Category: მსოფლიო

  • მოლდოვამ კანონმდებლობის სკრინინგის პროცესი დაასრულა.. EU-ში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის მზად არის – მარტა კოსი

    „მოლდოვის რესპუბლიკამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ეტაპს მიაღწია. ერთ წელზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში მოლდოვამ კანონმდებლობის სკრინინგის პროცესი დაასრულა. მოლდოვა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის მზად არის“,

    წერს ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი X-ზე.

  • ესტონეთის საჰაერო სივრცე სამმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა დაარღვია

    რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ტალინთან ახლოს ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.  ესტონეთმა ინციდენტის გამო რუსეთის საქმეთა რწმუნებული დაიბარა.

    სამი MiG-31 ტიპის რუსული ავიაგამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში ფინეთის ყურიდან ნებართვის გარეშე შეიჭრა და ქვეყნის ცაში ჯამში 12 წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

    “რუსეთმა წელს უკვე ოთხჯერ დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე, რაც თავისთავად მიუღებელია. მაგრამ დღევანდელი შემოჭრა, ჩვენს საჰაერო სივრცეში სამი ავიაგამანადგურებლის ჩართულობით, უპრეცედენტოდ თავხედურია.რუსეთი მზარდად ექსტენსიურად ცდის საზღვრებს და მზარდ აგრესიას უნდა ვუპასუხოთ პოლიტიკური და ეკონომიკური წნეხის სწრაფი გაძლიერებით.”-  თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცაჰკნა.

     

  • ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა! – დონალდ ტრამპი

    “მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა. ბევრ ადამიანს კლავს და ის უფრო მეტ ადამიანს კარგავს, ვიდრე კლავს. სიმართლე რომ გითხრათ, უფრო მეტი რუსი ჯარისკაცი კვდება, ვიდრე უკრაინელი. კი, მან [პუტინმა] იმედი გამიცრუა, არ მომწონს ეს.იმედია, მალე კარგი ამბები გვექნება თქვენთვის.[…]ძალიან მარტივად რომ გითხრათ, ნავთობის ფასი თუ დავარდება, პუტინს გასვლა მოუწევს, არჩევანი არ ექნება, ამ ომიდან გასვლა მოუწევს. და როდესაც აღმოვაჩინე, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთისგან ნავთობს ყიდულობენ…მზად ვარ სხვა რაღაცებიც გავაკეთო, მაგრამ მაშინ არა, როდესაც ხალხი, რომლისთვისაც ვიბრძვი, რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს. ნავთობის ფასი თუ დავარდება, ძალიან მარტივად, რუსეთს გარიგება მოუწევს”

    ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

  • აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: შეერთებულმა შტატებმა შეიძლება რუსული ეკონომიკა ჩამოაქციოს, მაგრამ საჭიროა თანამშრომლობა ევროპასთან

    აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ამერიკა მზადაა ითანამშრომლოს ევროპულ ქვეყნებთან დამატებითი სანქციების დაწესების საკითხში იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, რათა „გაანადგუროს“ რუსეთის ეკონომიკა.

    „ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთზე, მაგრამ საჭიროა, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ჩვენს მაგალითს მიჰყვნენ,“ — თქვა ბესენტმა NBC News-თან ინტერვიუში.

    „ახლა ეს არის რბოლა, რამდენ ხანს გაუძლებს უკრაინის არმია და რამდენ ხანს გაუძლებს რუსეთის ეკონომიკა, და თუ აშშ და ევროკავშირი ჩაერევიან, შემოიღებენ დამატებით სანქციებს, მეორად ტარიფებს იმ ქვეყნებზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, რუსეთის ეკონომიკა მთლიანად ჩამოინგრევა და ეს აიძულებს პრეზიდენტ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.“–დასძინა ბესენტმა.

    აგვისტოში ტრამპის ადმინისტრაციამ ინდოეთს 50-პროცენტიანი ტარიფი დაუწესა, მიზეზად მისი მხრიდან რუსული ნავთობის უწყვეტი შესყიდვები დაასახელა.

    ბესენტმა ეს განცხადება რამდენიმე საათში გააკეთა რუსეთის მიერ კიევზე მიტანილი იერიშის შემდეგ.

    ამერიკული მედიის შეფასებით, ტრამპი ომის დასრულების მცდელობებს უფრო პესიმისტურად უყურებს, თუმცა რამდენჯერმე ესაუბრა ტელეფონით ევროპელ ლიდერებს, მოუწოდა მათ შეუერთდნენ აშშ-ს და ზეწოლა მოახდინონ ჩინეთზე რუსეთის მხარდაჭერის გამო უკრაინასთან ომში.

    წინადღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარიზში გამართული „მოსურველთა კოალიციის“ სამიტის მონაწილეებმა ხუთშაბათს, პრეზიდენტ ტრამპთან საუბრისას, განიხილეს გზები რუსეთის აგრესიის შეჩერებისა და უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

  • ზელენსკი: კოალიციის მონაწილეებს ერთნაირი ხედვა აქვთ, რომ რუსეთი აჭიანურებს მოლაპარაკების პროცესს

    უკრაინის პრეზიდენტმა შეაჯამა „მსურველთა კოალიციის“ სხდომის შედეგები, რომელიც პარიზში გაიმართა.

