Category: მსოფლიო

  • უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში იზიუმის გარშემო რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს – გენშტაბი

    უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმის გარშემო რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს

    „გიდასტურებთ, რომ უკრაინელი სამხედროების მიერ ინტენსიური საომარი მოქმედებების შედეგად რამდენიმე დასახლება გათავისუფლდა.  ამასთან დაკავშირებით მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით”, –  განაცხადა მოტუზიანიკმა.

     

  • მოსკოვის მერის თქმით, დაახლოებით 200 000 ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშაა

    მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი აცხადებს, რომ დაახლოებით 200 000 ადამიანი სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშაა. მისი თქმით, ამის მიზეზი რუსეთიდან უცხოური კომპანიების მასიურად გასვლაა.

    “ვაგრძელებთ რუსეთის დედაქალაქის, მოსკოვის  ეკონომიკის მდგრადობის გაუმჯობესების გეგმის იმპლემენტაციას.  ჩვენ დავამტკიცეთ სამსახურიდან გათავისუფლების რისკის ქვეშ მყოფ დასაქმებულთა დახმარების პროგრამა. ფედერალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიების გათვალისწინებით, პროგრამის იმპლემენტაციისთვის 3.36 მილიარდი რუბლი გამოიყოფა. პირველ რიგში, პროგრამა გამოყოფილია იმ უცხოურ კომპანიებში დასაქმებულთათვის, რომელმაც საქმიანობა დროებით შეწყვიტა ან რუსეთის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენი გათვლებით დაახლოებით 200 000 ადამიანი არის სამსახურის დაკარგვის რისკის ქვეშ”. – აცხადებს სობიანინი

  • Google Maps-მა რუკებზე რუსული საიდუმლო ობიექტების დაფარვა შეწყვიტა – АрміяInform

    Google Maps-მა შეწყვიტა რუსული საიდუმლო ობიექტების დაფარვა თავის რუკებზე. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა Army Inform ავრცელებს.

    მათი ცნობით, Google Maps-ში რუსეთის ფედერაციის ყველა სამხედრო და სტრატეგიული ობიექტი ხელმისაწვდომი გახდა მაქსიმალური გარჩევადობით, მაგალითად, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების გაშვების პოზიციები, სამეთაურო პუნქტები, ბირთვული საბრძოლო მასალის შესანახი ბაზები და ა.შ. მედიის ცნობით, აქამდე ისინი ცუდ ხარისხში იყო წარმოდგენილი, რაც არ იძლეოდა ყველა დეტალის შესწავლის საშუალებას.

    მაგალითად, Google Maps-ის მეშვეობით, მაღალი გარჩევადობით შეგვიძლია ვნახოთ ავიამზიდი „ადმირალ კუზნეცოვი”.

    ასევე, შესაძლებელია ბირთვული საბრძოლო მასალის შესანახი ბაზის დათვალიერება მურმანსკის მახლობლად:

    Armyinform-ის ცნობითვე, გუგლი საშუალებას იძლევა, მსურველებმა შეისწავლონ, როგორ გამოიყურება მე-5 თაობის სუ-57 გამანადგურებლები რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საფრენოსნო ტესტირების ცენტრში.

    Google maps კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გაშვების პოზიციის ნახვის საშუალებასაც იძლევა:

    გუგლის რუკაზე შეგვიძლია კურსკთან ახლოს საჰაერო ბაზის ნახვაც, საიდანაც ხდება რუსული ავიაგამადგურებლების მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვა.

    ქართველი სამხედრო ექსპერტის, რუსლან შავაძის შეფასებით, ეს უკრაინის არმიასათვის არის წინა მოსამზადებელი პროცესი, სანამ ისინი უშუალოდ მიიღებენ შორი მოქმედების მრავალფუნქციურ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს და ასევე ოპერარიულ-ტაქტიკურ რაკეტებს Himars-ების გამშვებთან ერთად (MGM-140, მოქმედების რასიუსი 300-500კმ). “ბუნებრივია თუ ექნება შესაძლებლობა უკრაინულ არმიას, ისინი დაბომბავენ უკრაინის ტერიტორებთან ახლომდებარე ავიადრომებს და ლოჯისტიკურ ხაზებს: კურსკში, ბრიანსკში, ბელგოროდში…”,– წერს შავაძე.

