Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • თიბისი მომხმარებელს ურჩევს, თანხა დისტანციური არხების გამოყენებით გადარიცხოს

    თიბისი მომხმარებლებს  ურჩევს, ფილიალში ვიზიტის ნაცვლად, თანხა  დისტანციური არხების –  მობაილ და ინტერნეტბანკის საშუალებით  გადარიცხონ.

    დისტანციური არხებით თანხის გადარიცხვა  გამარტივებული შესაძლებლობაა, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს და ფილიალში ვიზიტს არ საჭიროებს, მით უმეტეს არსებული გამოწვევის ფონზე. თანხის ინტერნეტ ან მობაილბანკიდან გადასარიცხად,  მხოლოდ მიმღების პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომრის ცოდნაა საჭირო. ტრანზაქციის შესრულებას კი მხოლოდ რამდენიმე წამი სჭირდება.

    ამასთანავე, მობაილბანკით სარგებლობა  უკვე ინტერნეტის ბალანსის დახარჯვის გარეშეა შესაძლებელი, რაც დამატებითი კომფორტია მომხმარებლებისთვის.

    თანხის მობაილ ან ინტერნეტბანკიდან  გადასარიცხად, მომხმარებელმა:

    • გადარიცხვების მენიუდან  მისთვის სასურველი გადარიცხვის მეთოდი უნდა აირჩიოს;
    • შეიყვანოს ადრესატის პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომერი, ან შაბლონებიდან აირჩიოს სასურველი;
    • მიუთითოს სასურველი თანხა და გადარიცხოს.

    თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტი გუნდის და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. პანდემიის დაწყების დღიდან, ბანკმა მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად არაერთი მომსახურება დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა. სერვისების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით თიბისის გუნდი მუდმივად მუშაობს და მომხმარებელს  არაერთ სიახლეს შესთავაზებს.

  • ბაია დვალიშვილი და ნესტან-ნენე კვინიკაძე – აქ.ახლა, მსახიობი ხელოვანების გარემოდან

    თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება.

    22 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ ბაია დვალიშვილის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით. ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება. მისი მოდერატორი მწერალი – ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

    სესიის ფარგლებში, მსახიობი პროფესიის არჩევის განმაპირობებელ ფაქტორებზე და თეატრში განვლილ გზაზე მოყვება – სახელოვნებო გარემოცვაზე, რომელშიც გაიზარდა და ადამიანებზე, რომლებიც იმ დროის რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის თეატრებს ქმნიდნენ.

    ბაია დვალიშვილი მეცნიერ და ლიტერატურათმცოდნე პავლე ინგოროყვასთან გადაკვეთას გაიხსენებს, რომელთანაც მსახიობის მამას, იმდროინდელი კულტურის მინისტრის პირველ მოადგილეს – აკაკი დვალიშვილს ხანმოკლე, მაგრამ ძალიან ნაყოფიერი პერიოდი აკავშირებდა.

    მსახიობი მაყურებელს კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვთან მუშაობისა და „აშუღ-ყარიბის“ გადაღების დეტალებსაც გაუზიარებს. ასევე, ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპებზე – საბჭოთა კავშირის დაშლასა და დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ნაბიჯებზე, გარდამტეხ თარიღზე – 9 აპრილზე ისაუბრებს.

  • თიბისი მომხმარებელს დისტანციური სერვისების გამოყენებას ურჩევს

    თიბისი მომხმარებლებს ურჩევს, ფილიალებში მისვლის ნაცვლად,  სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, დისტანციურად  შეასრულონ საბანკო ოპერაციები.

    თიბისის ტრანზაქციების 95% ციფრული არხების გამოყენებით ხორციელდება. შესაბამისად, ბანკს აქვს რესურსი, მომხმარებელს ონლაინ არხების საშუალებით მოემსახუროს.

