Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • თიბისი აკადემია რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღებას იწყებს

    თიბისიმ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რისკების მართვის მიმართულებით აკადემია დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა.

     

    თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სწავლა თიბისის მიერ სრულადაა დაფინანსებული. პროგრამას სპეციალურად მოწვეული, სფეროს  პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან და სტუდენტებს ანალიტიკური და ტექნიკური უნარების  და ცოდნის შეძენაში დაეხმარებიან.

     

    აკადემიაში პირველი ნაკადისთვის სწავლა 2021 წლის 18 იანვარს, დისტანციურ რეჟიმში დაიწყება და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო, დაინტერესებულმა პირებმა ონლან აპლიკაცია 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ. საუკეთესო აპლიკანტების შერჩევა კი ტესტირების და გასაუბრების ეტაპების გავლის შემდეგ მოხდება.

     

    პროგრამა ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მოიცავს და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებენ.

     

    თიბისი აკამდემიის რისკების მართვის მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcitacademy.ge/risk-academy

  • მსოფლიოს წამყვანმა გამოცემამ – Global Finance თიბისი 4 მიმართულებით საუკეთესოდ აღიარა

    თიბისიმ, მსოფლიოს ავტორიტეტული გამოცემის – Global Finance-ის 21-ე დაჯილდოებაზე, რამდენიმე ჯილდო მოიპოვა.

    თიბისი მსოფლიოში 2020 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა კორპორატიული ციფრული ბანკების კატეგორიაში – სოციალური მედიის, მარკეტინგული კომუნიკაციებისა და სერვისებისთვის. ასევე, კომპანიამ ფიზიკური პირებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ტიტული მოიპოვა. აღნიშნულ კატეგორიაში თიბისიმ რეგიონალური ჯილდოც აიღო, როგორც საუკეთესო კორპორაციულმა ციფრულმა ბანკმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

    საერთაშორისო აღიარება თიბისიმ  ციფრული კომუნიკაციების ძლიერი სტრატეგიისთვის, ციფრული არხებისა და სერვისების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისთვის, წარმატებული ციფრული ინიციატივებისთვის, ასევე ციფრული არხების დიზაინისა და პრაქტიკულობისთვის მიიღო.

    “წელს, გლობალურმა პანდემიამ ციფრულ საბანკო მომსახურებაზე გადასვლა დააჩქარა, თუმცა წინდახედულ ბანკებს უკვე არჩეული ჰქონდათ აღნიშნული გზა. ციფრული ბანკების კატეგორიაში ის ფინანსური ინსტიტუტები დავაჯილდოვეთ, რომლებიც წარმატებით ინტეგრირდნენ თანამედროვე მომხმარებლებისა და სამყაროს საჭიროებებთან“, – ჯოზეფ დ. გიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.

    ავტორიტეტული გამოცემის თანახმად, თიბისი საუკეთესო ბიზნეს და კორპორატიულ ციფრულ ბანკად დასახელდა ცენტრალურ ევროპაში. თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკმა 2020 წელს არაერთი პროდუქტული და სერვისული სიახლე დანერგა, ასევე ისეთი ხელსაწყოები, რაც ბიზნესს საქმიანობას უმარტივებს და თანხვედრაშია თიბისის მისიასთან – გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება.

    თიბისიმ ქვეყნის მასშტაბითაც მოიპოვა 2 ჯილდო.

    საერთაშორისო გამოცემამ თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. აღიარება თიბისიმ ზედიზედ უკვე მეორედ მიიღო, პერსონალურ საბანკო მომსახურებაში წამყვანი პოზიციის და მომხმარებლებისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებისთვის.

    წელს თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურება ტრანსფორმაციის შემდეგ საფეხურზე გადავიდა და გამოწერის ინოვაციური მოდელი დანერგა. ახალი კონცეფცია მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და სურვილებზე უფრო მეტადაა მორგებული და მათ შესაძლებლობას აძლევს, მათთვის სასურველი და ხშირად გამოყენებადი მომსახურებებისა და პროდუქტების ნაკრები გამოიწერონ.

    თიბისი საქართველოში ვალუტის გაცვლითი სერვისების საუკეთესო პროვაიდერადაც დასახელდა. საერთაშორისო აღიარება თიბისი  ვალუტის გაცვლითი ტრანზაქციების მოცულობის, ბაზრის წილის, გლობალური დაფარვის არეალის, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული გამორჩეული მომსახურების, კონკურენტული ფასებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით მიღწეული წარმატებისთვის მოიპოვა.

