Category: ბიზნესი / ეკონომიკა

  • სახელმწიფომ გადასახადი არ გადაგვივადა და დონაციით მიღებული თანხიდან ჩამოგვაჭრა – “მზესუმზირა”

    “სახელმწიფომ გადასახადი არ გადაგვივადა და დონაციით მიღებული თანხიდან ჩამოგვაჭრა”- ამის შესახებ, კომუნა მზესუმზირა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ,  სახელმწიფომ გადასახადის გადავადებაზე უარი უთხრათ და 17 000 ლარის ოდენობის დავალიანება დონაციით მიღებული თანხებიდან ჩამოაჭრათ.

    “როგორც იცით, ჩვენი საქმიანობა ჯერ კიდევ 2020 წლის მარტიდანაა შეჩერებული და ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ ორი ივენთის ჩატარება შევძელით ეზოს ტერიტორიაზე. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი დაგვეძლია ის სირთულეები, რომლებიც შეჩერებული საქმანობის გამო გვედგა. საბედნიეროდ, ზუსტად იმ მომენტში, როცა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, თქვენი დახმარებით შევძელით საჭირო რესურსების 30 %-ის მობილიზება. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ესეც არ იყო ამბის ბედნიერი გაგრძელება:

    ისევე როგორც ყველა სხვა საქმიანობას, ჩვენც ამ პერიოდის (მარტი – დეკემბერი) განმავლობაში დაგვიგროვდა სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი გადასახადები. კერძოდ, 17 000 ლარი.
    რა თქმა უნდა, იმ მდგომარეობაში რომელშიც ვიმყოფებებოდით, შეუძლებელი იყო ამ თანხის გადახდა, რაზეც მივმართეთ სახელმწიფოს შუამდგომლობით, რადგან გადაევადებინათ თანხა შემდეგ პერიოდზე, როგორც ეს გაზაფხულზე მოხდა. სამწუხაროდ, სახლემწიფომ გვითხრა უარი და არსებული დავალიანება (17 000 ლარი) პირდაპირ მოაჭრა დონაციებიდან შემოსულ თანხას, რითიც ჩვენთვის საჭირო რესურსების რაოდენობა 5 %-მდე დაიყვანა.

    ჩვენ არ ვითხოვდით ამ გადასახდების გაუქმებას, უბრალოდ ვითხოვდით გადავადებას. სახელმწიფოს გულგრილობის წყალობით კი ჩვენ ისევ იმ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, საიდანაც თავის დაღწევის მინიმალური შანსები გაგვიჩნდა. ახლა კი გვიწევს ყველაფერი დავიწყოთ თავიდან.

    მდგომარეობა იგივეა – რთული. მაგრამ იმედიც ისევ გვაქვს – თქვენი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, თავიდან ჩავუშვათ დონაციის პროექტი. ამისთვის კი მოგიმზადეთ ახალი საჩუქრები პაკეტებში, სადაც Guapa Ceramics და ჟუჟუნა • Jujuna-სთან ერთად, ახალ უკვე Masra • მასრა და AlterSocks • ალტერსოქსი შემოგვიერთდნენ, რისთვისაც დიდი მადლობა მათ
    აგრეთვე მალე ახალ ლაივსტრიმებსაც და სხვა სიახლეებს შემოგთავაზებთ.

    მოკლედ, ჩვენ არ ვჩერდებით და გვჯერა, რომ მივალთ იმ დრომდე, როდესაც ეს საშინელი რეგულაციები, რომლებიც არამხოლოდ ჩვენ, არამედ ამ სფეროში მოღვაწე ყველა სუბიექტს შეეხო და კატასტორფულ კრიზისებამდე მიიყვანა, დასრულდება. გვჯერა, რომ მანდ თქვენთან ერთად მივალთ. ასე რომ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთად და გპირდებით, ისეთ ჯგრიალებში შევხვდებით რომ ეს ამბები სასაცილოდაც არ გვეყოფა.