    დისტანციური არხების – მობაილ და ინტერნეტბანკის დახმარებით შესაძლებელია შემდეგი სერვისების მიღება :

    • თანხის გადარიცხვა პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომრით;
    • კომუნალური გადასახადების გადახდა ან დაჯგუფება და ერთიანად გადახდა სახლიდან გაუსვლელად;
    • საბანკო ბარათის შეკვეთა ან განახლება და ნაღდი ფულის გამოყენების გარეშე ანგარიშსწორება;
    • ციფრული ბარათის მომენტალური აქტივაცია და გამოყენება;
    • უცხოურ ვალუტაში თანხის კონვერტირება საუკეთესო კურსით;
    • ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა, ბარათის პინ-კოდის აღდგენა;
    • ბანკომატიდან თანხის განაღდება ბარათის და ბანკომატთან შეხების გარეშე, QR კოდის დასკანირებით;
    • საპატრულო და პარკინგის ჯარიმების გადახდა;
    • სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა.

    მომხმარებლების და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვა თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, არსებული გამოწვევის ფონზე,  მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად ბანკმა არაერთი მომსახურება დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა. სერვისების გაციფრულების მიმართულებით გუნდი აქტიურად მუშაობს და  მომხმარებელს  მუდმივად შესთავაზებს სიახლეებს.

  • პრემია „საბას“ ჟიურიმ ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ 2020 წლის ფინალისტები დაასახელა

    ლიტერატურული კონკურსი "საბას" ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“
    ფინალისტები დაასახელა. 91 საკონკურსო წიგნიდან 12 ფინალისტი გამოვლინდა.
    ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003
    წელს დააფუძნა. წელს „საბას“ კონკურსი მეთვრამეტედ ტარდება.

    2020 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს.
    ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის
    განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული,
    ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.ლიტერატურული პრემია „საბას“ 2020 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“

    ფინალისტები

    1. დოდო ყვავილაშვილი, მარიო ვარგას ლიოსას „ბოლო ჟამის ომი“ (სულაკაურის
    გამომცემლობა)2. ელზა ახვლედიანი, ემა ვიგოდსკაიას „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე
    სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“ (არტანუჯი)
    3. ხათუნა ცხადაძე, მელანია მაცუკოს „ვიტა“ (სულაკაურის გამომცემლობა)
    4. ზაზა ჭილაძე, უილიამ ფოლკნერის „დაუმარცხებლები“ (არტანუჯი)
    5. თამარ ლომიძე, აირის მერდოკის „შავი პრინცი“ (დიოგენე)
    6. თამარ კოტრიკაძე, ჩარლზ დიკენსის „დიდი იმედები“ (წიგნები ბათუმში)
    7. თამარ ჯაფარიძე, ჯუნოუ დიაზის „ოსკარ უაოს ხანმოკლე და უჩვეულო ცხოვრება“
    (პალიტრა L)
    8. მანანა ღარიბაშვილი, პუბლიუს ვერგილიუს მარონის „ბუკოლიკური პოეზია
    (ეკლოგები)“ (არტანუჯი)
    9. თაკო ჭილაძე, თომას ვულფის „შინ ვეღარასოდეს დაბრუნდები“ (არტანუჯი)
    10. რუსუდან ღვინეფაძე, ჰერმან ბროხის „ვერგილიუსის სიკვდილი“ (ალეფი)
    11. გურამი ღონღაძე, ჯეიმს ბალარდის „ცათამბჯენი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
    12. თინა ღარიბაშვილი, მიშელ ტურნიეს „მეტეორები“ (ალეფი)

  • პანდემიის მიუხედავად ჩინეთის ეკონომიკა იზრდება

    ნელა, მაგრამ სტაბილურად ჩინეთი პანდემიით გამოწვეულ დანაკარგებს ინაზღაურებს. ჩინეთის ნაციონალური სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა იანვრიდან სექტემბრამდე 0.7%–ით გაიზარდა.

    ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ მესამე კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.9% შეადგინა.

    ბიუროს პრესმდივანი, ლიუ აიჰუა აცხადებს, რომ ჩინეთის შიდა ეკონომიკის აღდგენის და მოთხოვნის გაზრდის პარალელურად იზრდება იმპორტიც. მისი თქმით, ეს ზრდა დადებითია არა მხოლოდ საკუთარი ზრდის სტიმულირების თვალსაზრისით, არამედ მთლიანად მსოფლიო ეკონომიკისთვისაც.

