Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე 400 კომპანია დარეგისტრირდა

    ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე 400 ქართული ბიზნესი დარეგისტრირდა. ისინი 5
    ნომინაციაში შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

    • 45% – საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის
    • 13% – გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
    • 11% – საუკეთესო ინოვაციებისთვის
    •  16% – საუკეთესო სტარტაპისთვის
    •  15% – ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის

    უკვე მეხუთე წელია, თიბისი ქვეყანაში ყველაზე მასშტაბურ
    ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის მიზანიც ბიზნესის
    ხელშეწყობა და მხარდაჭერაა.

    წელს ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებითა და შეცვლილი
    ფორმატით ჩატარდება.

    2020 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის გამოწვევებთან
    ადაპტაციის თვალსაზრისით. გლობალურმა პანდემიამ ბევრი კომპანია
    დახურვის საფრთხის წინაშე დააყენა, მაგრამ ბევრმა მოძებნა ახალი გზები
    საქმიანობის კვლავ გასაგრძელებლად. ამიტომაც ბიზნესდაჯილდოებაში გაჩნდა
    ნომინაცია იმ ბიზნესის გამოსავლენად, რომელმაც ადაპტაციის საუკეთესო
    მაგალითი აჩვენა მომხმარებელს.

    სიახლეა ნომინაციაში „საუკეთესო სტარტაპისთვის“ დარეგისტრირებული
    კომპანიებისთვის. ნომინაციის მხარდამჭერი წელს ჟურნალი Forbes-ია, რომელიც
    გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს.

    ბიზნესდაჯილდოებაზე რეგისტრაცია ერთ თვეს გრძელდებოდა, ნოემბერში
    ჟიური თითოეულ ნომინაციაში რამდენიმე ფინალისტს გამოავლენს, ხოლო
    დეკემბერში, გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი.

    პრიზები წელსაც უცვლელია. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და
    მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი
    მიმართულებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი,
    ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა.

  • თიბისის ფინანსურ დირექტორად გიორგი მეგრელიშვილი დაინიშნა

    თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილედ და ფინანსურ დირექტორად
    2020 წლის 28 ოქტომბრიდან გიორგი მეგრელიშვილი დაინიშნა.
    გიორგი მეგრელიშვილი თიბისის ფინანსური დირექტორის მოადგილის
    პოზიციაზე 2020 წლის მარტში შემოუერთდა. გიორგის აქვს მნიშვნელოვანი
    საერთაშორისო გამოცდილება სტრატეგიული ფინანსური მენეჯმენტისა და
    რისკების შესაბამისობაში.

    ის მუშაობდა ჰოლანდიაში Natwest Markets NV- ში, კაპიტალის რისკისა და
    სტრესის ტესტირების ხელმძღვანელად. მანამდე კი, 11 წლის განმავლობაში
    მუშაობდა ლონდონში, Barclays Bank PLC- ში, სადაც ხაზინისა და ფინანსების
    სხვადასხვა მიმართულებით ხელმძღვანელი თანამდებობები ეკავა. გიორგიმ
    წარჩინებით დაამთავრა კემბრიჯის უნივერსიტეტი, სადაც ბიზნესის სკოლაში
    MBA– ის ხარისხი მიიღო.

    გიორგი მეგრელიშვილის დანიშვნის შემდეგ, გიორგი შაგიძე გადადგა მის მიერ
    დაკავებული თანამდებობებიდან, როგორც ბანკის გენერალური დირექტორის
    მოადგილე და ფინანსური დირექტორი. თუმცა ის თიბისიში დარჩება წლის
    ბოლომდე მრჩევლის როლში, რათა უზრუნველყოს საქმის შეუფერხებელი
    გადაბარება.

    ”გიორგი მეგრელიშვილს ვულოცავ ახალ როლს და წარმატებას ვუსურვებ
    ფინანსური დირექტორის პოზიციაზე. გიორგის აქვს ძალიან ღირებული ცოდნა და
    გამოცდილება, რომელსაც ნაყოფიერად გამოიყენებს ამ ახალ პოზიციაზე. აქვე
    მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი შაგიძეს 10 წლის განმავლობაში ჩვენი
    კომპანიის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის და ვუსურვო
    ყოველივე საუკეთესო თავის სამომავლო საქმიანობაში,“ – განაცხადა თიბისის
    გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

  • „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში „თიბისი ლიზინგმა“ პირველი  თევზსაჭერი გემის მშენებლობა დააფინანსა

    „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში „თიბისი ლიზინგმა“ პირველი
    თევზსაჭერი გემის მშენებლობა დააფინანსა
    ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრში ხელი მოეწერა პირველ სამმხრივ
    მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს
    „აწარმოე საქართველოში“, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა“ და თევზსაჭერი გემის
    მფლობელს შორის, რომლის საფუძველზეც პირველად დაფინანსდება ახალი
    თევზსაჭერი გემის მშენებლობა.

