Category: მსოფლიო

  • CIA-ის დირექტორი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა – CNN

    აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმერ ზელენსკისა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

    აშშ-ის ოფიციალურმა პირმა CNN-თან აცხადებს, რომ ვიზიტის დროს უილიამ ბერნსმა რუსეთის ომის ფონზე  უკრაინის მიმართ აშშ-ს ერთგულება დაადასტურა, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების მუდმივი მხარდაჭერის კუთხით.

  • რუსეთმა უკრაინაში 400-მდე ირანული დრონი უკვე გამოიყენა

    უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 400-მდე ირანული დრონი უკვე გამოიყენა.

    “იმ მონაცემებზე, რომლებსაც ჩვენი დაზვერვა განიხილავს, თუ შეიძლება, არ ვისაუბრებ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ 400-მდე ირანული დრონი უკვე გამოყენებულია მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”.- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ძველი სლოვენიური ფოტო უკრაინული ჭუჭყიანი ბომბის ფოტოდ გაასაღა

    24 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის ინგლისურენოვან გვერდზე გამოქვეყნდა ასეთი ჩანაწერი:

    “არსებული ინფორმაციით უკრაინის ორმა ორგანიზაციამ მიიღო პირდაპირი შეკვეთა ე.წ. ჭუჭყიანი ბომბის შესაქმნელად. სამუშაოები დასრულების სტადიაშია“

    ტვიტს თან ახლდა ოთხი ფოტო: პაკეტები გამაფრთხილებელი წარწერით, რომ შიგნით რადიოატიური მასალებია, სავარაუდოდ ატომური სადგურის ზევიდან გადაღებული ფოტო, ასევე ნარჩენების საცავების ფოტო.

    დღეს სლოვენიის მთავრობის ტვიტერზე გამოქვეყნდა იგივე ფოტოები დაზუსტებით, რომ ეს ფოტოები 2010 წელს არის გადაღებული და რადიოაქტიური ნარჩენების ნაციონალურ სააგენტოს ეკუთვნის, შესაბამისად, დღევანდელობასთან არაფერი აქვს საერთო.

    “რადიოაქტიური ნარჩენები სლოვენიაში საიმედოდ ინახება და მეთვალყურეობის ქვეშ არის. ისინი არ გამოიყენება არანაირი ჭუჭყიანი ბომბების შესაქმნელად“– ნათქვამია ქვეყნის მთავრობის ტვიტში.

  • CNN:ევროპას უკვე იმდენი გაზი აქვს, რომ აღარ იცის სად წაიღოს. ფასი ნულოვან ნიშნულს ჩამოცდა

    ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით ევროპას უკვე იმდენი ბუნებრივი აირი აქვს, რომ აღარ იცის სად წაიღოს. იმდენად ბევრი, რომ კვირის დასაწყისში სპოტის ფასები ცოტა ხნით მინუსშიც კი წავიდა.

    რამდენიმე თვის განმავლობაში ოფიციალური პირები ამ ზამთარს ენერგეტიკული კრიზისის შესახებ გაფრთხილებებით გამოდიოდნენ, რადგან რუსეთმა – ოდესღაც რეგიონში გაზის უმსხვილესმა მომწოდებელმა ევროპის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების საპასუხოდ  მიწოდება შეამცირა.

    ამჟამად ევროკავშირის გაზსაცავები თითქმის სავსეა, გათხევადებული ბუნებრივი აირით სავსე ტანკერები კი ესპანეთიდან გერმანიამდე  რიგში დგანან და პორტებში გადატვირთვას ელოდებიან, რადგან მათი დიდი რაოდენობის გამო ტერმინალები აღარ ყოფნით, გაზის  ფასები კი იკლებს.

    ეტალონური ევროპული ფიუჩერსების ფასი ბუნებრივ აირზე 20%–ით დაეცა გასული ხუთშაბათის შემდეგ და 70%–ით აგვისტოს ბოლოს რეკორდული მაქსიმუმის მიღწევის შემდეგ.

    ექსპერტების თქმით, ენეგოსისტემას უკვე გაზის ჭარბი რაოდენობა აქვს, რომელიც მოთხოვნას ბევრად აღემატება, და სწორედ ამიტომ ჩამოცდა გაზის სავაჭრო ფასი ნულს და ნეგატიურ ნიშნულზე გავიდა. გათხევადებულმა გაზმა (LNG) ჩაანაცვლა რუსული გაზი . ევროკავშირის გაზის საცავები 94%-ითაა შევსებული, მაშინ, როდესაც სამიზნე ნიშნული 80% იყო.  ექსპერტების თქმით, ეს უკიდურესად მაღალი მაჩვენებელია და ბოლო წლებში საცავების მარაგის მაქსიმუმი 87%–ზე მაღალი არ ყოფილა. ამჟამად რუსული გაზის მიწოდება ევროკავშირის მასშტაბით მხოლოდ 9%-ს შეადგენს, არადა შარშან ამ დროს 40% იყო.

