Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკს კომუნალურ გადასახადებში საქველმოქმედო პლატფორმა – „ჩართე“ დაემატა

    აქ, ახლა თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის დახმარებით, მომხმარებლებს საშუალება აქვთ საქველმოქმედო პლატფორმაზე – „ჩართე“, ნებისმიერი თანხა გადარიცხონ და ამ გზით ხელი შეუწყონ სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების ინტერნეტითა და პერსონალური კომპიუტერით უზურნველყოფას.

    აღნიშნული თანამშრომლობა თიბისის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის კომპანიისათვის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა, განათლების ხელშეწყობა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარება.

    არსებული მონაცემების თანახმად, დღეს საქართველოში 78,000-მდე სოციალურად დაუცველ მოსწავლეს (აქედან დაახლოებით 20 000 უფროსკლასელს) არ აქვს წვდომა ინტერნეტზე. მათი 95% ინტერნეტის დაფარვის ზონაში ცხოვრობს, თუმცა, ფინანსური პრობლემების გამო, ვერ ახერხებს ინტერნეტის საფასურის გადახდას.

    საქველმოქმედო პლატფორმა – „ჩართე“ (charte.ge) ინდივიდებსა და კორპორაციებს საშუალებას აძლევს სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს, ყოველთვიურად თუნდაც 1 ლარად, ინტერნეტი და ლეპტოპები დაუფინანსონ.

    თიბისის მისიაა ადამიანებს გაუმარტივოს ცხოვრება. სწორედ ამიტომ, მოსწავლეებისთვის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვა კომპანიამ ინტერნეტ და მობაილბანკის დახმარებით, კიდევ უფრო მარტივი გახადა.

    „ჩართეს“ პლატფორმაზე თანხის გადასარიცხად, მომხმარებელმა თიბისის ინტერნეტ და მობაილბანკის კომუნალური გადახდების კატეგორიაში, ქველმოქმედების ქვეკატეგორიიდან უნდა აირჩიოს – „ჩართე“, შეიყვანოს საკუთარი ელექტრონული ფოსტის მისამართი და გადარიცხოს სასურველი თანხა.

    ინტერნეტისა და ლეპტოპის სრულფასოვნად გამოყენებისა და ონლაინ საგანმანათლებლო რესურსების ათვისების მიზნით, მოსწავლეები „ჩართეს“ ფარგლებში იღებენ:

    • ლეპტოპს;
    • ინტერნეტს სკოლაში სწავლის პერიოდში და სკოლის დასრულებიდან ერთი წლის განმავლობაში;
    • წვდომას უფასო და ფასიან ქართულენოვან სასწავლო პლატფორმებსა და რესურსებზე: „ლინგვინგი“ (უცხო ენების სწავლა), „საბა“ (ელექტრონული ბიბლიოთეკა), „ლუპი“ (მათემატიკა), „ნებულა“ (გამოცდებისთვის მომზადება), „მურწყუ“ (გამოცდებისთვის მომზადება, „ხანის აკადემია“ (სასკოლო საგნები), code.org-ი (პროგრამირება) და ა.შ.
    • ტრენინგებს მედიაწიგნიერების, ფინანსური და ონლაინ განათლების მიმართულებებით;
    • გუნდის მუდმივ ტექნიკურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და მენტორობას.

    აღნიშნული პროექტი, თიბისისა და „ჩართეს“ რიგით მეორე თანამშრომლობაა. პანდემიის პერიოდში, პროგრამის –  #თიბისიშენთვის ფარგლებში, „ჩართესთან“ პარტნიორობით და თიბისელების ჩართულობით, საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ 100 უფროსკლასელს ლეპტოპები დაურიგდათ. პროგრამისთვის დამამთავრებელი კლასების სოციალურად დაუცველი მოსწავლეები შეირჩნენ, რომელთა ოჯახებიც პერსონალურ კომპიუტერს არ ფლობდნენ და არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტ რესურსებზე, რის გამოც მათი სასწავლო პროცესი შეფერხებული იყო. პროექტის ფარგლებში, სასწავლო წლის დასრულების ბოლომდე ბენეფიციარების ინტერნეტის ყოველთვიური გადასახადიც დაიფარა.

