Category: მსოფლიო

  • უკრაინაში HIMARS–ების ახალი პარტია ჩავიდა

    აშშ–დან უკრაინაში კიდევ ოთხი ახალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა –  HIMARS ჩავიდა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა ტვიტერზე დაწერა.

    მან აშშ–ს პრეზიდენტს, პენტაგონის ხელმძღვანელს და ამერიკელ ხალხს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

    “ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ამ იარაღის სწორად გამოყენება შეგვიძლია.  HIMARS–ის ზალპის ხმა  ფრონტის წინა ხაზზე ამ ზაფხულს მთავარ მუსიკალურ ჰიტად იქცა“– დაწერა მინისტრმა.

    დღესვე ცნობილი გახდა, რომ გერმანიიდან უკრაინაში ჩავიდა გერმანული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები –MARS II.

  • ბრიტანეთი უკრაინას რამდენიმე სამხედრო ხომალდს გადასცემს – პრისტაიკო

    ბრიტანეთი უკრაინას რამდენიმე სამხედრო ხომალდს გადასცემს. ამის შესახებ, უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ვადიმ პრისტაიკომ “Oбщественный”-სთან  განაცხადა. მისი თქმით, უკვე მოინახულეს აღნიშნული სამხედრო ხომალდი და უკრაინელი მეზღვაურები წვრთნებს უკვე გადიან.

    “ჩვენ მოვინახულეთ საზღვაო ხომალდი, რომელიც მალე უკრაინას გადაეცემა. მასზე უკვე გადიან ჩვენი მეზღვაურები წვრთნას. ისინი მართავენ გემს, იარაღს. რამდენიმე ასეთი გემი იქნება.” – განაცხადა პრისტაიკომ.

    უკრაინის ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრიორიტეტები შეიცვალა და ახლა ქვეყანას რუსეთთან ომში, ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები სჭირდება, რომლებზეც მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

    “პრიორიტეტები შეიცვალა. ახლა გვჭირდება ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები. 2 არის საწყისი მაჩვენებელი, რომელზეც ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ეს არის ხომალდები, რომლებიც ემსახურებიან მისი უდიდებულესობის საზღვაო ძალებს. ისინი გადაკეთდება, განახლდება და დაემატება სპეციალური აღჭურვილობა, რომელიც ჩვენ გვჭირდება. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ორი გემი. მათ ამ კლასის უფრო მეტი გემი ჰყავთ და ჩვენი ოფიცრები და მეზღვაურები ახლა გადიან წვრთნებს მოქმედ გემებზე.” – განაცხადა დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა ინტერვიუში.

    გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინას რუსეთის ფედერაციაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო სამხედრო დახმარების ჯამურმა მოცულობამ შეადგინა 2,3 მილიარდი ფუნტი (დაახლოებით 2,8 მილიარდი დოლარი). დიდი ბრიტანეთი უკრაინას, სხვა საკითხებთან ერთად, აწვდის NLAW ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს და მათ საბრძოლო მასალას, მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები სისტემებით და არტილერიით.

     

     

  • აზოვსტალი ტექნოპარკად იქცევა–რუსეთი მარიუპოლის აღდგენის გეგმებს აწყობს

    რუსეთის ვიცე პრემიერმა, მარატ ხუსნულინმა РБК–სთან ინტერვიუში მარიუპოლის აღდგენის გეგმებზე ისაუბრა. რა არის მთავარი რუსეთის გეგმებიდან:

    აზოვსტალი ტექნოპარკის რეჟიმში გაიხსნება. რას ნიშნავს ეს, ვიცე პრემიერს არ დაუკონკრეტებია

    • ისტორიული შენობები ქალაქის ცენტრში აღდგება, თუ ისინი ნაწილობრივ არის დანგრეული
    • 2025 წლისთვის მოსალოდნელია ქალაქის მოსახლეობის გაზრდა 350 ათასამდე.( 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ქალაქის მოსახლეობა 431 859 იყო).
    • პირველი საცხოვრებელი და სოციალური ობიექტების მშენებლობა სექტემბრისთვის დასრულდება.
    • სრულად შეიცვლება საინჟინრო ინფრასტრუქტურა, შეიქმნება ახალი სატრანსპორტო კვანძები, მათ შორის სარკინიგზო.
    • პუტინის დავალებით გაჩნდება ახალი პარკები.

    “ყველაფერი, რისი აღდეგნაც შესაძლებელია, აღდგება. რასაც ვერ აღვადგენთ, ახლიდან ავაშენებთ“– ამბობდა მანამდე რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას ვიცე პრემიერი.

    ხუსნულინი აცხადებს, რომ თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების ტერიტორიების აღსადგენად რუსეთის რეგიონების განვითარებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის შეკვეცა არ მოხდება.

    ქალაქის საბჭოს ინფორმაციით 2 თვიანი სასტიკი ბრძოლების შედეგად მარიუპოლში შენობების 90% დანგრეულია. ქალაქში დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დარჩენილი. წყალი, სინათლე და გაზი დღემდე მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს. ზოგიერთი ადამიანი კვლავ სარდაფებში ცხოვრობს და საჭმელს კოცონზე ამზადებს.

  • რუსეთმა უკრაინაში უკვე 41 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

    უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

    გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:

    • ჯარისკაცი – დაახლოებით 41 030;
    • ტანკი – 1 768;
    • ჯავშანტექნიკა – 4 011;
    • საარტილერიო სისტემა – 932;
    • სარაკეტო სისტემა – 259;
    • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 117;
    • თვითმფრინავები – 223;
    • ვერტმფრენი – 190;
    • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 736;
    • საკრუიზო რაკეტები – 174;
    • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 912;
    • გემი/ნავი/კატარღა – 15;
    • სპეციალური აღჭურვილობა – 82.
  • ოკუპანტებს ჯარი ხერსონსა და ზაპოროჟიეში გადაჰყავთ, მაგრამ ეს ვერ დაეხმარებათ – ზელენსკი

    “ახლა რუსეთის არმია  ჩვენი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ოკუპირებულ ოლქებში ცდილობს გააძლიეროს თავისი პოზიციები, გაზარდოს აქტივობა შესაბამის მიმართულებაზე. რუსული ძალების ნაწილი აღმოსავლეთში მდებარე პოზიციებიდან სამხრეთით გადადის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რაიონებში, მაგრამ ეს მათ იქ ვერ დაეხმარებათ”.

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. 

  • თუ სერბეთი შეიჭრება კოსოვოში, უკრაინა მზადაა, ადგილზე იმოქმედოს ჯართან ერთად – გონჩარენკო

    თუ სერბეთი შეიჭრება კოსოვოში, უკრაინა მზადაა, ადგილზე იმოქმედოს ჯართან ერთად – ამის შესახებ, უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ოლეკსეი გონჩარენკომ TWITTER-ზე დაწერა.

    ”თუ სერბეთი შეიჭრება კოსოვოში, ჩვენ უნდა დავიცვათ კოსოვოელები. უკრაინა მზად არის, იმოქმედოს ჩვენს ჯარებთან ერთად ადგილზე. სერბეთი აგრესიული ომის დაწყებას ცდილობს, ზუსტად პუტინის მეთოდით. როგორც ვთქვი, სერბეთი არის პუტინის ტროას ცხენი ევროპაში. ომი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საშინელებაა. ” – წერს გონჩარენკო.

    კვირას მიტოვიცაში, კოსოვოს ჩრდილოეთით შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო.

    შეტაკებების რაიონში შეიმჩნეოდა საგანგებო სამსახურების მანქანების სიმრავლე.

    ამის შესახებ Jerusalem Post წერს.

    ამჟამად უცნობია, საიდან დაიწყო ინციდენტი.

    სავარაუდოდ კოსოვოსა და სერბეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს ერთმანეთის პოზიციებს(ოფიციალური მიზეზი უცნობია). დაჭრილია რამდენიმე სამხედრო.

    მედია წერს, რომ ამ რაიონში ზოგიერთი გზა გადაიკეტა. სერბებმა ბარიკადების აგება დაიწყეს, კოსოვოს სპეცრაზმმა კი საზღვარი დაბლოკა.

    სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ‘‘სერბეთი უფრო რთულ და მძიმე მდგომარეობაში არასოდეს ყოფილა (კოსოვოსთან დაკავშირებით), როგორც დღეს არის.„ მან მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნება სთხოვა და ხაზი გაუსვა, რომ თუ მათ მშვიდობის შენარჩუნება არ უნდათ, სერბეთი გაიმარჯვებს. გამოცემა srbija danas–ის ინფორმაციით ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბები დევნას აღარ მოითმენენ.