    ჩინეთის ეკონომიკის აღდგენა ძირითადად საცალო გაყიდვების, მრეწველობის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდის ხარჯზე ხდება. თუმცა, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთ სექტორში მაჩვენებლები კრზისამდელ პერიოდს ბევრად ჩამორჩება. გარდა ამისა, შეიძლება ჩინეთის ეკონომიკაზე აშშ–ს და ევროკავშირის მიერ შემოღებული შეზღუდვებიც აისახოს.

    თუმცა, არ არის გამორიცხული სწორედ ჩინეთი აღმოჩნდეს მსოფლიოში ერთადერთი ეკონომიკა, რომელიც წელს ზრდას აჩვენებს.

  • თიბისიმ პირველი სტრარტაპ საწარმო დააფინანსა

    თიბისიმ ახალი პროდუქტის სტარტაპ საწარმოს დაფინანსების ფარგლებში
    პირველი საწარმო დააფინანსა. სტარტაპი „ბიზნესის და წარმატების აკადემია
    SDS“ საბურავების გადასაკრავ საწარმოს გააკეთებს, სადაც შესაძლებელი იქნება
    მეორადი საბურავების განახლება. საწარმო შეიძენს მეორად საბურავებს,
    რომელთა გადამუშავების შედეგად საბურავზე მოხდება პროტექტორების
    გადაკვრა და განახლება.

    „ბიზნესის და წარმატების აკადემია SDS“-ის საწარმოს დაფინანსება 270 000 ლარის
    ოდენობით სახელმწიფო საგარანტიო სქემის ფარგლებში „აწარმოე
    საქართველოსთან“ პარტნიორობით მოხდა.

    პროგრამა „სტარტაპერმა“ დამწყები ბიზნესების მხარდაჭერად და ქვეყანაში
    საწარმოების შექმნის წასახალისებლად, ახალი ფინანსური პროდუქტი – სტარტაპ
    საწარმო სესხი ახლახანს შექმნა.

    შეთავაზების ფარგლებში შესაძლებელია 1 000 000 ₾-მდე მოცულობის სესხს
    მიღება. სტარტაპ საწარმო სესხით შესაძლებელია როგორც მიწის, შენობის,
    საბრუნავი საშუალებების დანადგარების და ინვენტარის შეძენა, გარემონტება,
    ისე საწარმოსთან დაკავშირებული ხარჯების და ე.წ. „ფრენჩაიზინგის“
    გადასახადების დაფარვა.

    ახალი ფინანსური პროდუქტით სარგებლობისთვის, ბიზნესის წარმომადგენელმა
    თიბისის ვებ-გვერდზე ონლაინ განაცხადი უნდა შეავსოს და 20%-იანი
    თანამონაწილეობა და ბიზნესგეგმა წარადგინოს. განაცხადის დაფიქსირება ასევე
    შესაძლებელია ფილიალში ან ქოლ-ცენტში. სესხით სარგებლობა შესაძლებელია
    პროგრამა "სახელმწიფო საგარანტიო მექანიზმის ფარგლებში“, რაც სახელმწიფოს
    მხრიდან სესხის თანხის 90%-ის უზრუნველყოფას გულისხმობს.

    სტარტაპ საწარმო სესხის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-
    გვედრზე: startuperi.ge

  • ჭადრაკის ფედერაციისა და თიბისის თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე ინიციატივა განხორციელდა

    17 ოქტომბერს 58 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ნონა გაფრინდაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1962 წლის 17 ოქტომბერს 21 წლის ქართველმა მოჭადრაკემ, მოსკოვში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი – ელიზავეტა ბიკოვა დაამარცხა და სათავე დაუდო ქალთა ჭადრაკში ქართველების ჩემპიონობის 29-წლიან ეპოქას.

    თიბისის, როგორც სპორტის ამ სახეობის მხარდამჭერისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მეგობრის ინიციატივით, ციფრულმა მედია პლატფორმა – Movement-მა, საქართველოში ჭადრაკის განვითარებისა და მნიშვნელოვანი თარიღების შესახებ, საგანმანათლებლო ვიდეო მოამზადა. ვიდეოს მიზანი ახალ თაობაში ჭადრაკის პოპულარიზაციაა.

    თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, თიბისის სტიპენდიატების სიას 7 ახალგაზრდა მოჭადრაკე შეუერთდა, რომელიც სრულწლოვანობამდე ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.

