Category: მსოფლიო

  • მარიუპოლის მერი ამბობს, რომ ქალაქი მომდევნო 6 თვეში გათავისუფლდება

    “უახლოეს მომავალში, ექვს თვეში, ქალაქი მარიუპოლი გათავისუფლდება, ჩვენ ვითვლით რუსების მიერ მოყენებულ ზარალს და ასევე ვეძებთ, რა არის საჭირო აღდგენისთვის. მაშინ, როდესაც ჩვენი ბიჭები, და ეს იქნება დეკემბერ-იანვარში, ბლოკადას გაარღვევენ და მარიუპოლს გაათავისუფლებენ, ჩვენ პირდაპირ ქალაქში შევალთ, ექსპერტებთან ერთად შევაფასებთ ნგრევის მასშტაბებს და ეტაპობრივად აღვადგენთ ქალაქს. ასე დავგეგმეთ, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში ქალაქის აშენებას დავუთმობთ, რაც 14 მილიარდი ევრო დაჯდება”.

    აცხადებს, უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო.

  • ჯონსონმა ზელენსკის ჩერჩილის სახელობის პრემია გადასცა

    დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უინსტონ ჩერჩილის სახელობის საერთაშორისო პრემია გადასვა.

    საზეიმო ცერემონია დაუნინგ სტრიტზე გაიმართა, რომელსაც ზელენსკი ვიდეოზარის საშუალებით ესწრებოდა.

    “დღეს პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსმა პრეზიდენტ ზელენსკის გადასცა უინსტონ ჩერჩილის სახელობის პრემია პუტინის ბარბაროსული შემოჭრის წინაშე წარმოუდგენელი გამბედაობის, დაუმორჩილებლობისა და ღირსების გამო. დიდი ბრიტანეთი ყოველთვის იდგება უკრაინის გვერდით”, – აცხადებენ პრემიერის ოფისში.

  • უკრაინა კამიკაძე დრონებს ეფექტურად იყენებს – პენტაგონი

    უკრაინელი სამხედროების კამიკაძე დრონ Phoenix Ghost-ს ძალიან ეფექტურად იყენებენ – ამის შესახებ, შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი. ასევე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ აგვისტოდან პენტაგონი შეძლებს უზრუნველყოს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ამ დრონების უწყვეტი მიწოდება.

    • “უკრაინელები კარგად იყენებენ კამიკაძე დრონ Phoenix Ghost-ს. ეს საშუალებას გვაძლევს მწარმოებელს დამატებით შევუკვეთოთ ეს სისტემები”- თქვა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.
  • პოლონეთმა უკრაინას PT-91 ტიპის ტანკები გადასცა

    პოლონური PT-91 ტიპის ტანკები უკვე უკრაინაშია – აღნიშნულ ინფორმაციას, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი ადასტურებს.

    • “PT-91 Twardy-ის ტიპის ტანკები პოლონეთიდან – უკვე უკრაინაშია. მადლობა ჩვენს მეგობრებს”, – წერს ერმაკი.

    პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების სააგენტოს სპიკერმა, კშიშტოფ პლატეკმა განაცხადა, რომ პოლონეთი მარაგებს სამხრეთ კორეისგან შეძენილი ტანკებით შეივსებს.

    • “200-ზე მეტი T-72 ტანკის და გარკვეული რაოდენობის PT-91-ების, ვერ ვიტყვი რაოდენობას, ადგილი სრულად და მეტიც გაორმაგებული ძალით შეივსება, რადგან ეს ტანკები ბევრად უფრო მაღალი დონის ხარისხისაა”. – თქვა პლატეკმა კორეულ ტანკებზე. 

    PT-91 Twardy პოლონეთის არმიის მთავარი საბრძოლო ტანკია.

  • რუსეთის სამხედრო სარდლობა დილემის წინაშეა – ბრიტანეთის დაზვერვა

    დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით  უკრაინაში როგორც დონბასის, ისე ხერსონის მიმართულებებით უშედეგო ბრძოლები გრძელდება. დაზვერვის ცნობით, რუსული სარდლობა დილემის წინაშეა – გააძლიეროს თავდასხმა აღმოსავლეთით, თუ დასავლეთით.

    “რუსეთის სამხედრო ძალების სარდლობა ისევ დილემის წინაშეა – უზრუნველყოს შეტევა აღმოსავლეთით, თუ თავდაცვა გააძლიეროს დასავლეთით”. – წერია ანგარიშში.

  • “ეს ომი უნდა მოვიგოთ“–რიჩარდ გირის სიტყვა უკრაინის მხარდასაჭერად

    ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა, რიჩარდ გირმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი უკრაინას და რუსეთთან მის ბრძოლას ბოროტებასთან ომი უწოდა. ამის შესახებ მან პირველი ქალბატონების და ჯენტლმენების სამიტის მსვლელობისას განაცხადა.