    Charte.ge-ს მეშვეობითა და 1900-ზე მეტი ადამიანის შემოწირულობის დახმარებით, ინტერნეტზე წვდომა უკვე 900-ზე მეტ მოსწავლეს აქვს. ბენეფიციართა უმრავლესობა დევნილთა დასახლებებსა და კონფლიქტისპირა სოფლებში ცხოვრობს.

  • „ნიკოლი“ მომხმარებელს ტანსაცმლის ახალ კოლექციას სთავაზობს

    ბავშვის ტანსაცმლის ადგილობრივი წარმოება კომპანიამ “ნიკოლი” 2017 წლიდან
    დაიწყო. „ნიკოლი“ ერთიდან ათ წლამდე ბავშვებისთვის წელიწადში რამდენიმე
    კოლექციას ქმნის, რომლის ნახვა და შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი და
    ბრენდის მაღაზიებშიც.

    კომპანიამ პანდემიის პერიოდში თიბისის მხარდაჭერით ისარგებლა და
    თურქეთიდან ტანსაცმლის დასამზადებლად საჭირო ქსოვილების იმპორტი
    განახორციელა.

    „თიბისის ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ამ რთულ პერიოდში
    ქსოვილის შემოტანა საქართველოში და ახალი კოლექცია შევთავაზეთ ჩვენს
    მომხმარებლებს,“ – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი ნიკა
    ნიკოლაიშვილი.

    „ნიკოლი“ თიბისის პროგრამა სტარტაპერის ბენეფიციარია, დაარსებიდან დღემდე
    კომპანიის საწარმოსა და მაღაზიებში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი 21-მდე
    გაიზარდა. „ნიკოლის“ პროდუქციის შეძენა თბილისსა და ბათუმში, თბილისი
    მოლში, ისთ ფოინთში და ბათუმის მოლში მდებარე ბრენდის საკუთარ
    მაღაზიებში შეიძლება.

  • კინო მუზეუმში – “უარყოფითი რიცხვები”

    13-18 ოქტომბერს, 21:00 საათზე, თიბისისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით, სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ეზოში, უტა ბერიას სადებიუტო ფილმის – „უარყოფითი რიცხვების“ ჩვენებები ჩატარდება.

    ფილმის მსოფლიო პრემიერა საფრანგეთში, არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. საქართველოში ფართო აუდიტორიამ ის თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე 2019 წელს იხილა. ფესტივალზე ”უარყოფით რიცხვებს“  ორი ჯილდო ერგო: ჟიურის სპეციალური აღნიშვნა და ევროკავშირის წარმომადგენლობის პრიზი – „ადამიანთა უფლებები კინოში“.

    ”უარყოფითი რიცხვები“ რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმია. სიუჟეტი არასრულწლოვან ვაჟთა დაწესეულებაში ვითარდება, სადაც რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გაჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირ ნიკას, მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის არჩევანის გაკეთება უწევს.

    ჩვენებებს, რეგულაციების სრული დაცვით, ყოველდღიურად მხოლოდ 150 ადამიანი დაესწრება.

    ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ: tkt.ge

  • აქ. ახლა, გამოიწერე ნაკრები

    თიბისი სრულიად ახალ, გამოწერის ბიზნესმოდელზე გადავიდა და მომხმარებელს შესაძლებლობა მისცა, ყოველდღიურ საჭიროებებზე მორგებული, საბანკო სერვისების და პროდუქტების სამი ტიპის ნაკრებიდან, მისთვის სასურველი აირჩიოს.

    გამოწერის ბიზნესმოდელის დანერგვასთან ერთად, თიბისიმ განახლებული დიზაინის, ვერტიკალური ვიზა გოლდ ბარათები გამოუშვა, რომლებსაც მომხმარებელი საკუთარი სურვილის მიხედვით  შეარჩევს.

    გთავაზობთ ინფორმაციას მომხმარებლების მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებზე:

     

    • რა არის გამოწერის ბიზნესმოდელი?

    გამოწერის ბიზნესმოდელი საბანკო სერვისების და პროდუქტების ერთობლიობაა, რომელიც მორგებულია მომხმარებლის ყოველდღიურ საჭიროებებზე.