    „მოხარული ვართ, რომ თიბისიმ, რამდენიმე მიმართულებით მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდოები ციფრული კომუნიკაციების, პერსონალური საბანკო მომსახურების, ბიზნესებისთვის შექმნილი ინტერნეტბანკისა და ვალუტის გაცვლითი სერვისების მიმართულებებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მისიის შესაბამისობას თანამედროვე მომხმარებელთან – გავუმარტივოთ მათ ცხოვრება და ასევე ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ შრომას – მომხმარებლებს მათზე მორგებული, საუკეთესო  სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. აღნიშნული ჯილდოები ასევე იმის მტკიცებულებაა, რომ თიბისი წარმატებით ასრულებს გაციფრულებისა და დისტანციური არხების განვითარების სტრატეგიას. არსებულმა რეალობამ აღნიშნული პროცესი უბრალოდ დააჩქარა. თიბისი სრულიად მზად აღმოჩნდა ახალი გამოწვევების წინაშე და ოპერაციების კუთხით შეფერხება არ გვქონია. თიბისი, როგორც ერთგული ფინანსური პარტნიორი, მხარს უჭერს თითოეულ პარტნიორ კომპანიას, ბიზნესსა თუ ცალკეულ მომხმარებელს სწორედ იმ სერვისებით, რომლებმაც ეს მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვა“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

    საერთაშორისო ფინანსური ჟურნალი Global Finance 1987 წელს დაარსდა და ის 50,000-ზე მეტი ტირაჟით გამოიცემა მსოფლიოს 188 ქვეყანაში. გამოცემა უკვე 20 წელზე მეტია სხვადასხვა ნომინაციაში მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს ასახელებს. წლების განმავლობაში, თიბისის Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

  • შეთავაზება თიბისის და VISA-სგან „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ გრძელდება

    იმ კომპანიებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არა აქვთ საკუთარი ონლაინ მაღაზია,
    თიბისი და VISA განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობენ, რაც ბიზნესს
    განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლაში დაეხმარება.

    თიბისის და თიბისი და VISA-ს მხარდაჭერით კომპანიებს შეუძლიათ შექმნან
    საკუთარი, სრულად გამართული ონლაინ მაღაზია, რომლის საშუალებითაც
    პროდუქციის გაყიდვასა და მომხმარებლისთვის მიწოდებას მთელი საქართველოს
    მასშტაბით განახორციელებენ.

    შეთავაზება მოიცავს პლატფორმას, რომლის საშუალებითაც ბიზნესებს
    შეუძლიათ მოკლე დროში მარტივად შექმნან ონლაინ მაღაზია, უფასოდ მიიღონ
    ფოტოგრაფის მომსახურება, რომელიც დაასურათებს ვებგვერდზე
    განსათავსებელ პროდუქციას, ვებგვერდში ჩააშენონ თიბისის ონლაინ გადახდის
    სისტემა, სფეისის ციფრული განვადება და მიტანის სერვისი.

    პროექტი მიზნად ისახავს, დაეხმაროს ბიზნესებს ციფრულ ტრანსფორმაციასა და
    შექმნილ გამოწვევებთან გამკლავებაში. ონლაინ მაღაზიების შექმნით ისინი
    შეძლებენ გაყიდვების ახალი არხის ათვისებას, რაც დისტანციურად
    დააკავშირებთ მათ მომხმარებლებთან.

    პროექტის პირველ ეტაპზე, რომელიც 2020 წლის გაზაფხულზე განხორციელდა,
    შეთავაზებით 100-მდე ქართულმა კომპანიამ უკვე ისარგებლა.

    200 ბიზნესს ონლაინ მაღაზიის შექმნას თიბისი და VISA სრულად
    დაუფინანსებენ. აგრეთვე ბიზნესები  6 თვით თავისუფლდებიან ვებ-გვერდის
    ყოველთვიური მომსახურების გადასახადისგან, აგრეთვე, ისინი თიბისის E-
    commerce-ით 2 თვით საკომისიოს გარეშე ისარგებლებენ.

  • USAID-ის და თიბისის კოლაბორაცია აგროსექტორის მხარდასაჭერად

    USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და თიბისი აგროსექტორში ჩართულ
    მეწარმეებს ერთობლივ დაფინანსებას სთავაზობენ. პროგრამა, რომელიც რამდენიმე
    კომპოტენტიანტია USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხრიდან მოიცავს შემდეგ
    კომპონენტებს: საგრანტო დაფინანსებას და ტექნიკურ დახმარებას, ხოლო თიბისის
    მხრიდან – პროექტის თანამონაწილებისთვის საჭირო თანხების დაფინანსებას. გრანტის
    მოპოვება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ასევე, სასოფლო-
    სამეურნეო კოოპერატივებს.

    „USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა ხელს უწყობს საქართველოს მდგრად
    ეკონომიკურ განვითარებას და აძლიერებს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომ შეიქმნას
    დამატებითი სამუშაო ადგილები და გაიზარდოს შემოსავლები სოფლად. პროგრამის
    ფარგლებში შემუშავებული ინიციატივები სრულად შეესაბამება საქართველოს
    მთავრობის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიას. პროგრამა
    მხარს უჭერს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს და გავლენას ახდენს არა მხოლოდ
    ცალკეულ ფერმერებზე და მეწარმეებზე, არამედ მთლიანად სექტორის განვითარებაზე,“ –
    ამბობს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ხელმძღვანელი ლუიზა
    ნამიჩეიშვილი.
    პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები, რომლებიც მოიცავენ შემდეგი
    კულტურების მოსავლის შენახვის და გადამუშავების პროცესს: კენკროვანი
    კულტურები, მწვანილი, კურკოვანი ხილი, თესლოვანი ხილი, მალფუჭებადი
    ბოსტნეული, მანდარინი, სუფრის ყურძენი და კაკლოვანი კულტურები (გარდა
    თხილისა). საგრანტო თანხების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საწარმოო
    დანადგარების და ინვენტარის შესაძენად.

    USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის ტექნიკური დახმარება კი, მოიცავს შემდეგ
    მიმართულებებს: თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიები, სურსათის
    უვნებლობის და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და
    სერტიფიცირებაში ხელშეწყობა, ბიო და ორგანული სტანდარტის დანერგვა, მარკეტინგი,
    ბრენდირება, ბაზარზე წვდომა და ბიზნეს-კავშირების ხელშეწყობა. გარდა ამისა, USAID-
    ის და თიბისის თანამშრომლობის ფარგლებში ფერმერებისთვის ხელმისაწვდომია
    არასაფინანსო სერვისები, რაც კონსულტირებაში კვალიფიციურ დახმარებას მოიცავს.
    პროექტის ფარგლებში, თიბისი აგროსექტორში დასაქმებულ ადამიანებს რამდენიმე
    მიზნობრიობით დააფინანსებს: ძირითადი საბრუნავი საშუალებების შეძენის
    შემთხვევაში შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, გადამამუშავებელი საწარმოების
    შემთხვევაში სახელმწიფო პროექტის საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში და
    თიბისი ბანკის ინოვაციური პროდუქტის სტარტაპ აგრო სესხის ფარგლებში
    გრძელვადიანი საშეღავათო პერიოდით, მხოლოდ საპროგნოზო შემოსავლების
    გათვალისწინებით.

    გარდა ამისა, ფერმერებს შეუძლიათ თიბისისგან თანამონაწილებისთვის საჭირო თანხა
    მიიღონ საწარმოსთვის საჭირო მიწის ფართობის, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო
    საშუალებების, საჭირო საბრუნავი საშუალებების, მათ შორის ნედლეულის,
    ტექნოლოგიური ხაზების, მანქანა-დანადგარების შეძენისთვის და მონტაჟისთვის.
    „ჩვენი და USAID-ის კოლაბორაცია აგროსექტორში დასაქმებული ადამიანების
    მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ჩვენ მათ ვთავაზობთ რესურსებზე ხელმისაწვდომობას,
    რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ სექტორის განვითარებისთვის. გარდა ამისა, ჩვენი
    კვალიფიციური სპეციალისტების მეშვეობით ჩვენ მათ დავეხმარებით სწორი
    გადაწყვეტილებების მიღებაში და ბიზნესის განვითარების გზების დასახვაში,“ – ამბობს
    თიბისის სერვის ექსპერტი აგრო და საოჯახო მეურნეობებში შოთა გონგლაძე.

  • თიბისიმ „ქართული ღვინის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

    თიბისიმ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებულ „ქართული ღვინის ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა.

    „ქართული ღვინის ფორუმი“ მესამედ, ამჯერად ონლაინ ფორმატში ჩატარდა და ის ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორიისა და ღვინის დაყენების უნიკალურ კულტურას მიეძღვნა.

    ვებინარზე ქართული ღვინის ისტორიის, გენეტიკისა და ტრადიციების პარალელურად, მონაწილეებმა საქართველოს მეღვინეობის ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, დარგის წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მისი პოტენციალი და პერსპექტივები განიხილეს, ასევე, ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგია ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო პანდემიამდე და პანდემიის პირობებში.