  • როგორი ამინდი იქნება 21 აპრილამდე – პროგნოზი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 აპრილს დღის ბოლოდან 21 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვის სანაპირო რაიონებში, 18 აპრილს საღამოს საათებში, ელჭექის დროს, შეიძლება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ხანმოკლე ძლიერი ქარი აღინიშნოს.

    სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.

  • “ალიბი უკვე მოიფიქრეს” – ოკუპანტები სააღდგომოდ პროვოკაციებს გეგმავენ

    უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრი აცხადებს, რომ ოკუპანტები კვლავ იყენებენ “ინფორმაციული ალიბის” შექმნის ტექნიკას.

    ცენტრის ცნობით, რამდენიმე პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ “70-ზე მეტი მობილური ჯგუფი ჩამოყალიბდა ნაციონალისტებისგან, რომლებიც აღდგომის ღამეს ნაღმტყორცნებს ესვრიან მართლმადიდებლურ ეკლესიებს, რათა შემდეგ ამაში რუსი სამხედროები დაადანაშაულონ”.

    უკრაინული მხარის ცნობით, პროპაგანდისტები ასახელებენ უკრაინის რეგიონებს, სადაც “შეიძლება ეს მოხდეს”: ზაპორიჟიე, ნიკოლაევი, ოდესა, სუმი და ხარკოვი.

    უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს განცხადებით, ყველა ამ რეგიონში დიდია მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების არსებობის ალბათობა.

    “ჩვენ მოვუწოდებთ ყველა უკრაინელს, იყოს ძალიან ყურადღებით და მაქსიმალურად ფრთხილად”,– წერია ცენტრის განცხადებაში.

  • უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენაზე მოლაპარაკებები დაიწყო

    უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ომის შემდგომ ქვეყნის აღდგენაზე მოლაპარაკებები დაიწყო

    ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან უკრაინის ომის შემდგომი აღდგენისა და ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის შესახებ.

    უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორ, კრისტალინა გეორგიევასთან დახმარების კონკრეტული გეგმები განიხილა, და ახლა კიევს უკვე აქვს მკაფიო გეგმა და ხედვა ამ სფეროში პერსპექტივების შესახებ.

    კიევის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინა აპირებს სავალუტო ფონდს და დიდი შვდეულის ქვეყნებს 50 მილიარდი დოლარი თხოვოს ომით გამოწვეული ბიუჯეტის დეფიციტის დასაფარად.

    მომავალ კვირას უკრაინის პრემიერი, დენის შმიგალი მონაწილეობას მიიღებს სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთა სხდომაში, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება.

  • უკრაინა შეთანხმებულ პუნქტებზე პოზიციას ხშირად ცვლის – პესკოვი

    კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს” და “გეგმის მიხედვით მიდის”.

    რაც შეეხება მოლაპარაკებებს, მისი მტკიცებით, უკრაინული მხარე შეთანხმებულ პუნქტებზე პოზიციას ხშირად იცვლის.

    “ამავდროულად, მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში ექსპერტების დონეზე კონტაქტები გრძელდება. ასევე მინდა შეგახსენოთ პრეზიდენტის სიტყვები, რომ სამწუხაროდ, უკრაინული მხარე თანმიმდევრულობას არ იჩენს, შეთანხმებულ პუნქტებზე პოზიცია ხშირად იცვლება”,– აღნიშნა პესკოვმა.

    ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მარიუპოლი შესაძლოა წითელი ხაზი გახდეს მოლაპარაკებებში. უკრაინული მხარის განმარტებით, თუ მარიუპოლში უკრაინელი სამხედროები განადგურდებიან, უკრაინა დატოვებს რუსეთთან მოლაპარაკებებს და ბრძოლის განსხვავებულ სტრატეგიაზე გადავა.

