Category: მსოფლიო

  • ყირიმში, სევასტოპოლში მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბი დრონებიდან დაიბომბა

    ყირიმში, სევასტოპოლში  მდებარე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბზე უპილოტო საფრენი აპარატებით  შეტევა მოხდა. ანექსირებული ქალაქის მერის ცნობით დაჭრილია 5 ადამიანი.

    “ფლოტის შტაბის ეზოში მოფრინდა ამოუცნობი ობიექტი, წინასწარი მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატი. დაჭრილია შტაბის 6 თანამშრომელი. დაღუპულები არ არიან. ყველას აღმოუჩინეს დახმარება. “ფეესბე“ მუშაობს, გარემოებები დგინდება“– დაწერა მან საკუთარ ტელეგრამ არხზე.

    31 ივლისი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების დღეა. ამ შენობაში სწორედ დღესასწაულის  ემზადებოდნენ. თუმცა, სევასტოპოლში უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე ყველა ღონისძიება გაუქმდა.

    ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა გამოაქვეყნა შავი ზღვის შტაბის ფოტოები, რომლებზეც ჩანს შეტევის შედეგები. მან მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

    რაზვოჟაევი მომხდარში უკრაინულ ძალებს ადანაშაულებს.

    მოგვიანებით შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფლოტის შენობას თვითნაკეთი დრონებით შეუტიეს, რომლებზეც მცირე სიმძლავრის ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული.

    უკრაინელები ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა ოდესის ადმინისტრაციის სპიკერმა,  სერგეი ბრატჩუკმა უკვე უწოდა შტაბზე თავდასხმას აშკარა პროვოკაცია.

    “ჩვენი ყირიმის გათავისუფლება ოკუპანტებისგან არა ასე , არამედ ბევრად ეფექტურად მოხდება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. “–თქვა მან.

  • თქვენ სიკვდილით დაისჯებით! ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება – “აზოვი” პუტინს მიმართავს

    თქვენ სიკვდილით დაისჯებით! ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება –  ამ სიტყვებით მიმართავს, “აზოვის” ბატალიონის, მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, მიკიტა ნადტოჩი  რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. ამ განცხადებით “აზოვის” ბატალიონი,  დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ “აზოვის მებრძოლები დამამცირებელ სიკვდილს იმსახურებენ”.

    “დღეების განმავლობაში ისინი უკრაინის არმიაზე იტყუებოდნენ, დღეს კი საკუთარი დანაშაული საელჩოს განცხადებით დაადასტურეს.მინდა შევახსენო ვლადიმერ პუტინს, რომელსაც პირადად აწევს პასუხისმგებლობა ამ ომის დანაშაულზე, რომ ჩამომხრჩვალის სახლში თოკზე არ ლაპარაკობენ. თავად დაისჯებით სიკვდილით თქვენს აფთრებთან და საელჩოებთან ერთად. ყველაფერი ისე, როგორც გიყვართ, ცნობებითა და ბეჭდებით, საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით. ბარბაროსული ვერშემდგარი იმპერია განადგურდება”. – განაცხადა აზოვის დროებითმა მეთაურმა.

    ცნობისთვის, გუშინ 29 ივლისს, ელენოვკაში, რუსებმა დაბომბეს ციხე, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, მათ შორის “აზოვსტალის” მცველები. სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 47 და დაიჭრა 75 ტყვე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, თავდასხმა იყო ოკუპანტების მხრიდან.

  • ნორვეგიამ უკრაინას 14 საპატრულო ჯავშანმანქანა გადასცა

    ნორვეგიამ უკრაინას 14 IVECO LAV III საპატრულო მანქანა გადასცა. ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, ნორვეგიის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

    აღსანიშნავი ფაქტია, რომ სწორედ ამ საპატრულო ჯავშანმანქანებს იყენებდნენ ნორვეგიის ჯარები ავღანეთში.

