„ძალიან რთულია, თუ შეუძლებელი არა, ომის მოგება დამპყრობელ ქვეყანაზე შეტევის გარეშე. ეს იგივეა, სპორტში გყავდეს შესანიშნავი გუნდი, რომელსაც ფანტასტიკური დაცვა ჰყავს, მაგრამ თავდასხმაში თამაშის უფლება არა აქვს. გამარჯვების შანსი არ არსებობს! ასეა უკრაინასა და რუსეთის შემთხვევაში. უნამუსო და უკიდურესად არაკომპეტენტური ჯო ბაიდენი უკრაინას წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ აძლევდა, მხოლოდ თავდაცვის. როგორ გამოვიდა ეს? ეს ომი არასდროს იქნებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი“,
Category: მსოფლიო
-

”ბაიდენი უკრაინას უკან შებრძოლების უფლებას არ აძლევდა. მხოლოდ – თავდაცვის..”-ტრამპი
-
უკრაინელებმა იერიში მიიტანეს რუსულ მატარებელზე რომელსაც ფრონტზე საწვავი გადაჰქონდა
უკრაინელებმა იერიში მიიტანეს, ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის სადგურის მახლობლად არსებულ რუსულ მატარებელზე რომელსაც ფრონტზე საწვავი გადაჰქონდა – იერიშის შედეგად, მნიშვნელოვნად გართულდა რუსეთის სამხრეთ სამხედრო დაჯგუფებისთვის მომარაგების უზრუნველყოფა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ინფორმაციით, ოპერაცია 21 აგვისტოს ღამით ჩატარდა და მისი შედეგად დაზიანდა მოწინააღმდეგის მოძრავი შემადგენლობა.
-

ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ზამთარში რაკეტა “ფლამინგოს” მასობრივ წარმოებას დაიწყებს
უკრაინის მეთაურის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რომ უკრაინა ზამთარში რაკეტა “ფლამინგოს” მასობრივ წარმოებას დაიწყებს.
РБК-Україна ციტირებს ზელენსკის სიტყვებს, რომელთა მიხედვითაც რაკეტა უკვე გამოცადეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ეს მისი ქვეყნის მფლობელობაში ყველაზე ეფექტური რაკეტაა.
“ჯერჯერობით ეს არის ყველაზე წარმატებული რაკეტა, რაც გაგვაჩნია. ის 3 000 კილომეტრს ფარავს, ეს მნიშვნელოვანია.” – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფლამინგოზე დამატებითი დეტალების გასაჯაროება ნაადრევი იქნება მანამ, სანამ მათი დიდი რაოდენობით გამოყენება არ შეეძლებათ.
“დეკემბერში ჩვენ მეტი გვექნება. დეკემბრის ბოლოს ან იანვარ-თებერვალში კი დაწყებული უნდა იყოს მასობრივი წარმოება. უნდა დავაკვირდეთ წარმატებებს გამოცდის დროს, უნდა დავაკვირდეთ ამ პროგრამის დაფინანსებას.” – თქვა ზელენსკიმ.
-
უკრაინული იერიშების შედეგად რუსეთმა ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 13%-ზე მეტი დაკარგა
The Moscow Times-ის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 13%-ზე მეტი დაკარგა.
აგვისტოს დასაწყისიდან უკრაინული უპილოტო აპარატების თავდასხმებმა მინიმუმ ოთხი დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გააჩერა: ნოვოკუიბიშევსკში, სარატოვში, სამარასა და ვოლგოგრადში. ასევე ნაწილობრივ შეჩერდა „როსნეფტის“ უდიდესი ქარხანა რიაზანში.
საერთო დანაკარგმა წელიწადში დაახლოებით 44 მილიონი ტონა (13,5%) შეადგინა.
Reuters-ის ცნობით, ზოგიერთი ქარხნის შეკეთებას ერთ თვეზე ნაკლები დასჭირდება, ხოლო სამარის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აგვისტოს ბოლომდე გაჩერებული იქნება.
2023 წელს რუსეთმა 267 მილიონი ტონა გადაამუშავა – მინიმუმი ბოლო 12 წლის განმავლობაში.
