Category: მსოფლიო

  • ომის დაწყებიდან დღემდე, ოკუპანტებმა უკრაინაში 38 850 ჯარისკაცი დაკარგეს

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი:

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 38 850;
    • ტანკი – 1 704;
    • ჯავშანტექნიკა – 3 912;
    • საარტილერიო სისტემა – 859;
    • სარაკეტო სისტემა – 251;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113;
    • თვითმფრინავები – 221;
    • ვერტმფრენი – 188;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 710;
    • საკრუიზო რაკეტები – 167;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 781;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 72.
  • იტალიის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა

    იტალიის პრემიერმინისტრი, მარიო დრაგი თანამდებობიდან გადადგა.  დრაგმა პრეზიდენტს, სერჯო მატარელას თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს წარუდგინა, მატარელამ კი თხოვნა დააკმაყოფილა.

    გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც  იტალიის სენატში გამართული ნდობის გამოცხადების დამტკიცების კენჭისყრის შემდეგ მიიღო, სადაც სამთავრობო კოალიციის სამმა პარტიამ მას უნდობლობა გამოუცხადა, რამაც გზა გაუხსნა ვადამდელ არჩევნებს, რომელიც შეიძლება სექტემბრის ბოლოს ჩატარდეს. ფართო კოალიციის შენარჩუნების მცდებოლა ჩაიშალა.

  • ზელენსკიმ რამდენიმე გავლენიან პოლიტიკოსს შესაძლოა მოქალაქეობა ჩამოართვას

    უკრაინის პრეზიდენტმა შესაძლოა ხელი მოაწეროს განკარგულებას და რამდენიმე გავლენიანი პოლიტიკოსისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღოს, – ამის შესახებ “უკრაინსკაია პრავდა” წერს.

    მოქალაქეობა შეიძლება ჩამოერთვას უკრაინელ ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის, ერთ-ერთი პრორუსული პარტიის თანათავმჯდომარე ვადიმ რაბინოვიჩს და დნეპროპეტროვსკის ოლქის ტერიტორიული თავდაცვის მოქმედ ხელმძღვანელს გენადი კორბანს.

    საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფის, “ბელინგქეთის” ჟურნალისტი ხრისტო გროზევი წერს, რომ ოლიგარქებთან ერთად ზელენსკიმ მოქალაქეობა საკუთარი პარტიის დეპუტატსაც კი ჩამოართვა.

    ვრცელდება ინფორმაცია, რომ ოლიგარქ რაბინოვიჩს ღალატში ბრალს მალე წაუყენებენ.

    ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, უკრაინის კანონით განსაზღვრული ოლიგარქის მახასიათებლებს ექვემდებარება დაახლოებით 86 ადამიანი.

  • აშშ უკრაინელი პილოტების გაწვრთნას გეგმავს

    გამოცემა Reuter-ი აშშ-ის საჰაერო ძალების შტაბის უფროსზე, გენერალ ჩარლზ ბრაუნზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებული შტატების საჰაერო ძალების სარდლობა უკრაინელი მფრინავების მომზადებას გეგმავს.

    გამოცემის ცნობით, უკრაინის მთავრობა დასავლური გამანადგურებლების შეძენის შესაძლებლობას ეძებს და ცდილობს, “რუსულ თვითმფრინავებზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევას”.

    ბრაუნი აღნიშნავს, რომ უკრაინელი პილოტებისთვის “ცოტა რთული იქნება” საბჭოთა სისტემიდან ამერიკულ გამანადგურებელზე გადასვლა. ასევე ის აღნიშნავს, რომ ამერიკელი პილოტისთვის ეს სწავლება 2-4 თვეს მოიცავს.

  • მე ვითხოვ იარაღს – უკრაინის პირველი ლედი აშშ-ის კონგრესს მიმართავს

    „სამწუხაროდ, ომი არ დასრულებულა, ტერორი გრძელდება და მოგმართავთ ყველას სახელით, ვინც დაიღუპნენ, იმ ადამიანების სახელით, რომლებმაც დაკარგეს ხელები და ფეხები, მათ სახელით, ვინც ჯერ კიდევ ცოცხლები და კარგად არიან და ვინც ელოდება ოჯახების დაბრუნებას ფრონტიდან. მე ვითხოვ ისეთ რაღაცას, რისი თხოვნაც არასდროს მენდომებოდა, მე ვითხოვ იარაღს“,

    უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ აშშ-ის კონგრესის დეპუტატებს სიტყვით მიმართა.

  • ვემზადებით რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გასანადგურებლად და ყირიმის დასაბრუნებლად – უკრაინა

    უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ გავრილოვმა ბრიტანულ გამოცემა The Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინელები ახლა, პარტნიორებისგან ელოდებიან შორი დისტანციის იარაღის მიღებას, რის შემდეგაც დაიწყებენ ”შავი ზღვის გათავისუფლების” ოპერაციას.