    თიბისის სტიპენდიატები კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია. სხვადასხვა ორგანიზაცია, თიბისის ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენაში ეხმარება, რომელთაც განვითარებისთვის ფინანსური ხელშეწყობა სჭირდებათ.

    თიბისის მისია – ადამიანების ცხოვრების გამარტივება, კიდევ ერთი პრიორიტეტი კი ციფრული არხების განვითარებაა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მხარდაჭერის ფარგლებში, თიბისის ინიციატივით, ფედერაციის ვებ-გვერდი სრულად განახლდება.

    საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა. სპორტის ამ სახეობის ისტორია, არაერთ მნიშვნელოვან ფაქტსა და სახელს აერთიანებს. ძველ ქართულ ნაწერებში,  ჭადრაკი უკვე XI საუკუნეში მოიხსენიება. გიორგი მთაწმინდელმა თარგმანში სიტყვა კამათელი ჭადრაკით შეცვალა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს თამაში ქართველებისთვის ოდითგანვე კარგად ნაცნობი იყო. ჭადრაკზე ცნობები შუა საუკუნეების ქართულ მწერლობაშიც გვხვდება. საჭადრაკო ცხოვრებამ ორგანიზებული სახე 1877 წლიდან მიიღო, როდესაც თბილისში პირველი ოფიციალური საჭადრაკო წრე შეიქმნა.

    საბჭოთა პერიოდში, 1980-82 წლებში, ქართველი ქალების (ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი) გუნდმა, ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა.

    ასევე აღსანიშნავია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოპოვებული გამარჯვებები:

    1992 წელს ქალთა ნაკრებმა (მაია ჩიბურდანიძე, ნონა გაფრინდაშვილი, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, კაპიტანი – ნანა ალექსანდრია) მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და პირველად ქართული სპორტის ისტორიაში, დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნი გაჟღერდა.  შემდგომში „ოქროს ნაკრებად“ წოდებულმა გუნდმა, კიდევ ორჯერ მოიპოვა ვერა მენჩიკის სახელობის თასი.

    2003 წელს ზურაბ აზმაიფარაშვილი – ევროპის ჩემპიონი, 2008 წელს კი საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა. 2011 წელს  ბაადურ ჯობავამ სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 2015 წელს საქართველოს ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 2017 წელს ნანა ძაგნიძემ  ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატზე და ამავე წლის ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

    2017 წელს თბილისმა – ჭადრაკის მსოფლიო თასს, 2018 წელს კი ბათუმმა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის 185 ქვეყნის 4000 სტუმარს უმასპინძლა.

    საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისთვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და მემკვიდრეობა.

  • სასტუმრო „შერატონში“ ტონინო ლამბორგინის ბრენდის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა

    სასტუმრო „შერატონში“ იტალიური ბრენდის – ტონინო ლამბორგინის (Tonino Lamborghini)  ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა. წარმომადგენლობის პარტნიორია თიბისი.

    ტონინო ლამბორგინი იტალიური წარმომავლობის საერთაშორისო ბრენდია, რომლის პორტფოლიო სხვადასხვა ქვეყანაში ისეთ პროდუქტებს აერთიანებს, როგორებიცაა: ყავა, ჩაი, შოკოლადი, ენერგეტიკული და ალკოჰოლური სასმელები, ასევე ტანსაცმლისა და აქსესუარების კონცეპტუალური მაღაზიები, რესტორნები, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები და სხვა.

     

    ბრენდის პრემიუმ კლასის პირველი კაფე-კიოსკი თბილისში უკვე ფუნქციონირებს. ტონინო ლამბორგინის პრემიუმ კლასის იტალიური ყავა საქართველოში 50-მდე ობიექტშია წარმოდგენილი, მათ შორის სასტუმროებში – „შერატონი“, „ამბასადორი“, „სევსამორა“, ასევე სხვადასხვა რესტორნისა და საკვები ობიექტის ქსელებში.

    ეტაპობრივად დაგეგმილია საქართველოში უახლოეს მომავალში Tonino Lamborghin-ის დამატებით პრემიუმ კლასის 5 კიოსკის, რესტორნის, ტანსაცმლისა და აქსესუარების კონცეპტუალური მაღაზიის გახსნა.