-
„ევროპელები ცდილობენ ტრამპის კრემლისგან ჩამოშორებას“ — რას წერს ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შესახებ დასავლური პრესა და რუსული სახელმწიფო მედია
დასავლური პრესა აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებები ევროპელ ლიდერებს, უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის უკეთესად წარიმართა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. დასავლელი კომენტატორები პირდაპირ ამბობენ, რომ პუტინმა წარუმატებლობა განიცადა თავის მცდელობაში, დაეთესა უთანხმოება აშშ-სა და ევროპას შორის.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე კი სრულიად საპირისპირო სურათია: იქ ამტკიცებენ, რომ ევროპა, რომელიც სანქციებით რუსეთის მიმართ ზეწოლის გაგრძელებას ემხრობა, მხოლოდ „ უშლის ხელს“ მოლაპარაკებებს, რადგან აშშ-ს ახლა სრულიად განსხვავებული ხედვა აქვს მიმდინარე სიტუაციის შესახებ.
ევროპელი ლიდერების შეხვედრა თეთრ სახლში და დიპლომატიური ძალისხმევები, რაც მას უძღვოდა წინ , ევროპის უსაფრთხოების მომავალს შესაძლოა მრავალი წლის განმავლობაში განსაზღვრავდეს, — წერს გაზეთი Washington Post.
გამოცემის ცნობით, ტრამპი აღფრთოვანებული იყო ასეთი წარმომადგენლობითი შეკრებით თეთრ სახლში. მან აღნიშნა, რომ თეთრ სახლს არასოდეს უნახავს პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების ასეთი რაოდენობა, რომლებმაც ყველაფერს თავს დაანებებდნენ და ვაშინგტონში გაემგზავრებოდნენ, რათა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე ესაუბრათ.
ევროპელი ლიდერები, რომლებიც 18 აგვისტოს შეიკრიბნენ თეთრ სახლში, ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ აშშ-სა და ევროპის პოზიციების გახლეჩა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხში. „ევროპელები ცდილობენ ტრამპის კრემლისგან ჩამოშორებას,“ — ასკვნის WP.კეთილგანწყობილი განცხადებები და შეთანხმების ჩაშლის რისკი
გაზეთი New York Times ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ტრამპმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით საკმაოდ ბუნდოვანი დაპირებები გასცა.
გამოცემა ციტირებს აშშ-ის ყოფილ ელჩს პოლონეთში, დენიელ ფრიდს, რომლის აზრითაც, უსაფრთხოების გარანტიების ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება გახდეს ევროპული ქვეყნების თანხმობა, რომ კიევს სამხედრო რესურსები გადასცენ უკრაინაზე ხელახალი თავდასხმის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში ტრამპს მოუწევს დათანხმდეს, რომ უკრაინას თავდაცვისთვის საჭირო მხარდაჭერა აღმოუჩინოს იმ სამხედრო საშუალებებით, რომლებიც განთავსებულია ევროპის ქვეყნებში.
სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები შეიძლება იყოს ფოკუსირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებასა და მათი შესაძლებლობების გაფართოებაზე ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, მაგალითად, ჯარების რაოდენობასთან მიმართებაში, რათა მომავალში რუსეთს არ მიეცესსაშუალება მოითხოვოს უკრაინის არმიის შემცირება ომის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში.

თუმცა, როგორც კონსერვატიული ამერიკული ტელეარხი Fox News წერს, ყველაზე კარგად ინფორმირებულ ჟურნალისტებსაც კი არ შეუძლიათ იცოდნენ რეალური მდგომარეობა, რადგან „საზოგადოების უცოდინრობა“ მაღალი დონის დიპლომატიის არსია, და ასეთი დიპლომატია საიდუმლოებასა და დეზორიენტაციაზეა აგებული.
„ჩვენ ვერ ვხედავთ უკრაინაში მშვიდობას და უბრალოდ ვერ ვიცით, გამოიღებს თუ არა ტრამპის ინიციატივა ნაყოფს,“ — დაწერა დღეს არხის წამყვანმა საავტორო სვეტში.
Le Monde-იც წერს, რომ მიუხედავად ბოლო დღეების აშკარა დიპლომატიური წარმატებებისა, მაინც საკმაოდ მაღალია შეთანხმების ჩაშლის რისკი. გამოცემის მიხედვით, თეთრ სახლში შეკრებილმა ევროპელმა ლიდერებმა და ზელენსკიმ ტრამპს უხვად „უძღვნეს კომპლიმენტები“ და ერთიანობა აჩვენეს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის პოზიციები კვლავ ბუნდოვანია.
