Category: მსოფლიო

  • კადიროვი ისევ წუწუნებს, რომ ომი არასწორად მიდის და უკრაინის ქალაქების მიწასთან გასწორებას მოითხოვს

    ჩეჩნეთის ლიდერმა ტელერამ არხზე მორიგი ვიდეო მესიჯი გამოაქვეყნა. 13 წუთიან ჩანაწერში ის საკმაოდ ქაოსურად საუბრობს, ამბობს, რომ ომი არასწორად მიდის, გამოდის მოწოდებით უკრაინის ქალაქები მიწასთან გაასწორონ. რა ძირითადი მოსაზრებების გამოტანაა შესაძლებელი კადიროვის არეულ–დარეული საუბრიდან:

    “ადრე ვამბობდით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სპეცილაურ სამხედრო ოპერაციას ვატარებთ, მაგრამ უკვე ომია… უკვე ომი მიდის ჩვენს ტერიტორიაზე, დონ“. ამბობს კადიროვი და მოგვიანებით რამდენიმეჯერ იმეორებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ოპერაციას ომი უნდა ეწოდოს, მიუხედავად იმისა, რომ როსკომნადზორი წინააღმდეგია.

    “ძლაიან უკმაყოფილო ვარ ამით, დონ.“ – ამბობს კადიროვი და კვლავ ესკალაციის მოწოდებით გამოდის. საუბრობს უ“კრაინის მხრიდან რუსეთზე შეტევებზე“,  (სავარუდოდ გულისხმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს) და ამბობს: “ჩემი აზრით სუსტად ვპასუხობთ, დონ.  თუ ჭურვი ჩვენს მხარეს მოფრინდა, ჩვენს რეგიონiი, პირისაგან მიწისა უნდა აღვგავოთ ქალაქები, დონ, რომ შორეული ჰორიზონტი გამოჩნდეს, დონ.“

    კადიროვი თვლის, რომ დასავლეთმა საპასუხო ზომების შესაძლებლობები ამოწურა: “მეტი და უარესი აღარ იქნება, დონ. ევროპას ძალა აღარ აქვს“– ამბობს ის.

    აქამდე კადიროვი აცხადებდა, რომ ჩეჩნეთში ნაწილობრივი მობილიზაცია არ იქნება, რადგან რესპუბლიკამ მოხალისეების ხარჯზე გაგმა გადაჭარბებით შეასრულა, თუმცა ახლა თვლის, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებმა არმია რეკრუტებით უფრო მაშტაბურად უნდა მოამარაგონ, მათ შორის ჩეჩნებით.  მისი თქმით, 1.6 მილიონი ჩეჩენიდან 300–400 ათასი ადამიანი ფრონტზე უნდა წავიდეს.

  • რუსეთმა აშკარად შეამცირა სარაკეტო დარტყმების და დრონებით შეტევის ტემპი უკრაინაში–ISW

    ამერიკის ომის კვლევის ინსტიტუტის, ISW–ს ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთმა დაიწყო უკრაინის მიერ  “ბინძური ბომბის“ აფეთქების მზადების საინფორმაციო ოპერაციის ინტენსიფიკაცია. ინსტიტუტის ექსპერტები რუსი გენერლების სატელეფონო ზარებს დასავლურ თავდაცვის უწყებებში და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბრიფინგს ამ საინფორმაციო ოპერაციის ნაწილად თვლიან. ანალიტიკური ცენტრი რუსულ ოპერაციას “ცრუ დროშით“ ახლო მომავალში ნაკლებ სავარაუდოდ თვლის, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს. გუშინ მიზეზებს შორის სახელდებოდა ის, რომ რუსეთისთვის ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ასეთ დაუსაბუთებელ ბრალდებებს ისვრის, სამხედრო თვალსაზრისით კი რუსეთისთვის ასეთი ბომბის სროლა არამომგებიანია.

    ISW–ს დღევანდელ ანალიზში რამდენიმე აქცენტია:

    ორშაბათს რუსული ავია–სარაკეტო და დრონებით შეტევები უკრაინის ზურგში ბევრად ნაკლები იყო, ვიდრე წინა დღეებში. რუსებმა სულ ორი რაკეტა გაუშვეს. ანალიტიკოსები ასკვნიან, რომ რუსებს მარაგები უთავდებათ, ამასთან, ასეთი დარტყმების ეფექტურობა შეზღუდულია.

    რუსეთის შეიარაღებული ძალები რასიზმით არის გაჟღენთილი, რამაც შეიძლება რუსულ არმიაში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირებები გამოიწვიოს.

    რუსეთი ჯერჯერობით არ გეგმავს ჯარების ევაკუაციას  ხერსონიდან და მის დასაცავად ემზადება.

  • წლევანდელი ზამთარი ყველაზე რთული იქნება უკრაინის ისტორიაში – ზელენსკი

    “ჩვენ მოგვიწევს ამ ზამთრის გავლა, რომელიც ყველაზე რთული იქნება ჩვენს ისტორიაში. სამუშაოს საჭირო ნაწილის შესრულება შემოდგომაზე, ზამთარსა და გაზაფხულზე, რათა მივიღოთ სახელმწიფოსთვის სასურველი შედეგი. შევინარჩუნოთ ჩვენი პარტნიორების მაქსიმალური მობილიზება თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის და არ მივცეთ საშუალება ჩვენს საერთო მტერს, გახლიჩოს გლობალური პროდემოკრატიული კოალიცია. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ყველა უკრაინელი, ევროპელი, მსოფლიოს ყველა ადამიანი, ვინც აფასებს თავისუფლებას”

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • “უკრაინელ ხალხს ვჭირდებით” – გერმანიის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

    გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კიევში ჩავიდა. პრეზიდენტის ფოტოს კიევის რკინიგზის სადგურზე მისი პრესმდივანი კერსტინ ჰამელინი Twitter-ზე აქვეყნებს.

    “ჩვენ არა მხოლოდ უბრალოდ ვდგავართ თქვენ გვერდით, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო კუთხით, […] უკრაინელ ხალხს ვჭირდებით“, – თქვა შტაინმაიერმა კიევში ჩასვლისას.

    მან ასევე გერმანელებს მიმართა, არ დაავიწყდეთ, რას ნიშნავს ეს ომი უკრაინის მოსახლეობისთვის.

  • რუსეთმა “ბინძური ბომბის” შესახებ რიტორიკა, შესაძლოა ესკალაციის საბაბად გამოიყენოს – დასავლელი ლიდერები

    დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთი ბირთვული მასალით სავსე, ე.წ. „ბინძური ბომბის“ გამოყენების საფრთხეს, უკრაინაში ესკალაციის საბაბად იყენებს. მოსკოვმა, უკრაინის ოკუპირებული სამხრეთის ქალაქებიდან, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

    რუსეთის მიერ ოკუპირებული ხერსონის რეგიონში, უკრაინული ძალების წინსვლის ფონზე, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დასავლელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარი გამართა და მათ უთხრა, რომ მოსკოვის ვარაუდით, კიევი ე.წ. „ბინძური ბომბის“ გამოყენებას გეგმავს.

    შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების პირველმა პირებმა, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი რუსეთის მიერ, კიევის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფენ და უკრაინის მიმართ სრულ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებენ.

    „ჩვენი ქვეყნები ნათლად აცხადებს, რომ თითოეული ჩვენგანი უარყოფს რუსეთის აშკარა ყალბ ბრალდებებს, თითქოს უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე, ბინძური ბომბის გამოსაყენებლად ემზადება“ – ნათქვამია განცხადებაში.

    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდომირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ბრალდება იმის ნიაშანია, რომ მოსკოვის ასეთ თავდასხმას და შემდეგ უკრაინის დადანაშაულებას, თავად გეგმავს.

    „თუ რუსეთი რეკავს და ამბობს, თითქოს უკრაინა რაღაცას ამზადებს, ეს ნიშნავს ერთ ღამეს: რუსეთმა ეს ყველაფერი უკვე მოამზადა“ – განაცხადა გასულ ღამეს, ზელენსკიმ.

    კრემლის სპიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ საფრთხე აშკარაა. „მათი ურწმუნობა არ ნიშნავს, რომ საფრთხე არ არსებობს.. საფრთხე აშკარაა“ – განაცხადა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე პესკოვმა.

    კვირას, 23 ოქტომბერს, სატელეფონო საუბარი შედგა აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დმიტრო კულებას შორის. ენტონი ბლინკენმა, უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა, შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და უთხრა, რომ შშ უარყოფს რუსეთის აშკარად ცრუ მტკიცებას და მსოფლიო კარგად დაინახავს, თუ რუსეთი შეეცდება ეს ესკალაციის საბაბად გამოიყენოს.

    “ბინძური ბომბი” არის ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც რადიოაქტიური იზოტოპი კონტეინერისგან და ასაფეთქებელი მუხტისგან შედგება. მუხტის აფეთქების შედეგად, იზოტოპიანი კონტეინერი იშლება და გახლეჩილი რადიოაქტიური ნივთიერება დარტყმის ტალღით დიდ ფართობზე იფანტება.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • გაუთავებელი რუსული შანტაჟის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა – პოდოლიაკი

    ”რუსეთის ფედერაციის სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთი ენა შანტაჟია. ადრე საკვებით, ენერგიით, მიგრანტებით. ახლა — “ბინძური ბომბით”, კაშხლის აფეთქებით. მიზეზები იცვლება, მაგრამ რუსული ტერორისტული არსი არა. გაუთავებელი რუსული შანტაჟის დასრულების ერთადერთი გზა უკრაინის გამარჯვებაა.”

    წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი.

  • ”სავარაუდოდ ჩვენ ვნახავთ მკვდარ პუტინს” – მარკ ფეიგინი

    რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი  აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ”ცოცხლად დატოვება, მისი მოწმედ დატოვებას ნიშნავს”, ამიტომ “მისი მოცილება გარდაუვალია, რადგან არავის სურს, პასუხისმგებლობის მასთან გაზიარება”.

    “სავარაუდოდ ჩვენ ვნახავთ მკვდარ პუტინს. მან იმდენი რამ ჩაიდინა, რომ მისი ცოცხლად დატოვება, მისი მოწმედ დატოვებას ნიშნავს. ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ მისი მოცილება გარდაუვალი გახდება, რადგან არავის სურს, პასუხისმგებლობის მასთან გაზიარება. იმედი ვიქონიოთ, რომ უახლოეს კვირებში პუტინის დასასრულის კონტურებს დავინახავთ.”

    მარკ ფეიგინის  თქმით, პროპაგანდის დაბალი ეშელონებიდან მომავალი ისტერიკა შემთხვევითი არაა.

    “ეს ისტერიკა ინიცირებს პროცესებს, რომლებიც მომავალში რეალობად იქცევა; უპირველეს ყოვლისა – “ტურბოპატრიოტებისა” და მოზომილების წინააღმდეგობა, რომლებიც არმიაში არიან. ეს იქნება მომავალი დაპირისპირების წინაპირობა რუსეთის ფედერაციაში და ისინი იბრძოლებენ არა მხოლოდ პუტინის მემკვიდრეობისთვის, არამედ იბრძოლებენ იმისთვისაც, რომ არ დაკარგონ საკუთარი სიცოცხლე იმის გამო, რაც მათ ჩაიდინეს” – თქვა ფეიგინმა.

  • ხერსონის ოლქში დეოკუპირებულია 90-ზე მეტი დასახლება – უკრაინის თავდაცვა

    უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ხერსონის ოლქში, დეოკუპირებულია 90-ზე მეტი დასახლება.

    • “ხერსონის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, სადაც 12 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს,” – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
  • ბახმუტთან ჩვენი ბიჭების სახით იბრძვიან ღმერთები და არა ადამიანები!უმძიმესი ბრძოლებია, I მსოფლიოს სანგრების ომი ამასთან ვერ მოვა – არესტოვიჩი

    “ბახმუტთან ჩვენი ბიჭების სახით იბრძვიან ღმერთები და არა ადამიანები.

    უმძიმესი ბრძოლებია, პირველი მსოფლიოს სანგრების ომი ამასთან ვერ მოვა.

    მოწინააღმდეგეს არტილერიის და ცოცხალი ძალის სახით ლოკალური უპირატესობა აქვს. იქ გადასროლილი ყავთ კადიროველები, ვაგნერელები, მობილიზებული “ზეკები”.

    და მიუხედავად ამისა, ჩვენებმა უბრალოდ კი არ გაუძლეს, მოწინააღმდეგეს უკან დახევაც კი აიძულეს.”

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი.

  • ყირიმის ხიდი აუცილებლად დაინგრევა! როცა ყირიმს დავიბრუნებთ, ხიდი არსებობას შეწყვეტს! – ბუდანოვი

    ”ყირიმის ხიდი არის სიმბოლო, რომელიც აუცილებლად დაინგრევა.
    როცა ყირიმს დავიბრუნებთ, ხიდი არსებობას შეწყვეტს. ეს სატრანსპორტო არტერია არავის სჭირდება”.

    აცხადებს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი.