Category: მსოფლიო

  • ბოლო 24 საათში ოკუპანტების საბრძოლო მასალის 12 საწყობი და 4 ბაზა გავანადგურეთ

    ბოლო 24 საათში ოკუპანტების საბრძოლო მასალის 12 საწყობი და 4 ბაზა გავანადგურეთ – ნათქვამია ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ  ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების 16 სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.

    “დღის განმავლობაში დემილიტარიზებულია 12 საბრძოლო საცავი და ოთხი რუსული ბაზა”. – წერია განცხადებაში.

  • ცინიკური და კარგად მოფიქრებული „ცრუ დროშის“ ოპერაცია – პოდოლიაკი უკრაინელი ტყვეების დაბომბვაზე

    “ცინიკური და კარგად მოფიქრებული „ცრუ დროშის“ ოპერაცია” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტელეგრამში“ განაცხადა.

    „ადგილი აქვს სიზუსტით დაგეგმილ თავდასხმას კოლონიაზე, რომელიც განახორციელა რუსულმა ჯარმა. ელენოვკაში არ არის ოპერატიული სამხედრო სამიზნე უკრაინული ჯარისთვის. უფრო მეტიც, ჩვენს შეიარაღებულ ძალებს აქვთ ყველა ინსტრუმენტი ობიექტების ზუსტი იდენტიფიკაციისთვის, რომელთა განადგურებაც უნდა მოხდეს – საბრძოლო მასალების საწყობების, ოპერატიულ- ტაქტიკური შტაბების, საწვავის ბაზების“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

    პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ რუსი პროპაგანდისტების მხრიდან საინფორმაციო კამპანიის მასშტაბი და სიჩქარე მეტყველებს იმაზე, რომ ეს იყო სწორედაც რომ დაგეგმილი და დაორგანიზებული აქცია.

    „ჩვენ ვიცით, რომ ტყვეების ნაწილი დანაშაულამდე რამდენიმე დღით ადრე გადაიყვანეს ბარაკებში, რომლებზეც შემდეგ დარტყმა განხორციელდა. ეს არის კლასიკური, ცინიკური და კარგად მოფიქრებული „ცრუ დროშის“ ოპერაცია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

  • 40 500 ჯარისკაცი, 190 ვერტმფრენი, 3 987 ჯავშანტექნიკა – ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 40 500;
    • ტანკი – 1 749;
    • ჯავშანტექნიკა – 3 987;
    • საარტილერიო სისტემა – 900;
    • სარაკეტო სისტემა – 258;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117;
    • თვითმფრინავები – 222;
    • ვერტმფრენი – 190;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 731;
    • საკრუიზო რაკეტები – 174;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 870;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 77.
  • კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ ჩრდილოეთ კორეა ამერიკასთან ომისთვის მზადაა

    ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი ამბობს, რომ მისი ქვეყანა “სრულადაა მზად” ამერიკასთან ნებისმიერი სამხედრო კონფლიქტისთვის.

    ფხენიანიდან წამოსული ამ მუქარის პარალელურად, ქვეყანა მეშვიდედ ემზადება ატომური ბომბის გამოსაცდელად.

    კორეის ომის დასრულების წლისთავისადმი მიძღვნილ გამოსვლაში კიმმა ასევე გააფრთხილა მეზობელი ქვეყანა, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა განადგურდება, თუ ის რაიმე „საშიშ მცდელობას“ ჩაიდენს.

    სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლიმ, კონსერვატორმა, რომელმაც თანამდებობა მაისში დაიკავა, არაერთხელ ისაუბრა პრევენციული დარტყმების შესაძლებლობაზე.

    ასეთი ქმედება „დაუყოვნებლივ დაისჯება ძლიერად“, თქვა კიმმა და დასძინა, რომ „იუნ სუკ იოლის რეჟიმი და მისი სამხედროები განადგურდებიან“.

    თავის გამოსვლაში კიმმა არაერთხელ დაიკვეხნა თავისი ქვეყნის ბირთვული იარაღით და მიუთითა, რომ მზადაა გამოიყენოს ისინი საჭიროების შემთხვევაში. ჩრდილოეთ კორეა, მისი თქმით, “სრულად მზად არის” შეერთებულ შტატებთან ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირებისთვის.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ხვალიდან უკრაინიდან ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი 2.5–ჯერ იზრდება

    30 ივლისიდან უკრაინიდან ევროკავშირში ელექტროენერგიის ექსპორტი 2.5–ჯერ იზრდება. ამის შესახებ უკრენერგოს ხელმძღვანელმა, ვლადიმირ კუდრიცკიმ განაცხადა.

    მისი თქმით, ევროკავშირს ესმის უკრაინული ელექტროენერგიის მნიშვნელობა, რომელიც მათ “ტოქსიკური რუსული გაზის“ ჩანაცვლებაში დაეხმარება, უკრაინას კი საშუალებას მისცემს თანხები გამოიმუშაოს გათბობის სეზონისთვის.