    2019 წლის დეკემბრიდან პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიერ მხარდაჭერილ
    ბიზნესებს შორის არის საზღვაო თევზჭერაც. პროგრამა ერთდროულად იძლევა 5 მლნ.
    ლარამდე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმით (90 %-იანი უზრუნველყოფა) და საბანკო
    სესხის რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 3%-იანი თანადაფინანსებით, ლიზინგის
    შემთხვევაში კი რეფინანსირების განაკვეთს პლიუს 5% იანი თანადაფინანსების
    მექანიზმით სარგებლობის შესაძლებლობას, რაც ადგილობრივ მეთევზეებს
    თანამედროვე სტანდარტის თევზსაჭერი გემების შეძენაში დაეხმარება.
    ახალი გემებით მეთევზეები წლიური თევზჭერის კვოტის მაქსიმალურ ათვისებას
    შეძლებენ მაშინ, როცა დღეს მისი სრულად ათვისება ვერ ხორციელდება.

    გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ არსებული პრაქტიკით ქართველი
    ლიცენზიანტები უცხო ქვეყნის გემებს ქირაობენ და ისე ახორციელებენ საქმიანობას,
    ვინაიდან ქართული გემები სავალალო მდგომარეობაშია. დღეს 30 სეინერი (თევზსაჭერი
    გემი) გვყავს, რომელზეც 500-მდე მეთევზე-მეზღვაურია დასაქმებული, თუმცა გემები
    მოძველებულია და ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. გემების დაბალი
    საიმედოობის და წარმადობის გამო კი, მეთევზე მეზღვაურთა სათანადო დონეზე და
    ტექნოლოგიებზე გადამზადებაც ვერ ხერხდება.

    საზღვაო სფეროში თევზჭერის მიმართულების განვითარებისათვის ეკონომიკისა და
    მდგრადი განვითარების სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტს სააგენტოსა და სააგენტოს
    „აწარმოე საქართველოში“ ერთობლივი მუშაობის შედეგად პროგრამას „აწარმოე
    საქართველოში“ თევზჭერის მიმართულება დაემატა. პროგრამის ხელშეწყობით
    თევზმჭერი ფლოტი მნიშვნელოვნად განახლდება და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
    დარგში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა თევზჭერის პროდუქტების
    ასორტიმენტისა და გაყიდვების გეოგრაფიის მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს.

    აღსანიშნია, რომ ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის მეთევზე-
    მეზღვაურთა ლაბორატორიისათვის მეთევზის სიმულატორის შეძენა სწორედ მეთევზე-
    ლიცენზიანტების ფინანსური მხარდაჭერით მოხერხდა. თანამედროვე სიმულატორი
    ყველა კომპეტენციის შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების შესრულების
    შესაძლებლობას იძლევა. ფოთის საზღვაო სასწავლებელი უახლოეს მომავალში ქვეყნის
    საზღვაო თევზჭერის დარგს კვალიფიციური კადრებით მოამარაგებს.

  • თიბისი მომხმარებელს ურჩევს, კომუნალური გადასახადები დისტანციური არხების გამოყენებით გადაიხადოს

    ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თიბისი მომხმარებლებს  ურჩევს, კომუნალური გადასახადები დისტანციური არხების – მობაილ და ინტერნეტბანკის საშუალებით  გადარიცხონ.

    თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკში შესაძლებელია ავტომატური გადარიცხვის ფუნქციონალის გააქტიურება და  კომუნალური გადასახადების ყოველი თვის განსაზღვრულ რიცხვში  გადახდა.  ამ გზით მომხმარებელი საკომისიო გადასახადს არ გადაიხდის და დაზოგავს დროს.

    ამასთანავე, თიბისის მობაილ და ინტერნეტბანკს უკვე დაემატა კომუნალური გადასახადების დაჯგუფების ფუნქციონალიც, რაც არსებული ან ახალი  კომუნალური გადასახადების შაბლონების დაჯგუფების და მათი სასურველი ტიპის ჯგუფში გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა.  ასე გადახდა ერთ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

    თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტი გუნდის და მომხმარებლების უსაფრთხოებაზე ზრუნვაა. პანდემიის დაწყების დღიდან, ბანკმა მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად არაერთი მომსახურება დისტანციურ რეჟიმში გადაიტანა. სერვისების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით თიბისის გუნდი მუდმივად მუშაობს და მომხმარებელს  არაერთ სიახლეს შესთავაზებს.

  • ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 2 დღე დარჩ

    ბიზნესდაჯილდოება 2020-ზე რეგისტრაციის მსურველ ბიზნესებს ვადა ჯერ
    კიდევ აქვთ. წლევანდელი ბიზნესდაჯილდოება განახლებული ნომინაციებითა
    და ახალი ფორმატით ბრუნდება. უკვე მეხუთე წელია, თიბისი ქვეყანაში
    ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმატებით ატარებს, რომლის
    მიზანიც ბიზნესის ხელშეწყობა და მხარდაჭერაა.

    წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის შექმილ
    სიტუაციასთან ადაპტაცია და მიუხედავად ეკონომიკურ აქტივოვებებზე
    დაწესებული შეზღუდვებისა, საქმიანობის კვლავ გაგრძელება. ამიტომაც
    ბიზნესდაჯილდოებაში გაჩნდა ნომინაცია იმ კომპანიის გამოსავლენად,
    რომელმაც ადაპტაციის საუკეთესო მაგალითი აჩვენა მომხმარებელს.
    ამ დროისთვის დარეგისტრირებული კომპანიები, ნომინაციების მიხედვით,
    შემდეგნაირად გადანაწილდნენ:

    •  46% – საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურების შექმნისთვის
    •  12% – გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
    • 10% – საუკეთესო ინოვაციებისთვის
    • 17% – საუკეთესო სტარტაპისთვის
    • 14% – ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის

    განსაკუთრებული სიახლე ელოდება ნომინაციაში „საუკეთესო სტარტაპისთვის“
    გამარჯვებულს. ნომინაციის მხარდამჭერი წელს ჟურნალი Forbes-ია, რომელიც
    გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს.
    წელს სიახლეა ჟიურის მხრივაც, გამარჯვებულებს ბიზნეს სფეროში მომუშავე
    ადამიანებისგან შემდგარი ჟიური გამოავლენს.
    პრიზები წელსაც უცვლელია. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და
    მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას სამი
    მიმართულებით სთავაზობს:

    1. ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი.
    ბიზნესის სამყაროში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ციფრულ არხებში
    საკუთარი კომპანიის საქმიანობის წარმოჩენა და მუდმივი კომუნიკაცია
    მომხმარებელთან, რასაც სწორი ციფრული სტრატეგია უზრუნველყოფს. ამ
    ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, გამარჯვებულ კომპანიებს თიბისი
    დაეხმარება ბიზნეს საჭიროებებზე მორგებულ ციფრული სტრატეგიის
    დაგეგმვაში და ახალი ვებგვერდის მომზადებაში.

    2. ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია.
    ბიზნესის ღირებულებების სწორად განსასაზღვრად და აუდიტორიამდე
    მისატანად, აუცილებელია ბრენდის პლატფორმა, რომელიც მომავალში
    სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნას და მომხმარებელთან
    გრძელვადიანი და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას უზრუნველყოფს.
    ამ ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, ბიზნესებისთვის სტრატეგიული ბრენდ-
    პლატფორმა შეიქმნება და ახალი საიმიჯო რგოლი დამზადდება.

    3. პროგრამული უზრუნველყოფაყოველდღიური პროცესების გამარტივება და ავტომატიზაცია ბიზნესებს
    ძალიან დაეხმარება ადამიანური და დროის რესურსის დაზოგვაში. ამ
    ჯილდოს არჩევის შემთხვევაში, კომპანიის ბიზნესპროცესები
    გაანალიზდება და ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა
    შეირჩევა, ეს იქნება კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია თუ
    ვებ-სერვისი.

    მონაწილეთა რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე www.businessaward.ge.
    რეგისტრაცია 28 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

  • ვინ არის ახალი ქართველი მილიარდერი

    ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi-ს დამაარსებლები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად მილიარდერები გახდნენ. თანადამფუძნებელ ვიაჩესლავ კიმის ქონება უკვე $2.5 მილიარდადაა შეფასებული, ხოლო მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელისა და თანადამაარსებლის მიხეილ ლომთაძის – $2 მილიარდად. კომპანიის აქციებით ვაჭრობა დაახლოებით ათი დღის წინ დაიწყო $33.75-ად და სამშაბათს $41.80-ის ნიშნულზე დაიხურა.

    Kaspi-ი გადასახადებისა და ფინტექ სერვისების მიმწოდებელი ყველაზე დიდი კომპანიაა ყაზახეთში, 7 მილიონი მომხმარებლით 18 მილიონიანი მოსახლეობიდან. გადასახადებისათვის, სესხებისა თუ საბანკო საქმიანობისთვის განკუთვნილი მათი პლატფორმა – “ყაზახეთში, ხალხის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება”. პანდემიის გამო “მომხმარებლების ადაპტაცია უნაღდო გადასახადების, ელ-კომერციისა თუ ციფრული ფინანსების მომსახურებების მიმართ იზრდება,“ – განაცხადეს კომპანიის წარმომადგენლებმა აქციების პირველადი საჯარო განთავსების დროს.