    ვებინარში ქართველ და უცხოელ წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა – ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

    ვებინარის ფარგლებში თიბისი კაპიტალმა ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა წარადგინა, რომლის თანახმადაც, პანდემიის პირობებში, ევროკავშირიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან და ჩილედან ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირება შეინიშნება. ამ ფონზე ქართული ღვინის ექსპორტი მეტ მდგრადობას ინარჩუნებს. აღსანიშნავია რომ, 2020 წლის რთველის მოსავალმა, 2019 წლის შედეგს 279 705 ტონა ყურძნით გადააჭარბა.

    „ქართული ღვინის ფორუმი“ ამერიკა საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინიციატივით იმართება. პირველ ფორუმს, 2018 წელს, ვაშინგტონმა, ხოლო გასულ წელს, ბოსტონმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე უმასპინძლა.

    წელს ფორუმის ჩატარება აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ დევისში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟული მეღვინეობის უნივერსიტეტის ბაზაზე – რობერტ მონდავის ცენტრში იგეგმებოდა. თუმცა, პანდემიის გამო, მისი ჩატარება ონლაინ ფორმატში გადაწყდა.

    ფორუმი, ტრადიციულად, მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ მკვლევარების მიერ ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევების გაცნობა-განხილვა მიმდინარეობს.

    ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ბოლო 5 წელია ექსპორტი სტაბილურად მზარდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა, პანდემიის პირობებშიც სხვადასხვა ფორმატში, მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა. შედეგად, მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 804 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

  • მაგთიკომის მიმართვა კომუნიკაციების კომისიას

    ქართულ ბაზარზე ვირტუალური მობილური ოპერატორის სავალდებულო შემოსვლასთან დაკავშირებით კომპანია მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიის სახელზე მიმართვას აქვეყნებს:

    “მაგთიკომმა საზოგადოებას და კომუნიკაციების კომისიას წარუდგინა მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიიდან ექვსის, კერძოდ: Deloitte-ის, KPMG-ის, BDO-ს, RSM-ის, Nexia-ს და Grant Thornton-ის პასუხი, კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე, რითაც, კიდევ ერთხელ, ნათლად დადასტურდა კომუნიკაციების კომისიის პოზიციის არამართებულობა. იგივე საკითხს ეხება კანადის სატელეკომუნიკაციო დარგისათვის საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის “დიდი ოთხეულის” წევრის PWC-ის მომზადებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი – https://mobilesyrup.com/2020/07/15/mandated-mvno-access-unhealthy-canadian-telecom-industry-pwc/, რომელიც ასევე ნეგატიურად აფასებს ვირტუალური ოპერატორის (MVNO-ს) სავალდებულო დაშვების რეგულირების შემოღებას.

    კომუნიკაციების კომისია არასწორად განმარტავს ევროკავშირის რეგულირების პრაქტიკას მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებთან (MVNO) მიმართებაში და მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კომისიის არაერთი მსგავსი არაპროფესიონალური გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აზიანებს მთლიანად სატელეკომუნიკაციო დარგს და მის შემდგომ განვითარებას, რაც პირდაპირ ნეგატიურ გავლენას მოახდენს სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და  სრულად ჩამოშლის საქართველოს მობილური მომსახურების ბაზარს.

    კომუნიკაციების კომისიამ რისკების შეფასების გარეშე მიიღო ნაჩქარევი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება (2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156) მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების შესახებ, რა დროსაც მას არ ჩაუტარებია კანონით განსაზღვრული აუცილებელი კვლევა. კომუნიკაციების კომისია უგულვებელყოფს ITU-ის (საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის) მიერ აღიარებულ და დადასტურებულ კიბერუსაფრთხოების რისკებს და მისგან გამომდინარე შედეგებს. ეს კი, ქვეყნის გეოპოლიტიკური და საგარეო რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს კიბერუსაფრთხოებას, თავდაცვითუნარიანობას. დომინოს პრინციპით შეიძლება ჩამოიშალოს სამთავრობო, თავდაცვითი, საბანკო სისტემა, ფინანსური ინსტიტუტები, ბიზნესი, ყველაფერი ის, რასაც სახელმწიფო ჰქვია.

    მიუხედავად იმისა, რომ მაგთიკომმა არაერთხელ გააფრთხილა კომუნიკაციების კომისია არსებული რისკების შესახებ და ეს რისკები დადასტურებულ იქნა მსოფლიოში ექვსი საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ სათანადო კვლევა/ანალიზის/დასკვნის

    საფუძველზე, კომისიის მხრიდან დაუსაბუთებლად განხორციელდა მათი უარყოფა. ამ ფაქტების და კვლევების ფონზე, ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვები, თუ რა საჭიროა კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მსგავსი მავნებლური გადაწყვეტილების ამოქმედება, განსაკუთრებით, იმ

    პერიოდში, როდესაც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც სრულიად გაურკვეველი მდგომარეობაა, როგორც პანდემიის და მისი შედეგების, ასევე საქართველოში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მხრივ. ამასთან, საქართველოში თითოეულ მობილურ აბონენტზე საშუალო შემოსავალი დაახლოებით 2.5 აშშ დოლარია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში,  ხოლო საქართველოში მობილური ქსელის ხარისხი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. შესაბამისად, გაუგებარია აღნიშნული გადაწყვეტილება რა მიზანს ემსახურება? იმას, რომ მომავალში ვერ განვვითარდეთ? თუ სხვამ დაგვიმონოს? თუ დაანგრიოს ქვეყნის უსაფრთხოება, ეკონომიკა და ა.შ…? ან ჩნდება გონივრული ეჭვი, ყოველივე ეს ვინმეს პირად ინტერესს ხომ არ უკავშირდება?

    კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, ისევე როგორც კომისიის ყველა წევრს, მოვუწოდებთ კარგად გაიაზრონ საკუთარი პერსონალური პასუხისმგებლობა ქვეყნის და კანონის წინაშე, ასევე საკუთარი ქმედებების ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს მათ უკანონო და გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს, რაც აისახება ქვეყნის კიბერუსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის შესუსტებაში, ქვეყანაში ინვესტიციების შეწყვეტასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შეჩერებაში. ყოველივე ამან ქვეყნის და მისი ეკონომიკის დარგების სრული პარალიზება შეიძლება გამოიწვიოს. იმ შემთხვევაში, თუ კომისია არ გააუქმებს თავის გადაწყვეტილებას (2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156) მაგთიკომი, როგორც კანონმორჩილი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია უზრუნველყოფს ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას, რომ კომუნიკაციების კომისიის წევრების უკანონო და დაუდევარი/უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების შედეგად კანონის წინაშე არსებული პასუხისმგებლობა მთელი სიმკაცრით იქნას რეალიზებული და დამდგარი ზიანი სრულად ანაზღაურდეს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით.“–ნათქვამია მიმართვაში.

  • კომპანია მაგთიკომი განცხადებას ავრცელებს

    კომპანია მაგთიკომი კომუნიკაციების კომისიის მიერ ე.წ. ვირტუალური მობილური ოპერატორების ქსელში სავალდებულო დაშვების წესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

    მაგთიკომის განცხადება:

    “კომუნიკაციების კომისიამ სრული იგნორირება გაუკეთა მაგთიკომის მიერ წარდგენილ მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიებიდან ექვსის (აქედან ორი “დიდი ოთხეულის” ე.წ. „Big 4“-ის წევრია) მიერ მომზადებულ დასკვნას საქართველოში ვირტუალური მობილური ოპერატორების (MVNO) სავალდებულო წესით დაშვების რეგულირებასთან დაკავშირებით, კერძოდ, მათი ექსპერტების აუდიტორულ კვლევას/ანალიზს/დასკვნას, რომ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვება საქართველოსთვის ნეგატიურ შედეგებს გამოიღებს.

    მაგთიკომი ვარაუდობდა, რომ კომისია სათანადოდ შეისწავლიდა ხსენებულ დოკუმენტებს და განახორციელებდა ისეთ ქმედებებს,  რაც რისკის ქვეშ არ დააყენებდა სახელმწიფო უსაფრთხოებას და ზიანის მომტანი არ იქნებოდა როგორც ქვეყნის, ასევე მობილური სატელეკომუნიკაციო დარგის შემდგომი განვითარებისათვის.

    ვინაიდან, კომისიამ საჯარო სივრცეში გადაიტანა ამ თემის განხილვა, ისიც არაეთიკური და არაკვალიფიციური განცხადებების ტირაჟირებით, იძულებული ვართ საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია. ამჯერად, (Deloitte-ის; BDO-ს; Kalba International, Inc.-ის; და KPMG-ის პასუხების შემდეგ) წარმოგიდგენთ აუდიტორული კომპანია RSM-ის პასუხს კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე, რომელიც, კიდევ ერთხელ, ნათლად და ცალსახად ადასტურებს კომუნიკაციების კომისიის პოზიციის არამართებულობას.