    თუ შენთვის „Mzesumzira“ ძვირფასია და გინდა მის გადარჩენაში მონაწილეობა, გადადით შემდგომ ბმულზე: https://donate.mzesumzira.com  “- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

  • TIDA-ს ფარგლებში მონაცემთა ანალიტიკის შესახებ ონლაინ სესიები გაიმართება

    თიბისის მხარდაჭერით, TIDA-ს (Tblisi International Data Analytics) ფარგლებში, ონლაინ სესიების სერია იწყება. პირველი ასეთი ონლაინ შეხვედრა მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებული პირებისთვის 2 და 3 თებერვალს, Zoom-ში გაიმართება და მას თიბისის ანალიტიკური ტრანსფორმაციის პროექტის ლიდერი, მარიამ ლელაშვილი გაუძღვება.

    ორი დღის განმავლობაში, აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება შემდეგ თემებზე მიიღოს ინფორმაცია: „პრეზენტაციის მოსამზადებლად აუცილებელი ნაბიჯები“; „როგორ ვაქციოთ მშრალი მონაცემები საინტერესო ამბად“. თეორიული ნაწილის გარდა, სესიის ბოლოს მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეასრულონ პრაქტიკული სავარჯიშოები.

    TIDA-ს ონლიან სესიაზე დასწრება უფასოა. დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ონლაინ, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ – https://forms.gle/GcJAKDx3oTn7DdtZ6 , რის შემდეგაც ისინი მონაწილეობისთვის საჭირო მონაცემებს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

    TIDA ბიზნესმონაცემთა ანალიტიკის პირველი კონფერენციაა რეგიონში და მის მიზანს მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებისა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებული ბიზნესების წარმომადგენლების გაერთიანება წარმოადგენს, საერთაშორისო მასშტაბით. TIDA-ს ფარგლებში განიხილება, როგორ უნდა შექმნას ბიზნესმა რეალური ღირებულების მომტანი ანალიტიკა. კონფერენციის, ისევე როგორც ონლაინ სესიების მიზანი თემის გარშემო არსებული უახლესი ინფორმაციის გაზიარება და გაცვლაა. TIDA-ს მხარდამჭერია თიბისი.

  • თიბისი წლის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაშია წარდგენილი

    Efma და მასტერქარდი 2021 წელს, პირველად გამოავლენენ წლის საუკეთესო SME ბანკს
    და საუკეთესო SME ბანკირს. დაჯილდოებაში Efma-მ თიბისი და თიბისის გენერალური
    დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი წარადგინა.

    გამარჯვებული ონლაინ ხმის მიცემით გამოვლინდება. ხმის მიცემა ხვალამდე, 28 იანვრამდე შემდეგ ლინკზე efma.com იქნება შესაძლებელი. თიბისი წლის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაში მსოფლიოში ისეთ დიდ და
    წარმატებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორისაა წარდგენილი, როგორებიცაა: Barclays
    UK, Banco Itau Brazil, Swedband Sweden, და ა.შ. ხოლო ნიკა ქურდიანი – წლის
    საუკეთესო SME ბანკირებს შორის დასახელდა, სულ ნომინირებულია 7 კანდიდატი
    მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან.

    „ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია ერთგვარად აფასებს იმ ინოვაციებს
    და ბიზნეს ინიციატივებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტებმა
    დანერგეს ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის. ასეთ მსხვილ და
    გავლენიან ბანკებს შორის თიბისის დასახელება არის ჩვენი გუნდის მიერ მცირე და
    საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად გაწეული შრომის და მიღწევების აღიარება,“ –
    ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

    დაწესებული ჯილდოები მსოფლიოს SME ინდუსტრიის ყველაზე ინოვაციურ მოთამაშეს
    გადაეცემა, შესაბამისად, ეს აღიარება დაეხმარება ინსტიტუტებს, წარმოჩინდნენ
    გლობალურ ინოვაციურ ლიდერებად. კანდიდატები მცირე და საშუალო ბიზნეს
    ინდუსტრიაში გაწეული სამუშაოსა და ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩნენ,
    როგორებიცაა ინოვაციები, ბიზნეს ინიციატივები, ბიზნესის შედეგები და ა.შ. ასევე,
    მხედველობაში მიიღეს ფინანსური ინსტიტუტის ზომა, ბაზრის წილი და ბაზარზე
    არსებობის ისტორია.