ზელენსკი და ტრამპი კამერების წინ განსაკუთრებულად ფრთხილად და მეგობრულად იქცეოდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ მადლობა გადაუხადა აშშ-ის ლიდერს მისი „ძალისხმევისთვის“. ჟურნალისტების შეფასებით, ეს კეთილგანწყობილი განცხადებები, ტრამპისთვის კომპლიმენტები და მისი „მშვიდობისმყოფელად“ წარმოჩენა დიპლომატიური თამაშის ნაწილია, სადაც წონასწორობა ძალიან მაღალია. ევროპელი ლიდერების მთავარი ამოცანა ამჯერად იყო აშშ-სა და ევროპის პოზიციების გაყოფის თავიდან აცილება, რაზეც აშკარად გათვლა აქვს ვლადიმირ პუტინს.

ამასთან, Le Monde ხაზს უსვამს ორ რეალობას: ერთი მხრივ დიპლომატიურ აქტიურობას და მეორე მხრივ — ომის გაგრძელებას. სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რუსული არმია უკრაინის ტერიტორიას კვლავ უტევდა.
ფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები იყვნენ ერთადერთნი, ვინც ვაშინგტონის შეხვედრისას განაცხადეს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ.
„ვერ წარმომიდგენია შემდეგი შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტის გარეშე,“ — აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა.
ბრიტანული Times-ი ყურადღებას ამახვილებს, რომ მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა მხარემ სცადა თავისუფალი ატმოსფეროს შექმნა და დაპირისპირების თავიდან აცილება, რომელიც თებერვალში ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრისას მოხდა ოვალური კაბინეტში.

ამჯერად ტრამპი თანმიმდევრულად ამჟღავნებდა თავაზიანობას, თავს არიდებდა რთულ კითხვებსა და თემებს, რომლებიც სიტყვიერ დაპირისპირებას გამოიწვევდა. უკრაინის პრეზიდენტმა რამდენჯერმე მადლობა გადაუხადა ამერიკელ კოლეგას მშვიდობის მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის. ევროპელმა ლიდერებმაც ასევე გამოხატეს მადლიერება ტრამპის მიმართ.
თუმცა, როგორც Times წერს, მხარეების მიზნები განსხვავებულია: ტრამპს სურს რაც შეიძლება სწრაფად გააფორმოს შეთანხმება — ნებისმიერი შეთანხმება. კიევი და მისი ევროპელი პარტნიორები კი ცდილობენ დრო მოიგონ, რათა დეტალები დააზუსტონ და თავიდან აიცილონ მათთვის არახელსაყრელი შეთანხმება.
თეთრ სახლში შეხვედრისას უკრაინისა და ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები ცდილობდნენ გაეგოთ, რას აპირებს აშშ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მას შემდეგ, რაც სამშვიდობო შეთანხმება შედგება.
Financial Times-ის ცნობით, კიევის ევროპელმა მოკავშირეებმა ამჯობინეს ყურადღება გამახვილებულიყო უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე და არა რუსეთიდან წამოსულ იდეაზე, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის ტერიტორიების „გაცვლას“.
ტრამპის წინადადება უსაფრთხოების გარანტიებზე ორშაბათს ძალიან ბუნდოვანი იყო. მან განაცხადა, რომ აშშ „მნიშვნელოვან დახმარებას“ გაუწევდა ევროპულ ქვეყნებს და არა უშუალოდ უკრაინას.

Financial Times დასძენს, რომ რუსეთმა უკვე მოახერხა ტრამპის დარწმუნება იმაში, თითქოს მისი ტერიტორიული მოთხოვნები — რომელთა მიღება უკრაინისთვის შეუძლებელია — ერთადერთი საფუძველია შეთანხმებისთვის. შესაბამისად, უკრაინამ და ევროპელებმა ანალოგიურად უნდა მოახერხონ, უსაფრთხოების გარანტიების საკითხი აქციონ შეთანხმების საფუძვლად.
ფინური გამოცემა Helsingin Sanomat წერს, რომ ვაშინგტონში გამართული შეხვედრა აშკარად უკეთესად წარიმართა, ვიდრე ელოდნენ. ამასთან, გაზეთი საკმაოდ რეალურ სცენარად მიიჩნევს, რომ რუსეთი შეეცდება ჩაშალოს ვაშინგტონში შეთანხმებული სამოქმედო გეგმა.