  • მედვედჩუკი პუტინსა და ზელენსკის მარიუპოლელებში მის გაცვლას სთხოვს (ვიდეო)

    უკრაინის რადას პრორუსი დეპუტატი, პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი, ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც 12 აპრილს უკრაინაში დააკავეს, პუტინს და ზელენსკის სთხოვს, უკრაინულმა მხარემ ის გაცვალოს მარიუპოლის მცველებსა და მოსახლეობაზე გაცვალოს, რომლებიც ახლა მარიუპოლში იმყოფებიან და არ აქვთ საშუალება, ქალაქი ჰუმანიტარული კორიდორით დატოვონ.

    უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მის ვიდეომიმართვას Facebook-ზე ავრცელებს:

    https://www.facebook.com/watch/?v=519748482927290

    უკრაინული მხარის ცნობით, მარიუპოლში ამ დროისთვის დაახლოებით 120 000 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. ქალაქის დაცვას აგრძელებს აზოვის პოლკი და 36-ე საზღვაო ბრიგადის ჯარისკაცები.

  • რაღაც მომენტში ჩვენ შევძლებთ ბლოკადის გარღვევას – ბუდანოვი მარიუპოლზე

    „მარიუპოლი არის ჩვენი ხალხისა და ჯარისკაცების გმირობის ძეგლი, მისაბაძი მაგალითი. ქალაქის დაცემაზე კარგა ხანია საუბრობენ, რუსები ჯერ აცხადებდნენ, რომ ქალაქი აიღეს, მერე თქვეს, რომ აღება გარდაუვალი იყო… მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს ერთ თვეზე მეტია არ მუშაობს.

    რაღაც მომენტში ჩვენ შევძლებთ ბლოკადის გარღვევას”

    თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გერმანულ გამოცემა Spiegel-თან ინტერვიუში.

  • მიკვირს, რამდენად დაუდევრად მიუდგნენ რუსი გენერლები ოპერაციას – ბუდანოვი

    “რაღაც მომენტში ჩვენ შევძლებთ ბლოკადის გარღვევას”,- უთხრა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა გერმანულ გამოცემა Spiegel-ს.

    ბუდანოვის განცხადებით, უკვირს, “რამდენად არაკომპეტენტურად და დაუდევრად მიუდგნენ რუსი გენერლები ამხელა ოპერაციას”.

    “თუ მათ ნამდვილად სჯეროდათ, რომ მათ შეეძლოთ ამის გაკეთება სამ დღეში – და, რამდენადაც ჩვენ ვიცით, მათ აბსოლუტურად სჯეროდათ ამის, მაშინ რუსეთის ხელმძღვანელობას ალბათ უკვირს, რამდენად არაკომპეტენტურები არიან მათი გენერლები”,– თქვა მან ინტერვიუში.

    ბუდანოვმა რუსული არმიის მასშტაბურ სამხედრო დანაკარგების მიზეზებზეც ისაუბრა.

    “ეს კითხვა საკუთარ თავს დავუსვით და ერთი პასუხი ვიპოვეთ: გენერლების უკიდურესად დაბალი პროფესიული დონე. ამის ერთ-ერთი მიზეზია ნეპოტიზმი რუსულ ჯარში, ისინი არიან ამინდის გენერლები, თანამდებობის პირის ნათესავები, რომლებიც არ ასრულებენ დავალებებს და არ არიან ამისთვის მზად”,– აღნიშნა დაზვერვის ხელმძღვანელმა.

    კითხვაზე, რა იარაღი სჭირდება უკრაინას რუსული აგრესიის მოსაგერიებლად, გენერალ-მაიორმა ბუდანოვმა თქვა, რომ უკრაინას სჭირდება საარტილერიო სისტემები, რაშიც გერმანიის არმია განსაკუთრებით ძლიერია, ასევე ტანკები და საზენიტო სისტემები.