    უკრაინიდან ევროკავშირში ექსპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა 250 მეგავატი იქნება.

  • მაისიდან ხარკოვის რეგიონში 23 დასახლებული პუნქტი ოკუპანტებისგან განთავისუფლდა – სინეგუბოვი

    “მაისიდან 23 დასახლებული პუნქტი განთავისუფლდა. ხარკოვის რეგიონის ფრონტის თითქმის ყველა სექტორში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტერი აიძულეს თავდაცვაზე გადასულიყო და არა ახალი ტერიტორიების დაკავებაზე. სანამ საომარი მოქმედებები გრძელდება, ჩვენს დამცველებს აქვთ გარკვეული წარმატება. ყველა ინფორმაცია არ შეიძლება დაუყოვნებლივ გასაჯაროდეს”

    განაცხადა ხარკოვის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა Интерфакс-Украина-სთან ინტერვიუში.

  • ვერეშჩუკი დონეცკის მოსახლეობას სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს

    უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა დონეცკის მცხოვრებლებს უსაფრთხო რეგიონებში სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდა.ვერეშჩუკის თქმით თუ დონეცკის ოლქის მოსახლეობის ევაკუაცია დროულად არ მოხდება, შესაძლოა ისინი ელექტროენერგიის, წყლის, საკვებისა და მედიკამენტების გარეშე დარჩნენ.

    “ადამიანების გადაყვანა უსაფრთხო რეგიონებშია საჭირო. განსაკუთრებით ქალების, ბავშვების, მოხუცებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების,” – განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

  • უკრაინის კონტრშეტევა ხერსონში სულ უფრო ძლიერდება–ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა

    დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ყოველდღიურ ანგარიშში წერს, რომ   უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში სულ უფრო ძლიერდება.

    ქალაქი ხერსონი რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებს უკვე მოწყვეტილია, მისი დაკარგვა კი ძირს უთხრის რუსული მხარის მცდელობებს , ოკუპაცია წარმატებულად გამოაცხადოს.

    “უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონში სულ უფრო მატულობს. მათმა ძალებმა დიდი ალბათობით, მდინარე ინგულეცის სამხრეთით შექმნეს ხიდი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის ჩრდილოეთ საზღვარს ქმნის.

    უკრაინამ მათი ახალი, შორ მანძილზე მსროლელი არტილერია გამოიყენა, რათა მდინარე დნეპრის გადაღმა სულ მცირე, სამი ხიდი დაეზიანებინა, რომელსაც რუსეთი მისი კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების მომარაგებისთვის იყენებს.

    ერთ-ერთი ასეთია, ანტონოვსკის ხიდი ქალაქ ხერსონთან ახლოს, რომელიც გასულ კვირას დაზიანდა. უკრაინამ მას 27 ივლისს ხელახლა დაარტყა და ახლა დიდი ალბათობით, გადასასვლელი გამოუსადეგარია. რუსეთის 49-ე არმია მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზეა განლაგებული და ახლა, ძალიან დაუცველად გამოიყურება.

    ანალოგიურად, ქალაქი ხერსონი, რუსეთის მიერ ოკუპირებული პოლიტიკურად ყველაზე მნიშვნელოვანი ცენტრი, ახლა სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებს თითქმის სრულად არის მოწყვეტილი. მისი დაკარგვა ძირს უთხრის რუსეთის მცდელობებს, რომ ოკუპაცია წარმატებულად წარმოაჩინოს“, – ნათქვამია ანგარიშში.

  • ანტონოვსკის ხიდზე გადაადგილება შეუძლებელია – რა პრობლემებს შეუქმნის ეს რუსეთს

    ხერსონში მდებარე ანტონოვსკის ხიდზე გადაადგილება შეუძლებელია! – ამის შესახებ ინფორმაციას, ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ბუტრი ავრცელებს. მისი თქმით, აღნიშნული ხიდი უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად არ განადგურებულა, თუმცა გადაადგილება მასზე ნამდვილად შეუძლებელია.

    • “ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში, ანტონოვსკის ხიდზე მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს. ხიდი არ დაინგრა, მაგრამ დაზიანების გამო მასზე გადაადგილება შეუძლებელია. ამგვარად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს ლოჯისტიკა და ოკუპანტების სატრანსპორტო მარშრუტები. ის, რისი აღდგენაც ნამდვილად შეუძლებელია, არის ოკუპანტებისა და ადგილობრივი კოლაბორანტების ფანტაზიები რუსული ხერსონის შესახებ”. – წერს ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ბუტრი.

    “რონდელის ფონდის” მკვლევარი და ანალიტიკოსი  ზურაბ ბატიაშვილი აცხადებს, რომ სწორედ ანტონოვსკის ხიდით მარაგდებოდა მდ. დნეპრის მარჯვენა ნაპირზე გამაგრებული დაახლოებით 10 000-იანი რუსული სამხედრო დაჯგუფება ახლა კი მომარაგების ეს გზა იკეტება.