  • თიბისის სტუდენტური პროგრამის – „თიბისი კემპის“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

    თიბისისა და თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის – „თიბისი კემპის“ მეორე ნაკადის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია.

    პირველი ადგილი – კავკასიის უნივერსიტეტის, ბიზნესსკოლის სტუდენტებმა – სანდრო ჭანტურიძემ, ნინა სანდლერმა და რატი კალანდარიშვილმა, მეორე ადგილი კი,  – თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა – საბა ამირიძემ, გიორგი კვენეტაძემ და ვახტანგ ღლონტმა დაიკავეს.

    ჟიურის რჩეულ აღნიშნულ 2 გუნდს სპეციალური ჯილდო – თიბისის აქციები გადაეცა.

    თიბისისთვის მნიშვნელოვანია, პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის ცნობადობა გაზარდოს და აღნიშნული მიმართულებით ახალი თაობის განათლებას შეუწყოს ხელი.

    „თიბისი კემპი“, მთელი საქართველოს მასშტაბით, 12 უნივერსიტეტის ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტების სასწავლო პროგრამაში იყო ინტეგრირებული და მსურველების მასში ჩართვა ნებაყოფლობით შეეძლოთ.

    სტუდენტებმა, სემესტრის განმავლობაში, პროგრამის სხვადასხვა ეტაპი გაიარეს: პირველ ეტაპზე თიბისი კაპიტალის საჯარო ლექციებს ესწრებოდნენ. შემდეგ, ერთად განიხილეს ბიზნეს-ქეისები, რომლებიც მათ დავალებასთან იყო კავშირში. ბოლო ეტაპზე კი, ჟიურის წინაშე, რომელიც თიბისი კაპიტალის მენეჯმენტისგან შედგებოდა, საბოლოო საინვესტიციო პროექტი წარადგინეს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ყველა შეხვედრა ონლაინ რეჟიმში ჩატარდა.

    “თიბისი კემპის ფარგლებში შესაძლებლობა მოგვეცა, უკეთ გავცნობოდით ფინანსურ ბაზრებს, მოგვესმინა საინტერესო ლექციები და რაც მთავარია, თეორიაში შეძენილი ცოდნა პრაქტიკაში გამოგვეყენებინა. გარდა კომპანიების შესახებ უამრავი ინფორმაციის მოძიებისა, საბაზრო ტრენდებისა და ინვესტორთა მოლოდინის გაანალიზებისა, ამ პროექტმა საკუთარ შესაძლებლობებში დაგვარწმუნა, რაც, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენია“,  – საბა ამირიძე, სტუდენტი.

    „პროექტი – „თიბისი კემპი“ უკვე მეორედ ჩატარდა და ის თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროგრამის მიზანი ახალგაზრდებში საინვესტიციო საბანკო საქმის პოპულარიზებაა. პროექტის ფარგლებში, სტუდენტები რეალურ სამუშაო გამოცდილებას იღებენ, უკეთ ეცნობიან ფინანსურ ბაზრებსა და ინვესტორების მოლოდინებს. მეორე ნაკადის გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში გამორჩეული და კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარულები ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები ვართ. პროგრამის შედეგებიდან და სტუდენტების დაინტერესებიდან გამომდინარე, პროგრამა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება“, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

  • Global Finance-მა თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა

    საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ – Global Finance თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2021 წლის საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა.

    ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისა და ექსპერტებისაგნ დაკომპლექტებულმა სპეციალურად მოწვეულმა ჟიურიმ გამარჯვებული ბანკები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, საერთშორისო დაფარვის დონე, მომხმარებლებთან ურთიერთობა, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური ტექნოლოგიები და სხვა. ქვეყანაში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით, თიბისის ბაზრის წილი 50%-ს აჭარბებს.