    RSM-ის  პასუხი კომისიას:

    2020 წლის ოქტომბერში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ („კომისია“) გამოსცა დოკუმენტი სახელწოდებით „შპს „მაგთიკომის“ საკონსულტაციო კომპანიების მიერ მომზადებულ “პოლიტიკის ანგარიშზე” და ექსპერტის დასკვნაზე“ („კომისიის დოკუმენტი“). წინამდებარე დოკუმენტი არის „კომისიის დოკუმენტზე“ ჩვენი პასუხი.

    „კომისიის დოკუმენტი“ არის პასუხი კომისიის 2019 წლის 31 დეკემბრის № გ-20-9/156 გადაწყვეტილების ექსპერტიზის მიზნით შპს „მაგთიკომის“ მიერ დაქირავებული ექვსი წამყვანი აუდიტორული/საკონსულტაციო კომპანიის მიერ მომზადებულ დასკვნაზე. ჩვენ ამ ექვსი საკონსულტაციო კომპანიიდან ერთ-ერთი ვიყავით.

    ჩვენი პროფესიონალური შეფასებით, კომისიის დოკუმენტში მოცემული მონაცემების, არგუმენტებისა და დასკვნების ნაწილის სიზუსტე საეჭვოა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ „კომისიის დოკუმენტი“ შესაძლოა სადაოდ იყოს მიჩნეული სათანადო ფაქტების შერჩევის, აგრეთვე სწორი, სამართლიანი და ობიექტური დასკვნების გაკეთების თვალსაზრისით.

    „კომისიის დოკუმენტში“ უგულებელყოფილია ჩვენს დასკვნაში შეტანილი ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, მაგალითად, აბონენტთა გადინების კოეფიციენტები, სხვა ქსელზე გადასვლის ბარიერები, და  მობილური ქსელის ოპერატორის გაკოტრების ან/და მობილური ქსელის ოპერატორების შერწყმის რისკი.

    გარდა ამისა, ჩანს, რომ „კომისიის დოკუმენტში“ MVNO ოპერატორების დაშვების შესახებ დასკვნა გაკეთებულია საქართველოს მობილური ბაზრის სპეციფიკისა და გარემოებების, მაგალითად, საქართველოში მობილური მომსახურების მიმდინარე ფასების, მხედველობაში მიღების გარეშე. “ – ნათქვამია მაგთიკომის განცხადებაში.

  • „ზოოსითი“ – შინაურ ცხოველებზე ზრუნვის სტანდარტი

    „ზოოსითი“ ზოომაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელია საქრთველოში, რომლის
    კვალიფიციური ექიმები და კონსულტანტები დეტალურ ინფორმაციას
    მოგაწვდიან თქვენი ძაღლების, კატების, თუთიყუშების, თევზების თუ
    ზაზუნების კვების რაციონის, ჯანმრთელობის, ჰიგიენისა თუ მათთვის
    კომფორტული სივრცის მოწყობის შესახებ. ერთგული ფინანსური პარტნიორის –
    თიბისის მხარდაჭერით, ქსელი მაღაზიებთან ერთად, ვეტკლინიკასაც
    აერთიანებს.

    „2003 წელს გავხსენით პირველი მაღზია, რომელიც მხოლოდ აკვარიუმისტიკით
    შემოიფარგლებოდა. 2005 წლიდან დავამატეთ სხვა შინაური ცხოველების
    საკვები და აქსესუარები. 2018 წლამდე ჩვენს ქსელს „ბუნება“ ერქვა.
    რებრენდინგის შემდეგ კი „ზოოსითი“ გავხდით. დღეს „ზოოსითი“
    სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელსაც აქვს, ვეტერინალური კლინიკა,
    კინოლოგთა კლუბი და 34 ზოომაღაზია, აქედან 3 – ბათუმში, 1 – რუსთავში,
    დანარჩენი – თბილისში. Royal Canin ჩვენი წამყვანი ბრენდია, რომელის
    ექსკლუზიური შემომტანები ვართ საქართველოში 2005 წლიდან.
    გარდა Royal Canin-ისა ,,ზოოსითი“ გთავაზობთ საუკეთესო ხარისხის საკვებს,
    აქსესუარებს, სამკურნალო პრეპარატებს, მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებს,
    ისეთი მსოფლიო ბრენდების, როგორებიცაა : Taste of The Wild, Gheda, Trixie,
    Bayer…
    ჩვენ ვყიდით მხოლოდ ჩვენ მიერ ექსკლუზიურად შემოტანილ პროდუქციას, რაც
    საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ თითოეული ბრენდის
    ფალსიფიცირების საშიშროება. პროდუქცია გათვლილია ყველანაირ სეგმენტზე:
    გვაქვს როგორც ეკონომ კლასის ნაწარმი, ასევე სუპერ პრემიუმ ხაზიც. ჩვენი
    მთავარი ნიშა კი ხარისხია. კომპანიის ხარისხში იგულისხმება არა მხოლოდ მზა
    პროდუქტი, არამედ თავად მაღზიის მოწყობა და პროფესიონალი გუნდიც.“ –
    „ზოოსითის“ კომერციული დირექტორი, ანა მედულაშვილი.