    “სერბებმა მე ეს გუშინ ათჯერ გამიმეორეს. ლამის მუხლებზე დავდექი მათ წინაშე და ვემუდარებოდი მშვიდობაზე. ბოლოს და ბოლოს მივაღწიე იმას, რომ პირობა მომცეს, თავად არ მოახდენენ პროვოცირებას, არც თავს დაესხმიან ალბანელებს, რაც არ უნდა გააკეთონ მათ. სიტუაცია ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ბევრს გონია“–თქვა მან.

    მთავარ ხიდთან, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კოსოვოს მიტროვიცას ყოფს, დაახლოებით 200 ალბანელი შეიკრიბა. არაოფიციალური ინფორმაციით ისინი ზვეჩანის ახლოს, რუდარის რაიონში წავლენ, სადაც ბარიკადებს აღმართავენ.

    მოქალაქეების  უკმაყოფილების მიზეზი გახდა კოსოვოში შესვლის წესების შეცვლა.ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც კოსოვოს პრემიერმა, აბინ კურტიმ დაანონსა, რომ 1 აგვისტოდან კოსოვოში შემომსვლელ სერბეთის ყველა მოქალაქეს  თავიანთი პასპორტების, კოსოვოს დროებითი პირადობის მოწმობებით შეცვლა დასჭირდება. 1 აგვისტოდან ასევე დაიწყება სერბეთის რესპუბლიკის ნომრებიან სატრანსპორტო საშუალებების გადაფორმება კოსოვოში.

    მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბეთმა დაიწყო სახმელეთო ჯარების, ჯავშანეტექნიკისა და ავიაციის გადასროლა ჩრდილოეთ კოსოვოს რეგიონებისაკენ, სადაც სერბების მჭიდროდ რაიონებია, თუმცა სერბეთის თავდცავის სამინისტრო ჯერ-ჯერობით უარყოფს კოსოვოს ადმინისტრაციული საზღვრის კვეთას…

    სერბეთის მმართველი პარტიის დეპუტატები დაჟინებით მოითხოვენ არა მხოლოდ კოსოვოსა არამედ მთლიამად ბალკანეთის დენაციფიკაციას…

    ესპანეთის პრემიერმინისტრმა ნაადრევად დატოვა ბელგრადი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სერბეთ-კოსოვოს საზღვარზე დაძაბულობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

    ექსპერტების ნაწილი სიტუაციის ესკალაციაში პუტინის ინტერესებს ხედავს, რომლისთვისაც  ახალი ფრონტის კერების გაჩენისა ხელსაყრელია (სერბეთი და რუსეთი მოკავშირეები არიან)  უკრაინიდან ყურადღების გადასატანად.

    “ყველაფერი, რაც ახლა კოსოვოში ხდება, რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შედეგია,” – ამის შესახებ  უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო Telegram-ის არხში წერს.

    “ყველაფერი, რაც ახლა კოსოვოში ხდება, რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შედეგია. მათი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი კონფლიქტის შექმნა მთელ მსოფლიოში… ნახეთ რა ისტერიას აწყობენ ნენსი პელოსის [თეთრი სახლის სპიკერი] ტაივანში ვიზიტის ირგვლივ, როგორ იწვევენ ისტერიას კოსოვოს მოვლენებთან დაკავშირებით… ეს ყველაფერი რუსეთისა და ჩინეთის ქმედებებია მთელი მსოფლიოს დესტაბილიზაციისთვის, – წერს გერაშენკო.

    კოსოვოში ამჟამად NATO-ს და მოკავშირეების კონტინგენტი 3775 ადამიანს შეადგენს, მათ შორის 40 უკრაინელი სამხედროა.

  • ადამ კინზინგერი საქართველოსთვის HIMARS-ების გადაცემას ითხოვს

    ადამ კინზინგერი საქართველოსთვის HIMARS-ების გადაცემას ითხოვს

    ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ების გადაცემას ითხოვს.

    კონგრესმენმა, უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის ტვიტი გააზიარა, სადაც ისინი HIMARS-ებით რუსეთის იარაღის საწყობების აფეთქებას იუწყებიან.

    “რუსეთს საქართველოს 1/3 აქვს ოკუპირებული. ქართული ლეგიონი იცავს უკრაინას… როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამარცხდება, შესაძლოა, მეორადი ცეცხლი რუსეთის ოკუპირებულ მიწებზე გახსნას. HIMARS საქართველოს!”, – წერს კინზინგერი.