    “მანქანებზე მოთხოვნა უკრაინის ხელისუფლებისგან მივიღეთ და სხვა სამხედრო აღჭურვილობასთან ერთად, რომელიც უკვე გადავეცით, როგორიცაა არტილერია, გადასატანი საზენიტო სისტემები და ჯავშანტრანსპორტიორები, უკრაინა ჯავშანმანქანებსაც მიიღებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • უკრაინა რუსეთს სამოქალაქო პირების გაცვლას სთავაზობს

    უკრაინა რუსეთის ფედერაციას სამოქალაქო პირების გაცვლას სთავაზობს. ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა დმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.

    „ჟენევის კონვენციების თანახმად, თუ სახელმწიფო, რომელიც მონაწილეობს საბრძოლო მოქმედებებში, აღიარებს, რომ მას დაკავებული ჰყავს სამოქალაქო პირები, მან ისინი უნდა დააბრუნოს. სამაქალაქო პირები უნდა გაუშვან, ყველანაირი პირობების გარეშე. თავიდან რუსეთის სფედერაციამ აღიარა, რომ მას ჰყავს დაკავებული მთელი რიგი სამოქალაქო პირები, შემდეგ კი დაიწყო სამოქალაქო პირების სამხედროებთან გატოლება. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს პრინციპი შეიცვალოს და ჩვენ დავიწყოთ სამოქალაქო პირების გათავისუფლება. [..]ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ პროსცესი, რომელიც იურიდიული თვალსაზრისით შემდეგნაირად უნდა გამოიყურებოდეს: „თქვენ ათავისუფლებთ სამოქალაქო პირებს ყოველგვარი პირობების გარეშე, ჩვენ ვათავისუფლებთ სამოქალაქო პირებს ყოველგვარი პირობების გარეშე“. ეს გამომდინარეობს საერთაშორისო კონვენციებიდან და ამიტომ გამოვედით მსგავსი ინიციატივით“,- განაცხადა უკრაინის სახალხო დამცველმა.

  • პუტინი უკრაინაში 30 ათასი მოხალისის გასაგზავნად ემზადება, მათ შორის არიან სრულიად გამოუცდელები–CNN

    მთელ რუსეთში ხდება მოხალისეთა ბატალიონების ფორმირება უკრაინაში გასაგზავნად. ანალიტიკოსების შეფასებით 30 ათასზე მეტი მოხალისის მობილიზაცია შესაძლოა მოხდეს უკრაინაში რუსული არმიის რიგების შესავსებად.

    ამასთან, როგორც CNN წერს, მობილიზაციისთვის არ არის სავალდებულო შესაბამისი სამხედრო  გამოცდილება. რუსეთი ეძებს იმ სამხედროების შემცვლელ ძალას,  ვინც უკრაინასთან 5 თვიანი ომის დროს გამოიფიტა ან მოკვდა. 30 ათასი მობილიზებულიდან მესამედის გადასროლა დონბასში იგეგმება.

    გასულ კვირას, ბრიტანული დაზვერვის ხელმძღვანელმა თქვა, რომ რუსებს სულ უფრო გაუჭირდებათ ცოცხალი ძალით ფრონტის მომარაგება შემდგომი რამდენიმე კვირის განმავლობაში, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს  საპასუხო დარტყმები განახორციელოს.

    პუტინი დიდი ხანია თავს იკავებს საყოველთაო მობილიზაციის იდეის განხორციელებისგან, და საშემოდგომო გაწვევაც რუსეთში წინა წლის გაწვევისგან არ განსხვავდებოდა. მოხალისეთა ბატალიონები ერთ–ერთი გზაა რუსული არმიის რიცხოვნობის გასაზრდელად, რადიკალური ნაბიჯის გარეშე.

    ამასთან, მოხალისედ ჩაწერის მოწოდებები როგორც წესი, უფრო ღარიბი და იზოლირებული რეგიონებისკენ არის მიმართული, “სწრაფი ფული“ კი სატყუარად გამოიყენება.

