Category: მსოფლიო

  • EU რუსული ნავთობის ემბარგოს სანქციების მე-6 პაკეტში გეგმავს – ერმაკი

    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებას სანქციების მეექვსე პაკეტში გეგმავს.

    ის ყურადღებას ამახვილებს გერმანულ გამოცემა Zeit-ის ინფორმაციაზე, რომელიც ევროკომისიის ხელმძღვანელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ეხება.

    “ევროკავშირი განიხილავს მექანიზმებს ნავთობის ემბარგოს სანქციების მომდევნო პაკეტში მოსახვედრად და ასევე, განიხილავს შეზღუდვებს საბანკო სექტორზე, განსაკუთრებით სბერბანკსა და რუსეთის ენერგეტიკაზე“, – აღნიშნა ერმაკმა

    მისივე თქმით, სანქციების დაწესება გაზპრომბანკისთვისაც ეფექტური იქნება.

  • შესაძლოა, რუსეთი მარიუპოლში საზღვაო-სადესანტო ოპერაციისთვის ემზადება – უკრაინა

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება, რომ შესაძლოა, ოკუპანტები  მარიუპოლში საზღვაო-სადესანტო ოპერაციისთვის ემზადებიან.

    “მტერი განაგრძობს საჰაერო დარტყმებს მარიუპოლზე. ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები საზღვაო პორტთან ახლოს.

    810-ე და 155-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის ნაწილები სადესანტო ოპერაციისთვის ემზადებიან. ინფორმაცია ამ წუთებში ზუსტდება”,– წერს გენშტაბი.

    შესაძლო ოპერაციის შესახებ ისაუბრა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმაც.

    “ჩვენ ვამოწმებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მტერი შესაძლოა საზღვაო-სადესანტო ოპერაციისთვის ემზადება”,– თქვა მალიარმა.

    ცნობისთვის, მარიუპოლი პირველი მარტიდან ბლოკადაშია მოქცეული, რუსები მას გამუდმებით ბომბავენ და ცდილობენ ქალაქზე სრული კონტროლის დამყარებას. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ცნობით, მარიუპოლში რუსული ჯარების დაჯგუფება მკვეთრად შესუსტდა.

    “მეთაურებმა უკვე გამოიყენეს ყველა საშუალება ბრძოლაში. მაგრამ აზოვსტალში არის ისეთი თავშესაფრები და მიწისქვეშა შესაძლებლობები, რომლებსაც ტუ-22-ებიც კი ვერ უმკლავდებიან”, – თქვა არესტოვიჩმა.

    რუსეთი აზოსტილის ქარხანაში გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდებს.

  • ოკუპანტები ვერ იწყებენ დონბასში შეტევას, უკრაინელები მათ აკავებენ – მალიარი

    უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აკავებენ ოკუპანტების სამხედრო შენაერთებს, ამიტომ რუსეთი ვერ ახერხებს დონბასში შეტევის დაწყებას.

    „ასეთი გეგმები დიდი ხანია აქვთ, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ აძლევენ მათ ამის განხორციელების საშუალებას. [ოკუპანტები] აგროვებენ ძალებს, ადამიანებს, სამედიცინო ინფრასტრუქტურას, საბრძოლო მასალას და პროდუქტებს. ამ ყველაფერს ამზადებენ, მაგრამ ჯერ ვერ მოახერხეს ამ მეორე აგრესიული ეტაპის დაწყება, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები ძლიერად აკავებენ მათ“, – თქვა მალიარმა.

    მისივე ცნობით, მოწმდება ინფორმაცია, ამზადებენ თუ არა რუსები საზღვაო-სადესანტო ოპერაციისთვის.

    ბრიტანული დაზვერვის განცხადებით, რუსული არტილერია აგრძელებს უკრაინის პოზიციებზე დარტყმას ქვეყნის აღმოსავლეთით, სადაც ოკუპანტი გეგმავს შეტევითი ოპერაციის განახლებას.

  • დუმის სპიკერი ვოლოდიმირ ზელენსკის 2 მოთხოვნას უყენებს

    დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლიდიმირ ზელენსკის 2 მოთხოვნას უყენებს, რომელიც მისი თქმით, მან “დაუყოვნებლივ” უნდა შეასრულოს.

    “თუ ზელენსკი უკრაინის მოქალაქეებზე ფიქრობს, მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებები.

    Პირველი – დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა.

    მეორე – ხელშეკრულების საფუძველზე დააფიქსიროს ყირიმის და უკრაინის არაბლოკური სტატუსის აღიარების ვალდებულება, ასევე ქვეყნის დენაციზაცია და დემილიტარიზაცია”,– წერს ვოლიდინი ტელეგრამზე.