    ევროკავშირმა ბუნებრივი აირის იმპორტი აშშ–დან და ყატარიდან გაზარდა, რუსეთიდან იმპორტის შემცირების პარალელურად.

    ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ფასები დეკემბერ–იანვარში შეიძლება ისევ გაიზარდოს, რადგან ამინდი გაუარესდება, თუმცა მარაგების პრობლემა აღარ არსებობს.

    ეს არის მოვლენების სრულიად მოულოდნელი განვითარება ევროპისთვის, სადაც მოსახლეობამ და საწარმოებმა ბოლო წელს ენერგიის ერთ–ერთი მთავარი წყაროს უკიდურესად გაძვირების გამო ძლიერ იზარალეს.

    ამას ემატება ისიც, რომ ევროპაში სეზონისთვის უჩვეულოდ თბილი ამინდია, რის გამოც გაზის მოხმარება ზაფხულის მერე პრაქტიკულად არ გაზრდილა.

    “ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი, ჩვენ ვხედავთ, რომ გაზის მოხმარების ტემპერატურა აგვისტოს ბოლოს და სექტემბრის დასაწყისის დონეზეა. ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებშიც კი, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში მოხმარება ბევრად დაბალია, ვიდრე წლის ამ პერიოდში არის ხოლმე“– უთხრა CNN Business კომპანია Wood Mackenzie–ს ვიცე პრეზიდენტმა, მასიმო დი ოდოარდომ, რომელიც გაზის საკითხებს იკვლევს.

    მიუხედავად ფასების ბოლოდროინდელი ვარდნისა, ევროპაში ბუნებრივი აირის ღირებულება კვლავ 126%–ით მაღალია შარშანდელ ოქტომბერთან შედარებით, როცა პანდემიის შემდეგ ეკონომიკამ ამუშავება დაიწყო და მოთხოვნა უცებ გაიზარდა. ახლო მომავალში ფასების შემცირება მოსალოდნელი არ არის, რადგან ევროკავშირმა უკვე მომავალი ზამთრისთვის ზრუნვა უნდა დაიწყოს და რუსული გაზის დანაკარგი მთელი წლის განმავლობაში შეავსოს.

  • პუტინმა ზელენსკის გვინეა–ბისაუს პრეზიდენტის პირით გადასცა, რომ მოლაპარაკება და “ურთიერთობების განბლოკვა“ უნდა

    უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსიმ განაცხადა, რომ გვინეა–ბისაუს ლიდერმა, უმარუ სისოკუ ემბალომ, რომელიც დღეს კიევში ჩავიდა კრემლთან მოლაპარაკების შემდეგ, მას რუსეთის ხელისულების დანაბარები გადასცა.

    “მან მითხრა, რომ რუსეთს ხიდების აღდგენა უნდა. ბატონ პრეზიდენტს უფრო საფუძვლიანად ვაჩვენე, ჩვენთან რა ხდება.

    მე ვუთხარი: იმისათვის, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს შორის ხიდები არსებობდეს, საჭიროა, რომ ინფრასტრუქტურას არ აფეთქებდნენ ამ ორი სახელმწიფოდან ერთში. მაშინ, ჩემი აზრით მომავალში შეიძლებოდა გველაპარა. მეორე საითხია, ვისთან შეიძლება ლაპარაკი.

    კიდევ ერთი საკითხი, რომელიც რუსეთმა გადმოგვცა ის არის, რომ ურთიერთობები უნდა განიბლოკოს… მოდით დავიწყოთ განბლოკვა, მინიმუმ ჩვენი შავი ზღვით“ –თქვა ზელენსკიმ.

    ემბალო პირველი აფრიკელი ლიდერია, რომელიც უკრაინას რუსეთის სრულმაშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ესტუმრა.

  • “არ ვაპირებთ ბირთვული იარაღის გამოყენებას. ეს გამორიცხულია.” – რუსეთის ელჩი ბრიტანეთში

    “რუსეთი არ აპირებს ბირთვული იარაღის გამოყენებას. ეს გამორიცხულია. თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ყველა მინისტრი დაარწმუნა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ბირთვული იარაღის გამოყენებას. ეს თქვეს ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა და პრეზიდენტმა”,

    ამბობს, დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კელინი CNN-თან ინტერვიუში.