    გამოცემა სვამს კითხვას, რა გავლენა შეიძლება მოახდინონ ამ ბატალიონებმა. ჩეჩნურმა მოხალისეთა რაზმებმა დიდი როლი ითამაშეს დონბასის კამპანიაში, განსაკუთრებით მარიუპლოში. თუმცა ისინი შედარებით კარგად არიან აღჭურვილი და დიდი საბრძოლო გამოცდილება აქვთ. სხვა ადგილებში შეგროვილ ბატალიონებს კი ეს ყველაფერი არ გააჩნიათ.

    როგორც CNN წერს, ზოგიერთი ბატალიონი მხოლოდ საბრძოლო მოქმედებების მხარდაჭერაში მიიღებენ მონაწილეობას, იმ დროს, როგორც ზოგიერთი მოხალისე უშუალოდ შეავსებენ უკვე არსებულ საბრძოლო ბატალიონებს.

    ინფორმირებული ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთი მოხალისეთა გაწვრთნას ერთ თვეს დაუთმობს, რაც სავარაუდოდ მათ მოსამზადებლად არასაკმარისი იქნება.

  • უკრაინიდან მოპარული ხორბლით დატვირთული ხომალდი ლიბანში დააკავეს

    ლიბანის პროკურატურამ დააკავა სირიული ხომალდი “ლაოდიკეა“ რომელიც რუსების მიერ უკრაინაში მოპარული ხორბლით არის დატვირთული.

    ლიბანური მედიის ინფორმაციით, უკრაინის საელჩომ ლიბანში ხომალდის 72 საათით დაპატიმრებას მიაღწია.

    პროკურატურამ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო და ახლა გამოძიება მიმდინარეობს.

    მანამდე როიტერი იტყობინებოდა, რომ ბეირუთში უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, უკრაინის სასამართლომ  სირიული გემის და მასზე არსებული ტვირთის დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოძიების შემდეგ მიიღო.

    სააგენტოსთვის გაკეთებულ განცხადებაში საელჩომ ასევე თქვა, რომ ხომალდის ტვირთის კონფისკაციის შემთხვევაში უკრაინა მზად არის მოლაპარაკებები გამართოს ბეირუთთან ლიბანისთვის ამ ტვირთის გადაცემის პირობების შესახებ.

    ლიბანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბდულა ბუ ჰაბიბმა ბიბისი–სთან ინტერვიუში თქვა, რომ ლიბანმა მიიღო გაფრთხილება მთელი რიგი დასავლური ქვეყნებისგან ტრიპოლის პორტში “ლაოდიკეა“–ს შესვლის შესახებ, რომელზეც 5 000 ტონა ქერი და 5000 ტონა ფქვილი იყო დატვირთული.

    ტვირთი დიდი ალბათობით რუსეთის მიერ დაპყრობილ უკრაინულ ტერიტორიებზე მდებარე საწყობებიდან არის გატანილი.

    მინისტრის თქმით, ლიბანის შესაბამისი ორგანოები ამჟამად გემს ათვალიერებენ.

  • ბლინკენი რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას აფერხებს–The New York Times

    აშშ–ს სახელმწიფო მდიანი, ენტონი ბლინკენი არ არის დარწმუნებული რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების აუცილებლობაში, მიუხედავად აშშ–ს სენატის შესაბამისი რეზოლუციისა და გავლენიანი ამერიკელი პოლიტიკოსების მოწოდებისა.

    ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The New York Times წერს.

    ჟურნალისტების ინფორმაციით, რამდენიმე კვირის განმავლობაში ბლინკენზე ხდება ზეწოლა, რომ მან ოფიციალურად აღიაროს რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ. ამჟამად ეს სტატუსი ჩრდილოეთ კორეას, სირიას, კუბას და ირანს აქვთ.

    თუმცა, გამოცემის ინფორმაციით ბლინკენი ამას ეწინააღმდეგება, რადგან შიშობს, რომ ეს ნაბიჯი აიძულებს აშშ–ს სანქციები შემოიღოს ზოგიერთი მოკავშირე ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებსაც საქმიანი ურთიერთობები აქვთ რუსეთთან, და გაანადგურებს დიპლომატიის ნარჩენებსაც კი ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.

