Category: მსოფლიო

  • თურქეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსეთი აცხადებს, რომ კავშირი არ აქვს ოდესის პორტის დაბომბვასთან

    თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ხუსული აკარის  განხადებით შაბათს რუსეთის წარმომადგენლებმა ანკარას აცნობეს, რომ “რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს“ ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმასთან.

    “ჩვენი კონტაქტების დროს რუსეთთან მათ გვითხრეს, რომ აბსოლუტურად არანაირი კავშირი არ აქვთ ამ თავდასხმასთან, და რომ ისინი სწავლობენ ამ საკითხს ძალიან ყურადღებით და დეტალურად“– უთხრა აკარმა ჟურნალისტებს.

    თურქეთი შეშფოთებულია იმის გამო, რომ აფეთქებები ოდესის პორტში ხორბლის ექსპორტზე შეთანხმების ხელმოწერიდან მალევე მოხდა, რომელიც რუსეთსმა და უკრაინამ პარასკევს სტამბოლში დადეს, თქვა ჩინოვნიკმა. ხელშეკრულების ხელმოწერას თურქეთის პრეზიდენტი, ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტერეშიც ესწრეოდნენ.

    შაბათს დილით ოდესის პორტში აფეთქებების ხმა გაისმა. უკრაინამ რუსეთი სარაკეტო შეტევებში დაადანაშაულა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით პორტის მიმართულებით კალიბრის ტიპის 4 რაკეტა გაუშვეს, საიდანაც 2 ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. ორი კი პორტის ინფრასტრუქტურას მოხვდა, თუმცა ხორბლის საცავები არ დაზიანებულა.

  • აშშ ზელენსკის უსაფრთხოების საკითხით შეშფოთებულია, რადგან “რუსეთი ყველაფერზე წამსვლელია“

    უკრაინის პრეზიდენტის უსაფრთხოება ბაიდენის ადმინისტრაციის განსაკუთრებული შეშფოთების საგანია. ამის შესახებ ამერიკის ხმის კორესპონდენტმა, ჯეფ სელდინმა ტვიტერზე დაწერა და აშშ–ს პრეზიდენტის თანაშემწის,  ჯეიკ სალივანის ცოტა ხნის წინანდელი გამოსვლიდან ციტატა მოიყვანა, რომელშიც ნათქვამია, რომ “აშშ შეშფოთებულია ზელენსკის უსაფრთხოების საკითხით, რადგან ეს არის მეომარი ქვეყნის ლიდერი, რომელსაც საქმე აქვს სასტიკ, დაუნდობელ მოწინააღმდეგესთან, რომელიც პრაქტიკულად ყველაფერზეა წამსვლელი.“

    “უკრაინაში ჩვენი ამოცანის ნაწილი უნდა იყოს ძალიას, გამძლეობის, ურყეობის, წინდახედულების და უნარიანობის დემონსტრირება, რაც გავლენას მოახდენს ჩვენს შესაძლებლობაზე მოვახერხეოთ სხვების შეკავება სხვა ადგილებზე“. – ციტირებს ჟურნალისტი სალივანს.

    უკრაინაში შეჭრის შემდეგ უკრაინული მხარის ინფორმაციით ზელენსკიზე თავდასხმის 5 მცდელობა იყო, რაც უკრაინულმა ძალებმა აღკვეთეს. უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის თქმით, მცდელობებს თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ქონდა ადგილი. დანილოვი თავდასხმების დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა რუსეთის ფართომაშტაბიანი აგრესიის დასაწყისში ღიად საუბრობდა ჩეჩენი მებრძოლების რაზმზე, რომელსაც ზელენსკის მოკვლა ქონდა დავალებული, თუმცა ის სრულად გაანადგურეს.

    თავად პრეზიდენტი ზელენსკი თვლის, რომ მის წინააღმდეგ თავდასხმების მზადება არც ისე საშიშია და თავად კრემლის ლიდერს უფრო მეტი პრობლემები აქვს, თუ გავითვალისწინებთ მისი პოლიტიკის მიმართ მთელი მსოფლიოს დამოკიდებულებას.