    მსახიობი ამბობს, რომ ეს ყველაზე დიდი ომია, რომელიც კი ცხოვრებაში უნახავს.

    “ამ ომში უნდა გავიმარჯვოთ. არ გვაქვს უფლება დავიღალოთ. ეს ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს ალბათ ყველაზე დიდი ომია, რაც კი ოდესმე მინახავს ჩემს ცხოვრებაში, ეს არის ომი ბოროტებასთან. და თუ ჩვენ წავაგებთ, ეს წაახალისებს სხვა ნაძირლებს მთელ მსოფლიოში. ამიტომ წაგების უფლება არ გვაქვს“– თქვა გირმა.

    მისი აზრით, ახლა კულტურული ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს უნდა თამაშობდნენ.

    “ჩვენ უნდა ვგრძნობდეთ თანაგრძნობას, ერთიანობას. ჩვენ შეგვიძლია ეს საშინელი სიტუაცია გამოვასწოროთ. რუსებმა მათი ისტორიის მანძილზე იმდენი ცუდი ჩაიდინეს, მრავალი თაობის განმავლობაში.  ჩვენ ერთად შევძლებთ რაღაც უკეთესი გავაკეთოთ. პუტინმა შექმნა ეს კატასტროფა, ის უგუნურებებს აკეთებს, ანადგურებს მუზეუმებს, თეატრებს. ეს გულს მიკლავს. ადამიანები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიბადნენ, უყურებენ ამას და ფიქრობენ: როგორ შეიძლება ასეთი რამ საერთოდ ხდებოდეს? როგორ შეიძლება არსებობდნენ დიქტატორები, რომლებიც იმდენად ძლიერები აღმოჩნდნენ, რომ დაანგრიონ ადამიანების ცხოვრება?“– თქვა მან.

    რიჩარდ გირმა ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

  • “კლასიკური რუსული შიზოფრენია“–ზელენსკის ოფისის პასუხი ლავროვის განცხადებაზე, რომ მათ უკრაინელები ეცოდებათ და “ანტიხალხური რეჟიმის“ დამხობაში დაეხმარებიან

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს “კლასიკური რუსული შიზოფრენია“ განუვითარდა. ასეთი კომენტარი გააკეთა მან ლავროვის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ რუსეთს უკრაინელები ეცოდებათ და ამიტომ დაეხმარებიან უკრაინელ ხალხს “ანტიხალხური რეჟიმის“ დამხობაში.

    “ლავროვის დღევანდელი განცხადება არაბულ სახელმწიფოთა ლიგის შეხვედრაზე – კარგი მაგალითია იმისა, რატომ არ ღირს ზაფხულში მზის გულზე თავსაბურავის გარეშე გადაადგილება. კლასიკური რუსული შიზოფრენიაა: დილით აცხადებ, რომ მოსკოვი მოლაპარაკებებისკენ ისწრაფვის, საღამოს კი ამბობ, რომ შენი მიზანია “კიევის ანტიხალხური რეჟიმისგან“ გათავისუფლება“–თქვა მან.

    პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის მოქმედი ხელისულება პატიოსან, კონკურენტულ და დემოკრატიულ არჩევნებზე აირჩიეს, თუმცა რუსული ელიტისთვის ასეთი სიტყვები უცხოა.

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა შაბათს დაიწყო ტურნე აფრიკულ ქვეყნებში იმისათვის, რომ მათი მხარდაჭერა მიიღოს უკრაინასთან ომში, რომელსაც რუსეთი უკვე 5 თვეა აწარმოებს.

    თავიდან ლავროვმა პრესკონფერენცია გამართა კაიროში და განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის “საკითხთა უფრო ფართო წრესთან დაკავშირებით“.

    მოგვიანებით არაბულ სახელმწიოთა ლიგის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრისას  ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი დაეხმარება უკრაინელ ხალხს “ანტიხალხური“ და “ანტიისტორიული“ რეჟიმისგან გათავისუფლებაში.

  • რუსებმა უგლეგორის თბოელექტროსადგურის აღება სცადეს, თუმცა იძულებულნი გახდნენ დიდი დანაკარგებით უკან დაეხიათ

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით რუსმა სამხედროებმა დიდი დანაკარგები განიცადეს უგლეგორის თბოელექტროსადგურის ხელში ჩაგდების მცდელობისას დონეცის ოლქში.

    “მტერი კარგავს პირად შემადგენლობას, მაგრამ ჯიუტად განაგრძობს უგლეგორის თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე კონტროლის დამყარების მცდელობას. სამხედრო მოქმედებები გრძელდება“–ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

    ბახმუტის მიმართულებით რუსებმა უკრაინული ძალების პოზიციები დაბომბეს ბერესტოვოის, ბელოშოროვკის, ნოვო კამენკის, პოკროვსკის, ბახმუტის, ვესიოლი დალინის, ზაიცევოს, მაისკის და ნიუ იორკის სიახლოვეს.