    „მოხარული ვართ, რომ თიბისიმ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. აღნიშნული ჯილდო თიბისი ბანკის N1 პოზიციას ადასტურებს ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით და ხაზს უსვამს – ქვეყანაში ამ სფეროს განვითარებას რამდენად აქტიურად ვუჭერთ მხარს. ამ მხარდაჭერის მტკიცებულება ჩვენი არაერთი საერთაშორისო ჯილდოა. 2020 წლის განმავლობაში, თიბისიმ ამ მიმართულებით არაერთი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა და სოლიდური ფინანსური რესურსიც მოიზიდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღიარების მოპოვება გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე წლის შემდეგ, რომლის დროსაც მოვახერხეთ, რომ ვაჭრობის ფინანსირების კუთხით,მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული პროდუქტები და სერვისები უწყვეტად შეგვეთავაზებინა“, – გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე.

    Global Finance-ის გარდა, ვაჭრობის დაფინანსების სფეროში როგორც ქვეყნის საუკეთესო პროვაიდერს, თიბისის საერთაშორისო აღიარება მოპოვებული აქვს ისეთი ფინანსური ინსტიტუტებისგან, როგორებიცაა – EBRD, ADB, Commerzbank.

    ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემა Global Finance უკვე 20 წელზე მეტია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო ბანკებს სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ჯილდოები საზოგადოებისთვის შეფასების სანდო სტანდარტად არის აღიარებული. წლების განმავლობაში, თიბისის Global Finance-ისგან არაერთი ჯილდო აქვს მიღებული სხვადასხვა კატეგორიაში.

  • ნიკა ქურდიანი Efma-ს და Mastercard-ის წლის საუკეთესო SME ბანკირის ნომინანტია

    Efma და მასტერქარდი 2021 წელს, პირველად გამოავლენენ წლის საუკეთესო SME ბანკს
    და საუკეთესო SME ბანკირს. დაჯილდოებაში Efma-მ თიბისი და თიბისის გენერალური
    დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი წარადგინა.

    თიბისი წლის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაში მსოფლიოში ისეთ დიდ და
    წარმატებულ ფინანსურ ინსტიტუტებს შორისაა წარდგენილი, როგორებიცაა: Barclays
    UK, Banco Itau Brazil, Swedband Sweden, და ა.შ. ხოლო ნიკა ქურდიანი – წლის
    საუკეთესო SME ბანკირებს შორის დასახელდა, სულ ნომინირებულია 7 კანდიდატი
    მსოფლიოს წამყვანი ბანკებიდან.

    დაწესებული ჯილდოები მსოფლიოს SME ინდუსტრიის ყველაზე ინოვაციურ მოთამაშეს
    გადაეცემა, შესაბამისად, ეს აღიარება დაეხმარება ინსტიტუტებს, წარმოჩინდნენ
    გლობალურ ინოვაციურ ლიდერებად.

    კატეგორიაში „საუკეთესო SME ბანკირი“ კანდიდატები მცირე და საშუალო ბიზნეს
    ინდუსტრიაში გაწეული სამუშაოსა და ისეთი კრიტერიუმების მიხედვით შეირჩნენ,
    როგორებიცაა ინოვაციები, ბიზნეს ინიციატივები, ბიზნესის შედეგები და ა.შ. ასევე,
    მხედველობაში მიიღეს ფინანსური ინსტიტუტის ზომა, ბაზრის წილი და ბაზარზე
    არსებობის ისტორია.

    „ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა Efma-ს და მასტერქარდის მიერ ნიკა ქურდიანის
    საუკეთესო SME ბანკირის, ხოლო თიბისის საუკეთესო SME ბანკის ნომინაციაში
    დასახელება. ამით ევროპის ფინანსებისა და მარკეტინგის ასოციაცია ერთგვარად აფასებს
    იმ ინოვაციებს და ბიზნეს ინიციატივებს, რომლებიც მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა
    ინსტიტუტებმა დანერგეს ბაზარზე მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებისთვის.
    ასეთ მსხვილ და გავლენიან ბანკებს შორის თიბისის დასახელება არის იმის აღიარება,
    რაც ნიკა ქურდიანმა და თიბისის გუნდმა დაუღალავი შრომის შედეგად გააკეთეს მცირე
    და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად 2020 წელს,“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის
    გენერალური დირექტორი.