    • ”ასეთია HIMARS-ებით ხერსონის ხიდის დაბომბვის შედეგი. მზადება სამხრეთის ფრონტზე უკრაინული კონტრშეტევის დასაწყებად გადამწყვეტ ფაზაში შედის. დიდწილად ამ ხიდით მარაგდებოდა მდ. დნეპრის მარჯვენა ნაპირზე გამაგრებული დაახლოებით 10 000-იანი რუსულიბ სამხედრო დაჯგუფება. ახლა მომარაგების ეს გზები იკეტება და ამ გზების სრულად დაკეტვის შემდეგ დაიწყება უკრაინელების კონტრშეტევა. ასეთივე ბედი ეწევა ყირიმის ხიდსაც” – აცხადებს ბატიაშვილი. 

    ასევე, ახალგაზრდა ექსპერტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე და ანალიტიკოსი, რუსლან შავაძე აცხადებს, რომ ანტონოვსკის ხიდის განადგურებით ფაქტობრივად ქალაქ ხერსონი ბლოკადაში ექცევა, მდინარე დნეპრის მასშტაბებიდან გამომდინარე მასზე საპონტონე ხიდების აგება ძალზედ რთული იქნება, მით უმეტეს მასზე სამხედრო ჯავშანკოლონის გატარება ადვილი ნადავლი გახდება უკრაინული არტილერიისათვის.

    • ”უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა დაბომბა მდინარე დნეპრზე ოკუპირებულ ქალაქ ხერსონთან დამაკავშირებელი ანტონოვსკის ხიდი და მიმდებარე ტერიტორიები, სავარაუდოდ HIMARS-ების ან M270-ების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით… [..] ანტონოვსკის ხიდის განადგურებით ფაქტობრივად ქალაქ ხერსონი ბლოკადაში ექცევა, მდინარე დნეპრის მასშტაბებიდან გამომდინარე მასზე საპონტონე ხიდების აგება ძალზედ რთული იქნება, მით უმეტეს მასზე სამხედრო ჯავშანკოლონის გატარება ადვილი ნადავლი გახდება უკრაინული არტილერიისათვის, როგორც ეს მოხდა მდინარე სევერსკი დონეცკზე როცა რუსების 2 ტაქტიკური ბატალიონი და 80-მდე ჯავშანტექნიკა იქნა აღგვილი პირისაგან მიწისა უკრაინელი არტილერისტების ზუსტი და ეფექტური დაბომბევის შედეგად…” – აცხადებს რუსლან შავაძე. 

    ასევე, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების 20 ივლისს სადაზვერვო მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ანტონოვსკის ხიდი არის რუსეთის მთავარი დაუცველობა ხერსონის რეგიონში.ბრიტანული სამხედრო დაზვერვის შეფასებით, დნეპრზე გადასასვლელების კონტროლი იქცევა გადამწყვეტ ფაქტორად რეგიონში საბრძოლო მოქმედებების შედეგისთვის.

    • „სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულმა პოსტებმა აჩვენა აშკარა საბრძოლო დაზიანება ხიდის სავალ ნაწილზე. დიდი ალბათობით, ხიდი გამოყენებადი იქნება, მაგრამ ეს ძირითადი დაუცველი ადგილია რუსული ძალებისთვის. ეს ხიდი არის ერთ-ერთი იმ ორი გადასასვლელიდან მდინარე დნეპრზე, რომლებითაც რუსეთს შეუძლია გადაიყვანოს თავისი ჯარები ამ მდინარის დასავლეთით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს ზონა მოიცავს ქალაქ ხერსონს, რომელსაც პოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის“, – ნათქვამია სადაზვერვო მიმოხილვაში.
  • ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

    ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქს კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ინფორმაციას გამოცემა LRT ავრცელებს ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. პატრიარქ კირილს ლიეტუვაში ჩასვლა 2027 წლის 23 ივნისამდე აეკრძალა.

    ლიეტუვამ რუსეთის პატრიარქი არასასურველი პირების სიაში ჯერ კიდევ 23 ივნისს შეიყვანა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ გახმაურებულა.

    „პატრიარქი კირილი, ვლადიმერ პუტინის უახლოესი მოკავშირეა, ის უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია და არაერთხელ საჯაროდ გამოუთქვამს დადებითი შეფასება რუსეთის აგრესიის შესახებ“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პატრიარქი კირილი „შავ სიაში“ შეყვანილია იმის გამო, რომ ის უარყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამართლებს და მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

    2022 წლის 27 თებერვალს პატრიარქმა კირილმა დალოცა უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილე რუსი ჯარისკაცები და კანონიკური დასაბუთება მისცა რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს.