Category: მსოფლიო

  • უკრაინას მალე ორ სარაკეტო სისტემა MARS-ს და ოთხ Panzerhaubitze 2000-ს გადავცემთ – შტაინმაიერი

    “დღეს მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს [ვოლოდიმირ ზელენსკის], რომ მალე უკრაინას გადაეცემა ორი სარაკეტო სისტემა MARS და ასევე ოთხი ჩვენი ჰაუბიცა PzH 2000. ისინი უკრაინას მომდევნო დღეებში გადაეცემა”,

    ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა 25 ოქტომბერს, კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

  • უკრაინას შეუძლია, დიდი ბრიტანეთის მუდმივი სოლიდარობის და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს – სუნაკი

    “უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის პრივილეგია მქონდა.

    მასაც და უკრაინელ ხალხსაც შეუძლიათ დიდი ბრიტანეთის მუდმივი სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით უკრაინის გვერდით”.

    ბრიტანეთის ახალმა პრემიერმინისტრმა რიში სუნაკმა და უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეფონით ისაუბრეს.

  • რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა უკრაინაზე გაკეთებული კომენტარის შემდეგ პოსტი დატოვა

    რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა პოსტი დატოვა. ამის მიზეზი უკრაინასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარები გახდა. ვასილე დინკუ პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმაც გააკრიტიკეს. მისი თქმით, უკრაინისთვის ომის დასრულების ერთადერთი შანსი რუსეთთან მოლაპარაკებაა.

    “დღეს დილით რუმინეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაე ჩუკას ჩავაბარე თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ განცხადება”, – დაწერა “ფეისბუქზე” ვასილე დინკუმ. მისი თქმით ქვეყნის მმართველებთან თანამშრომლობა სირთულეს წარმოადგენდა.

    ოქტომბრის დასაწყისში დინკუმ თქვა, რომ საერთაშორისო მოკავშირეების დახმარებით წარმოებული მოლაპარაკებები არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მშვიდობა დამყარდეს. ეს კომენტარი მალევე გააკრიტიკეს როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ისე მმართველი კოალიციური მთავრობის სხვა ლიდერებმაც.

    პრეზიდენტ კლაუს იოჰანისის განცხადებით, მაშინ, როცა უკრაინელები ამ ომის საფასურს საკუთარი სისხლით იხდიან, მხოლოდ მათ შეუძლიათ თქვან, რა შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი. მისივე განმარტებით, სწორედ ასეთია რუმინეთის, ნატოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის პოზიცია.

  • ზელენსკიმ აფხაზეთისა და დნესტრისპირეთის დეოკუპაციის პლატფორმის შექმნაზე ისაუბრა

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის პლენარულ სესიაზე საერთაშორისო საზოგადოებას შესთავაზა, რომ ყირიმის პლატფორმა სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების საწყისი გახდეს, რომლებიც ხელს შეუწყობენ სხვა რეგიონების დეოკუპაციას, მათ შორის, დნესტრისპირეთიდან და აფხაზეთიდან ჩრდილოეთ ტერიტორიებამდე.

    ”ყირიმის პლატფორმა უნდა ვაქციოთ პლაცდარმად სხვა ჰუმანიტარული და დიპლომატიური პლატფორმების შესაქმნელად, იმისთვის, რომ განხორციელდეს სხვა მანამდე ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია, მათ შორის დნესტრისპირეთის მოლდოვაში, აფხაზეთის და სხვა ადგილების. […] ყირიმის რეინტეგრაცია არ იქნება ადვილი ამდენი წლის ოკუპაციის შემდეგ. მაგრამ თანამშრომლობის წყალობით, ამის უზრუნველყოფასაც მოვახერხებთ. სიტუაციას მთლიანად შევცვლით. ვინაიდან რუსული აგრესიის პოტენციალი მთლიანად განადგურდება, როდესაც უკრაინის დროშა დაბრუნდება თავის კუთვნილ ადგილას – ყირიმის ქალაქებსა და სოფლებში,” – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • რუსები Google-ში “დენაციფიკაციის“ განმარტებას აღარ ეძებენ. ახლა მათ “უკანდახევა“ და “ბირთვული დარტყმა“ აინტერესებთ

    Google Trends-ის და  “Яндекс Wordstat”–ის მონაცემები აჩვენებს, რომ ბოლო თვეებში რუსები პრაქტიკულად აღარ ეძებენ 24 თებერვალს გამოცხადებული უკრაინაში შეჭრის მიზეზის – “დენაციფიკაციის“ შესახებ ინფორმაციას საძიებო სისტემებში. ამასთან, მკვეთრად გაიზარდა ძიება სიტყვებზე “უკანდახევა“ და “ბირთვული დარტყმა“.

    Google Trends–ის სერვისის მონაცემებით რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პირველ კვირაში პიკს მიაღწია “დენაციფიკაციის“ და “დემილიტარიზაციის“ ძებნის მაჩვენებელმა, შემდეგ კი მკვეთრი ვარდნა მოხდა. მაისის შუა პერიოდიდან ამ მიმართულებით ძებნა მინიმალურია.

    ანალოგიური მონაცემები აქვს “Яндекс Wordstat”–საც. თებერვალ–მარტში ამ სიტყვებზე ძებნა თვეში მილიონს აჭარბებდა, ამასთან, სექტემბერში 80 ათასისთვის არ გადაუჭარბებია.

    რუსეთის უკრაინაში შეჭრის ოფიციალური მიზნების მიმართ ინტერესის შენელების პარალელურად გაიზარდა ძებნა შემდეგ სიტყვებზე: “უკანდახევა“ და “ბირთვული დარტყმა“. ამას მეტყველებს ორივე ზემოთდასახელებული საძიებო სისტემის მონაცემები. თებერვალში სიტყვა “უკანდახევა“ რუსეთის მოქალაქეებმა 216 ათასჯერ მოძებნეს. ეს 6–ჯერ მეტია, ვიდრე აგვისტში ან ივლისში. “ბირთვული დარტყმის“ ძიება კი ქსელში აგვისტოს შემდეგ 5–ჯერ გაიზარდა და სექტემბერში 200 ათასს მიაღწია.

  • უკრაინაში ვიზიტისას, გერმანიის პრეზიდენტს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია

    გერმანული გამოცემა Spiegel-ის ინფორმაციით, უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში ვიზიტის დროს გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს საჰაერო განგაშის დროს თავშესაფარში გადასვლა მოუწია.

    შტაინმაიერს სოფელ კორიუკოვკას სარდაფში საათნახევრის გატარება მოუწია.

    საჰაერო განგაში ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ კორიუკივკაში გერმანიის პრეზიდენტის მედიასთან საუბრის დროს გაისმა.

    შეგახსენებთ, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი უკრაინაში დღეს დილით ჩავიდა. კიევში ის ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას გეგმავს.

     

  • დატოვე უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლე, ვიდრე გვიან არ არის – დანილოვი კადიროვს

    ”დატოვე უკრაინა და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლე, ვიდრე გვიან არ არის – ეს არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ რუსეთმა მეორედ არ აღგავოს ქალაქი ჯოხარი (გროზნო) პირისაგან მიწისა”

    ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი „ტვიტერში“ წერს.

  • პრიგოჟინმა პუტინს პირდაპირ უთხრა, რომ რუსი გენერლები უკრაინაში მარცხდებიან – Washington Post

    “ვაგნერის” დაჯგუფების დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს პირდაპირ უთხრა, რომ რუსი გენერლები უკრაინაში საომარ მოქმედებებში მარცხდებიან. შესაბამის ინფორამციას, Washington Post-ი ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

    “ეს ასევე ხაზს უსვამს რუსეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური ხელმძღვანელობის შერყეულ პოზიციას, რომელიც პრიგოჟინისა და სხვების მწვავე კრიტიკის ქვეშ მოექცა, თვეების მანძილზე, საბრძოლო შეცდომებისა და დანაკარგების შემდეგ”, – წერია, Washington Post-ის მიერ მომზადებულ სტატიაში. 

  • თუ დავრწმუნდებით, რომ უკრაინაში ირანულ დრონებს იყენებენ, გულგრილი არ დავრჩებით – ირანი

    “თუ დავრწმუნდებით, რომ უკრაინის ომში ხალხის წინააღმდეგ ირანულ დრონებს იყენებენ, ჩვენ გულგრილი არ დავრჩებით”.

    ირანის  კვლავ უარყოფს, რომ რუსეთი უკრაინაში ირანული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატს იყენებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი აცხადებს, რომ თუ მოხდება ირანის დარწმუნება, რომ ირანული დრონების გამოყენება ხდება უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, ირანი ამ ფაქტის მიმართ გულგრილი არ იქნება.

  • რუსული ავიაციის შესაძლებლობები უკრაინაში საკმაოდ შეზღუდული და დაქვეითებულია – 24 ოქტომბრის შეჯამება უკრაინაში

    საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ექსპერტი, GIPA–ს პროფესორი გიორგი კობერიძე უკრაინის ფრონტებზე 24 ოქტომბრის მდგომარეობას აჯამებს:

    ”უკრაინის სამხედრო დაზვერვის (ГУР МО) ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა, რომ ხერსონში რუსები ქალაქის დასაცავად ემზადებიან და მოსახლეობის ევაკუაციას რესურსების დეფიციტის გამო ახორციელებენ – რაც უფრო ცოტაა ადამიანი მით უფრო ცოტა რესურსი იხარჯება. რუსების გათვლა ქალაქისათვის ბრძოლაა, რაც ყოველთვის რთული ამოცანაა ხოლმე განსაკუთრებით შეტევისას.

    რეალურად, ბუდანოვის განცხადების კვალდაკვალ ვხედავთ ხერსონის დაცარიელებას – რუსებს ქალაქიდან ძეგლები და კულტურული მემკვიდრეობაც კი გააქვთ. ეს შეიძლება ევაკუაციას და ამ ფონზე ძარცვას წააგავდეს ან მართლაც ემზადებოდნენ საქალაქო ბრძოლისათვის. თუმცა ერთი მეორეს აუცილებლად არ გამორიცხავს – თუკი რუსული არმია ბრძოლაში დამარცხდება მათ ქალაქის ძარცვის საშუალება აღარ მიეცემათ, ამიტომ წინასწარ ახორციელებენ ამას.

    – ამ ფონზე დილიდან დაიწყო ხერსონის რაიონში HIMARS-იზაცია: მაღალი სიზუსტით დაიბომბა რუსული სამხედრო ნაწილი ნოვა კახოვკაში და ჩრდილოკავკასიელთა სამხედრო ბაზა ხერსონში. ბოლო მონაცემებით რაიონში იერიშები კვლავაც გრძელდება.

    – ხერსონის რაიონში რუსულ ავიაციას რთული დღე ჰქონდა – სამი შვეულმფრენი Ka-52 “ალიგატორის” ჩამოგდება მოახერხეს უკრაინელებმა. თითო მათგანის ფასი 16 მილიონი დოლარია. რუსული ავიაციის შესაძლებლობები უკრაინაში საკმაოდ შეზღუდული და დაქვეითებულია.

    – ლუგანსკის რაიონში უკრაინელებმა ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი დასახლების გათავისუფლება შეძლეს კრემინა-სვატოვეს გზის სიახლოვეს. ყველა მათგანი მდინარე ჟერებეცის აღმოსავლეთითაა, რაც ნიშნავს, რომ კრემინასა და სვატოვეს შორის არსებულ მთელ პერიმეტრზე მდინარის ორივე ნაპირი უკრაინელების ხელშია, ხოლო ახლად გათავისუფლებული კარმაზინივკადან ცენტრალურ გზამდე 4.5 კილომეტრია დარჩენილი.

    – ოკუპირებულ დონბასში ქურდობამ და ყაჩაღობამ იმატა. კოლაბორაციონისტი და სეპარატისტი მამაკაცების უმრავლესობა გაწვეულია რუსების მიერ. ვინც დარჩა ძარცვასა და კრიმიანლურ აქტივობებშია ჩართული. ქალაქებში და პატარა დასახლებებში პოლიცია ვერ ფუნქციონირებს. სახელმწიფო სერვისები – როგორიცაა წყალმომარაგება ან ნარჩენების გატანა – შეზღუდულია. დონბასი, როგორც ინდუსტრიული რაიონი პრაქტიკულად აღარ არსებობს.” – აცხადებს გიორგი კობერიძე.