    მთავარი კრიტერიუმი, რითაც „ზოოსითი“ თანამშრომლებს არჩევს, რა თქმა უნდა,
    ცხოველების სიყვარულია. გუნდში მოხვედრისთანავე, კონსულტანტები
    კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს და პრაქტიკას გადიან, რასაც
    ექსპერტები და „ზოოსითის“ უკვე გამოცდილი თანამშრომლები
    ხელმძღვანელობენ.

    თიბისის ხელშეწყობით, „ზოოსითის“ აქამდე არსებული 5 მცირე კლინიკა, 2020
    წლიდან ერთ დიდ სივრცეში გაერთიანდა და უახლესი ტექნოლიგიით აღიჭურვა.

    ულტრაბგერითი კვლევა, ციფრული რენტგენოგრაფია, სისხლის
    ლაბორატორიული კვლევა, დიაგნოსტიკა, თერაპია, ქირურგია, სტომატოლოგია,
    ვაქცინაცია, დიეტოლოგია, ჩიპირება, ზოოფსიქოლოგიის კონსულტაცია,
    გრუმინგი, კინოლოგიური კლუბი ის მიმართულებები და მომსახურებაა,
    რომელსაც „ზოოსითის“ ვეტერინარული კლინიკა და მისი პროფესიონალი გუნდი
    შინაურ ცხოველებს სთავაზობს.

    თიბისის ხელშეწყობით, ბოლო ერთი წლის მანძილზე „ზოოსითიმ“ 7 მაღაზიის
    გახსნა უკვე მოასწრო. ახალ წლამდე არსებულ ფილიალებს კიდევ 2 მაღაზიაც
    დაემატება.

    როგორც კომერციული დირექტორი ამბობს, „ზოოსითი“ უკვე ზრუნავს იმისთვის,
    რომ მომავალში მომხმარებელს კიდევ უფრო განვითარებული და დახვეწილი
    ვეტკლინიკა შესთავაზოს, დიდი სამკურნალო სივრცითა და
    ევროსტანდარტებთან მიახლოებული სერვისით, რათა კიდევ უფრო მეტ
    ადამიანს გაუჩნდეს შინაური ცხოველის აყვანისა და მოვლის სურვილი.

  • თიბისი ბიზნესებს შეღავათიან კონვერტაციას სთავაზობს

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერისთვის იურიდიულ პირებს ახალ შესაძლებლობას
    სთავაზობს. მათ უკვე შეუძლიათ 100 000 ლარამდე თანხა დააკონვერტირონ
    ბიზნეს ინტერნეტ ბანკში, თიბისის მიერ ბლუმბერგში დადგენილი დოლარის და
    ევროს სავალუტო გაცვლითი კურსებით.

    აქამდე მომხმარებელს ფილიალში მისვლა და სასურველი კურსის შეთანხმება
    ოპერატორის დახმარებით უწევდა ან ინტერნეტ ბანკში შეტყობინებას აგზავნიდა
    და პასუხს ელოდებოდა, თუ რა კურსს შესთავაზებდა მას ბანკი. თუმცა დღეიდან
    ეს პროცესი გაცილებით გამარტივდა.

    ახლა სასურველი კურსით კონვერტაციას მომხმარებლები სულ რამდენიმე
    წუთში, დამოუკიდებლად შეძლებენ. მათ არ მოუწევთ კონვერტაციისთვის
    ფილიალში მისვლა ან ლოდინი ინტერნეტ ბანკში სასურველი კურსის
    მისაღებად, რადგან ყველა იურიდიულ პირს ბიზნეს ინეტრნეტ ბანკში
    ჩაუშენდება თიბისის ბანკის ბლუმბერგის გაცვლითი კურსების საკურსო
    ბადეები, რითაც მნიშვნელოვნად გამარტივდება კონვერტაციის პროცესი და
    მომხმარებლებს არ მოუწევთ ბანკის გარეთ თანხის დაკონვერტირებაზე ფიქრი.
    სამომავლოდ, აღნიშნული სერვისით სარგებლობა მობაილ აპშიც იქნება
    შესაძლებელი.

  • თიბისი კაპიტალმა განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

    თიბისი კაპიტალმა მეხუთედ უმასპინძლა ონლაინ კონფერენციას ეკონომიკასა და  ბიზნესსექტორებზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და  მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2020-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით.

    კვლევის თანახმად, საქართველოში ეკონომიკის აღდგენა, ტურიზიმსა და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების გარდა, მოსალოდნელზე სწრაფია. მიუხედავად არატურისტული ეკონომიკის დაგეგმილზე სავარაუდოდ უფრო მეტი ფისკალური სტიმულისა, ეპიდემიოლოგიური ვითარება და რეგიონული კონფლიქტი, ზრდის პროგნოზზე ნეგატიურად მოქმედებს.

    საბაზო სცენარის მიხედვით, 2021 წლის მეორე ნახევრამდე რეფინანსირების განაკვეთის შემცირება არ არის მოსალოდნელი. ასევე, საგარეო დაფინანსების არსებული გეგმის პირობებში, სავალუტო ინტერვენციების გასაგრძელებლად რესურსი საკმარისია, თუმცა ევრობონდის დაფარვის გეგმა გარკვეულ რისკებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.

    ლარის ეფექტური კურსის არსებულ დონეზე შენარჩუნების პირობებში ინფლაცია მომდევნო თვეებში სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს დარჩება.

    აქტიური ტურისტული სეზონის დასრულებისა და ვირუსის ახალი შემთხვევების მატების ფონზე, ქვეყნებში სასტუმროების საშუალო დატვირთულობის დონე შემცირებულია. მსხვილი სასტუმროების გამოკითხვიდან ჩანს, რომ ოქტომბრის დატვირთულობამ საშუალოდ 14% შეადგინა, რაც სექტემბრის მონაცემებთან შედარებით, ნაკლებია. არსებული ჯავშნების მიხედვით, ოქტომბერში ყველა კატეგორიის ოთახის დღიური ფასი წლიურად 33%-ითაა შემცირებული. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, 2021 წელს ოთახის შემოსავლის 60%-ით კლებაა მოსალოდნელი 2019 წელთან შედარებით. რაც შეეხება ტურისტული შემოდინებების აღდგენას, პროგნოზი კვლავ გაუარესებულია და ეტაპობრივი აღდგენა 2021 წლის მეორე ნახევრიდანაა ნავარაუდევი.

    თიბისი კაპიტალი თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების 2020 წლის გაყიდვების ჯამურ კლებას ელოდება. კვლევის თანახმად, მოთხოვნა ახალ ბინებზე ძველ ბინებთან შედარებით მეტი იქნება. 2021 წელს აღდგენის პროცესი გაგრძელდება, 2022 წელს კი მოსალოდნელია გაყიდვებმა 2019 წლის ნიშნულს გადააჭარბოს. კვლევაში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას, ამ დინამიკის გაუმჯობესება შეუძლია.

    თიბისი კაპიტალი ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების კლებასაც ელოდება – ახალ ბინებში 30%-ით, ძველ ბინებში კი – 25%-ით. გაყიდვებთან ერთად, მოსალოდნელია ბინების ფასის კლებაც. ბათუმში ბინებზე მოთხოვნის დაბრუნება ტურიზმის აღდგენასთანაა დაკავშირებული. 2019 წლის გაყიდვების ნიშნულთან დაბრუნება და გადაჭარბება 2022 წელსაა მოსალოდნელი.

    კვლევაში აღნიშნულია, რომ თებერვალ-მარტის პერიოდთან შედარებით, ხელფასის მიმღებთა პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება გართობის, პროფესიული მომსახურებისა და HORECA სექტორებში შეინიშნება, თუმცა რაოდენობრივად ყველაზე მეტად ვაჭრობის სექტორია შემცირებული.

    შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, სექტემბერში ხელფასი წლიურად 2%-ით ნაკლებმა დაქირავებით დასაქმებულმა მიიღო. კლება მეტწილად დაბალანაზღაურებადი სეგმენტის (<1200 ლარი) შემცირებითაა განპირობებული. მაშინ, როდესაც სხვა საშემოსავლო კატეგორიებში დასაქმებულთა რაოდენობა თებერვალთან შედარებით ზრდის დინამიკას აჩვენებს.

    თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი ანალიზი ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: Tbccapital.ge