    ცნობისთვის, 2019 წელს, Kaspi-ს წმინდა მოგებამ $515 მილიონს მიაღწია. კომპანია პანდემიის გამო კიდევ უფრო გაიზარდა, შეადგინა რა შემოსავალმა $286 მილიონი მხოლოდ 2020 წლის პირველ ნახევარში.

    Kaspi მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ციფრულად გადაიხადონ გადასახადები, განახორციელონ სავაჭრო ტრანზაქციები და Paypal-ისა და Klarna-ს მსგავსად შეასრულონ “იყიდე ახლა – გადაიხადე შემდგომ“ ოპერაციები. 2019 წელს, Kaspi-ს მტკიცებით, კომპანია ყაზახი მომხმარებლების სესხების ბაზრის უდიდეს წილს ფლობდა (ანუ, მთლიანი ბაზრის 32%-ს).

    Kaspi-მ პანდემიისგან გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას ტექნოლოგიების დახმარებით მოუგვარა, შედეგად ის კონკურენტთაგან განსხვავებით გაიზარდა. ივნისში, ყაზახური ონლაინ გამოცემა Kazpravda.kz წერდა, რომ Kaspi-ს მთავარმა აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ლომთაძემ „ხალხის მადლიერების“ მედალი მიიღო ყაზახეთის პრეზიდენტისგან პანდემიის დროს “უანგარო მუშაობისათვის”.

    ლომთაძემ მაშინ გამოცემას განუცხადა, რომ Kaspi-ს თანამშრომლებმა “დღე და ღამე გაასწორეს“ მომხმარებელთა ანგარიშების გასახსნელად და “საჭირბოროტო სოციალური გადასახადების განსახორციელებლად“. მისივე თქმით, 4.4-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო თანხა კომპანიის აპლიკაციის მეშვეობით.

    წყარო: Forbes

  • ამერიკის ხელისუფლებამ Google–ის, Amazon–ის და Facebook–ის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა დაიწყო

    ამერიკული ინტერნეტ კომპანიების მზარდმა ძალაუფლებამ ამერიკის ხელისუფლება შეაშფოთა. რამდენიმე წლიანი ყოყმანის შემდეგ ვაშინგტონმა ევროპას დაუჭირა მხარი და ბიზნესისა და მოქალაქეების უფლებებისთვის ბრძოლაში მეორე ფრონტი გახსნა.

    თავიდან კონგრესმენებმა კომპანიები  Google, Amazon , Apple და Facebook დაადანაშაულეს იმაში, რომ ისინი “ გადაიქცნენ ისეთ მონოპოლიებად, რომელთა მსგავსი ნავთობბარონების და სარკინიზო მაგნატების შემდეგ კაცობრიობას აღარ ახსოვს.“

    გასულ კვირას კი რამდენიმე შტატის პროკურორებმა და ტრამპის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებმა სარჩელი შეიტანეს Google-ის წინააღმდეგ იმ მოტივით, რომ კომპანიამ ინტერნეტზე წვდომის მონოპოლიზება მოახდინა, ბოროტად იყენებს “მეკარის“ როლს და კონკურენციას საეჭვო ბიზნეს–პრაქტიკების გამოყენებით ახრჩობს.

    აშშ–ს პირველი ორი ნაბიჯი მოიწონა ევროპამ, რომელიც დიდი ხანია მარტო და უშედეგოდ აწარმოებს უთანასწორ ბრძოლას ამერიკული ჰაიტეკ–გიგანტების წინააღმდეგ. აქამდე ვაშინგტონი თავისიანებს იცავდა ბრიუსელისგან, თუმცა 2020 წლის შემოდგომაზე ამერიკელები ევროპელების მხარეს გადავიდნენ.

    სილიკონის ველის კომპანიები დარწმუნებულნი არიან, რომ არაფერს არღვევენ  და პირიქით, უფასოდ, ან თითქმის უფასოდ ეხმარებიან ადამიანებს იმუშაონ, იურთიერთონ, ისწავლონ და გაერთონ. დომინირება კი კონკურენციის დროებითი შედეგია და არა სერიოზული საფრთხე კონკურენციისთვის.

    ხელისუფლებას ამის არ სჯერა და სადამსჯელო ზომების მთელ არსენალს ამზადებს – მილიარდებიანი ჯარიმებით დაწყებული იძულებითი დაყოფით დამთავრებული: Facebook შეიძლება  აიძულონ Instagram და WhatsApp გაყიდოს,  Google კი აიძულონ  YouTube  დათმოს, Android კი ცალკე კომპანიად გამოყოს.

    რატომ აღმოჩნდნენ ამერიკული ბიზნესის ჩემპიონები უცებ მიუღებელნი?

    თავიდან ბრძოლა ევროკავშირმა დაიწყო. მას არ მოეწონა, როგორ ექცეოდნენ ტექნოლოგიური გიგანტები კონკურენეტებს, მომხმარებელთა პირად მონაცემებს, საავტორო უფლებებს და ექსტრემიზმს საკუთარ პლატფორმებზე.

    ევროკავშირმა სამჯერ დააჯარიმა გუგლი საერთო ჯამში 9 მილიარდი დოლარით იმის გამო, რომ ამერიკელები საკუთარ საძიებო სისტემას საკუთარი საოპერაციო სისტემის – ანდროიდის საშუალებით “ქაჩავდნენ“, საკუთარ მაღაზიებს კი საკუთარი საძიებო სისტემით. ფეისბუქი და ამაზონი იმის გამო დასაჯეს, რომ ისინი მომხმარებელთა პირად მონაცემების საკუთარი საქონლის და მომსახურების პოპულარიზაციისთვის იყენებდნენ, ეფლის წინააღმდეგ გამოძიება კი მუსიკალური სერვისების საჩივრის ნიადაგზე დაიწყო, რომლებიც უკმაყოფილო იყვნენ იმით, როგორ ახვევდა აიფონების მწარმოებელი მომხმარებელს თავზე საკუთარ Apple Music–ს.

    საქმეები წლობით გრძელდებოდა, ჯარიმები უმნიშვნელო იყო კომპანიების გიგანტურ მაშტაბებთან შედარებით, ახლა კი ქარის წისქვილებთან ბრძოლა უკვე შესაძლოა ჯვაროსნულ ლაშქრობაში გადაიზარდოს, რადგან ევროპას აშშ–ს ხელისუფლებამაც დაუჭირა მხარი, ის კი ერთადერთი ძალაა დედამიწაზე, რომელსაც ამერიკულ ბიზნესზე პირდაპირი გავლენა აქვს.

    რადიკალურ ძვრებს წინ უძღვოდა აშშ–ს კონრესის წარმომადგენელთა პალატის გამოძიება, რომელსაც დემოკრატები აკონტროლებენ. კონგრესმენებმა დაკითხვაზე ინტერნეტ გიგანტების ხელმძღვანელები დაიბარეს. სანახაობრივად ამაზონის შეფის; ჯეფ ბეზოსის და ფეისბუქის მფლობელის, მარკ ცუკერბერგის დაკითხვები საინტერესო და ხმაურიანი გამოვიდა, თუმცა საბოლოოდ დემოკრატების მიერ მხარდაჭერილ მამხილებელ ანგარიშს რესპუბლიკელების მხარდაჭერა არ მოუპოვებია. მათ სხვა გზით წასვლა გადაწყვიტეს – არა წესების შეცვლა და კანონების გადაწერა, არამედ სასამართლოში ჩივილი და იმის მტკიცება აირჩიეს, რომ მძლავრი კომპანიები უკვე არსებულ წესებს არღვევენ.  მათ   Google–ს სასამართლოში უჩივლეს.

    კანონის დამცველები დარწმუნებულნი არიან, რომ ინტერნეტ გიგანტი ცდილობს მთელი ინტერნეტ ტრაფიკი საკუთარი სერვისებით გაატაროს, და ყოველი კლიკიდან მოგება მიიღოს, ივაჭროს მომხმარებელთა მონაცემებით და მათი ქცევის შესახებ ინფორმაციით. ასეთი მონოპოლია კი მათი აზრით ვნებს მომხმარებელს და მთლიანად კაპიტალიზმს, ამიტომაც უნდა დაინგრეს.

    კომპანია Alphabet, რომელიც  Google–ის საძიებო სისტემის გარდა  YouTube–ს,  Android–ს და ბევრ სხვა რამეს აკონტროლებს, მონოპოლიზმის ბრალდებებს უარყოფს. მათი არგუმენტი ის არის, რომ მათი საძიებო თუ ოპერაციული სისტემები თუ იუთუბის ვიდეოპლატფორმები სრულიად უფასოა, ეს კი ნიშნავს, რომ ინტერნეტ ძიების 80%–ის გუგლის ხელში თავმოყრაც კი მომხმარებელს ვერანაირ ზიანს ვერ მიაყენებს.

    აშშ–ს კანონმდებლობის შეცვლის გარეშე მონოპოლიზმის დამტკიცება ადვილი არ იქნება და ვერც სწრაფად მოხდება. სარჩელის სასამართლო განხილვა 2022 წელზე ადრე არ დაიწყება, განხილვებსა და აპელაციებს კი კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება.

    ამიტომაც ამერიკელი პროკურორების ნაბიჯი, რომლებიც გუგლის დანაწევრებას აპირებენ არასერიოზულად იქნა აღქმული. ამ ინფორმაცის გახმაურების დღეს გუგლის აქციები არათუ დაეცა, არამედ 1%–ით გაძვირდა კიდეც.

    ყველას კარგად ახსოვს, რომ ამერიკის ხელისუფლებისა   Microsoft –ის ბრძოლა 8 წელი გრძელდებოდა.

    ეს უზარმაზარი ვადაა ინტერნეტ ტექნოლოგიებისთვის და მანამდე შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს.

    ამერიკულმა ინტერნეტ გიგანტებმა რამდენიმე ათწლეულში პლანეტაზე ცხოვრება მთლიანად შეცვალეს : ეკონომიკა, პოლიტიკა, განათლება, ურთიერთობები და გართობა.

    მათ ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწიეს და საკუთარ თავზე მოირგეს ბიზნესი, ვაჭრობა, საზოგადოებრივი დისკუსიებიც კი. ეს თავდაპირველად დასავლური ტექნოლოგიების და ფინანსების უპირატესობის სიმბოლო იყო, ახლა კი თანდათანობით თავის ტკივილად იქცა.

    მოქალაქეები და ხელისუფლებები ინტერნეტ გიგანტების დომინირებაში დემოკრატიული წყობის საფუძვლებისა და კაპიტალიზმისთვის საფრთხეებს ხედავენ.

    განსაკუთრებულ შეშფოთებას სამი რამ იწვევს:

    პირველ რიგში ის, რომ მონოპოლიზაცია კონკურენციას კლავს, კონკურენცია კი საბაზრო ეკონომიკის საფუძველია.

    მეორე: რეგულატორები და აქტივისტები უკმაყოფილოები არიან გიგანტების დამოკიდებულებით იმის მიმართ, რა ხდება მათ პლატფორმებზე , მთავარია მათ მოგება მოიტანონ.  მათი თქმით, კონტენტის გაფილტვრის სურვილის არქონა შანსს აძლევს ექსტრემისტებს და სხვა ბნელ ძალებს.

    და ბოლოს– ამერიკული გიგანტები სხვა ქვეყნების ჯიბეს აცარიელებენ. ისინი ადგილობრივ ბიზნესს ავიწროებენ და ამგვარად დასაქმებას და საგადასახადო შემოსავლებს აყენებენ დარტყმას, მათ ნაცვლად იღებენ მოგებას და ეს თანხები ოფშორებში, ან საკუთარ იურისდიქციაში – აშშ–ში გადააქვთ.

    ამ პრობლემების გარდა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტების მიმართ კიდევ ბევრი პრეტენზიაა – მაგალითად, საინფორმაციო საშუალებების განადგურება მათი სარეკლამო ბიზნეს მოდელის მოშლისა და საძიებო სისტემაში უფასო ციტირების გზით, ასევე დემოკრატიის ნგრევა კანონმდებლობის გვერდის ავლით წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევისთვის პირობების შექმნის საშუალებით.

    გიგანტური ძალაუფლების მქონე კომპანიების მოსათვინიერებლად სამი რეცეპტი არსებობს – არსებული წესების დარღვევისთვის ჯარიმა. ახალი კანონმდებლობის შექმნა, რომელიც თანამედროვეობასთან იქნება ადაპტირებული და მათი დარღვევისთვის დაჯარიმება. და თუ არაფერი უშველის – კომპანიების დაშლა.

    ჯერჯერობით პირველი ორი რეცეპტი არაეფექტურია, მესამე გზა კი მხოლოდ აშშ–ში შეიძლება განხორციელდეს, რადგან ეს კომპანიები ამერიკულია. თუმცა, თუნდაც ხელისუფლებამ ამ ზომას მიმართოს, მას მოუწევს დაადასტუროს, რომ კომპანიები მონოპლიურ მდგომარეობას ბოროტად იყენებენ, რაც ადვილი არ იქნება.

    გარდა ამისა, ამერიკის ხელისუფლებას სიფრთხილე მართებს, რომ ქვეყნის ინტერესები არ დააზიანოს:

    ინტერნეტ გიგანტების ჯგუფი დიდი ხანია ამერიკული ეკონომიკის სისტემური მაფორმირებელი გახდა. მხოლოდ ოთხი ტექნოლოგიური გიგანტის  (Amazon, Facebook, Apple, Google) შემოსავლები სამნახევარჯერ აღემატება პორტუგალიის წლიურ მშპ–ს, ორნახევარჯერ მეტია, ვიდრე უკრაინის  და ყაზახეთის ეკონომიკა ერთად აღებული.

    ასეთი კომპანიების აქციებზე მოდის საფონდო ბირჟის თითქმის მესამედი. მათი საბაზრო ღირებულება 5 ტრილიონ დოლარს აღემატება, წლიური ბრუნვა კი 800 მილიარდს აღწევს. ეს კი იმაზე მეტია, ვიდრე მაგალითად საუდის არაბეთის, თურქეთის, პოლონეთის ან შვეიცარიის წლიური მაჩვენებელი.