     

    • რას მოიცავს ნაკრები?

    თითოეული ნაკრები მოიცავს პირველადი, ხშირად მოხმარებადი და განმეორებადი ტიპის საჭიროებებს.

     

    • რამდენი  ნაკრები არსებობს?

    არსებობს 3 ტიპის ნაკრები:

    o   2₾

    o   5₾

    o   10₾

    • რა განსხვავებაა ამ  3 ნაკრებს შორის?

    o   ყოველთვიური / ყოველწლიური საკომისიო

    o   პროდუქტები

    o   საბანკო სერვისების ტარიფები

    • რამდენი ბარათით შეუძლია მომხმარებელს ერთდროულად სარგებლობა?

    თითოეული ნაკრები  ერთ ვიზა გოლდ ბარათს მოიცავს, რომელსაც მომხმარებელი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩევს. ნაკრების გამოწერისას,  მომხმარებელი მეორე ბარათს საჩუქრად მიიღებს.

    • რამდენი ფერისაა განახლებული ბარათები?

    ვერტიკალური ფორმის, მინიმალისტური დიზაინის ბარათები 6 ფერისაა. ბარათების მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა.

    სასურველი ნაკრების გამოწერა ვებ-გვერდზე – www.tbccard.ge ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობითაა შესაძლებელი.  ბარათების მიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა.

  • აქ.ახლა – თიბისი კონცეპტის სივრცე მარჯანიშვილის 7-ში

    აქ, ახლა მარჯანიშვილის 7-ში, თიბისი კონცეპტის სივრცე მზად არის  მომხმარებლებისა და სტუმრების მასპინძლობისათვის.

    მულტიფუნქციური სივრცე თიბისის განახლებული, პერსონალური საბანკო მომსახურების კონცეფციის ნაწილია და ის მომხმარებელს სრულიად ახლებურ და განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს. აქ მოსული სტუმრებისთვის ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურება და ყველა ის დამატებითი სარგებელი, რომელიც მათ საჭიროებებზე, საქმიანობასა და ინტერესებზეა მორგებული.

    სივრცე შენობის 4 სართულზე, 2400 კვ.მ.-ზეა გადანაწილებული და 11 ქვესივრცედ იყოფა. ესენია: საგამოფენო და საპრეზენტაციო დარბაზები, ბიბლიოთეკა, კაფე, საერთო-სამუშაო სივრცეები, თვითმომსახურებისა და პერსონალური საბანკო მომსახურების ზონები. პროექტზე მუშაობა თიბისიმ ორი წლის წინ დაიწყო. იდეა და ჩანაფიქრი ბრიტანულ რითეილ დიზაინ სააგენტო – Sheridan & Co-სთან ერთად განხორციელდა.

    მარჯანიშვილის 7 შემოქმედებით-შემეცნებითი ცენტრი და საუკეთესო გარემოა ერთმანეთთან შესახვედრად და იდეების გასაზიარებლად. თიბისი კონცეპტი მუდმივად უმასპინძლებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, გამოფენებსა და შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან – ადამიანებთან, რომელთა გამოცდილებაც, აქ მოსული ვიზიტორებისთვის, შესაძლოა, პროფესიული წინსვლისა და ახალი აღმოჩენების ბიძგი გახდეს.

    1912 წელს აშენებული ისტორიული შენობა, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალი არქიტექტურული ღირებულების მქონე ნაგებობაა, რომელსაც საუკუნოვანი არსებობის მანძილზე არაერთი დანიშნულება ჰქონდა. კავკასიის ოფიცერთა ეკონომიკური ასოციაციის ოფისის შემდეგ, 1934 წელს თბილისის ცენტრალურ უნივერმაღად გადაკეთდა. 2003 წელს კი, თიბისის ინიციატივით, შენობას თავდაპირველი იერის შენარჩუნების მიზნით, სრულყოფილი რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და ბანკის სათაო ოფისად იქცა.

    თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის თანამედროვეობაში ინტეგრირებაა. ქალაქის ცენტრალური, ისტორიული შენობა ათწლეულების განმავლობაში ადამიანების შეხვედრებისა და თანამშრომლობის გამორჩეული, ცენტრალური ადგილი იყო. სწორედ ამ შთაგონებით, ისტორიული მემკვიდრეობა აქ, ახლა ახალი კონცეფციით გაცოცხლდა.

    თიბისი კონცეპტის სივრცე დღეიდან ყველასთვის ღიაა, მისი მომხმარებლები კი სპეციალური პირობებით ისარგებლებენ.

  • ორი ამბავი კორონაკრიზისზე: საქმე უკეთ არის, ვიდრე ეგონათ, თუმცა უარესად, ვიდრე იმედოვნებდნენ

    კორონავირუსმა მსოფლიო ეკონომიკას უდიდესი დარტყმა მიაყენა, თუმცა დაავადება არც ისეთი მძიმე აღმოჩნდა, როგორც პანდემიის პიკზე ეგონათ – აცხადებენ ეკონომისტები და მასობრივად იწყებენ პროგნოზების გაუმჯობესებას. თუმცა გვაფრთხილებენ, რომ სიხარული ნაადრევია, რადგან ცუდი ამბავიც გვაქვს: ადამიანების გამოჯანმრთელება ისე სწრაფად არ ხდება, როგორც ადრე იმედოვნებდნენ.

    ასე რომ, ასი წლის წინანდელი დიდი დეპრესიის შემდეგ ყველაზე ღრმა კრიზისიდან გამოსვლა ჭიანურდება.  პრობლემა შესაძლოა ქრონიკულად იქცეს და უფრო დიდ უბედურებად მოგვევლინოს, ვიდრე მკვეთრი, ღრმა ვარდნა და სწრაფი აღდგენაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2020 წლის გაუმჯობესეებული პროგნოზის გამოქვეყნებამდე გაგვაფრთხილა, რომ მის მოგვარებას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს და “ღრმა შრამები“ დატოვოს.

    მილიონობით ადამიანი დიდი ხნით დარჩება უმუშევრად, ახალგაზრდობა სრულყოფილ განათლებას ვერ მიიღებს და კარიერის დაწყების შესაძლებლობას დაკარგავს. მთელი რიგი სფეროები გაკოტრდება, მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული გაიზრდება, სახელმწიფო ვალები კი პირველად მიაღწევს მსოფლიოს ყველა ქვეყნის წლიური მშპ–ს 100%–ს – ამბობს სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტალინა გეორგიევა. მისი განცხადებით სავალუტო ფონდმა ივნისში 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის სერიოზული ვარდნა იწინასწარმეტყველა, თუმცა დღეისათვის სურათი არც ისე საშინელია და ფონდმა პროგნოზი ცოტა გააუმჯობესა.

    საერთაშორისო სავალუტო ფონდი ერთადერთი არ არის, ვინც ეს გააკეთა: ბოლო კვირების განმავლობაში მშპს,ს ანუ მოხმარების, წარმოების, ინვესტიციების და ვაჭრობის საერთო მოცულობის ვარდნის შეფასება რამდენიმე ქვეყანამ შეცვალა, შვეიცარიიდან და ტაილანდიდან დაწყებული, პორტუგალიით და საბერძნეთით დამთავრებული.

    Ifo–ს ინსტიტუტმა კი, რომელიც ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის – გემანიის ტემპერატურას ზომავს, აღიარა, რომ ზაფხულში ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე უფრო სწრაფი აღმოჩნდა და ამიტომაც 2020 წლის ჯამური ვარდნა 5.2%–ზე მეტი არ იქნება. არადა წინა პროგნოზით გერმანიაში მინუს 6.7%–ს ვარაუდობდნენ.

    წარსულში მძიმე პროგნოზების ავტორ ეკონომისტებს დღეს ბევრი ნიშნის მოგებით უყურებს, თუმცა მძიმე სცენარების ავტორები ამბობენ, რომ სწორედ მათი პროგნოზების წყალობით დაიჯერეს ხელისუფლებებმა მოსალოდნელი კატასტროფის რეალურობა და შესაბამისი ზომები მიიღეს.

    საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დღევანდელი სიტუაცია სწორედ მსოფლიო ეკონომიკის უპრეცედენტო ანტიკრიზისული მხარდაჭერის შედეგია. ხელისუფლებებმა ბიუჯეტებიდან ჯამში დაახლოებით 12 ტრილიონი დოლარი გამოყვეს მოსახლეობის და ბიზნესის მხარდასაჭერად. ცენტრალურმა ბანკებმა კი დაკრედიტების არნახული მოცულობა უზრუნველყვეს, რის გამოც მილიონობით კომპანიამ გადარჩენა შეძლო.

    ფული მთავრდება, კრიზისი კი ჯერ არა

    გაზაფხულზე რამდენიმე კვირიან კარანტინში აღმოჩნდა მსოფლიო კონომიკის 85%, რომლის წლიური მოცულობა 80 ტრილიონ დოლარს აღემატება. ზაფხულში საქმიანმა აქტივობამ გამოცოცხლება დაიწყო და ეკონომიკის აღდგენა მოსალოდნელზე უფრო სწრაფად მოხდა სწორედ იმის წყალობით, რომ დასავლეთის მდიდარმა ქვეყნებმა კოლოსალური თანხები დახარჯეს კარანტინის დროს ჩაკეტილი ეკონომიკის მხარდასაჭერად, აზიურმა ქვეყნებმა კი სწრაფად ალაგმეს ეპიდემია და თითქმის ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

    თუმცა, შემოდგომისთვის პროცესი შენელდა, ვირუსი კი შეტევაზე გადავიდა. მასობრივ გადაადგილებებზე და თავშეყრებზე შეზღუდვები კვლავ ძალაშია. ადამიანები აღარც შვებულებებში დადიან, აღარც საქმეებზე, აუქმებენ ქორწილებს, არ დადიან ფეხბურთზე. შედეგად მთელი რიგი სფეროები – ავიაცია, სასტუმროები, რესტორნები, გასართობი ინდუსტრია მსოფლიო ეკონომიკას მძიმე გირებივით კიდია და მას კოვიდამდელ მდგომარეობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევს.

    სამგზავრო ავიაგადაიზვების მოცულობა  მაგალითად კვლავ შარშანდელზე 75%–ით ნაკლებია.

    ახლო მომავალში მასობრივი ვაქცინაციის იმედის  არქონისა და ახალი შეზღუდვების ფონზე ეკონომისტებმა სამომავლო პროგნოზების გადახედვა დაიწყეს. ახლა უკვე უარყოფითი მიმართულებით.

    მაგალითად, Ifo–მ გერმანიის მშპს ზრდის პროგნოზი 6.4–დან 5.1 %–მდე შეამცირა 2021 წლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ წარმოებაზე და არა მომსახურების სფეროზე ორიენტირებული კონტინენტის უმსხვილესი ეკონომიკა სხვებზე უკეთ გაუმკლავდა არა მხოლოდ პანდემიას, არამედ მის ეკონომიკურ შედეგებს. გარდა ამისა, მას დაბალანსებული ბიუჯეტის და მცირე ვალების ხარჯზე ყველაზე მეტი რეზერვები აქვს, რამაც ხელისუფლებას საშუალება მისცა მოსახლეობისა და ბიზნესისთვის ანტიკრიზისული დახმარება გაეწია.

    თუმცა ყველას ასე როდი გაუმართლა. სწორედ ამის გამო იზრდება პესიმიზმი უახლოესი წლის მანძილზე ეკონომიკის აღდგენასთან დაკავშირებით.

    ეკონომისტები ეჭვობენ, რომ მდიდარი ქვეყნებსაც აღარ ეყოფათ ფინანსური და პოლიტიკური კაპიტალი იმისათვის, რომ ეკონომიკა კიდევ მრავალი თვის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვაზე ყავდეთ.