ფინეთის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი იუსი ლასილა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ტრამპი საკმაოდ არაპროგნოზირებადი მოთამაშეა. თუმცა, ექსპერტის აზრით, ვაშინგტონის შეხვედრის მიხედვით ჩანს, რომ პუტინმა წარუმატებლობა განიცადა მცდელობაში, დაეთესა უთანხმოება აშშ-სა და ევროპას შორის.
„ევროპასა და აშშ-ს შორის მოქმედებების კოორდინაცია უკვე ჩამოყალიბებულია. ეს ცხადყოფს, რომ პუტინმა ვერ შეძლო გაყოფის შექმნა,“ — ამბობს იუსი ლასილა.
რუსული მედია: ზელენსკის პიჯაკი და ევროპა–აშშ-ის უთანხმოებები
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე კი პირიქით ცდილობდნენ გაემახვილებინათ ყურადღება დასავლელ მოკავშირეებს შორის უთანხმოებებზე.
„პირველი არხი“ ამტკიცებდა, რომ „ბზარები დასავლელ მოკავშირეებს შორის სულ უფრო ნათლად ჩანს“. საინფორმაციო გამოშვებაში ითქვა: „ევროპელები სანქციებით ზეწოლის გაგრძელებას ემხრობიან, აშშ-ს კი ახლა განსხვავებული ხედვა აქვს“, და დაამატეს, რომ „ეს სწორედ ევროპაა, ვინც მოლაპარაკებებს უშლის ხელს“.
ვლადიმირ ზელენსკი და მასთან ერთად ჩამოსული ევროპელი ლიდერები აღწერილნი იყვნენ როგორც „ომის პარტია“.
„პირველი არხის“ ფორმულირებით, ესენი იყვნენ „შვიდი ევროპელი ლიდერი, რომელთაც სურთ კონფლიქტის გაგრძელება უკრაინაში“, ხოლო ასევე ითქვა, რომ „ალასკაზე გამართული რუსულ-ამერიკული სამიტის შემდეგ თეთრი სახლიდან მოდის სიგნალები, რომლებიც აშკარად არ მოსწონს ომის პარტიას“.
სამივე წამყვანმა რუსულმა არხმა დიდი ყურადღება დაუთმო ზელენსკის ქცევის სტრატეგიასა და გარეგნობას.

საინფორმაციო გამოშვებაში ითქვა: „ამჯერად ის საკმაოდ თავმდაბალი და თავშეკავებული იყო, არ იძლეოდა მკვეთრ განცხადებებს, არ აწყვეტინებდატრამპს და რეალურად საკმაოდ თავშეკავებულად პასუხობდა, მეტი საუბრის საშუალებას კი ტრამპს აძლევდა“.
„პირველი არხი“ ზელენსკის სტილს „გლოვის კეჟუალს“ უწოდებს და დასძენს: „თეთრი სახლის დრესკოდის სრული დაცვაც კი ვერანაირ გარანტიას ვერ იძლეოდა, რომ ოვალურ კაბინეტში ტრამპი და ვენსი კვლავ არ მოუწყობდნენ ზელენსკის საჩვენებელ საყვედურს.“
ამასთან, დონალდ ტრამპი რუსეთის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებებში წარმოჩენილი იყო როგორც პოლიტიკოსი, რომელიც სრულად იზიარებს რუსეთის პოზიციას უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში.
მაგალითად, НТВ-ზე აცხადებდნენ, რომ „ამერიკულმა მხარემ დაანახა ყველას, რომ იზიარებს მოსკოვის პოზიციას — საჭიროა მშვიდობის შეთანხმების დადება და არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულება.“
„ტრამპმა დაადასტურა, რომ უკრაინაში არ იქნებიან ამერიკელი სამხედროები და ასეთი გარანტიები ნატოს ჩარჩოში არ შევა,“ — ამბობდნენ „Россия 1“-ზე.
„ეს, ფაქტობრივად, ის მოთხოვნაა უკრაინის ნატოში არმისაღებად, რაზეც კრემლი წლების განმავლობაში საუბრობდა. ტრამპმა თქვა, რომ ეს იყო მთავარი მოთხოვნა. როგორც ჩანს, ეს მოთხოვნები, ბოლოს და ბოლოს, ვაშინგტონამდე მივიდა,“ — თქვეს „Россия 1“-ის საინფორმაციო გამოშვებაში.