  • ხარკოვი არის ცივილიზაციის პირველი საგუშაგო მორდორთან საზღვარზე – რეზნიკოვი

    „სალტივკა ხარკოვში არის ყველაზე დიდი საცხოვრებელი რაიონი უკრაინაში, მოსახლეობის მიხედვით, როგორც მარიუპოლი. ახლა ეს არის ოკუპანტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაშაულის ადგილი. ხარკოვი არის ცივილიზაციის პირველი საგუშაგო მორდორთან საზღვარზე. გამარჯვების შემდეგ, ეს იქნება სწორი ადგილი რუსეთის ტრიბუნალისთვის“

    წერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი Twitter-ზე.

  • ოდესის პორტში რუსული რაკეტა, ერდოღანისთვის და გუტიერეშისთვის სახეში შეფურთხებაა – უკრაინის საგარეო

    “ოდესის პორტში რუსული რაკეტა, ერდოღანისთვის და გუტიერეშისთვის სახეში შეფურთხებაა”- ასე ეხმაურება, უკრაინის საგარეო უწყების წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო  ოდესის პორტზე რუსულ სარაკეტო თავდასხმას.

    „რუსეთის ფედერაციას 24 საათზე ნაკლები დრო დასჭირდა იმისთვის, რომ ოდესის პორტის ტერიტორიაზე სარაკეტო დარტყმებით კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა გაერო-სა და თურქეთთან ერთად ხელმოწერილ დოკუმენტში მის მიერ მიცემული შეთანხმებები და დაპირებები. რუსული რაკეტა – ეს არის ვლადიმერ პუტინის მხრიდან გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშისა და თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის სახეში შეფურთხება, რომლებმაც დიდი ძალისხმევა გასწიეს შეთანხმების მისაღწევად და რისთვისაც უკრაინა მადლიერია“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.

    ცნობისთვის, ექსპორტზე შეთანხმების მიუხედავად, რუსებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სამხრეთის სარდლობის ცნობით, რუსეთმა ოდესის  სავაჭრო პორტს “კალიბრის” ტიპის საკრუიზო რაკეტები ესროლა. უკრაინის სახალხო დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს თქმით ოდესის ცაზე საჰაერო ბრძოლა მიმდინარეობს.

  • ოლაფ შოლცის სახლის ნაგვის ურნაში მეზობლებმა, G7-ის სამიტის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს

    გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის  სახლის ნაგვის ურნაში მეზობლებმა, დიდი შვიდეულის სამიტის შესახებ საიდუმლო დოკუმენტები იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ, გერმანული გამოცემა, “შპიგელი” იუწყება.

    გამოცემის ცნობით, ნაგვის ურნაში აღმოჩენილი დოკუმენტები G7-ის  ლიდერებისა და მათი მეუღლეების შესახებ პირად ინფორმაციას მოიცავდა.

    აღნიშნული დოკუმენტების გავრცელება, სავარაუდოდ, ოლაფ შოლცის მეუღლის ბრიტა ერნსტის უყურადღებო ქმედებას უკავშირდება.

    გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შედგენილ დოკუმენტებს “გრიფით საიდუმლო” ჰქონდა მინიჭებული და მათი შემდგომი გადამუშავება სპეციალური წესის დაცვით უნდა მომხდარიყო.

  • შეთანხმების მიუხედავად, რუსეთმა ოდესის პორტი დაბომბა

    ექსპორტზე შეთანხმების მიუხედავად, რუსებმა ოდესის პორტზე სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. სამხრეთის სარდლობის ცნობით, რუსეთმა ოდესის  სავაჭრო პორტს “კალიბრის” ტიპის საკრუიზო რაკეტები ესროლა.

    “რუსეთის ფედერაციას 24 საათზე ნაკლები დასჭირდა, რათა ეჭვქვეშ დაეყენებინა გაერო-სა და თურქეთთან მის მიერ მიცემულ შეთანხმებები და დაპირებებში გუშინ სტამბოლში ხელმოწერილ დოკუმენტში ოდესის პორტის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმით”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

    უკრაინის სახალხო დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს თქმით ოდესის ცაზე საჰაერო ბრძოლა მიმდინარეობს.

    უკრაინის საგარეო სამინისტრო  ხაზს უსვამს რომ შეთანხმებების მკაცრად განხორციელების აუცილებლობას შავი ზღვის გავლით უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტის აღდგენის შესახებ სამი პორტიდან: ოდესა, ჩორნომორსკი და იუჟნი.