    ნიკა ქურდიანი თიბისიში მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებას 2015 წლიდან
    უძღვება. მანამდე მან სხვადასხვა პოზიციაზე იმუშავა UniCredit Group-ში ავსტრიაში,
    თურქეთსა და ყაზახეთში. ამჟამად ის, ასევე, იკავებს TBC Uzbekistan-ის
    სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას.

    გამარჯვებული ონლაინ ხმის მიცემით გამოვლინდება. ხმის მიცემა 28 იანვრამდე შემდეგ
    ლინკზე efma.com გარძელდება.

  • ბიზნესი ხელისუფლებას შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდებს – 6 პუნქტიანი გეგმა

    ბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას მიმართავენ და შეზღუდვების მოხსნას მოითხოვენ. კერძო სექტორის გარკვეული დარგები ამოქმედებას 1 თებერვალს ელოდებიან, თუმცა რომელი დარგები შეძლებენ გახსნას, ჯერ უცნობია 28 ნოემბერს შემოღებული შეზღუდვები დათქმულ დროს და დათქმული წესით არ მოიხსნა, შესაბამისად არის მოლოდინი, რომ მთავრობა მათ რეალურად არც 1 თებერვალს შეამსუბუქებს. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ბიზნესი  სახელმწიფოს მხრიდან 1 თებერვლიდან შეზღუდვების კიდევ ერთხელ გახანგრძლივების საფრთხეს ხედავს და მთავრობას კერძო სექტორის ამოქმედებისკენ მოუწოდებს და 6 პუნქტიან გეგმას სთავაზობს:

    „დიდი შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ ჯერ 16 იანვარს ნაწილობრივი, შემდეგ კი 1 თებერვალს მთავრობის მიერ დაპირებული ე.წ. ლოქდაუნის სრული მოხსნა კვლავ გადადების საშიშროების წინაშეა, უფრო მეტიც, სხვა და სხვა სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენელთა და ეპიდემიოლოგთა ბოლო განცხადებები მიგვანიშნებს ქვეყნის ხელახალ ლოქდაუნზე (ე.წ მესამე ტალღა).

    მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვაცნობიერებთ საქართველოში ჯანდაცვის სფეროში შექმნილ რთულ მდგომარეობას, გვინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია – ქვეყანა დგას გადარჩენის ან მთლიანი დაღუპვის ზღვარზე! გაკოტრებულია არაერთი დარგი, რის გამოც სავალალო მდგომარეობაშია საგადასახადო სისტემა და საბანკო სექტორიც კი. სუფევს ტოტალური უმუშევრობა (გარდა სახელმწიფო უწყებებისა)“, – ნათქვამია ასოციაციების გარეთიანებულ განცხადებაში.

    მათი შეფასებით, ქვეყნის საფინანსო ვალდებულებების შესრულების ერთადერთი გარანტი ბიზნესის ყველა სექტორის ამოქმედებაა, რისთვისაც შეზღუდვების დაუყოვნებელი მოხსნა და ფრენების აღდგენაა საჭირო.

    „უმძიმეს მდგომარეობაშია ქვეყნის ეკონომიკა და ბიუჯეტი, რაც ქვეყნის სამომავლო განვითარების პერსპექტივას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. მარტში დაწყებული პანდემიიდან, ბოლო 11 თვის განმავლობაში ლოქდაუნი და ეკონომიკური სტაგნაცია უკვე მეხუთე თვეა გრძელდება, რაც ჩვენი, საკმაოდ ღარიბი ქვეყნისათვის ყოვლად დაუშვებელი ფუფუნებაა, ეკონომიკისთვის კი სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი. ქვეყანას აღებული აქვს უამრავი საერთაშორისო საფინანსო ვალდებულებები, რომელსაც გასტუმრება ესაჭიროება. ამისი ერთადერთი გარანტი არის ამოქმედებული ბიზნეს სექტორი.

    სანამ კიდევ არსებობს ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გზა და შექმნილი მდგომარეობიდან მცირე გამოსავალი, აუცილებელია, ეპიდემიოლოგთა მიერ დადგენილი ყველა რეგულაციის და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, უმოკლეს ვადაში ეკონომიკისათვის განმსაზღვრელი ყველა დარგის ამუშავება!

