თიბისის ბიზნესკლუბის წევრებისთვის ბიზნესსაუბრების პროექტი იწყება. საუბრების პრემიერა 15 იანვარს, 11:00 საათზე, თიბისი ბიზნესისთვის ფეისბუქის გვერდზე გაიმართება.
პირველი ვიდეოსერიის სტუმრები „ტერმინალის“ დამფუძნებელი – ჯინო დოლინი, „ჟუჟუნა ღვინოს“ თანადამფუძნებელი – ვასკა ჩუბინიძე და „CONSULTIS“-ის დირექტორი – ვატო ნამორაძე არიან. მოწვეულ სპიკერებს მოდერაციას და მასპინძლობას ჯონ უერდმანი, ამერიკელი მეღვინე გაუწევს, რომელიც 20-ზე წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და კახეთში მევენახეობას ეწევა.
ბიზნესსაუბარი შეეხება შემდეგ თემებს: რა სირთულეები შეექმნა ბიზნესს პანდემიის პერიოდში, პოსტკოვიდური მომავალი ბიზნესისთვის, ციფრული ტრანსფორმაცია, თანამშრომლების დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანა, ლოიალური მომხმარებლის შენარჩუნება და ზოგადად, ცვლილებები სამყაროში კოვიდის შემდეგ.
თიბისი ბიზნესკლუბი დაარსების დღიდან ზრუნავს კლუბის წევრების სოციალიზაციაზე, მათი ბიზნესსაქმიანობის მხარდაჭერასა და განვითარებაზე. ასევე, უზრუნველყოფს კლუბის წევრების ინფორმირებულობას, ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა საკითხზე, დაკავშირებას პოტენციურ პარტნიორებთან და მომხმარებელთან. ბიზნესკლუბმა თავის წევრებს უკვე შესთავაზა სხვადასხვა სახის სარგებელი მომსახურებებსა თუ პროდუქტებზე. უახლოს მომავალში, კლუბის წევრებისთვის ინდივიდუალური კონსულტაციები, განახლებული კურსები, Q&A სესიები და სხვა საინტერესო შეთავაზებებია დაგეგმილი.
აქ.ახლა – ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, თიბისის მომხმარებელი ძალიან მარტივად, 90 წამში გახდეს და ამისათვის მას ფილიალში ვიზიტი და დამატებითი პროცედურების გავლა არ დასჭირდება.
ინოვაციური სიახლე თიბისიმ მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად დანერგა. ციფრული მომსახურების და პროდუქტების მომხმარებლისთვის შეთავაზება თიბისისთვის მთავარი პრიორიტეტია, მით უმეტეს Covid 19-ის გამოწვევის ფონზე.
მობაილ ან ინტერნეტბანკიდან თიბისის მომხმარებლად დასარეგისტრირებლად, IOS /Andorid სისტემებში, მხოლოდ აპლიკაციის – TBC BANK გადმოწერა ან ვებ-გვერდზე – tbconline.ge რეგისტრაციაა საკმარისი. ინსტრუქციის მიხედვით იდენტიფიკაციის გავლას მხოლოდ 90 წამი დასჭირდება. დარეგისტრირების შემდეგ, მომხმარებელი თიბისის ანგარიშს ავტომატურად, ციფრული ბარათით გახსნის და მას სრულიად უსასყიდლოდ გაიაქტიურებს. ბარათით შესაძლებელი იქნება, როგორც ტერმინალებსა და ელ.კომერციაში გადახდა, ისე ბანკომატიდან თანხის განაღდება.
ამ დრომდე, თიბისის ანგარიშის გახსნა და მომხმარებლად დარეგისტრირება მხოლოდ ფილიალში ვიზიტით იყო შესაძლებელი.
თანამშრომლობა გულისხმობს, თიბისის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების ცოდნის გაღრმავებასა და მათ ჩართულობას თიბისის როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებით, ასევე კულტურულ პროექტებსა და ღონისძიებებში, საჯარო ლექციებში, სემინარებსა და ვორქშოპებში. წარმატებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები თიბისის დასაქმების, სტაჟირებისა და სტიპენდიის სხვადასხვა პროგრამაში ჩაერთვებიან.