    „დეტალურად განვიხილეთ თითოეული ქვეყნის მზადყოფნა, შეიტანოს წვლილი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ხმელეთზე, ზღვაზე, ჰაერში და კიბერსივრცეში. დავაკოორდინეთ პოზიციები და განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიების კომპონენტები. მადლობას ვუხდი ყველას იმის გაგებისთვის, რომ უსაფრთხოების მთავარ გარანტად მაინც ძლიერი უკრაინული არმია რჩება.

    არსებობს ერთიანი ხედვა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა მაქსიმალურად გააჭიანუროს მოლაპარაკების პროცესი და გააგრძელოს ომი. საჭიროა უკრაინის მხარდაჭერის გაზრდა და რუსეთის მიმართ ზეწოლის გაძლიერება. ამჟამად მზადდება ევროკავშირის მე-19 სასანქციო პაკეტი. ასევე სასანქციო ნაბიჯებზე მუშაობს იაპონია.“

    ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინის მხარდაჭერისა და დახმარების გაწევის მზადყოფნისთვის.

    პარიზში „მოსურვილთა კოალიციის“ შეხვედრა დასრულების შემდეგ უახლოეს პერიოდში გაიმართება სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც დაგეგმილია ადგილობრივი დროით 14:00-ზე (ლონდონის დროით – 13:00, კიევის დროით – 15:00). გამოცემის ინფორმაციით, საუბარში მონაწილეობას არ მიიღებს კოალიციის ყველა წევრი, არამედ მხოლოდ ის ევროპელი ლიდერები, რომლებიც 18 აგვისტოს ვაშინგტონში იმყოფებოდნენ.

    უკრაინის მოკავშირეებმა პარიზში განიხილეს  მისი უსაფრთხოების მომავალი გარანტიები. იმსჯელებს იმაზე, თუ როგორ შეძლებენ უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებას ომის დასრულების შემდეგ.

    საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც გუშინ პარიზში მიიღო უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, განაცხადა, რომ ევროპა მზად იქნება „უკრაინასა და უკრაინელებს შესთავაზოს უსაფრთხოების გარანტიები იმ დღეს, როდესაც მოეწერება ხელი მშვიდობას“.

    „მსურველთა  კოალიციის“ (ასევე მოიხსენიებენ როგორც „მოსურვილთა კოალიციას“) სხდომაში, რომელსაც მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ხელმძღვანელობდნენ  შერეულ ფორმატში — ადგილზე და ვიდეოკავშირის საშუალებით — 35 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.

    ემანუელ მაკრონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების სამხედრო მეთაურები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების კონკრეტულ გეგმებზე მუშაობდნენ აგვისტოს შუა რიცხვებიდან, მას შემდეგ, რაც ზელენსკი და ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში დონალდ ტრამპს შეხვდნენ. მისი თქმით, ეს მკაცრად კონფიდენციალური გეგმები ოთხშაბათს უკვე დამტკიცდა თავდაცვის მინისტრების დონეზე.

  • სანქციები და უნგრეთში შესვლაზე შეზღუდვები ტრ**ში გაიკეთეთ, ბატონო “ძვლებზე მოცეკვავევ” – ბროვდი ორბანის მთავრობას პასუხობს

    ასე პასუხობს,  უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ქვედანაყოფის მეთაური, რობერტ ბროვდი იგივე “მადიარი”,  უნგრეთის მთავრობას, რომელმაც ის დაასანქცირა, ქვეყანაში და შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალა.

    • “სანქციები და უნგრეთში შესვლაზე შეზღუდვები ტრ**ში გაიკეთეთ, ბატონო “ძვლებზე მოცეკვავევ”. მე უკრაინელი ვარ და მამაჩემის სამშობლოში თქვენი წასვლის შემდეგ დავბრუნდები. უნგრეთში საკმარისი ნამდვილი უნგრელია და ერთ დღეს თქვენ მათ შეაწუხებთ. […] რაც შეეხება პოპულიზმს უნგრეთის სუვერენიტეტისადმი ხსენებული საფრთხეების შესახებ – გააგრძელეთ ამის ადგილობრივ დეკლასირებულებზე გაყიდვა, სანამ ისინი ჯერ კიდევ არსებობენ გარკვეული მნიშვნელოვანი რაოდენობით და იღებენ მსგავს “ბლა ბლას.” მაგრამ გახსოვდეთ ეთნიკურად უნგრელი, უკრაინის შეიარაღებული ძალების უკრაინელი სამხედრო მეთაურის შავ-თეთრი პოზიცია.Дружба-ზე საუბრით თქვენ არა უნგრეთის სუვერენიტეტს, არამედ საკუთარ ბინძურ ჯიბეებს იცავთ, რომლებიც სავსეა იაფი, დასანქცირებული ნედლი მასალებით, რისი შესყიდვაც ხელს უწყობს სისხლიანი ფულის დაგროვებას, რაც იმ მიმართულებით მიფრინავს, საიდანაც რაკეტები და შაჰედები უკრაინის მშვიდობიანი ქალაქებისკენ მოფრინავენ და დღესაც, 2025 წლის 28 აგვისტოს, კიევში ათეულობით უკრაინელი დახოცეს.თქვენი ხელები უკრაინელების სისხლშია გასვრილი და ჩვენ ამას დავიმახსოვრებთ.”- განაცხადა მადიარმა ტელეგრამ არხზე.