  • 250 000 ლარამდე უზრუნველყოფის გარეშე სესხით სარგებლობა ნებისმიერი პროფილის ბიზნესს შეუძლია

    „ფორ ლაბი“ უკვე მეოთხე წელია საქართველოში არსებულ ლაბორატორიებს
    მაღალი ხარისხის სახარჯი მასალებით ამარაგებს. ბოლო პერიოდში შექმნილი
    ვითარებიდან გამომდინარე სამედიცინო სფეროში აღნიშნულ მასალებზე
    მოთხოვნა გაიზარდა. „ფორ ლაბმა“ თიბისის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაში
    უზრუნველყოფის გარეშე სესხით ისარგებლა და ბაზარზე მასალების მიწოდება
    გააორმაგა.

    ბიზნესების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის  გასამარტივებლად, თიბისიმ
    უპრეცენდენტო ცვლილება განახორციელა დაკრედიტების მიმართულებით და
    ბიზნესებს მისცა საშუალება ისარგებლონ 250 000 ლარამდე ბიზნესსესხით
    უძრავი ქონების და ძირითადი საშუალებების უზრუნველყოფის გარეშე. ამ
    დრომდე საქართველოში უზრუნველყოფის გარეშე ბიზნესსესხის ლიმიტი 50 000
    ლარი იყო, თიბისიმ ეს ზღვარი 250 000 ლარამდე გაზარდა.
    უზრუნველყოფის გარეშე სესხით ისარგებლა რაგბის კლუბმა „იუნკერები“,
    რომელიც უკვე მეორე წელია უმაღლეს ლიგაში ასპარეზობს. იგი აერთიანებს
    როგორც ჭაბუკთა, ასევე კაცთა გუნდებს, ხოლო მის ბაზაზე მოზარდებს 7 წლის
    ასაკიდან შეუძლიათ რაგბს დაეუფლონ.

    „ჩვენ ვზრდით ახალ თაობას, რომლებსაც განვითარების შესაძლობა აქვთ. ამით
    საფუძველს ვქმნით, რომ შემდეგში მათ პროფესიონალური კლუბებში ითამაშონ.
    ამ სპორტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერა, რომ
    განვითარება შევძლოთ, გამართული ინფრასტრუქტურა გვქოდეს, მოვიზიდოთ
    ახალი მოთამაშეები და ა.შ.“ – ამბობს კლუბის გენერალური დირექტორი გიორგი
    ნოზაძე.

    უზრუნველყოფის გარეშე სესხით სარგებლობა ნებისმიერი პროფილის ბიზნესს
    შეუძლია. შეთავაზებით სარგებლობისთვის, ბიზნესების წარმომადგენლებმა
    ონლაინ განაცხადი უნდა შეავსონ, ასევე, შესაძლებელია ფილიალში მისვლაც.
    დამატებითი ინფორმაციის მიღება და განაცხადის შევსება შესაძლებელია
    ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/apply-for-business-loan

  • ვანის არქეოლოგიური მუზეუმი ახალ სიცოცხლეს იწყებს

    ევროპის მასშტაბით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მსოფლიო პანდემიის დროს, ორი ახალი მუზეუმი გაიხსნა – ეროვნული მუზეუმის ბოლნისის რეგიონული და ვანის არქეოლოგიური  მუზეუმები.

    საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის ვანის არქეოლოგიური მუზეუმი – კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი პირველი მუზეუმია ნაქალაქარზე, რომელიც 1985 წელს შეიქმნა არქიტექტორ გიორგი ლეჟავას პროექტით. მუზეუმი, რომელიც თავისი დამაარსებლის სახელს ატარებს, 2020 წლიდან სრულიად განახლებული სახით ახალ სიცოცხლეს იწყებს.

    ვანის ნაქალაქარი, რომლის ისტორია თითქმის მთლიანად მოიცავს ძვ.წ. I ათასწლეულს, მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ძეგლია. ძვ.წ. VIII-VII საუკუნეებიდან მოყოლებული ძვ.წ. I საუკუნემდე ვანი კოლხეთის – ოქროს საწმისის ქვეყნის – რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა.

    მუზეუმის კოლექციებში დაცულია ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ. VIII-დან I საუკუნის ჩათვლით. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებულ მასალას დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიკური სამყაროს შესწავლისათვის.

    ვანის ახალ მუზეუმში მუდმივმოქმედ გამოფენაზე, თანამედროვე ტექნოლოგიების და ინსტალაციების გამოყენებით წარმოდგენილია ვანის მდიდრულ სამარხებში აღმოჩენილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები, რომლებიც „ოქრომრავალი კოლხეთის“ რეალობის ნათელი დასტურია. ამასთანავე, პირველად იქნება ნაჩვენები მათი დამზადების ტექნოლოგიის ამსახველი მასალა და ძველი კოლხების ცოდნა ოქროს მოპოვებისა და დამუშავების შესახებ. 

    ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში აღმოჩენილ ბრინჯაოს ქანდაკებების ნიმუშებთან ერთად, მუზეუმში პირველად იქნება წარმოდგენილი გადამალული განძის სახით აღმოჩენილი ელინისტური ეპოქის ბრინჯაოს ლამპების უნიკალური ნიმუშები, რომლებიც სატაძრო ინვენტარს წარმოადგენდა და კიდევ ერთხელ ცხადყოფს ძვ. წ. II-I საუკუნეებში ვანის, როგორც სატაძრო ქალაქის მნიშვნელობას. 

    საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამუზეუმო შენობაში წარმოდგენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია და ასევე, დროებითი საგამოფენო სივრცე. თანამედროვე ინფრასტრუქტურის დახმარებით, უახლესი სტანდარტების დაცვით მოეწყო ფონდები, სამეცნიერო ლაბორატორიები, აუდიტორია, ბიბლიოთეკა-მედიათეკა და საზოგადოებრივი სივრცეები – კაფე, მუზეუმის მაღაზია, ღია ვერანდები.

    განახლებული მუზეუმის აუდიტორიაში, რომელიც მუზეუმსა და საზოგადოებას შორის მჭიდრო კავშირის დამყარებასა და საზოგადოების განათლებას ემსახურება, განახლდება „ვანის საერთაშორისო სიმპოზიუმები” მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების მონაწილეობით. სიმპოზიუმები მუზეუმის დაარსებიდან რეგულარულად მიმდინარეობდა და ანტიკური ხანის შავიზღვისპირეთის ქვეყნების ისტორიისა და არქეოლოგიის პრობლემებს ეძღვნებოდა.

    განახლებული მუზეუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს როგორც ქვეყნის და კულტურის იდენტობისა და თვითშემეცნების საქმეში, ასევე რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარებაში.

    მუზეუმის რეაბილიტაცია განახორციელა საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.

     

    ვანის არქეოლოგიური მუზეუმის პარტნიორია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ხელოვნებასთან, განათლებასთან და ისტორიულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა. თიბისისა და ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელთა მიზანია მუზეუმის საცავებში დაცული განძი, მრავალფეროვანი და თანამედროვე ფორმატების დახმარებით, ფართო აუდიტორიამ გაიცნოს.

     

    ვანის მუზეუმის პარტნიორები არიან შელბი ვაითის და ლეონ ლევის ფონდი. მუზეუმის არქიტექტურული პროექტი და გამოფენის დიზაინი შემუშავდა გერმანული კომპანიის „Ellis Williams Architects“, სცენოგრაფის ლინა ლოპესის და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის ფარგლებში.

  • თიბისის სტუდენტური პროგრამა – „თიბისი კემპი“ გრძელდება

    თიბისის სტუდენტური პროგრამის – „თიბისი კემპის“ მეორე ნაკადი დაიწყო.

     

    „თიბისი კემპი“ ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების სასწავლო პროგრამაშია ინტეგრირებული და მსურველებისთვის მასში ჩართვა ნებაყოფლობითია.

     

    სტუდენტები მთელი სემესტრის განმავლობაში პროგრამის სხვადასხვა ეტაპს გაივლიან. პირველ ეტაპზე თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს დაესწრებიან. შემდეგ შეხვედრაზე ერთად განიხილავენ ბიზნეს-ქეისებს, რომლებიც მათ დავალებასთან იქნება კავშირში. ბოლო ეტაპზე კი ჟიურის წინაშე, რომელიც თიბისი კაპიტალის მენეჯმენტისგან შედგება, საბოლოო საინვესტიციო პროექტს წარადგენენ. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

     

    ჟიურის რჩეულ 2 გუნდს სპეციალური ჯილდო – თიბისის აქციები გადაეცემა.

     

    პროექტში ამ ეტაპზე 12 უნივერსიტეტია ჩართული:

     

    ·       თავისუფალი უნივერსიტეტი

    ·       საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი

    ·       კავკასიის უნივერსიტეტი

    ·       ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU)

    ·       ქართულამერიკული უნივერსიტეტი

    ·       ევროპის უნივერსიტეტი

    ·       ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი

    ·       საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)

    ·       შავი ზღვის უნივერსიტეტი

    ·       ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი

    ·       გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

    ·       საქართველოს უნივერსიტეტი

     

    პროექტი თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის პოპულარიზებაა. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები რეალურ სამუშაო გამოცდილებას მიიღებენ, უკეთ გაეცნობიან ფინანსურ ბაზრებსა და ინვესტორების მოლოდინებს.