თიბისი კავკასიის უნივერსიტეტის სამომავლო პროექტებსაც დააფინანსებს, მათ შორის საუნივერსიტეტო კამპუსსა და სკოლას ბათუმში, რომლის გახსნაც 2023წელს იგეგმება და რომელიც 1500-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე და 500-მდე მოსწავლეზეა გათვლილი.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, თიბისისთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან კერძო და საჯარო სექტორებში, საერთაშორისო კომპანიებში, როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თიბისის, როგორც ახალგაზრდების მხარდამჭერის სტატუსი, ჩვენთვის მეტ დასაქმებულ სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ნიშნავს. უკვე წლებია კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უნივერსიტეტს ჰქონდეს მაღალი ნდობა და რეპუტაცია, იყოს საუკეთესო – არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ეს ყველაფერი თიბისისა და სხვა ძლიერი პარტნიორების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა“, – კახა შენგელია, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
ახალგაზრდებისთვის მათ ინტერესებზე მორგებული შესაძლებლობებისა და ცოდნის გაზიარება, თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიეტეტია. ამ მიმართულებით კომპანია სხვადასხვა პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია.
„ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული საგანმანათლებლო პროექტის შემდეგ, თიბისი და კავკასიის უნივერსიტეტი მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებენ. ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ, თიბისი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას აქტიურად ეთანამშრომლება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავხდეთ იმ უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორები, რომლის მიდგომები სრულ თანხვედრაშია თიბისის ფასეულობებთან. ორ ათწლეულზე მეტია კავკასიის უნივერსიტეტი მუდმივად ვითარდება და პროფესიული ცხოვრებისთვის ისეთ კურდსამთავრებულებს ამზადებს, რომლებიც მომავალში, სხვადასხვა სექტორში და სფეროში საუკეთესოები და კონკურენტუნარიანები არიან. გვეამაყება, რომ ამ ახალგაზრდების წარმატებების თანამონაწილე დღეიდან თიბისიც გახდება“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით იწყება და დღეს აერთიანებს – ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებს. უნივერსიტეტი სტუდენტებს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებსა და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას სთავაზობს.
ბიტკოინის კურსმა გუშინ დღის განმავლობაში რამდენჯერმე განაახლა მისივე ისტორიული რეკორდი. 2 იანვარს პირველად ისტორიაში ბიტკოინის ფასმა ჯერ 30 ათას დოლარს, შემდეგ კი 33 ათას დოლარს გადააჭარბა და კვლავ განაგრძობს ზრდას.
ბიტკოინის კურსის ზრდა დეკემბრის მეორე ნახევარში დაჩქარდა. სულ რამდენიმე კვირის წინ – 16 დეკემბერს კრიპტოვალუტის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს – 20 042 დოლარს გადააჭარბა. ერთი წლის მანძილზე ბიტკოინის ფასი, რომელიც წლის დასაწყისში დაახლოებით 7 ათას დოლარად ივაჭრებოდა, ოთხზე მეტჯერ გაიზარდა.
ბიტკოინის კურსის ზრდა გასული წლის მარტში – კორონავირუსის პანდემიასთან ერთად დაიწყო, მსოფლიოს საფონდო ბაზრების ჩამოშლისა და ნავთობის ფასის ვარდნის ფონზე.
ოქტომბერში კრიპტოვალუტის კურსის ზრდას ხელი შეუწყო საგადამხდელო სისტემა PayPal–ის განცხადებამ მისი მზადყოფნის შესახებ 2021 წელს კრიპტოვალუტა საგადამხდელო საშუალებად აღიაროს.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ უახლოეს მომავალში ბიტკოინი შეიძლება მკვეთრად გაუფასურდეს. თუმცა, მათი თქმით ამჟამად ძნელია პროგნოზირება რა იქნება ბიტკოინის კურსის ზრდის მაქსიმუმი.