    ამერიკის დიპლომატიური უწყების მეთაურმა განაცხადა, რომ აშშ–სა და სხვა ქვეყნების მიერ შემოღებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ “აბსოლუტურად შესაბამება იმ შედეგებს, რაც რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას მოჰყვებოდა, შესაბამისად, შედეგები პრაქტიკულად იგივეა“.

    The New York Times წერს, რომ ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოს იარლიყი სანქციების გამკაცრებას გამოიწვევს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი რუსეთის ეკონომიკისთვის, კერძოდ კი სანქციებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მოსკოვთან ბიზნესს აწარმოებენ. ეს ასევე საშუალებას მისცემს მოქალაქეებს ამერიკულ სასამართლოებში უჩივლონ რუსეთის მთავრობას და პოტენციურად კომპენსაციები მიიღონ რუსეთის დაპატიმრებული სახელმწიფო აქტივებიდან.

    ბაიდენის ადმინისტრაციასა და კონგრესს შორის აზრთა სხვადასხვაობა რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ იმ დისკუსიას გავს, რომელიც უკრაინაში ომის დაწყებისას მიმდინარეობდა, როცა გამოჩნდა რუსეთის სიმხეცის დამადასტურებელი პირველი მტკიცებულებები, და კონგრესის ლიდერებმა ნენსი პელოსის ჩათვლით რუსული არმია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში დაადანაშაულეს. თავად ბლინკენი უფრო ფრთხილი იყო და იურიდიულ კრიტერიუმებზე, ასევე გამოძიების და მტკიცებულებების აუცილებლობაზე საუბრობდა.

  • ქვეყნის სამხრეთით უკრაინული ძალების წარმატებული შეტევები გრძელდება

    უკრაინის შეიარაღებული ძალები სამხრეთში ოუპანტების ძალებზე გამანადგურებელი დარტყმებს განაგრძობენ.

    უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი წარმატებების შესახებ უკრაინის სამხრეთის მიმართულების თავდაცვის ძალების წარმომადეგენლმა, ნატალია გუმენიუკმა საერთონაციონალური ტელემარათონის ეთერში ისაუბრა:

    “ჩვენმა საარტილერიო ქვედანაყოფებმა ძალიან მიზანმიმართულად იმუშავეს. სამიზნეების დაზიანება არსებითია. ამჯერად განადგურებულია ორი ლოჯისტიკური პუნქტი ბერისლავსკის რაიონში – საბრძოლო მარაგები და საწვავ–საპოხი მასალები. ახალ კახოვკაში ასევე არსებითად შემცირდა საწვავის მარაგები“–თქვა მან.

    გუმენიკმა დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების საცეცხლე კონტროლის ქვეშ არის მტრის სატრანსპორტო ლოჯისტიკური მარშრუტები უკრაინის სამხრეთით.

  • შურს ვიძიებთ ყველა დაღუპულისა და დასახიჩრებულისთვის – ზალუჟნი უკრაინელი ტყვეების დაბომბვაზე

    “შურს ვიძიებთ ყველა დაღუპულისა და დასახიჩრებულისთვის “-ასე ეხმაურება, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ოლენივკას კოლონიაში უკრაინელი სამხედრო ტყვეების დაღუპვას.

    “რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. სისასტიკე, რომელსაც რუსები სჩადიან ჩვენი სამხედრო ტყვეების მიმართ, აღმაშფოთებელია. ჩვენ შურს ვიძიებთ ყველა გარდაცვლილი თუ დასახიჩრებული ძმისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

  • რუსეთი ვერ მოიგებს ამ უსამართლო ომს – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

    დიდი ბრიტანეთის დაზვერვა წერს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ უსამართლო ომს ვერ მოიგებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინასთან ომის გამო გამოიფიტნენ.

    “კრემლი სასოწარკვეთილია. რუსეთმა ათიათასობით ჯარისკაცი დაკარგა და საბჭოთა პერიოდის იარაღს იყენებს. მათი მოძველებული რაკეტები უდანაშაულო უკრაინელებს კლავენ. რუსეთი ამ უსამართლო ომს ვერ მოიგებს”. – წერია განცხადებაში.