  • ”თუ არ გინდათ ომი, ეს არ იქნება! ნუ მოახდენთ ჩვენს პროვოცირებას” – ბელარუსი სამხედროები უკრაინელებს “აფრთხილებენ”

    “ნუ მოახდენთ ჩვენს პროვოცირებას”  – ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ სამხედროების ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ისინი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიმართავენ.

    “ჩვენი პასუხი ჩვენს კოლეგებს სამხედრო ძალებში. თქვენი შეიარაღებული ძალები ავრცელებენ პათეტიკურ ვიდეოებს, რომელშიც ბელარუსელებს მიმართავენ. თქვენ ცდილობთ, რაღაცაში დაგვადანაშაულოთ, ხანდახან დაგვაშინოთ კიდეც. მაგრამ თქვენ და ჩვენ სამხედროები ვართ და ჩვენ გვესმის, რომ დაშინება სუსტების საზღვარია. რაც თქვენ ახსენეთ ცუდი არ არის – ის, რომ ჩვენ მოძმე ერი ვართ პოზიტიური სიგნალია….

    თუ არ გინდათ ომი, ეს არ იქნება! ნუ მოახდენთ ჩვენს პროვოცირებას, ნუ ეცდებით ჩვენს დაშინებას, ნუ მოახდენთ ჩვენზე ზეწოლას და ისე იქნება, როგორც თქვენ გინდათ. ჩვენ არ გვინდა ომი და ჩვენ არ ვემუქრებით არავის, მაგრამ ჩვენ შეყოვნების გარეშე ვუპასუხებთ გამოწვევებს და პროვოკაციებს”, – ნათქვამია, ბელარუსელი სამხედროების მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

  • პესკოვის თქმით, პუტინი რიში სუნაკს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას არ მიულოცავს

    კრემლის პიკერი, დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი რიში სუნაკს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას არ მიულოცავს.

    კითხვაზე, მიულოცა თუ არა ვლადიმერ პუტინმა, სუნაკს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პესკოვი პასუხობს:  “თქვენ იცით, რომ ბრიტანეთი ახლა არამეგობრული ქვეყნების კატეგორიაშია. ამიტომ, დეპეშა არ ყოფილა”.

     

  • ”უკრაინა ჩვენი ტერიტორიაა, რუსეთისაა დონ. ვისაც ეს არ ესმის, აწი მაინც გაიგოს” – კადიროვი

    “შაიტანებს” ტყვედ არ ავიყვანთ, დავწვავთ. არსად გავჩერდებით დონ. ჩვენი ტერიტორია არ სრულდება ზაპოროჟიესთან, არც ხესონთან. ჩვენი ტერიტორიაა ოდესა, კიევი, ხარკოვი, ყველა დონ. ყველა რეგიონი და მთლიანად უკრაინა ჩვენი ტერიტორიაა, რუსეთისაა დონ. ვისაც ეს არ ესმის, აწი მაინც გაიგოს. […] ჩვენ გვყავს მოხალისეები, რომლებიც ბოლომდე წავლენ და ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკან კი არ დავიხიოთ, არამედ თავს დავესხათ და ეს იქნება ყველგან. სიკვდილით ჩვენ ყველგან მოვკვდებით, სადაც არ უნდა ვიყოთ. ჩვენ პატარა რესპუბლიკა გვაქვს. დღე-ღამეში სხვადასხვა მიზეზებით 16-დან 20-მდე ადამიანი კვდება. უბრალოდ. ავარიით, ავადმყოფობით, შემთხვევით, არ ვიცი, წვებიან და ვერ იღვიძებენ…ყველანი მოვკვდებით, მაგრამ რისთვის და როგორ, ეს არის მთავარი”

    ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინის განადგურებით იმუქრება და კავკასიელებს რუსეთის და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. შესაბამისი განცხადება, კადიროვის ტელეგრამ არხზე ვრცელდება. 

  • ვისურვებდი, მყავდეს დრაკონი, რომლითაც კრემლისკენ გავფრინდებოდი – ჯორჯ მარტინი

    “რა უნდა ვქნათ, თუ პუტინი მართლა გამოიყენებს ბირთვულ ბომბებს? ვისურვებდი, დრაკონი მყავდეს, რომლითაც კრემლისკენ გავფრინდებოდი”.

    ამის შესახებ, ამერიკელმა მწერალმა, ჯორჯ რ.რ. მარტინმა სტივენ კოლბერტის შოუში განაცხადა.