ერთდროულად რამდენიმე ვაქცინის გამოჩენამ კორონავირუსით დაზარალებული ქვეყნები გამოაცოცხლა და იმედი გაუჩინა. აცრებმა ახლო მომავალში მრავალთვიანი ლოქდაუნებით გატანჯული ადამიანების ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნების იმედი გააჩინა. თუმცა, გადაარჩენს თუ არა ვაქცინები მსოფლიო ეკონომიკას ასწლეულის ყველაზე დიდი კრიზისისგან?
მაშტაბურმა კრიზისმა მსოფლიოში სიმდიდრის ზრდის მრავალწლიანი პროცესი შეაჩერა, ქვეყნების უმრავლესობა რამდენიმე წლით უკან დააბრუნა და გადასახადის გადამხდელებს უკვე დაუჯდა 12 ტრილიონი დოლარი. ანტიკრიზისული ზომებისთვის ფულის ხარჯვა სახელმწიფოებს მომავალშიც მოუწევთ, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლები მცირდება: მსოფლიო ჯამში შემდომი ხუთი წლის განმავლობაში 28 ტრილიონ დოლარს დაკარგავს – ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლა.
ცხოვრებისა და განვითარებისთვის სულ უფრო ნაკლები ფული რჩება, ვალები კი იზრდება. 2020 წლის ბოლომდე ვალი კიდევ 20 ტრილიონ დოლარამდე გაიზრდება და მსოფლიო ეკონომიკის წლიურ მოცულობას სამნახევარჯერ გადააჭარბებს.
ვინაიდან ამ კრიზისის ერთადერთი მიზეზი კორონავირუსია, სიახლემ რამდენიმე ეფექტური ვაქცინის შესახებ ფინანსურ ბაზრებზე დიდი სიხარული გამოიწვია. მათ ვისაც ფული აქვთ, ფსონი ბიზნესისა და მოსახლეობის შემოსავლების მომავალ ზრდაზე დადეს. ცოტა უფრო თავშეკავებული რეაქცია ჰქონდათ ეკონომისტებს, ჩინოვნიკებს და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელებს –მათ, ვინც ფინანსურ სტაბილურობაზე არის პასუხისმგებელი და ანტიკრიზისულ დახმარებას გამოყოფს.
ამერიკის ცენტრობანკის ხელმძღვანელი, ჯერომ პაუელი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი და ფრთხილი ბანკირია და რომლის ერთ სიტყვას შეუძლია მსოფლიო ბაზრები ჩამოანგრიოს, ვაქცინას “კარგ და დიდი ხნის ნანატრ ახალ ამბავს უწოდებს“, თუმცა იქვე დასძენს, რომ ის ეკონომიკაზე გავლენას არა უახლოეს მომავალში, არამედ საშუალოვადიან პერსპექტივაში მოახდენს. თავშეკავებულ ოპტიმიზმს გამოხატავენ მისი ევროპელი კოლეგებიც.
ბანკირებს ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი. კრისტალინა გეორგიევა ამბობს, რომ პრობლემის სამედიცინო მოგვარების იმედი გაჩნდა, მაგრამ ეკონომიკის აღდგენის გზა კვლავ რთული და ჩავარდნებით სავსე იქნება.
გამოდის რომ ვაქცინა მსოფლიო ეკონომიკას კრიზისიდან ვერ გამოიყვანს, სანამ მასობრივი ვაქცინაცია არ დაიწყება? ეკონომისტების ნაწილი ამბობს, რომ ასე სულაც არ არის.
“კარგი სიახლეა ის, რომ რამდენიმე ვაქცინა მალე დამტკიცდება. ეს გვირაბის ბოლოს სინათლეა“– ამბობს ევროპის ცენტრობანკის ერთ–ერთი ხელმძღვანელი ფაბიო პანეტა.
ამერიკელი ეკონომისტი ჯეიმს ბალარდი იგივე გამოთქმას იყენებს:
“გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. კრიზისიდან გამოსავალი გამოჩნდა. ახლა მთავარია სიტუაციის ძალიან რეალისტური შეფასება.“
ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის ფაქტიც, რომ ვაქცინა დადებითად მოქმედებს ეკონომიკაზე იქამდე ბევრად ადრეც კი, სანამ კრიზისის მიზეზს – პანდემიას აღმოფხვრის. ამის მიზეზი შემდეგია:
საქმიანო აქტივობის დაქვეითების მიზეზი ის გახდა, რომ ადამიანებმა მომავლის რწმენა დაკარგეს, რის გამოც ფულს ნაკლებად ხარჯავენ, ხელისუფლებას კი ვირუსის უკონტროლო გავრცელების ეშინია, რაც მათ აიძულებს ლოკდაუნი შემოიღონ. ვაქცინის არსებობა ამ ორ საფრთხეს ამცირებს ჯერ კიდევ მანამ, სანამ ვაქცინაცია რეალურად დაიწყება.
ვაქცინის არსებობა ადამიანებს და ბიზნესს იმედს უჩენს, რომ ახალი ლოქდაუნი აღარ იქნება. ისინი კარანტინის დროს დაზოგილი და შავი დღისთვის გადადებული ფულის ხარჯვას იწყებენ, რაც მოხმარებას ზრდის. კვლავ იწყება ინვესტირება მომავალში – აფართოებენ ბიზნესს, ყიდულობენ უძრავ ქონებას.
მოხმარება და ინვესტიციები – ეკონომიკური ზრდის ორი მთავარი კომპონენტია. სწორედ ისინი დაზარალდა კრიზისის დროს ყველაზე მეტად. ორი დანარჩენი – ვაჭრობა და წარმოება ისე ძლიერ არ შემცირებულა, ზაფხულიდან კი სწრაფი აღდგენა დაიწყო.
სავალუტო ფონდის გათვლებით ვაქცინა მსოფლიოს მიმდინარე კრიზისის ზარალის 9 ტრილიონი დოლარით შემცირების საშუალებას მისცემს 5 წლიან პერსპექტივაში.
თუმცა სინათლისკენ მიმავალ გზაზე მსოფლიო ეკონომიკას ამ ზამთარს კიდევ ერთხელ მოუწევს წაბორძიკება ბნელ გვირაბში– გვაფრთხილებენ პესიმისტები. ამის მიზეზი ევროპაში მეორე ლოქდაუნი და აშშ–ში პანდემიის უმართავი მეორე ტალღაა.
ეპიდემიოლოგების რჩევებმა ვერ შეაჩერა ამერიკელები– მადლიერების დღის წინ გზები ტრადიციულად გადატვირთული იყო. ბევრი ამერიკელი სტუმრობდა ამ დღეს ახლობლებს
ამერიკასა და ევროკავშირზე მსოფლიო სიმდიდრის მესამედზე მეტი მოდის. ისინი პლანეტაზე გადახდისუნარიანი მოთხოვნისა და ინვესტიციების მთავარი წყაროები არიან. ამიტომაც, მათ კეთილდღეობაზე არის დამოკიდებული მსოფლიო ეკონომიკის სიჯანსაღე. მათ გარეშე პანდემიის დამმარცხებელი ქვეყნები, პირველ რიგში კი ჩინეთი ვერ შეძლებენ დანაკარგების სრულად აღდგენას, მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტენდენციას უკვე წელს დაუბრუნდნენ.
მოკლედ, აღდგენის გზაზე შემდგარი ეკონომიკები რეციდივებს და პერიოდულ რეცესიებს გვერდს ვერ აუვლიან, სანამ პერიოდული ლოქდაუნები არსებობს და სანამ გართობისა და ტურიზმის ინდუსტრია საბოლოოდ არ აღდგება. ეს კი შეუძლებელია, სანამ ხალხმრავალი შეკრებების შიში იარსებებს.