     

  • კოსოვოსა და სერბეთის საზღვარზე შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო

    კვირას მიტოვიცაში, კოსოვოს ჩრდილოეთით შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისმოდა ინტენსიური სროლა ავტომატური იარაღიდან. ქალაქში სირენები ჩაირთო. შეტაკებების რაიონში შეიმჩნეოდა საგანგებო სამსახურების მანქანების სიმრავლე.

    ამის შესახებ Jerusalem Post წერს.

    ამჟამად უცნობია, საიდან დაიწყო ინციდენტი.

    სავარაუდოდ კოსოვოსა და სერბეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მესაზღვრეებმა ცეცხლი გაუხსნეს ერთმანეთის პოზიციებს(ოფიციალური მიზეზი უცნობია). დაჭრილია რამდენიმე სამხედრო.

    მედია წერს, რომ ამ რაიონში ზოგიერთი გზა გადაიკეტა. სერბებმა ბარიკადების აგება დაიწყეს, კოსოვოს სპეცრაზმმა კი საზღვარი დაბლოკა.

    სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ‘‘სერბეთი უფრო რთულ და მძიმე მდგომარეობაში არასოდეს ყოფილა (კოსოვოსთან დაკავშირებით), როგორც დღეს არის.„ მან მხარეებს სიმშვიდის შენარჩუნება სთხოვა და ხაზი გაუსვა, რომ თუ მათ მშვიდობის შენარჩუნება არ უნდათ, სერბეთი გაიმარჯვებს. გამოცემა srbija danas–ის ინფორმაციით ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბები დევნას აღარ მოითმენენ.

    “სერბებმა მე ეს გუშინ ათჯერ გამიმეორეს. ლამის მუხლებზე დავდექი მათ წინაშე და ვემუდარებოდი მშვიდობაზე. ბოლოს და ბოლოს მივაღწიე იმას, რომ პირობა მომცეს, თავად არ მოახდენენ პროვოცირებას, არც თავს დაესხმიან ალბანელებს, რაც არ უნდა გააკეთონ მათ. სიტუაცია ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ბევრს გონია“–თქვა მან.

    მთავარ ხიდთან, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კოსოვოს მიტროვიცას ყოფს, დაახლოებით 200 ალბანელი შეიკრიბა. არაოფიციალური ინფორმაციით ისინი ზვეჩანის ახლოს, რუდარის რაიონში წავლენ, სადაც ბარიკადებს აღმართავენ.

    მოქალაქეების  უკმაყოფილების მიზეზი გახდა კოსოვოში შესვლის წესების შეცვლა.ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც კოსოვოს პრემიერმა, აბინ კურტიმ დაანონსა, რომ 1 აგვისტოდან კოსოვოში შემომსვლელ სერბეთის ყველა მოქალაქეს  თავიანთი პასპორტების, კოსოვოს დროებითი პირადობის მოწმობებით შეცვლა დასჭირდება. 1 აგვისტოდან ასევე დაიწყება სერბეთის რესპუბლიკის ნომრებიან სატრანსპორტო საშუალებების გადაფორმება კოსოვოში.

    მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერბეთმა დაიწყო სახმელეთო ჯარების, ჯავშანეტექნიკისა და ავიაციის გადასროლა ჩრდილოეთ კოსოვოს რეგიონებისაკენ, სადაც სერბების მჭიდროდ რაიონებია, თუმცა სერბეთის თავდცავის სამინისტრო ჯერ-ჯერობით უარყოფს კოსოვოს ადმინისტრაციული საზღვრის კვეთას…

    სერბეთის მმართველი პარტიის დეპუტატები დაჟინებით მოითხოვენ არა მხოლოდ კოსოვოსა არამედ მთლიამად ბალკანეთის დენაციფიკაციას…

    ესპანეთის პრემიერმინისტრმა ნაადრევად დატოვა ბელგრადი. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სერბეთ-კოსოვოს საზღვარზე დაძაბულობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

    ექსპერტების ნაწილი სიტუაციის ესკალაციაში პუტინის ინტერესებს ხედავს, რომლისთვისაც  ახალი ფრონტის კერების გაჩენისა ხელსაყრელია (სერბეთი და რუსეთი მოკავშირეები არიან)  უკრაინიდან ყურადღების გადასატანად.

