Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • თიბისის პროექტის – „სტარტაპ დეკრეტის“ გამარჯვებული გუნდის ვინაობა ცნობილია

    თიბისის მიერ თანამშრომლებისთვის წამოწყებული პროექტის,  „სტარტაპ დეკრეტის“ მეორე ტალღის გამარჯვებული გუნდი, „იდეა კურსი“ გახდა. ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალში გასული 5 გუნდიდან საუკეთესო სტარტაპ-იდეის ავტორები  თიბისელები – მარიამ აბულაძე, მარიშა გოგოლაური და მარიამ ცანავა გახდნენ.

    „იდეაკურსის“ სტარტაპ იდეა ისეთი ონლაინ პლატფორმის შექმნაა,  რომელიც  განათლების მიღების/თვითგანვითარების მსურველ ადამიანებს მასწავლებლებთან და კურსების შემქმნელებთან დააკავშირებს.

    „სტარტაპ დეკრეტის“ პროექტში გამარჯვებულ თიბისელებს შესაძლებლობა აქვთ,  მათთის ხელსაყრელ დროს ისარგებლონ 6 თვიანი სრულად ანაზღაურებადი დეკრეტით და საკუთარი ბიზნესიდეა რეალობად აქციონ.  გარდა ამისა, ისინი ავტომატურად ჩაერთვებიან პროგრამა „სტარტაპერში“ და არაფინანსური და ფინანსური სერვისებით სარგებლობას განსაკუთრებული პირობებითა და შეღავათებით შეძლებენ.

    „განათლების მიღების მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაიზარდა სხვადასხვა კურსისა  თუ კლასის რაოდენობა. უკვე დიდი არჩევანია პროგრამირების, მარკეტინგის, ჩინურის შემსწავლელი თუ სხვა კურსების მიმართულებით, რაც რამდენიმე წლის წინ იშვიათობა იყო. თუმცა, არ არსებობს ერთიანი სისტემა, სადაც დაინტერესებული პირი ყველა არსებულ შეთავაზებას, ხოლო კურსის ავტორი საკუთარ თავს დაინტერესებულ პირებს გააცნობს. „იდეაკურსი“ სწორედ ის საერთო პლატფორმაა, რომელიც მოსახერხებელი იქნება მომხმარებლისთვის, მისთვის საინტერესო კურსის მოსაძიებლად, ლოკაციის, ფასის, შეფასების შესადრებლად/შესარჩევად,  ხოლო კურსების ავტორებისთვის – ახალი შესაძლებლობაა, მისწვდნენ დიდ აუდიტორიას და თავი აარიდონ ყველა ტექნიკურ დეტალს,  რაც კურსის ცნობადობის გაზრდას სჭირდება“,  – მარიამ აბულაძე, „სტარტაპ დეკრეტის“ გამარჯვებული.

    „სტარტაპ დეკრეტი“, რომელიც თიბისიმ ორი წლის წინ წამოიწყო,  ინოვაციური პროექტია, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქვეყანაში. პროექტი უნიკალური და არასტანდარტული მიდგომაა, როგორც თანამშრომლების, ისე სტარტაპერების მხარდასაჭერად.

    პროექტში  წელს მონაწილეობა 14-მა თიბისელმა მიიღო.  მათ საკუთარ ბიზნესიდეები  სპეციალურად  შერჩეულ ჟიურის წევრებს წარუდგინეს, რის შემდეგაც ჟიურიმ საუკეთესო იდეების ავტორები გამოავლინა. პროექტში მონაწილეობისთვის, წარდგენილი ბიზნესიდეა ტექნოლოგიური/ინოვაციური უნდა ყოფილიყო.

    „სტარტაპ დეკრეტის“ რამდენიმე გამარჯვებულმა კუთვნილი დეკრეტით უკვე ისარგებლა და დრო საკუთარი ბიზნესისიდეის განვითარებას  და მის რეალობად ქცევას მოახმარა. პროექტი გრძელდება, მომდევნო გამარჯვებულებს თიბისი ისევ სექტემბერში გამოავლენს.