ევროზონაში ჩატარებულმა მოსახლეობის და ბიზნესის ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ ევროპაში მალე ვერ მოხდება სამომხმარებლო მოთხოვნის აღდგენა, რომელიც განვითარებული ეკონომიკების მთავარი მამოძრავებელი ძალაა. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მომხმარებელს მომავლის რწმენა ჯერ არ დაბრუნებია. ვაქცინის გამოჩენის მიუხედავად ამაზე ეკონომიკური კრიზისის შედეგი – უმუშევრობა მოქმედებს.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ეკონომიკა ამერიკულზე ნაკლებად არ დაზარალებულა, უმუშევრობის აფეთქება ევროპაში ნაკლები იყო.
ევროკავშირის ქვეყნებმა ხელოვნურად, სახელმწიფო სუბსიდიებით შეინარჩუნეს დასაქმება და ბიზნესი. ბევრი ხვდება, რომ როგორც კი ლოქდაუნები მორჩება და ეს სახელმწიფო პროგრამები დასრულდება, სახელმწიფო მხარდაჭერის გარეშე კი ყველა ვერ გადარჩება.
ეს მოლოდინებზე და განწყობებზე მნიშვნელოვნად მოქმედებს – ყველა ხვდება, რომ უმუშევრობის ახალი ტალღა მოსალოდნელია.
ეს ყველაფერი ეკონომისტების შიშებს ადასტურებს: კორონავირუსის მეორე ტალღამ ეკონომიკური კრიზისის მეორე ტალღა გამოიწვია.
თუმცა არის კარგი ამბებიც: მეორე შოკი პირველ, საგაზაფხულო შოკზე ბევრად სუსტი იქნება იმის წყალობით, რომ ბევრმა სფერომ პანდემიის პირობებში არსებობა ისწავლა.
პირველ რიგში ეს ეხება წარმოებას. ქარხნები მთელი ძალით მუშაობენ და ის ქვეყნები, სადაც წარმოება მნიშვნელოვან როლს იკავებს, იმათზე სწრაფად გამოვლენ კრიზისიდან, ვიდრე ისინი, ვინც მომსახურების სფეროზეა ორიენტირებული.
შოკი არა მხოლოდ უფრო სუსტი, არამედ უფრო ხანმოკლეც იქნება. ევროპაში დაინფიცირების მაჩვენებელი იკლებს. ლოქდაუნი კი თითქმის უკვე ყველგან მოსხნეს.
როგორც კი კორონაკრიზისის მეორე ტალღა ჩაცხრება, მსოფლიოში სიმდიდრის ზრდის ძველი ტემპების აღდგენა პირდაპირ იქნება დამოკიდებული იმაზე, ეყოფა თუ არა დასავლეთს ფული პანდემიის დასრულებამდე ეკონომიკის ხელოვნურ სუნთქვაზე შესანარჩუნებლად.
კრიზისის პირველი ტალღის დროს მდიდარმა ქვეყნებმა იმდენად მძლავრი მხარდაჭერა აღმოუჩინეს ბიზნესს და მოსახლეობას, რომ ეკონომიკის 10%–იანი ვარდნის მიუხედავად მოსახლეობის შემოსავლები არათუ არ შემცირდა, არამედ 5%–ზე მეტად გაიზარდა.
კრიზისიდან სწრაფი გამოსვლა ხელისუფლების მზაობაზე იქნება დამოკიდებული, ეს მხარდაჭერა გააგრძელოს გადასახადის გადამხდელთა ფულით და ვალით, რადგან ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზებითაც კი მასობრივ ვაქცინაციას დიდი დრო დაჭირდება, კიდევ უფრო მეტი დრო დაჭირდება, რათა მოსახლეობამ დაიჯეროს, რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა. ეს კი ექსპერტების აზრით კიდევ ერთი წელი არ მოხდება.
მაგთი ლოგოს და ციფრული არხების განახლების შემდეგ მომხმარებელს ახალ, მეგობრულ პროდუქტს სთავაზობს. ის სხვადასხვა სერვისის: ხმოვანი, მოკლე ტექსტური შეტყობინების და მობილური ინტერნეტმომსახურების კომბინაციას წარმოადგენს. კომბინირებული პაკეტები ქართულ ბაზარზე აპრობირებულია, მაგრამ ახლებურია მაგთის მიდგომა, რომელიც მომხმარებელს საკუთარი პაკეტის თავად შექმნის შესაძლებლობას აძლევს.
