Category: მსოფლიო

  • რუსეთმა ხერსონში დანაკარგების შესავსებად 2 000-მდე მობილიზებული ჩაიყვანა – გენშტაბი

    რუსეთმა ხერსონის ოლქის დროებით დაპყრობილ ნაწილში სამხედრო დანაკარგების შესავსებად და ფრონტის ხაზზე დანაყოფების გასაძლიერებლად 2000-მდე მობილიზებული ჩაიყვანა. ინფრომაციას ამის შესახებ უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

    გენშტაბის თქმით, ხერსონის საოკუპაციო ხელისუფლებამ ე.წ. “საბანკო დაწესებულებების” ევაკუაციისთვის მომზადების განკარგულება გასცა და მოამზადა რუსეთიდან ჩაყვანილი მედპერსონალისა და მასწავლებელთა სიები.

  • რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ბრიტანული მზვერავი თვითმფრინავის სიახლოვეს შავი ზღვის თავზე რაკეტა ისროლა

    დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა პარლამენტში სტუმრობისას განაცხადა, რომ რუსმა ავიაგამანადგურებეწმა Су-27 ბრიტანული მზვერავი თვითმფრინავის, Boeing RC-135–ის სიახლოვეს შავი ზღვის თავზე რაკეტა გაუშვა. ბრიტანული თვითმფრინავი შავი ზღვის რაიონში საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მიფრინავდა.

    უოლესის თქმით ინციდენტი 29 სექტემბერს მოხდა და ის არ განუხილავთ, როგორც წინასწარ განზრახული ესკალაცია.

    “ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან წინასწარ განზრახული ესკალაცია. ჩვენმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ეს ტექნიკური პრობლემა იყო. თუმცა, ეს შეგვახსენებთ, რამდენად საშიში შეიძლება იყოს, როცა ავიაგამანადგურებელს ისე იყენებენ, როგორც ამას რუსეთი დიდი ხანია აკეთებს“–უთხრა პარლამენტარებს თავდაცვის მინისტრმა.

    ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ამის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა დროებით შეწყვიტა ფრენები რეგიონში და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკებს, მათ შორის მინისტრ შოიგუს მათი შეშფოთების შესახებ შეატყობინა.

    როგორც უოლესი ამბობს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მათ უპასუხა, რომ რაკეტის გაშვება ტექნიკური გაუმართაობის ბრალი იყო.

    “რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პასუხში, რომელიც 10 ოქტომბერს მივიღეთ, ნათქვამია, რომ მათ ინციდენტის გარემოებები გამოიძიეს და დაადგინეს, რომ მოხდა ავიაგამანადგურებლის ტექნიკური პრობლემა. ასევე აღიარეს, რომ ინციდენტი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოხდა“–თქვა უოლესმა.

    ამჟამად დიდმა ბრიტანეთმა უკვე აღადგინა სადაზვერვო ფრენები ამ რაიონში, თუმცა ახლა შეუაიარაღებელ თვითმფრინავებს თან დაჰყვებიან გამანადგურებლები.

    უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დიდი ბრიტანეთის და ნატოს სხვა ქვეყნების მზვერავი თვითმფრინავები მუდმივად პატრულირებენ უკრაინის გარშემო საჰაერო სივრცეში.

  • დიდი ბრიტანეთის პრემიერი, ლიზ ტრასი თანამდებობიდან გადადგა

    ბრიტანეთის ახალარჩეული პრემიერი, ლიზ ტრასი გადადგა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ  განცხადება დაუნინგ სთრითზე გააკეთა.

    როგორც ლიზ ტრასი აცხადებს, ის პრემიერის როლში საკუთარ მანდატს ვერ ასრულებდა.

    “მე ვაღიარებ… სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხე მანდატის განხორციელება, რომლითაც მე ამირჩა კონსერვატიულმა პარტიამ”, – თქვა სიტყვით გამოსვლის დროს.

  • შვეიცარიის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა

    შვეიცარიის პრეზიდენტი იგნასიო კასისი უკრაინაში ჩავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას კასისი საკუთარ  Twitter-ზე ავრცელებს. ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებული სიტუაციის გაცნობაა.

    “კვლავ უკრაინაში – ჩემი ბოლო ვიზიტიდან ერთი წლის შემდეგ. ჩემი მიზანი სიტუაციის გაცნობაა ომთან დაკავშირებულ ვითარებაზე, ჰუმანიტარულ სიტუაციასა და ქვეყნის აღდგენის მოსამზადებელ სამუშაოებზე“, – წერს კასისი.

  • ჩვენ დრონების დაახლოებით 70%-ს ვაგდებთ – ბუდანოვი

    “ჩვენ მივედით იქამდე, რომ მათ ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება დაიწყეს. შეუძლიათ თუ არა მათ შეცვალონ რაკეტები მათი მახასიათებლებით? არა, არ შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ ახლა რუსეთის ფედერაციაში არის მათი საკმარისი რაოდენობა [კამიკაძე დრონები] და უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის სიზუსტე ბევრად აღემატება ამ რაკეტებისას. ამის იმედი აქვთ. […] ისინი თანდათანობით იყენებენ მათ, ირანელები ახლებს აწარმოებენ, მაგრამ ამ საკითხს მეორე მხარე აქვს: ჩვენ მუდმივად ვაგდებთ უპილოტო თვითმფრინავების დაახლოებით 70%-ს”

    ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა გენერალ-მაიორმა კირილო ბუდანოვმა “Обозреватель“-თან ინტერვიუში 18 ოქტომბერს განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია საკმარისი რაოდენობით ახალ რაკეტებს ვერ აწარმოებს და ის, რომლითაც დამპყრობლები 24 თებერვალს ომში შევიდნენ, მალე ამოიწურება. შეიარაღების ბევრი ტიპის მარაგი უკვე კრიტიკულ 30%-ზე დაბლაა, რაც რუსეთის უსაფრთხოების კონცეფციითაა განსაზღვრული.

  • პუტინი რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და უკრაინის მოქალაქეებს სასტიკად ეპყრობა – ბაიდენი

    ”ვფიქრობ, ვლადიმირ პუტინი წარმოუდგენლად რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ეს ჩემთვის იმაში გამოიხატება, რომ როგორც ჩანს, მისი ერთადერთი ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი უკრაინაში ცალკეული მოქალაქეებისადმი სასტიკი მოპყრობაა. ამით პუტინი ცდილობს, რომ ისინი დააშინოს და კაპიტულაცია აიძულოს. თუმცა, ისინი ამას არ გააკეთებენ”

    განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

  • რუსეთი სერიოზულად განიხილავს ხერსონიდან უკან დახევის შესაძლებლობას–ბრიტანეთის დაზვერვა

    ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა რუსეთის ჯარების გაერთიანებული დაჯგუების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის განცხადებას აანალიზებს ხერსონში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით და საკუთარ დასკვნას აქვეყნებს:

    ორი დღის წინ ახლადდანიშნულმა გენერალმა რუსულ მედიას უთხრა, რომ ხერსონის რაიონში “დაძაბული“ სიტუაციაა და მხარი დაუჭირა მანამდე გახმაურებულ საოკუპაციო ხელისუფლების გეგმას მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ.

    ანგარიშის ავტორები სუროვიკინის განცხადებას “სრულიად უჩვეულოს“ უწოდებენ.

    “სავარაუდოდ ეს მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს მისი ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილის გაყვანას მდინარე დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან“–წერია ანგარიშში.

    ასეთი ვარაუდის გამოთქმისას ანგარიშის ავტორები რუსების მთავარ პრობლემად დნეპრის გადალახვას ასახელებენ. ვინაიდან მდინარეზე ყველა ხიდი დაზიანებულია, რუსეთს სავარაუდოდ ძირითადად საპონტონო ხიდების იმედი ექნება, რომლებიც ხერსონთან ახლოს ააგეს, ასევე საპონტონო გადასასვლელების, რომლებიც უკვე რამდენიმე ადგილზე მოქმედებს.

  • კადიროვის თქმით მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი უკრაინაში ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა

    ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი აცხადებს, რომ  მისი სამი არასრულწლოვანი ვაჟი უკრაინაში, ფრონტის ხაზზე არიან. შვილებთაგან უმცროსი 14 წლისაა, უფროსი 16-ის.

    “ახმათი, ელი და ადამი ეწვივნენ ფრონტის ხაზს, სადაც ამჟამად სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს უკრაინელ ნაციონალისტებთან. როგორც ჩეჩენ ჯარისკაცებს შეეფერებათ, ისინი მაშინვე საქმეს შეუდგნენ”, – ამბობს კადიროვი.

  • 20 ბოთლი არაყი პუტინისგან და გულთბილი მიმოწერა– ბერლუსკონი აუდიოჩანაწერის გახმაურების გამო სანდალში გაეხვა

    იტალიაში სკანდალი მოყვა ყოფილი პრემიერის, სილვიო ბერლუსკონის საუბრის აუდიოჩანაწერს. გაზეთ La Presse–ის პუბლიკაციის მიხედვით, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული იტალიელი პოლიტიკოსი თანაპარტიელებს მოუყვა, რომ რუსეთის პრეზიდენტთან საჩუქრების გაცვლა–გამცვლა ჰქონდა, არყის ყუთის და ღვინის ბოთლის სახით, ასევე  იყო “სასიამოვნო წერილების“ ურთიერთგაცვლა.

    ჩანაწერში, რომელიც გამოცემამ გამოაქვეყნა ბერლუსკონი კერძოდ ამბობს: “რუსმა მინისტრებმა უკვე რამდენჯერმე თქვეს, რომ ჩვენ მათთან ომის მდგომარეობაში ვართ, იმიტომ რომ უკრაინას იარაღს ვაწვდით და მხარს ვუჭერ. მე ჩემი პირადი აზრის გამოთქმა არ შემიძლია, იმიტომ რომ თუ პრესაში გაჟონა, კატასტროფა მოხდება. მაგრამ ძალიან შეშფოთებული ვარ“.

    ამის შემდეგ ბერლუსკონი ამბობს: “ისევ დავიწყე პუტინთან ხშირი ურთიერთოობა, ანუ, ჩემს დაბადების დღეზე 20 ბოთლი არაყი და ძალიან სასიამოვნო წერილი გამომიგზავნა. მე რამდენიმე ბოთლი ლამბრუსკო და ასევე გულთბილი წერილი გავუგზავნე.“

    გამოცემის ინფორმაციით, ეს გამოსვლა დეპუტატების და ბერლუსოკნის დახურულ შეხვედრაზე იყო, რომლებიც მისი პარტიიდან –“წინ იტალია“ პარლამენტში აირჩიეს.

    ოთხშაბათს ბერლუსკონის სიტყვებს გამოეხმაურა ევროკომისია. მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყნებს აქვთ ნება თვითონ ააწყონ ორომხრივი ურთიერთობები, თუმცა ამავე დროს პატივი უნდა სცენ ევროკავშირის საერთო პოზიციას, რომელიც პუტინის შემთხვევაში ურთიერთობების მინიმუმამდე შემცირებას გულისხმობს.

    კონტაქტები ევროპელ და რუს პოლიტიკოსებს შორის აკრძალული არ არის, თუმცა მათი პრიორიტეტი უნდა იყოს “ევროკავშირის პოზიციის მიტანა უკრაინის მიმართ აგრესიისა და არალეგიტიმური შეჭრის მიმართ, და მოწოდება რუსი კოლეგებისადმი დაუყოვნებლივ შეწყვიტონ აგრესია და დაწყონ საერთაშორისო სამართლის დაცვა“– ამბობს ევროკკავშირის წარმომადგენელი.

    გაზეთის მიერ აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ბერლუსკონის პარტიამ განაცხადა, რომ ისინი, ისევე როგორც თავად ბერლუსკონი რუსეთის ომს უკრაინასთან ზუსტად ისევე აფასებენ, როგორც ევროპა და აშშ. “ამ საკითხში გარუკვევლობას ადგილი არ აქვს და არც არასდროს ქონია“– ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

    პარტიის ოფიციალური წარმომადგენელიც ამტკიცებს, რომ ბერლუსკონი გულისხმობდა არა მის ბოლო დაბადების დღეს – 2022 წლის 29 სექტემბერს, არამედ ძველი ისტორია გაიხსენა, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოხდა.

    86 წლის ბერლუსკონი პუტინთან სიახლოვის შესახებ პირველად არ საუბრობს. პრემიერის პოტსზეც ის პუტინს არაერთხელ შეხვდა. თავად პუტინი კი ბერლუსკონის მის მეგობარს და მოკავშირეს უწოდებს.

    წელს სექტემბერში ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ მოსკოვს უნდა უკრაინის ხელისუფლების სათავეში “წესიერი ხალხი“ მოიყვანოს. ამ განცხადებასაც სკანდალი მოჰყვა.

    “პუტინს რუსეთის მოსახლეობამ, მისმა პარტიამ, მისმა მინისტრებმა უბიძგეს, რომ ეს სპეცოპერაცია მოეფიქრებინა. ჯარები უნდა შესულიყვნენ, კიევამდე მისულიყვნენ ერთ კვირაში, ზელენსკის მთავრობა შეეცვალათ  წესიერი ხალხით და შემდეგ უკან გასულიყვნენ. ამის მაგივრად ისინი წინააღმდეგობას წააწყდნენ, რომელსაც დასავლეთის მიერ იარაღის მიწოდებამ შეუწყო ხელი.“–თქვა ბერლუსკონიმ.

  • უკრაინას იარაღს არ გადავცემთ! – ისრაელის თავდაცვის მინისტრი

    უკრაინის ტერიტორიაზე ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსული თავდასხმების მიუხედავად, ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ბენი განცი აცხადებს, რომ უკრაინას იარაღს არ მიაწვდიან.  ამის შესახებ, მან ისრაელის რადიოსადგურ “კოლ ჩაის” ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ ქვეყანა უკრაინას მხოლოდ სამედიცინო და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს.

    დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აპირებს ისრაელს სთხოვოს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. “ირანი არის წითელი ხაზი ისრაელისთვის და მას შემდეგ, რაც ირანი, ფაქტობრივად, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის თანამონაწილე გახდა, ვფიქრობ, ისრაელში ვისაც ჯერ კიდევ აქვს გარკვეული ეჭვი, დაეხმაროს თუ არა უკრაინას, ეს ეჭვები უნდა გაფანტოს” – ბენი განცი, ისრაელის თავდაცვის მინისტრი.