    ბოლო კვირებში, უკრაინელებმა მინიმუმ 3 იერიში მიიტანეს Дружба-ს მილსადენზე, რომელსაც რუსული ნავთობი უნგრეთიდან სლოვაკეთში გადააქვს. უკრაინული იერიშების შედეგად კი  რუსული ნავთობის მიწოდება რამდენჯერმე დროებით შეაფერხა.

    “მადიარმა” დაადასტურა, რომ მისი დანაყოფი Дружба-ს წინააღმდეგ იერიშის მიტანაზე იყო პასუხისმგებელი. მისი სპეცოპერაციის ფარგლებში 14 დრონი-კამიკაძე იყო გამოყენებული.

    დრეს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ განაცხადა, რომ უნგრეთი იერიშის მოწყობაზე პასუხისმგებელი უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფის მეთაურს, რობერტ ბროვდის (მეტსახელად “მადიარს”) ქვეყანასა და შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალა.

  • ყველა საუბარი, რაც პუტინთან მაქვს კარგია, მაგრამ შემდეგ ბომბს კიევის თავზე აგდებენ და ძალიან ვბრაზდები – ტრამპი

    ყველა საუბარი, რაც პუტინთან მაქვს კარგია, მაგრამ შემდეგ ბომბს კიევის თავზე აგდებენ და ძალიან ვბრაზდები – ტრამპი

    ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკი არ მოსწონს – მათ ერთმანეთი არ მოსწონთ.[…] ყველა საუბარი, რაც მასთან მაქვს კარგია, მაგრამ შემდეგ ბომბს აგდებენ კიევის თავზე ან სხვაგან და შემდეგ ძალიან ვბრაზდები“,

    ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა.

  • “უკრაინას შეუძლია, გერმანიას მომავალშიც დაეყრდნოს” – გერმანიის ვიცეკანცლერი კიევში ჩავიდა

    “უკრაინას შეუძლია, გერმანიას მომავალშიც დაეყრდნოს” – განაცხადა გერმანიის ვიცე-კანცლერმა  და ფინანსთა მინისტრმა ლარს კლინგბეილმა, რომელიც დაუგეგმავი ვიზიტით კიევში ჩავიდა. კლინგბეილის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ გერმანიის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ შესუსტდება.

    „პუტინს ილუზია არ უნდა ჰქონდეს, თითქოს გერმანიის მხარდაჭერა შეიძლება გაქრეს. პირიქით – ჩვენ ვრჩებით უკრაინის მეორე უმსხვილეს პარტნიორად მსოფლიოში და უდიდესად ევროპაში. უკრაინას კვლავ შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს,“ – აღნიშნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, რომელიც კანცლერ ფრიდრიხ მერცის კოალიციური მთავრობის უმცროსი პარტნიორია.

  • უკრაინამ დონეცკის ოლქში 3 სოფელი დაიბრუნა

    უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, უკრაინამ დონეცკის ოლქში 3 სოფელი დაიბრუნა ხოლო  კიდევ 2 სოფელზე კონტროლი დაიბრუნეს.

    “ჩვენმა ჯარებმა წარმატებით განახორციელეს კონტრშეტევა და დონეცკის ოლქში 3 სოფელი მტრისგან გაწმინდეს. სიტუაცია მართლაც რთულია, მტერმა ძირითადი ძალისხმევა ფრონტის ამ მონაკვეთზე გაამახვილა, მაგრამ ჩვენ ხაზი უნდა შევინარჩუნოთ. დახმარება სამხედრო ოპერაციების ორგანიზებაში იქნება უზრუნველყოფილი. დამატებითი საბრძოლო მასალის, დრონების და ელექტრონული საბრძოლო მასალის საკითხები მოგვარებულია”, – ამბობს სირსკი.

  • ტრამპს სურს პუტინმა და ზელენსკიმ, მისი პირდაპირი ჩართულობის გარეშე დააორგანიზონ შეხვედრა – The Guardian

    შეერტებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სურს, რომ პუტინმა და ზელენსკიმ შეხვედრა მისი მონაწილეობის გარეშე დააორგანიზონ.  შესაბამის ინფორმაციას გამოცემა The Guardian აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

    როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება,  დონალდ ტრამპი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულებაზე მოლაპარაკებებიდან უკან დგამს ნაბიჯს და სურს, რომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა მისი პირდაპირი ჩართულობის გარეშე დააორგანიზონ შეხვედრა.

    ასევე წყაროს ცნობით, ბოლო დღეებში ტრამპმა თავის მრჩევლებს უთხრა, რომ ის ზელენსკისთან და პუტინთან სამმხრივ შეხვედრას მხოლოდ მას შემდეგ უმასპინძლებს, რაც ისინი ჯერ ერთმანეთს შეხვდებიან.