მაგთის მობილური აპლიკაცია MyMagti ყველას აძლევს საშუალებას, ჩაერთოს საკუთარი სერვისის შექმნის პროცესში. კონკრეტული გამოცდილების და ჩვევების გათვალისწინებით მომხმარებელმა უკეთ იცის, რამდენ მეგაბაიტს, წუთს თუ SMS-ს მოიხმარს დღეში, კვირასა თუ თვეში, ისე, რომ არც ზედმეტი დარჩეს და არც დააკლდეს.
შენუკეთიცი,რაგსურს – ამ პრინციპით ყველას შეუძლია შექმნას ინდივიდუალური პროდუქტი თავისთვის და თავისიანებისთვის, უფრო მეტიც, დაარქვას სასურველი სახელი და მაგთის აპლიკაციაში დაიმახსოვროს.
„მომხმარებლებს სულ უფრო მეტად უჩნდებათ ინდივიდუალური მიდგომის სურვილი. ასაკი, გემოვნება, ინტერესები და ჩვევები იმდენად განასხვავებს მათ დამოკიდებულებებსა და საჭიროებებს, რომ ხანდახან, ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანის პირობებშიც კი, შეუძლებელია სერვისი ინდივიდუალურ მოთხოვნებს სრულად მიესადაგებოდეს. სწორედ ამიტომ იდეალურია შეთავაზება, რომელიც საკუთარი პროდუქტის თავად შექმნის შესაძლებლობას იძლევა“, – აცხადებენ მაგთიკომში.
მაგთიმ მომსახურების მოდელი უფრო მოქნილი, ინტერაქტიული და მომხმარებელთან ახლო ურთიერთობაზე დამყარებული გახადა.
ჟიურიმ ერთ თვიანი მუშაობის შედეგად ბიზნესდაჯილდოება 2020-ის ფინალისტები
გამოავლინა. თითოეულ ნომინაციაში 5 ფინალისტი შეირჩა, ნომინაციების მიხედვით კი,
ისინი ასე გადანაწილდნენ:
საუკეთესო სტარტაპისთვის:
სითიფეი
სფეისფარმსი
იჰოტელსი
შენით
ბილიკი
საუკეთესო პროდუქტისთვის:
ალტერსოქსი
ჯიმშერი
ეი სოლარი
ტერმინალი
კოჰი.ჯი
საუკეთესო ინოვაციისთვის:
ფეიზი
ბაიოქიური
ირნერო
ი-სფეისი
ქარუ
საუკეთესო სოციალური პასუხისმგებლობისთვის:
ვინტილიტორი
ჩიკატაი
ჰირო
ლიდერქიდსი
ბორდინგ კაუკასუსი
ადაპტაციის საუკეთესო მაგალითისთვის:
სფილოუ
ჟუჟუნა
8000 მოსავალი
კომბინიზონა
ქისა
ბიზნესდაჯილდოება უკვე მეხუთე წელია თიბისის ორგანიზებით წარმატებით
იმართება. წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბიზნესისთვის შექმილ
სიტუაციასთან ადაპტაცია და მიუხედავად ეკონომიკურ აქტივობებზე დაწესებული
შეზღუდვებისა, საქმიანობის კვლავ გაგრძელება. ამიტომაც ბიზნესდაჯილდოებაში
გაჩნდა ნომინაცია იმ კომპანიის გამოსავლენად, რომელმაც საუკეთესო მაგალითი აჩვენა
ადაპტაციისა.
გარდა ამისა, წელს სხვა სიახლეებიცაა ბიზნესდაჯილდოებაში. ნომინაციის „საუკეთესო
სტარტაპისთვის“ მხარდამჭერი ჟურნალი Forbes Georgia გახდა, რომელიც
გამარჯვებულს სრულ მედია მხარდაჭერას გაუწევს.