    ასეთი ნიშნები სახეზეა: დიდმა ბრიტანეთმა სამუშაო ადგილების შესანარჩუნებელი სუბსიდიები და ბიზნესისთვის შეღავათიანი კრედიტები შეზღუდა. აშშ–ს ხელისუფლებამ, რომელიც მსოფლიოში უმსხვილესი ეკონომიკაა, პირველი ანტიკრიზისული 4 ტრილიონ დოლარიანი პაკეტი უკვე დახარჯა, მეორე ანტიკრიზისული პაკეტი 3 მილიარდი დოლარის მოცულობით კი პოლიტიკურ დავებში გაიჭედა. ისევე, როგორც მისი ევროპული ანალოგი – 750 მილიარდ ევროიანი ახალი მარშალის გეგმა, რომლის დამტკიცება ევროკავშირის აღმოსავლელი წევრების – უნგეთის და პოლონეთის დემოკრატიების ბედზე დავაში გადაიზარდა.

    შესაძლებლობა ყველა ქვეყანას განსხვავებული აქვს. განვითარებული ქვეყნები მზად არიან დახარჯონ იმდენი, რამდენიც საჭიროა. ღარიბი ქვეყნები ხარჯავენ იმდენს, რამდენიც გამოსდით.

    სიღარიბესთან ბრძოლაში სიღატაკე იმარჯვებს

    საშუალო შეძლების ქვეყნები კვლავ მდიდრებზე მეტად ზარალდებიან. ამას საერთაშორისო კრედიტორების დასკვნები ადასტურებს.

    მაგალითად, დასავლეთ ევროპაში კრიზისი პირადად მოსახლეობის დაახლოებით 40%–ს შეეხო, მეზობელ ქვეყნებში კი თითქმის 75%–ს. ეს მონაცემები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ეკუთვნის.

    მათ აგვისტოში დაახლოებით 40 ათასი ადამიანი გამოკითხეს ევროპის ექვს მდიდარ ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებამ ანტიკრიზისული სუბსიდიები და შემწეობები არ დაიშურა, და რვა შედარებით ღარიბ ქვეყანაში : ბელორუსში, უნგრეთში, საბერძნეთში, ეგვიპტეში, პოლონეთში, სერბეთში, თურქეთში და უკრაინაში.

    გაირკვა, რომ ძველი სამყაროს პერიფერიებში კორონავირუსის გამო სამსახური დაკარგა გამოკითხულთა 15–მა პროცენტმა, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე მდიდარ ევროპულ ქვეყნებში. ამდენივემ დაკარგა შემოსავალი ოჯახური ბიზნესიდან, როცა დასავლეთ ევროპაში ასეთი მხოლოდ 2 პროცენტია.

    მთლიანობაში პანდემიამ კაცობრიობა რამდენიმე წლით უკან დახია სიღარიბის შემცირების გზაზე. მსოფლიო ბანკის მონაცემებით ბოლო 25 წლის მანძილზე მსოლიოში სიღარიბე მუდმივად მცირდებოდა, თუმცა კორონავირუსმა ეს პროცესი სამი  წლის წინანდელ მაჩვენებელზე დააბრუნა, რადგან პანდემიის გამო დაახლოებით 100 მილიონი ადამიანი აღმოჩნდება სიღატაკეში – ანუ 1.9 დოლარიანი დღიური შემოსავლის ზღვარზე.

    ჯერ კიდევ პანდემიამდე  უთანასწორობის შემცირების პერსპექტივებს არაერთი ბარიერი  ხვდებოდა.  კორონავირუსმა კი ეს პრობლემები კიდევ უფრო გააღრმავა.

    მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პროგნოზით მსოფლიო საქონელბრუნვა წელს 9.2%–ით შემცირდება. ამ შემოდგომისთვის მოსალოდნელი სხვა აპოკალიფსური სცენარების მსგავსად ეს  სცენარიც ნაკლებად დრამატული აღმოჩნდა, ვიდრე გაზაფხულზე ვარაუდობდნენ. აპრილში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია 13%–იან შემცირებას ვარაუდობდა.

    თუმცა, ცუდი ამბავი ის არის, რომ 2021 წლისთვის ახლა უკვე უარესი პროგნოზებია, ვიდრე პანდემიის პირველი ტალღის პიკზე.

    აპრილში ეკონომისტებს იმედი ქონდათ, რომ უკვე მომავალ წელს მსოფლიო ვაჭრობა 21%–ით გაიზრდებოდა და გასული წლის ვარდნას დააკომპენსირებდა, ახლა კი ისინი მხოლოდ მოკრძალებულ – 7%–იან ზრდას ელიან, რადგან თვლიან, რომ კრიზისიდან გამოსვლას არაერთი წელი დაჭირდება.

    ეკონომისტების ვარაუდით, აღდგენის პროცესი ნებისმიერ დროს შეიძლება შეფერხდეს, სანამ პანდემია გრძელდება.

  • თიბისი გამოწერის ინოვაციურ მოდელზე გადადის

    თიბისი სრულიად ახალ, ბანკი გამოწერით მოდელზე გადადის. დღეიდან, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გამოიწეროს მის საჭიროებებზე მორგებული, სამი ტიპის ნაკრებიდან  – ნაკრები 2₾,  ნაკრები 5₾ და ნაკრები 10₾ ერთ-ერთი. თითოეული ნაკრები პირველადი, ხშირად მოხმარებადი და განმეორებადი ტიპის საჭიროებებს აერთიანებს და მას მომხმარებელი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩევს.

    სასურველი ნაკრების გამოწერა ძალიან მარტივად, ვებ-გვერდზე – www.tbccard.ge ან თიბისის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობითაა შესაძლებელი.

    გამოწერის ბიზნესმოდელის დანერგვასთან ერთად, თიბისიმ ექვსი განსხვავებული ფერის, განახლებული დიზაინის ვერტიკალური ფორმის ვიზა გოლდ ბარათები გამოუშვა, რომლებსაც მომხმარებელი საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩევს. ბარათების მიწოდება  მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოა.

    დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდზე –  www.tbccard.ge

  • სოფელ კუმისში თიბისი მხარდაჭერით რძის საწარმო აშენდა

    გარდაბნის რაიონის სოფელ კუმისში ფერმერმა ჯემალ ფალავანდიშვილმა რძის
    გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. თიბისის მხარდაჭერით მშენებლობა პანდემიის
    პერიოდში დაიწყო, ფერმერი საწარმოს გახსნას ნოემბერში გეგმავს.
    თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით საწარმოში 5 ტონამდე რძე გადამუშავდება
    და პირველ ეტაპზე ორი სახეობის ყველი დამზადდება. ფერმერი ყველის რეალიზებას
    ადგილობრივ ბაზარზე აპირებს.

    „რძის გადამამუშავებელი საწარმოს გაკეთებამდე რეალიზაციის პრობლემამ მიმიყვანა,
    რომელსაც მე პირადად ვაწყდებოდი. დაახლოებით, 20 წელია ამ საქმეს ვემსახურები,
    მაქვს ფერმა, სადაც 30 სული საქონელი მყავს და ხშირად მექმნებოდა რძის ჩაბარების
    პრობლემა. საწარმოს ამუშავებით, მე ვფიქრობ, ადგილობრივებსაც მოუგვარდებათ რძის
    რეალიზაციის პრობლემა და მომხმარებელს კი, თანამედროვე სტანდარტებით
    დამზადებულ პროდუქციას მივაწვდით,“ – ამბობს რძის საწარმოს დამფუძნებელი და
    დირექტორი ჯემალ ფალავანდიშვილი.

    საწარმო რძეს მეზობელი სოფლების ფერმერებისგანაც შეიძენს. სამომავლოდ კი,
    დაგეგმილია წარმოების გაფართოება და პასტერიზებული რძის და ხაჭოს ნაწარმის
    გამოშვება.

  • მერაბ ნინიძე და ნესტან-ნენე კვინიკაძე – აქ.ახლა, პროფესია – ხელოვანი

    თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება.

    8 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს მსახიობ მერაბ ნინიძის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.

    ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება. მისი მოდერატორი მწერალი – ნესტან-ნენე კვინიკაძე იქნება.

    სესიის – „აქ.ახლა, პროფესია – ხელოვანი“ ფარგლებში, მსახიობი თავისი პროფესიის თავისებურებებზე და მისთვის აუცილებელ თვისებებზე, განვლილ შემოქმედებით გზაზე და თანამედროვე სამყაროში მსახიობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს.

    მერაბ ნინიძე მაყურებელს გაუზიარებს დეტალებს რეჟისორ ალექსეი გერმანის ფილმის – „30 დღე, 30 ღამე“ შესახებ, რომლის გადაღებაც ახლა მიმდინარეობს.