  • პირველად საქართველოში, თიბისიმ ონლაინ განვადების ციფრული არხი შექმნა

    მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, დღეიდან, Tbcganvadeba.ge-ზე განვადების სერვისით სარგებლობა უკვე სახლიდან გაუსვლელად, უმოკლეს დროშია შესაძლებელი. ამისათვის, მომხმარებელმა ვებ-გვერდზე განთავსებული პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალიდან, მისთვის სასურველი ერთი ან რამდენიმე ნივთი უნდა შეარჩიოს და მარტივი განაცხადი შეავსოს. პროგრამა ავტომატურად განიხილავს განაცხადს, რის შემდეგაც მომხმარებელი განვადების დამტკიცების შესახებ პასუხს რამდენიმე წამში მიიღებს და მას ფილიალში ან მაღაზიაში მისვლა და განაცხადის შესავსებად ოპერატორთან გასაუბრება აღარ დასჭირდება.

    „თიბისის მისიაა ადამიანების ცხოვრების გამარტივება. ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს მომხმარებლებისთვის ისეთი პროდუქტების და სერვისების შეთავაზებაზე, რაც მათ საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. პროცესების ფიზიკურიდან ონლაინ სივრცეში გადატანა და მათი გაციფრულებაც ამ სტრატეგიის ნაწილია. მოხარული ვართ, რომ საქართველოში პირველად, განვადების სერვისით სარგებლობას მომხმარებლები უკვე დისტანციურად შეძლებენ და ამისათვის მათ ფილიალში ვიზიტი არ მოუწევთ, მით უმეტეს არსებული გამოწვევის ფონზე“,  – ირაკლი ევგენიძე, თიბისის განვადების განვითარების ლიგის ხელმძღვანელი.

    სასურველი ნივთის შესაძენად, Tbcganvadeba.ge-ზე დამტკიცებული ონლაინ განვადების გამოყენებას მომხმარებელი ერთი თვის განმავლობაში შეძლებს.

    ვებ-გვერდს მუდმივად დაემატება ახალი ფუნქციები, ასევე  განახლდება პარტნიორი ობიექტების ჩამონათვალი.

  • თიბისის მხარდაჭერით აჭარაში მეფრინველეობის ფერმა აშენდა

    თიბისის მხარდაჭერით და შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, ფერმერმა
    არჩილ გულაბერიძემ მეფრინველეობის ფერმა ააშენა და სრულად აღჭურვა.
    ფერმერს საოჯახო ტიპის ფერმა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში
    ჰქონდა, წელს კი მისი გაფართოვება და წარმოების ახალ სტანდარტზე გადასვლა
    გადაწყვიტა. ამჟამად ფერმაში 35-დან 40 ათასამდე ფრთა ქათამია.

    პროდუქციის რეალიზაციას ძირითადად აჭარის რეგიონში მდებარე სავაჭრო
    ობიექტებში და რესტორნებში ახდენს. ფერმერი ამბობს, რომ პანდემიის
    პერიოდში რელიზაცია შემცირდა.

    „იმ დროს, როდესაც დაკეტილი იყო რესტორნები, რა თქმა უნდა, ჩვენი
    გაყიდვები შემცირდა. მაგრამ ნელ-ნელა ვუბრუნდებით პირველად ნიშნულს.
    თუმცა დრო არ დაგვიკარგავს, ამ პერიოდში უფრო მეტად გადავერთეთ ფერმის
    მშენებლობაზე და გაფართოვებაზე, დღეს უკვე ჩვენს რეგიონში ერთერთი
    კონკურენტუნარიანი ფერმა გვაქვს,“ – ამბობს ფერმერი არჩილ გულაბერიძე.
    მეფრინველეობის ფერმაში მუდმივად 15 ადამიანია დასაქმებული. ფერმერი
    მომავალ წელს გაფართოებას ისევ აპირებს, შესაბამისად, დასაქმებულთა რიცხვი
    კიდევ გაიზრდება.