    აუცილებელია:

    1. სასწრაფოდ ამუშავდეს ტრანსპორტი, როგორც საქალაქო, ასევე საქალაქთაშორისო, საამტომობილო, მეტრო და რკინიგზა (კონცენტრაციის მინიმიზაციის გათვალისწინებით).
    გაჩერებული ტრანსპორტი მიზეზია დღეს გაზრდილი უმუშევრობის და წარმოადგენს დისკრიმინაციას ყველაზე დაბალშემოსავლიანი ფენების მიმართ;

    2. საერთაშორისო საავიაციო კომუნიკაციის აღდგენა, ისევე როგორც ამას ართმევს თავს არაერთი ქვეყანა.
    ავიღოთ მაგალითი ჩვენი მეზობელი ქვეყნებისაგან (ევროკავშირში შიდა რეისები დაფრინავს, თურქეთი, დუბაი, ყაზახეთი, უზბეკეთი, რუსეთი, ჩეხეთი, სასომხეთი), რომლებსაც არ გაუჩერებიათ საერტაშორისო ტურისტული ბიზნესი და ამავდროულად წარმატებით ართმევენ თავს ეპიდემიასთან ბრძოლას.

    3. დაიწყოს ფუნქციონირება სარესტორნო ბიზნესმა (გაიდლაინის რეგულაციების გათვალისწინებით);
    სარესტორნო ბიზნესი ეპიდემიოლოგების მოთხოვების დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მობილიზებული ბიზნესია. ამ ბიზნესის დაკეტვა იწვევს აბსოლუტურად უკონტროლო ჩრდილოვანი ღონისძიებების და ქეიფების ჩატარებას კარძო სექტორის ტერიტორიებზე.

    4. შიდა და გარე ტურიზმისა მოთხოვნების გათვალისწინებით, ამუშავდეს სასტუმროები;
    დღეისთვის საკმაოდ ბევრი სასტუმრო ფუნქციონირებს. ასეთივე პრინციპით უნდა ნება მიეცეს ყველა სასტუმროს რომ აღადგინოს მუშაობა.

    5. აღდგეს მოლებისა და არასასურსათო მაღაზიების ოპერირება;
    ასეთი ამუშავების წარმეტებული შედეგი გვაქვს ახალი წლის პერიოდში. როგორც დავინახეთ ასეთ მუშაობას არ მოჰყოლია რაიმე სახის დაავადებულთა რიცხვის მატება.

    6. დაიწყოს ზამთრის კურორტების ოპერირება, როგორც სასტუმროების, ასევე საბაგირო გზეების“, – სთავაზობს მთავრობას დარგთაშორისი ინიციატივას კერძო სექტორი.

    13 ასოციაცია აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებისთვის რეგულაციების დაცვის მზადყოფნას გამთქვამს და მასობრივი ტესტირების ჩატარებას ემხრობა, თუმცა პროცესთან დაკავშირებული ხარჯების აღებისგან თავს იკავებს.

    „საბაგიროების ამუშავება დაკავშირებულია სოციალური დისტანციის დაცვის რეალურ კონტროლთან. ეს ტექნიკური საკითხი საკმაოდ ადვილად მოგვარებადია და არ წარმოადგენს გადაულახავ პრობლემას. ამ ტექნიკურ პრობლემას არ უნდა შეეწიროს მთელი რეგიონების ამუშავების და გადარჩენის პერსპექტივა.

    თუ კი ამის მისაღწევად აუცილებელია მასიური ტესტირებების ჩატარება, ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ და კოორდინაცია გავუწიოთ ამ პროცესს, თუმცა სავალალო მდგომარეობაში მყოფი და გაჩერებული დარგები ვერ შეძლებენ აღნიშნული ტესტირების საკუთარი სახსრებით ჩატარებას და აუცილებელი იქნება სახელმწიფოს მხრიდან ამ პროცესის სუბსიდირება.

    ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა აცნობიერებს ქვეყნაში არსებულ რთულ მდგომარეობის სიმწვავეს, გაგებით მოეკიდება ჩვენს ინიციატივას და უახლოეს პერიოდში აამუშავებს ქვეყანას, რათა ცოტათი მაინც შეარბილოს უკვე ისედაც მძიმე მდგომარეობა“, – ნათქვამია ბიზნეს ასოციაციების განცხადებაში.

  • ჩამოვიტანთ მაღალი ხარისხის ვაქცინას, რომელსაც ხალხს ვაჩუქებთ – გიორგი ჩალაძე

    “ჩამოვიტანთ მაღალი ხარისხის ვაქცინას, რომელსაც ხალხს ვაჩუქებთ” – „გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის“  ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე „მთავარი არხის“ ეთერში აცხადებს, რომ  რომ მისი კომპანია საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო მაღალი ხარისხის ვაქცინას შემოიტანს და მას ქართველ ხალხს აჩუქებს.

    “ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებთან ერთად, ძალიან მაღალი დონის პერსონალთან ერთად რომელიც საზღვარგარეთ და აქ მოღვაწეობს ჩამოვიტანთ უმაღლესი ხარისხის ვაქცინას. ეს იქნება არა კომერციული და იქნება სრულიად ჰუმანიტარული აქტი და ამ ვაქცინას ჩვენ ხალხს ვაჩუქებთ. ამის პირობა იდება პირდაპირ ეთერში. რაოდენობა დამოკიდებული იქნება ბევრ ფაქტორზე თუმცა ვაქცინას ჩამოვიტანთ და ეს არ იქნება ჩინური ვაქცინა და არ იქნება ის ვაქცინა რომელიც საზოგადოებას უნდობლობას გაუჩენს. “- განაცხადა გიორგი ჩალაძემ “მთავარი არხის” ეთერში.

  • 2021 წელს მაგთიკომი განათლების მხარდამჭერი ახალი პროექტით იწყებს

    მაგთიკომი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, ახალ სოციალურ პროექტს იწყებს – ქვეყნის ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მაგთის 20 გიგაბაიტიან მობილურ ინტერნეტპაკეტს შეღავათიან ფასად – 10 ლარად მიიღებენ.

    პროექტის მიზანია, ქვეყანაში არსებული პანდემიის პირობებში, დისტანციური სწავლებისას,
    საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იყვნენ ხელმისაწვდომი, მაღალხარისხიანი მობილური
    ინტერნეტკავშირით.

    „20 GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად
    და ინტერნეტრესურსების მოსაძიებლად. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა და
    გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო
    ბიზნესს შორის თანამშრომლობა, სოლიდარობის გამოვლენა“, – აცხადებენ განათლების
    სამინისტროში.

    მასწავლებლები და მოსწავლეები შეღავათიანი ტარიფით სარგებლობას 2020-2021 სასწავლო
    წლის ბოლომდე შეძლებენ. პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების
    მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ
    განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ
    პლატფორმაზე mobile.emis.ge მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით,
    დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული
    პაკეტი.

    „დისტანციური სწავლების პაკეტი“ – ასე ჰქვია შეღავათიან პაკეტს, რომლის შეძენაც 18
    იანვრიდან ნებისმიერი სიხშირითაა შესაძლებელი მაგთის მობილური აპლიკაციიდან – MyMagti
    ან კოდით *172# OK. პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება შეძენიდან 30 დღით.
    მაგთიკომი აქტიურად არის ჩართული საქართველოში კორონავირუსით წარმოქმნილი
    სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევაში. ამ მიზნით კომპანიამ- 3 მილიონი ლარი გადარიცხა StopCoV ფონდში;

    – უფასო კავშირი უზრუნველყო ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა  და
    წითელი ჯვრის ცხელ ხაზებთან;

    – უფასო SMS შეტყობინებების გავრცელებით ხელი შეუწყო მოსახლეობის ინფორმირებას. 2020 წლის 16 მარტიდან 2021 წლის 1 იანვრის ჩათვლით, მაგთიკომმა 454,823 ლარის ღირებულების SMS დააგზავნა საქართველოს მთავრობის მიერ მოწოდებული
    ინფორმაციის და ვირუსის პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ;

    – ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, კომპიუტერეული ტექნიკით
    უზრუნველყო COVID-19 პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი დამატებითი
    ქოლცენტრები.