პროექტის გამარჯვებულების ვინაობა დეკემბერში გაირკვევა. თითოეული
გამარჯვებული თიბისისგან განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს, ისინი ბიზნესებზე
მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს ამ სამიდან აირჩევენ: ციფრული
სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია,
პროგრამული უზრუნველყოფა.
თიბისი აკადემიაში, რისკების მართვის მიმართულებით ონლაინ რეგისტრაციის დასრულებამდე სამი დღე რჩება. საბანკო რისკებით დაინტერესებულ პირებს ონლაინ განაცხადის შევსება 30 ნოემბრის ჩათვლით, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://www.tbcitacademy.ge/risk-academy-registration . საუკეთესო აპლიკანტების შერჩევა ტესტირების და გასაუბრების ეტაპების გავლის შემდეგ მოხდება.
თიბისი აკადემია რისკების მართვის მიმართულებით თიბისიმ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ცოტა ხნისს წინ დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა.
აკადემიაში პირველი ნაკადისთვის სწავლა 2021 წლის 18 იანვარს, დისტანციურ რეჟიმში დაიწყება და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამა ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მოიცავს და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებენ.
თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სწავლა თიბისის მიერ სრულადაა დაფინანსებული. პროგრამას სპეციალურად მოწვეული, სფეროს პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან და სტუდენტებს ანალიტიკური და ტექნიკური უნარების და ცოდნის შეძენაში დაეხმარებიან.
თიბისი, საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემის – Global Finance-ის 21-ე დაჯილდოებაზე, მსოფლიოში 2020 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა კორპორატიული ციფრული ბანკების კატეგორიაში – სოციალური მედიის, მარკეტინგული კომუნიკაციებისა და სერვისებისთვის. ასევე, კომპანიამ ფიზიკური პირებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკის ტიტული მოიპოვა. აღნიშნულ კატეგორიაში თიბისიმ რეგიონალური ჯილდოც აიღო, როგორც საუკეთესო კორპორატიულმა ციფრულმა ბანკმა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.
საერთაშორისო აღიარება თიბისიმ ციფრული კომუნიკაციების ძლიერი სტრატეგიისთვის, ციფრული არხებისა და სერვისების მომხმარებლების რაოდენობის ზრდისთვის, წარმატებული ციფრული ინიციატივებისთვის, ასევე ციფრული არხების დიზაინისა და პრაქტიკულობისთვის მიიღო.
“წელს, გლობალურმა პანდემიამ ციფრულ საბანკო მომსახურებაზე გადასვლა დააჩქარა, თუმცა წინდახედულ ბანკებს უკვე არჩეული ჰქონდათ აღნიშნული გზა. ციფრული ბანკების კატეგორიაში ის ფინანსური ინსტიტუტები დავაჯილდოვეთ, რომლებიც წარმატებით ინტეგრირდნენ თანამედროვე მომხმარებლებისა და სამყაროს საჭიროებებთან“, – ჯოზეფ დ. გიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და რედაქტორი.
„აღნიშნული ჯილდოები კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი მისიის შესაბამისობას თანამედროვე ადამინათან – გავუმარტივოთ მათ ცხოვრება და ასევე ჩვენი გუნდის თავდაუზოგავ შრომას – მომხმარებლებს მათზე მორგებული, საუკეთესო სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. ეს აღიარება ასევე იმის მტკიცებულებაა, რომ თიბისი წარმატებით ასრულებს გაციფრულებისა და დისტანციური არხების განვითარების სტრატეგიას, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ და არსებულმა რეალობამ აღნიშნული პროცესი უბრალოდ დააჩქარა. იმ დროს, როდესაც სოციალური დისტანცია ყოველდღიურობის აუცილებლობად იქცა, სწორედ განვითარებული ციფრული არხები გვეხმარება მომხმარებლებთან მუდმივი და სრულყოფილი კავშირი გვქონდეს დისტანციურად და მათ მინიმალურად დასჭირდეთ ფილიალში მოსვლა“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
თიბისი ბიზნეს მომხმარებლებისთვის ბიზნეს კლუბს ქმნის, რომელიც კლუბის წევრების მხარდაჭერაზე, განვითარებასა და სოციალიზაციაზე იზრუნებს. ბიზნეს კლუბის შექმნით თიბისი მომხმარებლებს უმარტივებს ბიზნესის კეთებას, უზრუნველყოფს მათ ინფორმირებულობას, ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა საკითხზე, დაკავშირებას პოტენციურ პარტნიორებთან და
მომხმარებელთან.