    “ყველაფერი, რაც ახლა კოსოვოში ხდება, რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შედეგია,” – ამის შესახებ  უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკო Telegram-ის არხში წერს.

    “ყველაფერი, რაც ახლა კოსოვოში ხდება, რუსეთის სპეცსამსახურების ქმედებების შედეგია. მათი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი კონფლიქტის შექმნა მთელ მსოფლიოში… ნახეთ რა ისტერიას აწყობენ ნენსი პელოსის [თეთრი სახლის სპიკერი] ტაივანში ვიზიტის ირგვლივ, როგორ იწვევენ ისტერიას კოსოვოს მოვლენებთან დაკავშირებით… ეს ყველაფერი რუსეთისა და ჩინეთის ქმედებებია მთელი მსოფლიოს დესტაბილიზაციისთვის, წერს გერაშენკო.

    კოსოვოში ამჟამად NATO-ს და მოკავშირეების კონტინგენტი 3775 ადამიანს შეადგენს, მათ შორის 40 უკრაინელი სამხედროა.

  • პუტინმა ახალი საზღვაო დოქტრინა დაამტკიცა, რომლითაც რუსეთს შეუძლია მსოფლიო ოკეანეში სამხედრო ძალა გამოიყენოს

    რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა რუსეთის ფედერაციის ახალ სამხედრო დოქტრინას. დოკუმენტის ტექსტი ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა სააგენტო ინეტრფაქსის ცნობით დოქტრინაში აღიშნულია, რომ რუსეთს შეუძლია სამხედრო ძალა გამოიყენოს საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის მსოფლიო ოკეანეში, იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატიურ შესაძლებლობებს ამოწურავს.

    ინტერფაქსს მოჰყავს ციტატა დოკუმენტიდან, რომლის მიხედვით “აშშ–ს კურსი მსოფლიო ოკეანეში დომინირებისკენ რუსეთის ფედერაციის ნაციონალური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა“.

    სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები დოქტრინაზე დაყრდნობით წერენ, რომ განმსაზღვრელი ფაქტორი ნატოსთან ურთიერთობაში გახდება “რუსეთის საზღვრებთან ალიანსის ინფრასტრუქტურის მიახლოების მიუღებლობა“.

    ასევე აღნიშნულია “ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ზღვებთან და საზღვაო სივრცეებთან მიმდებარე ქვეყნებთან ურთიერთობების განვითარება, მათ შორის წითელი ზღვისა და კასპიის ზღვის ჩათვლით.“

    საზღვაო დოქტრინა, რომელიც რუსეთმა 2015 წელს მიიღო, ძალადაკარგულად ცხადდება.

  • ამერიკელმა ლატარიაში 1.34 მილიარდი დოლარი მოიგო

    ამერიკელმა, რომელმაც Mega Millions–ის  ლატარიის ბილეთი ილინოისის შტატის ბენზოგასამართ სადგურზე იყიდა, 1.34 მილიარდი დოლარი მოიგო.  ამის შესახებ CNN იტყობინება.

    ჟურნალისტების ინფორმაციით ჯეკპოტი რამდენიმე საათში 1.28–დან 1.34 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ამიტომაც ზოგიერთი მედია საბოლოო მოგების არასწორ ციფრს ასახელებს.

    მოგებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მას ორი ვარიანტი აქვს: შეუძლია აირჩიოს თანხის ერთბაშად განაღდება, რა შემთხვევაშიც ის 780 მილიონ დოლარს მიიღებს, ან შეუძლია თანხა 29 ყოველწლიურ გადახდად დაყოს. ამ შემთხვევაში მთელ თანხას, ანუ 1.24 მილიარდ ევროს მიიღებს.

    ბილეთის მფლობელს გათამაშებიდან ერთი წელი აქვს პრიზის მისაღებად.

    სურვილის შემთხვევაში მას აქვს უფლება საზოგადოებას საკუთარი ვინაობა არ გაუმხილოს.

    ბენზოგასამართი სადგური დეს–პლეინსი ასევე მიიღებს თანხას – 500 ათას დოლარს მომგებიანი ბილეთის გაყიდვისთვის.

    Mega Millions–ის ლატარიის ყველაზე დიდი ჯეკპოტი 1.54 მილიარდის ოდენობით 2018 წელს სამხრეთ კაროლინის მაცხოვრებელმა მოიგო. ეს იყო სიდიდით მეორე ჯეკპოტი აშშ–ს ისტორიაში.