    ბრენდის ხშირი მომხმარებლებისთვის Tonino Lamborghin Club Member ბარათიც შეიქმნა, რომლითაც ბრენდის ნებისმიერ პროდუქციაზე სპეციალური პირობები მოქმედებს.

  • “მაგთიკომი“ განცხადებას ავრცელებს

    კომპანია მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიას განცხადებით პასუხობს. საქმე ეხება საქართველოში “მობილური ვირტუალური ოპერატორის“ სავალდებულო დაშვების შემოღებას, რასაც საკომუნიკაციო კომპანიები გაუმართლებლად თვლიან.  მაგთიკომის პოზიციას კომუნიკაციების კომისიამ 16 ოქტომბერს უპასუხა .

    კომისიამ განცხადებაში თქვა, რომ “კომპანია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებულმ ინფორმაცია, თითქოს მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება ქვეყნისთვის ნეგატიურ შედეგს გამოიღებს, სიმართლეს არ შეესაბამება, კომისიამ კი მობილური კომუნიკაციების ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების დაშვების გადაწყვეტილება ბაზრის ლიბერალიზაციისა და გაჯანსაღების მიზნით მიიღო. “

    საპასუხოდ მაგთიკომი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია:

    “მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება ქვეყნისთვის ნეგატიურ შედეგს გამოიღებს – ეს დასკვნა გაკეთებულია სათანადო კვლევა/ანალიზის საფუძველზე მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიიდან ექვსის მიერ, საიდანაც ორი მათგანი „დიდი ოთხეულის”  წევრია. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ხსენებული ავტორიტეტული კომპანიების საექსპერტო მოსაზრებები/დასკვნები სიმართლეს არ შეესაბამება და ისინი მაგთიკომის მოთხოვნის შესაბამისად მხოლოდ „შესაძლო ნეგატიურ ასპექტებს“ ასახავს, სულ მცირე, არაეთიკური განცხადებაა როგორც მაგთიკომთან, ასევე თავად ამ კომპანიებთან მიმართებაში. შესაბამისად, კომისიას მოვუწოდებთ იყოს თანმიმდევრული და მიზანმიმართულად ნუ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

    გაუმართლებელია კომისიის მხრიდან საკითხის შემდეგნაირად პოზიციონირება –  თუ  საექსპერტო დასკვნა/მოსაზრება მომზადებულია კომისიის დაკვეთით, მაშინ დასკვნები/მოსაზრებები ფაქტებად და სიმართლედ განიხილება, ხოლო თუ საექსპერტო დასკვნა/მოსაზრება მაგთიკომის დაკვეთით მომზადდა, მაშინ ის სავარაუდოა და სიმართლეს არ შეესაბამება. მიგვაჩნია, რომ ასეთი მიდგომა, პირველ რიგში, სამომავლოდ თავად კომისიისათვის აღმოჩნდება დამაზიანებელი.

    კომუნიკაციების კომისია ცდილობს უსაფუძვლო მოლოდინები გაუჩინოს როგორც მომხმარებლებს, ასევე იმ კომპანიებს, რომლებიც თეორიულად შეიძლება დაინტერესებული იყვნენ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორობით. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ვირტუალური ოპერატორი შეიძლება არსებობდეს სხვა ქვეყანაში ან ამ რეგულაციამ დროის გარკვეულ მონაკვეთში მოახდინა გარკვეული პოზიტიური გავლენა რომელიმე ქვეყანაში, არის ამ საკითხის მიმართ არასწორი და არაკვალიფიციური მიდგომა. დღემდე კომუნიკაციების კომისიას არ გააჩნია არცერთი საექსპერტო დასკვნა, რომ საქართველოში ეს რეგულაცია იქნება წარმატებული ან მოიტანს რაიმე დადებით შედეგს. სწორედ ამ გარემოებამ აიძულა მაგთიკომი, მოეწვია მსოფლიოში საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ათეულიდან ექვსი და მათ შეეფასებინათ  მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების გავლენა საქართველოს მობილური სატელეკომუნიკაციო დარგისათვის, რაც ბუნებრივია, მაგთიკომმა გაუზიარა კომუნიკაციების კომისიას, რათა მის მიერ მომხდარიყო ისეთი შეცდომების პრევენცია, რაც უარყოფით გავლენას მოახდენდა საქართველოში სატელეკომუნიკაციო დარგის სამომავლო განვითარებაზე.