    თავდაცვის მინისტრის მოადგილე ასევე აღნიშნავს, რომ თუ რუსეთს სურს არსებობა, როგორც სახელმწიფოს, უნდა დატოვოს ანექსირებული ყირიმი.

    “ჩვენ მზად ვართ შევუტიოთ მათ ფლოტს შავი ზღვის მასშტაბით, თუ ასეთი შესაძლებლობა გვექნება… მათ უნდა გადაიხადონ თავიანთი აგრესიისთვის”, – შეაჯამა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ გავრილოვმა.

  • ევროპაში “პუტინის მგლების“ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ზოგიერთი “მგელი“ დააკავეს

    რუსული მოტოკლუბის, “ღამის მგლების“ იმ წევრების სახლებში, ვინც ევროპაში ცხოვრობენ ჩხრეკა ჩატარდა. ბევრი მათგანი დააკავეს.

    ამის შესახებ რუსული სააგენტო რია ნოვოსტი ორგანიზაციის პრეზიდენტზე, ალექსანდრ ზალდასტანოვზე დაყრდნობით წერს.

    “რამდენიმე დღის წინ “ღამის მგლების“ ბევრი წევრის სახლებში ჩხრეკა დაიწყო, არის ზეწოლა და დაპატიმრება. მათ რაღაც იდიოტურ კითხვებს უსვამდნენ, რაღაც შენიღბული მუქარა იყო და ა.შ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ე.წ. დასავლელ პარტნიორებს ძალიან ეშინიათ მზარდი წინააღმდეგობის“– განაცხადა ზალდასტანოვმა.

    ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ “ღამის მგლები“ და მისი პრეზიდენტი ევროკავშირის მიერ განხილვის პროცესში მყოფი ახალი შავი სიის პროექტში შეიყვანეს.

    ზალდასტანოვმა ხაზი გაუსვა, რომ არცერთ მის ამხანაგს უკან არ დაუხევია– არც მეგობრობაზე უთქვამს უარი და არც საკუთარ პოზიციაზე.

    “ჩვენი აკრძალვა არ გამოვა. რწმენა, სიმართლე, იდეა, შეუძლებელია აკრძალვებით დაამარცხო“– თქვა მან.

    რუსი ბაიკერების კლუბი რუსული სახელმწიფო პოლიტიკის და პროპაგანდის მხარდამჭერია.

  • ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, თუ რუსულზე მოიხსნება შეზღუდვა – პუტინი

    “ხელს შევუწყობთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ მოიხსნება ყველა შეზღუდვა, რომელიც რუსული მარცვლეულის საჰაერო გზით ექსპორტთან არის დაკავშირებული. ამ საკითხის შესახებ თავდაპირველად  საერთაშორისო ორგანიზაციებთან შევთანხმდით. ეს ყველაფერი აქამდე არავის გაუპროტესტებია, მათ შორის, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების ჩათვლით”.

    ამის შესახებ პუტინმა თეირანში ვიზიტის დროს, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

  • 38 750 ჯარისკაცი, 1 700 ტანკი – ოკუპანტების სამხედრო დანაკარგები

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 38 750;
    • ტანკი – 1 700;
    • ჯავშანტექნიკა – 3 905;
    • საარტილერიო სისტემა – 856;
    • სარაკეტო სისტემა – 250;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 113;
    • თვითმფრინავები – 221;
    • ვერტმფრენი – 188;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 703;
    • საკრუიზო რაკეტები – 167;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 775;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 70.
  • პუტინმა უკრაინელების კონტრშეტევის შესაკავებლად შესაძლოა ბირთვული იარაღით მუქარა გამოიყენოს –ISW

    რუსეთის პრეზიდენტმა შეიძლება ბირთვული იარაღით მუქარა გამოიყენოს უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შესაკავებლად დროებით ოკუპირებულ ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებზე.

    ასეთი ვერსია აქვთ ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ანალიტიკოსებს.

    “ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის შემდეგ პუტინმა შეიძლება პირდაპირ ან ირიბად განაცხადოს, რომ რუსული დოქტრინა, რომელიც ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას იძლევა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დასაცავად, ახლადშეერთებულ ტერიტორიებზეც ვრცელდება.“

    ექსპერტების აზრით, კრემლის ლიდერის ასეთი ქმედებები უკრაინას და მის პარტნიორებს ბირთვული შეტევის საფრთხეს უქმნის, თუ უკრაინის კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გასათავისუფლებლად წარმატებით გაგრძელდება.

    “პუტინი შეიძლება ვარაუდობდეს, რომ ბირთვული იარაღით მუქარა ან მისი გამოყენება რუსეთის უკრაინის შეტევის შეკავებაში დაეხმარება.  ასეთ შემთხვევაში, უკრაინას და მის დასავლელ პარტნიორებს ძალიან ცოტა  დრო რჩებათ იმისთვის, რომ მანამდე მოასწრონ კონტრშეტევის განხორციელება, სანამ კრემლი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირებას მოახდენს“– ამბობენ ანალიტიკოსები.