-
ტრამპის მხრიდან ალასკა ძალის დემონსტრირება იყო – ბესენტი
ალასკა ძალის დემონსტრირება იყო პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან. მან პრეზიდენტი პუტინი მიიწვია მიწაზე, რომელსაც წარსულში რუსები ფლობდნენ. მან გამოფინა უზარმაზარი ოდენობის სამხედრო აღჭურვილობა და შემდეგ მოაწყო [ბომბდამშენებისა და ავიაგამანადგურებლების] გადაფრენა. ეს იგივეა, რომ უკონტროლო მეზობელი მოიწვიო და მას იარაღის ყუთი აჩვენო.
-
შეიძლება ითქვას ბოლო პერიოდში, საუკეთესო საუბარი გვქონდა ტრამპთან – ზელენსკი
“ჩვენ ახლა ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ტრამპთან. შეიძლება ითქვას საუკეთესო ბოლო პერიოდში. ან შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი წინ იყოს.”
განაცხადა ვაშინგტონში, უკრაინის მეთაურმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.
ტრამპი ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტს: ძალიან კარგი საუბარი მქონდა ზელენსკისთან
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა შემდეგი მცდელობა იყოს სამმხრივი შეხვედრის , ტრამპი-ზელენსკი-პუტინის ფორმატის ორგანიზების.
-
ტრამპი არ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას
შეერთებული პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა აშშ-ის ჯარების უკრაინაში გაგზავნა უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში, პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად.
“ჩვენ შეგატყობინებთ თქვენ ამის შესახებ, შესაძლოა, დღესვე გაცნობოთ”, – უთხრა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის დროს.
დონალდ ტრამპის თქმით, მშვიდობის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ევროპა შეასრულებს, თუმცა ამ პროცესში აშშ-ც ჩაერთვება.
“ისინი თავდაცვის პირველი ხაზი არიან, რადგან ისინი იქ არიან, თუმცა ჩვენ ვაპირებთ, რომ დავეხმაროთ და ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას”, – თქვა მან.
-

უკრაინის ტერიტორიების პუტინისთვის გადაცემა გამორიცხულია, ამას არ დავუშვებ! – ზელენსკი
“უკრაინის ტერიტორიების პუტინისთვის გადაცემა გამორიცხულია, ამას არ დავუშვებ… რუსეთისთვის მშვიდობის იძულება მხოლოდ ძალის გამოყენებით შეიძლება და პრეზიდენტ ტრამპს ასეთი ძალა აქვს. ჩვენ ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობა ნამდვილად მოვიდეს”
თქვა უკრაინის მეთაურმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელთან კით კელოგსთან შეხვედრისას.
დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ვაშინგტონშია, ის აქ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრას ევროპელი ლიდერებიც შეუერთდებიან. როგორც ცნობილია, ჯერ დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდებიან, შემდეგ კი – ევროპელი ლიდერები.
-
უკრაინა უნგრეთისკენ მიმავალ ნავთობსადენს დაესხა თავს..ეს დარტყმა აღმაშფოთებელი და მიუღებელია! – სიიარტო
„უკრაინა კიდევ ერთხელ დაესხა თავს უნგრეთისკენ მიმავალ ნავთობსადენს, რამაც მიწოდების შეწყვიტა გამოიწვია. ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების წინააღმდეგ განხორციელებული ეს დარტყმა აღმაშფოთებელი და მიუღებელია!.[…]სამწელიწადნახევრის განმავლობაში ბრიუსელი და კიევი ცდილობენ უნგრეთის უკრაინაში ომში ჩათრევას. ჩვენი ენერგომომარაგების წინააღმდეგ უკრაინის მხრიდან არაერთი თავდასხმა ამავე მიზანს ემსახურება. მინდა ნათლად განვაცხადო: ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ ამასთან არაფერი გვაქვს საერთო და სანამ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი, უნგრეთი არ ჩაერევა და ბოლოს, შეხსენება უკრაინელი გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის: უნგრეთიდან მოწოდებული ელექტროენერგია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს თქვენი ქვეყნის ენერგომომარაგებაში“,
აცხადებს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო .