Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7860 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7860 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7835 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0025 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1064 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0858 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0206 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალ შევა.

  • ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო – Le Méridien გაიხსნა

    ბათუმში, თიბისის მხარდაჭერით, Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო – Le Méridien გაიხსნა

    შავი ზღვის სანაპიროზე სასტუმროების ცნობილ ბრენდებს Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო – Le Méridien დაემატება. “ბათუმი თაუერი“, რომელიც რეგიონში უმაღლესი კატეგორიის ბრენდს წარმოადგენს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა.

    205 მეტრის სიმაღლის „ბათუმი თაუერი“ ყველაზე მაღალი შენობაა კავკასიაში. პროექტის ერთი ნაწილი შედგება 35 სართულისგან და მოიცავს როგორც რეზიდენციებს, ასევე სამორინეს. ბათუმი თაუერის 26-ე სართულზე დამონტაჟებულია პანორამული ბორბალი, ამავე სართულზე განთავსდება ლაუნჯ-რესტორანიც. კომპლექსი ბათუმის ცენტრში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.

    პროექტის მეორე ნაწილი – Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი Le Méridien-ის სასტუმრო, 105 ნომრით, ღია და დახურული აუზით, სპა და ფიტნეს ცენტრით, რამდენიმე რესტორნით, ლაუნჯითა და საკონფერენციო დარბაზებით, სტუმრების მისაღებად უკვე მზადაა.

    პროექტის გამორჩეულ ინტერიერის დიზაინსა და კონცეფციაზე ქართულმა კომპანია – „რუმსმა“ იმუშავა.

    დეველოპერულმა კომპანიამ – “რედკო“ „ბათუმი თაუერის“ შენობა 25 მილიონ დოლარად შეიძინა. ინვესტიციის ჯამური ოდენობა 80 მილიონი დოლარია და ტრანზაქცია თიბისისა და „რედკოს“ თანამშრომლობის შედეგად განხორციელდა.

    Le Meridien-ის ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. რაც შეეხება Marriott-ს, მის ქსელში ამჟამად შედიან ისეთი ბრენდების სასტუმროები როგორებიცაა: The Ritz-Carlton, St. Regis , JW Marriott, Ritz-Carlton Reserve, The Luxury Collection, W Hotels, EDITION, Le Meridien, Marriott Hotels, Sheraton.

    თიბისი ბანკისთვის მნიშვნელოვანია რეგიონებში კორპორატიული კლიენტების მხარდაჭერა და განსაკუთრებით ტურიზმის სექტორის განვითარებისთვის ხელშეწყობა. თიბისის ჯამური ინვესტიციის მოცულობა ტურიზმის სექტორში, კერძოდ სასტუმროების დაფინანსების მიმართულებით, 800 მილიონ ლარს შეადგენს. აჭარის რეგიონში კი კორპორატიული სექტორის დაფინანსება 2019 წლის განმავლობაში 72%-ით გაიზარდა

  • ექსპერტები: კორონავირუსს ეკონომიკაზე დიდი გავლენა ექნება

    ექსპერტები: კორონავირუსს ეკონომიკაზე დიდი გავლენა ექნება

    კორონავირუსს (კოვიდ 19) საკმაოდ დიდი ზეგავლენა ექნება ეკონომიკურ ზრდაზე მსოფლიოს მასშტაბით, აცხადებენ “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” მკვლევრები. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ნახევარი პროცენტით შემცირდა და ახლა 2.4 % შეადგენს და 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს.

    ჩინეთში, სადაც კორონავირუსის ეპიცენტრია დეკემბრიდან მოყოლებული, მთლიანი შიდა პროდუქტის ყოველწიური ზრდა, სავარაუდოდ, მხოლოდ, 4,9 % მიაღწევს, რაც 0,9 ნიშნულით დაბალია, ვიდრე ის უნდა ყოფილიყო. ამბობენ, რომ ჩინეთში ეკონომიკური მაჩვენებლები საკამოდ კრიტიკულია.

    ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად ჩინეთში, უმეტეს ადგილას კარანტინია გამოცხადებული, აიკრძალა ფრენები და დაიკეტა საწარმოები, რამაც, როგორც ჩინეთის, ისე მსოფლიოს ეკონომიკაზე უკვე მოახდინა უარყოფითი ცვლილებები.

    წყარო: ამერიკის ხმა

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7835 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7835 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7905 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0070 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0858 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0782 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0076 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7905 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7905 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8042 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0137 შეადგინა.

    რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0782 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0686 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0096 ლარი შეადგინა.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.