    მისი თქმით, ზელენსკის დროის მოგება სურს, რათა NATO-მ მას სამხედრო დახმარება მიაწოდოს.

  • რუსეთი მარიუპოლის მცველების დანებებისკენ მოუწოდებს და დროს აძლევს

    რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო მარიუპოლში უკრაინელ მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდებს და დროს აძლევს. ოკუპანტების განცხადებით, მებრძოლებმა დღეს, მოსკოვის დროით დილის 06:00 საათიდან 13:00 საათამდე იარაღი უნდა დაყარონ და ჩაბარდნენ.

    “აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანაში შექმნილი კატასტროფული სიტუაციის გათვალისწინებით, ისევე როგორც წმინდა ჰუმანური პრინციპებით ხელმძღვანელობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ნაციონალისტური ბატალიონებისა და უცხოელი დაქირავებულების ბოევიკებს სთავაზობენ 2022 წლის 17 აპრილის 06:00 საათიდან (მოსკოვის დროით), შეწყვიტონ ნებისმიერი საომარი მოქმედებები და დადონ იარაღი. ყველას, ვინც იარაღს დაყრის, გარანტირებული ექნება სიცოცხლის შენარჩუნება”,– განაცხადა რუსმა ოფიციალურმა პირმა.

    რუსული მხარე მოუწოდებს მებრძოლებს, აზოვსტალი იარაღისა და საბრძოლო მასალის გარეშე დატოვონ.

    ცნობისთვის, მარიუპოლი პირველი მარტიდან ბლოკადაშია მოქცეული, რუსები მას გამუდმებით ბომბავენ და ცდილობენ ქალაქზე სრული კონტროლის დამყარებას. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის ცნობით, მარიუპოლში რუსული ჯარების დაჯგუფება მკვეთრად შესუსტდა.

    მისივე თქმით, დამპყრობლებმა მარიუპოლში გამოიყენეს არსებული ყველა საშუალება, მათ შორის მძიმე ზებგერითი თვითმფრინავი ტუ-22 აზოვსტალის ქარხანაზე ბომბების ჩამოსაყრელად.

    “მეთაურებმა უკვე გამოიყენეს ყველა საშუალება ბრძოლაში. მაგრამ აზოვსტალში არის ისეთი თავშესაფრები და მიწისქვეშა შესაძლებლობები, რომლებსაც ტუ-22-ებიც კი ვერ უმკლავდებიან”, – აღნიშნა რესტოვიჩმა.

  • გაჰყევით МОСКВА-ს, ან ჭკუას მოუხმეთ და წადით სახლში – რეზნიკოვი რუსებს

    “გაჰყევით МОСКВА-ს ან ჭკუას მოუხმეთ და წადით სახლში. და დაელოდეთ მიწვევას ჰააგაში უფასო მოგზაურობისთვის.

    ახლა ან არასდროს, ეს არის შესაძლებლობა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ გეძლევათ. ხელიდან არ გაუშვათ.

    იყავით ჭკვიანები – წადით სახლში”

    მიმართავს რუს ჯარისკაცებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.

  • რუსეთის სამხედრო დანაკარგები ომის დაწყებიდან დღემდე – სრულად

    უკრაინის შეიარაღებული ძალები ოკუპანტის სამხედრო დანაკარგებზე განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

    გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა დაკარგა:

    • დაახლოებით 20 300 ჯარისკაცი
    • ტანკი – 773
    • ჯავშანტექნიკა – 2002
    • საარტილერიო სისტემები – 376
    • MLRS / MLRS – 127
    • საზენიტო საბრძოლო სისტემები – 66
    • თვითმფრინავი – 165
    • ვერტმფრენი – 146
    • ავტომობილი – 1471
    • გემები/ნავები – 8
    • საწვავის ავზი – 76
    • უპილოტო საფრენი აპარატი – 148
    • სპეცტექნიკა – 27
    • OTRK / TRK – 4

    გენშტაბის განცხადებით, მიმდინარეობს მონაცემების განახლება.

  • რუსული არტილერია ბომბავს აღმოსავლეთში უკრაინის პოზიციებს – ბრიტანეთი

    დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ინფორმაციით, რუსული ძალები აგრძელებენ საბრძოლო და დამხმარე ტექნიკის განლაგებას ბელარუსიდან აღმოსავლეთ უკრაინაში, რაც მოიცავს ხარკოვთან და სევეროდონეცკთან ახლოს მდებარე ადგილებს.

    მათივე ცნობით, რუსული არტილერია აგრძელებს უკრაინის პოზიციებზე დარტყმას ქვეყნის აღმოსავლეთით, სადაც ოკუპანტი გეგმავს შეტევითი საქმიანობის განახლებას.