  • ინო ლორთქიფანიძე და ტორესა მოსი – აქ.ახლა, ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

    თიბისის Live-სესიები – აქ.ახლა – გრძელდება.

    30 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ეროვნული მუზეუმის მკვლევარისა და არქეოლოგის – ნინო ლორთქიფანიძის სესიას თიბისის Facebook გვერდის დახმარებით.

    ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება. მისი მოდერატორი მწერალი – ტორესა მოსი იქნება.

    ნინო ლორთქიფანიძე ვანის განახლებულ მუზეუმზე ისაუბრებს: რას ნიშნავს საქართველოს ისტორიისთვის და კულტურისთვის ვანის ნაქალაქარი; როდის და როგორ დაიწყო მისი კვლევა; რითია ის უნიკალური არა მხოლოდ ჩვენი ისტორიისთვის, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში; როგორ დაარსდა 1985 წელს მუზეუმი და რა შესაძლებლობებს იძლევა ის დღეს განახლებული სახით; ასევე, როგორია მუზეუმის ახალი კონცეფცია და მომავლის ხედვა.

    ნინო ლორთქიფანიძე, მამაზე – არქეოლოგსა და ანთროპოლოგზე, ქართული არქეოლოგიის ინსტიტუტის დამფუძნებელზე – ოთარ ლორთქიფანიძეზე ისაუბრებს, რომელსაც დღეს, 30 ოქტომბერს 80 წელი შეუსრულდებოდა.

    1966 წლიდან ოთარ ლორთქიფანიძე სათავეში ჩაუდგა ვანის არქეოლოგიურ ექსპედიციას. მისი კვლევის საგანი იყო ძველი კოლხეთისა და იბერიის ისტორია არქაული ეპოქიდან გვიანდელ ანტიკურ ხანამდე. 1985 წელს აკადემიკოსის ინიციატივით ვანის არქეოლოგიური მუზეუმი დაფუძნდა, რომელშიც ვანის ნაქალაქარზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მასალის უმეტესობა ინახება.

    ვანის არქეოლოგიურ მუზეუმ-ნაკრძალსა და ქუჩას, რომელზეც მუზეუმი მდებარეობს, ოთარ ლორთქფინაძის სახელი აქვთ მინიჭებული.

  • ავეჯის სახლი „აპოლო“ წარმოებას აფართოებს

    ავეჯის სახლი „აპოლო“ 15 წელია საქართველოს ბაზარზე საქმიანობს. ამ ხნის
    განმავლობაში კომპანიამ ბევრი ცვლილება განახორციელა იმისათვის, რომ
    მომხმარებელი ევროპული ხარისხის ავეჯით უზრუნველყოს. მოხდა პერსონალის
    კვალიფიკაციის ამაღლება თურქეთისა და რუმინეთის წამყვან საამქროებში; შეიცვალა
    და ეროპული სტანდარტის დანადგარებით განახლდა საამქრო თბილისში. ავეჯის
    წარმოებაში ერთერთი ასეთი განახლება პანდემიის პერიოდის მიუხედავად თიბისის
    მხარდაჭერით განხორცილდა, კომპანიამ ავეჯის წარმოებისთვის ახალი დანადგარები
    შეიძინა.

    „აპოლოში“ საქართველოში დამზადებული ნებისმიერი სახის საოფისე და საოჯახო
    ავეჯის შეძენა შეიძლება, გარდა რბილი ავეჯისა. შესაძლებელია, ასევე ავეჯის
    მომხმარებლის გემოვნებისამებრ შეკვეთაც.

    „ბოლო პერიოდში მომხმარებლის ქცევა შეიცვალა, შექმნილი ვითარების გამო, როგორც
    ჩანს, ხალხი შოუ-რუმებში მოსვლას ერიდება და უპირატესობას ადგილზე მომსახურებას
    ანიჭებს. ჩვენ მათ მაქსიმალურ კომფორტს ვუქმნით, როგორც მომსახურების მხრივ, ისე
    პროდუქციის ხარისხის თვალსაზრისით,“ – ამბობს „აპოლოს“ დამფუძნებელი კობა
    დარჯანია.