    სლავიანსკის მიმართულებით რუსულმა ძალებმა დაბომბეს დიდი კამიშევახის, გრუშუვახის, კრასნოპოლიის, ვერნოპოლიის, დოლინის, კრასნაია პოლიანას,კარნაუხოვკის და დიბროვნოის რაიონები.

    კრემატორსკის მიმართულებით კი საარტილერიო ცეცხლით რუსებმა შეტევა მიიტანეს დასახლებულ პუნქტებზე: კრივაია ლუკა, სევერსკი, გრიგორიევკა, ვერხნეკამენსკოე, ივანო–დარევკა და სპორნოე.

  • უკრაინელმა სამხედროებმა როგორც ჩანს, ხერსონში კონტრშეტევა დაიწყეს – ISW

    ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტის(ISW) ინფორმაციით, უკრაინელები სავარაუდოდ ემზადებიან, ან უკვე დაიწყეს კონტრშეტევა ხერსონის ოლქში.

    ანალიტიკოსები გვაფრთხილებენ, რომ ინფორმაცია ღია წყაროებიდან კონტრშეტევის მიმდინარეობის და ტემპების შესახებ სავარაუდოდ შეზღუდული იქნება და დაგვიანებით, რეალური მოვლენებისგან ჩამორჩენით გავრცელდება.

    შესაბამისად, ხერსონში კონტრშეტევის ანალიზი შესაძლოა ცოტა არაზუსტი იყოს ღია მონაცემების შეზღუდული რაოდენობის გამო.

    ISW–ს მონაცემებით, რაიონი ფრონტის ხაზსა და ხერსონს შორის სასოფლოა და ძირითადად მცირე დასახლებული პუნქტებისგან შედგება, რომლებიც დიდი ალბათობით არ ავრცელებენ ინფორმაციას ჯარების გადაადგილების და ბრძოლების შესახებ, რაც ამ ტერიტორიებზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ ინფორმაციის ღია წყაროებში  შეზღუდულ გავრცელებას იწვევს. თავად ოკუპანტებს კი, ბუნებრივია არ აქვთ სურვილი უკრაინული არმიის გამარჯვებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელონ.

    ბოლო კვირებში ვრცელდება ფრაგმენტული ინორმაცია ხერსონის ოლქში უკრაინელების წარმატებების შესახებ, მათ შორის რუსი ოკუპანტების საწყობების, მომარაგების მარშრუტების და ლოჯისტიკური გზების განადგურების შესახებ, რაც ხერსონში მყოფი რუსული ძალების იზოლაციას იწვევს. უკრაინელებმა ააფეთქეს ანტონოვსკის  ხიდი ხერსონთან, რომელიც ქალაქს დნეპრის მარცხენა სანაპიროსთან აკავშირებს, შემდეგ კი დარიევსკის ხიდი მდინარე ინგულეცზე, რაც ხერსონის გათავისულების ოპერაციის მოსამზადებელ ნაბიჯებად აღიქმება.

  • რუსმა დეპუტატმა აღიარა, რომ ოდესის პორტზე სარაკეტო შეტევა რუსეთმა განახორციელა

    რუსმა პროსახელისუფლო ჟურნალისტმა და დუმის დეპუტატმა, ევგენი პოპოვმა ბიბისი–სთან საუბარში აღიარა, რომ ოდესის პორტზე შეტევა რუსული რაკეტებით მიიტანეს.

    ის ამტკიცებს, რომ რუსული დარტყმის სამიზნე იყო სარაკეტო სისტემები, რომლებიც პორტში იყო განლაგებული.

    “ჩვენ დავარტყით სამხედრო ინფრასტრუქტურას ოდესის პორტში. და თქვენ კარგად იცით რაკეტების დასახელება. ეს არის რაკეტები “გარპუნი“. ისინი ოდესაში იყო ბაზირებული და ჩვენ ისინი გავანადგურეთ“– თქვა მან ინგლისურ ენაზე.

    “ამ შეტევის შედეგად არავინ დაღუპულა და არავინ დაზიანებულა“– თქვა მან.

    მანამდე ოდესის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმის შედეგად არიან დაჭრილები, თუმცა მათი რაოდენობა არ დაუსახელებია.

    პოპოვ ამბობს, რომ რუსულ მხარეს სტამბულის შეთანხმება არ დაურღვევია და მათ უბრალოდ უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურა დაანგრიეს.

    რამდენიმე საათით ადრე თურქეთის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა ანკარასთან საუბარში გამორიცხეს რუსეთის მონაწილეობა ოდესაზე სარაკეტო შეტევებში.