    მაგთიკომისათვის წლებია, პრიორიტეტული მიმართულებაა საგანმანათლებლო პროექტების
    მხარდაჭერა. „მაგთი განათლებისთვის“ – ასე ჰქვია მიმართულებას, რომელიც უამრავ იმ
    პროექტს აერთიანებს, რომელიც ახალგაზრდა თაობის მხარდაჭერას და მოტივირებას ისახავს
    მიზნად. ასეთებია: „მაგთის სტიპენდია” პირველკურსელებს, „მაგთის საზაფხულო სამუშაო
    სტუდენტებს“, ქართული მწერლობის, ხელოვნების პოპულარიზაციის მიზნით გამოცემული
    წიგნების გადაცემა საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებს, თანამშრომლობა საერთაშორისო
    საგანმანათლებლო პლატფორმასთან „ხანის აკადემია“, „კინგსის ოლიმპიადის“ მხარდაჭერა,
    სკოლის მოსწავლეებისთვის „მაგთის ციფრული ოთახის“ გახსნა, რომელიც აღჭურვილია
    სმარტ პროექტორით, დაფით, ინტერაქტიული მაგიდებით და ვირტუალური
    ლაბორატორიებით, „ირმის ნახტომი“ – პირველად საქართველოში მაგთიკომის მხარდაჭერით
    განხორციელებული საჯარო სკოლების ინტერნეტიზაციის პროექტი   და პირველად
    ჩატარებული ელექტრონული გამოცდები.

    „მოხარული ვართ, რომ „დისტანციური სწავლების პაკეტი” 18 იანვრიდან შესაძლებლობას
    აძლევს საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს,
    მიიღონ მაგთის მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტი შეღავათიანი ტარიფით”, –
    აცხადებენ მაგთიკომში.

  • Fitch-მა თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი შეუნარჩუნა

    გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ – Fitch Ratings თიბისი ლიზინგს ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი „BB-„ შეუნარჩუნა.

    გამოწვევებით სავსე წლის შემდეგ საკრედიტო რეიტინგის შენარჩუნება კომპანიის სიჯანსაღესა და ფინანსურ მდგრადობაზე მეტყველებს, რაც კრედიტორებისა და აქციონერების მხრიდან ნდობისა და მხარდაჭერის ზრდის წინაპირობაა და ასევე საშუალებას იძლევა კომპანია კიდევ უფრო მეტად იყოს მომხმარებლებზე ორიენტირებული.

    Fitch Ratings-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ თიბისი ლიზინგი საქართველოში სალიზინგო ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც უზრუნველყოფს დაფინანსებას როგორც კორპორატიული კლიენტებისათვის, ასევე, მცირე და საშულო ბიზნესებისთვის,  მიკრობიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის.

    „მოხარულები ვართ, რომ თიბისი ლიზინგმა გასულ წელს მიღებული, ქართულ არასაბანკო ფინანსურ ინსტიტუტებს შორის ყველაზე მაღალი საკრედიტო რეიტინგი, გამოწვევებითა და სირთულეებით სავსე წლის მიუხედავად, წარმატებით შეინარჩუნა, რაც ბაზარზე თიბისი ლიზინგის N1 პოზიციას ადასტურებს და ხაზს უსვამს კომპანიის წარმატებულ თანამშრომლობას მომხმარებლებთან. გასულ წელს მოვახერხეთ, რომ მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული პროდუქტები და სერვისები უწყვეტად შეგვეთავაზებინა. რეიტინგის შენარჩუნება კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ კომპანიას სწორი სტრატეგიული ხედვა აქვს და სწორი მიმართულებით ვითარდება“, – თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი – გაგა გოგუა.

    თიბისი ლიზინგი, აქტივების ზომის მიხედვით, თიბისი ბანკის ყველაზე მსხვილი შვილობილი კომპანიაა. ის, ასევე საქართველოში ყველაზე მსხვილი სალიზინგო კომპანიაა, 17-წლიანი გამოცდილებითა და 70%-მდე საბაზრო წილით.