაინას  Mastiff–ის ტიპის  ბრონირებულ მანქანებს მიაწვდიან.

    “ჩვენ გავგზავნით ბრონირებულ მანქანებს, როგორიც არის Mastiff, რათა უზრუნველვყოთ უკრაინა მსგავსი მხარდაჭერით. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ კვლავ ყველაფერი გავაკეთოთ უკრაინის დასახმარებლად. და ყოველთვის, როცა რაიმე აღჭურვილობას გვთხოვენ, თუ გვაქვს ან შეგვიძლია სხვებს ვთხოვოთ მისი მიწოდება, ყოველთვის ვაკეთებთ.  “–თქვა მან.

  • სანქციების ისეთი კოქტეილი გვჭირდება, რაც მოლოტოვის კოქტეილად დაგვმახსოვრდება – ზელენსკი

    “როდესაც ტირანია წააგებს ომს უკრაინის წინააღმდეგ, ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი წვლილი ევროპის უსაფრთხოებაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში. შესაბამისად, უდიდესი წვლილს შეიტანს ფინეთის უსაფრთხოებაში. ჩვენ გვჭირდება იარაღი, რომელიც ევროკავშირში თქვენს პარტნიორებს აქვთ. ჩვენ გვჭირდება ეფექტური, ძლიერი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ისეთი სანქციების კოქტეილი, რაც დაგვამახსოვრდება, როგორც მოლოტოვის კოქტეილები. ფინელმა ხალხმა და პოლიტიკოსებმა დაჟინებით მოითხოვეთ. მთლიანად უნდა გაწყდეს ეკონომიკური კავშირი ამ სახელმწიფოსთან”

    მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პარლამენტს.

  • უკრაინაში სპეცოპერაციის დასრულებას განჭვრეტად მომავალში ველით – პესკოვი

    უკრაინაში სპეცოპერაციის დასრულებას განჭვრეტად მომავალში ველით – პესკოვი

    პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში “სპეცოპერაციის” დასრულებას “განჭვრეტად მომავალში” ელის. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო მედია TASS ავრცელებს.

    პესკოვის თქმით, “ოპერაცია თავის მიზნებს განჭვრეტად მომავალში მიაღწევს, ან დასრულდება რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებებით“.

    კითხვაზე, თუ რა იძლევა ამგვარი პროგნოზის გაკეთების საშუალებას, პესკოვმა განმარტა:

    “ოპერაცია გრძელდება, მიზნები მიღწეულია. არსებითი სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სამხედროების მხრიდან – ოპერაციის წინსვლის კუთხით, ასევე მომლაპარაკებლების მხარიდან, რომლებიც მოლაპარაკების პროცესში არიან უკრაინელ კოლეგებთან“, – აღნიშნა პესკოვმა.