    „აპოლოს“ ავეჯის შეძენა ონლაინაც არის შესაძლებელი, ახლახანს კი, კომპანიამ
    თბილისი პავილიონში კიდევ ერთი შოუ-რუმი გახსნა.

  • GGF და თიბისი ლიზინგი, საქართველოში, ენერგოეფექტური პროექტების ადგილობრივ ვალუტაში დაფინანსების ხელმისაწვდომობას აფართოვებენ

    ლუქსემბურგის ფონდს “Green For Growth Fund” (GGF) და თიბისი ლიზინგს შორის 5 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სასეხო ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც ლარის ექვივალენტში გაიცემა. შეთანხმების მიზანია მცირე და საშუალო მეწარმეების ენერგოეფექტური პროექტების დაფინანსების ხელშეწყობა. აღნიშნული ფინანსური რესურსი წარმოადგენს პირველ სესხს, რომელიც ფონდის ახლად შექმნილი აქციების კლასიდან გაიცემა. ფინანსური რესურსის ლარში გამოყოფით, პარტნიორები მიზნად ისახავენ მეწარმეებს გაცვლით კურსთან დაკავშირებული რისკები შეუმცირონ, ამავდროულად, დაეხმარონ მათ პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების გამკლავებაში.

    2017 წლიდან თიბისი ლიზინგი GGF-ის სტრატეგიული პარტნიორია. მან მნიშვნელოვანი ვალდებულება იკისრა ენერგო რესურსების დაზოგვის ხელშეწყობის კუთხით, რასაც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული მწვანე ლიზინგის დაფინანსებით. GGF-ის ახალი დაფინანსება კომპანიის კლიენტებს საშუალებას მისცემს განახორციელონ ენერგოეფექტური ინვესტიციები და წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის მწვანე აღდგენაში. ინვესტიციების შედეგად წლიურად დაახლოებით 13,380 მგვტ/სთ ოდენობის ენერგო რესურსები დაიზოგება და 2,863 ტონა CO2-ის ემისიის თავიდან აცილება მოხდება.
    ლარში დენომინირებული ფინანური რესურსის გამოყოფა მოხდა GGF-ის ახლად შექმნილი აქციების კლასიდან, რომლის მიზანი ადგილობრივი ვალუტის მერყეობის შემცირებაა. აღნიშნული აქციების კლასი ცნობილია, როგორც „L shares“ და მისი დიდი ნაწილის კონტრიბუტორს წარმოადგენს ევროკავშირი, ინიციატივის „ევროკავშირი ენერგიისთვის“ (EU4Energy) ფარგლებში და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ).

    “მოხარულები ვართ, რომ ვაგრძელებთ წარმატებულ თანამშრომლობას თიბისი ლიზინგთან. ეს ინვესტიცია თიბისი ლიზინგს საშუალებას მისცემს, გაზარდოს მწვანე პორტფელი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში და შესაბამისად, წვლილი შეიტანოს საქართველოს მწვანე და უფრო მდგრად ეკონომიკურ განვითარებაში. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ მიზნობრიობით ლარში გაცემული ლიზინგები უზრუველყოფენ ბიზნესისა და გარემოს დაცვას. როდესაც მსესხებელს წვდომა აქვს ლიზინგზე, რომელიც დენომინირებულია იგივე ვალუტაში, რა ვალუტაშიც მისი შემოსავალია, ისინი დაცულები არიან გაცვლითი კურსის მერყეობასთან დაკავშირებული რისკებისგან. აღნიშნული განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მაშინ, ოდესაც მეწარმეები კოვიდ-19 დაკავშირებული  ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგანან,“ – განცხადა GGF-ის თავმჯდომარემ ოლაფ ზიმელკამ.

    „ჩვენთვის სასიხარულოა, რომ გავაგრძელეთ ფონდთან წარმატებული თანამშრომლობა 5 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულების გაფორმებით. თანხის ათვისება მთლიანად ადგილობრივ ვალუტაში მოხდება. ეს საშუალებას მოგვცემს ჩვენს მცირე და საშუალო ბიზნეს კლიენტებს ბევრად უფრო ხელმისაწვდომი მწვანე პროდუქტები შევთავაზოთ და რაც ყველაზე მთავარია, ყველა მათგანი ლარში იქნება შეთავაზებული, რაც ასევე თავიდან ააცილებს მათ კურსთა ცვალებადობით გამოწვეულ რისკებს. ჩვენი სტრატეგიული მიმართულება მოიცავს ჩვენს პორტფელში ენერგოეფექტური პროექტების წილის ზრდას, რაც მიღწევადია მხოლოდ ღირებულებათა ჯაჭვის ყველა მონაწილესთან წარმატებული პარტნიორობით, განსაკუთრებით კოვიდ 19-ის პანდემიიდან გამომდინარე გამოწვევების პერიოდში,“ – განაცხადა თიბისი ლიზინგის ფინანსურმა დირექტორმა ნუგზარ ლოლაძემ.

    GGF-ის შესახებ

    ფონდი მწვანე ზრდისთვის (GGF) ინვესტირებას ახორციელებს მსოფლიოს 19 ქვეყანაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის, უკრაინის, მოლდოვას, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონებში. ფონდის მიზნობრივი ინვესტიციები მიმართულია ენერგო რესურსების დაზოგვაზე, CO2 -ის ემისიის შემცირებაზე და რესურსების ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე. ფონდი აღნიშნულ ინვესტიციებს ახორციელებს პირდაპირ, კომპანიებისა და მუნიციპალიტეტების განახლებადი ენერგიის პროექტების დაფინანსებით, ან არაპირდაპირ, შერჩეული ფინანსური ინსტიტუტების საშუალებით. GGF-ის ტექნიკური დახმარების მექანიზმი მაქსიმალურად ზრდის ფონდის ინვესტიციების ეფექტიანობას, ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებსა და პარტნიორებში პოტენციალის შექმნით.

    GGF დაარსდა 2009 წლის დეკემბერში გერმანიის განვითარების ბანკისა (KfW) და ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, ევროკომისიის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ავსტრიის განვითარების ბანკის (OeEB) ფინანსური მხარდაჭერით. ფონდის ინვესტორთა მზარდი ბაზა მოიცავს დონორ ორგანიზაციებს, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს და ინსტიტუციონალურ კერძო ინვესტორებს, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას (IFC), ჰოლანდიური განვითარების ბანკს (FMO), გერმანიის ეთიკურ ბანკს (GLS) და შვედეთის ეკლესიას. GGF-ის მრჩეველია Finance in Motion GmbH. ტექნიკურ კონსულტაციებს კი MACS Management and Consulting Services GmbH, ფრანკფურტი, უზრუნველყოფს.
    GGF-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.ggf.lu და ტვიტერზე: @GreenGrowthFund
    თიბისი ლიზინგის შესახებ
    თიბისი ლიზინგი თიბისი ჯგუფის წევრი კომპანიაა, რომელიც 2003 წელს დაარსდა. თიბისი ლიზინგი საქართველოში წამყვანი სალიზინგო კომპანიაა და ბაზარზე მისი წილი 70%-ს შეადგენს. თიბისი ლიზინგის მართვაში არსებული მთლიანი პორტფელი 300 მლნ ლარს აღემატება. თიბისი ლიზინგი შემდეგ დარგებს აფინანსებს: მშენებლობა, წარმოება, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, განახლებადი ენერგიის პროექტები, ტექნოლოგიები, ჰორეკა (რესტორნები, სასტუმროები და კვების ინდუსტრია) და სხვა მრავალი. კომპანია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ოპერირებს, აქვს 5 ფილიალი და ჰყავს 120 თანამშრომელი.

  • აქ.ახლა ლიზა ბათიაშვილის მუსიკის კონცეპტი

    აქ.ახლა ლიზა ბათიაშვილის მუსიკის კონცეპტი

    1 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს პლანეტის ხუთ საუკეთესო მუსიკოსს შორის დასახელებულ ქართველ მევიოლინესთან – ლიზა ბათიაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ თიბისი კონცეპტის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcconcept/) საშუალებით იხილოს.

    ინტერვიუს მოდერატორი პიანისტი და მუსიკათმცოდნე – ნინო ჟვანია იქნება.

    წელს წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ლიზა ბათიაშვილისა და ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივი პროექტით – City Lights (განათებული ქალაქები) გაიხსნა.  ამ სახით Deutsche Grammophon-ის 2020 წლის უახლესი ალბომის – „ლიზა ბათიაშვილი & ნიკოლოზ რაჭველი City Lights“ – საკონცერტო ვერსიის მსოფლიო პრემიერა შედგა.

    სიბელიუსის სახელობის მუსიკის აკადემიის საპატიო დოქტორის მფლობელი, ბეთ­ჰო­ვე­ნის ფეს­ტი­ვა­ლის ლაურეატი – ბეთ­ჰო­ვე­ნის ბეჭ­დის მფლო­ბე­ლი, ბერნსტაინის კონკურსისა და BBC-ის პროგ­რა­მის – „New Generation Artists“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, მსოფლიოს საუკეთესო ორკესტრების რჩეული სოლისტი ისეთ მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრებს, როგორიცაა: ახალ რეალობაში მუსიკოსის წინაშე არსებული გამოწვევები; მსოფლიო ასპარეზზე საკუთარი გამოცდილება და წარამტება; შემოქმედება და ალბომები; კლასიკურ მუსიკაში ახალგაზრდების ჩართვის გზები და შესაძლებლობები; მშობლების როლი ახალი თაობისა და მუსიკის ურთიერთობაში; თანამედროვე მუსიკა და პროგრესული იდეები მუსიკაში.

    ლიზა ბათიაშვილი წინანდლის ფესტივალის მნიშვნელობაზე, ასევე ინგოლშტადში, Audi-ს საზაფხულო კონცერტებზეც ისაუბრებს, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელიც თავადაა.

    წინანდლის ფესტივალის ფარგლებში, მუსიკოსმა, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს, მეორე კონცერტი ახალგაზრდა, ქართველ შემსრულებლებთან ერთად ჩაატარა. ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ კლასიკური მუსიკის სამყაროში ნიჭიერი, ქართველი ახალგაზრდები და მათთვის მხარდაჭერის მნიშვნელობა იქნება.

  • ბიზნესდაჯილდოება 2020 იწყება

    ბიზნესდაჯილდოება 2020 იწყება

    ბიზნესდაჯილდოება 2020 განახლებული ნომინაციებითა და ახალი ფორმატით ბრუნდება. უკვე მეხუთე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნესსოციუმის შექმნა და ბიზნესის ხელშეწყობა და მხარდაჭერაა.

    წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის შექმილ სიტუაციასთან ადაპტაცია და მიუხედავად ეკონომიკურ აქტივოვებებზე დაწესებული შეზღუდვებისა, საქმიანობის კვლავ გაგრძელება. ამიტომაც ბიზნესდაჯილდოებაში გაჩნდა ნომინაცია იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელმაც საუკეთესო მაგალითი აჩვენა ადაპტაციისა. წელს ჟიური დაჯილდოებაში მონაწილე ბიზნესებს შემდეგი ნომინაციებში გამოარჩევს:

    • საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის
    • გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
    • საუკეთესო ინოვაციებისთვის
    • საუკეთესო სტარტაპისთვის
    • ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის

    განსაკუთრებული სიახლე ელოდება ნომინაციაში „საუკეთესო სტარტაპისთვის“ გამარჯვებულს. ნომინაციის მხარდამჭერი წელს ჟურნალი Forbes-ი გახდა, რომელიც გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს. წელს სიახლეა ჟიურის მხრივაც, გამარჯვებულებს ბიზნეს სფეროში მომუშავე ადამიანებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენის.

    პრიზები წელსაც უცვლელია. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი მიმართულებით სთავაზობს:
    ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი.

    ბიზნესის სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში საკუთარი კომპანიის საქმიანობის წარმოჩენა და მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიებს თიბისი დაეხმარება ბიზნეს საჭიროებებზე მორგებულ ციფრული სტრატეგიის დაგეგმვაში და ახალი ვებგვერდის მომზადებაში.

    ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია. ბიზნესის ღირებულებების სწორად განსასაზღვრად და აუდიტორიამდე მისატანად, აუცილებელია ბრენდის პლატფორმა, რომელიც მომავალში სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას და მომხმარებელთან გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, ბიზნესებისთვის სტრატეგიული ბრენდ-პლატფორმა შეიქმნება და ახალი საიმიჯო რგოლი დამზადდება.

    პროგრამული უზრუნველყოფა ყოველდღიური პროცესების გამარტივება და ავტომატიზაცია ბიზნესებს ძალიან დაეხმარება ადამიანური და დროის რესურსის დაზოგვაში. ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, კომპანიის ბიზნესპროცესები გაანალიზდება და ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა შეირჩევა, ეს იქნება კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ ვებ-სერვისი.

    მონაწილეთა რეგისტრაცია დღეიდან დაიწყება ვებ-გვერდზე www.businessaward.ge და 21 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებულები კი დეკემბერში გამოვლინდება.

  • „ატენის ვენახების“ ღვინო ევროპაში ექსპორტისთვის ემზადება

    „ატენის ვენახების“ ღვინო ევროპაში ექსპორტისთვის ემზადება

    გორის რაიონის სოფელ ატენში რამდენიმე ჯიშის ყურძნისგან ადგილწარმოშობის ღვინო მზადდება. მევენახეობა ადგილობრივებისთვის ტრადიციული საქმიანობაა, ბოლო წლებში კი მზარდია ტურისტების დაინტერესება უშუალოდ გაეცნონ ღვინის მომზადების პროცესს,
    დაათვალიერონ ვენახები, ან უბრალონ დააგემოვნონ ადგილობრივი წარმოების ღვინო.

    კომპანიამ „ატენის ვენახები“ სწორედ ამ მიზნით შეიძინა და გააშენა ვენახები სოფელ ატენში 4 წლის წინ, ხოლო სასტუმროს მშენებლობას მომავალი წლიდან
    გეგმავს.

    „აგროტურიზმისადმი ინტერესი იზრდება, ჩვენც გვინდა ამ მოთხოვნას ვუპასუხოთ. აქ ჩამოსულ სტუმარს შევთავაზებთ ყველაფრის ნახვას – დაწყებული ყურძნის დაკრეფიდან და დამთავრებული ღვინის დაგემოვნებით.ჩვენ სტუმრებს საშუალებას მივცემთ, თვითონ მიიღონ მონაწილეობენ ამპროცესში,“ – ამბობს „ატენის ვენახების“ დირექტორი გიორგი გორისეველი.„ატენის ვენახების“ საკუთრებაში 12 ჰა მიწის ფართობზე გაშენებულისხვადასხვა ჯიშის ყურძენია, მათ შორის, ჩინებული (იგივე ჩინური), გორული მწვანე, შავკაპიტო, ბუდეშური, საფერავი და თავკვერი.

    კომპანიამ წელს თიბისის მხარდაჭერით ისარგებლა და ვენახების მოვლისთვის საჭირო ტექნიკა შეიძინა. მომავალ წელს ღვინის ჩამოსხმას ბრენდირებულად შეძლებენ და აპირებენ, რომ „ატენის ვენახების“ ღვინო ექსპორტზე ევროპის ქვეყნებში გაიტანონ.

  • დღეს თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

    დღეს თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა

    დღეს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.

    პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს 12:00-დან 19:00 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე (Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი), პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.

    ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა მონაწილეობს. თითოეული მათგანი სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას სთავაზობს მკითხველებს. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებ-გვერდზე – www.gpba.ge მიმდინარეობს.

    წიგნის ვირტუალური ფესტივალის მეგობარია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა.

    თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მწერალთა სახლი