კლუბის წევრებს შეეძლებათ ისარგებლონ ინდივიდუალური კონსულტაციებით და სესიებით, სადაც მიიღებენ პასუხებს მათთვის საინტერესო კითხვებზე კონკრეტული დარგის ექსპერტებისგან. ასევე, სპეციალურად მათთვის გაიმართება პანელური დისკუსიები, რომელზეც მოხდება ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო თემების განხილვა. ბიზნეს კლუბის წევრებს და მათი კომპანიის წარმომადგენლებს შეეძლებათ სპეციალური კურსების გავლა, ასევე, ყოველთვიური განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობა. ამას გარდა, შეიქმნება ფეისბუქ ჯგუფი, სადაც მომხმარებლები შეძლებენ ერთმანეთთან ურთიერთობას, პოტენცურ პარტნიორებთან თუ მომხმარებლებთან დაკავშირებას და სიახლეების გაზიარებას.
„ჩვენ ბიზნეს კლუბის შექმნით გავაერთიანეთ ორი სრულიად ინოვაციური მიდგომა საქართველოში, პირველი ეს არის „ბანკი გამოწერით“ და მეორე, ერთი სოციუმის ადამიანებისთვის, კერძოდ, ბიზნესებისთვის – კლუბის გაკეთება. თიბისის ყველა ძალისხმევა ემსახურება მომხმარებლებისათვის ცხოვრების გამარტივებას. კლუბის შექმნის იდეამდე იმ ინსაითებზე დაყრდნობით მივედით, რაც ბიზნესის წარმომადგებლებთან უკუკავშირის შედეგად მივიღეთ. ბიზნეს კლუბი იქნება სწორედ ის ადგილი, სადაც ისინი მიიღებენ ყველაზე მთავარს, რაც სჭირდებათ, ეს იქნება ინფორმაციის გაცვლა, ახალი ცოდნის შეძენა, ნეთვორქინგი, პოტენციურ პარნიორებთან თუ კლიენტებთან შეხვედრა და ა.შ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიზნეს კლუბი მუდმივად განახლდება, ისევ და ისევ ბიზნესის საჭიროებიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე,“ – ამბობს ნიკა ქურდიანი, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.
ბიზნეს კლუბში მოხვედრა შესაძლებელია ბიზნეს ნაკრების გამოწერით. როგორც თავად ბიზნეს კლუბი, ასევე, საბანკო სერვისების გამოწერის პრინციპი საქართველოს საბანკო სივრცეში ინოვაციურია. ახალი ინიციატივის ფარგლებში თიბისი მომხმარებლებს სთავაზობს 3 ტიპის ბიზნეს ნაკრებს, რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან ფასითა და შემადგენლობით. სამივე ნაკრები შედგება იმ საბანკო პროდუქტებისგან, რომელსაც ბიზნესი ყოველდღიურ
საქმიანობაში იყენებს.
ბიზნეს კლუბი გააერთიანებს ყველა ტიპის ბიზნესს, მიუხედავად მათი ზომისა და იურიდიული ფორმისა, კლუბში გაწევრიანება შეუძლია ყველას, როგორც ფიზიკურ, ასევე, იურიდიულ პირ ბიზნესებს. ბიზნეს ნაკრებების შემადგენლობა კი, შეესაბამება ყველა ტიპის ბიზნესის მოთხოვნებს. ნაკრების გამოწერა არის შესაძლებლობა, რომელიც მომხმარებელს ბიზნეს სივრცემდე, ბიზნეს კომუნამდე მიიყვანს, რომლის მხოლოდ ერთი ნაწილია საბანკო პროდუქტები და სერვისები.