    მსახიობი პოეზიისა და ლიტერატურის მნიშვნელობაზე და ამ დარგების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე, ასევე პროექტზე – „ჰაშიშით მთვრალი დეკადენტები” ისაუბრებს.

  • თიბისი შენთვის – 100 ციფრული სტრატეგია 100 ბიზნესისთვის

    დღეს ბიზნესისთვის ციფრული სივრცე ერთ-ერთი მთავარი სამოქმედო არეალი გახდა,
    რომელიც დიდწილად განსაზღვრავს მომხმარებლების რაოდენობის ზრდას, მათ
    ლოიალობას და, ზოგადად, ბიზნეს ამოცანების შესრულებას.

    ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევაა მსოფლიოს მასშტაბით.
    2019 წლის მონაცემებით კომპანიების 70%-მა უკვე განახორციელა, ან მუშაობს
    პროცესების დიჯიტალიზაციაზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში კი, ფიზიკური შეხების
    წერტილებიდან ონლაინ სივრცეში გადანაცვლება არა მხოლოდ მოგების გაზრდის
    საშუალება, არამედ აუცილებლობა გახდა. ქართულმა კომპანიებმაც მომხმარებლამდე
    მისასვლელად ახალი გზების ძიება დაიწყეს.

    არსებული გამოწვევების საპასუხოდ, „თიბისი შენთვის“ ბიზნესების მხარდაჭერის
    პროგრამის ფარგლებში, ახალ პროექტს იწყებს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის
    ბოლომდე, 100 ბიზნესისთვის 100 ციფრული სტრატეგია მომზადება.
    პროექტის მიზანია, ბიზნესებისთვის, რომლებიც თავიანთ ყოველდღიურობაში
    მომხმარებლებთან ციფრულ არხებში უკეთესი კომუნიკაციის საჭიროებას ხედავენ,
    მომზადდეს სტრატეგიის დოკუმენტები, რომლებიც მათ კომუნიკაციას უფრო
    ეფექტურს გახდის.

    ამ პროექტის იდეამდე ბიზნესების მხარდაჭერის გუნდი პანდემიის გამოცდილებამ
    მიიყვანა, როდესაც ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციაზე დაიწყო მუშაობა და
    მათთვის 200 ონლაინ მაღაზია გაკეთდა. ბიზნესების საჭიროებებიდან გამომდინარე
    გამოიკვეთა, რომ ციფრული მარკეტინგი მათთვის ერთერთი სტრატეგიული
    მიმართულება იყო.

    „თიბისი შენთვის“ პროგრამამ საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე უამრავი
    პროექტი განახორციელა, მათ შორის, სახელმწიფოსთვის 10 000 სწრაფი ტესტის
    გადაცემა, მომხმარებლებისთვის საკომისიო გადასახადებში 3 მლნ ლარის დაზოგვა, 200
    ბიზნესისთვის ელექტრონული კომერციის პლატფორმების შეთავაზება, 300 000
    ლარიანი სადაზღვევო ფონდი ინფიცირებული მედპერსონალისთვის და ა.შ. „თიბისი
    შენთვის“ ფარგლებში წლის ბოლომდე კიდევ არა ერთი პროექტი განხორციელდება,
    რომელთა პრიორიტეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა იქნება. სულ საერთო
    ჯამში, თიბისი 5 მლნ ლარს დახარჯავს.

    ციფრული სტრატეგიის მსურველი ბიზნესებისთვის რეგისტრაცია 2020 წლის დეკემბრის
    ჩათვლით ყოველი თვის დასაწყისში გაიხსნება. საბოლოო ჯამში, კი, 100 ბიზნესი
    ინდივიდუალურად მიიღებს ციფრულ სტრატეგიას.

    პროექტის პარტნიორები არიან კრეატიული სააგენტო „ვინდფორსი“ და ევროპული
    ფონდი EFSE.

    კომპანიებს რეგისტრაციის გავლა დღეიდან, შემდეგ მისამართზე შეუძლიათ:
    https://www.digitalstrategies.tbcbusiness.ge/