    ვიმედოვნებთ, რომ კომისია შეძლებს ტენდენციური გავლენებისგან გათავისუფლებას, უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს საექსპერტო დასკვნების სათანადო ანალიზს და ქვეყანაში გამწვავებული პანდემიის პირობებში, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას მისი რესურსი უსაგნოდ არ დაიხარჯება არასწორი ფაქტების ტირაჟირებით.“– ნათქვამია განცხადებაში.

     

  • მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტი გამოფენას – „მარჯანიშვილის უბანი“ მასპინძლობს

    თიბისი კონცეპტი მარჯანიშვილის 7-ში, თბილისის არქიტექტურის მე-2 ბიენალეს ფარგლებში, გამოფენას – „მარჯანიშვილის უბანი” მასპინძლობს.

    პროექტი – „მარჯანიშვილის უბანი” თბილისის არქიტექტურის მე-2 ბიენალესთვის შეიქმნა და არქივების სახით ამ უბნის ისტორიებს აერთიანებს. მათ შორისაა: 1980-1990-იან წლებში უბნის რეკონსტრუქციის არქიტექტურული არქივი; 2000-იანი წლების თიბისის სათაო ოფისის შენობის სარესტავრაციო მასალები; ასევე, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული გალაკტიონის დღიურების ჩანაწერები, რომლებსაც გამოფენაზე ფართო საზოგადოება ორიგინალის სახით იხილავს. აღსანიშნავია, რომ გალაკტიონ ტაბიძე ერთ დროს, სწორედ მარჯანიშვილის (ყოფილი ჟორესის) ქუჩაზე, №4 სახლში, მეორე სართულზე ცხოვრობდა.

    პროექტის ფარგლებში თემატურ ჯგუფებადაა გამოფენილი: ორსაუკუნოვანი ურბანული პროცესების შედეგად ჩამოყალიბებული თიბისის შენობა, მარჯანიშვილის თეატრი, „წიგნის პალატა”, ე.წ. „მწვანე შენობა”, ასევე 1980-იან წლებში მარჯანიშვილის ქუჩის რეკონსტრუქციის პროექტი, როგორც საბჭოთა მოდერნიზმის „იდეალისტური პროექტების” ერთ-ერთი მაგალითი, რომელიც ჩანაფიქრის მიხედვით ვერ განხორციელდა.

    გამოფენის კურატორია ხელოვანი და სცენოგრაფი – ირინა ქურთიშვილი, რომელიც გერმანიასა და საქართველოში მოღვაწეობს. მისი ავტორობით  არაერთი მულტიდისციპლინარული გამოფენა განხორციელდა თბილისში, ფრანკფურტში, ბერლინსა და ვენაში.

    თიბისი კონცეპტის სივრცე, გამოფენას 2021 წლის 13 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს.

    თბილისის მე-2 არქიტექტურული ბიენალე, სახელწოდებით – “რა გვაქვს საერთო?”, 17 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით  ჩატარდება. ბიენალეს თემატიკა მიმიდნარე პანდემიასა და ახალ რეალობას უკავშირდება – რამდენი რამ გვაქვს საერთო და  როგორ გააერთიანა მთელი სამყარო ერთმა კონკრეტულმა პრობლემამ. თბილისში არსებულ ურბანულ და არიტექტურულ პრობლემებზე  პროფესიონალები, საერთოობის იდეის გარშემო, ციფრულ ფორმატში იმსჯელებენ.

    გამოფენის პარალელურად, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში, ჩატარდება:

    1. მარჯანიშვილისტერიტორიაზე დღის და ღამის ტურები:
    2. კურატორ ირინა ქურთიშვილის ლექციატერიტორიის შესახებ ისტორიულ, არქიტექტურულ და სოციოლოგიურ ჭრილში;
    3. პარალელურიგამოფენა, სადაც დამთვალიერებელი ტერიტორიაზე განლაგებული საცხოვრებელი კვარტალის ისტორიას გაეცნობა. გამოფენა 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მარჯანიშვილის 2 ნომერში გაიხსნება.