    “მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ოპერატიული აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაზეა გადატანილი, რუსეთის საბოლოო მიზანი იგივე რჩება. ის მოწოდებულია, აიძულოს უკრაინა, მიატოვოს ევროატლანტიკური ორიენტაცია და განამტკიცოს საკუთარი რეგიონალური დომინირება”,– წერია ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციაში.

  • მონაცემები გვაქვს, რომ რუსული დაჯგუფება მარიუპოლში მკვეთრად დასუსტდა – არესტოვიჩი

    უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, არსებობს მტკიცებულება, რომ მარიუპოლში რუსული ჯარების დაჯგუფება მკვეთრად შესუსტდა. ამის შესახებ მის კომენტარს Unian ავრცელებს.

    მისი თქმით, რუსები ქალაქში ბომბებს ყრიან, რათა რაიმე სახის გამარჯვება მაინც მოიპოვონ.

    „ზოგიერთი მონაცემებით, რუსული დაჯგუფება მარიუპოლში მკვეთრად დასუსტდა. ნაწილობრივ დამარცხდნენ, ნაწილობრივ კი მიიყვანეს მთავარი შეტევის მიმართულებით, ჩრდილოეთით”,– თქვა არესტოვიჩმა და აღნიშნა, რომ მონაცემები გადამოწმებას საჭიროებს.

    მისივე ცნობით, დამპყრობლებმა მარიუპოლში გამოიყენეს არსებული ყველა საშუალება, მათ შორის მძიმე ზებგერითი თვითმფრინავი ტუ-22 აზოვსტალის ქარხანაზე ბომბების ჩამოსაყრელად.

    “მეთაურებმა უკვე გამოიყენეს ყველა საშუალება ბრძოლაში. მაგრამ აზოვსტალში არის ისეთი თავშესაფრები და მიწისქვეშა შესაძლებლობები, რომლებსაც ტუ-22-ებიც კი ვერ უმკლავდებიან”, – აღნიშნა რესტოვიჩმა.

    მანვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით არავითარი სამშვიდობო შეთანხმება არ არსებობს, ამიტომ უკრაინა იბრძოლებს მანამდე, სანამ ყველა რუს სამხედროს მოკლავს.

  • მედვედჩუკის ცოლი პუტინს სთხოვს ქმრის რუსეთისთვის გადაცემაში დაეხმაროს

    ვიქტორ მედვედჩუკის ცოლმა, ოქსანა მარჩენკომ პუტინისადმი ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა. ის ამბობს, რომ მისი ქმარი თანახმაა რუსეთს გადასცენ და თხოვს რუსეთის პრეზიდენტს მოახდინოს უკრაინელ ტყვეებში მისი გაცვლის ორგანიზება.

    მედვედჩუკი პუტინის ნათლულია. ის უკრაინის პრორუსული აპრტიის ერთ–ერთი ლიდერია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში აიკრძალა. რადაში მისი ფრაქციის საქმიანობა კი შეჩერდა.

    “ვიქტორ მედვედჩუკი თანახმაა მოხდეს მისი გაცვლა და რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანა რუსეთ–უკრაინულ მხარეებს შორის შესაბამის შეთანხმების შემთხვევაში“– ამბობს მარჩენკო.

    ის კვლავ აცხადებს, რომ მის ქმარს პოლიტიკური მოტივებით დევნიან.

    “მშვენივრად იცით, რომ ვითომ სასამართლოს, რომელიც ვიქტორს მოუწყვეს, არაფერი აქვს საერთო საღ აზრთან და არასასურველი პოლიტიკოსის მიმართ უსამართლო ანგარიშსწორების ნათელი მაგალითია “–თქვა მარჩენკომ პუტინისადმი მიმართვაში.

    ის რუსეთის პრეზიდენტს სთავაზობს მოხდეს ორგანიზება და მედვედჩუკი დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებზე გაიცვალოს, რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოლდნენ და ტყვედ ჩაუვარდნენ რუს ჯარისკაცებს. ამიტომ, მისი მიმართვის ადრესატი ბორის ჯონსონიც იყო.

    გასული წლის მაისიდან მედვედჩუკი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით შინაპატიმრობაშია. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე მედვედჩუკი სახლიდან გაიქცა, რის გამოც მას დაუსწრებლად პატიმრობა მიესაჯა. რამდენიმე დღის წინ ის დააკავეს. ლვოვის სასამართლომ შაბათს ახალი აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეუფარდა.

    უკრაინული მხარე ამბობდა, რომ მზად არის რუსეთს მედვედჩუკი უკრაინელ ტყვეებში გაუცვალოს.

    https://www.youtube.com/watch?v=jOTrXwq0ILU&t=7s