    გუშინ 22 ივლისს მხარეებმა უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

  • უკრაინელებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე განლაგებულ რუს სამხედროებზე წერტილოვანი დარტყმის კადრები გამოაქვეყნეს

    უკრაინის სამხედრო დაზვერვის იუთუბ არხზე დაიდო ვიდეო, რომელზეც ასახულია  ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დისლოცირებულ რუს სამხედროებზე უპილოტო კამიკაძე დრონის შეტევის კადრები.

    უკრაინული დაზვერვის ცნობით კამიკაძე დრონის გამოყენებით შეტევა მიიტანეს მტრის კარვების ქალაქზე და ტექნიკაზე, კერძოდ ავტომობილზე საზენიტო დანადგარებით და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით БМ-21 “Град.“

    უკრაინული მხარის ინფორმაციით მოკლულია 3 რუსი სამხედრო, 12 დაიჭრა.

    “კარვების ქალაქი ხანძარმა გაანადგურა, რომელსაც დიდხანს ვერ აქრობდნენ“– ამბობს დაზვერვა.

    ვიდეოს აღწერაში შეტევას “იუველირულ ნამუშევარს“ უწოდებენ.

    რუსული წყაროები იტყობინებოდნენ, რომ უკრაინულმა ძალებმა შეტევა მიიტანეს ევროპაში უმსხვილეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე 20 ივნისს.

    რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ უკრაინულმა არმიამ ორი კამიკაძე დრონი გამოიყენა, რომელთაგან ერთი ჩამოაგდეს, თავად სადგური კი არ დაზიანებულა. რუსეთის არმიის მიერ დანიშნული ზაპოროჟიეს ოლქის “ადმინისტრაციის“  წარმომადგენელი, ვლადიმირ როგოვი 3 დრონზე საუბრობდა.

    რუსეთის თავდაცვის მართვის ნაციონალური ცენტრის უფროსი, მიხაილ მიზინცევი აცხადებდა, რომ “მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით არ გამოიწვია ამ აფეთქებამ სადგურის აღჭურვილობის დაზიანება და ტექნოგენური კატასტროა.“

    უკრაინული არმიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოზე ჩანს 2 აფეთქება საწარმოო კორპუსების სიახლოვეს.

    გასული კვირის ბოლოს უკრაინის სახელმწიფო კომპანია “ენერგოატომის“ ხელმძღვანელმა, პიოტრ კოტინმა თქვა, რომ რუსებს  ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში შეაქვთ სამხედრო ტექნიკა, მათ შორის სარაკეტო კომპლექსები, რომელთაგანაც უკვე ახორციელებენ დნეპრის მეორე სანაპიროს, ნიკოპოლის ტერიტორიის დაბომბვას.“

    როგორც ჩანს, რუსებმა ჩათვალეს, რომ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია მათთვის უსაფრთხოა, რადგან უკრაინელები მის დაბომბვას მოერიდებიან, თუმცა უკრაინულ არმიას შეუძლია უზუსტესი წერტილოვანი დარტყმები კამიკაძე დრონებით განახორციელოს.

    რუსულ არმიას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 4 მარტიდან აქვს ოკუპირებული. სადგურის შტურმის დროს რუსეთის არმიამ არტილერია გამოიყენა და მის კორპუსებს ტანკებიდან ესროდა. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ზელენსკიმ სასწრაფოდ მიმართა მსოფლიო თანამეგობრობას. მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომაც.

  • უფლება აქვთ, კონტრიერიშებზე გადავიდნენ, ამისთვის უკრაინას ყველა საჭირო იარაღს მივაწვდით – კირბი

    აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ უკრაინელებს უფლება აქვთ კონტრიერიშებზე გადავიდნენ, ამისთვის მათ აშშ ყველა საჭირო იარაღს მიაწვდის.

    • “რუსეთმა უკრაინას სასიკვდილო დარტყმები მიაყენა. მთელი ქვეყნის მასშტაბით რუსეთმა დაარტყა სავაჭრო ცენტრებს, მრავალსართულიან სახლებს, დახოცა უდანაშაულო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები. ამგვარი სისასტიკის წინაშე პრეზიდენტმა ნათლად აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქამდე გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ ეს მას დასჭირდება. უკრაინელებს აქვთ თავდაცვის უფლება და ასევე აქვთ უფლება, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრიერიშებზე გადავიდნენ. ჩვენი ამოცანაა, მათ მივაწოდოთ ყველა საჭირო იარაღი, რათა ამის გაკეთების საშუალება ჰქონდეთ”, – თქვა ჯონ კირბიმ.
  • ყოველდღიურად ომში 30-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება – ზელენსკი

    ”რუს დამპყრობლებთან ბრძოლებში ყოველდღიურად 30-მდე უკრაინელი ჯარისკაცი იღუპება, 250-მდე კი იჭრება” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში განაცხადა.

    • “მაისში და ივნისში საბრძოლო მოქმედებების პიკში უკრაინა დღეში 100-დან 200-მდე ჯარისკაცს კარგავდა, ახლა დაღუპულთა რიცხვი დღეში 30-მდე შემცირდა, ხოლო დაშავებულების რაოდენობა 250-მდე”, – თქვა ზელენსკიმ.
  • უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში 2 000-მდე რუსი სამხედრო ალყაში მოაქციეს

    უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში 2 000–მდე  რუსი ოკუპანტი ალყაში მოაქციეს.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოკუპანტების 3 ტაქტიკურმა ბატალიონმა ალყიდან გამოსავლელად ე.წ. მწვანე დერეფანი მოითხოვა, მათ შორის სპეცრაზმებებმაც.

    უკრაინელი სამხედროების შეტევა ერთდროულად ორი მიმართულებით ხორციელდებოდა: ოლგინო-კოსტრიკაში და პოტიომკინო-ნოვოვოზნესენსკოეში. ამ დროისთვის ხერსონის ოლქში აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა  ხერსონის ოლქის ვისოკოპოლიეს რაიონში ალყაში მოქცეული რუსი ჯარისკაცების შესახებ  ისაუბრა:

    მისი თქმით, უკრაინელებმა თითქმის აიღეს დასახლებული პუნქტები ოლგინო და პოტიომკინო, რომლებიც ვისოკოპოლიეს მარჯვნიდან და მარცხნიდან ესაზღვრებიან. მისი თქმით, რუსი სამხედროები შეიარაღებით და სამხედრო ტექნიკით, ტაქტიკურ ალყაში არიან. მათი მხრიდან ალყის გარღვევის მცდელობა უკრაინელებმა ცეცხლით აღკვეთეს.  ერთადერთი გამოსასვლელი კორიდორი, რაც მათ აქვთ, უკრაინელების საცეცხლე კონტროლის ქვეშ არის.

    არესტოვიჩის თქმით, რუსი მეთაურები ხერსონის ოლქში არსებული ვითარების გამო დემორალიზებულები არიან, რაც HIMARS–ების და სხვა დასავლური შეიარაღების შედეგია.

    არესტოვიჩის თქმით, ალყაში მოქცეული ჯარისკაცების სიტუაცია ძალიან გავს ილოვაისკის სიტუაციას. აქ რუსმა სამხედროებმა ალყაში მოაქციეს უკრაინელები, უხეშად დაარღვიეს შეთანხმება მათთვის კორიდორის მიცემის შესახებ და  უკრაინელი ჯარისკაცები ადგილზე დახვრიტეს.

    “ძალიან დიდი ცდუნება გვაქვს, ისინი ამ ქვაბში დავმარხოთ, მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ ისე არ ვომობთ, როგორც რუსები. არ ვარღვევთ სიტყვას. მეორე– ჩემი აზრით, უკრაინის ჰუმანური სამხედროები მათ უბრალოდ დანებებას შესთავაზებენ. ეს მათთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება – ჩააბარონ შეიარაღება, ტექნიკა და ცოცხლები გადარჩნენ. ეს ომია და მათ არავინ მოფერებას არ დაუწყებს. ჩვენ მათ კორიდორს არ მივცემთ. თუ არ მოუნდებათ ტყვედ ჩაბარება, მათი ბედი გადაწყვეტილი იქნება“– თქვა არესტოვიჩმა.